

მთვარი ს XXI დღე
მთვარის XXI დღე
სიმბოლოები:
ცხენი, ცხენების რემა, ეტლი, პეგასი, ტაძარი, კენტავრი.
დღის მახასიათებლები და მნიშვნელობები:
დღის ერთერთი სიმბოლოა -ტაძარი, რომელიც განასახიერებს ორი სამყაროს, მიწიერისა და ზეციურის გაერთიანების წერტილს, და ასევე ადამიანის ფორმის გარდასახვას. დღე დაკავშირებულია მშვილდოსნის ნიშანთან, რომელიც თავისი მხრივ გონების ტრანსფორმაციის სიმბოლოსწარმოადგენს.
მთვარის ოცდამეერთე დღეს იხსნება დაფარული რეზერვები, იზრდება პოტენციალი. სწორედ ამიტომ მთვარის ეს დღე მდიდარია რეკორდებითა და აღმოჩენებით. აქ ჩნდება საკუთარი ძალების რწმენა, იდეებისა და გეგმებისათვის განხორციელებისათვის საჭირო სიჯიუტე და მიზანსწარფულობა. ქრება შიშისა და მერყეობის გრძნობა. შედეგის მიღების მზაობა იმდენად დიდია, რომ თქვენ ადვილად შეგიძლიათ შეელიოთ საკუთარი ინტერესების ნაწილს, დასახული მიზნის მისაღწევად. ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებები დღეს თქვენ არ გაშინებთ, პირიქით, დღის ენერგეტიკას მოაქვს გამბედაობა ქმედებებში, რომელთაც შეუძლიათ შეცვალონ არსებული სიტუაცია.
ცხენების რემა-ეს ყველაფერი თქვენი ორგანიზმის „ცხენის“ ძალაა. სხეული-ეტლი, გონება-მეეტლე. ეს დღე ადამიანს აბრუნებს თავისი ფიზიკური სხეულის პრობლემასთან. აქ რეკომენდირებულია ყველანაირი ფიზიკური ვარჯიში, საკუთარი სხეულის აწყობა სულიერი ტაძრის მზგავსად, საკუთარი სხეულის აყვანა უფრო მაღალ საფეხურზე. განსაკუთრებით ამ დღეს კარგია ასანების შესრულება. ამავდროულად, ეს დღე კარგია იმისათვის, რომ გააკეთოთ ბოლო ნახტომი“ რაღაც გრძელვადიან საქმეში.
მთვარის თვის ოცდამეერთე დღე ურთიერთობების, გაერთიანების, მეგობრობის დღეა. დღეს სასურველია უარი უთხრათ განმარტოებასა და მარტოსულობას. მთვარის ამ დღეს წარმატების საწინდარი პირველ რიგში ჯუფური სულია. ხოლო გულღია ურთიერთობები მოგიტანთ ბევრ ახალსა და საინტერესოს. ამ დღეს კარგია ისეთი თვისებების გამოვლენა, როგორებიცაა მადლიერება, სამართლიანობა, პატიოსნება, კეთილმოსურნეობა, მეგობრულობა, თანადგომა. ასევე ტყუილის, შურის, სიხარბის მოცილება.
სულიერი განვითარებისათვის დღე ასევე საუკეთესოა. კარგია საკუთარ თავზე მუშაობა, მიაქციეთ ყურადღება აზრებისა და სურვილების სიწმინდეს. დღის ენერგეტიკა ხელს უწყობს საკუთარი დადებითი და უარყოფითი თვისებების ჯანსაღ შეფასებას.
მთვარის ოცდამეერთე დღეს ძალიან სასარგებლოა სულიერი საუბრები. ასევე, სასიკეთოდ აისახება ენერგეტიკასტან დაკავშირებული სხვადასხვა პრაქტიკების ჩატარება, განსაკუთრებით თუ ის ტარდება ჯგუფურად.
მთვარის ოცდამეერთე დღეს აქვს მინიშნება, თუ თქვენ მოგატყუეს ან რაიმე მოგპარეს, სიმართლე გაიხსნება უახლოვეს დროში. ასევე, ითვლება რომ ამ დღეს დადებულ ფიცს გააჩნია განსაკუთრებული ძალა, ამიტომ დღეს არაა სასურველი ისეთი პირობის მიცემა, რომელსაც ვერ შეასრულებთ.
ესაა დაუოკებელი წინსვლის, უშიშრობის, ნებაყოფლობითი მსხვერპლის გაღების, საკუთრებაზე უარის თქმის, რევოლუციური ცვლილების, მიზანსწრაფვის, ტრიუმფის მოპოვების დღე. ასევე, რეკორდებისა და გმირობების ჩადენის დრო. დღე აქტიურია და შემოქმედებითი. აქ კარგია ფიზიკური ვარჯიშების შესრულება, სუფთა ჰაერზე ყოფნა. ამ დღეს უნდა იყოთ სამართლიანი და სწორი. სასიკეთოა ჯგუფური ვარჯიშები, კოლექტიური ქმედებები, შეხვედრები და მიტინგები. კარგი შედეგი აქვს პრობლემების კოლექტიურ განხილვას. ამ დღის საშიში ქმედებებია: ტყუილი, მლიქვნელობა და მზგავსი საქციელი, ანუ ყველაფერი ის, რაც ხელს უწყობს პირად გამორჩენას, საკუთარ პრინციპებზე, სამართლიანობაზე და პატიოსნებაზე უარის თქმის გზით. ამ დღეს მიღებული გამორჩენა მოკლევადიანი იქნება, ხოლო ქურდობა გამოაშკარავდება და ყველანაირი ნეგატიური ქმედება მცირე დროში აისახება თქვენს ავტორიტეტზე.
სასურველია სუფთა ჰაერზე ყოფნა, სადაც თქვენ შეგეძლებათ სტიქიის ძალების ენერგიებით დამუხტვა-ქარი, წყალი, მიწა, მცენარეები. რეკომენდირებულია ცივ წყალში ბანაობა. ეს დღე სასიკეთოა ახალი სამსახურის დასაწყებად, ახალ საქმეში წინსვლისათვის, აქ სწრაფი კარიერული წინსვლა გარანტირებულია. შეიძლება თმის შეჭრაც (თუ მთვარე ვერძშია). ესაა ასტრალური ომების, გმირობის ჩადენის, ნებაყოფლობითი მსხვერპლის გაღების, საკუთრებაზე უარის თქმის, საკუთარ ბუნებაზე გამარჯვების, სხვათა მკურნალობის დღე. მთვარის ამ დღეღამის ენერგეტიკა ადამიანში აღვიძებს აქტიურ საწყისს. დღე გვაძლევს საოცარ სითამამეს. აქ შესაძლებელია ყველანაირი ქმედება, ადრე რისი გაფიქრებაც კი გეშინოდათ. ესაა რეკორდებისა და გმირობების დრო. დღეღამე ძალინ სასიკეთოა ახალი სამსახურის დასაწყებად. ახალ ადგილას მოსალოდნელია აღმასვლა და კარიერული წინსვლა.
მთლიანობაში მთვარის ოცდამეერთე დღე კარგი, სასიკეთო, ენერგეტიკით სავსე დღეა. ის ხელს უწყობს შემოქმედებით აქტიურობას. ისევე როგორც წინა დღე, უკავშირდება გარდასახვას, საკუთარ თავთან მუშაობას.
დღე კარგია ყიდვა-გაყიდვისათვის, რისკებთან დაკავშირებული სამეწარმეო საქმიანობისათვის, სავაჭრო პროდუქტების დამზადებისათვის. აქ სასარგებლოა ყველანაირი ჯგუფური სამუშაო. ესაა მეგობრობის, ადამიანების გაერთიანების დღე.
სასიკეთო დროა სამეწარმეო საქმიანობისათვის, ვაჭრობისა და საოჯახო მეურნეობისათვის, ამიტომ განსაკუთრებით წარმატებულია კოლექტიური მუშაობა, ჯგუფური სამუშაოები, შესაძლოა მედიტაციებიც.
სამსახურის ცვლილება სწორედ მთვარის ოცდამეერთე დღესაა რეკომენდირებული.
დღე სასიკეთოა მგზავრობისა და მოგზაურობისათვის, საცხოვრებელი ადგილის ცვლილებისა და მივლინებისათვის, მაგრამ მხოლოდ სახმელეთო ტრანსპორტით.
აქ ადამიანები იღებენ რაიმეს შეცვლის ან დაგროვილი საკითხების კარდინალური ცვლილების გადაწყვეტილებას. ამ დღის გაყვანა რთული იქნება, თქვენ ხომ დღეს სამმაგად გიბრუნდებათ ამ თვის განმავლობაში დახარჯული ენერგია.
ქურდებისა და თაღლითებისათვის ეს დღე ძალიან წარუმატებელი და უბედოა, მათ ადვილად გამოააშკარავებენ და დასჯიან.
არის მოსაზრება, რომ ამ დღის გატარება წყნარად, პასიურად ჯობია.
მთვარის ოცდამეერთე დღეს უკავშირდება საჰასჰარა ჩაკრა, ან ათასფურცლიანი ლოტოსი. კარგია საჰასჰარაზე კონცენტრაცია და იმაზე ფიქრი, რომ ამ ცენტრის მეშვეობით თქვენ იღებთ ინფორმაციას კოსმოსიდან, რადგან ის უკავშირდება კოსმოსს.
ამ დღეს უკავშირდება ღვიძლი და ორგანიზმის სისხლის ფუნქცია. თუ ადამიანი არ მუშაობს საკუთარ თავზე, არ იცვლება შიგნიდან, მაშინ ხდება ღვიძლის მუშაობის დარღვევა, ჰეპატიტი, სისხლის ფორმულის დარღვევა. მთვარის ოცდამეერთე დღეს უკავშირდება შესაძლებლობა გავხდეთ უკეთესები და გამოვავლინოთ გმირული თვისებები.
ჯანმრთელობა და მკურნალობა:
სამედიცინო კუთხით დღე უკავშირდება სისხლის მამოძრავებელ სისტემას, ნაწილობრივ ღვიძლს. ღვიძლის დატვირთვას აქ უკუჩვენება აქვს. საჭიროა სისხლის გამწმენდი პროცედურების ჩატარება, ფიზიკური ვარჯიშების შესრულება, სუფთა ჰაერზე ყოფნა. ამ დღეს დაწყებული ავადმყოფობა სახიფათოა. სასარგებლოა ორგანიზმის გამაჯანსაღებელი პროცედურები, შხაპი, აბაზანა, ცივი წყლის გადავლება, სველი პირსახოცის მასაჟები, ყინულში ბანაობა.
ესაა სულიერი მკურნალობის დღე, უსუსურობისა და ინფორმაციული ავადმყოფობების მოცილების დრო. კარგია ორგანიზმის გაჯანსაღება.
ამ დღეს ორგანიზმის რეზერვები ივსება. ამიტომ კარგია ფიზიკური და გამაჯანსაღებელი პროცედურები. შემოიღეთ იმუნიტეტის გასაძლიერებელი ახალი კომპლექსური ვარჯიშის მეთოდიკა. ეს ძალიან სასარგებლო იქნება. ამ დღის კიდევ ერთი პლიუსია მავნე ჩვევების მოცილების ხელშეწყობა. ამისათვის აქ არამარტო ფსიქოლოგიურად იქნებით მზად, არამედ შეძლებთ ადვილად გადალახოთ ფიზიკური დამოკიდებულებებიც.
მთვარის ოცდამეერთე დღეს ჩაიტარეთ სხვადასხვა სახის გამწმენდი პროცედურები, მათ შორის სისხლისაც. კარგია აბაზანა, საუნა, კონტრასტული შხაპი. მასაჟი კი გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევასა დაასწევს თქვენს ტონუსს. ძალიან კარგი შედეგი ექნება სუფთა ჰაერზე სეირნობას. სასარგებლოა ბალახეულის ნაყენები და ნახარშები.
რეკომენდირებულია თავშეკავებული კვება. სასურველია რაციონიდან გამორიცხოთ ხორციანი და ცხიმიანი საკვები. მიირთვით მეტი უმი ბოსტნეული და ხილი, ახალგამოწურული წვენები, წითელი კენკრა, ასევე ჭარხალი და სტაფილო. სასტიკად გეკრძალებათ ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება.
სამედიცინო კუთხით ამ დღეს სუსტია ღვიძლი და მისი დატვირთვა არაა რეკომენდირებული. მთვარის ოცდამეერთე დღეს დაწყებული ავადმყოფობები არც მძიმეა და არც გრძელვადიანი, მაგრამ ითხოვს იმწუთიერ რეაქციას. ხოლო სწრაფ გამოჯანმრთელებას, ისევ და ისევ, ფიზიკური ვარჯიში უწყობს ხელს.
ამ დღის ავადმყოფოფა ამავდროულად სახიფათოა, მაგრამ დროული კვალიფიციური სამედიცინო ჩარევა უცებ წამოგაყენებთ ფეღზე. შეიმოწმეთ სისხლი.
სიხლის გამწმენდი და სხვა გამაჯანსაღებელი პროცედურები, მათ შორის ვარჯიშიც, ძალიან ეფექტურია. ზოგიერთი ავადობის სამკურნალოდ კარგად გაოფლიანებაც კი საკმარისია. უკუჩვენება აქვს ღვიძლის დატვირთვას (ამ დღის ყველაზე სუსტ ორგანო). დალიეთ ბევრი წვენები.
ამ დღეს ახასიათებს ან დაავადების მწვავედ მიმდინარეობა, ან უსწრაფესი გამოჯანმრთელება. დღეს ახასიათებს ტოქსინებისა და საწამლავების საშიშროება, ამიტომაა აკრძალული ღვიძლის გადატვირთვა. აუცილებელია სისხლის გასუფთავება. ამ დღეს ჯანმრთელობის გულისათვის მავნე ჩვევების დაძლევა იოლია.
სუსტია ღვიძლი, სისხლი, კუდუსუნი, მენჯის ძვალი და ხერხემლის ქვედა ნაწილი. საკვებიდან დაშვებულია ყველაფერი მცენარეული.
ამ დღეს თმის შეჭრა გამოავლენს შინაგან და გარეგან სილამაზეს, ასევე მოიტანს სასიკეთო და კარგ მდგომარეობას.
საკვები: სტაფილო, ჭარხალი, ბროწეული, შტოში, ცირცელი.
მაგიური წესჩვეულებები და რიტუალები:
სახლის მაგიის დღე. კეთდება ჯადოს მოხსნის რიტუალი, შესაძლებელია ცუდ ადამიანს დაუკეტოთ სახლში დასაბრუნებელი გზა. პანტაკლების დამზადება მოსავალზე, ბიზნესში წარმატებაზე, სიმდიდრეზე, ავადმყოფის გამოჯანმრთელებაზე.
მიმდინარეობს ადამიანის სტრუქტურის შინაგანი გარდაქმნა, ძალიან დიდი ენერგიის მიღება. ეს არის ასტრალური გმირობის დღე. მიმდინარეობს თვითაღქმის პროცესი, ადამიანმა შესაძლოა თავისი ფიზიკური ბუნებაც კი შეიცვალოს.
ამ დღეს ძალიან სასიკეთოა თოვლზე ან მოცელილ ბალახზე სიარული. ეს იძლევა ენერგიას. ეცადეთ რაც შეიძლება დიდი ხნით იყოთ სუფთა ჰაერზე. იარეთ ქარში და დაიმუხტეთ ქარის ენერგიით, იცურავეთ ცივ წყალში. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ შინაგანი სტრუქტურის განახლებაში. ამ დღეს სასიკეთოა თეთრი ან ოქროსფერი სამოსის ტარება. მიირთვით ყველაფერი წითელი: ძახველი, შტოში, ბროწეული, ცირცელი, ჭარხალი. ვინაიდან ეს მოძრაობის დღეა, შეგიძლიათ განახორციელოთ სამსახურის ცვლილება, მოგზაურობის დაწყება.
სასიკეთოა მოაგვაროთ პასუხისმგებლობასთან და მოვალეობასთან დაკავშირებული საკითხები, აიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა. კარგია მეგობრებთან ურთიერთობა და ერთგულების ფიცის დადება. არაა რეკომენდირებული განმარტოვება და სახლში ყოფნა. აუცილებელია ამ ენერგიის რეალიზება კოლექტივში. ამ დღეს აკეთეთ ყველაფერი ის, რისი გაკეთებაც აუცილებელია თქვენი მომავლისათვის.
სასარგებლოა ჯგუფური საქმიანობა, მედიტაცია. დაკარგული ხალხისა და ცხოველების ძებნა შედეგიანად ჩაივლის.
მთვარის ოცდამეერთე დღე კარგი დღეა აღთქმის დასადებად, ღმერთების შესაწირისათვის, კლებადი მთვარის ყველანაირი სამუშაოსათვის.
არსებობს აზრი, რომ ამ დღეს შეიძლება მკითხაობა. მკითხაობის თემას უნდა წარმოადგენდეს ცხოვრების შემოქმედებითი ასპექტები, ხელოვნებასთან დაკავშირებული საკითხები. შესანიშნავი დროა წინასწარმეტყველებისათვის და მაგიაში საკუთარი როლის გააზრებისათვის.
განსაკუთრებული გაფრთხილება:
უკუჩვენება აქვს ტყუილს, შეინარჩუნეთ სიწმინდე და სამართლიანობა.
ამ დღეს უნდა იყოთ სამართლიანი და მართალი წვრილმანებშიც კი. სასურველია არ იყოთ მარტო. აქ წარმატებით მიმდინარეობს ყველანაირი მასობრივი ქმედება, შეკრება, მიტინგი, ჯგუფური გაკვეთილები. კარგ შედეგზე გადის პრობლემის კოლექტიური განხილვა.
ამ დღის სახიფათო ქმედებებია: სიცრუე, მლიქვნელობა, პირფერობა. ისინი იძლევიან შედეგს პრინციპულობის, სამართლიანობისა და სინდისირების უგულველყოფის ხარჯზე. ყველა ნეგატიური ქმედება მოკლე დროში გამოაშკარავდება და ნეგატიურად აისახება თქვენს ავტორიტეტზე.
მთვარის ოცდამეერთე დღე დაკავშირებულია საჰადჰარა ჩაკრასთან, ან ათასფურცლიან ლოტოსთან. საჰადჰარაზე კონცენტრაცია და იმაზე ფიქრი, რომ ამ ცენტრიდან ვიღებთ კოსმიურ ინფორმაციას ძალიან სასიკეთოა, რადგან ეს ცენტრი სწორედ კოსმოსს უკავშირდება.
ამ დღეს უკავშირდება ღვიძლი და სისხლის ფუნქცია. თუ ადამიანი არ მუშაობს თავის თავზე და არ იცვლება შინაგანად, ეს იწვევს ღვიძლის ფუნქციის მოშლას, ჰეპატიტსა და სისხლის ფორმულის დაშლას. მთვარის ოცდამეერთე დღე დაკავშირებულია იმ შესაძლებლობასთან, რომელიც გაგვაკეთილშობილებს და გამოგვავლენინებს საოცარ თვისებებს.
მედიტაცია:
სხეულის ნაწილები, განსაკუთრებით ფეხები.
წამოწყებები: მოძრაობის დღე. შეგიძლიათ შეიცალოთ სამსახური, დაიწყოთ მოგზაურობა.
ამ დღეს ჩასახული ადამიანები შემდგომში ხდებიან პოეტები ან ფანატიკოსი მებრძოლები. მათ ცხოვრებაში ელით საფრთხეები, მაგრამ შრომისმოყვარეობა და მოთმინება მათი იარაღი ხდება. მიდრეკილნი არიან გმირობის ჩადენისაკენ.
მათთვის, ვინც დაიბადა მთვარის ოცდამეერთე დღეს:
მთვარის ოცდამეერთე დღეს დაბადებული ადამიანები საწყისშივე არიან ჭეშმარიტი რაინდები და სამართლიანობის დამცველები. ამ დღის ადამიანი თუ არ ვითარდება, შესაძლოა ჩამოყალიბდეს დაუმორჩილებელ ბოროტმოქმედად და გზა გაიკვალოს ადამინების „თავებზე“ სიარულით. ანუ, ხდება ტირანი. მაგრამ, თუ ის დაძლევს საკუთარ განდიდებას, გახდება სუფთა და სამართლიანი ადამიანი.
ამ დღის ადამიანები ძალიან ნიჭიერიები არიან, ძალიან მგრძნობიარე შინაგანი სამყაროთი. ბავშვობიდან შეუძლიათ ინდივიდუალურობისა და შემოქმედებითი უნარების გამოვლინება. ამ ბავშვებს უნდა მიეცეს საკუთარი ბუნებრივი მონაცემების გაღვივების საშუალება. კარგია თუ განუვითარებთ აბსტრაქტულ აზროვნებას, გააცნობთ ხელოვნების სამყაროს და განუვითარებთ გემოვნებას მშვენიერების აღსაქმელად.
შემოქმედებითი ნიჭის გარდა, მთვარის ოცდამეერთე დღეს დაბადებულებს აქვთ საუკეთესო გონებრივი შესაძლებლობები, შეუძლიათ მრავალმხრივი განვითარება და აქვთ ცოდნა სხვადასხვა სფეროში. ეს ძალიან აქტიური, მიზანსწრაფული, შრომისმოყვარე ხალხია, შეუძლიათ დასახული მიზნის მიღწევა, ფლობენ რა შინაგან ძალას.
მთვარის ოცდამეერთე დღეს დაბადებული ადამიანებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია სულიერი განვითარება, შემეცნება, თვითგანვითარება, შინაგანი სისუფთავის შენარჩუნება. ამ თვისებებით ისინი ხდებიან სამართლიანობისათვის მებრძოლები და მისი დამცველები. მათ ეძლევათ ისეთი თვისებები, როგორებიცაა ვაჟკაცობა, სისნდისიერება, კეთილშობილება, უშიშრობა, ერთგულება. ასეთი ადამიანი არ იღებს არც ტყუილს და არც პირფერობას.
თუ მთვარის ოცდამეერთე დღეს დაბადებულები არ მიაქცევენ ყურადღებას საკუთარ სულიერ განვითარებას, არის იმის ალბათობა, რომ არასწორად გადაანაწილონ პრიორიტეტები, მოექცნენ რა საზოგადოებრივი გავლენების ქვეშ. ამ შემთხვევაში მათ ელით ტირანებისა და არამზადების ბედი, რომლებიც საკუთარ საქმეს სხვათა ხარჯზე აკეთებენ. სრულიად დასაშვებია, რომ მრავალი მიზნიდან მათ ვერ შეძლონ საკუთარის არჩევა და მიედმოედონ ბევრ შესაძლებლობას ისე, რომ ვერ მოახერხონ რეალიზება ვერსად.
მთვარის ოცდამეერთე დღეს დაბადებულებისათვის ძალიან სასარგებლოა ფიზიკური ვარჯიშები, განსაკუთრებით იოგა, საბრძოლო ხელოვნება, ენერგეტიკული პრაქტიკები. ეს არამარტო ფიზიკურად აჯანსაღებს სხეულს, არამედ ხელს უწყობს სულიერ სრულყოფასაც.
სიზმრები:
მთვარის ოცდამეერთე დღეს შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლინება იმდენად დიდია, რომ ის თავის ანარეკლს სიზმრებშიც პოულობს. შემოქმედებითი იმპულსები-ეს თქვენი სულია, თქვენი თვითგამოვლინება. არ აქვს მნიშვნელობა თუ როგორ ხდება ეს. თქვენ გიყვართ სიმღერა, ხატვა, ფანტაზიორობა, შეთხზვა. არ არის აუცილებელი იყოთ პროფესიონალი, საკმარისია აკეთოთ ის, რაც მოგწონთ. და ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებაში არ შეზღუდოთ საკუთარი სულის ეს გამოვლინება. ამ შემთხვევაში ცხოვრება ხდება უფრო ნათელი, ლამაზი და საინტერესო.
მთვარის ოცდამეერთე დღის სიზმრები აჩვენებს, თუ რამდენად ხართ თქვენ რეალიზებული შემოქმედებითი კუთხით, რამდენად ხართ მზად მოუსმინოთ საკუთარ თავს და მიყვეთ სულის იმპულსებს. მაგ. თუ თქვენ გესიზმრებათ სიზმრები, სადაც ადვილად ანხორციელებთ ჩანაფიქრს, ესეიგი ცხოვრებაში თქვენ საკმაოდ წარმატებულად იყენებთ საკუთარ შემოქმედებით პოტენციალს. ხოლო თუ სიზმარში ხართ შებოჭილი და უძლური, ესეიგი ცხოვრებაში რაღაცით ზღუდავთ თავს. ამ შემთხვევაში კარგია გააანალიზოთ საკუთარი ცხოვრება, გაიგოთ თუ რის ნიადაგზე მოქმედებთ და რა გსურთ სინამდვილეში. გმართებთ უფრო მეტი თავისუფლება, დაკავდით იმ საქმით, მაგ. რომელიც მოგწონდათ ბავშვობაში, და სრულიად არაა მნიშვნელოვანი რამდენად კარგად გამოგდით ეს ახლა. წარუმატებლობის შიში-აი ესაა თქვენი ჯაჭვი, რომლის მოშორებაც ნამდვილად საჭიროა.
თუ მთვარის ოცდამეერთე დღეს თქვენ დაგესიზმრათ ცხენები ან ნალი, ეს კარგის მაუწყებელია.
არსებობსა მოსაზრება, რომ ამ დღის სიზმრებს არ აქვთ არავითარი დატვირთვა.
ქვები:
ცირკონი, ავანტიურინი, პირიტი, ობსიდიანი.