top of page

გალდრასტაფების რამოდენიმე სახეობა


გალდრასტაფების რამოდენიმე სახეობა არსებობს


აგისხ იალმ (ისლანდიურად 'gishjalmur) - სიტყვასიტყვით თავზარდამცემი მუზარადი, მოცემული ნიშანი ასოცირდება მაგის გველურ ძალას, რომელიც გამოდის შუბლის მიდამოდან.


გალდრამიუნდ (ისლანდიურად Galdramyndir) - მაგიური ნახატი, ეს ერთადერთი ტიპის ნახატია, რომელიც არანაირად არ აის დაკავშირებული რუნების დამწერლობასთან. ეს ნიშნები ისლანდიელებისთვის წარმოადგენს ცხოველების ან ნივთების მაგიურ დანიშნულებას, და გამოიყენებოდა სხვადასხვა მაგიურ რიტუალებში


გალდრასტაფები (ისლანდიურად Galdrastafir) - წარმოადგენს როგორც ნაქსოვ, ნაქარგ, მოჩუქურთმებულ და დამაკავშირებელ რუნებს ასევე ღრმა მაგიურ ნიშნებსაც, რომელშიც იმალება ის მაგიური ძალა და მნიშვნელობა, რომელსაც მოქონდა უდიდესი წარმატება მაგიურ ოპერაციებში, ეს ნიშნები მუშაობენ სწრაფად და გამოუსწორებლად ამ ნიშნების ერტხელ ფურცელზე გამოხატვა საკმარისი არაა, რომ იმუშაონ, ამას ხანგრძლივი მუშაობა და ცდები სჭირდება. სტაფების ძალიგ გათვალისწინებით მასზე მუშაობა ძალიან დიდ მოწიწებას, მოთმინებას, დიდ ნებისყოფას და საკუთარი შინაგანი სამყაროს სათანადოდ განწყობას მოითხოვს რომ საჭირო შედეგს მიაღწიოთ.

ვერნდარი (ისლანდიურად Verndari) მცველი. აბსოლუტური დაცვა - როგორც თვითონ პიროვნების, აგრეთვე მისი უძრავი და მოძრავი ქონების მის ოჯახის წევრებთან ერთად.


სტაფი - ”ტაუფრ”, ეს ნიშანი ეხმარება ადამიანს გამოუვალ მდგომარეობაში წონასწორობის შესანარჩუნებლად, საღი გინება და აზრიანი საუბარი რომ შეძლოს, აგრეთვე დაბნეულობამ რომ არ მოიცვას


როსარინგურ მინნი Rosahringur minni, ავსულებისაგან, მოჩვენებებისგან და გრძნეულებისგან უძლიერესი დამცავი. ორიგინალში ამ ნიშნის დამზადება ხდება შემდეგნაირად, მრუში ქალის ტყავზე იწერება შავი კატის სისხლით, თუმცა ამას საქმეში ჩახედულები მგლის ტყავზეც წერებ შავი ნატურალური საღებავით.


Að drukkna ei - დახრჩობა რომ ავიცილოთ, ეს ნიშანი დაგეხმარებათ ზღვით მოგზაურობის დროს, რომ თავიდან ავიცილოთ წყალში დახრჩობა.









Umbotarstafur გაუმჯობესების სტაფი, წითელი საღებავით გამოხატეთ ახალ პერგამენტზე. ამ ნიშნის ძირითადი ფუნქცია არის ის რომ ამ ნიშანს მფლობელისთვის მოაქვს გარშემომყოფებთან ურტიერტობის გამოსწორება, გაუმჯობესება, დაძაბულ-სტრესულ სიტუაციებშიც კი.

მეორადი დანიშნულება ის არის რომ მას მოაქვს სიმშვიდე, შერიგება, მფარველობა გარე საფრთხეებისგან. არეკვლის თვისების მატარებელი.


Spegill-skjöldr - სარკისეული ფარი, აირეკლავს და უკან აბრუნებს მაგიური სახის ბოროტებას, აისლიტავს წყევლას, მხოლოდ საბრძოლო მაგიაზე ეს გათვლილი არ არის. მისი მუდმივი ტარება რეკომენდირებული არ არის, აგრეთვე ეკრძალებათ პარანოიით დაავადებულ პირებს მისი ტარება


Að stúlka unni manni - სიტყვასიტყვით თარგმანში ასე გამოითქმის, ქალის მოსაპოვებელი, აღნიშნული ნიშანი განკუთვნილია მამაკაცებისთვის იმ შემთხვევაში თუკი ქალბატონი თქვენს მიმართ არ იჩენს არანაირ დაინტერესებას. ორიგინალურ რეცეპტში ეს სტაფი უნდა გამოისახოთ მარჯვენა ხელის გულზე, მარცხენა ცერა თითიდანგამოღებული საკუთარი სისხლით, შემდეგ თქვენი დაინტერესების ობიექტის მარჯვენა ხელის გული უნდა დაიჭიროთ იმ ხელით რომელზეც გაქვთ გამოსახული ნიშანი და გონებრივად უნდა წარმოთქვათ შემდეგი შელოცვა: ”ჩემს სელხ შენს ხელს ვახებ, ჩემი ნება შენი ნებაა, დაე შენი ძვლები იწვოდნენ ვნების ალში მტავჯველად, რომ შეგიყვარდე იმაზე მეტად ვიდრე მე მიყვარხარ. გმერთებმა მოაქციონ შენი გონება და ფიქრები ჩემს მიმართ რამე თუ მე ისეთივე ჭეშმარიტი ვარ როგორც სამყარო.”


აგისხიალმ - ანუ ძალა შემოჭრილი სამქაროში

მოცემული სტაფი აძლიერებს მაგის ძალასა და უნარს, აგრეთვე აგროვებს გარშემო სამყაროს ძალებს, რაც ხელს უწყობს მაგიურ სქმიანობაში წარმატების მისაღწევად. სტაფი ასევე წარმოადგენს მშვენიერ დამცავ რუნას, მაგიური რიტუალების დროს, უსაფრთხოების მომტანი. თან იქონიეთ ესრუნა და მხოლოდ ამის შემდეგ გამართეთ ნებისმიერი მაგიური რიტუალი.


Laun-dýrr - საიდუმლო კარები, მოცემული სტაფი გამოიყენება მხოლოდ დაფარულის გამოსააშკლარავებლად, ან დაკარგულის საპოვნელად


Að fá stúlku - ქალის გული რომ მოინადიროთ, ეს ნიშანი გამოსახეთ პურზე ა ყველზე და მიეცით თქვენს რჩეულს საჭმელად, წარმატება გარანტირებული გაქვთ.



Fengur - სარგებლის მისაღები, ოდინის ერთ ერთი ნიშანი, იგი გამოიყენება მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, აგრეთვე სიმდიდრისა და ბარაქის მისაღები.








Fjölnir-იყო ბრძენი, ოდინის კიდევ ერთი ნიშანი, მისი ტარება შესაძლებელია მათთვის ვისაც სურს სიბრძნის მიღება, სწავლისთვის, გამოცდებისთვის და ცხოვრებისეული გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად














Freyr - სიუხვის, ფრეი არის სიუხვის ღვთაება და ამ დანიშნულებისთვის გამოიყენება ეს ნიშანიც.
















Þundur-მეამბოხე, ან ჯვარცმული, ეს ნიშანი არის ოდინის დამცავი აგრეთვე ინიციაციის მომნიჭებელი. მტრებზე გამარჯვების მომტანი, და სყვდიადის წინაშე სიმამაცის გამომხატველი.









Þekkur - სასიამოვნო, მომხიბვლელი, მომაჯადოებელი, სწორედ ამისათვის გამოიყენება ეს ნიშანი.











წყევლა, მოცემული სტაფი გამოიყენება წყევლის დროს, აკ არის ბანდრუნის ექვსი განსხეულება მოცემული, ან ღმერთის ექვსი სახელი, რომელიც განსაკუთრებული რიგირმიხედ[ით არის მოცემული, არც ერთი ქრისტიანი არ უნდა კითხულობდეს ამას მზის ჩასვლის შემდეგ. ეს ნიშანი ტყავზე უნდა გამოსახოთ ძაღლის სისხლით, შემდგომ მზის ჩასვლის შემდგომ გარშემო შემოვუვლით მტრის სახლ-კარს, და წარმოვთქვავთ შემდეგ წყევლას : ” წყეულიმც იყოს (სახელი), მისი ავლადიდება, წყევლით, მწისხანების სიტყვებით და ნიშნებით ვართმევ ყოველივეს რაც (სახელს) გააჩნდა, ცეცხლმა დაწვას, წყალმა წალეკოს, გარმა გაფანტოს მიწამ ჩაყლაპოს ის რაც (სახელს) გააჩნია.”ამის შემდეგ მტრის სალთან ჩავმარხავთ ამ ნიშანს.




Lukkustafir - იღბალის მომტანი გალდრასტაფი, ამოტვიფრეთ ხის ნაჭერზე ან დახატეთ პერგამენტზე.



Umbotarstafur - გაუჯობესების გალდრასტაფი, გამოსახეთ ახალ პერგამენტზე წითელი საღებავით. დამცავი გალდრასტაფია, რომელიც ეხმარება ადამიანს ნებისმიერი პრობლემისგან გათავისუფლებაში, აუმჯობესებს ცხოვრებას და მოაქვს სულიერი წონასწორობა.


Rotakross-მოაქვს იღბალი და იცავს მფლობელს. ამისთვის საჭიროა, გამოსახოთ პერგამენტზე და თან ატაროთ


留言


bottom of page