top of page

დაბადების წლის ბოლო ციფრის საიდუმლო


ითვლება რომ თქვენი დაბადების წელი განისაზღვრება ზემოდან, რომელსაც სული თვითონ ირჩევს გააზრებულად. დაბადების წელი ძალიან მნიშვნელოვანია რამეთუ კონკრეტული წელი იმართება კონკრეტული სტიქიის . თქვენი სტიქია განსაზღვრავს თქვენი ცხოვრების მნიშნელოვან მოვლენებს, რასაც ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით დროის ნებისმიერი მონაკვეთი იმართება კონკრეტული სტიქიით და სწორედ ეს მომენტები არის ყველაზე მნიშვნელოვანი, საკვანზო და გადამწყვეტი თითოეული ადამიანის ცხოვრებისთის.

ასტროლოგების თანახმად ეს სტიქიები ზემოქმედებენ და განსაზღვრავენ არა მხოლოდ ბუნებას, არამედ ადამიანის ხასიათს, მის მიმალულ უნარებს, სურვილებს და მიდრეკილებებს.

აღმოსავლურ ასტროლოგიაში სტიქიები არის შემდეგნაირად დაყოფილი, ცეცხლი, მიწა, ჰაერი, წყალი, ხე, მეტალი და ა.შ., თუმცა წლის მიხედვით სტიქიები იყოფა მხოლოდ 5 ჯგუფად, ანუ მეტალი, წყალი, მიწა, ხე და ცეცხლი.

რომელ წელსაც ხართ დაბადებული, აიღეთ ბოლო ციფრი და განსაზღვრეთ თქვენი სტიქია. მაგ: თუ თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრია 9 ან 8 ეს არის მიწა, 199(8) ან 199(9)

0-1 მეტალი 2-3- წყალი 4-5- ხე 6-7- ცეცხლი 8-9- მიწა

---------------------------------------

მიწა 8-9

დადებითი თვისებები - დაბადების წლის ბოლო ციფრი 8 ან 9 მიწის ადამიანები არიან სანდო და მომთმენნი, სტიქია მათ აჯილდოვებს პასუხისმგებლობის განსაკუთრებული უნარით ახლომყოფების მიმართ, გააჩნიათ ამბიცია მაგრამ არიან ძალიან იდეალისტები, დამიწებულები, პრობლემებს აგვარებენ ეტაპობრივად და საღი გონებით, აქვთ ინტუიცია და ხშირად გარშემომყოფებისთვის არიან სამაგალითონი, რამეთუ მათ კარგად აქვთ განვითარებული მორალურ ზნეობრივი ღირებულებები, აფასებენ ეთიკას და დისციპლინას, ასევე კარგად და გონივრულად იყენებენ საკუთარ რესურსებს, ეს კი ხდება მათი კონსერვატიული ბუნების ხარჯზე. მიწის ხალხი კარგ ურთიერთობაში იმყოფებიან ფულთან, კარგად ხედავებ ფულის დაბანდებაში და კონკრეტულ საქმეში პერსპექტივებს რისკებს და კონსერვატიულად აფასებენ სიტუაციებს ბიზნესში. ემოციების გამოხატვაში საკმაოდ თავშეკავებულნი არიან, მაგრამ მათ აქვთ სურვილი რომ უყვარდეთ,

უარყოფითი თვისებები - ხშრად არიან ჯიუტნი და დაუნდობლები, მათ უყვართ როცა ყველაფერს აკონტროლებენ, საკუთარი ინტერესებით და მოგების სურვილით ხელმძღვანელობენ. ყველაზე მეტად მათი შიშებია არაცნობადობა, ეს მათ პანიკურ შიშებს უმძაფრებთ, მიწის ხალხი თავს სამყაროს ცენტრად აღიქვავენ.

მხარე - 4 მხარის ცენტრი, გადაკვეთის წერტილი. სეზონი - ოთხივე სეზონი ფერი - ყვითელი ორგანიები - საჭმლის გადამამუშავებელი ორგანოები, ელენთა და კუჭი

მიწის ხალხმა თავი უნდა შეიკავოს ჭაობიან ან ნესტიან ადგილებში ყოფნისგან,

-----------------------------------

ცეცხლი 6-7

დადებითი თვისებები - დაბადების წლის ბოლო ციფრი 6 ან 7 ცეცხლის ადამიანები არიან თავგადასავლების მოყვარულნი, არასდროს არ იტყვიან უარს რაიმე ახლის შესწავლაზე, აქტიურები და ენერგიულები, საუკეთესო ხელმძღვანელები, უყვართ აზარტი და კონკურენცია, ასევე კონკურენტებზე გამარჯვება, მიზანმიმართულები, მომხიბვლელები და მიმზიდველები არიან, არ უყვართ სიმარტოვე, ცდილობენ თანამოაზრეების წრეში ყოფნას, უყვართ ხმაურიანი გარემო, ძალიან არიან მიჯაჭვულები ახლობლებზე და ყველანაირად ცდილობენ ოჯახური კავშირების გამყარებას, ცეცხლოვანი ადამიანები გამოირჩევიან გადამეტებული თვით შეფასებით და თავდაჯერებულობით, არიან ჭკვიანები, მეგობრულები, ეფექტურები, პომპეზურები, ორატორული უნარით დაჯილდოვებულები.

უარყოფითი თვისებები - აგრესიულები, აქვთ გადამეტებული წყურვილი მიზნის მისაღწევად, რასაც ნებისმიერი მეთდით აღწევენ. ეგოისტურობა, იმპულსურობა და გადამეტებული ემოციურობა მათ ცუდ სამსახურს უწევთ, თავშეკავების უნარის არ გააჩნიათ, არ ითვალისწინებენ სხვის აზრს.

მხარე - სამხრეთი, სეზონი - ზაფხული ფერი - წითელი ორგანოები - სისხლის მიმოქცევის ორგანოები, გული

ცეცხლის ხალხმა თავი უნდა შეიკავოს ემოციებისაგან და გადამეტებული სიცხისაგან

--------------------------------------------------------

ხე 4-5

დადებითი თვისებები - დაბადების წლის ბოლო ციფრი 4 ან 5 ხის ადამიანები არიან გულუხვები, საკუთარ პრინციპებს არასდროს ღალატობენ, ეთიკურები, ანალიტიკოსები, უყვართ სამყაროს შესწავლა, აქვთ ინფორმაციის სწორი ანალიზის უნარი, გადმობირონ და დაარწმუნონ მასები, არტისტულები, კრეატიულები, მოქნილები, შრომისმოყვარეები, მუდმივად ეძებენ სასურველ საქმეს, რითიც შეიძლება იყვნენ დაკავებულები, საქმე და საქმიდან მიღებული სიამოვნება ეგ მათთვის ყველაზე საუკეთესო საშუალებაა, ხის ადამიანები მუდამ მადლობლები არიან იმაზე, რაც აქვთ, არ უყვართ წუწუნი და უმადურობა, არ უყვართ საკუთარ ზედმეტი ქედმაღლობა, მითუმეტეს მათი მოქმედების სფერი ძალიან მრავალფეროვანია, ერთგული მეგობრები, მათთვის ეგოიზმი უცხოა, გუნდში კარგი თანამშრომლები არიან, და აქვთ თანაგრძნობის და თანადგომის დიდი უნარი.

უარყოფითი თვისებები - უყვართ გარყვნილება, საკუთარ თავზე მეტის აღება და თავის გადატვირთვა, რაც არავისთვის არ მოიტანს სარგებელს. ასეთ ადამიანებს მართებთ საკუთარ თავზე შეზღუდვების დაწესება, დისციპლინის და გარკვეული ჩარჩოების ქვეშ ყოფნა, ხშირ შემთხვევაში ხდებიან სხვებზე ყველანაირად დამოკიდებულნი, და კარგავენ საკუთარ პიროვნულობას და იკარგებიან ხალხში.

მხარე -აღმოსავლეთი სეზონი - გაზაფხული ფერი - მწვანე ორგანო - ნაღვლისბუშტი და ღვიძლი

ხის ხალხმა თავი უნდა შეიკავოს ქარიან ადგილებისგან.

-------------------------------------------------

წყალი 2-3

დადებითი თვისებები - დაბადების წლის ბოლო ციფრი 2 ან 3 წყლის ადამიანები არიან მომხიბვლელები, სასიამოვნო გარეგნობის, აქვთ თანაგრძნობის გადამეტებული უნარი. მოქნილები და აქვთ უნარი წყლის მიმართულებით ცურვის, ჭკვიანები და ზედმეტად კრეატიულები, აქვთ წარმოსახვის დიდი ნიჭი, ფილოსოფოსები და მეცნიერები, აქვთ ნიჭი ერთდროულად რამოდენიმე პროფესიის ათვისებაში, ფლობენ ხალხთან ურთიერთობების და დამაჯერებლობის ნიჭს, ინტუიტიურობა და დიპლომატია მათი სავიზიტო ბარათია, შეუძლიათ დაინახონ წვრილმანები, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ. კარგი შემსრულებლები და ორგანიზატორები არიან, შეუძლიათ გარშემომყოფებში საუკეთესო თვისებების და ნიჭის დანახვა და აღმოჩენა, რის განვითარებაშიც ხელის შემწყობებიც არიან.

უარყოფითი თვისებები - იდუმალი და დახურული ბუნება, საუდუმლოს არასდროს ამხელენ, ბოროტი მანიპულატორები, მარტივი გამოსავლის პოვნა, პასუხისმგებლობის არიდება. პასიურები,

მხარე - წყალი სეზონი - ზამთარი ფერი - შავი ორგანო - ძვლოვანი და გამოყოფის სისტემა (შარდის, განავლის, სისხლის, სითხის და ა.შ.)

რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს წყლის ხალმა თავი უნდა შეიკავოს სველი და წყლიან ადგილებისგან

----------------------------------------------------------

მეტალი 0-1

დადებითი თვისებები - დაბადების წლის ბოლო ციფრი 0 ან 1 მეტალის ადამიანები არიან ძალიან გამძლე, დამოუკიდებლები, ძლიერი ხასიათს და ბუნების ხალხი, ძალიან უყვართ საკუთარი თავი, მაგრამ აგრეთვე უყვართ სხვებზე ზრუნვა და სხვების მიმართ გამოხატავენ პატივისცემას. ერთის შეხედვით არიან თავდაჭერილები და თავშეკავებულნი, თუმცა შინაგანი მათი ბობოქარი ბუნება მათ ხშირად მოსვენებას არ აძლევთ. ხშირად თავნებები და საკუთარ პოზიციას ღიად აფიქსირებენ.ანიჭებენ უპირატესობას ბალანსს, წონასწორობას და წესრიგს თავის გარშემო, არიან სანდოები და მიზანმიმართულნი, თუმცა ცდილობენ მაინც განმარტოვებას და მასებისგან ცალკე ყოფნას, იციან რომ სსხვებს ჭირდებათ და ვისაც დაჭირდება მონახავენ, წინააღმდეგობები და პრობლემები მათთვის ხელის შემშლელს არ წარმოადგენს, ყველა სიტუაციაში ცდილობენ არსებული პრობლემების მოგვარებას ადვილად. მეტალის ადამიანებს ვერასდროს გადაიყვან დასახული გზიდან, არ აქვთ სიმარტოვის შიში, ერთადერთი რასაც ითხოვენ სოციუმიდან ეს არის მათი ღირსებების და მიღწევების აღიარება.

უარყოფითი თვისებები - პერიოდული იმპულსურობა, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად მეტალის ადამიანებს აქვთ გადამეტებული მიდრეკილება ფუფუნების, სიმდიდრის და ძალაუფლების მიმართ, მკაცრები და მომთხოვნები გარშემომყოფების მიმართ, მათ მოთხოვნებია რომ მათზე დაქვემდებარებული ხალხი ყველანაირად აკმაყოფილებდეს მათ სტანდარტებს.

მხარე - დასავლეთი სეზონი - შემოდგომა ფერი - თეთრი ორგანო - ფილტვები და სასუნთქი ორგანოები

Comentarios


bottom of page