top of page
Sphere on Spiral Stairs

მთვარის XI დღე

მთვარის XI დღე

სიმბოლოები:

დიადემა, ცეცხლოვანი გველი, ცეცხლოვანი ხმალი, ქედი, ლაბირინთი, ადგილი სადაც ადამიანმა უნდა დაამარცხოს მინოტავრი.

დღის დახასიათება  და მნიშვნელობები:

მთვარის დღის ყველაზე აქტიური დღე.

მთვარის მეთერთმეტე დღე ერთერთი რთული დღეა, რომელიც უკავშირდება გარდამავალ ენერგიას. დაკავშირებულია ლომის ნიშანთან, რომელსაც ორმაგი მნიშვნელობა აქვს. ერთის მხრივ ის განასახიერებს სისასტიკეს, სიფიცხეს, ცხოვრების მხეცურ სტილს, ხოლო მეორე მხრივ ნებას, გონებას, კეთილშობილებას, სამართლიანობას, გამბედაობასა და სიამაყეს.

ამას გარდა, მთვარის დღის სიმბოლოებია დიადემა და ლაბირინთი. დიადემა წარმოადგენს ხელისუფლების სიმბოლოს, რომელიც განასახიერებს ძალასა და ენერგიას. ლაბირინთს აქვს მრავალი მნიშვნელობა, მაგრამ მათ ყველას ერთი არსი აერთიანებთ. ესაა მოძრაობის, წინააღმდეგობებითა და გამოცდებით სავსე გზის სიმბოლო. ამ გზის დამძლევი, ბოლოს იპოვის ჭეშმარიტებას, ხოლო ის, ვინც ამას ვერ მოახერხებს, სამუდამოდ იხეტიალებს. ლაბირინთის გავლა ესაა განახლების, გადასხვაფერების, ახლიდან დაბადების  პროცესი. ყველა ეს ასპექტი აუცილებლად განაპირობებს დღის ხასიათს. მთვარის მეთერთმეტე დღე წარმოადგენს ერთერთ ყველაზე ძლიერ ენერგეტიკულად დამუხტულ და ამავე დროს ყველაზე არაპროგნოზირებად დღეს.

კუნდალინის ენერგიის, ბნელი ძალებისაგან დაცვის, ვამპირიზმის, დაბალი ასტრალური არსებების, პოლტერგეისტების, აბსოლუტთან კავშირის, გონიერ კოსმიურ ძალებთან კავშირის დღე. სიბრძნის, როგორც შინაგანი მზერის რეალიზების დრო.

ყველაფერი, რასაც ამ დღეს აკეთებთ, შეგნებულად უნდა გაკეთდეს. ქმედებების დასაწყებად აუცილებელია იმისი რწმენა, რომ ამ საქმეს გაიყვანთ ბოლომდე. აუცილებელი პირობაა საქმის მიყვანა ლოგიკურ შედეგამდე. დაშვებულია ლოცვა, ახლობლებზე ზრუნვა, საჩუქრების დარიგება და საერთოდ რაც შეიძლება მეტი სიყვარულის გაცემა ადამიანებისათვის. და მთავარი-ამ დღისათვის არ დაგეგმოთ დიდი ინტელექტუალური ან ფიზიკური დატვირთვები.

მთვარის მეთერთმეტე დღე შესაფერისია სულიერი განვითარებისათვის, ლოცვებისა და მანტრებისათვის. შესაძლებელია სხვადასხვა პრაქტიკების გამოყენება მენტალური წმენდისათვის. ამასთანავე, ყველასათვის სასურველია სიფრთხილე და ასეთი პტაქტიკებისათვის ზედმიწევნით მომზადება.

მკითხაობა შესაძლებელია ყველა თემაზე. ერთერთი ყველაზე კარგი პერიოდია რიტუალების ჩასატარებლად და მაგიური ცერემონიებისათვის, რადგან მთვარის მეთერთმეტე დღეს ენერგიები, ცოცხალი ბუნების ძალები გამძაფრებულად აქტიურნი არიან.

ენერგეტიკულად ძალიან  ძლიერი დღეა. შესაძლებელია მოჯადოვება ან სხვა პრაქტიკების გაკეთება. კარგი დღეა მალეფისტიკის რიტუალებისათვის, დაცვისათვის. დამწყებებს მართბეთ ამ დღის მიმართ მეტი სიფრთხილე და დეტალურად მომზადება, და თუ აპირებენ რაიმე სახის რიტუალის ჩატარებას, ყველანაირი პრაქტიკა აქ კუნდალინის ენერგიით ხორციელდება.  რადგან ამ დღეს ხდება ენერგიის ტრანსფორმაცია, თქვენ ყველანაირი გამწმენდი  პროცედურის ჩატარებისას რთავთ ამ ტალღას და მისი შეწყვეტა არ შეიძლება. სხვა შემთხვევაში ადამიანი შესაძლოა დაავადდეს ეპილეფსიით-ესაა კუნდალინის სპონტანური ჩართვა, როცა ადამიანი არ ფლობს მის ენერგიას და კარგავს გონებას.

მაგიური წესჩვეულებები და რიტუალები:

ქვებთან მუშაობა, ლითომანია. ეს მოსამზადებლად გრძელვადიანი მაგიური რიტუალების დღეა. შინაგანი „მე“-ს ჭვრეტის დღე, საკუთარი შინაგანი პრობლემების ხელახალი განცდის, ქვეცნობიერში ჩადებული ინფორმაციის, საკუთარი მიკროკოსმოსის შემოქმედებითი ცეცხლის გაღვიძებისათვის მუშაობის დღე.

განსაკუთრებული გაფრთხილება:

დღის პრობლემა-არ აგვერიოს ცხოვრებისეული ფასეულობების პრიორიტეტები.

აუცილებელია სიფრთხილე და ყურადღება ყველანაირი საქმის წამოწყებისას. არ  შეიძლება მწერების დახოცვა. ამ დღეს ძირს დავარდნილი დანა, ჩანგალი და სხვა. მიგვითითებენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.

ამ დღეღამეს ძალიან ძლიერი ენერგეტიკა აქვს და ამ ენერგეტიკასთან სიფრთხილეა საჭირო. ადამიანის ორგანიზმში იღვიძებს უდიდესი ძალები და თუ თქვენ არ იცით როგორ გაუმკლავდეთ ამ ძალებს, უნებურად ცუდ დღეში ჩავარდებით.

პასიურობა არაა სასურველი. მაგრამ, ჯობია არაფერი სერიოზულით არ დავკავდეთ. ყველა საქმეში საჭიროა ყურადღება და სიფრთხილე. გადატვირთვა დაუშვებელია. დაშვებულია ახლობლებზე ზრუნვა, საჩუქრების დარიგება და რაც შეიძლება ბევრი სიყვარულის გაცემა. შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ენერგეტიკულ მოზღვავებებს, რაც გამოვლინება უეცარ გონების განათებაში ან საკუთარი დანიშნულების აღმოჩენაში. მაგრამ, ეს ემოციები ასევე უეცრად ქრებიან. ამიტომ, ადამიანებისათვის, ვისაც არ ხელეწიფება იმ  ენერგიებთან და ძალებთან გამკლავება, რასაც მას აძლევს მთავარის ეს დღე, შესაძლოა დროის ამ მონაკვეთში საფრთხეები ელოდეს. ამასთან დაკავშირებით, ამ დღეს გმართებთ დიდი სიფრთხილე და ყურადღება.

იმის შედეგად, რომ მთვარის მეთერთმეტე დღეს ახასიათებს შინაგანი ენერგიის ზრდა, თქვენს მიმართ შესაძლოა სახლის ცხოველებმა არაპროგნოზირებადი დამოკიდებულება გამოავლინონ. ითვლება, რომ მათ აღიზიანებთ თქვენი ენერგია. საერთოდ, მთვარის ამ დღეს ხდება დიდი ურთიერთქმედება ცხოველთა სამყაროსთან, ამიტომ ნადირობა და ცხოველთა ხოცვა ამ დღეს არ შეიძლება. და საერთოდ, ყველაფერი ცოცხალის მოკვდინება ამ პერიოდში აკრძალულია.

მათთვის ვინც დაიბადა მთვარის მეთერთმეტე დღეს:

მთვარის მეთერთმეტე დღეს დაბადებული ადამინები არიან უძლიერესი მაგები, ფლობენ რა საიდუმლო კუნდალინს და ატარებენ მას საკუთარ თავში. თუ ეს დამიანები კუნდალინის ენერგიას სწორად ხარჯავენ, მაშინ ძლიერები არიან ყველაფერში რასაც არ უნდა აკეთებდნენ და ყველაფრის მიღწევა ხელეწიფებათ ცხოვრებაში იმ პირობით, რათქმაუნდა, რომ არ დაწვრილმანდებიან. და თუ ისინი ცხოვრობენ არასწორად, მაშინ მათ ხშირად კბენენ მწერები და ძაღლები. მთვარის მეთერთმეტე დღეს დაბადებულები ბავშვობიდან ფლობენ ძალიან დიდ ენერგეტიკას. ამიტომ, პატარა ასაკიდან მათ დაუოკებელ ენერგიას ჭირდება მიმართულების მიცემა მშვიდ არხში. მაგ. ასეთი ბავშვი უნდა დაკავდეს სპორტულ სექციაში, ან მისი ყურადღება  შემოქმედებითი მოღვაწეობისკენაა გადასართავი. მაგრამ, ამავდროულად ბავშვმა თავად უნდა აირჩიოს თუ რითი სურს დაკავება, რადგან საკუთარი ენერიის რეალიზება სულითა და გულით უნდა მოხდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქმის ერთგულება გადმოტანილი იქნას ზრდასრულ ასაკშიც. მხოლოდ გულიანად გაკეთებულ საქმეებშია მოსალოდნელი წარმატება. თუ ეს ადამიანი სრულიად არ დაიხარჯება თავის საქმეში, მისი ძალები განიავდება აბსოლუტურად უაზროდ, რაც შესაძლოა უარყოფითად აისახოს არა მარტო ჯანმრთელობაზე, არამედ ემოციურ და ფსიქოლოგიურ მხარეზე.

 მთვარის მეთერთმეტე დღეს დაბადებული ადამიანები ფლობენ ძალიან კარგ გონებრივ შესაძლებლობებს. უმეტესად ეს ხელოვანი, ნიჭიერი პიროვნებები არიან. ისინი არიან კარგი მოსაუბრეები, იწვევენ ინტერესს საკუთარი შინაგანი სამყაროთი, ამიტომ იზიდავენ ადამიანებს და აქვთ მათზე გავლენა. სწორედ ამის გამოა საჭირო მათთვის საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობის აღების ჩანერგვა ბავშვობიდანვე. 

მთვარის მეთერთმეტე დღეს იბადებიან არაპროგნოზირებადი ადამიანები. ყველა მომენტში მათგან ყველაფერია მოსალოდნელი-დაწყებული გაბედული მსჯელობიდან, დასრულებული ზოგჯერ ყველაზე უგუნური საქციელით.  არაორდინალური აზროვნება და სხარტი გონება მათ საშუალებას აძლევთ იპოვონ ბრწყინვალე გამოსავალი ყველაზე რთული სიტუაციებიდან და ხშირად ეს გადაწყვეტილებები უბრალოდ საოცარია.

მთვარის ამ დღეს დაბადებულები ფლობენ ძალიან კარგ ჯანმრთელობას და ცოცხლობენ ღრმა სიბერემდე.

სიზმრები:

მთვარის მეთერთმეტე დღეს ენერგეტიკა ძლიერ კავშირშია ჩვენს ქვეცნობიერთან, სწორედ ამიტომ  გვეძნელება ჩვენ მისი მართვა. და როგორც ცნობილია, ყველაფერი ქვეცნობიერი ჩვეულებრივ ვლინდება სიზმარში. ამიტომ, მთვარის ამ დღის სიზმრები პირდაპირკავშირშია თქვენს ფსიქიკასთან და გიჩვენებთ თუ რა პოზიციას იკავებთ თქვენსავე ცხოვრების გზაზე.

თუ თქვენ გესიზმრებათ ძალიან დინამიური და სასიამოვნო სიზმარი, ეს შესაძლოა ნიშნავდეს რომ თქვენი ენერგეტიკა საჭირო დონეზეა. ანუ, ცხოვრებაში თქვენ იკავებთ აქტიურ პოზიციას და საქმეები მიდის კარგად. თუ სიზმარში თქვენ ხართ პასიური და უხასიათო, ესეიგი ცხადში დუნედ მიყვებით ცხოვრების დინებას,  უპრინციპოდ იღებთ ცხოვრებისეულ დარტყმებს. ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია საკუთარი პოზიციის გადახედვა და რაიმეს შეცვლა ცხოვრებაში, რათა უუნარო მარიონეტად არ დარჩეთ ცხოვრებისეულ სიტუაციებში.

თუ დაგესიზმრათ ძალიან აქტიური, მაგრამ არასასიამოვნი სიზმარი, რომელშიც უსიამოვნების წყარო თავად ხართ, ეს ნიშნავს, რომ რეალურად დიდი დოზით გახდით მატერიალურ ყოფაზე დამოკიდებული და საბოლოოდ დაივიწყეთ საკუთარი სულიერება. ამ შემთხვევაში გეძლევათ რეკომენდაცია, რომ შეცვალოთ საკუთარი პრიორიტეტები, მეტი ყურადღება დაუთმოთ თვითგანვითარებას, სულიერი სისუფთავისაკენ სწრაფვას.

სხვა წყაროს მიხედვით:

მთვარის ამ დღეღამეში სიზმრებს არ აქვს გავლენა და შეგიძლიათ მათ არ მიაქციოთ ყურადღება.

bottom of page