top of page

სხვადასხვა ფერის სანთლები და მათი გამოყენება ოკულტურ პრაქტიკებში


ოკულტურ პრაქტიკებში მრავალი წელია არსებობს სხვადასხვა ფერის სანთლების გამოყენების უამრავი მეთოდი, რომელსაც ფერების შესაბამისი სიტუაციებიდან გამომდინარე ვიყენებთ კონკრეტულ რიტუალებში. ამ გვერდზე გთავაზობთ ფერების ჩამონათვალს და მათ მისტიურ მნიშნელობებს რომელიც შეესატყვისება კონკრეტულ სანთელს.


თეთრი - წმენა, განწმენდა, დაცვა, თავდაცვის ნებისმიერი საშუალება.

შავი - შრისძიება, წყევლა, ჯადო, შავი სასიყვარულო მაგია, ნეგატიური ემოციებისგან განთავისუფლება, გარდაცვლილ სულებთან კავშირი.

წითელი - სასიყვარულო, ბედნიერება, ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ბოროტი ძალების განდევნა, ვნება, შემოქმედება, მაგიური მოქმედებების აქტივაცია, დროის დაჩქარება.


ვარდისფერი - სასიყვარულო, მეგობრობა, შემოქმედებითობა, სინაზე, სილამაზე.


ფორთოხლისფერი - სიმპატიის მოპოვება, წარმატება, კარიერა.


ყვითელი - წინასწარმეტყველება, მკითხაობა, წინააღმდეგობების და ყოველი ავბედითი სიტუაციების მოცილება, რასაც უბედურება მოაქვს, ინტელექტი.


მწვანე - აღორძნება, მატერიალური კეთილდღეობა, სიუხვე, წარმატება, ფინანსები, განკურნება.


ცისფერი - პარაფსიქოლოგიური და ოკულტური უნარების განვითარება.


ლურჯი - ბრძოლა და გამარჯვება საკუთარ შიშებზე, პარალელური სამყაროს ძალებისაგან დაცვა, სიმშიდე, სიბრძნე.


იისფერი - ადამიანში სულის გასაძლიერებელი, შინაგანი პოტენციალის ასამაღლებელი, მძიმე დაავადებების მკურნალობა, სულიერება.


ალისფერი - იმქვეყნიურ სულებთან კონტაქტი, ძლევამოსილების მიღება, ნებისმიერი პრობლემატური სიტუაციის გადალახვა.


ყავისფერი - შინაური ცხოველების მკურნალობა, ყოველგვარი ყოფითი პრობლემების მოცილება


ვერცხლისფერი - ანიმიზმი, ცხოველური სულები (ფამილიარები)

Comments


bottom of page