top of page

სიზმრის მჭერალი (სიზმრების მახე)


სიზმრების მახე- ეს არა მხოლოდ ლამაზი ხელით ნაკეთი ნივთია, არამედ იდიელების მითოლოგიაზე დაყრდნობით მას შესწევს დაიცავს ადამიანი ძილად ყოფნის დროს, დაცვა მენთალურ და ასტრალურ პლანზე. ინდიელებისა და ციმბირელი შამანების რწმენით ძილად ყოფნის დროს ადამიანი იღებს სიბრძნეს და კეთილგონიერებას, აგრეთვე ადამიანის ქვეცნობიერი უკავშირდება ღვთიურ გონს რომელისგანაც ხდება უდიდესი მადლის მიღება. ამიტომ არის რომ ადამიანი სიცოცხლის ნახევარს ძილში ატარებს, ცუდი სიზმრები კი ადამიანს ხელს უშლის სიბრძნის მიღებაში და ძალაუნებურად იმ ღვთიურ გონთან აშორებს რომლითაც უნდა იყოს ახლო კავშჳრში ძილის დროს, სწორედ ამის გამო ათასწლეულების განმავლობაში შამანებმა შეიმუშავეს ეს სისტემა რომელსაც პირობითად მიენიჭა სიზმრების მჭერალის სახელწოდება და რომელიც დღემდე აქტუალრია მეზოამერიკულ თუ ციმბირულ ტომებში.

ერთის მხრივ მშვენიერი ნივთი, მეორეს მხრივ კი ძლიერი მაგიური თილისმა დაგეხმარებათ განთავისუფლდეთ ცუდი სიზმრებისაგან და თქვენი ქვეცნობიერი იყოს მიახლოვებული იმ ღვთიურ გონთან რაშიც სიზმრი გეხმარებათ, აგრეთვე მიიღოთ ღვთიური ძალებისაგან ის ინფორმაცია რაც ხელს შეგიწყობთ განავითაროთ სულიერ დონეზე თქვენი თავი, აირიდოთ ან განთავისუფლდეთ მოახლოვებული პრობლემებისგან ან იყთ გაფრთხილებული ბედისწერის თავდასხნმებისაგან.

თუკი ამ ნივთს დავკიდებთ მძინარე ადამიანის თავთან, ხოლო ადამიანი ხედავს ცუდ სიზმარს, სიზმრის მჭერალის დაკიდების თანავე ადამიანი მშვიდდება და უქრება ის ნეგატიური შეგრძნებები რაც ცუდ სიზმრებს ახალიათებს.


სიზმრის მჭერალის აგებულებიდან გამომდინარე მასში არის ჩადებული შემდეგი მისტიური დანიშნულება, ბადე როლიც სწის შუაშია, იჭერს იმ ნეგატიურ სიგნალებს (ამ შემთხვევაში ცუდი სიზმრების მაპროვოცირებელ ავსულებს) და ადამიანს ათავისუფლებს ამ ცუდი შეგრძნებებისგან.


ცუდი სიზმრების დროს ადამიანი მხოლოდ ფიზიკურ დონეზე არ შფოთავს, პირველ რიგში მოუსვენარია მისი სული, მისი ნერვული სისტემა, რომელიც მთელს სხეულზე ვრცელდება, ამის გამო მინდა შემოგთავაზოთ სიზმრების მჭერალის დამზადების უმარტივესი ტექნიკა, იმედია გამოიყენებთ და საკუთარ თავს დაიცვავთ ძილად ყოფნის დროს ცუდი სიზმრებისაგან!


სიზმრის მჭერალი რომ გავაკეთოთ ამისათვის საჭიროა შემდეგი ნივთები:


1) ინდიელები იყენებენ წრის შესაკრავატ ტირიფის ხის ტოტებს, შესაძლებელია ლითონის მავთულიც.


2) ბუმბულები- არწივის, ბუს, გედის, ბატის ქათმის ან სხვა რომელიმე ლამაზ ბუმბულიანი ფრინველის ბუმბულიც


3) ძაფები-ნატურალური შალის ან ამბრეშუმის ფერადი ძაფები, შესაძლებელია ტყავის წვრილი თასმების გამოყენებაც


4) მძივები, გამოდგება ნატურალური ქვებისგან ან მინის ბურთულები, აგრეთვე გამოიყენება მეტალის ბურთულები, ასევე ნიჟარები


5) აქსესუალის რომელიმე ელემენტი მაგალითად ზანზალაკები, პატარა ცილინდრისებური ქარის ზარები ჟრერადობისთვის.


დამხმარე ხელსაწოები: მაკრატელი, ნემსები და წებო


შევუდგეთ სიზმრის მჭერალის დამზადებას საკუთარი ხელებით.



მავთულისგან ან ტირიფის ხის ტოტისგან გავაკეთოთ წრე და ამ წრეზე შემოვახვიოთ სიმჭიდროვისთვის რომელიმე ფერის ძაფის პირველი ფენა. შეეცადეთ რომ არ იყოს ღიად დატოვილი რომელიმე ადგილი.


შეგიძლიათ სხვადასხვა ფერის რამოდენიმე ძაფი გამოიყენოთ, ხოლო როცა შეივსება წრე ძაფით თავ-ბოლო შეკარით ისე რომ არ გაწყვიტოთ ძაფი. და გადადით მეორე ეტაპზე. შემდეგ გადავიდეთ თვლების ამოყვანაზე, ქსოვა ვინც იცის მიმიხვდება რასაც ვგულისხმობ, ვისაც არ აქვს ქსოვის გამოცდილება მიყევით სურათზე ნაჩვენებ თანმიმდევრობას. გახსოვდეთ თვლების ამოყვანის დროს შუალედებში თავიდანვეც შეგიძლიათ მძივის ან სხვა აქსესუარების ჩაქსოვა მეტი სილამაზისთვის თუმცა ეს თქვენი ფანტაზიისთვის მომინდია. გადავიდეთ მესამე ეტაპზე.

პირველი მწკრივის მოქსოვის დროს მეორე მწკრივიდან შეგიძლიათ ჩააყოლოთ გასაფორმებლად მცირედი ტელები მძივების სახით ისე რომ მეორე წრე სრულყოფილად დახურეთ.

პარალელურად შეგიძლიათ თვლების ამოღების დროს გააკეთოთ კვანზები რითიც დაამაგრებთ ბუმბულებს და გემოვნების მიხედვით ნიჟარებს ან სხვა დეტალებს მძივების გარდა ბოლო ეტაპების შემდეგ გაუკეთეთ ჩამოსაკიდი კვანძი რომლითაც იქნება ჭერზე ან კედელზე მისი ჩამოკიდება. აქვე არის მოყვანილი მაგალითის სახით რამოდენიმე ფოტოსურათი რომელიც შეგიქმნით გარკვეულ წარმოდგენას სიზმრის მჭერალის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს მისი დასრულებული სახე.

Comments


bottom of page