

მთვარი ს X დღე
მთვარის X დღე
სიმბოლო:
შადრევანი, წყაროს სათავე, ნაკადული, კიბორჩხალა, სოკო, ფალოსი. შადრევანი დაკავშირებულია ადამიანის მუდამ გადამეტებულ ენერგიასთან და გვაგონებს სულიერ დამოუკიდებლობას.
დღის დახასიათება და მნიშვნელობები:
დაკავშირებულია კირჩხიბთან.
ესაა კარმული მეხსიერების დღე, წინა ინკარნაციების გახსენების დღე. დილის საათები (9 საათამდე)-ბოროტია.
მთვარის მეათე დღე სასიკეთო, ბედნიერი დღეა. ეს დღე ენერგეტიკულადაა დამუხტული. ტყუილად არაა დღის სიმბოლო შადრევანი, რომელიც განასახიერებს სიცოცხლეს. წინა რთული დღის შემდეგ, ამ დღეს თქვენ მიიღებთ აღფრთოვანების, ოპტიმიზმის განცდას. იგრძნობთ საციცოცხლო ძალების მოზღვავებას. შესაძლოა ჩამოგიყალიბდეთ შეგრძნება, რომ მზად ხართ „მთების გადასაბრუნებლად“.
მთვარის მეათე დღე დაკავშირებულია მშობლიურ მხარესთან, ფესვებთან. ამიტომ კარგია ყურადღების მიქცევა ყველაფერ იმაზე, რაც უკავშირდება ოჯახს და მის ტრადიციებს. შესაძლოა, თქვენ გაიხსენოთ დავიწყებული, ან თუნდაც შემოიღოთ ახალი ტრადიცია. ეს დღე ამისათვისაა განწყობილი. ასევე, კარგია წინაპრების გახსენება და მათთვის პატივის მიგება.
დღის სიმბოლოა შედრევანი, რაც ერთერთი მნიშვნელობით განასახიერებს სიცოცხლის წყლებს, რომელთა შესმაც ნიშნავს უმაღლესი, ღვთიური ცოდნის მიღებას. ამიტომ, ამ დღისათვის დამახასიათებელია ცოდნასთან უცაბედი წვდომა ან გულის მზერის გაღება. ამ პროცესმა შესაძლოა ჩაიაროს შეუმჩნევლად. თუმცა, აუცილებლად შეამჩნევთ მაშინ, როცა ფიქრობთ საკუთარ ფესვებზე. მაგრამ, მთვარის ამ დღეს თქვენთან მოსული ახალი ცოდნა, შესაძლოა ნიშანი იყოს და მიუთითებდეს იმაზე, თუ რომელი გზით მიდიხართ და საით გააგრძელოთ მოძრაობა მომავალში.
მთვარის მეათე დღე საუკეთესოა თვითგანვითარებისათვის. რეკომენდირებულია თვითალალიზი, საკუთარ თავში ჩაღრმავება. მისაღებია სხვადასხვა სახის სულიერი პრაქტიკები, იოგა, მედიტაცაი. კარგია მიღებული გამოცდილების ანალიზი, არამარტო სულიერი განვითარება, არამედ ენერგეტიკის ამოძრავებაც. მთვარის მეათე დღეს ადამიანი ხდება სულიერად დამოუკიდებელი. ამ დღეს თქვენ ხელგეწიფებათ მთლიანად დაინახოთ ყველა სიძნელე რაც ჩნდება თქვენი ცხოვრების გზაზე და არამარტო შეცდომები იპოვოთ, არამედ მათი ეფექტური გადაწყვეტის გზებიც.
ჯანმრთელობა და მკურნალობა:
ჯანმრთელობასთან მიმართებაში მთვარის მეცხრე დღე ძალიან სასიკეთოა. აქ ორგანოზმი სავსეა ცხოვრებისეული ენერგიით, ფხიზელია. თუ თქვენ გაქვთ გამაჯანსაღებელი პროცედურების დაწყების სურვილი, შეგიძლიათ განახორციელოთ, განსაკუთრებით თუ ეს ოჯახური ტრადიცია იქნება ფიზიკური ვარჯთიში. საერთოდ, ამ დღეს ავადმყოფებს გუნება-განწყობილება უმაღლდებათ.
მთვარის ამ დღეს სასიკეთოა ყველაფერი იმის კეთება, რაც ასე თუ ისე ემსახურება თქვენი ჯანმრთელობის გაუბჯობესებას. დაწყებული ფიზიკური თუ გამაჯანსაღებელი კომპლექსიდან, ორგანიზმის შლაკებისაგან გამწმენდ ქმედებებამდე. მთვარის მეათე დღეს რეკომენდირებულია აბაზანა. ფიზიკურ დატვირთვასთან ერთან ძალიან კარგია სულიერი პრაქტიკებიც. განსაკუთრებით დადებითი ეფექტი აქვს ენერგეტიკული არხების წმენდასა და ენერგიების მოძრაობას. კარგ გავლენას ახდენს მედიტაცია და იოგა.
ყურადღებას ითხოვს კვებაც. შესაძლოა შიმშილობა, მაგრამ მხოლოდ პროფილაქტიკისათვის. მშრალი შიმშილობა რეკომენდირებული არ არის. სასარგებლოა ბევრი სითხის, წვენებისა და ბალახეულის ჩაის მიღება. რეკომენდირებულია მავნე ჩვევების მოცილება.
სამედიცინო კუთხით მთვარის მეათე დღე მგრძნობიარეა მკერდის არის ძვლებისა და ხერხემლის მკერდის გასწვრივი მალების დაავადებების მიმართ. ამ დღეს მათი მკურნალობა არ შეიძლება. იგივე ითქმის იდაყვის სახსრებზეც.
ითვლება, რომ მთავრის ამ დღეს წარმოშობილი დაავადებები უკავშირდება საგვარეულო კარმას, ან ისინი განაპირობა დღის ენერგეტიკის არასწორმა გამოყენებამ. ამიტომ, გამოჯანმრთელების საერთო რეკომენდაცია დადის იქამდე, რომ აუცილებელია არა თავად ავადმყოფობის მკურნალობა, არამედ მისი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა. ანუ, ამის ყველაზე საუკეთესო ხერხია სულიერი განვითარება, საკუთარ თავზე მუშაობა.
ორგანიზმის სუსტი ორგანოები:
თუ ამ დღეს გტკივათ გულმკერდის ძვალი, ნეკნები-ესაა ადამიანის შინაგანი პრობლემების გამომჟღავნება.
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები. ბალახების შეგროვება:
მცენარეების, მაგიური ბალახების შეგროვების დღე. კარგია ყურძნის დარგვა. ამ დღეს წნავენ გვირგვინებს (ბურბუშელა, თხილი, ბზა, ტირიფი, ცაცხვი, ლარიქსი), რომლითაც მოგვიანებით, მზის ჩასვლის შემდგომ სეირნობენ წყლის სანაპიროზე და ტოტებს ატანენ წყლის სტიქიას. გვირგვინი უნდა გეხუროთ რამოდენიმე საათის განმავლობაში.
მაგიური წესჩვეულებები და რიტუალები:
შელოცვები წარმატებული ვაჭრობისათვის, ფულის მოსაზიდად, კეთილდღეობის გაუმჯობესებისათვის. მედიტაცია გარდაცვლილი ნათესავების ფოტოებზე, გენეოლოგიურ ხეზე, საკუთარ და გვარის კარმაზე. პანტაკლების დამზადება წარმატებული ვაჭრობისათვის.
განსაკუთრებული გაფრთხილება:
ეს დღე კარგია დასაბანად და გასასუფთავებელი პროცედურების ჩასატარებლად სითხეების მეშვეობით, თუ მთვარე ამ დროს არ იქნება წყლის ნიშნებში. მთვარის მეათე დღეს რეკომენდირებულია ბევრი სითხის მიღება, სასიკეთოა ჩაის რიტუალის მოწყობა ოჯახთან ერთად. სითხე ტრადიციების სათავის სიმბოლოა, რომელსაც ერთად მიეცემით. რეკომენდირებულია სახლის მშენებლობის დაწყება ან რაიმეს აგება სახლისათვის.
სიზმრები:
როგორც წესი, მთვარის მეათე დღეს გვესიზმრება მსუბუქი, სასიამოვნო სიზმრები, რომლის დროსაც ჩვენი ორგანიზმი იღდგენს ძალებს და თქვენ გაღვიძების შემდეგ თავს გრძნობთ სრულიად დასვენებულად.
მთვარის მეათე დღის სიზმრები ჩვეულებრივ არავითარ ინფორმაციას არ შეიცავენ. მაგრამ ისინი მჭიდროდ უკავშირდებიან მთელ თქვენ საგვარეულოს. ამ დღეს შესაძლოა დაგესიზმროთ წინაპარი ან თქვენი გვარის მფარველი სული. ამ შემთხვევაში სასურველია ყურადღებით ვიყოთ იმ ინფორმაციის მიმართ, თუ რას გეტყვით ან გაჩვენებთ ის. მოცემული ინფორმაცია, სწორად წაკითხვის შემთხვევაში, თქვენ ბევრი რამის გაგებაში დაგეხმარებათ.
თუ თქვენ მთელი სერიოზულობით მიუდგებით სიზმრის ახსნას, მაშინ იოლად შეძლებთ გარკვევას, თუ რომელ მხარესაა ძალისხმევის ჩადება აუცილებელი, რათა გაანეიტრალოთ უსიამოვნებების მიზეზი და ამგვარად გააუმჯობესოთ საკუთარი მიმდინარე მდგომარეობა. ამავდროულად, შესაძლოა ეს აისახოს თქვენი ცხოვრების გეგმებზე, როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციონალურად, ფსიქიკურად და რაღათქმაუნდა სულიერად.
მათთვის, ვინც დაიბადა მთვარის მეათე დღეს:
მთვარის მეათე დღეს დაბადებულები ბავშვობიდან სავსე არიან ენერგიით. ასეთი ბავშვები ძალიან მოძრავები და აქტიურები არიან. აუცილებელია მათ მივეხმაროთ ენერგიის გამოყენებაში. მაგ. შეიძლება მათი რაიმე სექციაში შეყვანა, განსაკუთრებით მიესადაგებათ სპორტული, რადგან ეს არამარტო მათი ენერგეტიკული ბალანსის წონასწორობაში მოყვანას ეხმარება, არამედ სასიკეთოა ჯანმრთელობისთვისაც.
მთვარის მეათე დღის ადამიანები პატარა ასაკიდან მიჯაჭვულნი არიან ოჯახზე. მათთვის ძალიან მნივნელოვანია ოჯახური ტრადიციების დაცვა, ახლობლებზე ზრუნვა. ისინი აქაც ცდილობენ თავიანთი დაუოკებელი ენერგიის გამოყენებას, ამიტომ ადრეული ასაკიდან ხდებიან საკუთარი მშობლების დამხმარენი.
მთვარის ამ დღეს დაბადებულები ბუნებრივად ძალიან ცნობისმოყვარენი არიან და ამჟღავნებენ ცოდნისაკენ მუდმივ ლტოლვას, ყველაფერი ახლის შესწავლის დიდ სურვილს. ითვლება, რომ მათი მოწოდებაა ცოდნასთან მუშაობა. ცხოვრების მანძილზე ისინი მუდამ ამჟღავნებენ ინტერესს ოჯახის ისტორიის, ასევე საკუთარი წინა ცხოვრებების მიმართ, რათა გამოიყენონ წინა გამოცდილებები.
ასეთი ადამიანები ბავშვობიდან პოულობენ ენერგიის წყაროს საკუთარი თავისათვის. ხშირად ეს ხდება ინტუიციურად. საპასუხოდ, თავადაც არიან ენერგიის დონორები სხვათათვის. ეს ადამიანები ძალიან საინტერესოები არია, ფლობენ რა შემოქმედებით უნარებს. ისინი არიან პოპულარულები, მათ პატივს სცემენ და უყვართ, ყავთ ბევრი მეგობარი. ამიტომ, ასეთ ბავშვებს ბავშვობიდანვე უნდა გავუღვივოთ სულიერი სიწმინდე, სხვა შემთხვევაში შესაძლოა მათ საკუთარი მიმზიდველობის გამოყენება დაიწყონ ეგოისტური მიზნებით, რაც შემდგომში ცუდად აისახება მათსავე ბედზე.
მთვარის მეათე დღეს დაბადებულებს ახასიათებთ მოგზაურობისა და თავგადასავლების მიმათ მიდრეკილება. ისინი სიამოვნებით დადიან ტურისტულ ლაშქრობებში, უყვართ მოგზაურობა. ითვლება, რომ მთვარის მეათე დღეს იბადებიან ისტორიკოსები და გენეტიკოსები.
თმის შეჭრა:
მთვარის მეათე დღეს ჯობია თავი შევიკავოთ საპარიკმახერო პროცედურებისაგან.
ქვები:
ქარვა, ოლივინი, ქრიზოლიტი, სერდონიქსი, ფირუზი.