top of page
Sphere on Spiral Stairs

მთვარის XXX დღე

მთვარის XXX დღე

სიმბოლოები:

ოქროს გედი

დღის მახასიათებლები და მნიშვნელობები:

მთვარის ეს დღეღამე არ გვაქვს ყველა მთვარის თვის განმავლობაში და ამდენად მისი გამოყენება აუცილებელია. ესაა შედეგების შეჯამების დღე, სიყვარულისა და შენდობის, უდიდესი საზღვრისა და სრული ჰარმონიის დღე. ახლა ჰარმონიის დროა, სადაც დედამიწაზე ისევ იმარჯვებს სინათლე, სიკეთე და სიყვარული.

ამ დღეს ყურადღებით უნდა გაიაზროთ საკუთარი გზა და ეცადოთ ჩამოიშოროთ ყველა ცოდვა. უნდა განიწმინდოთ, განახლდეთ ახალი ცხოვრებისათვის, ჩამოიბანოთ ძველი, მოიშოროთ ყველაფერი არასაჭირო, მობეზრებული, აპატიოთ ყველას და დაამყაროთ სამყაროსთან სიყვარული და მშვიდობა. ესაა სულიერი ინიციაციისა და განვითარების ახალ წრეზე გადასვლის დღე. მადლობა უძღვენით გასულ თვეს იმ  გამოცდებისათვის და აღმოჩენებისათვის, რომელიც მან მოგიტანათ. და სუფთა გულით მოემზადეთ მთვარის ახალ თვეში შესაბიჯებლად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შედეგების შეჯამება მზის დაბნელების წინ. ამით აუცილებლად ისარგებლეთ. ესაა შედეგების შეჯამების, პატიებისა და სიყვარულის დღე. ანალიზის შემდეგ საკუთარ თავთან  მოინანიეთ  ყველა ცოდვა.

მთვარის ოცდამეათე დღე წარმოადგენს „პარატა მთვარის დაბნელებას“. ჩვენ ამ დღეს გვეძლევა შესაძლებლობა განვთავისუფლდეთ იმისაგან, რაც აღარ გვჭირდება. აქ საჭიროა საქმეების დასრულება და ვალების გადახდა.

მთვარის ოცდამეათე დღეს კარგია სახლის გაწმენდა და სახლში თილისმის შეტანა. განსაკუთრებით კარგია თუ ნალს დაკიდებთ შესასვლელ კარზე, შიგნიდან. ასევე ზღურბლის ქვეშ დააწყვეთ ქვები. ეს აძლიერებს სახლს, ოჯახს. კარგია  შავი გრანიტი ლურჯი ლაქებით, რომელიც ისე დააწყვეთ კარებებს შუა, რომ იქცევდეს ყურადღებას. ზღურბლი ამ დღეს არ იწმინდება. აქ დებენ დამცავ ნიშნებს ჯვრის ან ვარსკვლავის სახით.

 დღეს უნდა დაასრულოთ ამ თვეში დაწყებული ყველა საქმე, ახლის დაწყება არაა საჭირო, გეგმებიც კი არ დასახოთ. ამისათვის დაელოდეთ მთვარის პირველ დღეღამეს. აქ უარყავით შფოთი და ყველაფერი ზედმეტი. იხარეთ ცხოვრებით, იფიქრეთ, დატკბით სილამაზით, ადამიანებს აჩუქეთ სიხარული, გადაიხადეთ ვალები, გაეცით დახმარება. გაწმინდეთ სახლი, მათ შორის თილისმების შეტანით (ნალი).

ესაა თვის ქმედებების შეჯამების, ფიქრის, ყველაფერი არასაჭიროსა და მობეზრებულის  თავიდან მოცილების დღე, სულიერი ინიციაციის მიღებისა და განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლის დღე. მთვარის ოცდამეათე დღეს აქვს ნიშანი:  ძაღლის ყეფა გვამცნობს თვის მანძილზე დაშვებული შეცდომების შესახებ.

ჰარმონიული დღეა, დღე როცა დედამიწაზე ისევ იმარჯებს სინათლე, სიკეთე და სიყვარული. კარგია ამ თვეში დაწყებული საქმეების დასრულება, მაგრამ ახლის დაწყება არ არის რეკომენდირებული, გადადეთ ეს შემდეგი თვისათვის.

განიწმინდეთ, გასუფთავდით ახალი თვისათვის, ჩამოიბანეთ ყველაფერი ძველი, მოინანიეთ ყველა ცოდვა, შეუნდეთ ყველას და იპოვეთ სიყვარული და მშვიდობა სამყაროსთან და საკუთარ თავთან. მადლობა უთხარით წასულ თვეს იმ გამოცდებისა და აღმოჩენებისათვის, რაც მან გამოგიგზავნათ და სუფთა გულით მოემზადეთ მთვარის ახალ თვეში გადასასვლელად.

მთვარის ოცდამეათე დღე ძალიან ნათელი და ჰარმონიული დღეა, რომლის ხანგრძლივობა   რამოდენიმე წუთიდან რამოდენიმე საათამდეა,  და ის არ გვაქვს ყველა მთვარის თვეში. თუ მთვარის თვეს აქვს ოცდამეათე დღე, მოცემული ციკლი წარმატებულად ითვლება. თავისი არსით ეს დღე გასუფთავებისა და განახლების დღეა. ის მიმდინარეობს საკმაოდ ადვილად. დღეს ახასიათებს სასიხარულო, სადღესასწაულო განწყობა, რომელიც არსაიდან ჩნდება და ითხოვს დამატებით ძალებს ამ განწყობის შესანარჩუნებლად. თქვენ უბრალოდ ინტუიციურად გრძნობთ ამ მდგომარეობას და ხართ მასში. როგორც წინა ოცდამეცხრე დღე, ოცდამეათეც,  მოსალოდნელი  ახალმთვარეობის გამო, ენერგეტიკულად ძალიან დატვირთულია. მაგრამ წინა დღისაგან განსხვავებით ამ დღის ენერგეტიკა საკმაოდ დადებითია. ამიტომ მთვარის ოცდამეათე დღე ჰარმონიულად მიმდინარეობს  არამარტო გარეგნულად, არამედ შინაგანადაც. და ეს ჩანს პრაქტიკულად ყველაფერში: საქმეში, ადამიანებს შორის ურთიერთობაში, საკუთარ განწყობაში და გარესამყაროს აღქმაში, ამ სამყაროს მიმართ მტრული განწყობის აბსოლუტურ უქონლობაში. ეს მომენტი ღირს იმად, რომ დააფასოთ ის და ისარგებლოთ მისი შესაძლებლობებით.

მთვარის ოცდამეათე დღე ფიქრის, სულიერი სითბოს, სიყვარულის, მონანიების, ალტრუიზმის დღეა. დღეს სასურველია ცუდი აზრების, შფოთისა და აგრესიის  უგულვებელყოფა. ესაა სილამაზეზე დაკვირვებისა და ყველაფერი მშვენიერით ტკბობის დღე, რომელიც განკუთვნილია იმისათვის, რომ დააჯილდოვოთ ახლობლები სიყვარულით, იზრუნოთ მათზე, აკეთოთ სიკეთე უანგაროდ. ამ დღეს კარგია წყენის პატიება, ვალების დაბრუნება, ქველმოქმედება, მოწყალებისა და შესაწირის გაცემა.

 დღეს გაიხსენეთ გასული პერიოდის ყველა დადებითი მომენტები. თუ ეს დღე დაემთხვა დაბნელების წინა პერიოდს, განსაკუთრებით სასიკეთოა მთვარის თვის შედეგების შეფასება. დღეს გაკეთებული დასკვნები, ის თუ როგორ გაიაზრეთ თვე, კარგ საფუძველს წარმოადგენს შემდეგი თვეებისათვის. და ამას გარდა, ეს დაგეხმარებათ სინანულის გარეშე მოიშოროთ ყველა ზედმეტი და არასაჭირო ტვითი, რაც ხელს გიშლით წინ სიარულში. ასევე, ესაა სწავლისა და შემეცნების დღე. სასიკეთოა კონტაქტები, სადაც შესაძლოა მიიღოთ საჭირო რჩევა ან თანადგომა. ამ დღეს რეკომენდირებულია ქვებთან და თილისმებთან მუშაობა. დღე სასიკეთოა სახლისა და ქვების გასაწმენდად.  დღეს რეკომენდირებულია მსუბუქი საკვები. 

აქ  სახიფათოა გონების გადაღლა, მძაფრი არომატები. მიუხედავად იმისა რომ დღე ძალიან პატარაა, ხშირად სწორედ მის გავლაზეა დამოკიდებული  შემდეგი მთვარის თვე. ამ დღეს ჩადენილი ან ჩაფიქრებული  სიკეთისა და ბოროტების თანაფარდობა პროეცირდება მომავალ მთვარის თვეში და სრულად გვიბრუნდება უკან. ციფრ 30-ს ეძლევა ნების, ყველა არსების მიმართ სიყვარულისა და კოსმიური მოვლენების მნიშვნელობა. აქ აუცილებელია ადამიანებს ვაჩუქოთ სიყვარული და სიკეთე. ამავდროულად კი აღვკვეთოთ ყველანაირი კონტაქტი არაპატიოსან და „ბინძურ“ ნაცნობებთან.

ამ დღის საუკეთესო ქმედებაა: სწავლა, განათლება, ბუნებაზე დაკვირვება, სილამაზის აღქმა. ყველა დაწყებული საქმე დაასრულეთ სწორედ ამ დღეს. რეკომენდირებულია ფულის დაბრუნება, აუცილებელია საქველმოქმედო საქმეების კეთება, მოწყალების გაღება.

მთვარის ოცდამეათე დღე უნდა გაატაროთ აგრესიის გარეშე, სრულ ჰარმონიაში.  შეზღუდეთ კვება და სითხეების მიღება. ამ დღეს ყველაზე დიდი რისკის ქვეშაა ყნოსვის ორგანოები. ყველაზე სუსტია ტერფი და წვივი.

ყველა სამკურნალო ბალახი და სხვადასხვა ბუნებრივი საშუალება, მოგროვილი და დამზადებული ამ დღეს, გამოირჩევა საუკეთესო სამკურნალო ეფექტით.  დღეს ასევე რეკომენდირებულია აქტიური პროცედურები და ცხოვრების ჯანმრთელი წესი.

ეს დღე კალენდარში ხშირად აღინიშნება როგორც ნულოვანი დღე. დაიმახსოვრეთ, ის არ აქვს მთვარის ყველა თვეს. დღე კარგია თილისმების დასამზადებლად, ქვებთან და დამცავებთან სამუშაოდ.

ვინაიდან მთვარის ოცდამეათე დღე ძალიან მოკლეა, მისი დაფიქსირება ძნელია. მაგრამ ეცადეთ არ გამოგრჩეთ, რადგან ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მისი ენერგია აუცილებლად გამოიყენეთ. თუ ამ დღეს თქვენ მაინც ვერ მოახერხეთ კარგ ხასიათზე ყოფნა და მოგეძალათ მძიმე ფიქრები, ესეიგი ბევრი ნეგატივი დაგიგროვდათ და კიდევ უფრო მეტადაა აუცილებელი მათგან განთავისუფლება. ამისათვის კი თქვენს განკარგულებაშია მთვარის მე-9, მე-19, 23-ე და 29-ე დღის პრაქტიკები. თუ კარგ ხასიათზე ხართ, ხომ შესანიშნავი! ესიგი თქვენ მთვარის ეს თვე ჰარმონიულად გაიარეთ და ახლა გაქვთ ყველა შანსი ახალ თვეში დაგეგმილი საქმეების წარმატებებისათვის. მთვარის თვე დასრულდა. კიდევ ორი დღე დაიმალება მთვარე ჩრდილში, ხოლო შემდეგ ახლიდან დაიბადება და მასთან ერთად დავიწყებთ სიცოცხლის ახალ ციკლს ჩვენც. თქვენ ჩაატარეთ დიდი სამუშაო, მაგრამ ის გზა რომლითაც მოხვედით დღემდე,  მხოლოდ ნაწილია იმ დიდი გზისა, რასაც მიყავხართ თქვენივე  ფულის ოცნებამდე.

არსებობს მოსაზრება, რომ ამ დღეს ყველა აქტივობა უკუჩვენებაშია. რეკომენდირებულია დასვენება და მხოლოდ დასვენება. ისეირნეთ, იკითხეთ, თავი აარიდეთ სარისკო საქმეებს, არ დასახოთ გეგმები, რადგან ისინი სავარაუდოდ არ განხორციელდებიან. ფინანსური გარიგებები ერთმნიშვნელოვნად წარუმატებელია.

ჯანმრთელობა და მკურნალობა:

სამედიცინო კუთხით მთვარის ეს დღეღამე უკავშირდება გულს, ასევე თავის ტვინის ჰიპოფიზს. ამ დღის გულის შეტევა ძალიან საშიშია.  დღეს დაწყებულ სხვა ავადმყოფობასაც  არ ელის სწრაფი გამოჯანმრთელება, მაგრამ თუ ხდება ამ დაავადებაზე გამარჯვება, თვენ გაგიხანგრძლივდებათ სიცოცხლე და შესაძლოა გაახალგაზრდავების პროცესიც კი დაიწყოს.

ამ დღეს კარგი შედეგი აქვს ლითოთერაპიას. ყურადღება მიაქციეთ გულის კუნთს.  დღეს მისი დასვენებისა და წმენდის დღეა. აქ ჯობია უარი უთხრათ მავნე ჩვევებს: ალკოჰოლი, თამბაქო და სხვა. ეს დღე ამისათვის ნამდვილად საუკეთესოა! საკვები მიიღეთ მსუბუქი, მოერიდეთ ხორცს.

მთვარის ოცდამეათე დღე მდებარეობს გარდამტეხ მომენტთან ახლოს, როცა ერთი მთვარის ფაზა ცვლის მეორეს. ამ დღის ენერგეტიკა დადებითად მოქმედებს თქვენს ორგანიზმზე. ამ პერიოდში სასარგებლოა სხვადასხვა გამაჯანსაღებელი პროცედურები.  კარგია ფიზიკური ვარჯიშები, ყინულის აბაზანა, სუფთა ჰაერზე სეირნობა. დღის ძირითადი რეკომენდაციაა ყველაფერში ზომიერება, განსაკუთრებით ძალისმიერი დატვირთვისას.

ძალიან კარგი ეფექტი ექნება გამწმენდ პროცედურებს. ორგანიზმი ამ მომენტში საკმაოდ ადვილად გამოდევნის შლაკებს. ამისათვის საუკეთესოა ოყნა. ასევე, ორთქლის აბაზანა, ბალახების აბაზანა, მასაჟი. ხოლო ბალახების ნაყენებისაგან თავი შეიკავეთ, რადგან დღეს საერთოდ არაა რეკომენდირებული სითხეების მიღება. ასევე,  დღეს კარგი ეფექტი ექნება კანის წმენდის  პროცედურებს. მიირთვით ბოსტნეული და ფაფები. მოერიდეთ წვნიანებსა და წვენებს, ასევე ყველაფერს რაც შეიცავს ბევრ სითხეს. ამ დღეს შიმშილობაცაა დასაშვები პროფილაქტიკის მიზნით.

მთვარის ოცდამეათე დღეს, ისევე როგორც მთელი მეოთხე ფაზის დროს,  უჭირს ძირითადად ზედა და ქვედა კიდურებს, რადგან ხდება სითხეების არაბუნებრივი  გადაადგილება ფეხებისაკენ და თავისაკენ. მოერიდეთ მძაფრ არომატებს, ხმაურს, სინათლეს. ამ დღეს არ შეიძლება ოპერაცია ტერფზე, წვივზე და გულზე. შესაძლოა ალერგიული რეაქციის გამწვავება. ითვლება, რომ ამ დღის ავადმყოფობა გაიწელება დროში, თუ მას არ მიექცა სათანადო ყურადღება.

მაგიური წესჩვეულებები და რიტუალები:

სახლის დამცავების დამზადება. ქვები: ოპალი, ბერილი, შავი მარჯანი, მთის ბროლი. იდეალური დროა ორაკულთან გლობალურ თემებზე სასაუბროდ. სამწუხაროდ მთვარის ეს დღე ძალიან პატარაა და იმის გათვალისწინებით რომ ყველა მთვარის თვეს არ აქვს ეს დღე, მისი გამოყენება წინასწარ უნდა დაიგეგმოს.

რეკომენდაციები პრაქტიკებისათვის:

სტიქია-წყალი

რიტუალის ელემენტი-სიბნელე, წყალი

ბალახები-მუსკი, პაჩული, ღვიის კენკრა

მაგიური ქმედება-წყევლა და ჯადო, ყველაფერი რაც ანადგურებს

ასოციაცია-ბნელეთის მმართველობა, ღამის დრო, ლილიტის სიახლოვე

დახასიათება-მისი ნების განხორციელება. 3 ღამე, როცა არ ჩანს მთვარე. ლილიტი დედამიწისათვის საფრხეა. არსებობის შიგთავსი, რომელიც არ ჩანს მაგრამ ყოველთვის ადამიანთან ერთადაა. სიკვდილისა და კატასტროფების დრო, როცა ლილიტის შვილები ფლობენ სრულ ძალაუფლებას. შავი მაგიისა და ბოროტი განზრახვების განხორციელების დრო. ლილიტი ამ დღეებში წარმოადგენს აბსოლუტურ ღამესა და სიკვდილს.

განსაკუთრებული გაფრთხილება:

დღე სახიფათოა ყნოსვის ორგანოებისათის.

დღის ნიშნები:

ძაღლის ყეფა-გაფრთხილებაა, რომ ცხოვრების გზაზე დაშვებულია შეცდომა, როგორც წესი წინა თვეში.

დღის ჩაკრა-ანაჰატა. ორგანო-გული. თუ მთვარის ოცდამეათე დღეს გრძნობთ დარდსა და ნაღველს, ეს ძალიან ცუდია და ნიშნავს იმას, რომ ვერ შეაფასეთ შედეგები, ვერ განთავისუფლდით არასაჭიროსაგან, ვერ გამოიტანეთ დასკვნები. ფიზიკურ დონეზე ასეთ არასწორ საქციელს შეუძლია ალერგიის გამოწვევა არომატებზე.

მედიტაცია:

ბუნების ჰარმონია.

წამოწყებები:

ამ დღეს დაასრულეთ ყველა დაწყებული საქმე, ახალი არ დაიწყოთ, არც დაგეგმოთ არაფერი. დაელოდეთ მთვარის პირველ დღეს.

ამ დღეს ჩასახული ბავშვი:

ამ დღეს ჩასახულ ბავშვს ცხოვრება კი არა დასვენება ელის. ისინი იმდენად შეზღუდულები არიან ან ასეთად წარმოჩინდებიან, რომ საკუთარი სიბრძნის შედეგად ეზარებათ იმის შესახებ საუბარი, რომ შეცნობილი აქვთ მთელი სამყარო. ელით ჰარმონია ქორწინებაში და იდეალის პოვნა. მშვიდობისა და ოჯახის შეგრძნება-ესაა ყველაზე საუკეთესო, რაც შეიძლება ჰქონდეთ ამ ბავშვებს. მათთვის მთავარია სიყვარული და გულმოწყალება ყველასა და ყველაფრის მიმართ. აღზარდეთ ისინი ამ პრინციპებით ჯერ კიდევ დაბადებამდე.

მათთვის, ვინც დაიბადა მთვარის ოცდამეათე დღეს.

მთვარის ოცდამეათე დღეს დაბადებულებმა უკვე გაიარეს განსხეულებების მთელი წრე. ეს მათი ბოლო რეინკარნაციაა ამ დონეზე, ისინი უკვე სხვა საფეხურზე გადაინაცვლებენ და შესაძლოა დედამიწაზე აღარასოდეს დაიბადონ.

მთვარის ოცდამეათე დღეს ძირითადად იბადებიან ჰარმონიული, ბედნიერი ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი როგორც გარეგანი, ასევე შინაგანი სილამაზით. ამ აღსანიშნავ დღეს დაბადება არა მარტო ბედის საჩუქარია, არამედ დამსახურებული განსხეულება, ყველაზე მაღალი დონე. ითვლება რომ ამ დღეს დაბადებულებს ახსოვთ თავიანთი წინა ინკარნაციები და აქვთ წინა გამოცდილებების გამოყენების უნარი მიმდინარე ცხოვრებაში, რასაც უანგაროდ უზიარებენ სხვებსაც. პატარა ასაკიდანვე ეს ადამიანები საოცარი სიბრძნით გამოირჩევიან. ხშირ შემთხვევაში უცებ პოულობენ საკუთარ გზას, შედეგად კი ბედნიერად ცხოვრობენ, ჯიუტად მიყვებიან რა საკუთარ მოწოდებას. მათგან ბუნებრივად მოედინება სიკეთე, სიყვარული, თანადგომა, გულისხმიერება, ყოვლის მიმდობლობა, სხვებზე ზრუნვა. ეს ბუნებით ალტრუისტი ადამიანები მუდამ მზად არიან სხვათა დასახმარებლად მიუხედავად სიძნელეებისა. გრძნობენ რა ამას, გარშემომყოფები ისწრაფვიან მათკენ დახმარებისა  მფარველობის მისაღებად.

ამ დღეს დაბადებულებს ბევრი მეგობარი და ახლობელი ჰყავთ, რომელთაც ისინი ძალიან უფრთხილდებიან. მათ შეუძლიათ ახლობლების გამო თავის გაწირვა,  დიდი სიხარულის ჩუქება. ამ სულიერად განვითარებულ და სუფთა ადამიანებს ხელეწიფებათ თავიანთი ნამდვილი სიყვარულის პოვნა. არიან ძლიერები, ძალიან ერთგულები მთელი ცხოვრების მანძილზე.  არსით ეს ადამიანები ძალიან ნიჭიერები არიან. მათი უნარები საკმაოდ ადრეულ  ასაკში ვლინდება. ისინი მთელი არსით მიისწრაფვიან სამყაროს შესაცნობად, უმაღლესი სულიერი თვისებების შესაძენად, რომლებსაც შემდგომ ძალიან აფასებენ და უფრთხილდებიან. მათ არ ახასიათებთ შფოთვა, სავსე არიან შინაგანი კეთილშობილებითა და ღირსებით.

ცუდ ვარიანტში მთვარის ოცდამეათე დღეს დაბადებულები გარესამყაროში ვერ პოულობენ კმაყოფილებას და მთელი ცხოვრება ეძებენ საკუთარ თავს. ეს მათ გარშემომყოფთათვის გაუგებარს ხდის, შედეგად  ბოლოს და ბოლოს მარტოობააა მათი ხვედრი.

მთვარის ოცდამეათე დღეს დაბადება ეს დიდი ჯილდოა ადამიანისათვის, ოჯახისათვის. ასეთმა ადამიანებმა უკვე დაასრულეს რეინკარნაციული ციკლი და ახლა მოვიდნენ სამყაროში სიყვარულისა და პატიებისათვის. მათ მოიტანეს ის, რაც ამ დღეს  ყველას გვაქვს დასამუშავებელი. როგორც წესი, ეს ადამიანები ერთხელ შეიყვარებენ და ამ იდეალს მიჰყვებიან მთელი ცხოვრების განმავლობაში. მათ აქვთ უმაღლესი, კოსმიური სიყვარულის უნარი, რომელსაც ავრცელებენ გარშემომყოფებზე. ისინი ადამინებს სიხარულს ჩუქნიან. მთვარის ოცდამეათე დღეს დაბადებულებს შორის არ არსებობენ ცუდი ადამიანები. ამ დღეს ყველას გვევალება საკუთარ თავში სიხარულის კულტივირება და მისი გაცემა. ეს სიყვარულისა და შენდობის დღეა.

სიზმრები:

მთვარის ამ დღეღამის სიზმრები წინასწარმეტყველური და ნამდვილია. მათში შესაძლოა იმის წაკითხვა, თუ რა შეცდომები დავუშვით თვის მანძილზე.

ამ თვის ხასიათი მთლიანადაა ასახული სიზმრებში. განსაკუთრებით ამ დღეს მოდის ნათელი, სასიხარულო, ემოციონალური სიზმრები. ის საშუალებას გვაძლევს დავისვენოთ და მოვიპოვოთ ძალები ახალი ეტაპისათვის. მაგრამ იოლი განწყობის გარდა, ამ სიზმრების შინაარსი თავის აზრს შეიცავს.

ისევე როგორც ყველაფერში, მთვარის ამ დღეღამის სიზმარი შეაჯამებს ჩვენი ქვეცნობიერის მუშაობის შედეგებს. სიზმრის სწორად წაკითხვისას შესაძლოა იმის გაანალიზება, თუ როგორ იცხოვრეთ ამ თვის განმავლობაში, რა შეცდომები დაუშვით და რა დაგაყენებთ ისევ სწორ გზაზე. დასკვნები, რომლის გაკეთებაც ამ დროსაა შესაძლებელი, დიდ დახმარებას გაგიწევთ მომავალ მთვარის თვეში.

ქვები:  მთის ბროლი, თეთრი მარჯანი, ტურმალინი, მარმარილო.

bottom of page