top of page

დაბადების თარიღის მიხედვით მაგიური ნიჭის დადგენა


ნუმეროლოგიურად როგორ გავიგოთ ჩვენი დაბადების თარიღის მიხედვით, ჩვენში მიმალული მაგიური ნიჭი, ამისათვის საჭიროა საკუთარი დაბადების დღის, თვის და წლის რიცხვების შეკრება და მიღებული რიცხვის ერთნიშნა ციფრამდე დაყვანა.

მაგ: პიროვნება დაიბადა 1965 წლის 18 ოქტომბერს და გვსურს გავიგოთ რომელ ციფრს განეკუთვნება, შეკრება ხდება შემდეგნაირად, 1+9+6+5+1+8+1+0=31, მიღებული ონრიშნა რიცხვი უნდა დავიყვანოთ ერთნიშნამდე ანუ (31) 3+1=4, მივიღეთ 4;

პითაგორას მიხედვით ადამიანის ფსიქოტიპის განსაზღვრა შესაძლებელია 1-9 ციფრების მიხედვით, რის საშალებასაც იძლევა ციფრების მისტიური მნიშვნელობა, ხოლო ქვემოთ მოყვანილ ჩამონათვალში შეგიძლიათ ნახოთ მაგიური უნარების განმსაზღვრელი მნიშვნელობები.

1) სასწაულთმოქმედება - თუ თქვენი დაბადების თარიღით მიიღეთ ჯამში 1, მაშინ თქვენ ფლობთ სასწაულთმოქმედების უდიდეს უნარს, რაც ნიშნავს შემოქმედების და ქმედების უნარს, ითვლება რომ ამ ციფრის ნიშანშნი დაბადებულები ფლობენ ყველაზე ძლიერ მაგიუ უნარებს, რომლებსაც აქვთ სასწაულთმოქმედების უდიდესი პოტენციალი.

სხვაგვარად ასეთ ხალხს გასაღების მფლობელთა ნიშნის მატარებლებსაც უწოდებენ. თუმცა მათ გაფრთხილება ეძლევათ იმასზედ რომ ეს ნიჭი არ გამოიყენონ ბოროტად, არ შეეცადონ საკუთარი ამბიციების გამო სხვების და სიტუაციების უხეშად გაკონტროლება ან სიტუაციებში ჩარევა. ნიჭი - სასწაულთმოქმედება და საიდუმლოს გასაღები.

2) ემპათია - თუ თქვენი დაბადების თარიღით მიიღეთ ჯამში 2, მაშინ თქვენ ფლობთ გაშემო არსებული ენერგიების მიმართ ზემგრძნობელობის უდიდეს უნარს, კარგად უგებთ და გრძნობთ სხვა ადამიანების განწყობას, შეგრძნებებს და მათ სულს. შეგწევთ უნარი თანაგრძნობის და გაგების. თქვენი მაგიური ნიჭი იმალება თქვენს გულებში და მესამე თვალის ზონაში, თქვენ შეგიძლიათ ეს უნარი გამოიყენოთ სხვების ტკივილის განსაქარვებლად და საკუთარი დაცლილი ენერგიების სწრაფად აღსადგენად განსაკუთრებით მაშინ როცა ხართ ბუნებაში. ნიჭი - მგრძნობელობა, ოცნება და უდიდესი ინტუიცია.

3) სამსახოვანი მთვარე - თუ თქვენი დაბადების თარიღით მიიღეთ ჯამში 3, მაშინ თქვენ ფლობთ მთარის სამი ფაზის ენერგიებს, თქვენ ხართ სამსახოვანი ქალღმერთის ინსტრუმენტი და მისი ენერგიის გამტარი, რაც შეესაბამება ქალის ცხოვრების 3 ეტაპს, ქალწულობას, დედობას და ხნოვანობას, სწორედ ამიტომ იმალება ამ ნიშნების მატარებელ ადამიანთა სულებში შემოქმედების და ნგრევის უდიდესი ძალა. „უფრთხილდით თქვენს სურვილებს“ სწორედ თქვენზეა ნათქვამი. ნიჭი - მთვარის ფაზების ენერგიების მართვა და გამოყენება, შემოქმედებითობა და ნგრევაю

4) ელემენტალისტი - თუ თქვენი დაბადების თარიღით მიიღეთ ჯამში 4, მაშინ თქვენ ფლობთ 4 ელემენტის: ცეცხლის, მიწის, წყლის და ჰაერის უდიდეს ძალას, თვენი არსი ბალანსირებულად და ჰარმონიულად იმყოფება ამ 4 ელემენთან კავშირში, სწორედ ეს განაპირობებს იმას რომ თქვენზე შეუძლებელია ყველაზე ძლიერი წყევლის დადება და მაგიური თავდასხმების განხორციელებაც კი. სწორედ ეს 4 ელემენტი ქმნის თქვენს გარშემო განსაკუთრებულ ველს, რაც აგარიდებთ სხვადასხვა მაგიურ ზემოქმედებებს. ნიჭი - ელემენტალური, ანუ სტიქიების მაგიაა.

5) სპირიტუალისტი - თუ თქვენი დაბადების თარიღით მიიღეთ ჯამში 5, მაშინ თქვენ ფლობთ სულის, ეთერის ენერგიებს, ასეთი ადამიანები მუდმივად იმყოფებიან სულების სამყაროსთან კავშირში, რაც უადვილებთ პარალელური სამყაროებიდან გარკვეული ძალებიუს გამოხმობას, საუკეთესო მუდიუმის და სპირიტუალისტის უნარების მქონე ხალხი იბადება ამ ციფრის ქვეშ. ნიჭი - სულებთან კონტაქტი და წინაპრების მაგია.

6) მზის მოწაფე - თუ თქვენი დაბადების თარიღით მიიღეთ ჯამში 6, მაშინ თქვენ ფლობთ მზის მაგიურ ძალას, თქვენი მაგიური უნარები სათავეს იღებენ სწორედ მზისგან, ამიტომ თქვენ პრაქტიკულად ყოვლისშემძლეს სამკურნალო ტექნიკებში, მკურნალის და ლიდერის უნარებით უხვად დაჯილდოვებულს, ნუ დაგავიწყდებათ ის რომ დიდი ძალა დიდ პასუხისმგებლობასაც მოითხოვს თქვენგან. ნიჭი - სამკურნალო და სარიტუალო მაგია.

7) მთვარის მოწაფე - თუ თქვენი დაბადების თარიღით მიიღეთ ჯამში 7, მაშინ თქვენ ფლობთ მთვარის მაგიურ უნარებს. თქვენ სულაც არ გჭიედებათ რამის წაკითხვა ან რომელიმე რიტუალის სწავლვა, თქვენ თითქმის დაბადებიდანვე იცით რა და როგორ უნდა გააკეთოთ, რაც უბადლოდ და პროფესიონალურად გამოგდით, ყველაფერს თანდაყოლილი ინტუიციით ხვდებით და გრძნობთ წინასწარ. კიდევ ერთი უნარი ის არის რომ თქვენი ყოველი ოცნება ან სურვილი ატარებს წინასწარმეწტყველურ სახეს, რასაც იოცნებენთ მალევე გისრულდებათ. თქვენ თუ ბრძნულად გამოიყენებთ თქვენს უნარებს, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეგიძლიათ ქმნათ გრძნეულება. ნიჭი - წინასწარ ხედვა, მთვარის მაგიური რიტუალები და წინასწარმეტყველური სურვილები.

8) გრძნეულება -გრნეულება კლასიუკური მნიშვნელობით, თუ თქვენი დაბადების თარიღით მიიღეთ ჯამში 8, მაშინ თქვენ ფლობთ უდიდეს მაგიურ ძალას, თქვენშ არის სწორი ხედვა და იცით რა არის მართებული და რა არა, ამიტომ თქვენ უკვე ადრეული ასაკიდან იცით რას როგორ მართოთ ენერგიები და როგორ მოამზადოთ ნაყენები. ნიჭი - ენერგეტიკულ მანიპულაციები და ალქიმია.

9) შამანი - თუ თქვენი დაბადების თარიღით მიიღეთ ჯამში 9, მაშინ თქვენ ფლობთ, ზემოთ ჩამოთვლილი უნარების მთლიანობას, ასეთ ადამიანებს უწოდებენ პარალელურ სამყაროების კარიბჭეს და მცველს. სწორედ ამიტომ ხედავთ მოვლენებს და საგნებს ისე როგორც არავინ, არტისტული და შემოქმედებითი ნატურა გეხმარებათ სამყაროს და ხალხის არასტანდარტულად დანახვაში, სიკვდილისა და აღდგომის ნიშანი, ეს უნარი გაძლევთ სულების და მოჩვენებების დანახვას და შეგრძნების უნიკალურ უნარს, თქვენში მიმალული უნარები გაძლევთ ასტრალში მოგზაურობის საშუალებასაც. ნიჭი - ასტრალური პროექცია და მაგიის მფარველი სული.

Comments


bottom of page