

მთვარი ს XX დღე
მთვარის XX დღე
სიმბოლოები:
არწივი, სვავი, არწივი კურდღლის (ზოგიერთი წყაროს მიხედვით-ნიანგის) კუდით.
დღის მახასიათებლები და მნიშვნელობები:
ეს დღე ნიშნავს მორიელისა და შვილდოსნის ნიშნების თანხვედრას (მშვილდოსანი-იუპიტერის ენერგიის არსებობა). არწივი-რელიგიური წარმატების სიმბოლო, ბევრი ქვეყნის გერბზე წარმოადგენს სახელმწიფოს. ეს კეთილშობილი ნიშანია, განასახიერებს სულიერ საწყისს ადამიანში, მის გარდასახვას, ამაღლებას, შთაგონებას, ჭვრეტას, გაბედულებას, სიძნელეების გადალახვის მოთხოვნილებას, ძალას. ხოლო მშვილდოსნის ნიშანი, რომელიც უკავშირდება მთვარის მეოცე დღეს, ნიშნავს გონების ტრანსფორმაციას, ბუნებრივ ინტუიციას, აერთიანებს სულსა და სხეულს.
ამ დროს მიმდინარეობს გარდასახვის პროცესი. ადამიანს შეუძლია მიიღოს ნათელხილვა და შეიმეცნოს კოსმიური კანონები. ეს ძალიან რთული დღეა. თუ ადამიანს არ უმუშავია მთავარის წინა დღეებთან, მაშინ ჯობია არც კი შეეხოს მთვარის მეოცე დღეს. უბრალოდ დაკავდით ყოველდღიური საქმეებით ოჯახში.
არსებობს აზრი, რომ წამოწყებებისათვის ეს დღე საუკეთესოა. კარგია ყველანაირი საქმის დაწყება, რადგან ყველაფერს ელოდება წარმატება და გამართლება.
ესაა ყველანაირი ტვირთისაგან განთავისუფლების დღე. აქ ხდება ეჭვების გადალახვა, კოსმიური კანონების შემეცნება, სულიერი განვითარება. ყველანაირი ვალისაგან და მძიმე მდგომარეობისაგან განთავისუფლების დღე. აქ ადვილია, ყველა ეჭვის დაძლევის შემდგომ, ბოლოსდაბოლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება და მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა, და ამგვარად განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლა. უკუაგდეთ ეჭვები, დაძლიეთ ბარიერი! საუკეთესო დღეა შიმშილობისა და სულიერების გაღვიძებისათვის. აქ ჯობია სახლში ყოფნა, სახლის საქმეების კეთება, ოჯახთან და ტრადიციებთან ურთიერთობა. შეგიძლიათ ისწავლოთ წმინდა ტექსტები. მეოცე დღის საშიშროებაა: სიამაყე, ქედმაღლობა, ზიზღიანობა. ეს სულიერი ცოდნის მიღების დღეა. აქ თავი შეიკავეთ მკურნალობისაგან. კარგი დღეა სულების გამოსაძახებლად. ასევე შეიძლება დაკავდეთ მალეფისტიკით.
ეს სულიერი კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, როცა ირთვება ასტრალური ენერგიები, ასტრალური ხედვები (დღე შეღებილია ცისფრად). ესაა სულიერ ცოდნასთან წვდომის დღე.
ამ დღეს შესაძლოა გააკეთოთ საოცარი აღმოჩენა. დაინახოთ სამყარო ახალ ფერებში. სრულიად გარდაქმნათ თვენი შინაგანი სამყარო. უბრალოდ იყავით გახსნილი იმისათვის, რაც ამ დღეს მოვა. დღეს კარგია თანამოაზრეთა კომპანიაში ყოფნა. სწორედ მათი აზრი დაგეხმარებათ „თვალების გახელაში“.
ამ დღეს ადვილია ყველა ეჭვის უკუგდება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, აქედან გამომდინარე კი განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადანაცვლება. აქ დაამარცხეთ საკუთარი სიამაყე, ქედმაღლობა, ზიზღი, დიქტატორობისაკენ მიდრეკილება. ეს ძალიან საინტერესო და სერიოზული დღეა. სულიერი გარდასახვისა და გამოფხიზლების, ეჭვების დაძლევის, კოსმიური კანონების შეცნობის, ამაღლების დღე.
დღე საუკეთესოა შიმშილობისათვის. აკრძალულია ხორცის ჭამა და მხედველობის გადატვირთვა. ამ დღეს ჯობია სახლში ყოფნა საკუთარ ოჯახთან და ტრადიციებთან, სახლის საქმით შემოფარგვლა. არ ღირს ექსტრასენსორული მკურნალობა, რადგან ადვილად გამოიფიტებით, დაგეხარჯებათ რა ძალიან დიდი ენერგია.
თუ მთვარის მეოცე დღეს იცვლით სამსახურს ან თანამდებობას, ეს კარგის ნიშანია. ამ დღეს დაშვებულია გარდასახვა და ცვლილება, თმის შეღებვა, ახალი ვარცხნილობა, გვარის ან სახელის გამოცვლა.
თუ გადაწყვიტეთ ამ დღეს ბავშვის ჩასახვა, არ მოატყუოთ და არ უმტყუნოთ პარტნიორებმა ერთმანეთს.
ამ დღეს ეფექტურია ყველანაირი სასულიერო პრაქტიკები მიმართული თვითშემეცნებისაკენ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ არ ხართ ამ პრაქტიკებით დაკავებული, ძალიან სასარგებლო იქნება საკუთარ ცხოვრებაზე, ჩადენილ ქმედებებზე დაფიქრება. ყველაფერ იმაზე, რისკენაც ისწრაფვით და რისი მიღწევაც მოახერხეთ უკვე. იმასთან ერთად რაც უკვე ითქვა, არწივის ნიშანი სიამაყის, ძალაუფლების, მმართველობის სიმბოლოა. და ეს იმას ნიშნავს, რომ მთვარის მეოცე დღეს საკუთარ თავზე მუშაობის უმთავრესი ასპექტია საკუთარი მნიშვნელოვნების დაოკება. საკუთარ თავში ისეთი თვისებების აღმოფხვრა, როგორებიცაა ეგოიზმი, სიამაყე და ქედმაღლობა. რეკომენდირებულია მოერიოთ საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების გადამეტებას. თუ თქვენ ვერ მოახერხებთ ამასთან გამკლავებას, რისკავთ უფრო მეტი დაკარგოთ, ვიდრე უნდა მიგეღოთ. ამას გარდა, დღის ენერგეტიკა ხელს უწყობს მავნე ჩვევების დამარცხებას, და თუ თქვენ გაქვთ ასეთი მიზანი, დღეს ამ გზაზე არ შეგხვდებათ სიძნელეები.
საბოლოოდ, შეიძლება ითქვას რომ მთვარის მეოცე დღე მოგიტანთ ბევრ სიამოვნებას. შეძლებთ დაინახოთ სამყარო ახლებურად, გააანალიზოთ და გაიგოთ წარსულის შეცდომები სხვა კუთხიდან, და გამოიტანოთ სწორი დასკვნები მომავალი გადაწვეტილებებისათვის. დღე იძლევა საშუალებას იგრძნოთ შინაგანი სისუფთავე, საკუთარი ძალების რწმენა, ასევე იმის გაგება, თუ როგორ შეინახოთ და გამოიყენოთ ამ დღის საჩუქარი შემდგომში.
არსებობს აზრი, რომ მთვარის მეოცე და ოცდამეერთე დღეების ენერგია ერთმანეთთანაა შერწყმული.
მთვარის მეოცე დღეს იწყება შინაგანი გარდასახვის პროცესი, ხოლო ოცდამეერთე დღეს ის აღწევს თავის პიკს. ჩვენ ვიღებთ დიდი მოძრაობის ენერგიას-ვხდებით ქმედითუნარიანები, აქტიურები და საოცრად გულადები. ეს მთვარის თვის ერთადერთი დღეებია, როცა ჩვენ ძალიან გვეადვილება ისეთი რაღაცეები, რისიც ადრე გვეშინოდა. ესაა რეკორდებისა და გმირობების დრო. ყველნაირ საქმეს ელის წარმატება! მაგრამ აქ არსებობს ერთი მნიშვნელოვანი პირობა: ძალიან არ გადავარდეთ საკუთარი თავით ტკბობაში, არც სიბრაზე, ქადმაღლობა, სიამაყე და ზიზღია დაშვებული, რადგან ეს ყველაფერი ამუხრუჭებს გონებას.
ამ დაწყვილებულ დღეებს ესადაგება ყველანაირი ენერგეტიკული კავშირი. ენერგია და ინფორმაცია მიღებული მთვარის თვის ორ მესამედში, უკვე შეთვისებულია და შეუძლიათ ნაყოფის გამოღება.
ჯანმრთელობა და მკურნალობა:
ამ დღეს დაწყებული ავადმყოფობა შესაძლოა გაიწელოს საკმაოდ დიდხანს. პრობლემური დაავადებები იშვიათია, მაგრამ ამ დღეს ხდება ტრამვების დიდი რაოდენობა. აკრძალულია მხედველობის გადაღლა. არ ღირს ექსტასენსორული მკურნალობა, რადგან ადვილად დაიღლებით და ბევრ ენერგიას დაკარგავთ.
დღე სასიკეთოა ჰაერის აბაზანებისათვის და მცირე ფიზიკური დატვირთვისათვის. კარგია სისხლის გასუფთავება. რეკომენდირებული არაა ღვიძლის გადატვირთვა.
საერთოდ, ამ დღეს ახასიათებს სტაბილურობა და მთლიანობაში კარგი განწყობა. მთვარის ამ დღისათვის დამახასიათებელია ენერგიის გადახარჯვა, ამიტომ მიუხედავად იმისა რომ გგონიათ თითქოს მთების დაძვრა შეგიძლიათ, არ ღირს უკიდურესობებში გადავარდნა. ამ დღეს ახასიათებს საკუთარი ძალების გადამეტებულად აღქმა. ჯობია გახსოვდეთ ამის შესახებ და არ გადატვირთოთ ორგანიზმი, დაიცავით ზომიერება ყველა საქმეში და ქმედებაში.
მთვარის ამ დღეს სასარგებლო და ეფექტურია გამწმენდი პროცედურები. ასევე, მოგიხდებათ აბაზანა და მასაჟი, რომელსაც არომათერაპიასაც თუ დაამატებთ, საუკეთესო შედეგს მიიღებთ. კარგია ფიზიკური ვარჯიშიც, განსაკუთრებით თუ ის სულიერი პრაქტიკის ნაწილს წარმოადგენს.
სუსტია კეფა, ზურგის ზედა ნაწილი (სადაც არწივს აქვს ფრთები), ასევე მუცლის აპკი. არის ხერხემლის დაზიანების ალბათობაც.
სამედიცინო კუთხით ამ დღეს უკავშირდება ადამიანის სხეულის ისეთი ორგანოები, როგორებიცაა კეფა, ზურგის ზედა მხარე, მუცელი. არაა რეკომენდირებული მხედველობის გადატვირთვაც. ამ დღეს დაწყებული ავადმყოფობა შესაძლოა გრძელვადიანი იყოს.
ჯანმრთელობის რეზერვები დაბალია. დაშვებულია გრძელვადიანი მკურნალობის დაწყება, მაგრამ დაწყებული კურსი არ უნდა შეწყდეს.
ამ დღეს თმის შეჭრა ცხოვრების მიმართ მიდგომას ცვლის ცუდი მიმართულებით. მყარად ოპტიმისტიც კი დაიწყებს ყველაფრის ნეგატიურ ჭრილში ხედვას, მთლიანად ცხოვრებისა და გარშემომყოფების ზიზღამდეც კი.
მაგიური წესჩვეულებები და რიტუალები:
აქ ჯობია არ წამოიწყოთ არანაირი საქმე, თუ არ ფლობთ დღის ენერგიას. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიერ დაწყებული საქმე შესაძლოა გაგექცეთ კონტროლის ზონიდან. არ ღირს საქმეების დაწყება, როცა არ ხართ დარწმუნებული საკუთარ ძალებში, რადგან შესაძლოა სრულიად სხვა რამ მიიღოთ შედეგად.
ამ დღეს ჭრის ლოცვა, მაგრამ არ შეიძლება ენერგეტიკული მკურნალობა. ახლობელი ადამიანების მკურნალობითაც კი მთვარის მეოცე დღეს ძალიან გამოიფიტებით, რის შედეგადაც იგრძნობთ მოდუნებასა და აპათიას.
კარგი დღეა სახლის ჭინკასთან ურთიერთობისათვის (მას უნდა გაუმასპინძლდეთ ღვინით და ტკბილეულით).
მთვარის მეოცე დღეღამე სასიკეთოა სულების გამოძახების რიტუალების ჩასატარებლად, მათგან წინასწარმეტყველების მიღების მიზნით.
კარგია შელოცვები ქრონიკულ ფაზაში გარდამავალ გრძელვადიან დაავადებებზე. თიაქარის, ჯიბლიბოს, კანის დაავადებების, სიმსივნის, კატარაქტის, თვალზე ლიბრის მკურნალობა, ასევე მათ საწინააღმდეგო პანტაკლების დამზადება. ქვებთან მუშაობა: გიშერი, სერდოლიტი, ფლუორიტი, ჩაროიდი, ქრიზოპრასი, ქარვა, რიტუალური მაგიის აუცილებელი რიტუალის ჩატარებიით, ქვის მენტალური ველის აქტივიზაციისათვის.
მათ ვინც შეასრულეს წინა დღეების რეკომენდაციები, დღეს შესაძლოა მიიღონ თავიანთი ქმედებების შედეგები-იმ პირობით რათქმაუნდა, თუ გამოავლენენ აქტიურობასა და გაბედულებას. თუ თქვენი ფინანსური საქმეები ჯერ კიდევ ძველებურ მდგომარეობაშია, ეს არაა დარდის საფუძველი. შედეგის არქონა მხოლოდ და მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ თქვენი სურვილი ჯერ არაა საჭირო ენერგიით გაჟღენთილი. აქ ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს პირად ენერგიაზე. ის რაც უფრო ძლიერია, მით მეტი ძალა ემატება თქვენსავე სურვილს უკეთესი ცხოვრების შესახებ და იგი მით მალე ასრულდება. სურვილის დოზის გაზრდაში სამწუხაროდ ვერავინ დაგეხმარებათ საკუთარი თავის გარდა. მაგრამ პირადი ენერგიის გაზრდა და შესაბამისად თქვენი გავლენების ზრდა გარესამყაროზე, შესაძლებელია. ამისათვის დღეს იმ ადამიანებისათვის, რომელთაც ჭეშმარიტად სურთ სამყაროს მონობიდან გამოსვლა და მის ბატონად გადაქცევა, და არა დროდადრო სამყაროსაგან გარკვეული თანხების გამოძალვა, რეკომენდაცია შემდეგია:
განსაკუთრებული გაფრთხილება:
საშიშია სიამაყე, ქედმაღლობა, ზიზღი, გადაჭარბებული დომინირებისაკენ სწრაფვა, რაც გამოწვეულია იმით, რომ სულიერების გაღების კუთხით არის ყველაფრის გაღების საშუალება, და თუ არ არსებობს ადრიდანვე დამუშავებული პოტენციალი, შესაძლოა მოხდეს საკუთარი ენერგიის სრულიად დახარჯვა,
ეს „კარმული შედეგის“ დღეა. სასურველია განმარტოვება, რადგან კოლექტივში ყოფნა აქ განაპირობებს კონფლიქტურ სიტუაციებს. ამ დღეს ტყული თვითმკვლელობის ტოლფასია. თუ ადამიანი ცხოვრობს არასწორად, ამის ნიშანი შესაძლოა გახდეს კისრისა და მხრის გაშეშება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და ტყუილად არ უწოდებენ მას „ცხოვრების ბორბალს“. მას შეესაბამება თითქმის ყველა ენერგეტიკული კავშირები.
ამ ენერგიების გამიზნულმა მოხმარებამ, შესაძლოა გონების დაკარგვა და წნევის აწევაც კი გამოიწვიოს. შესაძლოა ხელების დაბუჟება და ტკივილები კეფის არეში, არასასიამოვნო შეგრძნებები, თიქოს დიდი სიმძიმე გადევთ ან ლოდს ეწევეთ.
დღის ვარჯიშები:
ჯადოქრობანას თამაში:
ჯადოქრობანას თამაში-ესაა ტრენინგი, რომელიც ანვითარებს ნებას, ყურადღების კონცენტრირების უნარს, ინტუიციას, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დანახვას მოვლენებს შორის და საკუთარი ქმედებების შედეგების ამოცნობას, საკუთარი სურვილების გაგებასა და კორექტირებას. თამაში მოიცავს მთელ დღეს და ამასთანავე არ წაგართმევთ არცერთ წუთს, რადგან ის სრულდება ჩვეულებრივ საქმეებთან ერთად. მიუდექით მას როგორც თამაშს. ტრენინგის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მთელი დღის განმავლობაში დააკვირდეთ საკუთარ თავსა და გარესამყაროს, არაფერი არ შეაფასოთ, არ გააანალიზოთ და თქვენი ყველა ქმედება აღიქვით როგორც მაგიური. მოცემულ ტრენინგს საკმაოდ სწრაფად მივყავართ დაფარული ძალებისა და შესაძლებლობების ამოძრავებამდე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ტარდება თვეში ერთხელ. ამას გარდა, ის გვეხმარება შფოთის, ნევროზულობის, მოუსვენრობის დაძლევაში, თანაც სერიოზულად და დიდი ხნით.
დილას გაღვიძებისთანავე, ჯერ კიდევ მწოლიარე მდგომარეობაში, წარმოიდგინეთ რომ ხართ ყოვლისშემძლე ჯადოქარი. დაიწყეთ დღე შეგრძნებით, რომ თვენ ხელგეწიფებათ აფსოლუტურად ყველაფერი. დაკავდით ყოვედღიური საქმეებით და მაქსიმალური ყურადღებით, ყველა დეტალზე კონცენტრირებით დააკვირდით საკუთარ ქმედებებს. აღიქვით ისინი მაგიურად, არ აქვს მნიშვნელობა შხაპის ქვეშ დგახართ, კბილებს იწმინდავთ, ტელეფინზე საუბრობთ, ჩაის სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ. მანამ, ვიდრე წამოიწყებთ რაიმე საქმეს, აზრობრივად უთხარით საკუთარ თავს: „მე ასე მინდა! ასეთია ჩემი ნება!“და ამ ფორმულის წარმოთქმის შემდგომ აუცილებლად განახორციელეთ ჩანაფიქრი. ასეთი მიდგომით თქვენს ნებას შეაქვს ცვლილებები გარესამყაროში.
ყველაფერი ის რაც დღეს თქვენს თავს ხდება, უნდა აღიქვათ როგორც გარკვეული ინფორმაცის მატარებელი მინიშნება. არაა მნიშნელოვანი თუ რა მოვლენაა ეს-ზარი კარზე, გატეხილი ფინჯანი, ქუჩაში ძაღლის ყეფა თუ ბავშვის ტირილი კედელს მიღმა. მაგრამ, არავითარ შემთხვევაში არ სცადოთ ამ მინიშნებების ინტერპრირება ტრენინგის პერიოდში, არ ეძებოთ მათში დაფარული აზრი! თქვენი ამოცანაა მხოლოდ მათი დაფიქსირება. შეამჩნევთ რა რამე ახალს, შეაჩერეთ მასზე ყურადღება და უთხარით საკუთარ თავს: „ეს მინიშნება ჩემთვისაა“. მაგრამ ამაზე არ შეჩერდეთ დიდი ხნით, თორე თქვენი ტრენინგი ჩაიშლება. დაინახეთ, დააფიქსირეთ, გადართეთ ყურაღება-ასეთი უნდა იყოს თქვენი ქმედებების თანამიმდევრობა. აი ესაა სულ.
საღამოს, მანამ დაწვებით დასაძინებლად, დაჯექით წყნარად და 78-ჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ მუცლით, შესუნთვისას ის გამოსწიეთ წინ, ამოსუნთქვისას კი შესწიეთ. ყოველი მომდევნო შესუნთქვა უნდა იყოს წინაზე ღრმა. ბოლო შესუნთქვისას შეკარით მუშტები, შეიკავეთ სუნთქვა მაქსიმალურად დიდი ხნით, დახუჭეთ თვალები. შემდეგ გაახილეთ თვალი და ამოისუნთქეთ, ადექით და ძალდატანებით გახსენით მუჭები, ხელის გულების იატაკთან მიქცევით. ტრენინგი დასრულებულია.
შესაძლოა ეს ტრენინგი თქვენ არასერიოზულად, უაზროდაც კი მოგეჩვენოთ, თუ ფიქრობთ რომ თქვენ-ზრდასრულ ადამიანს რაღაცნაირად არ შეგფერით მთელი დღე თამაში, ჯადოქრად თავის წარმოდგენით. ეს პირველი შეხედულებაა და თანაც მცდარი. ეს „არასერიოზული“ ტრენინგი იძლევა ძალიან სერიოზულ შედეგებს, თქვენ იგრძნობთ ამას უკვე მისი რამდენიმეჯერ გამეორების შემდგომ.
პანტაგრამის რიტუალი:
მეორე ტრენინგი, რომლისთვისაც სასურველია იპოვოთ დრო, ანვითარებს მოვლენების მართვისათვის აუცილებელ უნარებს, ასევე ამ სამყაროში თავის გადარჩენისა და წარმატებით ცხოვრების ნიჭს. მას შევყავართ იმ სანუკვარ მდგომარეობაში (დავარქვათ ამას მაგის მდგომარეობა), სადაც ჩვენ ხელგვეწიფება რეალურად გქვონდეს გავლენა გარესამყაროზე. დროდადრო ასეთი მდგომარეობა სპონტანურად ჩნდება ყველა ადამიანში. ზოგჯერ ჩვენ გაოცებით ვამჩნევთ, რომ გამოგვდის აბსოლუტურად ყველაფერი რასაც ვაკეთებთ, საქმე დაუბრკოლებლად კეთდება, გვექმნება შთბეჭდილება რაღაც შინაგანი ბალანსის, მთლიანობის, ყველა ქმედების გააზრებულობის. ამ მომენტებში ჩვენ, ჩვენდაუნებურად სწორედ მაგის მდგომარეობაში ვართ. ძნელია ამ მდგომარეობის გამოწვევა ჩვენი სურვილით საჭირო დროსადა და საჭირო ადგილას. მაგის მდგომარეობა შესაძლოა წარმოვიდგინოთ ხუთქიმიანი ვარსკვლავის ან პენტაგრამის სახით. გაიხსენეთ ლეონარდო და ვინჩის „ვიტრუვიუსის ადამიანი“. ვარსკვლავის პიკი-ეს თავია, გვერდითა სხივები-ხელები, ქვედა სხივები-ფეხები. ვარსკვლავის პიკი თქვენი შინაგანი სამყაროს სიმბოლოა. დარჩა ოთხი სტიქიის განსახიერება-ოთხი წერტილი: წყალი, ცეცხლი, ჰაერი, მიწა. მოცემულ შემთხვევაში საუბარია არა რეალურ ბუნებრივ სტიქიებზე, არამედ შინაგანზე: ჰაერი ვლინდება ინტელექტის სახით, წყალი-ინტუიცია, ცეცხლი-ემოციები, მიწა-ნება. მაგის მდგომარეობა მიიღწევა მაშინ, როცა ჩვენი „მე“ განაგებს თავის შინაგან სტიქიებს და ისინი ერთმანეთთან არიან ჰარმონიაში.
თუ ვარსკვლავი დახრილია ან გადაბრუნებული, ჩვენი შინაგანი „მე“ ხვდება ერთი ან რამოდენიმე სტიქიის გავლენის ქვეშ და ჩვენ ვეღარ ვახდენთ გავლენას მოვლენებზე. ჰაერის სტიქიის გადამეტებისას ადამიანი მოწყვეტილია რეალობას და „დაფრინავს ღრუბლებში“, ანუ სრულიად ჩაძირულია საკუთარ აზრებში, იდეებში, ძინავს ზეზეურად. თუ მეტია წყალი, ინტუიციას ანაცლებს ფანტაზიები და შიშები, რის შედეგადაც ვიღებთ ნერვიულ აშლილობას. ცეცხლის სიჭარბის შემთხვევაში ადამიანი ემორჩილება საკუთარ სურვილებს, ემოციონალურ იმპულსებს, ვნებებს. ეს კი ადრე თუ გვიან იწვევს იმას, რომ ის ჩადის მისთვისა და გარშემომყოფთათვის საშიშ ქმედებებს. ხოლო, თუ ჭარბობს მიწა, ადამიანი იკეტება თავის შინაგან სამყაროში და მთელი ძალებით ცდილობს ამ მდგომარეობის შენარჩუნებას. მოცემული ტრენინგი აღადგენს და აწესრიგებს ვარსკვლავის წონასწორობას და აქედან გამომდინარე იღებს მაგის მდგომარეობაში შესვლის საშუალებას. რიტუალი ტარდება შემდეგნაირად:
მიიღეთ ვარსკვლავის მდგომარეობა: ფეხები მხრების სიგანეზე კიდევ უფრო განზე, ხელები აწეული ზემოთ და განზე, მზერა მიმართული პირდაპირ. ეს პოზა ტრადიციულად იხმარება უმაღლესი ძალებისადმი მიმართვის დროს. ეცადეთ თვალები ახამხამოთ რაც შეიძლება იშვიათად. თქვენი მდგომარეობა სივრცეში დამოკიდებულია დღეღამის იმ დროზე, როცა ატარებთ ტრენინგს:
-
დილის 5-დან 11 საათამდე- სახით მიბრუნდით აღმოსავლეთისაკენ
-
11-დან 18 საათამდე-სამხრეთისაკენ
-
18-დან 23 საათამდე-დასავლეთისაკენ
-
23 საათიდან დილის 5 საათამდე-ჩრდილოეთისაკენ
ტრენინგის საორიენტაციო დროა-დაახლოვებით 15 წუთი.
-
ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ 3-ჯერ ღრმად. ეცადეთ შეიგრძნოთ საკუთარი სხეული მთლიანად. შეინარჩუნეთ ეს შეგრძნება 1-2 წუთის განმავლობაში.
-
გადაიტანეთ ყურადღება წარბებს შუა არსებულ წერტილზე და წარმოიდგინეთ, რომ აქაა კონცენტრირებული თქვენი შინაგანი „მე“. წარმოიდგინეთ და იგრძენით თუ როგორ ივსება ენერგიით და ხურდება ეს წერტილი თქვენი შინაგანი „მე“-ს ძალით. წერტილში შესაძლოა იგრძნოთ პულსაცია, სითბო, სიმძიმე, მცირე წვა. თუ არ გაქვთ არავითარი შეგრძნება, არა უშავს, სპეციალურად მათი გამოწვევა საჭირო არაა. მთავარია „მე“ წერტილზე კონცენტრირება.
-
როცა იგრძნობთ რომ კონცენტრაცია შესძელით, ყურადღება გადაიტანეთ მარჯვენა ხელზე და ფოკუსირება მოახდინეთ თქვენი „ჰაერის“ თვისებეზე. იფიქრეთ საკუთარი ინტელექტისა და მეხსიერების უკიდეგანო შესაძლებლობებზე. იმაზე, თუ რაოდენ დიდია მათი ძალა. წარმოიდგინეთ რომ თქვენს გონებას შეუძლია წარმოუდგენელი სირთულის პრობლემების გადაჭრა. დაიმახსოვრეთ ეს შეგრძნება ინტელექტის არნახული ძალის შესახებ. შესაძლოა მარჯვენა ხელშიც იგრძნოთ რაიმე სახის შეგრძნება-სითბო, ჩხვლეტა, წვა. თუ არ გაქვთ ასეთი შეგრძნებები, არ სცადოთ მათი გამოწვევა სპეციალურად. როგორც იგრძნობთ რომ თვენი მარჯვენა ხელი შეივსო გონების ძალით, ყურადღება გადაიტანეთ მარჯვენა ტერფზე და დაიწყეთ ფიქრი საკუთარ „წყლის“თვისებებზე-ინტუიცია, წინასწარმეტყველების უნარი. თუ გეჩვენებათ რომ ეს თვისებები თქვენში გამოვლენილია სუსტად, იფიქრეთ იმაზე, რომ პოტენციურად მაინც ფლობთ მათ და ადრე თუ გვიან ისინი აუცილებლად გამოვლინდებიან. დაიმახსოვრეთ თქვენი მდგომარეობა მოცემულ მომენტში, ყურადღება მიაქციეთ საკუთარ შეგრძნებებს, გააძლიერეთ ის მარჯვენა ტერფში.
-
გადაიტანეთ ყურადღება მარცხენა ტერფზე და ზუსტად ასევე მოახდინეთ კონცენტრაცია თქვენს თვისებებზე, მაგრამ უკვე მიწის სტიქიასთან-ნება, მოთმინება, მიზანსწრაფულობა. მაშინ თქვენ სრულიად იგრძნობთ რომ ფლობთ მათ, დააფიქსირეთ ეს მდგომარეობა, მოახდინეთ მისი აქცენტირება მარცხენა ტერფში და გადადით მარცხენა ხელის გულზე.
-
მარცხენა ხელისგულში ვაგროვებთ ცეცხლის თვისებებს-სურვილი, მისწრაფება და დაუსრულებლად განსხვავებული ემოციები-სიყვარული, თანაგრძნობა, სიხარული, სიბრაზე, შური, სიფიცხე და ა. შ. იგრძენით თუ როგორ გავსებთ სურვილები და ემოციები და დაიმახსოვრეთ ეს მდგომარეობა. დააფიქსირეთ ის მარცხენა ხელის გულში.
-
ახლა ჩაისუნთქეთ ღრმად, ხოლო ამოსუნთქვაზე გადაიტანეთ ყურადღება „მე“ წერტილზე, რომლიდანაც დავიწყეთ ტრენინგი, ანუ დაასრულეთ წრე. ახლა საკუთარი „მე“-ს სიმაღლიდან გაიხსენეთ ოთხივე წერტილის შეგრძნებები, როცა ახდენდით კონცენტრირებას. მაგრამ, ისე იფიქრეთ მათზე, თითქოს ისინი მდებარეობენ სადღაც განზე, არ მიანიჭოთ რა უპირატესობა არცერთს. ყველა ჩვენი შინაგანი სტიქია გაწონასწორებულია და ექვემდებარება თქვენს „მე“-ს, და სწორედ ესაა მაგის მდგომარეობა. თუ გრძნობთ რომ წონასწორობა არ არის, ესეიგი რაღაც დარღვევას აქვს ადგილი, რომელიღაც სტიქია ჭარბობს. ტრენინგი გაიმეორეთ თავიდან: მარჯვენა ხელი, მარჯვენა ფეხი, მარცხენა ფეხი, მარცხენა ხელი, მაგრამ არაფერი არ გააანალიზოთ და არავითარ შემთხვევაში არ გაკიცხოთ საკუთარი თავი, თუ რაღაც არ გამოგდით. თუ არ გამოდის ეხლა, გამოვა სხვა დროს!
-
და ბოლოს, ფინალური ქმედება-ეს პოზა მიამგვანეთ ნამდვილ ვარსკვლავს: დარჩით იგივე მდგომარეობაში, ისევ გადაიტანეთ ყურადღება მარცხენა ტერფზე. აზრობრივად გაავლეთ ხაზი წერტილ „მე“-სთან, ამ წერტილიდან დაუშვით ხაზი მარჯვენა ტერფთან, იქედან გაავლეთ დიაგონალი მარცხენა ხელის გულთან, იქედან მარჯვენა ხელის გულთან, იქიდან კი დაუშვით ხაზი მარცხენა ტერფთან. თქვენს მიერ გავლებული ხაზები ქმნიან პენტაგრამას. წარმოიდგინეთ ყოველი მათგანი რაც შეიძლება გარკვევით, მჭახე ლურჯ ან ცისფერ ფერში.
-
ამით ტრენინგი სრულდება. გააკეთეთ ღრმა ჩასუნთქვა და შეკარით მუჭები, ხოლო ამოსუნთქვაზე გახსენით. ტრენინგის ჩატარება შესაძლებელია ყოველთვის, როცა ამის აუცილებლობას დაინახავთ. შეასრულეთ ის როგორც მინიმუმ ერთხელ თვეში, მთვარის მეოცე ან ოცდამეერთე დღეს. ამ ორი ტრენინგის ჩატარებით თქვენ კიდევ ორი აგურს დაადებთ იმ ფუნდამენტს, რომელსაც დაეფუძნება თქვენივე კეთილდღეობა, რაც უკვე საკმაოდ კარგ დონეზეა. მაგრამ არ გაჩერდეთ, სამუშაო ჯერ არ დასრულებულა. ხვალ ახალი დღე გელოდებათ, ანუ ახალი შესაძლებლობები და ახალი წინსვლები.
მედიტაციები:
ცა, ბუნება, ცხოველები:
წამოწყებები:
არ დაიწყოთ ახალი საქმეები, თუ არ ხართ დარწმუნებული საკუთარ ძალებში, შესაძლოა სულ სხვა შედეგი მიიღოთ.
მათთვის, ვინც დაიბადა მთვარის მეოცე დღეს:
მთვარის მეოცე დღეს დაბადებული ადამიანები სხვადასხვანაირები არიან. თუ ადამიანი აცნობიერებს თავის ცხოვრებას, მას ხელეწიფება გახდეს საზოგადოებრივი მოღვაწე და იმ საქმეს შესწიროს ყველაფერი, რომელსაც ემსახურება. ის ცოცხლობს გმირობის ჩადენის მოლოდინით, ისევე როგორც მთვარის მეთოთხმეტე დღის ადამინი, ელის თავის დროს. ამ ადამიანებს ხელეწიფებათ კოსმიური კანონების წვდომა და გრძნობენ რა ამ პოტენციალს, მთელი ცხოვრება ემზადებიან რაიმე ამაღლებულისათვის.
ამ დღეს დაბადებული ცხოვრობს მუდმივად აღმაფრენის მოლოდინში, მიდრეკილია ასტრალური მოგზაურობისაკენ. მთავრის მეოცე დღის საუკეთესო ადამიანები არიან საზოგადოებრივი მოღვაწენი, თავიანთ საქმეზე შეწირული ადამიანები. ცუდ ვარიანტში-ვლინდება სხვებზე ზედგომის ტენდენცია. ისინი ხდებიან ცრუმასწავლებლები, დიქტატორები. ბავშვი, დაბადებული ამ დღეს, შესაძლოა ბოროტი იყოს, ახასიათებდეს შეუგუებლობა ყველაფრის მიმართ და მერყევი ხასიათი, რომელთან ბრძოლაც მშობლებს დაბადების პირველი დღეებიდანვე მოუწევთ.
თუ ადამიანი არ არის სულიერად განვითარებული, შედეგად მისი ყოვლისმცოდნეობის თვისება მოიტანს ცრუ იდეას, ხოლო ამ იდეის ბრმად მიყოლა და თაყვანისცემა მას ცრუ მასწავლებლად გადააქცევს. ამ დღეს დაბადებულები ხშირად შემოქმედებითი ადამიანები არიან. მათ აქვთ გარშემომყოფებზე ზედგომის ტენდენცია, როგორც კარგი, ასევე ცუდი გაგებით. მათ ძირითად სახასიათო თვისებას წარმოადგენს ცოდნისაკენ მისწრაფება. შეისწავლიან როგორც გარესამყაროს, ასევე საკუთარ თავსაც. მოცემულ გზაზე მათ ელით არა მარტო წინსვლები, ასევე დაცემაც. და შესაძლოა ამ ძიებაში გავიდეს მთელი მათი ცხოვრება, მაგრამ შედეგად ვერ მიიღონ ვერავითარი შემეცნება. და სასოწარკვეთილება ამ ადამიანების მთავარი მტერია, რომელსაც ისინი მიჰყავს სიცარიელემდე და საკუთარ თავში ჩაკეტვამდე.
მთვარის მეოცე დღის ადამიანებისათვის სახასიათოა უფრო ღრმა გაგება, ვიდრე სხვებს აქვთ. მაგრამ, განვითარებული და გამოყენებული იქნება თუ არა ეს, დამოკიდებულია თავად მათზე. მათ შესწევთ უნარი შეიმეცნონ ცხოვრების აზრი. მთავარი თვისება რომელსაც ისინი ფლობენ ესაა საკუთარ თავში და გარშემომყოფებში მიმდინარე ცვლილებების მიღება. ეს თვისება მათ ეხმარებათ ნაკლებად მტკივნეულად გადაიტანონ პირადი გარდასახვა. მთვარის ამ დღეს დაბადებულები მიდრეკილნი არიან სულიერი განვითარებისაკენ და ამ გზაზე აღწევენ მაღალ შედეგებს.
მთვარის მეოცე დღეს იბადებიან იდეებით სავსე, ნიჭიერი, შემოქმედებითი ადამიანები, რომელთაც აქვთ გარშემომყოფთა დარწმუნებისა და აყოლიების უნარი. ეს ხალხი დაბადებიდან ლიდერები არიან. ბავშვობიდან მიდრეკილნი არიან წამომწყების როლისაკენ და თავის გარშემო აერთიანებენ სხვა ბავშვებს. არიან ჭკვიანები, ცნობისმოყვარეები, მიზანსწრაფულები. ასეთ ადამიანებს სასურველია ადრეული ასაკიდან დავანახოთ სამყარო სხვადასხვა რაკურსით, არასასიამოვნო მხარეების დაუფარავად. მათთვის ცხოვრებაში მთავარ როლს თამაშობს სიმართლე, ამიტომ კარგია აზროვნების განვითარება, ინდივიდუალურობის უშიშრად გამოვლენა. სასიკეთოა, თუ ისინი მოახერხებენ სამყაროზე საკუთარი ხედვის ჩამოყალიბებას.
დღის ნიშნის-არწივის მზგავსად მთვარის მეოცე დღეს დაბადებულები ფლობენ საოცარ ნებას, აქვთ ძლიერი სულიერი საწყისი. შეუძლიათ საკუთარ თავს დაუსახონ ზე-მიზნები და მიაღწიონ მათ. მზად არიან თავგანწირვისათვის საკუთარი იდეის განხორციელების გზაზე. მაგრამ მათთვის აუცილებელია საკუთარ თავზე მუშაობა, საკუთარი სიამაყისა და ქედმაღლობის აღმოფხვრა. სხვა შემთხვევაში არის საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების გადაფასების რისკი. ამ შემთხვევაში ცხოვრებაში მათ ელით მრავალი იმედგაცრუება და დამარცხება.
ითვლება, რომ მთვარის მეოცე დღეს დაბადებულებს შეუძლიათ გახდნენ მაგები, ექსტრასენსები, მკურნალები, ნათელმხილველები.
აქ სიზმრები, როგორც წესი, სიმართლეს ასახვს. მთვარის ამ დღეღამეში თქვენ შესაძლოა „შეუკვეთოთ“ სიზმარი საკუთარი გემოვნებით და მიიღოთ ზუსტი და კონკრეტული პასუხი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ახდება. მაგ. სიზმარში შეგიძლიათ გაემგზავროთ იქ, სადაც გინდათ მოხვედრა. შეგიძლიათ სცადოთ და დღეს დაესიზმროთ ვინმეს, რადგან ამ დღეს არის სხვის სიზმარში შესვლის შანსი. შესაძლოა პრობლემების გადაწყვეტა სიზმრის მეშვეობით, ნატიფ სამყაროში გადასვლა.
მაგრამ, თუ თქვენ არაფერს არ გააკეთებთ სპეციალურად ამისათვის, ალბათ სიზმარი იქნება არაკონკრეტული და არ აცხადდება.
ქვები:
წითელი იაშმა, მთის ბროლი, ჯესპიდიგი.