

მთვარი ს XVI დღე
მთვარის XVI დღე
სიმბოლოები-ფსიხეა(ადამიანის სულის განსახიერება ძველ საბერძნეთში). პეპელა, მტრედი, კიბე (ვერტიკალური აღმასვლის გზა, მთვარის გზის უმაღლესი წერტილი).
დღის მახასიათებლები და მნიშვნელობები:
შერიგების დღე, უმანკოების, სისუფთავის, ასტრალურ-მენტალური განწმენდის, ღმერთთან კავშირის, ნათლობის, აღსარების, წინასწარმეტყველური სიზმრების დღე. ასევე, სამართლიანობის, შინაგანი კომფორტისა და მშვიდობის დღე.
აქ საჭიროა სიშვიდის დაცვა, არაა საჭირო მისი დარღვევა არავითარი გარე ქმედებებით (ვერტიკალური აღმავლობის გზა, მთვარის გზის უმაღლესი წერტილი). სულში იგრძენით შინაგანი კომფორტი და მშვიდობა, რადგან ამ დღის სიმბოლოა ზომიერება.
მთვარის მეთექვსმეტე დღე ერთერთი საუკეთესო დღეა მოძღვართან სასაუბროდ.
ძირითადი პირობები-მუდმივად შეინაჩუნეთ ჰარმონია და წოასწორობა, იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ გაგაბრაზეს ან მოგაყენეს შეურაცხყოფა. აპატიეთ საკუთარ თავს, თქვენს თანამშრომლებს ან ოჯახის წევრებს მოურიდებელი ქცევა, და არავითარ შემთხვევაში არ ასწავლოთ თუ როგორ უნდა იცხოვრონ. ასევე უკუჩვენება აქვს სექსს. სექსზე დახარჯული ენერგია გადაჭარბებით დაუბრუნდება სხეულისა და სულის სიფხიზლეს. ამიტომ, დაიცავით ზომიერება.
მთვარის მეთექვსმეტე დღე ერთერთი ნათელი და სუფთა დღეა. ხასიათდება ისეთი თვისებებით, როგორებიცაა წონასწორობა, ჰარმონია, თავშეკავება, სიმშვიდე. კარგია თუ მიყვებით ამ თვისებებს, გაისუფთავებთ აზრებსა და სურვილებს. დღე გადის მტრედისა და პეპელას სიმბოლოების ქვეშ, რომლებიც განასახიერებენ სულს, ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლას. ამას გარდა, დღე უკავშირდება სასწორს, წონასწორობის აღმნიშვნელს, ფიზიკური სხეულის მიმართ სულიერის დაპირისპირებას. ეს კი სრულად ასახავს დღის ხასიათს.
ისევე როგორც წინა, მთვარის მეთექვსმეტე დღეც სრულად განიცდის თავის თავზე სავსემთვარიანობის ზეგავლენას. ამის შედეგად ვლინდება ემოციონალური არასტაბილურობა, რომელიც ახასიათებს მთვარის კრიტიკულ წერტილს. ნათელი გრძნობების პარალელურად თქვენ დღეს შესაძლოა გრძნობდეთ ნეგატივის გამოვლინებასაც, რომელიც აუცილებლად შემოგიტევთ.
საკუთარ თავთან და ემოციებთან ყურადღებანი დამოკიდებულება დაგეხმარებათ უარყოფითი ტალღის დროულად შემჩნევაში. და იმისათვის რომ ის არ მოგერიოთ, ამ მომენტში გადაიტანეთ ყურადღება რაიმე ნათელზე, სარგზე, კეთილზე. იმაზე, რაც თქვენ გაგრძნობინებთ სულიერ სითბოს, გამოიწვევს სიყვარულის გრძნობას და მიგიყვანთ ჰარმონიამდე. ამგვარად, თქვენ არამარტო ვეღარ გამოავლენთ აგრესიას, არამედ გვერდს აუვლით ძალადობასა და ნეგატიურ თავდასხმებსაც.
დასვით კითხვები, რომლებიც ეხება სამსახურში დაწინაურებას, კარიერას, პოლიტიკას. ეს ასევე საუკეთესო დროა მაგიური ინსტრუმენტების მოსაწესრიგებლად, მათი წყლით, ცეცხლითა და კვამლით წმენდისათვის.
ჯანმრთელობა და მკურნალობა:
ფიზიკური, ეთერული, ასტრალური და მატერიალური სხეულების წონასწორობის დღე. სისხლის განახლების დღე, როცა სასიკეთოა სისხლის დაავადებების მკურნალობა. რეკომენდირებულია ფიზიკური ვარჯიშები. აკრძალუალია ცხოველური საკვები (თევზის გარდა) და სოკო.
მთვარის მეთექვსმეტე დღეს ზომიერების დაცვა არა მხოლოდ ყოველდღიურ საქმეებში გვმართებს, არამედ ჯანმრთელობასთან მიმართებაშიც. მაგ. ამ დღეს არაა რეკომენდირებული შიმშილობა, მაგრამ ამავდროულად სასურველია თავშეკავებული კვება. კარგია მარხვა ან დიეტა. იგივე ეხება ფიზიკურ დატვირთვასაც, რომელიც სასარგებლოა, მაგრამ ზომიერებას ითხოვს. კარგია თუ უმიზეზოდ არ გადატვირთავთ საკუთარ ორგანიზმს. სასიკეთოდ აისახება იოგა, რომელიც ფიზიკური სხეულის გაჯანსაღების გარდა ხელს უწყობს სულის სიმტკიცესაც. ეს საშუალებას მოგცემთ მოერიოთ ემოციებს და საკუთარი თავი გააწონასწოროთ.
მთვარის მეთექვსმეტე დღე სასიკეთოა გამწმენდი პროცედურებისათვის, რომლებიც ხელს უწყობს შლაკების გამოდევნას ორგანიზმიდან. დიდ სარგებლობას იძლევა შხაპი, ბალახების აბაზანა და არომათერაპია. ამას გარდა, მთვარის ამ დღეს ძალიან კარგია მასაჟების სეანსის ჩატარება.
სამედიცინო კუთხით მთვარის მეთექვსმეტე დღეს სუსტია ელენთა. ასევე, სისხლის შედედება დღეს დაბალია, ამიტომ შეძლებისდაგვარად ჯობია ქირურგიული ოპერაციების გადადება. ითვლება, რომ ამ დღეს ავადმყოფობის დაწყების მიზეზი პირველ რიგში არის ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
სუსტია ელენთა.
თმის შეჭრა:
მთვარის მეთექვსმეტე დღეს თმის შეჭრით თქვენ იზიდავთ საკუთარი შეცდომებისა და შემთხვევითობებისაგან გამოწვეულ უბედურებებს. ამას გარდა, ბევრად უფრო რთული ხდება ვნებებისა და ნეგატიური ჩვევების კონტროლირება.
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები. ბალახების შეგროვება:
დღე კარგია მიწათმოქმედების სამუშაოებისათვის.
მაგიური წესჩვეულებები და რიტუალები:
შელოცვები სიძულვილზე. მუშაობა ქვებზე-ქრიზოლიტი, ფლუორიტი, ონიქსი, ოპალი, ცირკონი.
ყველაფერს ჯობია მთვარის თვის მეთექვსმეტე დღე მიუძღვნათ სულიერ ძიებასა და თვითსრულყოფას, აქტიურობა კი გადადეთ სხვა დღისათვის. ეს ძალიან კარგი დროა სხვადასხვა პრაქტიკებისათვის, რომლებიც ანვითარებენ არამარტო გონებას, არამედ საკუთარი ენერგეტიკის კონტროლირების უნარსაც, მის სწორ არხში მოქცევას. დღე შესაფერისია მედიტაციისათვის, ფიქრისათვის, სინათლისკენ სწრაფვისათვის, შინაგანი და გარეგანი ჰარმონიისათვის, სიმშვიდისა და სულიერი კომფორტისათვის.
ესაა სულიერი ზრდის დღე, განწმენდის, განახლებისა და ახლიდან დაბადების. მთვარის მეთექვსმეტე დღეს კარგია მივმართოთ საკუთარი სულის ნათელ მხარეს და განვავითაროთ ისეთი თვისებები, როგორებიცაა სიკეთე, სამართლიანობა, მოთმინება, მორჩილება, სიყვარული, შენდობა. მაგიას შესაძლოა მძიმე შედეგი ჰქონდეს მისთვის, ვისგანაც მოდის ის.
მთვარის მეთექვსმეტე დღეს იყავით მშვიდობისმყოფელი, ჩაიტარეთ რიტუალური განბანვა, განსაკუთრებით თუ მთვარე მერწყულშია. რიტუალური განბანვა ტარდება ნაკურთხი წყლით, ანუ შხაპი კი არ მიიღოთ, არამედ დაიბანეთ ტაშტში. ჩაასხით ტაშტში წყალი და გადაწერეთ მას ჯვარი, ან საათის მიმართულებით გამოსახეთ წრეები (მარჯვენა ღია ხელისგული მოატარეთ წრიულად წყალს 3-10 ჯერ, შესაძლოა უფრო მეტჯერაც). წყლის ტემპერატურა უნდა ემთხვეოდეს ოთახისას.
რიტუალური განბანვა:
თუ ჩვეულებრივ ვიბანთ ზემოდან ქვემოთ, რიტუალური განბანვისას ყველაფერი პირიქითაა. ვიბანთ ფეხებიდან ზემოთ. (ქალი იწყებს მარცხენა ფეხიდან, მამაკაცი მარჯვენადან). ყოველი მოძრაობის მიმართულებაა ქვემოდან ზემოთ. ჯერ ერთი ფეხიდან, შემდეგ მეორედან. ასევე მეორდება წინა მხრიდან და უკანა მხრიდან. ამდაგვარადვე დაიბანეთ ხელები, თითის წვერებიდან დაიწყეთ.
ამის შემდგომ შეგიძლიათ დაიბანოთ უკვე ჩვეულებრივ, ჰიგიენურად. ეს პროცესი ითხოვს ყურადღებას, და როგორც წესი ცოტა გამაღიზიანებელია, რადგან ვაკეთებთ ჩვენთვის არაბუნებრივ მოძრაობებს. შემდეგ დაიბანეთ თავი სხვა წყალში და სხვა ტაშტში, რადგან ჩვენი სხეული მიწიერს ეკუთვნის, თავი კი ღმერთების სამყაროს. შემდეგ, თუ გსურთ ტაშტში ჩაასხით წყალი, აკურთხეთ ის და ისხით თავზე. ამის შემდე შეგიძლიათ თავზე გადაივლოთ ეკლესიიდან მოტანილი ნაკურთხი წყალი.
ეს საოცრად ეფექტური საშუალებაა და მომენტალურად იგრძნობთ შედეგს. თუ ნაკურთხ წყალს გადაივლებთ რიტუალურ განბანვამდე, ამ შემთხვევაში თქვენი პრობლემები დახურდავდება მრავალ წვრილ პრობლემად.
განსაკუთრებული გაფრთხილება:
ამ მთვარის დღეღამის ენერგეტიკა ძალიან ჰარმონიულია. ესაა სუფთა, ნათელი, ძალიან მშვიდი დღე. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ სიმშვიდის დარღვევა. მთელი ძალებით შეინარჩუნეთ წონასწორობა. არ შეიძლება აგრესიის გამოვლენა, ყვირილი და ხელების ქნევა, ეს ყოველივე შემორტიალდება თქვენს საწინააღმდეგოდ. არ ჩართოთ ხმაურიანი მუსიკა, არ მოიქცეთ გამომწვევად. ჯობია დღე გაატაროთ განმარტოებით, ჩუმად და წყნარად. დაკავდით სახლის საქმეებით. ძალიან სასარგებლოა ყველაფერი, რაც უკავშირდება განწმენდას: იატაკის მორეცხვა, შხაპის მიღება. სასარგებლოა ფეხით სეირნობა ნელი ტემპით. სამსახურებრივი აქტიურობა გადადეთ გვერდზე, ის აქ არ მოიტანს დადებით შედეგს.
მათთვის, ვინც დაიბადა მთვარის მეთექვსმეტე დღეს:
დაბადებიდანვე მთვარის მეთექვსმეტე დღის ადამიანები ფლობენ განსაკუთრებულ თვისებებს. მათ წაუბილწავი სული აქვთ, ადვილად შეუძლიათ პატიება და არ განსჯიან სხვებს. გამოირჩევიან მაღალი სულიერებითა და სიცოცხლისმოყვარეობით. ავლენენ დიდ სიყვარულს ყველაფრისადმი, უხარიათ ყოველი ახალი დღე.
მთვარის მეთექვსმეტე დღეს დაბადებული ადამიანები ჩვეულებრივ ცოცხლობენ დიდ ხანს და გადიან საინტერესო ცხოვრებას. ბავშვობიდანვე ავლენენ შემოქმედებით უნარებს, რომლის გამოყენებასაც ცდილობენ ყველანაირ საქმეში მთელი ცხოვრების მანძილზე. უყვართ მოგზაურობა და უბრალოდ ბუნებაში ყოფნა, რაც მათთვის აუცილებელი ასპექტია. სწორედ აქედან იღებენ ისინი ძალებსა და შთაგონებას.
მთვარის მეთექვსმეტე დღეს დაბადებულებს აქვთ თანდაყოლილი ლტოლვა სულიერი ძიებისა და თვითრეალიზაციისაკენ. მაგრამ, ამ გზაზე წარმატების მისაღწევად მათ ჭირდებათ შეგნებულად დაუთმონ დიდი დრო საკუთარ სრულყოფას, სხვა შემთხვევაში ჩნდება ემოციებისა და ინსტიქტების გავლენის ქვეშ მოქცევის რისკი. რის შედეგადაც მათი ცხოვრება გადაიქცევა დაუსრულებელ შფოთსა და ბორგვაში, ხოლო არასწორი ენერგეტიკა გამოიწვევს შინაგან სიცარიელეს.
მთვარის მეთექვსმეტე დღეს ჩვეულებრივ იბადებიან მშვიდობისმყოფელები, სიყვარულის, ურთიერთგაგების, სულიერი სიმშვიდის მატარებელი ადამიანები. გარშემომყოფნი მათთან ეძებენ მშვიდ ნავსაყუდელს. მთვარის ამ დღის ადამიანები ცხოვრების განმავლობაში ძალიან ბევრ სასარგებლო საქმეს აკეთებენ. ჩვეულებრივ, ხდებიან კარგი სასულიერო პირები, ფსიქოლოგები, ადვოკატები, ექიმები.
პეპელა-ეს თითქოს დროის პროცესის შედეგია. ამიტომ ამ დღეს დაბადებულ ადამიანებს ხელეწიფებათ დროსთან მუშაობა და თავისდაუნებურად გამოსდით წარსულის კორექცია. თუ არ აქვთ საკმარისი თვითგანვითარება, ეჩვენებათ რომ ისინი შეზღუდეს და ხშირად მათი მთელი ცხოვრება გადის ამ შეზღუდვასთან ბრძოლაში. ასეთმა ადამიანებმა უნდა შეიგნონ, რომ ყველა ეს შეზღუდვა ილუზორულია და ისინი სინამდვილეში ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ამ ადამიანებს მიეცათ შესაძლებლობა ძალიან მაღალი მიზნის მიღწევისა, რადგან მათი სული თავისუფალია-ისინი დაიბადნენ სავსემთვარიანობისას, მზესთან მთვარის ოპოზიციის დროს. მათ რათქმაუნდა აქვთ პრობლემები სულიერებაში, მაგრამ ასევე აქვთ უზარმაზარი ენერგია ამ თავისუფლების გამოსაყენებლად. მაღალი სულიერების ადამიანები აცნობიერებენ რა საკუთარ სულიერ სიმაღლეს, როგორეც წესი ძალიან გულმოწყალენი არიან და არ განიკითხავენ სხვებს. მთვარის მეთექვსმეტე დღეს დაბადებულები აუცილებლად უნდა მიისწრაფოდნენ ამისაკენ. ჩვენ არ გვაქვს სხვა ადამიანების განკითხვის უფლება, შეგვიძლია მხოლოდ დასკვნების გაკეთება საკუთარ ცხოვრებაზე რეაქციის კუთხით.
ამ დღეს დაბადებულ მაღალი დონის ადამიანებს უყვართ ნათელი ფერის ტანისამოსის ტარება და ფლობენ ერთ უნიკალურ უნარს-ფანტომის მისგანდამოუკიდებლად აგებას, ამდენად მათი მენტალური მოდელები ხშირად დამოუკიდებლად არსებობენ.
დავუშვათ, თუ ისინი ვინმეში ხედავენ ძლიერ დამცველს, მათი აზრი ამგვარადვე დამუხტავს იმ ადამიანს და ის ასტრალურ-მატერიალურ დონეზე იმოქმედებს. მაგრამ ჩვენ ყველაფრისათვის ვზღავთ, მათ შორის ფანტომის შექმნისთვისაც-ეს იქნება დასჯა ან დაჯილდოვება. ამიტომ, მთვარის მეთექვსმეტე დღის ადამიანებმა უნდა აკონტროლონ აზრები და ახსოვდეთ, რომ შესაძლოა ვერ მართონ თავიანთი მოდელები.
თუ დაიჭირეთ საკუთარი თავი ცუდ აზრზე, იმ წამსვე უნდა უკუაგდოთ ის. როგორ? ყველაფერი სტიქიაზეა დამოკიდებული, იმ სტიქიაზე, რომელიც ჭარბობს თქვენში. მაგრამ ყოველთვის ეცადეთ არ განავრცოთ ცუდი აზრი.
სიზმრები:
მთვარის ამ დღეღამეში გვესიზმრება სიზმრები, რომლებიც გვეხმარებიან შინაგანი დაძაბულობის მოხსნაში. მათ ცუდად ყოფნისგან განკურნებაც კი შეუძლიათ.
მთვარის მეთექვსმეტე დღეს ხდება ორგანიზმის განწმენდა არა მარტო ფიზიკურად, არამედ სულიერადაც. სწორედ ამიტომ გეძლევათ ამდენი რეკომენდაცია. ყველა გადაუჭრელი პრობლემა, ასევე სიძნელეები თვითრეალიზაციის გზაზე, ქვეცნობიერს ამოაქვს ზედაპირზე სიზმრის მომენტში.
მთვარის მეთექვსმეტე დღის სიზმრები პრაქტიკულად არავითარ იმფორმაციას არ მოიცავს და მეტწილად ემსახურება დასვენებასა და ძალების აღდგენას. განსაკუთრებით კარგი ნიშანია მშვიდი და სასიამოვნო ძილი. ეს ნიშნავს, რომ თქვენ სწორად ანაწილებთ საკუთარ ენერგიას და არჩეული გაქვთ ცხოვრებისეულად სწორი გზა, ყველაფერი ეწყობა კარგად. მაგრამ, თუ მთვარის ამ ღამეს გესიზმრებათ არეული და შემაშფოთებელი სიზმრები, ესეიგი რაღაცა არ გაძლევთ მოდუნების საშუალებას. ალბათ, რაღაც დაგროვილი პრობლემები ეძებენ გამოსავალს. ამ შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ სიზმარს და შეეცადეთ მის ახსნას. შესაძლოა მიხვდეთ, თუ რა არის თქვენი დაძაბულობის შედეგი და შეძლოთ დარღვეული წონასწორობის აღდგენა.
ქვები:
ზურმუხტი, ტურმალინი, შპინელი, ჩაროიდი, მარგალიტი (შავი არა). ქვებზე მუშაობა-ქრიზოლითი, ფლუორიტი, ონიქსი, ოპალი, ცირკონი.