top of page

მინერალების შესახებ ზოგადი ინფორმაცია


მინერალების შესახებ ზოგად ინფორმაციას აქვე მოგაწვდით, მაგრამ თუ პირადად გსურთ საკუთარი მაგიური ქვის ფლობა, მაშინ დაბადების თარიღი მომწერეთ და გეტყვით ასტროლოგიურად რომელი ქვები შეგესაბამებათ, რომელი ქვა დაგიცავთ მავნე ენერგეტიკული მოქმედებებისაგან, რომელი ქვა იქნება თქვენთვის წარმატების მომტანი და ა.შ


მინერალების ენერგია მუდმივად ურთიერთ ცვალებადობაშია გარემოსთან. ამ დროს წარმოიშვება მრავალფეროვანი ენერგეტიკული ვიბრაციები,რომელიც დამოკიდებულია თითოეული ბუნებრივი ქვის ინდივიდუალურ სტრუქტურასთან. მინერალების და კრისტალების სამყარო მრავაფეროვანი და განსაცვიფრებელია, როგორც ადამიანის აურა. მრავალჯერადი ისტორიული ფაქტები და თანამედროვე კვლევები უჩვენებს რომ, ჩვენს სამყაროში მინერალებსაც გააჩნიათ საკუთარი აურა. ისიც ანალოგიურად ცვალებადია, როგორც ადამიანის და სხვა ცოცხალი ორგანიზმების აურა.


მინერალები საკუთარი აურის საშუალებით გამოიწვევენ ადამიანის ორგანიზმში მრავალფეროვან ცვლილებებს რაც, უმრავლეს შემთხვევაში გამოიხატება მათი სამკურნალო ზემოქმედებით ადამიანის ორგანიზმზე. ავღნიშნოთ ისიც რომ, ზოგიერთი მკვლევარი, მინერალების ადამიანზე ზემოქმედებას ადარებენ პლაცებოს ეფექტს. ასეა, თუ ისე, ათასწლეულობით დაგროვილი პრაქტიკა აჩვენებს, რომ ისინი საკუთარი ინფორმაციული (აურული) ზემოქმედებით ცვლიან ადამიანის ფსიქო-ნერვულ და განწყობის ელემენტებს ცხოვრების მთელ მანძილზე.


1.ამეთვისტი - ანტიკური ხანიდან ამ მინერალს თვლიან თრობის საწინააღმდეგო საშუალებად. ასევე თვლიდნენ ღვთაებრივ ქვად. ქრისტიანი ეპისკოპოსები ხშირად ატარებდნენ და ეხლაც ატარებენ ამ მინერალისგან დამზადებულ ბეჭდებს. ითვლება რომ ეს ქვა მლოცველებს აყენებს ღმერთისკენ მიმავალ გზაზე. ინდოეთში ამ მინერალს თვლიან ერთერთ ძლიერ მაგიურ ქვად. იოგები ამეტისტის კრისტალს იდებენ წარბებს შუა და თავიანთი ვიბრაციებით აწყნარებენ გონებას.რის შედეგად აღწევენ შინაგან სიმშვიდეს. ამეტისტი თავის სამკურნალო იისფერი თვისებებით ანელებს სულიერ ტკივილებს და აქრობს განგაშის შეგრძნებებს. აწყნარებს და ასუფთავებს ფიქრებს. ავსებს აურას დადებითი ენერგიით და კეთილი სურვილებით. მისი სამკურნალო თვისებები ადამიანს უხსნის უძილობისა და გაღიზიანებებს.


2. ფირუზი - სპარსეთში ეს მინერალი ითვლებოდა როგორც გამარჯვების სიმბოლოდ. თანამედროვე ლიტო თერაპიის მიმდევარნი ამ ქვის ტარებას ურჩევენ რისკიან და გამარჯვების მომწყურნე ადამიანებს. ინდური მოძღვრების მიხედვით ფირუზი ხორხის ჩაკრის ბიოსტიმულატორია. ამიტომაც ეს მინერალი დადებითად მოქმედებს ფარისებულ ჯირკვალს და ხმის იოგებზე. მონღოლელი ლამები თვლიან, რომ ფირუზი არის ჯანმრთელობის ინდიკატორი. თუ, ეს მინერალი ადამიანის სხეულზე მისი ტარების დროს რომელიმე პერიოდში იწყებს გამწვანებას ან ფერი ეკარგება, ჩათვალეთ რომ მის პატრონისთვის ეს არის პირველი ჯამრთელობის გაუარესების გამაფრთხილებელი ნიშანი. ითვლება აგრეთვე რომ, მინერალი იწყებს ფერის აღდგენას როცა მისი პატრონის აურა სუფთავდება.


3.ტურმალინი - ამ მინერალს ინდოელი მკურნალები უწოდებენ მკურნალსა და გამასუფთავებელ მინერალს. ტურმალინი ითვლება საუკეთესო მკურნალად გულის ჩაკრის [ანაჰატა]. მისი ტარება რეკომედირებულია ყველასთვის. განსაკუთრებით დიდ ფიზიკური და ნერვიული დატვირთვის შემდეგ. ადამიანის აურის გარშემო წარმოქმნილ უარყოფითი ენერგიის განსამუხტავად. შავი ტურმალინი თავის გარშემო ქმნის დაცვით აუარას, რომელიც აირეკლავს ყველა მისთვის უვარგის ზემოქმედებას. წითელსა და ვარდისფერ ტურმალინს გააჩნიათ “იან” პროექციული ენერგია. ხოლო მწვანე, შავი და ცისფერი მგრძნობიარე არიან “ინ” ენერგიის.


4.ზურმუხტი - ძველ სლავებში ზურმუხტს უწოდებდნენ სიბრძნის და თავშეკავებულობის ქვას. ჯერ კიდევ ძველი ებრაელები წერდნენ, რომ “არ არის ამაზე უკეთესი ფერი თვალისთვის” სინამდვილეშიც ცნობილია, რომ მწვანე ფერი ამშვიდებს ნერვიულ სისტემას, კონცეტრაციას უკეთებს აზროვნებას და იძლევა სიმსუბუქის შეგრძნებას. ლიტოთერაპიის მიმდევრები თვლიან რომ, ნატურალური ზურმუხტის ქვით დამზადებული სამკაულები აძლიერებს აზროვნებას. ეხმარება ადამიანს უძილობის და არა სასიამოვნო სიზმრებისგან. ხელს უწყობს გულის მუშაობას, აფერქმთალებს მელანქოლიას და უხანგძრლივებს ადამიანს სიცოცხლეს. ადამიანის აურა თავისუფლად ითვისებს ამ მინერალის ვიბრაციებს. ხოლო გულის ჩაკრა [ ანაჰატა] დისბალანსის შემთხვევაში იწყებს გაწონასწორებულ მუშაობას.


5.ოპალი - ინდოელები მას უწოდებენ რწმენის, სიყვარულის და შემწყნარებლობის ქვას. ითვლებოდა, რომ ოპალი ეხმარება ბავშვებს ზრდაში და ასუფთავებს მათ გონებას, როდესაც ისინი თამაშობენ მისგან არეკლილ მზის სხივებში. ძველი ინდოელი სწავლულები თვლიდნენ რომ ოპალი ეხმარება ადამიანებს ურთიერთ დაახლოების დროს. აიუვერდაში ნათქვამია რომ ეს მინერალი შეიცავს სამ ელემენტს: წყალს, ცეცხლს და ცხიმს. მას გააჩნია სასიამოვნო ნათელი აურა და გამოსადეგია ადამიანის სხვა და სხვა დაავდებებთან სამკურნალოდ.


6.მარჯანი - ჯერ კიდევ შუმერების სამეფოში, ძველ ეგვიპტეს და საბერძნეთში ვარდისფერი მარჯანი სიმბოლო იყო უკვდავების და ბედნიერების. ინდოეთში მარჯანს სცემდნენ პატივს არა მარტო სილამაზისთვის, არამედ მის სამკურნალო და მაგიური თვისებებისთვის. თუ, ვენდობით აიუვერდას წითელი მარჯანი შედგება სამი ელემენტისგან: წყალი, მიწა და ცეცხლი. მისი მოქმედება ვრცელდება ნივთიერებათა ცვლის, სხეულის ტემპერატურას და კანის მდგომარეობის მარეგულირებელ ენერგიაზე. მარჯანის ვიბრაციას ითვისებს შვიდივე ძირითადი ჩაკრა. ადამიანის აურა მის ვიბრაციებს იღებს “ინ” საწყისის დახმარებით.


7.კატის თვალი - მინერალი რომელიც იცავს ადამიანს ღალატისგან. მინერალების კარგად მცოდნე ადამიანები თვლიან, რომ კატის თვალი საუკეთესო დამცველია მეპატრონის. ის ფარავს მას გარეგან ნეგატიურ ზემოქმედების და ცუდი თვალისგან. ამაგრებს ოჯახურ კვანძებს და იცავს ცოლ-ქმრულ ღალატისგან. ეს მინერალი ეხმარება ხორხის ჩაკრას ენერგიის ჰარმონიულ გადანაწილებაში. ის იღებს პროექციულ ენერგია “იანს’. კატის თვალი იცავს ადამიანის აურას როდესაც ის დასუსტებულია სხვა ადამიანის უფრო მძლავრი აურის ზემოქმედებით.


8.ნეფრიტი - ნეფრიტი ითვლება ზოგადად ჩინეთის ნაციონალურ მინერალად. ეს ქვა გამოიყენება ამ ქვეყანაში უკვე ჩვენ წელთაღიცხვამდე 2 ათასწლეულიდან. კონფუცი მას იხსენებს როგორც სიბრძნის ქვას. ჩინეთში დაოს მიმდევრები ნეფრიტს აწერდნენ სიცოცხლის ძალის მომცემის უნარს. ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან ჩინელები იკეთებდნენ ამ მინერალისგან დამზადებულ სამაჯურებს და ყელსაბამებს აურის გაცისკროვნებისათვის. ამ მინერალს აწერენ უნარს გამოიყვანოს პატრონი გამოუვალ სიტუაციებიდან.


9.ლაზურიტი - ძველ ჩინეთში ლაზურიტს თვლიდნენ ხელისუფლების სიმბოლოთ. ინდოეთში ამ მინერალისგან ამზადებდნენ რელიგიურ ატრიბუტიკას, ვინაიდან თვლიდნენ ციურ ქვად. მათი აზრით ეს მინერალი განამტკიცებს სხეულის ფიზიკურ სიძლიერეს, გონებას და ჭკუას.ლაზურიტი რეკომენდირებულია როგორც ორგანიზმის მასტიმულირებელი საშუალება. აგრეთვე გამოიყენება მხედველობის დაზიანების შემთხვევებში. იოგები გამოიყენებენ ლაზურიტს აურის გასასუფთავებლად ნეგატიური ენერგიების ზემოქმედებისგან. ლაზურიტი ეხმარება მფლობელს შემაწუხებელი, საგანგაშო აზრებიდან გასანთავისუფლებად.


10.აკვამარინი - უძველეს დროიდან აკვამარინი ითვლება ცვალებადი აურის მქონე მინერალად. აკვამარინი ადამიანში ანელებს აღგზნებულ ემოციებს, აქრობს სიბრაზეს და აწყნარებს მას. ხელს უწყობს დადებითი ემოციებს წარმოშობას. იოგები თვლიან აკვამარინს ხორხის ჩაკრის ბიოსტიმულატორად. ის მართავს ორგანიზმში ემოციებს. ტიბეტურ და მონგოლურ მედიცინაში აკვამარინი ითვლება კარგ ბიოსტიმულატორად და სულიერი გაწონასწორების საშუალებად. აკვამარინი იცვლის ფერს ამინდის ცვალებადობის და მისი მფლობელის განწყობის მიხედვით.


11.ონიკსი - მინერალი რომელიც შთანთქავს უარყოფით ენერგიას. ონიქსის მუდმივად სხეულზე ტარება ეხმარება ადამიანებს სტრესული მდგომარეობებიდან გამოსვლაში. ეს მინერალი საუკეთესო საშუალებაა ჩაკრა ანაჰატის სტრესული მდგომარეობიდან გამოსასვლელად. ონიქსი და კერძოდ მისი მარმარილოს ბუნება ხელს უწყობს ადამიანის აურას გაჭუჭყიანებული ფრაგმენტებიდან გამონთავისუფლებაში.


12.მალაქიტი - ისტორიულად აღმოსავლეთის ქვეყნებში მალაქიტი ითვლება “ჯამრთელობის ქვად”. რომელიც იცავს მის ფლობელს თავდასხმის და სხვადასხვა უბედურებისაგან. ავერდურას სწავლების მიხედვით მალაქიტს იყენებენ გულის ჩაკრის დისბალანსიდან გამოყვანის დროს. მას გააჩნია თვისება დაეხმაროს ადამიანის აურას გარეგანი ენერგიის ორგანიზმში გადანაწილებისათვის. ამ მინერალს იყენებენ ორგანიზმში ენერგეტიკული საცობების გასახსნელად. ხოლო მის ღია შეფერილობების ნაირსახეობებს მზის წნულის ჩაკრიდან ემოციური სტრესები მოხსნისთვის. ის ქმნის ჰარმონიულ ბალანს გულის და ჭიპის ჩაკრას შორის. მალაქიტს გააჩნია უნარი შთანთქას უარყოფითი ენერგია და შექმნას ორგანიზმში ფიზიკური და ემოციური ჰარმონია.


13.ფლუორიტი - [სტრესთან მებრძოლი მინერალი]. ფლუორიტს გააჩნია საკმაოდ მრავალფეროვანი შეფერადებლობა. ითვლება, რომ ხელს უწყობს მესამე თვალის [ჩაკრა] გახსნას. ეხმარება აზრების დალაგებას და სულიერის სიმშვიდს მიღწევს. ფლუორიტს შესწევს უნარი შეამციროს ემოციონალური აღგზნება. სპეციალისტების აზრით ის წარმოადგენს საუკეთესო საშუალებას სტრესების მოხსნაში. ფლუორიტისგან დამზადებული სამკაულები ეხმარებიან მის მფლობელს გაანვითარის ანალიტიკური უნარები. ლიტო თერაპევტები იყენებენ ამ მინერალს თავის ტვინის და გულსისხლძარღვთა დაავადებების დროს. ამბობენ რომ ფლუორიტი შესაძლებელია გამოყენებული იყოს ეპილეფსიის და გაფანტული სკლეროზის დროს. ის პროექტირებს იან ენერგიას.


14.ოქროსფერი ტოპაზი - [შინაგანი გაცისკროვნების ქვა]. ძველ აღმოსავლურ მოძღვრებებში ეს მინერალი ითვლება ძვირფას ქვად, რომელსაც შეუძლია დაიცვას პატრონი სხვადასხვა ტიპის ჯადოსნობის და ნეგატიური ენერგიისგან. ტოპაზი ეხმარება პატრონს დეპრესიის და შიშებისგან. ის აქარწლებს ეჭვებს და რისხვას. ინდოელი იოგები ტოპაზს თვლიან გვირგვინოვანი ჩაკრის სტიმულატორად. იოგების პრაქტიკაში ტოპაზი გამოიყენება მედიტაციის დროს სხვადასხვა ხილვებისთვის. ტოპაზი აძლიერებს იმუნურ სისტემას და იხმარებოდა ფსიქიკურ დაავადებათა საწინააღმდეგოდ. ითვლება რომ, ოქროს ფერი ტოპაზის სამკაულები აკონცენტრირებენ პატრონს ოპტიმისტურ განწყობაზე. ტოპაზის ტარება რეკომენდირებულია იმ ადამიანებისათვის რომლებიც გაჯერებული არიან გაურკვეველი შიშებით.


15.ციტრინი - [მინერალი რომელიც ამაგრებს აუარს]. ყვითელი ციტრინი ოდითგანვე გამოიყენებოდა როგორც სამკურნალო მისტიკური ქვა. ძველ რომში ორატორები და სენატორები სპეციალურად ატარებდნენ მუდმივად ციტრინის კრისტალებს. ვინიდან თვლიდნენ რომ ის ანვითარებს მჭერმეტყველებას და აძლიერებს მეხსიერებას. აგრეთვე ითვლებოდა რომ, ციტრინი ხელს უწყობს ადამიანების ურთიერთ დამოკიდებულებას და ეხმარება მათ ფსიქოლოგიური კონტაქტების დამყარებაში. ციტრინის ოქროსფერი სხივი ეს მისი ენერგიაა ”ცი” ის მსგავსია მზის ენერგიის, რომელიც იძლევა სითბოს და სინათლეს. ლიტო თერაპევტები ამტკიცებენ, რომ ეს მინერალი ეხმარება ადამიანებს ბგერითი დეფექტების დროს. პარალელურად ამაგრებს ნერვიულ სისტემას. იოგების სამკურნალო სისტემაში ის ითვლება ჭიპის ჩაკრის [მანიპურა] ერთ-ერთ მთავარ მინერალად. ციტრინი ავლენს თავის სასარგებლო თვისებებს გასტრიტის, პიელონეფრიტის და ცისტიტის შემთხვევებში. ამის გარდა თავისი ვიბრაციებით ადამიანის სხეულის გარშემო ქმნის აურას და აქვს უნარი დაიცვას ის გარემოს უარყოფითი ზემოქმედებებისაგან.


16.ლალი - [დრაკონის ცხელი სისხლი]. ინდოეთში ლალი ითვლებოდა ყველაზე საპატივცემულო მინერალად. მას თვლიდნენ ცეცხლის სტიქიის ყველაზე უფრო გამომხატველ ქვად და”იან” საწყისის ენერგიის მძლავრ კონცენტრაციის ძალად. ინდოელები თვლიდნენ რომ, ლალს შეუძლია მისცეს მის პატრონს განუსაზღვრელი ძალაუფლება და ადამიანებზე ზემოქმედების მძლავრი უნარი. ლიტო თერაპევტები მიაკუთვნებენ ამ ქვას სხვადასხვა დაავადებებისაგან განმკურნების უნარს. ითვლება რომ,ლალი ეხმარება ადამიანის ორგანიზმს სისხლის დაავადებათა, ქრონიკული ტონზელიტის, ხერხემლის და სახსრების განმკურნებაში. ორგანიზმის ”იან” ენერგიის გადამეტებული რაოდენობის დროს მისი ტარება არ არის რეკომენდირებული. ლალი დადებითად მოქმედებს ნერვიულ სისტემაზე. იგი უწყობს ადამიანის აურას ხელს გარემოსთან ადაპტაციაში .


17.საფირონი - [სიბრძნის ქვა]. საფირონი უძველეს დროიდან ითვლებოდა სიბრძნის, ძალაუფლების, გამარჯვების და სამართლიანობის სიმბოლიზირებულ ქვად. ეგვიპტეში უმაღლესი ქურუმები ატარებდნენ ამ ქვას როგორც ჭეშმარიტების სიმბოლოს. იოანე ღვთისმეტყველის მიერ საფირონით აღნიშნულია პირამიდის ბოლოს წინასაფეხური მიმავალი ზეციურ ქალაქ იერუსალიმისკენ. ინდოეთში საფირონს თვლიდნენ ქვად უშუალოდ დაკავშირებულს კოსმოსთან. ქვა რომელიც შიგნით ისვრეტს კოსმოსის ცივ ასტრალური ფერს. ცნობილი ღვთისმეტყველი პავლე ფლორენსკის აზრით საფირონში შესაძლებელია დავინახოთ სულის სიმბოლო, მიზანსწრაფული უსასრულობისკენ. საინტერესოა რომ, ძველ ჩინეთში ციური-ცისფერი სინათლე რომელიც გააჩნია საფირონს სიმბოლიზირდებოდა სულთან, სიკვდილის შემდგომ. ითლება რომ, საფირონი აგდებს წნევას, ეხმარება პატრონს გადალახოს უძილობა და წელის ტკივილი. ზოგ შემთხვევაში მოხსენებულია როგორც ორგანიზმის დამხმარე კომპონენტად სიმსივნეების დროს. მფლობელს ქვა ეხმარება იგრძნოს სიცრუე. ითვლება რომ, საფირონის სამკაული ეხმარება პატრონს სიმშვიდის მოპოვებაში. განსაკუთრებით ძლიერი თვისებებით გამოირჩევა ვარსკლავის ფორმის ეგზემპლიარები, რომლებშიც გადაიკვეთებიან სამი ურთიერთ გადამკვეთი სხივები - უძლიერესი გრძნობების სიმბოლოები ”რწმენა, იმედი, სიყვარული”. ეს მინერალი ხელს უწყობს ადამიანის აურას ფერთა დაწმენდაში. ის მგრძნობიარეა ”ინ” ენერგიის მიმართ.


18.მთის ბროლი - [ ნათელმხედველთა ქვა]. ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში, ტიბეტში, მონღოლეთსა და ჩინეთში ექიმები ჭრილობებს მკურნავდენ მთის ბროლის მრგვალ ფორმებში მზის სხივების გატარებით. ამ მინერალის სფეროს მაგვარი ფორმები ყველა დროში იყო წინასწარმეტყველობის, მაგების, ქურუმების და ნათელმხედველების ატრიბუტიკა, სულებისგან დევნის დროს. ასეთი სფეროებით სარგებლობდნენ ტიბეტელი ლამები და თანამედროვე ნათელმხილველი ვანგა. ინდურ და ტიბეტურ მედიცინაში მთის ბროლს ენიჭება წამყვანი როლი. ითვლება რომ, მათი ენერგეტიკა ადვილად ესადაგება ადამიანის ვიბრაციის სიხშირეებს. ტიბეტელი ლამები ბროლის ბურთებს იყენებენ ”მესამე თვალის” ჩაკრის გასახსნელად. ისინი მთის ბროლის კრისტალებს იხსენიებენ ”ცოცხალად”. ვინაიდან მათი ექვსი წახნაგი სიმბოლიზირებს ადამიანის ექვს ჩაკრას, მიმართულს ზევით მეშვიდე ჩაკრისკენ. თანამედროვე ჩინეთში მთის ბროლის სფეროებს იყენებენ მასაჟის დროს, ხოლო მცირე ზომის წვეტიან ბროლის კრისტალებს ”ბან-ში” ბიოლოგიურად აქტიური წერტილების სტიმულირებისათვის. მთის ბროლის კრისტალები ადამიანებს ეხმარებათ გულის იშემიური დავადების და ვარიკოზული ვენების გაფართოების დროს. ბროლის ბურთულებს გააჩნიათ უნარი შეუმციროს მის პატრონს თავის ტკივილები და ნორმამდე მიიყვანოს არტერიული წნევა.


19. ვარდისფერი ბროლი - [გულის ქვა] იშვიათად გავრცელებულ მკრთალ ვარდისფერ ბროლს აღმოსავლეთის მკურნალები უწოდებდნენ გულის ქვას. მისი მსუბუქი ვარდის ფერი გვაგონებს აის, ახარებს ადამიანის თვალს და მკურნავს სულს თავისი მსუბუქი ვიბრაციებით. ინდოელი იოგები თვლიდნენ რომ, ეს მინერალი საუკეთესო საშუალებაა გულის ჩაკრასთვის. ვარდისფერი ბროლი მკურნავს გულის სულიერ ტკივილებს, ხსნის ემოციურ დაძაბულობებს. გულს აყენებს სიყვარულის და სიკეთის ტალღაზე. ვარდისფერი ბროლის ფხვნილი გამოიყენებოდა როგორც ნაოჭების საწინააღმდეგო კოსმეტიკური საშუალება ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში. ითვლება რომ, ვარდისფერი ბროლი პატრონს აძლევს ცხოვრებისეულ ძალას და მაღლა სწევს მის მგრძნობიარობის უნარს. ეს მინერალი მიმღებია ”ინ” ენერგეტიკის. ვარდისფერი ბროლი დადებითად მოქმედებს ადამიანის აურაზე და ხელ უწყობს მისი დაზიანებული მონაკვეთების აღდგენას.


20.ჰემატიტი - [ჭრილობების მომშუშებელი ქვა]. მისი მუქი წითელი ფერისთვის ამ მინერალს კიდევ უწოდებენ სისხლჭარბს. ამ ქვის დამახასიათებელი ფერები ადამიანებში იწვევენ შედედებულ სისხლთან ასოციაციას. ითვლება რომ, ეს ქვა აშუშებს ჭრილობებს და ასუფთავებს სისხლს. აღმოსავლეთში თვლიდნენ რომ, ის დადებითად მოქმედებს სხვადასხვა ორგანოებზე. მას გააჩნია უნარი გამოდევნოს ორგანიზმიდან მავნე მეტაბოლიტები. ძველ ტიბეტს და ჩინეთში მას აქტიურად იყენებდნენ სისხლძარღვთა საცობების და სისხლდენის შეწყვეტის მიზნით. ლიტო თერაპევტები თვლიან რომ, ჰემატიტს შეუძლია დაეხმაროს ჰორმონალურ და შარდსადენ პრობლემებისას. ეს მინერალი დადებითად ზემოქმედებს ფუძისეულ ჩაკრის ენერგეტიკაზე და ასტიმულირებს სისხლის დაგროვებას სქესობრივ ჩაკრაში [სვადჰისტანა].


21.ქარვა - [უძველეს ტყეების ჯადოსნური ფისი] დადგენილია რომ ქარვა ამცირებს კბილის და თავის ტკივილის შეგრძნებას. ამსუბუქებს წნევის გადასვლებს. იცავს ადამიანს მაგნიტური ქარიშხლებისას და ზოგჯერ, აუმჯობესებს მხედველობას. დადებითად მოქმედებს თირკმელებზე და ხელს უწყობს გულის მუშაობას. ექიმები აღნიშნავენ რომ ქარვის მუნდშტუკი ამცირებს მწეველებში ნიკოტინის შესვლას სასუნთქ სისტემაში. ქარვისგან დამზადებულ პრეპარატებს აქვთ ანთების საწინააღდეგო თვისებები. დადგენილია რომ, ორგანიზნში ფარისებულ ჯირკვლის დაავადებებს იწვევს იოდის უკმარისობა. ხოლო ქარვა თავის სტრუქტურაში შეიცავს ამ მიკრო ელემენტს. ამიტომაც ქარვის მძივების ტარება ორგანიზმისთვის იოდის უკმარისობისას საკმაოდ დადებითია. იოდის გარდა ქარვის სტრუქტურაში შედის სხვა მიკრო ელემენტებიც. როგოროცაა: რკინა, მაგნიუმი, კალციუმი, ცინკი. ქარვა შეიცავს აგრეთვე ქარვის მჟავის მარილებს. რომლებიც ააქტიურებენ ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. ქარვა-თერაპიის მეთოდები გამოიყენება ონკოლოგიაშიც. ქარვა არის - შემოქმედების, რწმენის და ოპტიმიზმის ძალა. ის ჩუქნის პატრონს ფიზიკურ სიძლიერეს, სულიერ სიმხნევეს, მოაქვს იღბალი და ინახავს პატრონის ჯანმრთელობას.


22.ალექსანდრიტი - ეს მინერალი არის ქრიზობერილის ნაირსახეობა, რომელსაც გააჩნია უნარი შეიცვალოს ფერი გამომდინარე გაშუქების კუთხიდან. ინდოეთში ქრიზობელილს უწოდებდნენ ”ვაიდურნამს” და თვლიდნენ ერთ-ერთ ძლიერ მაგიურ ქვად. მათ სჯეროდათ რომ ამ მინერალს გააჩნია უნარი დაარეგულიროს ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა. გაასუფთაოს სისხლი და გაამაგროს სისხლგამტარი კაპილარები. ალექსანდრიტი მკურნავს თირკმელებს და კუჭ უკანა ჯირკვალს. აგრეთვე პატრონს ეხმარება სულიერ გაწონასწორებაში. დადებითად მოქმედებს ნერვიულ სისტემაზე. მზის სინათლეზე ალექსანდრიტს აქვს მომწვანო შეფერადებლობა, ხოლო ხელოვნურ სინათლის დროს იისფერ-წითელი. ითვლება რომ, ალექსანდრიტი ეხმარება პატრონს სულიერ განახლებაში. აწონასწორებს მის გონებას და ემოციებს. ის ეხმარება აურას უარყოფითი ენერგიებისაგან თავდაცვაში.


23.მთვარის ქვა - [ მთვარის ენერგიის მშთანთქმელი]. ეს დასახელება ამ მინერალმა მიიღო ცისფერი და ვერცხლისფერ-თეთრი ფერების ერთი მეორეში გადასვლის გამო. ძველ აღმოსავლეთის ქვეყნებში მას უბრალოდ აკავშირებდნენ მთვარესთან. ტიბეტში თვლიდნენ, რომ ეს მინერალი უნდა გამოიყენოთ მთვარის ფაზების გათვალისწინებით. ვინაიდან მისი მისტიკური ძალა საუკეთესოდ მოქმედებს მთლიანი მთვარის ფაზის დროს. კენინგემის მიხედვით ეს მინერალი აღიქვამს და იზიდავს სიყვარულს. მას ატარებენ ცხოვრებაში სიყვარულის მოსაზიდად. ინდოეთში მას ეძახიან ”ჯანდარაკანდ-ს” რაც თარგმანში ნიშნავს მთვარის ნათებას. ისინი თვლიან, რომ ქვა შთანთქამს მთვარის ცივ ენერგიას, აცივებს და აწყნარებს გონებას, რითაც ადამიანებში აღვიძებს ოცნებებს და სინაზეს. ტიბეტში მას ხმარობდნენ ეპილეფსიის და ფსიქიკური დაავადებებისგან განმკურნებისთვის. ითვლება რომ, მთვარის ქვიდან დამზადებული სამკაულები ეხმარებიან ინტუიციის განვითარებაში და წარმოსახვაში. ეს მინერალი დადებითად მოქმედებს ანაჰატაზე [გულის ჩაკრა] მის ენერგიას აღიქვამს ადამიანში ”ინ” საწყისი.


24.ალმასი - [ ქვათა მეფე]. ალმასი ძველ ცივილიზაციებში იყო სიმბოლო სიწმინდის, დაუმარცხებლობის, ძალის, ძალაუფლების და სრულყოფილების. ინდურ მოძღვრებებში ის ითვლება მე- 7 ჩაკრის [საჰასრარა] მთავარ ქვად. რომელიც აერთიანებს ადამიანს კოსმოსურ ძალებთან. იოგები თვლიან რომ, ალმასის მძლავრი ენერგიის ვიბრაციები ასაზრდოებს გულს, თავის ტვინს და ყველა ”ეფირულ” სხეულს. თვლიდნენ რომ, ალმასი იცავს თავის პატრონს ავადმყოფობებისგან. მას გამოყავს პატრონისგან ცუდი სიზმრები და კურნავს შიშებისგან. ხელს უშლის ადამიანის ორგანიზმში კენჭების წარმოშობას და აპოპლექსიას. ლიტო თერაპიის წარმომადგენლები ურჩევენ ადამიანებს ორგანიზმის გამაგრებისთვის ყოვედღე მიიღონ თითო ჭიქა ”ალმასის წყალი". ინდიგო ფერის აურის ტიპის ადამიანებს ეს ქვა ხელს უწყობს დაიცვან თავი გარემოს უარყოფითი მუხტებისგან. ალმასის ტარება რეგულარულად არ არის რეკომენდირებული იმპულსური ხასიათის მაღალი წნევის მქონე ადამიანებისათვის.


25. შუნგიტი



ადამიანის აურა დამოკიდებულია პიროვნების ფიზიკურ ჯამრთელობის მდგომარეობას და განწყობზე. აქედან გამომდინარე ზოგიერთ შემთხვევებში, აურა განიცდის დეფორმაციას, ფერის დროებით ცვალებადობას და სნეულდება კიდეც. სხეულის ეს ენერგეტიკული გარსი უშუალოდ დაკავშირებულია ადამიანის ჯამრთელობასთან. ვინაიდან მათ შორის არსებობოს მგრძნობიარე დამოკიდებულება. როდესაც სხეული ავადმოყოფობს, მაშინ აურაც დაავადებულია და პირიქით. აურის მდგომარეობა მაჩვენებელია ადამიანის ენერგეტიკული ჯამრთელობის. ანუ ჯამრთელი აურა - ჯამრთელი ადამიანი და პირიქით. ხშირად გარეგნულად ადამიანი თითქოს და ფიზიკურად ჯამრთელია, მაგრამ მისი აურის დაზიანების შემთხვევაში იწყება უცნაური მოვლენები. აურა იწყებს ავადმყოფობას.


თუ, მისი ფორმა დამახინჯებულია ან მასში შეიმჩნევა დეფორმირებული ადგილები და სხვა დეფექტები, იწყება აურის თავდაცვითი ფუნქციონირების დაღმავლობა. სამწუხაროდ ადამიანები დღევანდელ დღეს ცხოვრობენ ისეთ გარემოში, სადაც დომინირებს არასასურველი ფაქტორები, დაწყებელი ყოველდღიური უარყოფითი ინფორმაციებით, დამთავრებული ჰაერით, წყლით და საკვებით რომელითაც ჩვენ ყოველ დღიურად ვსაზრდოობთ. ისმება კითხვა, დარწმუნებული ვართ რომ უარყოფითად არ მოქმედებს ჩვენს აურაზე გამოსხივების ისეთი წყაროები როგორიცაა კომპიუტერი, მობილური ტელეფონი, ტელევიზორი და სხვა თითქოს და ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ტექნიკური საშუალებები, რომლებთან ერთად ჩვენ ვატარებთ ცხოვრების უდიდეს დროს ?


ჩვენი აურის დასაცავად სამყაროში არსებობს ერთერთი საუკეთესო მინერალი, რომლის ანალოგი ბუნებაში მეორე არ არის. ეს მინერალია შუნგიტი. მას განსაკუთრებული ნახშირბადოვანი აღნაგობის გამო გააჩნია უნივერსალური სამკურნალო თვისებები. (შუნგიტი - მთის ჯიში. გარდამავალი სტადია ანტრაციტიდან გრაფიტზე. - მიეკუთნა დასახელება ადგილმდებარეობის მიხედვით შუნგა დასახლებაა კარელიაში) ამ ქვის უნიკალური თვისებაა ის, რომ მისი წყალში გახსნისას გამოიყოფა მხოლოდ ის კომპონენტები, რაც აუცილებელია და სასარგებლოა ცოცხალი ორგანიზმებისათვის. ითვლება საუკეთესო საშუალებად აურის მკურნალობის. ეს ბუნებრივი ქვა პრაქტიკულად შეიცავს მენდელეევის სისტემის თითქმის უმრავლეს ელემენტებს. ის მოიპოვება მხოლოდ კარელიაში. ამერიკელმა და რუსმა მკვლევარებმა გამოარკვიეს,რომ ეს მინერალი ადამიანის ორგანიზმიდან გამოქაჩავს ყველაფერს უვარგის და არა საჭიროს. ნეგატიურ ემოციების და უარყოფით ენერგიის ჩათვლით. რის საშუალებითაც აღადგენს აურაში დაზიანებულ მონაკვეთებს.

Comments


bottom of page