

მთვარი ს XXVI დღე
მთვარის XXVI დღე
სიმბოლოები:
ბაყაყი, ჭაობი.
დღის მახასიათებლები და მნიშვნელობები:
ბაყაყი, ისევე როგორც გველი სიბრძნის განსახიერებაა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ის სიბრძნეა, რომელსაც ადამიანისათვის არავითარი სარგებლობა არ მოაქვს, რადგან მას მუდამ ხელს უშლის საკუთარი მიღწევებით ცრუ ტრფობა. დღე ძალიან სახიფათოა. დიდი ყურადღება გვმართებს ადამიანებთან დამოკიდებულებაში, მოექეცით მათ შინაგანი სიმპატიით. აქ არაა საჭირო შფოთვა, სიჩქარე, ქედმაღლობისა და სიამაყის გამოვლინება. თუ გაქვთ ამისი საშუალება, ჯობია საერთოდ უარი თქვათ აქტიურ მოღვაწეობაზე. რეკომენდირებულია მარხვა, სექსუალური თავშეკავება. არ ღირს არაფერი ახლის დაწყება, რადგან ეს საქმეები გაიჭედება ყოველდღიური რუტინის ჭაობში და მხოლოდ დანაკარგებსა და ზარალს მოიტანენ.
ამ დღეს თქვენ, როგორ წესი, კარგავთ დარჩენილ ენერგიას საუბარში, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ იმას ვინც გაქებთ, ვინც გაიძულებთ საკუთარ თავში მოტყუებასა და შესაბამისი მლიქვნელობის უკან დაბრუნებას. ჯობია მიიღოთ ის ადამიანი, ვინც ყველას გალანძღავს, მათ შორის თქვენც. აქ არ შეიძლება კბილის ამოღება. ამ დღეს მაღალია ქურდობის ალბათობა.
ალქიმიის დღე, გარდასახვა, ტრასმუტაცია, მუშაობის დაწყება ინკარნაციებთან, დაავადებებთან. სამართლიანობის აღდგენის, კარმის დამუშავების დღე. იმ სიბრძნის დღე, რომელიც ცდუნებას წარმოადგენს და არ მოაქვს არავითარი სიკეთე.
ამ დღეს ჯობია, თუ მთლად დასვენება არა, გადაჭაბებული აქტივობისაგან თავის შეკავება მაინც. დაკავდით ჩვეულებრივი, ყოველდღიური საქმეებით, რაიმე რუტინული სამუშაოთი, სადაც არაა საჭირო ბევრი ფიქრი და გადაწყვეტილებების მიღება.
ამ დღეს შესაძლოა გაგიჩნდეთ ტრაბახის, საკუთარი მიღწევების აფიშირების სურვილი. გაჩერდით და დროულად გაჩუმდით, თუ იგრძნობთ ასეთ რამეს, რადგან შემდეგ შეგრცხვებათ.
ამ დღის კონტაქტები მაქსიმალურად უნდა შეზღუდოთ შეძლებისდაგვარად. ურთიერთობა დაიყვანეთ აუცილებლობამდე ან ყველაზე საიმედო ადამიანებით შემოიფარგლეთ. მოერიდეთ შფოთვას, უაზრო სირბილს მაღაზიებში, ჭორებს. აქ ჯობია ფულის ეკონომია, რადგან არის უაზრო ხარჯების ან დანაკარგის საშიშროება.
კარგია ბრძენ ადამიანთან შეხვედრა,რომელიც დაგეხმარებათ სინამდვილის ფხიზელი თვალით შეფასებაში და დაგაყენებთ სწორ გზაზე.
ეს ერთერთი სახიფათო და კრიტიკული დღეა, სადაც ადამიანები კონფლიქტებისკენ არიან მიდრეკილები. ისინი ტყუილად შფოთავენ, ჭორაობენ, ლაყბობაში კარგავენ დროს. არსებობს ენერგიის გადახარჯვის საშიშროება უმნიშვნელო რაღაცეებზე. ამიტომ რეკომენდირებულია აქტიური ქმედებებისაგან თავშეკავება. დაისვენეთ და ეკონომიურად ხარჯეთ ენერგია. აუცილებელია უარი თქვათ არასაჭირო კავშირებზე, ურთიერთობაში გახდეთ შერჩევითი. ამ დღეს არაფერი არ გადაწყვიტოთ და არ წამოიწყოთ, ყველაფერი დანაკარგისთვისაა განწირული. რეკომენდირებულია მარხვა და თავშეკავება.
დღე ადამიანებს განაწყობს ტრაბახისაკენ, არასაჭირო შენაძენებისაკენ, ფულის უყაირათო ხარჯვისაკენ, უაზრო საქციელისაკენ. მაღალია ქურდობისა და დანაკარგის რისკი. ამ დღეს გმართებთ მაქსიმალური მობილიზება და ყურადღება.
რეკომენდირებულია ნაკლები დატვირთვა, თუმცა კარგია ოფლის გამოშვება, მასაჟი, კოსმეტიკური ოპერაციები, ნაოჭების გასწორება, ხალების მოცილება, წერტილოვანი მასაჟი. ეს ერთერთი ყველაზე კრიტიკული და სახიფათო დღეა, სადაც ადამიანები ჩხუბობენ, შფოთავენ, ენერგიას ხარჯავენ ლაქლაქში. ადამიანი აქ დიდ ენეგიას სწორედ ფუჭად ლაპარაკში კარგავს. ჯობია აქტიური ქმედებებისაგან თავშეკავება, დასვენება, საქმეებშიც ეკონომიერი მოქმედება და ენერგიის დაზოგვა. იმარხულეთ და ყველაფერი შეზღუდეთ.
თავი აარიდეთ ყალბ ურთიერთობებს, არასაჭირო კონტაქტებს. აქ ჯობია ჯანსაღად შეაფასოთ ადამიანები, ცხოვრება, მიმდინარე სინამდვილე, მოიშოროთ ნიღაბი. წინააღმდეგ შემთხვევაში შეგხვდებათ თქვენსკენ მომართული დაცინვა, უხეშობა, უზრდელობა და სასტიკი მატერიალიზმი.
ამ დღეს დიდია ქურდობის ალბათობა. თუ სახლიდან გასვლისას შეგხვდებათ ადამიანი სავსე ჩანთებით, ჩათვალეთ რომ ცხოვრებაში მიდიხართ სწორი გზით. თუ ცხადში ან სიზმარში ხედავთ ელვას, ეს გაფრთხილებაა იმის შესახებ, რომ ჯერ ვერ მოერიეთ საკუთარ სიამაყესა და ქედმაღლობას.
დღე უკავშირდება მერწყულს. ეს ერთერთი სახიფათო დღეა. აქ თქვენი დევიზი მორიდებულობა უნდა გახდეს. თუ არ აყვებით ცდუნებას, ესეიგი გამოცდა წარმატებით გაიარეთ. ზედმეტი არ ისაუბროთ და იყავით წყნარად.
მთვარის ოცდამეექვსე დღე თქვენგან ითხოვს საურთიერთობო წრის ყურადღებით გადახედვას. აუცილებელია ყალბი კონტაქტებისა და ეგოისტი ადამიანების მოცილება. ამ დღეს თუ შეხვდებით ადამიანს, რომელსაც მოაქვს წყლით სავზე ჭურჭელი, ესეიგი თქვენ სწორ გზაზე დგახართ.
ამ დღეს არ ღირს ცურაობა აუზში ან მდინარეში, აბაზანის მიღებაც კი შხაპით ჩაანაცვლოთ ჯობია. თუმცა დღის სამკურნალო ენერგეტიკას ხსნის რუსული ცოცხების საუნა და კარგი მასაჟი. ამ დღეს უკუჩვენება აქვს ბარძაყის დაავადებების მკურნალობას. იმისათვის რომ თავი აარიდოთ ტკივილებს, ამ დღეს ნაკლები ირბინეთ, შეზღუდეთ ფიზიკური დატვირთვა. მთვარის ენერგეტიკა აქ კარგ ეფეტს იძლევა კანის საფართან მანიპულაციებთან, მასაჟთან, აკუპუნქტურასთან.
ამ დღის განსაკუთრებით დიდი საფრთხეა ძვლის მოტეხილობა. შავი დღეა, დაკავშირებულია საკუთარი ფასეულობის სისტემების გადაფასებათან. დღეს ჩვენ საკუთარ თავს საპირისპირო კუთხიდან ვხედავთ. შესაძლოა დიდად კმაყოფილი არ დავრჩეთ იმით, რასაც დავინახავთ ამ კუთხით, მაგრამ ასეთები გავხდით საკუთარი ნებით და ჩვენვე შეგვიძლია ამის შეცვლა. დღეს კარგია კვებაში და სექსში თავშეკავება. აქ ადვილია ენერგიული გამოფიტვა.
დღის პირველი ნაწილი წარმატებულია. აქ გადაჭერით უფრო მეტად ძველი პრობლემები. დღის მეორე ნახევარში მოერიდეთ ახლობლებთან კონფლიქტს. ხელი არ მოაწეროთ დოკუმენტებს! არ გადააჭარბოთ სიჩქარეს ავტომობილის მართვისას, ეს ძალიან სახიფათოა!
ჯანმრთელობა და მკურნალობა:
სასარგებლოა რუსული აბანო, ყველანაირი მასაჟი.
მთვარის ოცდამეექვსე დღე შესაფერისია ორგანიზმის საერთო გამაჯანსაღებელი პროცედურებისათვის. ეს სასიკეთო პერიოდია, როცა ორგანიზმი გამოდევნის ყველაფერ არასაჭიროს. მაგრამ დრეს რეკომენდირებულია ფიზიკური აქტივობის შემცირება, რადგან მაღალია ყველანაირი ტრამვებისა და მოტეხილობების ალბათობა. აქ მისაღებია წყნარი ვარჯში სტატიკური დატვირთვით. მაგ. იოგა, ფილატესი.
გამწმენდი პროცედურებისათვის შესაფერისია საუნა, მშრალი ორთქლის აბაზანები. ეს დღე იდეალურია კანის მოვლის კომპლექსებისათვის. კარგ ეფექტს იძლება მასაჟები, კოსმეტიკური პროცედურები, აკუპუნქტურა. ამ დღეს არაა რეკომენდირებული აბაზანის მიღება და ბუნებრივ წყლებში ბანაობა. ეს ჩაანაცვლეთ უბრალო შხაპით.
კვებას დღეს მარხვა მოუხდება. შესაფერისი დროა შიმშილობისათვისაც. რაციონიდან ამოიღეთ ხორცი და მძიმე საკვები. კარგია ბოჭკოვანი პროდუქტები. შეზღუდეთ ხილი და ბოსტნეული, რომლებსაც დიდი რაოდენობით წვენი აქვთ. ითვლება რომ ამ დღეს უნდა მიირთვათ შტოში.
სამედიცინო კუთხით, მთვარის ოცდამეექვსე დღეს სუსტია ბარძაყის ზონა. ამიტომ ფეხებზე დატვირთვა არაა რეკომენდირებული. აქ შესაძლოა ქრონიკული დაავადებების გამწვავება. მთვარის ამ დღეს დაწყებული ავადმყოფობა სახიფათო არაა, არ ახასიათებს რა სიმტომების ფართე სპექტრი. ამიტომ სასურველია მკურნალობას სიფრთხილით მიუდგეთ და შეარჩიოთ გამაჯანსაღებელი კომპლექსური მეთოდიკა.
დღე საიკეთოა კოლექტიური მუშაობისათვის. არაა სასურველი მჯდომარე რეჟიმი, პასიურობა და ჩაკეტილობა. დღე გაატარეთ მუშაობაში და კომუნიკაციაში.
სუსტია ბარძაყი. ამ დღეს მიღებული მენჯის ტრამვა, უკიდურესად სახიფათოა.
თმის შეჭრა:
თმის შეჭრისათვის პოზიტიური დღეა. ამ პროცედურას არ მოყვება საბედისწერო ცვლილებები, თუმცა ვარცხნილობა გამოდის საოცრად ლამაზი.
საკვები:
დღის საკვებია თევზი, მწვანილეული, კარტოფილი.
ამ დღეს მიირთვით ბერი თევზი და მწვანილი. უკუჩვენება აქვს სითხით სავსე მგრვალ ხილსა და ბოსტნეულს. არ მიირთვათ ხორცი. მოერიდეთ კვამლს. ამ დღეს არ ამოიღოთ კბილი.
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები. ბალახების შეგროვება:
მაგიურ მცენარეებთან მუშაობა: ძირმწარა, უკადრისა და პირწმინდა, ლეშურას ფესვი.
მაგიური წესჩვეულებები და რიტუალები:
ჯადოს მოხსნა. ჩხუბის, ქონების წართმევის, ეჭვიანობის გასაძლიერებელი, გათვალვის, განქორწინების, საქმის გაფუჭების, ყველანაირი ცუდის მომტანი რიტუალები. ასევე, ჯადოს მოხსნა ინტელექტის დაცემაზე და სიგიჟეზე, ალკოჰოლიზმზე და ნარკომანიაზე, აზარტულ თამაშებზე და მავნე ჩვევებზე, ციხიდან დახსნაზე. თილისმების, ამულეტების, პანტაკლების დამზადება, განსაკუთრებით სიყვარულისა და მასთან დაკავშირებული საშიშროებებისათვის. მუშაობა მეტალებთან: რკინა, ვერცხლი, ტყვია, კალა. მედიტაცია გამდნარ მეტალებზე (ტყვია, კალა) მუტაგენური ინფორმაციული ზონების დასადგენად.
მთვარის ოცდამეექვსე დღე ენერგიის გადახარჯვასთან დაკავშირებული მთვარის ციკლის ბოლო მძიმე დღეა. ამიტომ დღეს რეკომენდირებულია ფიზიკურ დონეზე პასიურობა, აქტიური ქმედებების გარეშე. ისევე როგორც წინა დღეს, დღესაც სასურველია დროის უმეტესი ნაწილის საკუთარ შინაგან სამყაროზე დახარჯვა. ყური დაუგდეთ საკუთარ აზრებს, სურვილებს, საკუთარ ეგოს. ესაა პერიოდი, როცა იხსნება შესაძლებლობების გვერდიდან ჯანსაღად შეფასების საშუალება. საგნებს დაინახავთ ისეთს, როგორებიც არინ სინამდვილეში.
მთვარის ოცდამეექვსე დღე ენერგიული და სტაბილურია. დღის სიმბოლოებია ბაყაყი და ჭაობი, ადამიანის ბნელი მხარეებისა და სულიერი გახრწნის განსახიერება. მეორე მხრივ დღე გადის მერწყულის ნიშნის ქვეშ, რომელიც წარმოადგენს გარდამავალ წერტილს, ადამიანის მიერ თავისი ცხოველური ბუნების გადალახვასა და სულიერი განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლას შორის. ამასთან დაკავშირებით ვლინდება დღის მუდმივი არასტაბილურობა, რომლის მიმდინარეობისას თქვენ ქანქარასავით ირყევით, უსასრულოდ გადააფასებთ რა ადრე დადგენილ პრიორიტეტებსა და პრინციპებს, შინაგან ფასეულობებს, რამაც შედეგად შესაძლოა მიგიყვანოთ გადაწყვეტილებამდე, რომელიც არ მოგეწონებათ.
მთვარის ოცდამეექვსე დღეს არასტაბილურია როგორც თქვენი, ასევე სხვა ადამიანების ემოციური ფონი. დღის კლებად ენერგიასთან შერწყმით ამას მივყავართ ნეგატიურ ემოციებამდე, აგრესიამდე, ხშირად დეპრესიამდე და გამოფიტვამდეც კი. ამიტომ დღეს რეკომენდირებულია ყურადღებით ვიყოთ საკუთარი მდგომარეობის მიმართ, არ ავყვეთ დღის მოვლენების პროვოკაციასა და ნეგატივს. მთვარის ამ დღეს ჯობია ძალისხმევა მიმართოთ კონცენტრაციის, ფიქრისა და ყურადღების მიმართ. სასურველია მოერიდოთ შფოთვას, ფუჭად ლაპარაკს, რაც ადვილად წაგართმევთ ისედაც კლებისაკენ მიმავალ ენერგიას.
მთვარის ოცდამეექვსე დღე თავისებური კონტროლის დღეა. კარგია თუ გარე მოვლენებს მიიღებთ განდგომითა და თქვენს მიღმა გაშვებით. ამ გამოცდის გავლაში დაგეხმარებათ სულიერი პრაქტიკები და ასკეზები, სიმშვიდის და კონცენტრაციის მდგომარეობაში შეყავთ რა მათ თქვენი მშფოთვარე გონება. მთავარია, რომ თვითკრიტიკულობა არ გადაიზარდოს თვითგმევაში, ხოლო საკუთარი წარმატებების შეგრძნებამ არ მიგიყვანოთ სიამაყესა და ქედმაღლობამდე. ამ დღეს კარგია საკუთარ თავში მოთმინების გამომუშავება, არ განიკითხოთ და ცუდი არ უსურვოთ სხვებს. დღევანდელი თქვენი შეფასებები არ იქნება ობიექტური.
ამ დღეს ჯობია თავი შეიკავოთ მკითხაობისაგან. დაისვენეთ.
დღეს ხდება საკუთარი წარმატებებით ტკბობა, ამიტომ ძალიან სახიფათო დღეა. რადგან ძალებს ვკარგავთ საუბრისას, ეცადეთ ძალიან ნელა და მშვიდად ისაუბროთ.
მთვარის ოცდამეექვსე დღეს კარგია თავშეკავება და მარხვა, დასვენება. ნუ ამოიღებთ კბილს, არ დაიწყოთ არაფერი ახალი, თორე გაიჭედებით ვით ჭაობში. კარგია მასაჟი და ოფლის გამოდინება. თავი აარიდეთ კვამლს, რომელსაც შეუძლია ჩვენი შეხედულებების დამახინჯება საკუთარი თავის შესახებ, დღეს ხომ ილუზიებიც ხელს გვიშლიან ამაში.
მთვარის ოცდამეექვსე დღე სახიფათოა ძარცვით არა მარტო ფიზიურ დონეზე, არამედ შესაძლოა განხორციელდეს აზრებისა და ემოციების ქურდობაც. ამიტომ არ იფორიქოთ, არ გამოავლინოთ ქედმაღლობა და სიამაყე.
ამ დღეს არ მიირვათ მრგვალი ბოსტნეული (კომბოსტო, გოგრა და ა. შ.). უპირატესობა მიანიჭეთ კარტოფილს, თევზსა და მწვანილეულს.
დღის მთავარი საშიშროებაა ძარცვა. რადგან მთვარის თვე მთავრდება და ენერგია კლებაში მიდის, მშიერი „ვამპირები“-ადამიანები რომლებსაც არ ყოფნით თავისი ენერგია, მთელი ძალებით ცდილობენ მის აღდგენას. განსაკუთრებით იმატებს ამისი რისკი საუბრისას. ამიტომ დღეს მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები და ფუჭად საუბარი. თუ აუცილებელია სადმე წასვლა, სახლიდან გასვლამდე აუცილებლად დაიყენეთ რომელიმე დამცავი, მთვარის მე-9 და 23-ე დღის პრაქტიკებიდან.
მეორე საშიშროებაა საკუთარი თავისა და მოვლენების დამახინჯებული აღქმა. არასასიკეთო დღეები ხასიათდება ძლიერი გრავიტაციული რყევებით. ისინი გადაასხვაფერებენ მთელი ორგანიზმის მუშაობის რითმს (ის ხომ იძულებულია შეეწყოს მას) და ძალიან ცუდ გავლენას ახდენენ ფსიქიკაზე. დღეს „კისრის მოტეხვა“ და ყველაფრის გაფუჭება ძალიან ადვილია. ამასთან დაკავშირებით იკრძალება სწორედ სერიოზული საქმეების წამოწყება. აქ შესაძლოა ან გადაამეტოთ ან პირიქით, სათანადოთ ვერ შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები და დამარცხდეთ. თუმცა, საკუთარი თავის შეფასებაში გარშემომყოფებიც შეცდებიან დღეს. თუ თქვენ გაკრიტიკებენ, ესეიგი ძალიან შეცდით საკუთარი თავის შეფასებაში, ამიტომ აქვს აზრი ამ კრიტიკის მოსმენას, სხვისი აზრის მიღებას. ხოლო დაბალი თვითშეფასების ადამიანები დღეს ქებას მიიღებენ.
დღეს გაუფრთხილდით ფულს. საერთოდ მთვარის თვის დასასრულს არ ღირს მსხვილი შენაძენის გაკეთება. მთვარის ოცდამეექვსე დღე არაა შოპინგისთვის სასიკეთო დრო. არის ფულის გადახარჯვისა და დაკარგვის რისკი. აგრეთვე, ამ პერიოდში არაა საჭირო ვალდებულებების აღება, ხელშეკრულებების დადება, ვალის გაცემა და აღება. მოიცადეთ სანამ თვე დასრულდება.
დღე გაატარეთ მშვიდად, მარტოობაში, ან თქვენთვის მისაღებ ადამანებთან ერთად. თუ ეს არაა შესაძლებელი ეცადეთ არ მოხვდეთ კონფლიქტებში და არ აყვეთ ჭორებს. დღეს ბევრი რამ აღიქმება მტკივნეულად, გამაღიზიანებლად. არ მიიღოთ არაფერი გულთან ახლოს. ეცადეთ ყველა მოვლენას შეხედოთ ისე როგორც სპექტაკლს, შორიდან. მთვარის თვის დასასრული სასიკეთოა ჯადოს მოსახსნელად და ოცდამეექვსე დღე მათ შორის საუკეთესოა. თუ რა არის ჯადო და რა შედეგი მოაქვს მას, თქვენ უკვე იცით. ჯადო ვლინება როგორც წესი ავადმყოფობის სახით, მძიმე ნევროზის ან ტოტალური წარუმატებლობის სახით ცხოვრების რაიმე სფეროში, რომელსაც არ მოეპოვება გონივრული ახსნა. დავუშვათ, თუ გაკეთებულია ჯადო სიღარიბეზე, ადამიანი ძლივს ინახავს თავს, მას ფული არ ყოფნის ყველაზე მწირი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლადაც კი. მას მუდამ ქურდავენ, ვერ ახერხებს სამსახურის შოვნას, ან დიდი ხნით ვერ მაგრდება ვერცერთ სამსახურში. ეს რომელიმე მიზეზი საკმარისია იმისათვის, რომ დავფიქრდეთ ჯადოს არსებობის შესახებ. აქ კი არ ვიმკითხავებთ ამის შესახებ, არამედ მივმართავთ დიაგნოსტიკის სპეციალურ მეთოდიკას ქათმის კვერცხის მეშვეობით. ის დაგვეხმარება ზუსტად დავადგინოთ გაქვთ თუ არა გაკეთებული ჯადო, მერე კი მივხედოთ მის მოხსნას.
გაქვთ თუ არა ჯადო:
ჯადოს დიაგნოსტიკისათვის დაგჭირდებათ ერთი ჭიქა განაყინი (აუცილებლად) წყლით და ქათმის ახალი კვერცხი. კვერცხი ფრთხილად გატეხეთ ჭიქის ზემოთ და ჩააგდეთ წყალში. დაიჭირეთ ეს ჭიქა მარჯვენა ხელში და მოითავსეთ კინკრიხოს ზემოთ რამოდენიმე წუთით. შემდეგ დააკვირდით კვერცხს. თუ კვერცხის გულიდან წყალში გადის მედუზას ცაცების მზგავსი ძაფები, რომლებიც ბოლოვდება ბუშტულებით, ჯადო არსებობს. დიაგნოსტიკის შემდეგ წყალი გადაღვარეთ უნიტაზში.
ჯადოს მოხსნა:
ჯადოს ანეიტრალებენ შელოცვებით, შელოცვილი წყლისა და ბალახების ნაყენის დალევით. როგოც წესი, ერთ სეანსზე ჯადოსაგან ვერ თავისუფლდებიან. აქ საჭიროა მთელი კურსი და მისი დაწყება სწორე მთვარის ოცდამეექვსე დღესაა რეკომენდირებული (შესაფერისია მე-19 და 29-ე დღეებიც). ოქროს წესი: თუ გსურთ რაიმეს მოცილება, ეს გააკეთეთ კლებად მთვარეზე, მთვარის თვის დასარულს.
ჯადოს მოცილება განაყინი წყლით:
ეს პროცედურა კეთდება ყოველდღიურად 10 დღის განმავლობაში.
-
ჩაასხით ჭურჭელში განაყინი წყალი და სამჯერ წაიკითხეთ ლოცვა „მამაო ჩვენო“.
-
საკუთარი სიტყვებით მიმართეთ ღმერთს და სთხოვეთ პატიება ცოდვებისათვის და ჯადოსგან განთავისუფლება.
-
წყალზე წაიკითხეთ „ჯვარი პატიოსანის“ ლოცვა, კითხვისას გარდაისახეთ პირჯვარი.
-
უკვე ნაკურთხი წყალი აიღეთ მუჭით და დაიზილეთ ტანი, თან თქვით ლოცვა.
ჯადოს გადატანა ქათმის კვერცხზე:
ქათმის კვერცხს არამარტო დიაგნოსტირება შეუძლია, არამედ ჯადოს მოხსნაც. ეს ყველაზე ძლიერი მეთოდია.
ყოველ საღამოს, ძილის წინ, განაყინი წლით სავსე ჭიქაში ჩააგდეთ უმი კვერცხი და დაიდგით საწოლის თავთან, რაც შეიძლება თავთან ახლოს სიტყვებით: „განვდევნი ყველა უწმინდურს ღვთის, სულიწმინდის, ცხოველმყოფელი ჯვრის სახელითა და წმინდანების ლოცვით. ვუბრძანებ ჯოჯოხეთის თავადს- განდევნე მონა ღთისა (სახელი) -გან შენი უწმინდური სული და დაუბრუნე ის თავის ძველ ბატონს, გააგზავნე ის ზღვის სიღმეში და დაამწყვდიე უკუნითი უკუნისამდე რკინის სამი კლიტით, ფოლადის სამი ბოქლომით, დაბეჭდე სოლომონის სამი ბეჭდით, შებორკე ღვთის სამი ლოცვით. შენ კი უწმინდურო სულო, გამოდი მონა ღვთისა (სახელი)-გან მთელი ჯადოთი სამუდამოდ, ამ წუთიდან და საუკუნოდ. ამინ, ამინ, ამინ“!
დილას ჭიქის შემადგენლობა გადაღვარეთ უნიტაზში. ჩაატარეთ პრიცედურა 10 დღე. დილაობით დააკვირდით კვერცხს. რაც უფრო მოხარშულს გავს ის, მით მეტი ჭუჭყი შეუწოვია. ამ პროცედურის ჩატარება შეიძლება ჯადოსა და გათვალვის პროფილაქტიკისათვისაც. ამ შემთხვევაში კვერცხი თავთან იდება მთვარის არასასიკეთო დღეეში (მე-9, მე-19, 23-ე, 26-ე, 29-ე) და სავსემთვარიანობისას (ამ დროსაც ხშირად აკეთებენ ჯადოს).
მეათე დღეს ჩაატარეთ დამასრულებელი რიტუალი: აიღეთ ახალი კვერცხი და დაიხმარეთ ვინმე ახლობელი.
გაიხადეთ და დაწექით ზურგზე. დამხმარემ კვერცხი მთელ ტანზე უნდა გადაგაგოროთ. პროცედურა უნდა დაიწყოს მარცხენა ფეხის თითიდან და გაიროს სხეულის მთელი მარცხენა ნაწილი. შემდეგ გადააგოროს თავის არეში და გადმოვიდეს მარჯვნივ. ჩაუყვეს ქვემოთ და შეაერთოს ისევ მარცხენა ტერფთან. ეს კეთდება სამჯერ. შემდეგ გადაბრუნდით მუცელზე და დამხმარემ გაიმეოროს იგივე პროცედურა უკვე მარჯვენა ტერფიდან, ანუ საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით. სრულდება ასევე სამჯერ. პროცედურის დასრულებისთანავე კვერცხი გაიტანეთ სახლიდან.
ჯადოს მოხსნა შელოცვითა და ბალახების ნაყენით:
აურიეთ ერთმანეთში: თითო ს/კ არყის ხის კვირტი, ნეგოს ყვავილი, კატაბალახას ფესვი, თავშავა, ანგელოზას ფესვი, კრაზანა, ასისთავა, კალენდულას ყვავილი, ჭინჭრის ფოთოლი, ხეჭრელის ფესვი, ცაცხვის ყვავილი, ვირისტერფა, პიტნა, ბაბუაწვერას ფესვი და ფოთლები, მრავალძარღვა, შავბალახა, აფთიაქის გვირილა, ფიჭვის კვირტი, ჭაობის ბერულა, ფარსმანდუკი, ბეგქონდარა, სალბი, ევკალიპტი. არაუშავს თუ 3-4 დასახელების ბალახი დაგაკლდებათ. ბალახეული აურიეთ მარჯვენა ხელის თითით საათის ისრის მიმართულებით და იჩურჩულეთ შელოცვა:
„ღვთის შვილი (სახელი) ლოცვითა და პირჯვრის წერით გავალ სახლიდან კარით, ეზოდან ჭიშკრით, სუფთა მინდორში აღმოსავლეთით. იქ დამხვდება ოკეანე, ლური ზღვა. იმ ოკეანეში, ლურჯ ზღვაში დევს თეთრი ქვა. იმ ქვაზე დგას ოქროს ეკლესია, იმ ოქროს ეჯლესიაში დგას ოქროს ტახტი, იმ ოქროს ტახტზე ზის თვით იესო ქრისტე, მთავარანგელოზი მიქაელი, მთავარანგელოზი გაბრიელი, იოანე ნათლისმცემელი, წმინდა გიორგი, წმინდა ნიკოლოზი. მთავარი წყლით, ნაკურთხი წყლით მაკურთხეთ მე ღვთის შვილი (სახელი), თვალი და ჯადო განდევნეთ ჩემგან. ჩემს გარშემო წრე შექმენით, რკინისა და ფოლადის. 120 ვერსზე მზერა არ მომწვდეს, თვალმა ვერ დამინახოს. გამოუშვით ცეცხლოვანი ხელი და ციური ელვა! თავს ვიცავ მე ღვთის შვილი (სახელი) ჯადოქრისაგან, მჩხიბავისგან, უწმინდურისაგან, ორცოლიანისაგან, სამცოლიანისაგან, ორკბილიანისაგან, სამკბილიანისაგან, მსუბუქი ქალისაგან, ყველანაირი ბოროტი ადამიანისაგან. ბოროტ ადამიანს მეხის ისრები, ელვის ცეცხლი არ გააფუჭებს. აიღოს ბოროტმა ადამიანმა თავისი თეთრი ხელებით თავისი კაჟის დანა, დაჭრას თავისი თეთრი სხეული, დაგლიჯოს თავისი თეთრი სხეული თავისივე თეთრი კბილებით. ჩემი ბაგე-გასაღები, ენა-ბოქლომი. სახელითა მამისათა, ძისათა და წმინდისა სულისათა, ამინ“!
10 ს/კ ბალახის ნარევს დაასხით 6 ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე, დააფარეთ თავსახური და იდგეს 2-3 საათი. გაწურეთ. მიღებული ნახარში გაანაწილეთ სამ ულუფად და მიიღეთ სამი დღის განმავლობაში. მერე დაამზადეთ ახალი. სრული კურსია 10 დღე.
იგივე საშუალებას იყენებენ გათვალვისა და ჯადოს პროფილაქტიკისათვის. ამ მიზნით ნაყენს სვამენ მთვარის არასასიკეთო დღეებში (მე-9, მე-19, 23-ე, 26-ე, 29-ე) და სავსემთვარიანობისას.
მთვარის ოცდამეექვსე დღეს უნდა გავიაროთ ისევე, როგორც ყველა რთულ დღე. ვერიდებით ენერგიის დახარჯვას, გავდივართ შერჩევით კონტაქტებზე, ფულს არ ვანიავებთ, ფიზიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვა დაგვყავს მინიმუმამდე. თუ ეჭვი გაქვთ ჯადოზე, ვიტარებთ დიაგნოსტიკას, რათა ვიცოდეთ დაზუსტებით და აუცილებლობის შემთხვევაში დავიწყოთ მკურნალობა.
განსაკუთრებული გაფრთხილება:
ამ დღეს არ შეიძლება ანაჰატაზე ზემოქმედება. არა რეკომენდირებული ასტრალში შესვლა და მასთან მუშაობა. ამ დღეს მოერიდეთ ჩხუბს, ფორიაქს, ბევრ ლაპარაკს. დიდია ქურდობის ალბათობა.
დღის ნიშნები:
მთვარის ოცდამეექვსე დღეს ჩვენ გზა გვეხნება მასწავლებლისაკენ, აი რატომ უნდა ვიყოთ კონტაქტებისას შერჩევითი. ეს ის ადამიანია, რომელიც საჭირო მომენტში გეტყვით რა გჭირდებათ. მთვარის ოცდამეექვსე დღეს ყურადღებით იყავით მათთან, ვინც გაქებთ და ხიბლში გაგდებთ. ჯობია იმ ადამიანის მიღება, ვინც გაკრიტიკებთ და თვლის რომ არ ხართ მართალი.
ამ დღეს კარგია ადამიანის დანახვა სავსე ჩანთით ან სავსე ჭურჭლით, განსაკუთრებით მაშინ როცა პირველად გადიხართ სახლიდან. სახლში ყოფნისას თქვენ ამითვე ხართ დაცული, ხოლო გასვლისას შეგნებულად უნდა დახუროთ თქვენს უკან კარი. ზღურბლზე გადასვლისას აუცილებელია მენტალურად იცოდეთ რომ გაქვთ დაცვა ახალ სამყაროში. გამოდგება ყველანაირი დამცავი სიტყვები ზღურბლზე გადასვლისას, რადგან სახლის ზღურბლი ითვლება გამწმენდ ადგილად. თუ ის დამუშავებულია, მტერს არ მისცემს შემობიჯების საშუალებას. მაგრამ ჩქვენ ხშირად სახლიდან უბრალოდ გავდივართ. აუცილებელია სარკეში ჩახედვა და საკუთარი ორეულის გაყოლება. თუ რატომღაც შემობრუნდით, მეორედ ჩაიხედეთ სარკეში. შეიძლება შეხედოთ საკუთარ ფეხებს. ხელის თითები და ფეხები წარმოადგენენ ენერგეტიკული არხების გასასვლელებს. თუ შეაერთებთ ოთხ თითს, მათზე კი ზემოდან გადაიდებთ ცერას, შეხედავთ ორივე ხელს და იტყვით: „შიშველო ფრჩხილებო, გაუშიშვლე თვალები ბოროტ ადამიანებს“, ეს იქნება თვალისაგან დაცვა მთელი დღის განმავლობაში. მერე გადააფურთხეთ სამჯერ მარცხენა მხარს მიღმა. შეიძლება ამის გამეორება სამჯერ. მარცხენა მხარეს ჩვენ დემონი გვყავს, მარჯვნივ კი ანგელოზი. ყოველთვის როცა გაიგონებთ ცუდს, არ მიიღოთ ის საკუთარ თავზე, ბევრ ადამიანს უნდა ჩვენი გათვალვა. ჯობია თქვათ: „ამცდი მე“. მთვარის ოცდამეექვსე დღეს უკავშირდება კუნდალინის ჩაკრა. არასწორი თვითშფასების აღმოჩენა შეგვძლია იმის მიხედვით, თუ როგორ გვექცევიან ადამიანები ამ დღეს. თუ ადამიანი ძლიერ ცდება საკუთარი თავის შეფასებაში, ამ დღეს მას დასცინებენ წვრილმანებზეც და მსხვილმანებზეც. ძალიან კარგი პრაქტიკაა-არაფერი მიიღოთ სერიოზულად. ყველაფერი გაუშვით გვერდზე, თითქოს თვენ არ გეხებათ, განსაკუთრებით თუ მთვარის ოცდამეექვსე დღე ორშაბათიც არის. წარმოიდგინეთ საკუთარი თავი გზაზე დაგდებულ ქვად, რომლის გარშემოც ვითარდება მოვლენები. ესაა ორშაბათის პრაქტიკა და მისი გამოყენება კარგია მთვარის ოცდამეექვსე დღესაც. ყველაფერს შეხედეთ როგორც სპრქტაკლს, არაფერი არ შეიხოთ საკუთრივ თქვენ.
მედიტაცია:
ელვა, სიჩუმე.
წამოწყებები:
ამ დღეს არაფრის წამოწყება არ ღირს, რადგან მიიღებთ მხოლოდ დანაკარგს. რეკომენდირებულია მარხვა და თავშეკავება.
ამ დღეს ჩასახული ადამიანი იქნება მდიდარი. ექნება ცხოვრებისეული მიღწევები, წარმატება, დიდება, მაგრამ ელოდება სახიფათო ქედმაღლობა. სახიფათო იმიტომ, რომ ყველაფრისათვის გადაიხდის- რასაც დათესავს, იმასვე მოიმკის. ფასი წარსული ცოდვებისათვისაც და ჩადენილინ სიკეთისათვისაც მაღალია.
მათთვის, ვინც დაიბადა მთვარის ოცდამეექვსე დღეს.
მთვარის ოცდამეექვსე დღეს დაბადებულები პრაქტიკულად სრულიად ირეკლავენ ამ დღის ხასიათს. ბავშვები თავიანთი ბუნებით, როგორც წესი ჩუმები და წყნარები არიან, მაგრამ აქვთ ორმაგი ხასიათი. მიუხედავად გარეგნული სიზანტისა, ზოგჯერ კი მოჩვენებითი განდგომისა, ისინი ცხოვრობენ საკმაოდ აქტიური შინაგანი ცხოვრებით. მათი შინაგანი სამყარო მუდმივად განიცდის თვითანალიზსა და გადაფასებას. ხოლო დასკვნები ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგოა, ნაწილობრივ იმიტომ რომ მთვარის ამ დღის ადამიანები ხშირად ექცევიან სხვისი გავლენების ქვეშ და მართულები არიან.
მთვარის ოცდამეექვსე დღეს იბადებიან ძლიერი ადამიანები, რომელთაც ხელეწიფებათ ცხოვრებისეული გამოცდების გავლა, რის შემდეგაც აღწევენ სულიერ სისუფთავესა და სიმდიდრეს. ითვლება, რომ სწორედ ამაში მდგომარეობს მათი ცხორების აზრი-ბავშვობიდანვე სულიერი განვიარება, საკუთარ თავთან მუშაობა, ქედმაღლობის, შურისა და სიამაყის ამოძირკვა. ამიტომ ცხოვრების განმავლობაში მათთვის სასურველია ასკეზები, აღთქმის დადება და შესრულება, მოკრძალების გამოვლინდება და სულგრძელობის განვითარება. ამ სახით ამ დღეს დაბადებულები შეძლებენ ახალი გამოცდილების შეძენასა და ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადასვლას.
მთვარის ოცდამეექვსე დღის ადამიანები ძალინ ნიჭიერები არიან. წარმატების მიღწევა ყველანაირ სფეროში ძალუძთ. ასეთ ბავშვს პატარა ასაკიდანვე უნდა ვასწავლოთ მიღებულ ინფორმაციასთან მუშაობა და ყველაფერი არასაჭიროს გამოხშირვა. ასეთ შემთხვევაში ისინი შეძლებენ კარგი შედეგების მიღწევასა და ბედნიერების მიღებას. მაგრამ ამ ადამიანებს ესაჭიროებათ საკუთარი თავის კონტროლირება, რათა მათი წარმატების სიხარული არ გადაიზარდოს თვითგანდიდებასა და ქედმაღლობაში. მათ მხოლოდ საქმის არსში წვდომა ესაჭიროებათ და არა ზედმეტობები. ამ ადამიანებს ფუჭად ლაპარაკი აკარგვინებს დიდ ენერგიას.
მთვარის ოცდამეექვსე დღის ადამიანებს ძალიან რთული, მძიმე ცხოვრება აქვთ, იმიტომ რომ მათში მიმდინარეობს მუდმივი შინაგანი თვითშეფასების პროცესი. ჯობია ჩუმად იყონ, რადგან საუბარში კარგავენ ენერგიის დიდ ნაწილს. ჩვეულებრივ, ასეთი ადამიანები ამას ინტუიციურად გრძნობენ და გაჩუმებულები არიან. მთვარის ოცდამეექვსე დღის ადამიანებისათვის საკუთარი სულიერი დონის ამაღლების ერთერთი ხერხია საკუთარი პირობების შესრულება. ეს ხელს უწყობს იმ ენერგიის რეალიზებას, რაც მათ გააჩნიათ. ძნელია, მაგრამ აუცილებელია. საერთოდ მთვარის მეოთხე ფაზაში დაბადებულებს აქვთ დიდი გამოცდილება. ისინი უკვე ბევრ რაიმეში ცდუნდნენ და ამიტომ იციან თუ როგორ უნდა იცხოვრონ.
სიზმრები:
მთვარის ამ დღეღამის სიზმრები აჩვენებს თუ რამდენად დიდია თქვენი სიამაყე და თვითსიყვარული. თუ სიზმარში ვართ წარმატებულები, ძლიერები და კმაყოფილები, ესეიგი ციდან მიწაზე დაშვებისა და მდგომარეობის საღი თვალით შეფასების დროა. თუ გვესიმრება საკუთარი თავი სიღარიბეში და უბედურებაში, ესეიგი თვითშეფასების ამაღლებისა და საკუთარი თავის პატივისცემის დროა. თუ ცხადში ან სიზმარში ხედავთ ელვას, ეს გაფრთხილება გთხოვთ საკუთარი სიამაყისა და ქედმაღლობის მოთოკვას. მთვარის ოცდამეექვსე დღე ერთერთი ის პერიოდია, როცა ჩვენ შეგვიძლია საგნების ჭეშმარიტი სახის დანახვა. და თუ დღეს სხვადასხვა ფაქტორები ხელს გვიშლის სიტუაციის ჯანსაღ შეფასებაში, სიზმარში ქვეცნობიერი გვერდს უვლის რა გონებას, ამდენად გვაწვდის სუფთა ინფორმაციას. მთვარის ამ დღის სიზმრის ზუსტი ახსნა თქვენ დაგეხმარებათ თქვენი საკუთარი ნათელი და ბნელი მხარეების აღქმაში.
მაგ. თუ თქვენს თვისებებს შორის გამორჩეულია ქედმაღლობა, სიამაყე, ყოვლისშემძლეობის შეგრძნება, ეს იმის ნიშანია რომ რეალურ ცხოვრებაში გადასაფასებელი გაქვთ ქმედებები და საქციელი, გაკლიათ საკუთარი თავის ადეკვატური შეფასება. შესაძლოა თქვენი ეგოიზმი თქვენზევე ბატონობს. და პირიქით. თუ სიზმარში დაბალი თვითშეფასება გაქვთ, ესეიგი სინამდვილეში არ აფასებთ საკუთარ თავს. ამ შემხვევაში უნდა ეცადოთ გადააფასოთ საკუთარი თავი და აღმოაჩინოთ მასში ღირსეული თვისებები.
ქვები:
ყვითელი ნეფრიტი, ჟადეიტი, ქრიზოპრასი.