top of page

ეტლი - Chariot


ეტლი 7 Chariot (Колесница)


ეს დიადი კარტია. მეშვიდე არკანი - ეს არის კარტა აბსოლუტური თავდაჯერებულობისა და სიმშვიდის. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კარტი ნებისმიერ განლაგებაში.


ეტლის მნიშვნელობა მარტივი და ნათელია: ეს არის კარტი, რომელიც მიგანიშნებთ დაბრკოლებების დაძლევასა და მიზნების მიღწევას, თან არა სხვისი დახმარებით, არამედ თქვენი საკუთარი შრომით.


გამარჯვება - ეს მთლიანად თქვენი დამსახურებაა, ამბობს ეტლი, თქვენ სწორედ მოიქეცით გართულებულ სიტუაციებში და აღმოჩნდით ცხენზე, უფროსწორედ ეტლზე.


კარტის მნიშვნელობა ჩვეულებრივ მდგომარეობაში თქვენ გმირი ხართ, რომელსაც შეუძლია დაუმტკიცოს თავისი ძალა ბედს, ან შეგიძლიათ განალაგოთ სიტუაციები თქვენეული შეხედულებით, მისი მინიშნებების გარეშე. თქვენ ემზადებით რაღაც სერიოზულისთვის? მაშინ ნუ ყოყმანობთ და მოეჭიდეთ ამ საქმეს სერიოზულად. დაუთმეთ ყურადღება იმ კარტებს რომლებიც ეტლის გარშემოა, ისინი გიკარნახებენ რა მოვლენა გელით თქვენ. რადგან სწორედ ის მოგცემთ საშუალებას მოზვდეთ "არა ფარზე" არამედ "იყოთ ფარით"


• წარმატება საქმეებში

• კარგი პერიოდი მოგზაურობისათვის

• ინტუიცია

• აქტიური


კარტის მნიშვნელობა ამოტრიალებულ მდგომარეობაში (ეტლი)


იყავით ძალიან ფრთხილი. თქვენი ძალები ამჟამად ისეა დასუსტებული, რომ სახლის კატის ჭმევაც კი არ შეგიძლიათ, მითუმეტეს ვეფხვთან, გალიაში შეძრომა თქვენთვის კატასტროფა იქნება და ვერ შეძლებთ. მორჩით თქვენი შესაძლებლოებების გადაჭარბებას, თორემ გარეული კატები შეგჭამენ. მოუსმინეთ სხვების რჩევებს და მოეშვით იმიჯის შექმნას თითქოს იცით როგორ უნდა იცხოვროთ. მორჩით კაპრიზობას, თვითნებობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მიზნამდე ვერ მიაღწევთ. წინდახედულობა და გონიერება აი თქვენი კოზირები ამ პერიოდისათვის.


• პრობლემები საქმეებში, სამსახურში

• ზედმეტი, უაზრო იმედები საკუთარი თავის

• პრობლემები კანონებთან

• პრობლემები ალკოჰოლთან, ნარკოტიკებთან

Комментарии


bottom of page