

მთვარი ს IV დღე
მთვარის IV დღე
სიმბოლო-სიბრძნის ხე. სიტყვა „აუმ“.
დღის მახასიათებლები და მნიშვნელობები:
უკავშირდება კუროს ნიშანს.
დღე მძიმეა ორგანიზმისათვის. ახლა დასვენებისა და ლოცვის, წინასწარმეტყველური სიზმრებისა და ნეკრომანტიის, სიკეთესა და ბოროტებას შორის არჩევანის გაკეთების დროა. დღე უკავშირდება მიცვალებულ და ცოცხალ წინაპრებს. დღისა და ღამის ორი საათი-ბოროტია. მთვარის მეოთხე დღე საჭიროებს შეგნების ამაღლებულ ყურადღებას. დღეს ის სავსეა ინფორმაციით. თქვენთვის ჩნდება უნიკალური შესაძლებობა იმისა, რომ ყველაფერი დაინახოთ ისეთად, როგორიც ის სინამდვილეშია. ეს უკავშირება ცხოვრების ყველა სფეროს: ყოველდღიურ ყოფას, სამსახურს, ურთიერთობებს, ასევე საკუთარი თავის აღქმას. შესაძლოა გაიხსნას როგორც სასიამოვნო მომენტები, ასევე თქვენი ცხოვრების უსიამოვნო მხარეები. ეს საშუალებას გვაძლევს დავუფიქრდეთ საკუთარ ქმედებებს. სწორედ ესაა ამ დღის არსი. მიღებული ცოდნის მეშვეობით თქვენ მიხვდებით თუ რა გზით იაროთ შემდგომში.
მთვარის ამ დღეს კარგია ლოცვების კითხვა და მანტრების სიმღერა. ამ დღეს ყოველ სიტყვას განსაკუთრებული ძალა აქვს, ამიტომ გევალებათ საკუთარ თავთან შეგნებული დამოკიდებულება. ნათქვამს უკან ვეღარ დაიბრუნებთ, და შეთხვევით წამოცდენილ სიტყვასაც კი შეუძლია უბედურების მოტანა. კეთილი ჩანაფიქრით ნათქვამი სიტყვა კი პირიქით, მოემსახურება თქვენსავე კეთილდღეობას.
ითვლება, რომ ძველ დროში მთვარის მეოთხე დღე ეძღვნებოდა წმინდა ჰიმნების შესრულებას.
მთვარის მეოთხე დღე შესაფერისია სულიერი პრაქტიკებისათის. კარგია თვითანალიზით დაკავება. ეცადეთ გაიხსენოთ თქვენი ცხოვრება დაწყებული ბავშვობის წლებიდან, გაიხსენოთ ყველა, ვინც ასე თუ ისე არსებობდა თქვენს ცხოვრებაში. მიმართეთ საკუთარ ფესვებს. შესაძლოა ეს ყველაფერი მეტად დაგეხმაროთ საკუთარი თავის როგორც პიროვნების ამოცნობაში და ერთხელ კიდევ დაფიქრდეთ არჩეული გზის მართებულობის შესახებ.
დღე, მიუხედავად იმისა რომ მძიმეა, თავისთავად საკმაოდ მშვიდია. მიმდინარეობს კუროს ნიშნის ქვეშ, რომელიც მიწის სტიქიას განეკუთვნება. ამ დღეს სასიკეთოა ბუნებაში ყოფნა, ბაღში მუშაობა მცენარეებთან. ამ დღის პატარა სასიამოვნო დეტალი იმაში მდგომარეობს, რომ თუ აქ ყურადღებით ვიქნებით ინფორმაციასთან, შესაძლოა რაღაც სიახლის აღმოჩენა საკუთარი თავისთვის, ან იმის გახსენება, რაც დიდი ხანია დავიწყებას მიეცით. ასევე, ადვილად ხდება დაკარგული ნივთების პოვნა.
გადმოცემის მიხედვით, ამ დღეს კარგია ხელსაქე: ქსოვა, კერვა, ძაფის დართვა. თუმცა, აბურდული თმების ან ძაფების პოვნა არასასიამოვნო ნიშანია.
ძალიან კარგია ამ დღეს ვიყოთ ოჯახთან ერთად და მივმართოთ სტიქიებს (ცეცხლი, წყალი, მიწა, ჰაერი). მთვარის მეოთხე დღის მაგიური ქმედებაა პურის მოზელვა. პური-განსაკუთრებული პროდუქტია. მასში ჩადებულია შრომის დიდი მოცულობა და ძალიან ბევრი ადამიანი შეეხო მას თავისი ენერგიით. პური წარმოადგენს სიკეთისა და ადამიანების ერთობის სიმბოლოს. მრგვალად გამომცხვარი პური კი მზის სიმბოლოა.
დღეს ასევე ეწოდება -„აუმ“, ამიტომ ამ დღეს ბგერების წარმოთქმა ძალიან სასიკეთოა, თუმცა ბგერათა წყობა „აუმ“ მენტალური სხეულისთვისაა განკუთვნილი. მაგრამ მენტალური სხეული წარმოადგენს ასტრალურ და ფიზიკურ სხეულებზე ზემდგომ სხეულს და მისი კარგი მდგომარეობა სასიკეთო გავლენას ახდენს ყველა სხვა სხეულებზე. შესაძლოა ბგერებისა და მანტრების შესრულება სამივე სხეულისათვისაც.
მთვარის მეოთხე დღეს უკავშირდება ვიშუდჰა, ყელის ზონა. თუ ადამიანი არ გამოიყენებს ენერგიას საჭიროებისამებრ, მაშინ მას შეაწუხებს ოსტეოქონდროზი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მან ვერ გააკეთა სწორი არჩევანი.
ჯანმრთელობა და მკურნალობა:
ორგანიზმისათვის მძიმე დღეა. ამ დღეს ავად გამხდარი, 20 დღე იავადმყოფებს, შემდეგ შესაძლებელია გამოჯანმრთელება. დღე სასიკეთოა ბალახებით მკურნალობის ციკლის დასაწყებად. რეკომენდირებულია ტყეში სეირნობა. მთვარის მეოთხე დღე უკავშირდება ყელის ზონას, ხოლო ნეგატიური ენერგიის დაგროვება იწვევს ოსტეოქონდროზს.
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, ბალახების შეგროვება:
დღე დაკავშირებულია ბუნებასთან და მცენარეებთან. სასიკეთოა ხეებისა და სხვა მცენარეების დარგვისათვის.
მაგიური წესჩვეულებები და რიტუალები:
ჯადოს დაბრუნება. მუცლადყოფნის დროს, საქონლის, სახლის, ბიზნესის, სახლის საქმეებზე გათვალვის მოხსნა. ოჯახის, სახლის დამცავი თილისმების დამზადება. სახლის მაგიის რიტუალები. მედიტაცია ტარდება გამთენიისას, მზის ამოსვლამდე.
მედიტაცია:
ხმა.
განსაკუთრებული გაფრთხილება:
ბავშვი დაბადებული ამ დღეს, იქნება ბოროტი. უკუჩვენება აქვს ჯგუფურ მუშაობას. არ შეიძლება ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება. არ შეიძლება ყვავილების მოწყვეტა, ხეების ჭრა. კარგია ტყეში სერნობა, დაბურდული ძაფების გახსნა-დართვა.
თუ ამ დღის წინა ღამეს მოგეჩვენათ ძაფები, დაგებურდათ თმა, საჭიროა უარი თქვათ ჩანაფიქრზე.
ამ დღეს შესაძლოა გაუბედურება პირადი შეცდომის გამო. განსაკუთრებით თუ ის მოხდება რაიმე ფატალური გავლენის, გარემოების ქვეშ, ან ადამიანი უმტრობს თავის ახლობელს.
სიზმრები:
მთვარის მეოთხე დღის სიმბოლო გავლენას ახდენს სიზმრებზე. სიზმარში თქვენ შესაძლოა დაინახოთ თქვენი სულიერი მდგომარეობის სიმბოლური მნიშვნელობა. ანუ, რა პოზიციასაც იკავებთ თქვენს გზაზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რისი არჩევა გინდათ-სიკეთის თუ ბოროტების.
მთვარის მეოთხე დღის სიზმრებს შეუძლია გვანახოს საქმის რეალური მდგომარეობა. თუ მთვარის ამ დღის სიზმრებს ავხსნით სწორად, გავიგებთ სად გვართებს ძალისხმევა, რათა მივიღოთ სასურველი შედეგი და სად რა ითხოვს გადაწყვეტილების წვრილმანებამდე გააზრებას. სიზმრების მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ დაადგინოთ თქვენი ცხოვრების როგორც სასიკეთო, ასევე საფრთხის შემცველი მომენტები.
რადგანაც დღის ორბუნებობა გავლენას ახდენს სიზმრებზეც, მისი ახსნისას სასურველია არ მივიღოთ რეალობად ის, რაც ჩვენ გვინდა. თუ დაგვესიზმრა ცუდი სიზმარი, არ ღირს დადარდიანება, თუმცა შესაძლოა ახლო მომავალში წარმოიშვას სიძნელეები და რაიმე სახის საფრთე. რეკომენდირებულია გავაანალიზოთ საქმის მდგომარეობა და ყურადღებით ვიყოთ ყველაფრისადმი, რაც ხდება ჩვენს გარშემო. ასევე ითვლება, რომ ამ დღეს ხშირად ესიზმრებათ მშობლები და ახლობლები. და ეს იმის მანიშნებელია, რომ არსებობს მათთან დამაკავშირებელი გარკვეული პრობლემა, რომელიც საჭიროებს გადაწყვეტას.
მთვარის მეოთხე დღეს დაბადებულთა შესახებ:
ადრეული ასაკიდან მთვარის მეოთხე დღეს დაბადებულები გრძნობენ ამ დღის სიმბოლოების გავლენას საკუთარ თავზე. სიცოცხლის გამავლობაში მათ ელით არჩევანთან შეჯახება და გადაწყვეტილების მიღება, თუ რა მხარეს დაუჭირონ მხარი-ცუდს თუ კარგს. ამიტომ, ამ დღეს დაბადებული ბავშვებისათვის აუცილებელია შემეცნების, გაგების, დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩანერგვა. აუცილებელია მათ ავუხსნათ, რომ მათსავე არჩევანზეა დამოკიდებული შემდგომი შედეგი.
ნიშნის გავლენა გამოიხატება იმაში, რომ მთვარის მეოთხე დღეს დაბადებული ადამიანები საკმაოდ ძლირად არიან მიჯაჭვულნი თავიანთ ოჯახზე, ფესვებზე, მიწაზე. მათთვის მნიშვნელოვანია ოჯახური ურთიერთობების შენარჩუნება, უყვართ ზეიმების ოჯახში აღნიშვნა. ასეთი ადამიანებისათვის უპრიანია დარჩნენ ოჯახში. ეს მათ დამატებით ძალებს მისცემს.
მთვარის მეოთხე დღეს დაბადებულნი წინააღმდეგობრივი ხასიათის მატარებლები არიან და აქვთ ჯიუტი ხასიათი. არიან ჭკვიანები და ავლენენ ინტერესს ახალი ცოდნის მიმართ. აქვთ კარგი ინტუიცია. მიუხედავად მათი რთული ხასიათისა, გარშემომყოფები ეტანებიან ასეთ ადამიანებს, ხედავენ რა მათში რაღაც იდუმალებას. ეს ადამიანები მიდრეკილნი არიან თვითანალიზისაკენ. ცდილობენ ამოიცნონ საკუთარი თავი და გარშემომყოფები. მათთვის სასარგებლოა სულიერი პრაქტიკები, რომლებიც ემსახურება თვითგანვითარებასა და სრულყოფას, ამ შემთხვევაში მათთვის უფრო ადვილი იქნება დადებითი კუთხით გახსნა.
ითვლება, რომ ამ დღეს ჩვეულებრივ იბადებიან ისტორიკოსები, არქეოლოგები, ბიბლიოთეკარები. თუმცა ამ დღეს დაბადებული ბავშვი იქნება ბოროტი.
ქვები:
ამაზონიტი, სერდონიქსი, მწვანე ნეფრიტი.