top of page

ნუმეროლოგია, 2021 წლის პროგნოზი

ოთხი სანუკვარი ციფრი რას გვაუწყებს?


გასულ წელს რა საბედისწერო მოვლენებიც მოხდა პლანეტაზე და ჩვენს ცხოვრებაში, ახალი 2021 წელი მნიშნელოვანი ცვლილებების, გარდაქმნების მომტანად გვესახება.


მცირე განხილვა. ნუმეროლოგია — წარმოადგენს წინასწარმეტყველების სისტემას, რომელიც ეფუძნება რიცხვების (1 დან 9 მდე) წყობას და მათ სულიერ, ფილოსოფიურ და სიმბოლურ მნიშნელობას. ყოველ წელს გააჩნია ე.წ. „უნივერსალური რიცხვი“ რაც მართავს და განაგებს წელიწადის მთლიან 365 დღეს. ასევე ნუმეროლოგია ერთ ერთი უძელესი მეცნიერებაა რომელიც შეისწავლის მარტივ რიცხვებს გავლენას სოციუმზე, უხსოვარი დროიდან ბრძენი ხალხი ანიჭებდა რიცხვებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას და მაგიურ თვისებებს მიაწერდა, სწავლობდნენ და აკვირდებოდნენ დაბადების თარიღების ზეგავლენას ადამიანის ცხოვრებაზე და მის განვითარებაზე, ბედისწერა რიცხვებში როგორ ახდენდა ზემოქმედებას. იმისათვის რომ გავიგოთ წყობა, თუ რა რიცხვისგან შესდგება 2021 წელი, საჭიროა ციფრების მათემატიკური შეკრება: 2+0+2+1=5. მიღებული რიცხვი არის 5, სწორედ ამ მაგიური რიცხვით შევაბიჯებთ ახალ წელს.


რა არის ამ რიცხვის მთავარი აზრი? რა თქმა უნდა თავისუფლება, შეგრძნებები, განცდები, მხიარულება, ურთიერთობები, კომუნიკაცია საზოგადოებასთან და თავგადასავლები.


ფაქტიურად წინა 2020 წელი, 4-იანით გამოხატულ სრულ ტყვეობაში გავატარეთ, 2021 წელს კი ტყვეობიდან განთავისუფლების შანსი გვეძლევა, რაც ძირეულ ცვლილებებს მოგვიტანს. ამერიკელი ნუმეროლოგების აზრით ახალი წელი „ამერიკულ მთებს“ დაემსგავსება, ამით ჩვენ არ გავცდებით უსაფრთხოების ზომებს, მაგრამ 4 ენერგიის (შეხღუდვების, მარწუხების, ჩაკეტილი წრის) ნგრევის და გარღვევის შემდეგ ჩვენ მოგვიწევს მეტი დავფიქრება თუ ამ განვლილი პერიოდის შემდეგ რითი ჩავანაცვლებთ ძველს ახლით, სამყაროს როგორ შევუწყობთ ხელს, ტყვეობიდან თავისუფლებისკენ სწრაფვის სურვილით მოცულებმა რა ღირებულებები უნდა დავამკვიდროთ, რითი ჩავანაცვლოთ და რამდენად გონივრული იქნება ამ წელს ჩვენი ყოველი გადადგმული ნაბიჯი...



მაშ ასე, როგორ და რა ფორმით ვიმოქმედოთ ამ წელს, რომლის მმართველიც არის 5? ნუმეროლოგების აზრით: არსებული გაურკვევლობიდან გამოსვლის და ცვლილებების მისაღებად, ჩვენ უნდა შევეცადოთ საკუთარ თავზე მუშაობა, ვიყოთ ჩვენი საქმის პროფესიონალები, მნიშნელოვან თემებზე შევეცადოთ ვიყოთ მეტად კონცენტრირებულები, დაკვირვებულები, უფრო მეტად უნდა ვიყოთ დაინტერესებულები საკუთარი თავის დახვეწაზე, ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ მხოლოდ ასე თუ შევძლებთ დავუბრუნდეთ ნორმალური ცხოვრების რიტმს.


2021 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი, ბედისწერა თარიღებში...


რა გველოდება ან რისი მომტანი იქნება 2021 წელი, როგორ დავგეგმოთ და როგორ მოვემზადოთ ამ წელს, რომ მეტად პროდუქტიული იყოს ჩვენთვის ახალი 2021 წელი.

განვიხილოთ და გამოვთვალოთ თუ რას პროგნოზირებს 2021 წელი ნუმეროლოგიურად, ამისათვის საჭიროა ციფრების მათემატიკურად დაანგარიშება, როგორც უკვე ავღნიშნე

მაგრამ, ინდივიდუალურ, თქვენთვის განკუთვნილი რიცხვის გამოყვანა კი ხორციელდება არამხოლოდ წლის უნივერსალური რიცხვის გამოყვანით, არამედ უნდა შეკრიბოთ თქვენი ინდივიდუალური რიცხვი და წლის ინდივიდუალური რიცხვი, ამისათვის კიდევ ერთხელ განვიხილოთ დაანგარიშება:


მაგ: თქვენ ხართ დაბადებული 1985 წლის 12 სექტემბერს და თქვენ ინტერესდებით არსებული 2021 წლის პროგნოზით.


დაანგარიშება ხდება შემდეგნაირად:

1+9+8+5+1+2+9=35 მივიღეთ ორნიშნა რიცხვი, უნდა დავიყვანოთ ერთნიშნამდე, ანუ (3+5=8) მივიღეთ 8


შევკრიბოთ მიმდინარე 2021 წლის რიცხვები: 2+0+2+1=5 მივიღეთ 5


მიღებული რიცხვებს 8 და 5 შევკრიბავთ და გამოვიყვანთ ერთნიშნა რიცხვს: 8+5=13 (1+3=4)


ქვემოთ ვნახოთ თქვენი პერსონალური რიცხვისთვის შესაფერისი განმარტება.



ნუმეროლოგიური პროგნოზი 2021 - რიცხვი 1

ხალხი, ვისი რიცხვის არის 1,


შეგიძლიათ იღბლიანი და კარგი პერიოდის იმედი გქონდეთ. თქვენი ენერგიულობა და მიზანსწრაფულობა დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში, პროფესიული და პირადი ცხოვრების მოწყობაში. შეუპოვრობა და მტკიცე ხასიათი დადებითად აისახება თქვენს კარიერაზე. წარსულის გამოცდილებები და მიღწევები კი დაგეხმარებათ დაწინაურებაში, ის ვინც დასაოჯახებელია, ეს წელი ყველაზე იდეალური იქნება ქორწინების დასაკანონებლად, ეს კი იქნება მყარი და ჰარმონიული ოჯახის გარანტი. მომავალი წელი გიქადით საინტერესო კავშრებს და საჭირო ნაცნობობას, რამაც შესაძლებელია დიდი სარგებელი მოგიტანოთ. ერთიანის მფლობელებისთვის ცუდად შესაძლებელია აისახოს აგრესიული გამოვლინებები, ნერვული შეტევები, შეეცადეთ მთელი წლის განმ,ავლობაში აკონტროლოთ თქვენი ემოციები და ნეგატიური ფიქრები შეცვალოთ პოზიტიურით, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზულ პრობლემებს შეიქმნით.


ნუმეროლოგიური პროგნოზი 2021 - რიცხვი 2

ხალხი, ვისი რიცხვის არის 2,


ბუნებრივი ტაქტი და კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი ხელს შეგიწყობთ მთელი წელი გაატაროთ კომფორტულად და წარმატებულად. ეს წელი განსაკუთრებით კარგი იქნება შემოქმედებითი სფეროსთვის, ხელოვნების, მოდის, მუსიკის და კინემატოგრაფიის განვითარებისთვის, აგრეთვე მეტად პროდუქტიული იქნება მსახიობებისთვის, მწერლების და მხატვრებისთვის. თამამად შეგიძლიათ ამ წელს გქონდეთ იმედი თქვენი ნიჭის წარმოსაჩენად, სახალხო აღიარება არ დააყოვნებს. ორიანის მფლობელებისთვის მეტად სარისკო იქნება საზოგადოებაში ხშირი გამოჩენა, შესაძლებელია შურის, მტრობის და ფარული ინტრიგების მსხვერპლი აღმოჩნდეთ. გამოიჩინეთ დიპლომატია და სიფრთხილე ურთიერთობებში, შესაძლებელია სკანდალებში გახვევაც. ნუ გახდებით დამოკიდებული სხვისი აზრის და შეხედულებების მიმართ , გამოიჩინეთ მეტი თანაგრძნობა და ტოლერანტობა სხვების მიმართ.

ნუმეროლოგიური პროგნოზი 2021 - რიცხვი 3

ხალხი, ვისი რიცხვის არის 3,


თქვენ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ ინტელექტუალური შესაძლებლობები, რათა 2021 წლის განმავლობაში მეტად პროდუქტიული იყოს თქვენი პროფესიული შედეგები, შეეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოით ეს წელი ახალი პროფესიის ან შესწავლისთვის, ან არსებული სფეროს დასახვეწად დამატებითი უნარების შესწავლას დაუთმეთ დრო, შეისწავლეთ ენები, ან ხელსაქმე. იმუშავეთ უნარებზე, რათა კოლექტივში მუშაობა მეტად საინტერესო იყოს. მიზანსწრაფულობა და ენთუზიაზმი დაგეხმარებათ საკუთარი ბიზნესის ორგანიზებაში, ახლის წამოწყებაში, ოღონდ სიფრთხილე გამოიჩინეთ გაუაზრებელი და სპონტანური გადაწყვეტილებებისგან, რისკი დიდ სარბელს არ მოგიტანთ, ამიტო გათვალეთ ყოიველი ნაბიჯი. ნაკლებად ისაუბრეთ თქვენს მიღწევებზე, არავინ ჩაახედოთ საქმეებშ და არ გაუმხილოთ ამ წელს თქვენი გეგმები გარშემომყოფებს, ამა შეიძლება დასახული მიზნიდან გადაგახვევინოთ. ოჯახის წევრებთან მეტად თბილი, მზრუნველი და ყურადღებიანი იყავით, დრო ოჯახისწევრებსაც დაუთმეთ.


ნუმეროლოგიური პროგნოზი 2021 - რიცხვი 4

ხალხი, ვისი რიცხვის არის 4,


გამჭრიახ ოთხიანებს მთელი წლის განმავლობაში მოუწევთ ციყვივით ბორბალში ტრიალი. გონივრულად გადაანაწილეთ თქვენი ძალა და ენერგია, ამით აიცილებთ ზედმეტ სირთულეებს რომელიც მოაქვს თქვენთვის ახალ წელს, ეს წელი თქვენთვის გამოწვევების წელი იქნება, ჩარჩოებში მოქცევა, გაუსაძლისი მდგომარეობა, გაჩერებული დრო და გეგმების ჩაშლა, მაგრამ მეორეს მხრივ ამ წელს შეუძლია საკუთარი თავის შესწავლის საშუალება მოგცეთ. იმუშავეთ ემოციებზე, განთავისუფლდით წყენისგან, იმედგაცრუებებისგან, მთელი წელი მოანდომეთ ახალი გეგმების იდეების დამუშავებას, შეისწავლეთ სტრესულ მდგომარეობაში ემოციების მართვა. შეცვალეთ მიდგომები. თავი შეიკავეთ საჰაერო გადაადგილებებისგან, ასევე არ არის რეკომენდირებული გადამეტებული სისწრაფე, მათ შორის სატრანსპორტო გადაადგილებების დროს, შესაძლებებლია საავარიო სიტუაციების გამოწვევა.





ნუმეროლოგიური პროგნოზი 2021 - რიცხვი 5

ხალხი, ვისი რიცხვის არის 5,


კაშკაშა და მოძრავი ხუთიანებისთვის ახალი წელი იქნება ახალი შანსების მომტანი, რაც დიდ წარმატებებს მოუტანთ თითქმის ყველა სფეროში მოღვაწე ხუთიანებს. ნაყოფიერი იქნება გამომგონებლობის, სფეროსთვის, ახალი ტექნოლოგიების, აღმოჩენების მომტანი იქნება. მართალია მუდვივ ძრავას ვერ შექმნით, მაგრამ ამ წელს ხუთიანებისთვის უდიდესი გარღვევა იქნება მაღალი ტექნოლოგიების სფეროში. 2021 წელს თქვენ დაგჭირდებათ გარშემომყოფებისგან დახმარება, თანადგომა, ხელშეწყობა, ამისთვის ურთიერთობები გაამყარეთ მხოლოდ იმ სფეროში, რა სფეროსაც ემსახურებით, საჭირო ხალხი და ნაცნობობა დიდ დახმარებას გაგიწევთ. ამ წელს ხუთიანების მფლობელებისთვის კარგი იქნება თუ თავს გამოიჩენენ საერთაშორისო ურთიერთობების, კონფლიქტების მოგვარების და დაძაბული ურთიერთობების მოწესრიგებაში. აგრეთვე პროდუქტიულად აისახება უცხოელ პარტნიორებთან, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში მათი ჩართულობა. სარისკო ინვესტიციებისგან თავი შეიკავეთ, და დააკვირდით გარშემომყოფებს, ეს წელი ნაცნობები და მეგობრების გამოხშირვის წელიც იქნება.


ნუმეროლოგიური პროგნოზი 2021 - რიცხვი 6

ხალხი, ვისი რიცხვის არის 6,


ექვსვიანებისთვის მთელი წელი იქნება ყველა ასპექტში ჰარმონიული - კარიერული წარმატება, სიყვარული და იღბალი მოგეცემათ, მაგრამ არ მოდუნდეთ, 2021 წლისგან გათამამებულ ექვსიანებს მაინც მოუწევთ წინდახედულობის გამოჩენა. რაც ბოლო წლების განმავლობაშ იმუშავეთ, ამ წელს იღბალი ბონუსად მოგეცემათ. მთელი წელი ხელს შეგიწყობთ შემოქმედებით წინსვლებში. აგრეთვე მეტი თავისუფალი დრო დაუთმეთ თქვენს ჰობს, გართობას, მეგობრებთან ერთად დასვენებას, მოლხენას. საქმეში ორიენტირებულები იყავით მოგების გაზრდაზე, დამატებით შემოსავლის წყაროს ძიებაზე, თქვენი ინტუიცია დაგეხმარებათ სარფიან კომერციულ გარიგეგბებში, რაც დიდ მოგებაზე გაგიყვანთ. კოლეგების და ნათესავების თვალში მეტად თბილი და ყურადღებიანი იყავით, ეს მეტ სანდო და ერთგულ ხალხს შეგძენთ.


ნუმეროლოგიური პროგნოზი 2021 - რიცხვი 7

ხალხი, ვისი რიცხვის არის 7,


შვიდიანებისთვის ეს 2021 წელი იქნება აქტიური და დინამიური. თანდაყოლილი სიბრძნე საშუალებას მისცემს ცხოვრებას მიუდგეთ ფილოსოფიურად. თქვბენც შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში შეცვალოთ საქმიანობის სფერო, შეიცვალოთ საცხოვრებელი ადგილი, მაგრამ შვიდიანების უმეტესობისთვის ეს წელი იქნება ემიგრაციაში წასვლის წელი. ნუ მოდუნდებით, თქვენსმა თვითკმაყოფილებამ და თავშეკავებამ შეიძლება დროებით დაგაშოროთ მეგობრებს და ოჯახის წევრებს, ამით აფიქრებინებთ რომ თქვენ ხართ პირქუში, უჟმური და გულგრილი მათ მიმართ. შეეცადეთ დააფასოთ ეს ხალხი და იყოთ მეტად დელიკატურები, თქვენ განსაკუთრებულად გჭირდებათ მათი მხრიდან სითბო და ყურადღება. აგრეთვე მთელი წლის განმავლობაში შეეცადეთ იმუშავოთ საკუთარ თავზე, გამოასწორეთ წარსულის შეცდომები და დრო დაუთმეთ აგრეთე საკუთარ ჯანმრთელობას.


ნუმეროლოგიური პროგნოზი 2021 - რიცხვი 8

ხალხი, ვისი რიცხვის არის 8,


რვიანების მფლობელებს შეუძლიათ შვებით ამოისუნთქონ: წარსულის პრობლემები და დარდი უკან დარჩა. თქვენი მიდრეკილება ექსპერიმენტებისა და ორიგინალური აზროვნებისკენ დაგეხმარებათ ცხოვრებისაგან მრავალი ბონუსის მიღებაში. შემდეგი წელი ნაყოფიერი პერიოდია მათთვის, ვინც გახსნილია ახალი ცოდნის მიღებისთვის. ისარგებლეთ ამით თქვენი პროფესიული უნარების გასაუმჯობესებლად. 2021 წელს შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი განათლება, დაესწროთ მასტერკლასებს ან დარეგისტრირდეთ უცხო ენის კურსებზე. თქვენ სწრაფად და მარტივად ამითვისებთ ნებისმიერ ცოდნას.

რვიანებს შეუძლიათ ფულის სარფიანი დაბანდება - მაგრამ თაღლითური გზებით მოგების ნახვის სურვილი საბედისწერო იქნება. 2021 წელს თავიდან აიცილეთ ფულის სესხება-გასესხება, მაგრამ თუ გამოუვალი მდგომარეობაა, ამ შემთხვევაშ თანხა აჩუქეთ იმდენი, რისი დაკარგვის შიშიც არ გექნებათ. სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში ყველაფერი კარგად გექნებათ.


ნუმეროლოგიური პროგნოზი 2021 - რიცხვი 9

ხალხი, ვისი რიცხვის არის 9,


ცხრიანებისთვის ეს წელი იქნება სახიფათო და საბედისწერო, 2021 წლის განმავლობაში არ წამოიწყოთ სერიოზული საქმეები, ფინანსური ოპერაციები, შეეცადეთ ამ დროს შეიმუშავოთ გეგმა, რომელსაც განახორციელებთ მომავალ წელს. თავი შეიკავეთ რადიკალური ცვლილებებისადმი, რამეთუ ფატალურ შედეგებამდე მიგიყვანთ, თქვენთვის ეს წელი დიდი დანაკარგის და ზიანის წელი იქნება, ამიტო შეეცადეთ სიმშიდე შეინარჩუნოთ, დაკავდით მედიტაციებით, განერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, თქვენთის კარგი იქნება ხშირი განმარტოვება, თავი შეიკავეთ მშენებლობისგან, ხანგრძლივი მოგზაურობებისგან, კონფლიქტუირი სიტუაციებისგან, აგრეთვე ბრაზის და აგრესიის გამოვლინებისგან. 2021 წელი არ შეგიწყობთ ხელს კარიერული სიმაღლეების მიღწევაში.

განსაკუთრებით სარისკო იქნება უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. ერთადერთი რაშიც გაგიმართლებთ, ეს იქნება სახლი, ოჯახი, პირადი ცხოვრება რომელიც უკვე გაქვთ, სწორედ ეს მოგიტანთ დაცულობას, სიმშიდეს და ჰარმონიული მდგომარეობის შენარჩუნებას. ეს წელი თქვენთვის იქნება აკადემიური წელი, 365 დღე შვებულებასავით გამოიყენეთ , მოინახულეთ ნათესავები, იყავით თქვენთვის საყვარელი ხალხის გარემოცვაში, ან დაკავდით იოგით, ლოცვებით და სულიერი პრაქტიკებით.


გისურვებთ წარმატებებს!

Comments


bottom of page