

მთვარი ს XII დღე
მთვარის XII დღე
სიმბოლოები:
თასი (გრაალის თასი), გული.
დღის მახასიათებლები და მნიშვნელობები:
წინასწარმეტყველური სიზმრების დღე, ინტუიცია. შეწყალებისა და თანადგომის, სიბრძნისა და ფიქრის დღე.
მთვარის მეთორმეტე დღე, ამ მთავარის თვის ძალიან სასიკეთო და მშვიდი დღეა. ეს არის სიბრძნისა და ღვთიური წყალობის დღე. დღის სიმბოლოა გრაალის თასი, რომელიც განასახიერებს კოსმიურ ცენტრს, ცხოვრების სათავეს, ღმერთთან ერთობას. გრაალის თასის ძებნა არის ცხოვრების აზრის ძიების სიმბოლო, სულიერი სრულყოფა.
მთვარის დღის ეს თვე ხელს უწყობს შინაგან განწმენდასა და გარდასახვას.
მთვარის კალენდრის მეთორმეტე დღე ხასიათდება ჭეშმარიტი სიბრძნის გამარჯვებით ეგოისტურ გონებასა და გრძნობებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დგება სულის სიმშვიდისა და დიდებულების დრო. ეს დღე სულიერი წონასწორობის დღეა.
ამ დღეს ენერგეტიკის მგრძნობელობა იმდენად მაღალია, რომ მოუმზადებელი ადამიანებიც კი გრძნობენ კავშირს სამყაროსთან, კოსმოსთან. გრძნობენ საკუთარ სულიერებას. ამ დღეს ხდება გონების განათება და ღვთიური გონის აღქმა. თქვენ შესაძლოა უეცრად შეიმეცნოთ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცეები, რომლებსაც ხელეწიფებათ თქვენი ცნობიერებისა და მსოფლმხედველობის გადატრიალება.
ეს მთვარის თვის ერთერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისათვის, თუ ის ეფუძნება ამაღლებულ სიყვარულს.
ჯანმრთელობა და მკურნალობა:
ყველაზე საუკეთესო დღეა მკურნალობის დასაწყებად: ამა თუ იმ ორგანოში წყლის ჩადგომა, სითხიანი სიმსივნე, ალკოჰოლიზმი. სასიკეთოა წყლებით მკურნალობისათვის. კარგია ჰომეოპატია, წერტილოვანი ნემსები, აკუპრესურა. ყურადღება მიაქციეთ გულს, ფილტვებს. არ შეიძლება გულის გადატვირთვა.
რეკომენდირებულია საუნა, აბაზანა, ბასეინი. იკრძალება მძიმე საკვების მიღება, დალიეთ ბევრი სითხე (წვენები). ამ დღეს მიღებული სამკურნალო პრეპარატები მოახდენენ უფრო ძლიერ გამაჯანსაღებელ მოქმედებას. ეფექტურია კოსმეტოლოგიური და გამაახალგაზრდავებელი პროცედურები. კუჭნაწლავი სწრაფად და ეფექტურად გადაამუშავებს სხვადასხვა ტიპის საკვებს.
მთვარის მეთორმეტე დღეს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას უნდა მოვექცეთ ყურადღებით. როგორც ყველაფერში, აქაც მნიშვნელოვანია თქვენი სიმშვიდე. დაუშვებელია ემოციონალური და ფსიქიკური გადატვირთვა. დასაშვებია ზომიერი ვარჯიში, უკეთესია იოგა და ფიტნესი. იოგა აქ არამარტო ფიზიკურ გავლენას ახდენს ადამიანის მდგომარეობაზე, არამედ სულიერსაც, აგავსებთ რა ენერგიით და მოგცემთ დამატებით ძალებს.
მთვარის მეთორმეტე დღის კვება, ასევე ითხოვს ყურადღებას. რეკომენდირებულია რაციონის შედგენა მარხვისა და მსუბუქი საკვებისაგან. სასურველი არაა ხორცის მიღება. სამაგიეროდ ბოსტნეული და ხილი მხოლოდ სიკეთეს მოგიტანთ. ძალიან კარგია მეტი სითხე, მაგრამ არამარტო წყალი, არამედ ნატურალური წვენებიც, ასევე სხვადასხვა ბალახეული ჩაი. კატეგორიულად იკრძალება ალკოჰოლი.
ითვლება, რომ მთვარის მეთორმეტე დღეს დაწყებული ავადმყოფობა ადვილად მორჩება და არ იქნება გძელვადიანი. მკურნალობისას წამლები შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ხალხური საშუალებებით. ძალიან ეფექტური იქნება ბალახების ნაყენები და ნახარშები. დღე შესაფერისია გამწმენდი და გამაახალგაზრდავებელი პროცედურებისათვის. კარგია არომატული და მსუბუქი მასაჟი.
სამედიცინო კუთხით ამ დღეს სუსტია გული. სასურველია არ გადატვირთოთ ის. ამ დღეს არაა რეკომენდირებული ოპერაციების ჩატარება გულზე და გულმკერდის ზონის ხერხემალზე. მაგრამ, ეს არ ეხება განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებს.
თმის შეჭრა:
თმის შეჭრა ჯობია გადავდოთ უფრო სასიკეთო პერიოდისათვის, რადგან ეს დღე იზიდავს უბედურებას, გაზრდილია ტრამვების ალბათობა ლეტალურ შედეგებამდეც კი.
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები. ბალახების შეგროვება:
მცენარეების დარგვის დღე.
მაგიური წესჩვეულებები და რიტუალები:
კოსმიური სიყვარულის ენერგიის ჩართვის, ღვთიური ენერგიის, აზრის გასუფთავების, ლოცვის, სიმშვიდის, სიბრძნის გონებასა და გრძნობებზე გამარჯვების დღე.
ანახატაზე მუშაობის დღე. წყლის დამუხტვა, წყალზე შელოცვა და ჩათქმა. წყლის სტიქიასთან მუშაობა. რეკომენდირებულია ოკულტური მეცნიერებების შესწავლა. მონადის გახსნა იანის საწყისზე: მედიტაცია ტოპაზზე, ჩაროიდზე, რაუხტოპაზზე წყალში ფეხების ჩაყოფით. ისტორიული ინფორმაციის შესწავლა რეინკარნაცის შესახებ, მონოგრაფიაზე და ისტორიის სახელმძღვანელოებზე მედიტაციით.
ესაა ლოცვის, განმარტოების, ალტრუიზმის, თანადგომის დღე. ერთერთი დრო როცა ადამიანთა ლოცვა თითქმის უპრობლემოდ აღწევს მიზნამდე. აქ ნეგატივის გამოვლენა ცუდის მომტანია. მთვარის მეთორმეტე დღე ძალიან კარგია სულიერი განვითარებისათვის. ეს დღე განმარტოების, მორჩილების, აღსარებისა და ზიარების დღეა. სასიკეთოა სხვადასხვა ტიპის მედიატაციები, იოგა. მთვარის ამ დღეს ძალიან კარგია ლოცვა და მანტრების მღერა. ისინი ამ დღეს განსაკუთრებით გაგაძლიერებთ. დღე ხელს უწყობს როგორც მთლიანად სამყაროს, ასევე საკუთარი თავის შეცნობას. ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სულიერ სისუფთავეს, მნიშვნელოვანია ყურადღების მიქცევა საკუთარ აზრებსა და ქმედებებზე. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ნეგატივის მიღება, სასურველია ამ დღეს სულიერი სიმტკიცის გამოჩენა, სიამაყის მოთოკვა, შინაგანი სისუფთავის დაცვა.
ისევე როგორც წინა მთვარის დღეღამეში, ახლაც კარგია სერიოზული რიტუალებისა და ცერემონიების ჩატარება მაგიის ფარგლებში, რადგან ახლა სამყაროებს შორის საზღვარი ძალინ სუსტია, თუმცა საფრთხეც სწორედ ამაშია. თუ თქვენ რიტუალის შესრულებისას დაუშვებთ მცირე შეცდომასაც კი, შესაძლოა შეგექმნათ დიდი უსიამოვნებები.
განსაკუთრებული გაფრთხილება:
აქ არ შეიძლება მოდუნება, ტირილი და სიბრაზე. ამ დღეს აუცილებელია გულმოწყალებისა და თანადგომის გამოვლენა. ის, ვინც ამას არ გააკეთებს, ვერასდროს მიიღებს თანადგომას სხვათაგან. დღის ენერგეტიკა ხელს უწყობს ახლობლებისადმი კეთილგანწყობას. ამიტომ, თქვენთვის იოლი იქნება ქველმოქმედების გაწევა, მოწყალების გაცემა, შეწირულობები. თუ ფინანსები არ გაძლევთ ამის საშულებას, მაშინ უბრალოდ გამოხატეთ გულმოწყალება მათ მიმართ, ვისაც ეს სჭირდება, იზრუნეთ მათზე, ვისაც მზრუნველობა ესაჭიროება.
ამ დღეს არაფრით არ შეიძლება სიბრაზე და სიძულვილი. ასევე, არ შეიძლება ჩხუბი, რადგან შერიგება იქნება განსაკუთრებით ძნელი ან საერთოდ შეუძლებელი. არ შეიძლება წუწუნი და ტირილი, საკუთარი თავის შეცოდება, რადგან შესაძლებელია ამ მდგომარეობაში დიდი ხნით ჩარჩენა.
დღის ნიშნები:
ამ დღეს ცუდია ჭურჭლის მტვრევა, სითხის დაღვრა. ეს განცდისა და მარტოობის ნიშანია.
მთვარის მეთორემეტე დღეს არაა რეკომენდირებული ვაშლის ჭამა ან ვაშლის წვენის დალევა, რადგან ითვლება, რომ ვაშლი განასახიერებს გამდიდრებას. გადმოცემის თანახმად მთვარის ამ დღეს სინანულისა და აპათიის მდგომარეობაში ყოფნა მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ ასცდით საკუთარ გზას, ესეიგი გაქვთ მიზეზი დაუკვირდეთ საკუთარ სულიერ მდგომარეობას.
მედიტაციები:
ტოპაზი, ჩაროიდი, რაუხტოპაზი, წყალში ფეხების ჩაყოფით. ისტორიული ინფორმაციის შესწავლა რეინკარნაცის შესახებ, მედიტაციით მონოგრაფიაზე და ისტორიის სახელმძღვანელოებზე.
მათთვის ვინც დაიბადა მთვარის მეთორმეტე დღეს:
მთვარის მეთორმეტე დღეს იბადებიან ძალიან ნათელი, სუფთა და კეთილი ადამიანები. ისინი ხასიათდებიან გულღიაობით, მოწოდებულნი არიან სხვათა დასახმარებლად. ასეთ ადამინებს სამყაროში მოქვთ სიკეთე. მათი მოწოდებაა ჭვრეტა, სიყვარული და შენდობა. ხშირად მზად არიან თავგანწირვისათვის. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი სიყვარულის უნარის რეალიზება.
ამ დღეს დაბადებულები პატარა ასაკიდანვე მიილტვიან ღვთიური სიყვარულის გამოვლინებისაკენ. ასეთ ბავშვებს აინტერესებთ რელიგია. თუ თქვენი ბავშვი ავლენს ასეთ ინტერესს, სასურველია არ შეუშალოთ ხელი, პირიქით, დაეხმაროთ მას ამ გზაზე დადგომაში. მთვარის მეთორმეტე დღეს დაბადებულ ადამიანთათვის ძალიან მნიშვნელოვანია სულიერი განვითარება და სრულყოფილება. ისინი შეგნებულად მიისწრაფვიან ამისაკენ.
მთვარის მეთორმეტე დღის ადამიანებს ძლიერ აქვთ განვითარებული მგრძნობელობა. მათ ხელეწიფებათ ნატიფ დონეზე იგრძნონ და აღიქვან ყველაფერი, რაც ხდება გარშემო. ასევე, მათთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია საკუთარი გრძნობების გამოვლენა. თუ ასეთი ადამიანები ვერ ავლენენ საკუთარ შეგრძნებებს, უფუჭდებათ ხასიათი და ვარდებიან აპათიაში.
რადგან ამ დღეს დაბადებულები ბავშვობიდანვე არიან მიმნდობნი, მორიდებულნი და აქვთ გარშემომყოფთა დახმარების სურვილი, შესაძლოა მათი ეს თვისება მომხმარებლურად იქნას გამოყენებული, ამით კი მათვე მიადგეთ წყენა. ამიტომ, მთვარის მეთორმეტე დღეს დაბადებულ ბავშვებს აუცილებლად უნდა ვასწავლოთ ადამიანებს შორის ნამდვილად შეჭირვებულების გამორჩევა.
ითვლება, რომ ამ დღეს იბადებიან ექიმები, მკურნალები, სამღვდელო პირები.
სიზმრები:
მთავრის ამ დღეღამის სიზმრები წინასწარმეტყველურია და გვმართებს მათი ნდობა. ბოროტი ძალები ამ დროს თქვენს სიზმარში ვერ აღწევენ, ამიტომ რასაც ნახავთ სიზმარში, ყველაფერი ნაკარნახევია ნათელი და თქვენს მიმართ კეთილგანწყობილი ძალების მიერ.
ჩვეულებრივ, სიზმრებში ჩვენი ქვეცნობიერი გვიჩვენებს, თუ რას ვანდომებთ საკუთარი ცხოვრების ძირითად ნაწილს, რა გადაუჭრელი პრობლემები და პრიორიტეტები გვაქვს, რა განწყობით ვცხოვრობთ.
მთვარის მეთორთმეტე დღე ხასიათდება, როგორც ღვთიურთან შეერთების დღე. რადგანაც თქვენ ძალიან მგრძნობიარე ხართ ნატიფი სამყაროების მიმართ, მგრძნობელობა ამ დღეს შესაბამისად მაღალია. ამიტომ, მთვარის ამ დღეს ძალიან ხშირია სიზმარში ნათელხილვა. ასეთი სიზმრები აუცილებლად უნდა იყოს განხილული სულიერების კუთხით. ჩვეულებრივ, ამ პერიოდში გესიზრებათ ის, რასაც ყველაზე მეტად აფასებთ. მაგ. თუ გესიზმრებათ მატერიალური ფასეულობები, ესეიგი ცხოვრებაში თქვენთვის პრიორიტეტულია სოციალური ყოფა და სწორედ ეს გაქვთ წინა პლანზე წამოწეული. ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია ყურადღების გამახვილება საკუთარი სულიერების განვითარებაზე. შესაძლებელია, რომ ამ მიმართულებით განვითარებისას თქვენ შეძლოთ იმისი გაგება, თუ რა გზაზე დგახართ და რა გიშლით ხელს განვითარებისათის. და პირიქით, თუ თქვენ სიზმარში ხედავთ რელიგიასთან დაკავშირებულ თემებს, სულიერ თემებს, ეს შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ თქვენ სრულიად მოსწყდით სოციალურ ცხოვრებას და ყურადღება გადართეთ სულიერებაზე. აქ რეკომენდირებულია ამ მითითებას მოვექცეთ ყურადღებით, რადგან რეალობისაგან ასეთი მოწყვეტა შესაძლოა ძალიან არასასიკეთო იყოს.
მთვარის მეთორმეტე დღის სიზმრები წინასწარმეტყველურია. მათში არის ჩადებული თქვენი პრობლემების გადაწყვეტის გასაღები და დახმარება. ეს სიზმრები, ასევე ემსახურება ადამიანის გამოცდას ჭეშმარიტ ან მცდარ სიბძნეზე.
ქვები:
პერლამუტრი, ლაზურიტი, ყვითელი მარჯანი, ვარდისფერი მარგალიტი.