top of page
Sphere on Spiral Stairs

მთვარის XIII დღე

მთვარის XIII დღე

სიმბოლოები:

ბორბალი, ბეჭედი, საკუთარი კუდის მკბენელი გველი.

დღის მახასიათებლები და მნიშვნელობები:

ინკარნაციის გამოვლინების, დავიწყებულის გახსენების, დაკარგული ცოდნის აღდგენის დღე. ასევე, ინფორმაციის დაგროვების, წარსულის  ტრადიციებთან დაბრუნების, წარსულის დამკვიდრების დღე. ქალღმერთი კლიოს დღე.  აქ ხდება  აბსტაქტული და ლოგიკური ნახევარსფეროების კოორდინირებული მუშაობა. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისათვის.

მთვარის ამ დღეღამეში მიმდინარეობს ორგანიზმის გამაახალგაზრდავებელი პროცესები. ამიტომ, კარგია ეს დღე მივუძღვნათ საკუთარ თავს. წადით საუნაში, გამოსცადეთ ყველანაირი კოსმეტიკური საშუალებები, მიიღეთ რაც შეიძლება მეტი სასარგებლო პროდუქტები, ამ პერიოდში  მათ ორგანიზმი შესანიშნავად ითვისებს. ამ დღეს კარგია ახალი ინფორმაციის მიღება, მაგ. წიგნების კითხვა, რაც დაგეხმარებათ უკეთესად ჩაწვდეთ სამყაროსაც და საკუთარ თავსაც. კარგია სწავლის ახალი ციკლის დაწყება. სასიკეთო  პერიოდია ჯგუფური კონტაქტებისათვის, სწავლისათვის. შესაძლოა, აქ თავი იჩინოს ძველმა პრობლემებმა, რომლებიც უნდა მიიღოთ წყნარად. ეცადეთ არ ინერვიულოთ, რაღაცნაირად გაანეიტრალეთ ის და თუ შესაძლებელია წყნარად გადაჭერით. მისი გადაწყვეტით თქვენ მიიღებთ ახალ ძალებს შემდეგი ცხოვრებისათვის. დღე დაგეხმარებათ წარსული ტვირთისაგან იოლად განთავისუფლებაში, თუ ის თქვენ აქამდე გთრგუნავთ და გიშლით ცხოვრებას. ეს ინფორემაციის დაგროვების დღეა, მრგვალი თილისმების დამზადების, ძაფის დართვის, კონტაქტების ორგანიზების, წარსულის კორექციის, კარმასთან მუშაობის დღე. მთვარის ენერგიის წარმატებული ტრანსფორმაციისათვის, ასევე საჭიროა ფიზიკური ენერგია. არ შეიძლება პასიური ცხოვრების რითმი დასვენების დღეებშიც კი. ამ დღეს რეკომენდირებულია პურის გამოცხობა.

მთვარის მეცამეტე დღე საკმაოდ წყნარი და სასიამოვნოა. მიმდინარეობს ბორბლის სიმბოლოს ქვეშ, რომელიც ცხოვრების ციკლს, ახლიდან დაბადებასა და განახლებას, კეთილშობილებას, გარდაქმნასა და მატერიალურ სამყაროში ცვლილებებს  განასახიერებს. ერთის მხრივ დღე ხელს უწყობს ახალი ცოდნის დაგროვებასა და გარდაქმნას, მეორეს მხრივ დღეს თქვენ გიბრუნდებათ დაგროვილი გამოცდილება, ამიტომ, შესაძლოა გადაუჭრელმა პრობლემებმა შეგახსენოთ თავი.

შემობრუნებულ პრობლემებს სასურველია შევხვდეთ წყნარად, გაღიზიანებისა და ნერვოზულობის გარეშე. როგორც არ უნდა ფიქრობდეთ, ეს მაინც თქვენი წარსული გამოცდილებაა და თქვენვე გეძლევათ მასთან დაბრუნებისა და თქვენდასასიკეთოდ შემოტრიალების საშუალება. ეს კი უკვე დიდი პლიუსია. ამიტომ, მთვარის მეცამეტე დღის რეკომენდაციები ასეთია: იმისათვის რომ მოვიშოროთ გადაუჭრელი პრობლემების ტვირთი და არ დავუბრუნდეთ მათ შემდგომში ხელახლა, მთვარის ამ დღეს ყურადღებით დაუკვირდით საკუთარ კარმას. სასურველია ღრმად გააანალიზოთ საკუთარი ცხოვრება პატარაობის ასაკიდან, გაიაზროთ ჩადენილი ქმედებები, განსაკუთრებით თუ ისინი არასწორი იყო ან ვინმე დააზიანეს. შესაძლოა, საკუთარი შეცდომების გახსენებისას ამ დღეს მიხვდეთ და გამოასწორთ ისინი, ამით კი მიიღებთ არამარტო კარგ გაკვეთილს, არამედ უკეთეს კარმასაც.

მთვარის მეცამეტე დღეს ინფორმაცია შემოვა ძალიან დიდი. სასურველია სერიოზულად მივუდგეთ ასეთ ცოდნას. არის ყურადღების დახარჯვის რისკი  სრულიად უსარგებლო ინფორმაციაზე, რომელიც ისე მოქმედებს თქვენს ცნობიერზე, რომ რაღაც მომენტებში აგაცდენთ სწორ გადაწყვეტილებებს თითქოს ძალიან იოლ სიტუაციებშიც კი.

მთვარის მეცამეტე დღეს უკავშირდება პანკრეასი და ჰარას თასი, რომელიც მდებარეობს ჭიპის ქვემოთ ორი თითის მანძილზე.  ძალიან მნიშვნელოვანი ჩაკრაა ასტრალური ჭიპი. მისგან გაედინება თქვენი ცხოვრების ძაფები: ერთი საათის ისრის მიმართულებით, მეორე კი საათის ისრის საწინააღმდეგოდ. ესაა ორი ენერგია, რომელსაც ჩვენ ვიღებთ კოსმოსიდან და მიწიდან, და  ვატარებთ საკუთარ სხეულში. ამიტომ, ჰარას ჩაკრა უკავშირდება თქვენს კარმას. ამ დღეს ყურადღება მიაპყარით ჰარას. თუ თქვენ რაღაცას არასწორად აკეთებთ ამ პერიოდში, ამას გამცნობთ ხელების დაბუჟება.

ჯანმრთელობა და მკურნალობა:

მიმდინარეობს ორგანიზმის ენერგეტიკული წმენდა, გაახალგაზრდავების პროცესი. აქ კარგია გემრიელად ჭამა, შესანიშნავი შედეგი აქვს კოსმეტოლოგიურ საშუალებებს. დღე დკავშირებულია კუჭთან და პანკრიასთან. არაა რეკომენდირებული ამ დღეს შიმშილობა და მარხვა (თუ ეს არაა დაგეგმილი ციკლი).

მთვარის მეცამეტე დღე უკავშირდება სისხლს, რომელიც ამ დღეს კარგად ცირკულირებს. ამიტომ, დღეს ორგანიზმი აქტიურია როგორც არასდროს. რეკომენდირებულია საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ ყურადღება. დაეხმარეთ ორგანიზმს ყველა პროცესის განხორციელებაში, რომლებიც ამ დღეს ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამწმენდი და გამაახალგაზრდავებელი პროცესები.

ძალიან სასარგებლოა ამ დღეს ფიზიკური დატვირთვა, სხვადასხვა ერთჯერადი პროგრამები, იოგა. თუ შესაძლებელია ჯობია ვარჯიშის ჩატარება ბუნებაში. სუფთა ჰაერზე უბრალო სიარულიც კი მოგიტანთ დიდ სიკეთეს. ამგვარად თქვენ შეივსებით იმ ჟანგბადით, რომელიც ასე არ ყოფნის ქალაქს.

მთვარის მეცამეტე დღეს სასარგებლოა სხვადასხვა ბალახეულის ჩაისა და ნაყენის დალევა, განსაკუთრებით ისეთების, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზმის გაწმენდას. ასევე, დიდი სიკეთე მოაქს აბაზანას. ამას გარდა, დღეს სასარგებლოა სხვადასხვა კოსმეტიკური პროცედურები, მასაჟის სეანსები, არომათერაპია.

თქვენი ყურადღება ესაჭიროება კვებასაც. რადგან სასარგებლო ნივთიერებების ათვისება დღეს განსაკუთრებით კარგად მიმდინარეობს, რეკომენდირებულია რაციონში მეტი ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის, მწვანილის შეტანა. ანუ, იმ პროდუქტებისა, რომლებიც განსაკუთრებით მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. ამ დღეს რეკომენდირებულია დანაყრებამდე ჭამა. თუმცა აქ ჯობია სითხეების შეზღუდვა.

მედიცინის კუთხით, ამ დღეს წარმოშობილი დაავადებები გრძელვადიანია და მძიმე. შესაძლოა ტკივილები მუცლის არეში. ითვლება, რომ ეს მიუთითებს თქვენს სულიერ პრობლემებზე, ამიტომ მოცემულ სიტუაციაში ძირითადი მკურნალობა დადის იქამდე, რომ გააანალიზოთ საკუთარი ცხოვრება და ეცადოთ საკუთარი შეცდომების გამოსწორებას. კარმის გაწმენდით თქვენ მოიცილებთ თქვენი ცუდად ყოფნის მიზეზს და როგორც შედეგი, დაიწყებთ გაჯანსაღებას ფიზიკურ დონეზე. მთვარის მეცამეტე დღეს სიზმრები ფლობენ ფასეულ ინფორმაციას. ამიტომ მათი ახსნისას სასურველია იყოთ ყურადღებით და სერიოზულად. ყველა ჩვენი დაგროვილი პრობლემა ითხოვს გამოსავალს. კონკრეტულად, სიზმარში თქვენ გაქვთ უნარი დაინახოთ, თუ რა გაწუხებთ. სასიკეთოა პურის, ღვეზელების ცხობა. პური აფრთხობს უწმინდურებს.

ამ დღეს სუსტია სისხლი.

თმის შეჭრა:

კარგი დროა თმის შესაჭრელად. ამ დღეს მარტო ლამაზ შესახედაობას კი არ მიიღებთ, არამედ მიიზიდავთ ცხოვრებაში წარმატებასა და ბედნიერებას.

მაგიური წესჩვეულებები და რიტუალები:

წარმართულ ღმერთებთან, წესჩვეულებებთან  ურთიერთობა. კარმასთან მუშაობა, ღვთისმშობლის ხატებთან და ლოცვებთან მუშაობა. ასევე ბალახებთან: ალოე, მხვიარა ბეგონია, ვერხვი. ქვებთან: იაშმა, აგატი. კარგია კვერცხით გაწმენდა. პანტაკლების დამზადება ვაჭრობისათვის, სასამართლო პროცესის მოგებისათვის.

დღის სიმბოლო-ბორბალი, სხვა მნიშვნელობების გარდა განასახიერებს კოსმიურ ცენტრს, სინათლისა და ძალის წყაროს. ამიტომ, დღეს სამყაროებს შორის ზღვარი კიდევ უფრო სუსტია და არის სხვა სამყაროს აღქმის ან მასში შეხედვის საშუალება. განსაკუთრებით, ეს უნარი  ნათლად გამოეხატებათ  შემოქმედებით ადამიანებს. ამ პერიოდში მათ ეწვევათ შთაგონება და ქმნიან შედევრებს ხელოვნებაში.

მთვარის მეცამეტე დღე იძლევა მთელი ცხოვრებისეული გამოცდილების გაგებისა და გაერთიანების საშუალებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს საკუთარი ადგილისა და ჰარმონიის პოვნას სამყაროში. ძველ დროში ამ დღეს აცხობდნენ პურს, ართავდნენ ძაფს, ამზადებდნენ მრგვალ თილისმებს. დღე დაკავშირებულია ქალწულთან.  ეს ინფორმაციის დაგროვების, სწავლის დღეა. ამ დღეს ბედისწერა გიგზავნით გამოცდებს. ოკულტისტები ამზადებენ თილისმებს. იბადებიან იდეალური მოსწავლეები.

მთვარის ამ დღეღამეში მკითხაობის თემად ირჩევენ მომავალს. მიმდინარე ან წარსული თემების განხილვა აქ არაა რეკომენდირებული.

განსაკუთრებული გაფრთხილება:

წარუმატებელი დღეა ბიზნესისათვის. სასიკეთოა დასასვენებლად.

ამ დღეს ორგანიზმში მიმდინარეობს გამაახალგაზრდავებელი პროცესები. ამიტომ, კარგია თავის მიხედვა: საუნა, კოსმეტიკური პროცედურები, სასარგებლო პროდუქტებით კვება, რასაც ამ დღეს ორგანიზმი შესანიშნავად ითვისებს. ენერგია, სისხლი, სასარგებლო ნივთიერებები გადასარევად ცირკულირებენ ორგანიზმში.

ამ დღეს კარგია ახალი ინფორმაციის მიღება, წიგნების კითხვა, საკუთარი თავისა და სამყაროს უკეთ შეცნობა. შესაძლოა ძველი პრობლემების ამოტივტივება, რასაც უნდა შეხვდეთ წყნარად, ნერვიულობის გარეშე, მიუხედავად იმისა ეთანხმებით მას თუ არა. თუ შესაძლებელია სცადეთ მისი წყნარად გადაჭრა. ამ ქმედებით მიიღებთ ახალ ენერგიას შემდგომისათვის. ეს დღე მაგიურია. ის ადვილად გაგანთავისუფლებთ წარსული ტვირთისაგან, თუ ის გიშლით ხელს და გაწუხებთ.

მათთვის, ვინც დაიბადა მთვარის მეცამეტე დღეს.

მთვარის მეცამეტე დღეს იბადებიან ძალიან საინტერესო ადამიანები განსაკუთრებული უნარებით. ესენი არიან იდეალური, საოცარი გონებრივი შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები. პატარა ასაკიდან მიილტვიან სხვადასხვა სახის ცოდნისაკენ, სულ ცდილობენ რაიმე ახლის შესწავლას. თანაც შემოსულ ინფორმაციას ითვისებენ ძალიან ადვილად. ამ დღის ადამიანები განსაკუთრებულად ნიჭიერები არიან. ყველაფერი რასაც ისინი შეეხებიან, იძენს ახალ ელფერს. მათ ხელეწიფებათ ამ სამყაროს ახლებურად აღქმა. მთავრის ამ დღეს დაბადებულები იმდენად მგრძნობიარენი არიან, რომ შეუძლიათ დაინახონ და აღიქვან ნატიფი სამყაროები, საიდანაც იღებენ თავიანთ ენერგეტიკასა და შთაგონებას.

მთვარის მეცამეტე დღეს დაბადებულებს კარგად აქვთ განვითარებული შემოქმედებითი ნიჭი. ხშირად ასეთი ადამიანები ხდებიან პოეტები, მუსიკოსები, მხატვრები, გამომგონებლები ან ნოვატორები. შთაგონება მათ აიძულებს მუდმივად სიახლეების  ძიებაში ყოფნას. მიმდინარე შედეგებით დაუკმაყოფილებელნი, ისინი მუდამ მიილტვიან სრულქმნილებისაკენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი ბავშვი აუცილებლად უნდა შეიყვანოთ შემოქმედებით წრეებზე. მთვარის მეცამეტე დღეს დაბადებულები თავს ავლენენ ბევრ სფეროში. რეკომენდირებულია უბრალოდ აჩვენოთ მათ ცხოვრების მრავალფეროვნება, ხოლო არჩევანი თავად უნდა გააკეთონ თავისი გემოვნების მიხედვით. მთავარის მეცამეტე დღის ადამიანებს განსაკუთრებული კარმა აქვთ. მათ ბედზე მოდის ის გამოცდები, რომლებიც უშუალოდ მათი გასავლელია. სხვა სიტყებით რომ ვთქვათ, თავად ცხოვრება ცდის მათ. და თუ ასეთი ადამიანი მათზე არაფერს არ ისწავლის, ის განწირულია წრეზე სიარულისათვის, სადაც ერთი და იგივე შეცდომებს დაუშვებს. ამიტომ, მთვარის ამ დღის ბავშვებს ადრეული ასაკიდან უნდა ვასწავლოთ საკუთარ წარსულთან მუშაობა, განუვითაროთ მათ საკუთარი შეცდომების აღქმა, რომელთა გამოსწორებაშიც ისინი შეძლებენ განვითარებასა და სრულყოფას.

ჯანმრთელობის კუთხით მთვარის მეცამეტე დღეს დაბადებულებისათვის რეკომენდირებულია ყურადღების გამახვილება კვებაზე. სასურველია ჯანმრთელი საკვების მიღება, ალკოჰოლისა და თამბაქოს გამორიცხვა. არაა რეკომენდირებული შიმშილობა. ამ დღეს დაბადებული ბავშვი იცოცხლებს ღრმა სიბერემდე. მთვარის მეცამეტე დღეს დაბადებული ადამიანები, იმ შემთხვევაში თუ არ ვითარდებიან ან არ იყენებენ მათში ჩადებულ პოტენციალს, ძალიან აფორიაქებულები არიან. როგორც წესი, ისინი საქმეების მორევში ისე ტრიალებენ, როგორც ციყვი ბორბალში. არ შეუძლიათ რა აქედან თავის დახსნა და საკუთარი თავის დაქვემდებარებაში ყოფნა.

სიზმრები:

ამ მთვარის დღეღამის სიზმრები, როგორც წესი, არაა მარტივი. მათში შესაძლოა დაინახოთ ის სიძნელეები და პრობლემები, რომლებიც ცხოვრებაში თქვენი თანმდევია, მაგრამ აქ წარმოჩინდებიან სიმბოლური ფორმით. ყველა შემთხვევაში ეცადეთ გაიგოთ სიმართლე სიზმრებით, ისინი აირეკლავენ იმ პრობლემებს, რომლებიც გადასაჭრელი გაქვთ.

მთვარის მეცამეტე დღე დაგის ბორბლის სიმბოლოს ქვეშ, რაც ნიშნავს წრეზე სიარულს. მთელი თქვენი დაგროვილი ცოდნა ისევ ბრუნდება თქვენთან. იმისათვის რომ დაასრულოთ წრე, გადახვიდეთ ახალ რკალზე და გააგრძელოთ განვითარება, აუცილებელია იმის თავიდან მოცილება, რაც ამაში გიშლით ხელს. მთელი თქვენი გადაუჭრელი და დაგროვილი პრობლემები ეძებენ გამოსავალს და სიზმარი ერთერთი საშუალებაა იმის გასაგებად, თუ რა გაწუხეთ.

 მთვარის მეცამეტე დღის სიზმრები შეიცავენ ფასეულ ინფორმაციას, მაგრამ ის არ დევს ზედაპირზე. ამიტომ, ამ სიზმრების ახსნისას სასურველია შეინარჩუნოთ სერიოზულობა და ყურადღება. სწორად ახსნილი სიზმრებით თქვენ შეძლებთ გაიგოთ რისი გამოსწორებაა აუცილებელი თქვენს ცხოვრებაში, რათა წახვიდეთ წინ.

მთვარის მეცამეტე დღის სიზმრები შესაძლოა ატარებდნენ ინფორმაციას შიშებისა და პრობლემების შესახებ, თუმცა ირიბად, სიმბოლოების, ალეგორიების სახით, რისი გარჩევაც გევალებათ იმისათვის, რომ სწრაფად შეუდგეთ მის გადაჭრას. მაგრამ, უფრო ხშირად ამ დროის სიზმრები არაფრისმთქმელია.

ქვები:

კეთილშობილი ოპალი, ლალი.

bottom of page