

მთვარი ს IX დღე
მთვარის IX დღე
სიმბოლოები:
ღამურა. ირმის ნახტომი, მფრინავი მთვარე, დედის რძე.
დღის დახასიათება და მნიშვნელობები:
დაკავშირებულია კირჩხიბთან.
ეს არის ეშმაკეული ძალების აქტიურობის დღე. შუადღის 12 სთ.-ბოროტია. ესაა სატანის დღე. ენერგეტიკულად ეს მთავარის დღეღამე უკიდურესად ცუდ გავლენას ახდენს ადამიანზე. შესაძლოა გამოვლინდეს შფოთვა, შიშები, ბნელი აზრები. აქ ვერიდოთ ტყუილსა და ყველანაირ ცდუნებას.
ამ დღეს ადვილია ილუზიებში და ცდუნებაში მოყოლა. მაგ. შესაძლოა გამოვლინდეს მაღალი თვითშეფასება. ეცადეთ გაექცეთ ასეთ გამოვლინებას, სხვა შემთხვევაში დაისჯებით სიამაყისათვის.
ეს დღე ჯობია გაატაროთ მშვიდად, შემოიფარგლოთ ყოველდღიური საქმეებით. იყავით თავშეკავებული. ჯობია არც წამოიწყოთ ახალი საქმეები, რადგან შეცდომისა და საკუთარი შესაძლებლობების გადაფასების, საქმის გაფუჭების რისკი მაღალია. ამიტომ, მშვიდად გააგრძელეთ უკვე წამოწყებული საქმეები. ჯობია არ გამოავლინოთ ემოციები.
შესაძლოა ცუდი რჩევების მიღება და გაუმართლებლობა. ეცადეთ ყველაფერი მოითმინოთ ემოციების გარეშე. დღეს ეს შესაძლოა არაადეკვატური იყოს.
ჯანმრთელობა და მკურნალობა:
მთვარის მეცხრე დღე შესაძლოა არასასურველი იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვისაც. დღისათვის დამახასიათებელია მოწამლვა, ქრონიკული დაავადებების გართულებები. ამ დღეს იმუნიტეტი სუსტია. რადგან დღე ემოციურად დაძაბულია, ფსიქოლოგიური მდგომარეობა შესაძლოა მერყევი იყოს.
იმისათვის, რომ შევამციროთ მთვარის მეცხრე დღის წნეხი ორგანიზმზე, სასურველია არა მარტო სულიერების გამყარება, არამედ სხეულისაც. სულიერების ასამაღლებლად შეიძლება სულიერი პრაქტიკების ჩატარება, ენერგეტიკული ტალღების გატარება, საკუთარი გონების დახვეწა. ამას გარდა, მთელი დღე შესაფერისია ფიზიკური აქტივობისათვის, იოგას ასანების შესასრულებლად. ამასთანავე, მაინც რეკომენდირებულია არ დაგვავიწყდეს სიფრთხილე და დატვირთვას მივუდგეთ აკუტარულად. ამ დღეს თქვენ შესაძლოა გადამეტებულად შეაფასოთ საკუთარი ძალები და მიიღოთ ტრამვა. ასევე, ყურადღებიან დამოკიდებულებას ითხოვს კვება. მთავარის მეცხრე დღეს შიმშილობა არაა რეკომენდირებული. მაგრამ, არც საკვების გადამეტება ივარგებს. ამ დღეს კარგია მარხვა და თავშეკავება. არ გირჩევთ ხორცის, სოკოს, ალკოჰოლური სასმელების მიღებას. სულიერი განწმენდის კვალდაკვალ, ამ დღეს ძალიან სასარგებლოა შლაკებისაგან გასუფთავება ფიზიკურად. სასიკეთო შედეგს გამოიღებს აბაზანა, ბალახეულის ნაკრების ნაყენის მიღება.
სამედიცინო კუთხით ამ დღეს სუსტია მკერდის არე, დღეს ახასიათებს გულ-სისხლძარღვთა დაავადეების გამწვავება. ითვლება, რომ ამ დღეს დაწყებული ავადმყოფობები მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ არ დგახართ სწორ გზაზე და შესაბამისად, რეკომენდირებულია საკუთარ სულიერ განვითარებაზე ზრუნვა.
სხეულის სუსტრი ორგანოები:
ყურადღება მიაქციეთ მკერდის არეს, გაფრთხილება გეძლევათ ხერხემლის მალთაშუა ნევრალგიისა და სტენოკარდიის შესახებ.
მაგიური წესჩვეულებები და რიტუალები:
არ შეიძლება ნატიფი პრაქტიკების გამოყენება, ნუ სეეხებით მიღმიერ სამყაროს. არ შეიძლება სასიყვარულო მაგია და მკითხაობა, მაგრამ დაშვებულია სასიყვარულო პანტაკლების დამზადება. არ იმუშაოთ სარკესთან. ეს დღე უძველესი მაგიური რიტუალების ჩატარების დღეა, წარმართული სამსხვერპლოების, უძველესი სიწმნდეების მონახულების დღე. მაგიური ხელდებისა და უძველესი ცოდნის გადაცემის, რელიგიური შერიგების დღე. უმაღლესი მაგიის-ასტრალური გვირგვინის მოხსნის, ავადმყოფობის, ჯადოს განეიტრალების დღე.
ჯადოს მოხსნა:
ჩვენ ყველას ასტრალური დაცვა სუსტი გვაქვს, ამიტომ ხშირად ვექცევით ნეგატიური გავლენის ქვეშ გარშემომყოფთა მხრიდან. იმისათვის, რომ გავაძლიეროთ საკუთარი ასტრალური ველი, არსებობს ორი ხერხი:
1 ხერხი: ეს ხერხი წარმოადგენს ერთდროულად გადამოწმებასაც, არსებობს ჯადო თუ არა. გვჭირდება ცოცხალი და არა დიეტური ქათმის კვერცხი, რომელსაც აქვს ჩანასახი და მცირე ზომის თავსახურიანი ქილა. ის გავსეთ წყლით ნახევრად და შიგ ფრთხილად გატეხეთ კვერცხი, რათა არ დაზიანდეს გული. აიღეთ ეს ქილა, ასწიეთ და მოათავსეთ თავის ზემოთ მარჯვენა ხელით. შემდეგ მიიტანეთ სათითაოდ ყველა ენერგეტიკულ ჩაკრასთან, გააჩერეთ მანამ, სანამ ხელი არ აგიკანკალდებათ და მერე გადაიტანეთ შემდეგთან. ამის შემდეგ ქილა შეახვიეთ ცელოფანში და დაიდეთ ის ბალიშის ქვეშ ან საწოლის ქვეშ თავის ზონაში. დილას შეხედეთ რა მოუვა კვერცხს. იმის მიხედვით, თუ როგორ დეფორმირდება ის, შეგიძლიათ დაადგინოთ რამდენად ძლიერია თქვენი ჯადო.
თუ კვერცხი ძალიან შეიცვალა, მაშინ დაგჭირდებათ სხვისი დახმარება. მომდევნო მთვარის მეცხრე დღეს უნდა იპოვოთ სხვა ადამიანი, ვისაც ენდობით და რომელიც ჩაატარებს შემდეგ პროცედურას. ზუსტად ასევე, უნდა გატეხოთ კვერცხი წყალში, მაგრამ ქილის ჩამოტარებას უკვე ეს ადამიანი გააკეთებს, დაიჭერს თქვენს თავს ზემოთ და შემოგატარებთ გარშემო საათის ისრის საწინააღმდეგოდ, გადაიტანს რა კვერცხზე თვალის ენერგიას ყველა ჩაკრის დონეზე. ჯერ შემოატარებს სახასრარა ჩაკრის დონეზე, შემდეგ შუბლზე, კისერზე, მკერდზე, მუცელზე, და უფრო ქვემოთ. ანუ, შვიდი ტრადიციული ჩაკრის დონეზე. შესაძლოა ჩაკრებზე შემოტარება სხვადასხვა რაოდენობით მოხდეს, მაგრამ ეს უნდა იყოს არაუმეტეს 9 და არაუმცირეს 3 ჯერადი. უკვე ამის შემდგომ დადეთ ეს ქილა საწოლის ქვეშ ან ბალიშის ქვეშ. დილას გადაღვარეთ უნიტაზში, თავად ქილა ან გაასტელირეთ, ან გადააგდეთ. ასე კეთდება ერთჯერადი პროცედურა.
მაგრამ შესაძლებელია მთვარის მეცხრე დღეს დაიწყოთ ჯადოს მოხსნის დიდი ციკლი. ამ შემთხვევაში ყოველ კვირას ავიღოთ თითო კვერცხი. პირველ ჯერზე ეს პროცედურა კეთდება ადამიანის გარშემო ქილის საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით შემოტარებით. შემდეგ კვერცხიანი ქილა ერთი დღით იდგმება მაცივარში, ღამე კი ბალიშის ქვეშ ან საწოლის ქვეშ. ასე ხდება კვირის განმავლობაში. რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ეს კვერცხი, მთელი კვირის განმავლობაში აგროვებთ მასში მთელ ჭუჭყს. ერთი კვირის თავზე გადაღვარეთ უნიტაზში, ქილა გაასტერილეთ, შემდეგ ჩაასხით სუფთა წყალი, გატეხეთ შიგ ახალი კვერცხი. გააკეთეთ იგივე ერთი კვირის განმავლობაში. ასე გააგრძელეთ რამოდენიმე კვირა, სანამ კვერცხი არ შენარჩუნდება დეფორმაციის გარეშე. მძიმე ჯადოს ზოგჯერ 9 კვერცხი ესაჭიროება. მთელი ამ დროის განმავლობაში კვერცხიანი ქილა იდგმება მაცივარში იმისათვის, რომ ის არ გაფუჭდეს. მეორე ჯერზე ადამიანი თავადაც შემოიტარებს ქილას ჩაკრებზე. მთავარია რომ ეს პროცესი დაიწყოს. შეგიძლიათ ყოველ დღე არც შემოიტაროთ.
თუ ადამიანი ცუდადაა, მაშინ არ დაველოდოთ მთვარის მეცხრე დღეს. თუ პროცედურა დაიწყეთ სხვა დღეს, მაშინ მეცხრე დღეს ის გაიმეორეთ. შეგიძლიათ კვერცხი გამოცვალოთ, მაგრამ ციკლის დასაწყისად მაინც ის დღე ითვლება, როცა დაიწყეთ. მაგრამ, როგორც წესი, დიდი განწმენდის ციკლი იწყება მთვარის მეცხრე დღეს, ჯადოს არსებობის გადამოწმების შემდეგ.
2 ხერხი: ესაა მარილიანი აბაზანა ფეხებისათვის. წყლის ტემპერატურა უნდა იყოს ისეთი, რომ წყალი თითებზე „გბწკენდეთ“, დამდგარმა მარცხენა ხელით შიგ ჩაყარეთ მწიკვი მარილი. წყალში იდექით 9-10 წუთი. ამ პერიოდში გარკვევით წარმოიდგინეთ ვერტიკალური ჭერი, რომელიც ყველაფერ ცუდს გაცლით და ყველაფერი ეს მიდის ამ წყალში. 10 წუთზე მეტ ხანს დგომა არაა რეკომენდირებული, რადგან ამის შემდგომ უკუპროცესი იწყება. ესეც მთვარის მეცხრე დღის პროცედურაა, მაგრამ ამის შესრულება მაშინაც შეიძლება, როცა ცუდად ხართ.
მედიტაცია:
არაა რეკომენდირებული თეთრი ფონი.
განსაკუთრებული გაფრთხილება:
ტყუილების დღე. საჭიროა ამ დღეს შემოსული ყოველი მინიშნების გააზრება. სცადეთ არ ჩაიხედოთ სარკეში, ასევე არ გაგიტყდეთ ის. ყველაზე ცუდი ნიშანია დაღვრილი რძე.
-თუ ჩვილის დედას რძე გაუშრება, ბავშვი დაისჯება.
-არ შეიძლება სარკეში ხშირად ყურება და მისი გატეხვა.
-მკერდზე სიმძიმის შეგრძნება მიუთითებს, რომ რაღაც ისე ვერ კეთდება როგორც საჭიროა. ეს იმის ნიშანია, რომ ბევრი პრობლემაა დაგროვილი, რომელთა დასრულებისათვის საჭიროა სულიერი საკვები, ტრადიციებთან დაბრუნება.
-თუ მთვარის მეცხრე დღეს გაიშლება კაკტუსის ყვავილი-ეს სასიკეთო ნიშანია.
სიზმრები:
დღის უარყოფითი ენერგიები ეხება ცხოვრების არარეალურ მხარესაც. მთვარის მეცხრე დღეს ხშირად გვესიზმრება მძიმე და უსიამოვნო სიზმრები. პირდაპირი მნიშვნელობა მათ არ აქვთ. მაგრამ მაინც, სასურველია არ დავტოვოთ ისინი უყურადღებოდ და სიფრთხილით მივუდგეთ.
მთვარის მეცხრე დღის სიზმრები ყველაზე ხშირად მიუთითებენ გადაუჭრელ პრობლემებზე.საკუთარ ქვეცნობიერს ვერ მოვატყუებთ. და თუ ცხადში თქვენ რაიმე მიზეზთა გამო არ გსურთ მცირე პრობლემების გადაწყვეტა და ცდილობთ მათგან გაქცევას, ეს არაა გამოსავალი. სიზმარში ყველაფერი ის, რისი დამალვაც ვერ შესძელით ღრმად, აუცილებლად შეგახსენებთ თავს. დაგროვილი პრობლემების სიმძიმე უფრო დაგამძიმებთ, რაც მეტად გადაავადებთ მათ გადაწყვეტას.
ამიტომ, რეკომენდირებულია მოცემული მთვარის დღის სიზმრები ზედმიწევნით გაშიფროთ. რაც უფრო ადრე გახსნით გორგალს, მით უკეთესია. ამგვარად, თქვენ გააწონასწორებთ თქვენს ენერგეტიკულ ფონს, ხოლო შედეგი დაასტაბილურებს ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობას. ეს თქვენ დაგეხმარებათ ყველაფერი მიიღოთ ისეთად, როგორიც არის სინამდვილეში.
მათთვის ვინც დაიბადა მთვარის მეცხრე დღეს.
მთვარის მეცხრე დღეს დაბადებული ადამიანები საკუთარ თავზე სრულად გრძნობენ მთვარის დღის გავლენას. ისინი ბავშვობიდან არიან მიდრეკილნი ტყუილისა და ილუზიისაკენ, შესაძლოა იზიდავდეთ ცხოვრების ბნელი მხარეები. ამიტომ, აუცილებელია ბავშვობიდან გავცეთ პასუხი მათ კითხვებს, ვაჩვენოთ ცხოვრების ყველა მხარე და ავუხსნათ მისი პლიუსები და მინუსები, რათა მათში არ დარჩეს გაორება და წინააღმდეგობა.
მთვარის მეცხრე დღის ადამიანები ექსტრემალები არიან. ცხოვრების განმავლობაში ისინი ვარდებიან ერთი უკიდურესობიდან მეორეში, და ეს შეეხება მათი ცხოვრების ყველა სფეროს, ემოციურ-ფსიქოლოგიურიდან, სულიერამდე. იმისათვის, რომ მათი ცხოვრება აეწყოს კარგად, აუცილებელია პატარა ასაკიდან ვასწავლოთ მათ საკუთარი ემოციებისა და სურვილების კონტროლი, საკუთარი აზრების გაანალიზება, საკუთარ თავში დადებითი თვისებების კულტივირება, სიკეთისა და ბოროტების გარჩევა. ძალიან კარგი იქნება თუ თქვენ შეძლებთ მათ მიმართვას სულიერების გზისაკენ.
ცხოვრების მხარეების უარყოფით გავლენებში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, მთვარის მეცხრე დღის ადამიანებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია სულერი განვითარება. საჭიროა როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური წმენდების ჩატარება. სასურველია თვითგანვითარების მეთოდიკების შესწავლა-გამოყენება. ამ მიმართულებით განვითარებისას ისინი ისწავლიან საკუთარ თავში არამარტო დადებითი ენერგეტიკის გამონთავისუფლებას, არამედ მის მართვასაც. ეს მათ მისცემს ძალას, რათა გაუმკლავდნენ საკუთარ ნაკლოვანებებს და მოიპოვონ სტაბილურობა. ესეიგი, ისინი შეძლებენ საკმაოდ ბედნიერი ცხოვრების შექმნას. მთვარის მეცხრე დღეს დაბადებულებს ხშირად სუსტი ჯანმრთელობა აქვთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ნაკლოვანება გადავაქციოთ საკუთარ იარაღად. მათთვის რეკომენდირებულია ყურადღება მიაქციონ საკუთარ კვებას, გამორიცხონ ალკოჰოლი. სასარგებლოა კარგი ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებელი პრაქტიკები. ამ ადამინებისათვის იოგა მისწრებაა. მისაღებია სხვადასხვა ასკეზების შესრულება, მაგ. შიმშილობა, თავშეკავება, მარხვა. თუ ასეთ ადამიანებს აქვთ მძიმე ცხოვრება, მათ დაეხმარებათ რელიგიურ გზაზე დადგომა.
დღის ნიშნები:
მთვარის მეცხრე დღეს არ შიძლება სოკოს და იმ პროდუქრების ჭამა, რომლებიც ფალოსის სიმბოლოებს წარმოადგენენ, მაგ, ძეხვი, სტაფილო და სხვა. ამ დღეს ძალიან საზიანოა სიამაყის გამოვლენა, სხვა ადამიანებზე ზეწოლა. რადგან მთვარის მეცხრე დღე დამატებით ატარებს „დედის რძის“ სახელს, ამ დღეს ცუდია რძის დაღვრა. ანუ, ის იმას ნიშნავს, რომ თქვენ არ ამუშავებთ დედის მხრიდან გადმოსულ ტრადიციებს და არ აფასებთ მათ. ასევე ცუდია სარკის გატეხვა. მთვარის მეცხრე დღეს ჯობია საერთოდ არ ჩაიხედოთ სარკეში, განსაკუთრებით მთლიანი ჰაბიტუსით, რათა არ შეგიპყროთ თვითსიყვარულმა. ამ დღეს უკავშირდება გულმკერდის ზონა და ანაჰატა ჩაკრა. თუ არღვევთ ტრადიციებს, მთვარის ამ დღეს შესაძლოა აგტკივდეთ მკერდის ძვალი და იგრძნოთ მასზე ზეწოლა, რომელიც შესაძლოა გადავიდეს ნევრალგიაში ან სტენოკარდიულ შეტევაშიც კი.
თმის შეჭრა:
მთვარის მეცხრე დღეს თმის შეჭრის შემთხვევაში ავადმყოფობები და ყველანაირი პრობლემები გამოამჟღავნებენ თავს.
ქვები:
შავი მარგალიტი, ალექსანდრიტი, რაუხტოპაზი, სერპენტინი, ალქსანდრიტი.