top of page
Sphere on Spiral Stairs

მთვარის XXIII დღე (მე-4 სატანური)

მთვარის XXIII დღე (მე-4 სატანური)

სიმბოლოები:

ნიანგი მაკარა (ნიანგის, თევზის, ფრინველისა და გველის სისხლისმსმელი ნაზავი, რომელიც ყველაფერს ჭამს), ცერბერი, ქიმერა, ეჰიდნა, ჯვარი.

დღის მახასიათებლები და მნიშვნელობები:

მთვარის ოცდამესამე დღე ერთერთი მძიმე დღეა, რომელიც ხასიათდება არასტაბილური ენერგიით, რის შედეგადაც დღეს ახასიათებს აგრესიის, ძალადობის, ნგრევის, გამოუსწორებელი ცვლილებების გამოვლენა. დღე მიმდინარეობს ნიანგის სიმბოლოს ქვეშ, რომელიც განასახიერებს დინების საწინააღმდეგოდ მოძრაობას, სამყაროს შეზღუდვებისაგან განთავისუფლებას, სიახლისაკენ გზას გარდასახვის შემდეგ. ეს არის ენერგიის დანახარჯების, საკუთარი ძალების არასწორად განაწილების, საკუთარი შესაძლებლობების გადამეტებული შეფასების დღე, რომელსაც მივყავართ გამოფიტვამდე. ამ დღეს რეკომენდირებულია საკუთარი ყურადღებისა და შეგნების მაქსიმალურად ამუშავება.

დღე უკავშირდება ძალადობას, ყველაფერი ძველის ნგრევას, ძირეულ რეფორმებს. ამ დღეს ადამიანში ადვილად თავისუფლდება დამპყრობელის ინსტიქტი, დაუოკებელი მადა, ჩხუბისა და ბოდვისაკენ მიდრეკილება.

საკმაოდ წინააღმდეგობრივი პერიოდია. აქ შესაძლოა დევნა, შევიწროვება, განდევნა. მოსალოდნელია ეჭვიანობა და შური პარტნიორის მხრიდან. აქ ჯობია სიფრთხილის გამოვლენა ახალი საქმეების დაწყებისას.

მთვარის ოცდამესამე დღის სხვა სიმბოლოა კუ-დროის, უკვდავების, ნაყოფიერების, გვარის გაგრძელების, სულიერი ძალის, შექმნის საწყისის განსახიერება. და მიუხედავად იმისა რომ ენერგეტიკულად დღე ძალიან არასტაბილურია, მაინც ეს ძალიან კარგი პერიოდია სულიერი განვითარებისათვის. იზრდება აღქმის  მგრძნობელობა და როგორც შედეგი, იზრდება ყურადღება ბევრი რამის მიმართ:  სიბრძნე, საკუთარი თავის დადანაშაულება და შენდობა.

ამ დღეს ნეგატივისა და აგრესიის გამოვლინება არ შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ აზრები ცდილობენ დაუბრუნდნენ ნეგატიურ ემოციებს. საერთო საქმეებში ჯობია პასუხისმგებლობის გამოჩენა, ხოლო პროფესიულ სფეროებში კარგია მიზანსწრაფულობა, სიჯიუტე, საკუთარ ძალებში დარწმუნებულობა. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოიტანს ეს დღე წარმატებასა და ჩანაფიქრის რეალიზებას. ამასთანავე, სასურველია არ გამოგვრჩეს დღის არასტაბილურობა და მოვერიდოთ ისეთ სიტუაციებს, რასაც შეუძლია კონფლიქტისა და ჩხუბის გამოწვევა, ასევე შეძლებისდაგვარად თავი აარიდეთ ხალხმრავალ ადგილებს.

პერიოდი ძალიან რთულია, ესაა ცდუნებების დრო. მიუხედავად ამისა აქ სექს უკუჩვენება აქვს. მთვარის ოცდამესამე დღე ბევრ ასპექტში ავლენს თავის ქმედითუნარიანობას. ესაა კლებადი მთვარის დრო, ამიტომ ძალა და ენერგეტიკა ასევე კლებაშია. შედეგად შესაძლოა გაჩნდეს უმოქმედობის, აპათიის, სიზარმაცის  სურვილი. შესაძლოა მოგეჩვენოთ რომ არაფერი არ გამოგდით,  გამოუვალი სიტუაციების რაოდენობა იმატებს, ხოლო საქმეები ვერა და ვერ გვარდება. მეორეს მხრივ, ეს პერიოდი ღიაა უფრო ღრმა სულიერი განცდებისათვის, სულიერი წინსვლისა და სრულყოფისათვის. და თუ თქვენ  შეძლებთ საკუთარი ძალების მიმართვას საჭირო კალაპოტში, მოცემული პერიოდი შესაძლოა საკმაოდ წარმატებულიც იყოს.

მთვარის ეს დღე უკავშირდება მშვილდოსნის გადასვლას თხის რქის ნიშანში. ორივე ნიშანი გონების ტრანსფორმაციის სიმბოლოა. თხის რქის ნიშანი განასახიერებს გონების გამოღვიძებას ფიზიკურ დონეზე, მის გავლენას არსებობის მატერიალურ მხარეზე. ის  შესაძლოა გამოვლინდეს როგორც სიხარბის, ისე თქვენს გარშემო მომხდარი არასასიამოვნო ცვლილების, წარსულთან და უკვე მიჩვეულთან  ჩაბღაუჭების მცდელობის სახით. მაგრამ ფიზიკურად ცვლილებები გარდაუვალია. და თუ თქვენ მიიღებთ მათ მშვიდად და გონივრულად, არ გაეკიდებით წარსულს და გახდებით სიახლის მიმღები, დღემ შესაძლოა გაგაოცოთ ახალი აღმოჩენებით, რომელიც თქვენს არსს ეხება.   ტყუილად კი არ ნიშნავს თხის რქის ნიშანი პრაქტიკულ გამოცდილებასა და მოვლენის ბუნებრივი არსის ძიებას.

ესაა სტრესული პერიოდი, როცა კიდევ ერთხელ იცვლება მთვარის ვიბრაციის მიმართულება. როგორც მასწავლებელი, ეს ძალიან მკაცრი დღე მოსწავლისაგან ითხოვს უზარმაზარ შინაგან დისციპლინასა და თავგანწირვას. საშიშროება აქ მდგომარეობს კრიტიკულ სიტუაციებში საკუთარი ძალების გადაფასებაში.

დღის სექსუალური ენერგია ზიანს აყენებს ჯანმრთელობას. ერიდეთ გაღიზიანებული ხალხის მასებს, არ აყვეთ პროვოკაციებს, შურისძიების ცდუნებას. ეს დღე თავგანწირვის, მორჩილების, თანადგომისა და შენდობის დღეა. ძირითადი დახმარება, რომლის გაწევაც შეგვიძლია ნათელი ძალებისათვის მთვარის ამ დღეს, ესაა კოსმიური სიყვარულისათვის არჩეული გზის შენარჩუნება.

საშიშია სიბრაზეზე, ნაყროვანებაზე აყოლა, ფრჩხილების მოჭრა, ქირურგიული ოპერაციები. არაა რეკომენდირებული ცხოვრების მჯდომარე წესი. ეს დღე უნდა იყოს თავშეკავებისა და მარხვის, სიფრთხილისა და აკურატულობის, ძალების აღდგენისა და სხვათა განკურნების   დრო. ესაა სახლის დაცვის დრო. ჩაატარეთ გერენალური დალაგება და ასხურეთ ნაკურთხი წყალი, სანთლის ალით გაწმინდეთ ზღურბლი, აკმიეთ წყლის იელი და კვლიავი.

ფსიქიკური თავდასხმების, ძველის ნგრევის, ძირეული გარდაქმნების, ვამპირების პარპაშის დღე.

ამ დღის ენერგეტიკა მძიმე და ბნელია, ამავდროულად ძლიერიც. ის იწვევს ადამიანის პროვოცირებას აგრესიისა და ძალადობისაკენ. მას სურს ყველაფრის დამტვრევა და დამსხვრევა. ამ დღეს შესაძლებელია ადვილად აყვეთ ნაბოდვარ იდეებს,   გაეხვეთ ავანტიურაში. იმისათვის რომ ეს არ მოხდეს, ორგანიზმში წარმოშობილი მოზღავებული ენერგიები უნდა მიმართოთ სამშვიდობო მიზნებისაკენ. მაგ. დაკავდით ვარჯიშით, სახლში წამოიწყეთ გენერალური დასუფთავება. აქ პასიურობას აქვს უკუჩვენება. შესაძლოა  მოგინდეთ ვინმესთან კამათი, უარი თქვით ამ ცდუნებაზე. ამის მაგივრად ეცადეთ დააყენოთ საკუთარი თავი სხვა ადამიანის ადგილას და გაუგოთ მას, ხოლო შემდეგ შეუნდოთ. არ მოექცეთ საყოველთაო გაღიზიანების ტალღაში, რომელიც ამ დღეს ბატონობს ადამიანებზე. შეინარჩუნეთ სულიერი სიმშვიდე. ეცადეთ არ მოხვდეთ ხალხის მასაში. საერთო ჯამში, დაიოკეთ საკუთარი თავი მთელი ძალებით. შესაძლოა გაგეხსნათ არნახული მადა, ესეც დაიოკეთ. ეცადეთ უარი თქვათ ხორცის პროდუქტებზე, ეს შეამსუბუქებს აგრესიულობას. ესაა ვამპირებისა და სისხლისმსმელების თავაშვებულობის დღე. შესაძლოა გამოვლინდეს მორჩილება, თავგანწირვა, თანაგრძნობა და პატიება. საშიშია სიბრაზეზე აყოლა, დაიოკეთ მადა, არ მოიჭრათ ფჩხილები, არ ჩაიტაროთ ქირურგიული ოპერაცია, არ გაატაროთ ეს დღე მჯდომარე მდგომარეობაში. მთვარის ოცდამესამე დღე უნდა გახდეს მარხვისა და თავშეკავების, დაკვირვებისა და სიფრთხილის, ძალების აღდგენისა და ადამიანთა მკურნალობის დღე.

ესაა სახლის დაცვის დღე, საჭიროა მისი გასუფთავება და ნაკურთხი წყლის მოსხმა, ზღურბლის ცეცხლით გაწმენდა, აკმიეთ იელი და კვლიავი. მოერიდეთ ხალხთა მასას, პროვოკაციებს, რევანშის აღებას, ადამიანების დევნასა და განდევნას. ნიანგის დღეს რაციონიდან ამოიღეთ ხორცი, სასურველია მიირთვათ რძის პროდუქტები, დალიეთ რაც შეიძლება მეტი რძე, მიირთვით ხაჭო. ამ დღეს სასიკეთოა მრგვალი ღვეზელების ცხობა ნიგვზით. მოერიდეთ ფრჩხილების მოჭრასა და ქირურგიულ ოპერაციებს.

მთვარის ოცდამესამე დღეს განსაკუთრებით დიდი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ყველაზე სუსტია აქ ხერხემალი. სასიკეთოა გამაჯანსაღებელი და გასაძლიერებელი პროცედურები. ამ დღის ავადმყოფობა გრძელვადიანია.

დღე კარგია ყველანაირი საქმის დასასრულებლად, რომელიც არამარტო რეზულტატს მოიტანს, არამედ დიდებასა და წარმატებას, პოპულარობასა და კეთილდღეობასაც. მარგამ, რაიმე სახის ახალი საქმის დაწყება არ შეიძლება, ის აღმოჩნდება უაზრო და უსარგებლო. არის მოსაზრება, რომ ეს არის თავგანწირვის, მონანიების, მორჩილებისა და პატიების დღე.

ჯანმრთელობა და მკურნალობა:

 მედიცინის კუთხით მთავარი ყურადღება ეთმობა ხერხემალს. სასურველია ჩაატაროთ მისი გამაჯანსაღებელი პროცედურები.

ამ დღეს უკუჩვენება აქვს სექსს. ის ჯანმრთელობისათვის დამანგრეველია. და კიდევ, არ მოიჭრათ ფრჩხილები და არ ჩაიტაროთ არავითარი სახის ოპერაცია.

სასიკეთოა ყველანაირი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურები. კარგია ფიზიკური დატვირთვა და აქტიური შემოქმედებითი სამუშაო, განსაკუთრებით ბუნების წიაღში, სუფთა ჰაერზე.

მთვარის ოცდამესამე დღისათვის დამახასიათებელია იმუნიტეტის და საერთოდ ტონუსის მთლიანი დაცემა. შესაძლოა ქრონიკული დაავადებების გართულებები, იზრდება სხვადასხვა ტიპის ტრამვების მიღების რისკი. ამიტომ დღეს კარგია ყურადღება დაუთმოთ საკუთარ ჯანმრთელობას. სასიკეთოა ვარჯიში სუფთა ჰაერზე, საერთო გამაჯანსაღებელი და ორგანიზმის გასაძლიერებელი პროცედურები. კარგია ფიზიკური ვარჯიში, მაგრამ მათი შესრულებისას იყავით ფრთხილად, რათა არ მიიღოთ ტრამვა.

ამასთან ერთად, მთვარის ოცდამესამე დღეს კარგია ორგანიზმის გაწმენდა, საუნა, აბაზანა, მასაჟი. ეს დაგეხმარებათ სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში და ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნაში. ასევე, კარგია გამწმენდი ეფექტის მქონე სხვადასხვა ნახარშებისა და ნაყებების მიღება.

მთვარის ოცდამესამე დღეს რეკომენდირებულია კვების შეზღუდვა, მარხვა, შესაძლოა შიმშილობაც. რაციონიდან ამოიღეთ ხორცის კერძები და თევზის პროდუქტები. მიირთვით მეტი ბოსტნეული და ხილი, პრიორიტეტი ენიჭება რძის ნაწარმსა და თხილეულს. დღეს ყოველმიზეზგარეშე  გამორიცხეთ ალკოჰოლი და თამბაქო. ასევე, სასურველია დღეს უარი თქვათ სექსზე, რადგან ის ამ პერიოდში გფიტავთ და გაკარგვინებთ ძალებს. სამედიცინო კუთხით მთვარის ამ დღეს სუსტია სასქესო ორგანოები. მათი მკურნალობა არაა რეკომენდირებული. მოერიდეთ ოპერაციებს. განსაკუთრებული  ყურადღებით მოექეცით ხერხემალს, ჩაატარეთ მისი გამაჯანსაღებელი პროცედურები. ითვლება რომ ამ დღეს დაწყებული ავადმყოფობა გრძელვადიანი იქნება. ამიტომ პირველი სიმპტომების დანახვისთანავე სასურველია დაუყოვნებლივ მიაკითხოთ სპეციალისტს.

სამედიცინო კუთხით მთვარის ამ დღეებში მოერიდეთ ჯდომას. ნიანგის დღეს არ უყვარს ხორციანი საკვები. მიირთვით ბევრი რძე, ხაჭო და სხვა რძის პროდუქტები, ნიგვზიანი ღვეზელი.   მთვარის ოცდამესამე დღეს ადამიანს მეტი ყურადღება ევალება თავისი ჯანმრთელობის,  განსაკუთრებით კი  ხერხემლის მიმართ. ავარჯიშეთ ის. აქ ავადმყოფობა გრძელვადიანია, მაგრამ არა საშიში. მოერიდეთ ოპერაციებს.

სუსტია სასქესო ორგანოები, ხერხემალი, მულადჰარა ჩაკრა.

თმის შეჭრა:

ამ დღეს თმის შეჭრა იძლევა სახის ჯანსაღ ფერს და აუმჯობესებს კეთილდღეობას.

სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, ბალახების შეგროვება:

ხეებთან მუშაობის დღე: მუხა, ვერხვი, აკაცია.

მაგიური წესჩვეულებები და რიტუალები:

 შავი მაგიისაგან, ჯადოქრებისაგან, მჩხიბავებისაგან თავდაცვის, სამკურნალო ძალებისა და შესაძლებლობების აღმოჩენის, ასტრალური თავდაცვისა და ასტრალური პროგრამების ცვლილების  დღე.  

სახლის გასაწმენდად ამ დღეს აკმიეთ სამკურნალო ბალახები: წყლის იელი, ღვია, მანანა, კიპარისი, სელის თესლი და კურდღლისცოცხა, რომლებიც სახლში აღადგენენ ჰარმონიას და წმენდენ ენერგეტიკას. იმისათვის რომ სახლი დავიცვათ ქურდებისაგან, ჭიშკრის ქვეშ შეგიძლიათ  ჩამარხოთ კაჟის ქვა. ის ცუდი განზრახვის ადამიანს არ შემოუშვებს სახლში.

ნიანგის დღეს არ ღირს ქირურგიული ოპარაციების ჩატარება, ჯობია ის გადაიდოს ენერგეტიკულად უფრო ჯანსაღ დღეებში. უკუჩვენება აქვს სასქესო ორგანოების მკურნალობას  მამაკაცებთან და საკვერცხეების მკურნალობას ქალებთან. მთვარის დღის ამ ციკლმა შესაძლოა ავნოს ჯანმრთელობას: ფურუნკულები, არასწორი ცხოვრების წესისგან გამოწვეული (როცა სასარგებლოს გემრიელს ამჯობინებენ) საჭმლის გადამამუშავებელი ორგანოებისა და ორგანიზმის სხვა სისტემების  პრობლემები. იმოძრავეთ აქტიურად, დილითვე ივარჯიშეთ. ამ დღეს ჯობია დაკავდეთ სახლის საქმეებით, ჩაატაროთ სახლის გენერალური დასუფთავება.

თავი შეიკავეთ მკითხაობისაგან. მთვარის ოცდამესამე დღე არასასიკეთო პერიოდია საერთოდ ყველანაირი მაგიური საქმიანობისათვის. ეს დღე მიუძღვენით დასვენებასა და მედიტაციას.  ძალიან რთული დღეა-ცდუნების, ვამპირებისა და სისხლისმსმელების თარეშის დღე. აქ საზიანოა დასახულ მიზანში ეჭვის შეტანა, ამ საკითხზე სხვა დღეს იფიქრეთ. დაარწმუნეთ თავი საკუთარი გზის ჭეშმარიტებაში, დააპრაქტიკეთ მორჩილება, პატიება, თავგანწირვა.

მთვარის ოცდამესამე დღეს რეკომენდირებულია სექსუალური თავშეკავება, ეს ასეთი აკრძალვის მეორე დღეა, როგორც მთვარის მე-15 დღე. სხვა დღეებსაც აქვთ ასეთი ტიპის ჩვენება, მაგრამ არა ასეთი მკაცრი.

რეკომენდირებულია რძის ნაწარმი და ნიგვზის ღვეზელი.

 ვინაიდან მთვარის ოცდამესამე დღე სახლის წმენდის დღეა, კარგი იქნება სახლში წმინდა საგნების შეტანა. სახლი გაწმინდეთ ცეცხლითა და ნაკურთხი წყლით. აკმიეთ ბალახები. კარგი იქნება თუ ზღურბლზე დადებთ შავ ქვას.

მთვარის ოცდამესამე დღის ენერგიის სწორად გამოყენება ადამიანში ხსნის მკურნალის უნარებს. ამ დღეს საჭიროა გამწმენდი, გამაჯანსაღებელი და პროფილაქტიკური პროცედურების ჩატარება.

აკრძალულია  ბრაზი, თმის შეჭრა და ფრჩხილების დაჭრა, ასევე არავითარი ქირურგიული ოპერაცია. დღეს მოკვეთილი სხეულის ყველა ნაწილი, ახლა ვამპირთა საკვებია. ხშირად ვამპირები ეწეპებიან ფეხის კოჭს. თუ ამ დღეს აგტკივდათ ან გეწვით ეს ადგილი უკანა მხრიდან (ფეხის უკანა მხარე ეხება მერწყულს), ესეიგი მოგეწეპათ ვამპირი. თქვენ შეგიძლიათ მისგან განთავისუფლება, თუ გონების კონცენტრაცით მოიძრობთ მას ისევე როგორც წურბელას. თუ სხვა დღეს იგრძნობთ იგივე წვასა და ტკივილს, ასევე მოიქეცით და იმ წამსვე იგრძნობთ შეღავათს. ვამპირები და სისხლისმსმელები ჩვეულებრივ ეტანებიან კოჭისა და ყელის არეს (ეს უკვე სხვა დღეს).

ამ დღეს საზიანოა მოდუნება. იმოძრავეთ რაც შეიძლება მეტი.  დღეს მომხდარი ყველა ფაქტი გადაამოწმეთ ცდუნებისა და პროვოკაციის კუთხით, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ნეგატიური ემოციები.  განსაკუთრებით სახიფათოა ანგარიშგება. თუ ვინმეს გადაუხდით სამაგიეროს,  ეს შესაძლოა ისევ თქვენ შემოგიბრუნდეთ. ამ სატანურ დღეს მოაქვს მარსის ენერგია,  ყველა სახის რიტუალური თავდასხმა, ძალადობა და ნგრევა. ასევე, ამ დღეს აქტიურად ავლენს თავის ძალას ავხორცი  ქალღმერთი აშმა-დაივა, ამიტომ ღალატის ჯადო როგორც მამაკაცებზე, ასევე ქალებზე ამ დღეს ყველაზე ძლიერია. ამ დღეს ვამპირები ყველაზე კარგად ახერხებენ ადამიანის ენერგიით კვებას (ენერგეტიკული ვამპირიზმი). ცდუნების, ტყუილის, ენერგეტიკული ვამპირების თავაშვებულობის დღე. ენერგეტიკულ ვამპირებს ვუწოდებთ სუსტი ენერგეტიკის ადამიანებს, რომლებიც იმის მაგიერ რომ ის გაზარდონ პატიოსანი საშუალებებით-ვარჯიშებით, ცხოვრების ჯანმრთელი წესით-პარავენ მას სხვებს. იმისათვის რომ პოტენციურ მსხვერპლს აიძულონ ენერგიის გაცემა, ისინი იყენებენ მრავალ ფსიქოლოგიურ ხრიკს: წუწუნი, გაუთავებელი თხოვნები მის მაგივრად გაგაკეთებინონ რამე, თავის შეცოდება საკუთარი სიღარიბითა და უბედობით,  რთული ცხოვრებითა და გარშემომყოფთა უმადურობით. იწვევენ რა ამით თქვენში დამნაშავეობის შეგრძნებას, თავს გახვევენ თავიანთ მოსაზრებებს, რჩევებს, მომსახურებას და შემდგომ გადადიან გამოძალვაზე. ენერგეტიკული ვამპირების მიზანია თქვენში გამოიწვიონ ემოციონალური იმპულსები: შეცოდება, თანაგრძნობა, სიბრაზე.  ხოლო ამ ემოციებთან ერთად იღებენ თქვენს ენერგიას. უნდა ითქვას, რომ ასეთი ვამპირები ფულის გამოძალვასაც მშვენივრად ახერხებენ. თავადაც ვერ მიხვდებით, ისე მიართმევთ მრგვალ თანხას. მთვარის ოცდამესამე დღეს ჩვენი ენერგია სუსტდება და ვამპირული ენერგიის მიღების მოთხოვნილება იზრდება. ამიტომ დღის განმავლობაში არაერთხელ შეეჩეხებით ასეთი ტიპის ადამიანს. გახსოვდეთ, ის თქვენგან ელის ემოციას და ეცადეთ არ წამოეგოთ მის ხრიკებზე.

როგორ ამოვიცნოთ ენერგეტიკული ვამპირი? გადახედეთ  თქვენს ემოციებს ამ ადამიანთან შეხვედრამდე და შემდეგ. თუ აგტკივდათ თავი, უცებ იგრძენით სისუსტე განსაკუთრებით ფეხებში, თუ დაუთმეთ მას და ახლა განაწყენებული ხართ საკუთარ თავზე და მთელ სამყაროზე,  თუ დათმობის მომენტში გიჩნდებათ სიცარიელისა და  უძლურების გრძნობა, გიჩნდებათ ამ ტიპის აკვიატებული ფიქრი:  „რა კარგი იქნებოდა უარი მეთქვა და ჩემებურად მოვქცეულიყავი“.  ასევე, თუ გგონიათ რომ თქვენი უარის შემთხვევაში ამადამიანს რაიმე დაემართება, დარწმუნებული იყავით რომ თქვენ გპარავენ ენერგიას.

ასეთ ვამპირთან ერთჯერადი კონტაქტი არაა სახიფათო, შედეგად მხოლოდ თავის ტკივილს, გაცივებას, შიშისა და აგრესიის შემოტევებს, რაიმე საქმეში წარუმატებლობას მიიღებთ. მაგრამ თუ „ვამპირი“ ახლობლობაში გყავთ, ეს უკვე სერიოზული საქმეა. ასეთი ადამიანის გავლენაში ყოფნით თქვენ შესაძლოა მაგრად დაიზიანოთ საკუთარი ბედი, იმიტომ რომ „ვამპირი“ არ გაძლევთ საშუალებას იცხოვროთ ისე, როგორადაც ეს თქვენ გსურთ. ის გაძალებთ აკეთოთ ის, რაც მისთვისაა ხელსაყრელი, ოღონდ ამას აკეთებს „ამაღლებული პრინციპებით“  ან უბედურის მანტიაში გახვეული.  

„ვამპირისგან“  ასპროცენტიანი თავდაცვაა თქვენი შინაგანი სისუფთავე. თუ სულით სუფთა ხართ, „ვამპირი“ ვერ ეჭიდება ვერაფერს, ის ვერ პოულობს მისთვის ნათესაურ ვიბრაციას და უცებ განებებთ თავს. მაგრამ ეს იდეალი უმრავლესი ჩვენგანისათვის ძნელად მისაღწევია. ამიტომ ისწავლეთ მათგან თავდაცვა. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია სულერი წონასწორობის შენარჩუნება, არ ჩაერთოთ არავითარ კონფლიქტებში, ჩხუბსა და ურთიერთობის რკვევაში. არ შეიძლება სიბრაზე, უარყოფითი ემოციების გადმოყრა, საკუთარ თავში და დასახულ მიზანში ეჭვის შეტანა. ყველა მოვლენა რომელიც თქვენს თავს ხდება ამ დღეს, უნდა გადაამოწმოთ ცდუნებისა და პროვოკაციულობის კუთხით. განსაკუთრებით საშიშია შურისძიება. თუ ვინმეს სამაგიეროს გადაუხდით, ეს მალევე შემოტრიალდება თქვენს  წინააღმდეგ.

ფულთან და გარიგებებთან იყავით ფრთხილად. ასეთ სახიფათო დღეებში სერიოზული ფინანსური საქმეებით არ დაკავდეთ, არ გასცეთ და არ აიღოთ ვალი, არ გააკეთოთ მსხვილი შენაძებენები და საერთოდ არ წახვიდეთ მაღაზიაში. ამ დღისთვის შესაფერისია მთვარის მე-9 და მე-19 დღის პრაქტიკები. არსენალში შეიტანეთ რამოდენიმე რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ ამ დღის დასრულებაში არასასიამოვნო შედეგების გარეშე.

წინასწარ დაყენებული დაცვა:

„ვამპირების“ თავდასაცავად ჯობია მოვემზადოთ წინასწარ. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მთვარის მე-9 დღის შელოცვები და მე-19 დღის ნაყენები. დალიეთ ასეთი ნაყენი და შელოცვილი წყალი პატარა ულუფებით დღის განმავლობაში, შედეგად  მთვარის ოცდამესამე დღის ყველა უსიამოვნება გვერდს აგივლით.

კიდევ ერთი ხერხი: სახლიდან გასვლის წინ იცხეთ რომელიმე დამცავი ეფექტის მქონე ეთერზეთი (ანისული, ლავანდა, კედრი, ნემსიწვერა, ღვია). წინასწარ ეთერზეთის დამუხტვა არაა საჭირო. მხოლოდ შეიზელეთ ის სხეულზე, თან წარმოიდგინეთ რომ იმოსებით ახალი დამცავი ფენით, იცმავთ ტყვიაგაუმტარ ქერქს. ასევე, ეფექტურ დამცავ საშუალებას წარმოადგენენ  ქვემოთ მოცემული მეთოდიკები. ისინი ქმნიან ენერგეტიკული დანაკარგისაგან დამცველ დროებით ენერგეტიკულ ქურქს.

„ქარბორბალა“

ეს ვარჯიში იძლევა ენერგეტიკის უცაბედ, დროებით გაძლიერებას, რაც თქვენ ბიოველს გაუმტარს ხდის ნეგატიური გარე ფაქტორებისათვის. დაცვა მოქმედებს არა უმეტეს 2-3 საათისა, ამიტომ აუცილებელია მისი ჩატარება დღეში რამოდენიმეჯერ. მაგრამ თუ მას ყოველდღიურად ჩაატარებთ, მისი დამცავი მოქმედება ორჯერ გახანგრძლივდება.

მიიღეთ კომფორტული მდგომარეობა, ხელ-ფეხი არ გადააჯვარედინოთ, თუ გაქვთ საშუალება, ჯობია თვალები დახუჭოთ. ორი წუთი ისუნთქეთ ღრმად, რათა განეწყოთ ვარჯიშისათვის და განირიდოთ ზედმეტი ფიქრები. საკუთარი ტერფების ქვეშ წარმოიდგინეთ ღია თეთრი ან ოქროსფერი ენერგეტიკული ძაბრი, რომელიც ტრიალებს საათის ისრის მიმართულებით. ნელნელა ძაბრი ასწიეთ ზემოთ სანამ არ მოექცევით მასში თქვენ მთლიანად. როცა ძაბრის კიდე თქვენს თავზე ზემოთ აღმოჩნდება, აზრობრივად გააფართოვეთ და გააძლიერეთ მისი კედლები. ეს ქარბორბალა დაიჭირეთ ამ მდგომარეობაში ორი წუთის განმავლობაში, შემდეგ მლიანად ასწიეთ თავს ზემოთ და ვიწრო ყელით ჩაუშვით გვირგვინში.

„ნაჭუჭი“

მოცემული ვარჯიში წინას ანალოგიურად მუშაობს. ის ქმნის დამცავ ნაჭუჭს, რომელიც აძლიერებს თქვენს ბიოგარსს, თავის ტრიალით ანადგურებს რა ყველა საზიანო ზემოქმედებას. მიიღეთ კომფორტული მდგომარეობა, თვალები დახუჭეთ. წარბებს შუა წარმოიდგინეთ პატარა ოქროსფერი ბურთი. ის იწყებს მოძრაობას წრეზე თქვენს გარშემო საათის ისრის მიმართულებით სხეულიდან 20-30 სმ. მოშორებით, ჯერ ნელა, შემდეგ უფრო და უფრო სწრაფად. და თქვენ უკვე ვეღარ ხედავთ ბურთს, ის გადაიქცა მანათობელ რკალად.

ამ რკალის შეუჩერებლად, წარმოიდგინეთ რომ ის ორდება. მისი მეორე განაყოფი წრე დაატრიალეთ ჭიპის სიმაღლეზე დაახლოვებით ერთი წუთი. ეს მანათობელი რკალი უნდა გამყარდეს. შემდე ეს რკალიც გაყავით ორად და განაყოფი ამავე პრინციპით დაარტიალეთ მზის წნულის სიმაღლეზე. შემდეგ ისიც ორდება და მეოთხე რკალი ტრიალებს გულის დონეზე. და ასე შემდეგ: მეხუთე რკალი ყელის გარშემო, მეექვსე-შუბლის გარშემო. ექვსივე რკალი ატრიალეთ ერთი წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც გადაიტანეთ ყურადღება გარესამყაროზე.  დამცავი ნაჭუჭი შექმნილია, ის თქვენგან დამოუკიდებლად არსებობს და შენარჩუნდება 2-3 საათის განმავლობაში.

„ჯვარი“

ამ სავარჯიშოს შესრულებისას იქმნება ენერგიის განსაკუთრებული ცირკულაცია, რომელიც უცხო წარმოშობის ენერგიას არ აძლევს ორგანიზმში შესვლის საშუალებას.  სავარჯიშოს თავდაცვის ვადაა დაახლოებით 4 საათი. სავარჯიშოს რეგულარულად შესრულების შემთხვევაში კი ეს ვადა ორჯერ იზრდება.

  1. ხელები გაშალეთ განზე.

  2. წარმოიდგინეთ რომ თქვენ ხართ ენერგეტიკული ჯვარი. ეცადეთ იგრძნოთ რომ მთიანად და სრულად შედგებით ენერგიისაგან.

  3. ჯვრის ჰორიზონტალური ხაზი გადის გაშლილ ხელებზე. კონცენტრირდით მასზე. წარმოიდგინეთ და ეცადეთ იგრძნოთ, რომ ხელებისა და მკერდის ზედა ნაწილის ჰორიზონტალურ სიბრტყეზე, მარცხნიდან მარჯვნივ როგორ მოძრაობს ენერგიის ნაკადები.

  4. ჯვრის ვერტიკალური ხაზი გადის ხერხემალზე. კონცენტრირება მოახდინეთ ხერხემალზე და წარმოიდგინეთ თუ როგორ მოძრაობს ენერგეტიკული ნაკადი მის გასწვრივ, ზემოთ-ქვემოთ.

  5. თქვენი გული ხვდება ორი ენერგეტიკული ნაკადის გზაჯვარედინზე და თქვენ გადაიქცევით ენერგეტიკულ ჯვრად. დარჩით ასე 3-5 წუთის განმავლობაში.

 

„საკმეველის ამულეტი“

ესაა გრძელვადიანი დამცავი ამულეტი. თქვენ დაგჭირდებათ საკმევლის რამოდენიმე  წებოვანი წვეთი, ბამბის ძაფი და წვრილი ნემსი.

  1. საკმეველი დამუხტეთ  თქვენი ენერგიით. გეჭიროთ ის ხელში 5-7 წუთი, აზრობრივად წარმოიდგინეთ რომ ხართ სხვისი ნეგატივისათვის შეუღწევადი, ან ჩაატარეთ რომელიმე ზემოთ მოცემული სავარჯიშო, ეს კიდევ უფრო კარგი იქნება.

  2. ნემსში გაუყარეთ ბამბის ძაფი.

  3. ნემსი გააცხელეთ ცეცხლზე ან სანთლის ალზე და სწრაფად გაწმინდეთ მასზე წარმოქმნილი ჭვარტლი.

  4. ცხელი ნემსი გაუყარეთ საკმევლის შუაგულში და ის წამოაცვით ძაფზე. გაიმეორეთ ქმედება მანამ, სანამ არ მიიღებთ მძივს. შეკარით ძაფის ბოლოები.

  5. ეს მძივი ატარეთ გულზე დაკიდებული „ვამპირებისაგან“ თავდასაცავად. განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია არასასიკეთო დღეებში (IX, XIX,  XXVI,  XXIX).

  6. თუ დაგავიწყდათ მოსალოდნელი დღის შესახებ და ვერ მოასწართ მომზადება, ესეც არაა საშიში. „ვამპირთან“ კონტაქტისას შეგიძლიათ გამოიყენოთ გარკვეული სახის მეთოდიკა, რომლის ოთხ ვარიანტსაც შემოგთავაზებთ.

„სარკისებური ეკრანი“

ესაა ყველა პრიმიტიული საშუალება არასასურველ ადამიანთან-„ვამპირთან“  კონტაქტისას, ეს მეთოდი ეფექტურად დაგიცავთ მისგან. მოგიწევთ ენერგეტიკული ეკრანის დაყენება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მეთოდიკას აქვს ნაკლი: მოსაუბრემ, შესაძლოა იგრძნოს რომ თქვენ მას არ უსმენთ და გაბრაზდეს. ამიტომ ეს მეთოდი გამოიყენეთ ისეთ შემთხვევაში, თუ მოსაუბრე და მასთან შემდგომი ურთიერთობა თქვენ არ გაინტერესებთ.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენს შორის არსებობს ეკრანი. ეკრანი, რომელიც სარკისებურია,  უნდა იყოს მიმართული იმ ადამიანის მხარეს, ვისგანაც აპირებთ თავდაცვას. ეკრანის სიმაღლე თქვენი სიმაღლისა უნდა იყოს. მან თქვენ სრულად უნდა დაგფაროთ. ეცადეთ წარმოსახვითი ეკრანი შეინარჩუნოთ მთელი კონტაქტის მანძილზე. ამისათვის დაგჭირდებათ სრული კონცენტრაცია ამ ქმედებაზე, განსაკუთრებით ურთიერთობის დასაწყისში.

„ნაყოფი“

აი ეს მეთოდი დაგეხმარებათ თავდაცვაშიც და ურთიერთობის შენარჩუნებაშიც. ადამიანი ისაუბრებს და ვერ იგრძნობს თქვენს მიერ დაყენებულ დაცვას, ხოლო თქვენ შეინარჩუნებთ საკუთარ ენერგიას. აზრობრივად თქვენს შორის მოათავსეთ რაიმე მცენარის თესლი. რომლის-სულერთია. წარმოიდგინეთ, რომ მოსაუბრისაგან წამოსულ  მთელ ნეგატივს ისრუტავს თესლი, ის ამით საზრდოობს და იზრდება, მისგან წარმოიქმნება ნაყოფი, რომელიც მწიფდება. შესაძლოა ეს იყოს პომიდორი, ბანანი, ფორთოხალი, ყურძენი, რაც გაგიხარდებათ, თუნდაც საერთოდ არარსებული ხილი. როცა ნაყოფი დამწიფდება, აზრობრივად დაწვით ის და საჭიროების შემთხვევაში წარმოიდგინეთ ახალი თესლი.

„დამიწება“

ეს სავაჯიშო ახშობს ემოციურ რეაქციებს. ისეთ სიტუაციებში, სადაც ცდილობენ დაგაძალონ რაღაცის გაკეთება თქვენი ნების საწინააღმდეგოდ, ან ცდილობენ კონფლიქტის პროვოცირებას,  ეს სავარჯიშო უბრალოდ შეუფასებელია. თქვენ წამშივე დამშვიდდებით, დაიცავთ საკუთარ თავზე კონტროლს და არ აყვებით „ვამპირს“. როგორც წინა შემთხვევებში, ეს სავარჯიშო ეფექტურია „ვამპირთან“ კონტაქტისას, შეხვედრის შემდეგ მისი გაკეთება აღარაა სასარგებლო. დადექით ან დაჯექით ისე, რომ ზურგი გეჭიროთ სწორად, ხოლო კიდურები არ გქონდეთ გადაჯვარედინებული. თუ გაქვთ ამის საშუალება, დახუჭეთ თვალები. წარმოიდგინეთ მსხვილი, მასიური ღერძი, ენერგიის მაგისტრალი, რომელიც იწყებს ზრდას, გამოდის თქვენი ხერხემლიდან ქვემოთ. ის ადვილად აღწევს იატაკში, ბეტონის საფარში, ასფალტში, ნიადაგში, ბოლოს და ბოლოს აღწევს მიწის ცენტრამდე. ფერი-ღია ვერცხლისფერ-ნაცრისფერი, მანათობელი თეთრი, ოქროსფერი ან ღია ყავისფერი, რომელიც თქვენთვის უფრო კომფორტულია. თქვენ ენერგეტიკულად  უერთდებით მიწის ცენტრს, ის კი გიცავთ. ხართ მშვიდი და აუღელვებელი, ფლობთ საკუთარ თავს, აკონტროლებთ სიტუაციას.

„ბუშტი“

თუ ცდილობენ თქვენზე მოახდინონ ფსიქოლოგიური ზეწოლა, შეგიძლიათ შექმნათ დამცავი ენერგეტიკული ბუშტი.

მოსაუბრიდან ყურადღება გადაიტანეთ საკუთარ თავზე და შეწყვიტეთ მისი მოსმენა. გააკეთეთ 15-20  ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა მუცლით,  კონცენტრირდით მზის წნულზე. ჩასუნთქვისას მუცელი მსუბუქად გამობურცეთ, ამოსუნთქვისას კი შეკუმშეთ. თქვენ ნელნელა დაიწყებთ დამშვიდებას, ხოლო მზის წნულის მიდამოებში იგრძნობთ სითბოს. განაგრძეთ მუცლით სუნთქვა და წარმოიდგინეთ რომ თქვენს გარშემო იბერება  ბუშტი, რომელიც ყოველი ამოსუნთქვისას უფრო დიდდება. ბუშტის დიამეტრი თქვენი ფანტაზიის გადასაწყვეტია. იგრძენით რომ ხართ ამ ბუშტში, ხოლო აგრესორისაგან წამოსული  მთელი ნეგატივი რჩება მის ფარგლებს გარეთ და ვერ აღწევს თქვენამდე.

როგორ ავიცილოთ თავიდან „ვამპირის“ შემოტევის შედეგები:

თუ ვერ მოასწარით ადრიდანვე დაგეყენებინათ „ვამპირებისაგან“ დამცავი და გრძნობთ რომ უკვე წაგართვეს ენერგია, არ ინერვიულოთ. საღამოს სახლში მისვლისთანავე მიიღეთ აბაზანა ზღვის მარილით ან კონტრასტული შხაპი. 1 წთ. ცხელი წყალი, 1 წთ. ცივი, როგორსაც გაუძლებთ ორივე შემთხვევაში. 5 კონრტასტი  საკმარისია. პროცედურა დაასრულეთ ცივი წყლით. თუ არ გიშველათ, ესეიგი ძალიან ძლიერი „ვამპირი“ დაგესხათ თავს და სპეციალურ ტექნიკებს ვერ აუვლით გვერდს. როცა ჩვენ ვურთიერთობთ ადამიანებთან, ჩვენს შორის ჩნდება ენერგეტიკული კავშირი. მას ეწოდება  „ბმა“ და ენერგეტიკულ პლანში გავს ძაფებს, მილებს, რომლებიც გამოდის ენერგეტიკული ცენტრებიდან-ჩაკრებიდან. სწორედ ეს „ბმები“ ქმნიან ენერგეტიკულ დისკომფორტს, რომელსაც განვიცდით . ამიტომ მათი მოშორებააა საჭირო. აი სამი ხერხი ამის გასაკეთებლად:

  1. დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ არასასიამოვნო ადამიანთან გაბმული დამაკავშირებელი მილი. ერთი მილიდან თქვენი ენერგია გაედინება მასთან, ხოლო მეორედან მოედინება მისი თქვენთან. როცა სურათი გახდება მკვეთრი, წარმოიდგინეთ მაკრატელი ან რეალურად აიღეთ ის ხელში და გადაჭერით ორივე მილი. თქვენი მილების ბოლოები ჩაკეტეთ საკუთარ სხეულში, ხოლო მისი, მიეცით მას ვისგანაც გაინთავისუფლეთ თავი ამ წუთას.

  2. აანთეთ სანთელი. დაიჭირეთ ის ხელში სასქესო ორგანოების სიმაღლეზე. ნელნელა აიტანეთ სანთელი მაღლა სხეულის გასწვრივ. თუ მოგინდათ ხელის ოდნავ განზე გაწევა, გააკეთეთ ეს. იმ ადგილებში, სადაც ცეცხლის ალი აციმციმდება ან იგრძნობთ რომ გიმძიმდებათ ხელი, სანთელი გეჭიროთ უფრო დიდხანს. როცა სანთლის ალი მიაღწევს ყიფლიბანდის ზონას, პროცედურა დასრულებულია.

  3. აანთეთ სანთელი. წინ დაიდეთ ქაღალდის სუფთა ფურცელი და ფანქარი. იფიქრეთ იმ ადამიანზე, ვისგანაც გინდათ ენერგეტიკული განთავისუფლება. უყურეთ ქაღალდს და ყურადღებით დააკვირდით საკუთარ შეგრძნებებს. ფურცლის  რა ადგილას მდებარეობს ბმა? დასვით იქ წერტილი, გნებავთ დახატეთ წრე ან სხვა ფიგურა, რომელიც თქვენი აზრით უფრო შეესატყვისება ამ ბმას. ფურცელი ამოწვით ამ ადგილას ისე, რომ ნახატი განადგურდეს. ცეცხლწაკიდებული ქაღალდი ჩააგდეთ რაიმე ჭურჭელში.  გაწყდა თუ არა ენერგეტიკული ძაფი, მიხვდებით საკუთარი შეგრძნებით. ბმა აღარ არსებობს თუ ეს ადამიანი იმდენად შორს გეჩვენებათ თქვენი ცხოვრებიდან, რომ წარმოსახვაშიც კი გიჭირთ მისი სახის აღდგენა. ერთი დღეღამის შემდეგ მასზე ფიქრი ისევ თუ გაწუხებთ და გაშფოთებთ,  ხვდებით რომ კავშირი აღდგა, გაიმეორეთ პროცედურა. ზოგჯერ ენერგეტიკული ბმის მოსაცილებლად 5-6 პროცედურაა საჭირო. თუ რამოდენიმეჯერ სცადეთ კავშირის გაწყვეტა, მაგრამ ის ისევ არსებობს, ანუ ახერხებს აღდგენას, ეს იმას ნიშნავს რომ რეალურად თქვენ არ გსურთ ამისაგან განთავისუფლება. შესაძლოა ამ ბმის საშუალებით თქვენც იღებთ ენერგეტიკულ საკვებს. ამ შემთხვევაში მოგიხდებათ ყველაფრის ისე დატოვება, როგორც არის, რადგან ასეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის ბმა რამდერჯერაც არ უნდა მოიშოროთ, ისევ აღდგება.

იმედია ეს დღე არ მოგიტანთ არავითარ უსიამოვნებასა და დარდს. თუ გაითვალისწინებთ ამ რჩევებს, დაცული იქნებით როგორც ამ, ასევე სხვა დღეებშიც.

 

რეკომენდაციები პრაქტიკებისათვის:

 

სტიქია-ჰაერი.

რიტუალის ელემენტი-კვამლი

ბალახები-ვერხვი, ლემა, ვარდი

მაგიური ქმედება-დაცვა, ჩანაფიქრის განხორციელების დასაწყისი

ასოციაცია-ბრძოლა და გამოხატვა, ჩანაფიქრის განხორციელება

დახასიათება-გარდამტეხი მომენტი, როცა ბნელის მმართველობას ჯერ არ მიუღწევია თავისი კულმინაციისათვის, მაგრამ ადამიანი უკვე დატოვა სიცოცხლემ. დრო, როცა ჩანაფიქრი იწყებს განხორციელებას, ხოლო ღამის შვილები იღებენ თავიანთ ხელისუფლებას. წინააღმდეგობისა და ბრძოლის დრო,

 

განსაკუთრებული გაფრთხილება:

საჭიროა სიფრთხილის დაცვა, შესაძლოა ასტრალური თავდასხმები, ასტრალური ომები. დღე დაკავშირებულია დევნასთან, პროვოკაციებთან, ცდუნებასთან, ანგარიშგებასთან, სხვათა დამცირებასთან. თავი აარიდეთ ხალხის მასებს.

დღის ნიშნები:

მთვარის ოცდამესამე დღე უკავშირდება ხერხემალს. რეკომენდირებულია ხერხემლის პრაქტიკები და მანუალური თერაპია. კარგია სიმაღლეზე ხტომა. გაუკეთეთ ერთმანეთს ზურგის მასაჟები, რათა ხერხემალში მოხდეს სისხლის ცირკულაცია. ამ დღეს უკავშირდება მულადჰარა ჩაკრა. თუ ადამიანი არასწორად იყენებს დღის ენერგიას, მაშინ მას შესაძლოა გაუჩნდეს ფურუნკული სხეულზე და ეს ვამპირის ნაკბენის მინიშნებაა. სწორედ ამაზე მეტყველებს ამ დღეს ფურუნკულიც და პატარა ტკივილიც.

მედიტაცია:

ციხესიმაგრე, სასწავლო ბრძოლები.

წამოწყებები:

 ჯობია დაიცვათ სიფრთხილე და არ დაიწყოთ ახალი საქმეები.

ამ დღეს ჩასახულ ადამიანებს როგორ  წესი აქვთ აქტიური ტემპერამენტი, მყარად დგანან ფეღზე, მიზანსწრაფულად მიდიან ცხოვრებაში, ანხორციელებენ თავიანთ გეგმებს.

მათთვის, ვინც დაიბადა მთვარის ოცდამესამე დღეს:

მთვარის ოცდამესამე დღეს დაბადებულები გამოირჩევიან ორსახოვანი და ძლიერი ხასიათით. ბავშვობიდანვე ისინი ძალიან ენერგიულები და მოძრავნი არია. მაგრამ ამ ენერგეტიკის მიმართვა ბავშვობიდანვე მშვიდობისკენაა საჭირო. კარგია თუ ასეთ ბავშვს ვასწავლით თავისი ძალებიდან მხოლოდ სასიკეთო მომენტების აღებას და მის გამოყენებას კარგი მიზნებისათვის. სხვა შემთხვევაში ბავში დაადგება ნგრევის გზას, რამაც შემდგომში შესაძლოა გამოიწვიოს ნეგატიური შედეგები. ასეთი ადამიანები პრაქტიკულად არ ვითარდებიან და ცხოვრებისეულად საშინელ ეგოისტებად ყალიბდებიან. ამ შემთხვევაში მათში ჩნდება შური და სიხარბე. ისინი ძალიან ბევრ რამეს ეპოტინებიან და არ ძალუძთ ცვლილებების მიღება.

ბავშვობის ასაკიდან  მთვარის ოცდამესამე დღეს დაბადებულები სასურველია ატაროთ სხვადასხვა სექციებში, იქნება ეს სპორტული თუ შემოქმედებითი წრეები. კარგია ყველანაირი მოღვაწეობა, სადაც ისინი შეძლებენ საკუთარი პოტენციალის რეალიზებას, განვითარდებიან საჭირო მიმართულებით. ამას გარდა, ფიზიკური დატვირთვა დამატებითი ფაქტორია ამ ბავშვების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

მთვარის ოცდამესამე დღეს დაბადებულები გამოირჩევიან მიზანსწრაფულობით, დასახული მიზნის ერთგულებითა და კარგი ინტუიციით. ეს მიზანსწრაფული ხალხია. მათ მარტო საქმის ბოლომდე მიყვანა კი არ ხელეწიფებათ, არამედ ამასთანავე იდეალურ შედეგზე გასვლაც. და სწორედ ამაშია მათი არსი- ჩანაფიქრის იდეალურად შესრულება. თუ ისინი არ გადაუხვევენ არჩეულ გზას, ეჭვს არ შეიტანენ საკუთარ ძალებში, შეძლებენ ბევრის მიღწევას, რა შემთხვევაშიც მათ ელოდებათ წარმატებული და ბედნიერი ცხოვრება.

მთვარის ოცდამესამე დღის ადამიანების კიდევ ერთი სახასიათო ნიშანია გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვის ნიჭი. ამიტომ, ისევ და ისევ, სასურველია მათ ბავშვობიდანვე დავანახოთ ადამიანური ურთიერთობების ყველა მხარე და მათი ყურადღება მივმართოთ  დადებით მხარეებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მთვარის ამ დღეს დაბადებულები ხდებიან მლიქვნელები და გამომძალველები.

ითვლება რომ მთვარის ოცდამესამე დღეს იბადებიან ბედის ჩეულები. ასეთი ადამიანები ხდებიან მოძღვრები, მასწავლებლები, ბერები. ამ დღეს დაბადებულები მართლაც ჭეშმარიტი ბერები არიან. მართალია ყველა ამ დღიეს დაბადებული არაა ვალდებული ბერი იყოს, თუმცა ეს სასურველია. ამ დღეს სექსუალურ ენერგიას ყველა ადამიანის განადგურება და ჯანმრთელობის გაფუჭება შეუძლია.

არსებობს აზრი, რომ ამ დღეს დაბადებული ბავშვი არ გამოირჩევა სილამაზით, ამიტომ მის ცხოვრებაში ბევრი რამ დამოკიდებულია ცოდნის მიღებაზე და ადამიანურ სიკეთეზე. ამ დღის ადამიანთთავის დამახასიათებელია გადაწყვეტილების სისწრაფე და სასურველ  თემაზე ჩაციკლვა. ყველა მათი საქმე აფსოლუტამდე მიდის. ყველაფერში ავლენენ ზრდასრულობასა და დასრულებულობას.

აქ შესაძლოა გაჩნდნენ ბავშვები გენეტიკური მუტაციით-დებილები ან განსაკუთრებული პიროვნებები. ეს რა არის? გარგამავალი ჰარმონია-სილამაზე სიმახინჯის ზღვარზე. ერთი რამ ფაქტია, მას ყველა მიიღებს იმად, რასაც არ წარმოდგენს სინამდვილეში. მაგრამ ამ ადამიაენებს შესაძლოა დიდი პოპულარობაც ელოდეთ. აქ ძნელია გავიგოთ მათი სიხარბე, ანგარება და ქედმაღლობა სად გადადის გენიალურობაში და სიკეთეში. 

სიზმრები:

მთვარის ამ დღეღამის სიზმრები უნდა განიხილოთ ზუსტად უკუღმა. დაგესიზმრათ რომ ადამიანი გარდაიცვალა? ესეიგი ის დიდხანს იცოცხლებს. დაგესიზმრათ რომ სიყვარულს გიხსნიან? სამწუხაროდ, ელოდეთ წარუმატებლობას პირად ცხოვრებაში.

მთვარის ოცდამესამე დღის ენერგეტიკული არასტაბილურობა იგრძნობა სიზმრებშიც. ეს ვლინდება იმაში, რომ ამ პერიოდის სიზმრები მძიმეა და არეული. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდის სიზმრები ხშირად არასასიამოვნოა, შესაძლოა შეიცავდნენ  ბევრ სასარგებლო ინფორმაციას. მაგრამ  ამ დღის სიზმრისეული სიმბოლოების ახსნა ითხოვს ცოდნასა და გამოცდილებას. თუ თქვენ მათ ვერ ფლობთ, ჯობია მიმართოთ ამ დარგის სპეციალისტს.

მთლიანობაში, მთვარის დღის სიზმრებს შეუძლიათ ასახონ თქვენი შინაგანი კონფლიქტი, წარმოშობილი საკუთარი არსის ვერ მიღების ან გარშემო წარმოქმნილი ცვლილებების გამო. ასეა თუ ისე, მთვარის ოცდამესამე დღეს გონების აღმავალი ტრანსფორმაცია პროვოცირებას მოახდენს შინაგან წინააღმდეგობებზე, საკუთარი შესაძლებლობების გადაფასებაზე და ძალებზე. სიზმრების სწორი ახსნა დაგეხმარებათ დაინახოთ ამ წინააღმდეგობების არსი. რის შედეგადაც მიღებულ ინფორმაციაზე დაფუძნებით თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა უფრო წყნარად მიიღოთ ცვლილებები, შეიძინოთ სიბრძნე და ახალი პრაქტიკული გამოცდილება.

ქვები:

რაუხტოპაზი, როდონიტი, სერპენტინი, მალაქიტი, კვარცი, კროკოდილიტი, ტოპაზი, შავი ნეფრიტი.

bottom of page