top of page

ძალა - Strength


ძალა 8 Strength (Сила)


მერვე არკანის ტრადიციული დასახელება ასევე არის სამართლიანობა ან ცეცხლის ხმლის ქალიშვილი. დემეტრა, ნაყოფიერების ქალღმერთი აი ვინ გახდა ამ კარტის ქვეტექსტი.


ძალა არ ნიშნავს შტანგისტის მუსკულებს - ის ანსახიერებს სულიერ სიწმინდესა და ძალას, რომელიც, ყველაზე რთული სიტუაციებიდან გამოძრომაშიც კი გვეხმარება.


თუნდაც ისეთებიდან, რომლებიც ნებისმიერს სასოწარკვეთასა და სიცივეში ან დიდხნიან დეპრესიაში ჩააგდებადა, მაგრამ მან ვინც გაიგო, მიხვდა და შეიგრძნო ძალა, თავისი, ხაზს ვუსვამ სულიერი ძალა არასოდეს არ დაემორჩილება თუნდაც ამ ძნელ გამოცდებს და სიიტუაციებს.


გონების სიწმინდე კი მერწმუნეთ, ინტუიციას აძლევს თავისუფლებას.


კარტის მნიშვნელობა ჩვეულებრივ მდგომარეობაში

შეგვიძლია მოგილოცოთ. მართეთ თქვენი ცხოვრება ისე, როგორც გაწყობთ. თქვენ ხართ მაგი და ჯადოქარი, რომელსაც ძალუძს ბედის, მოვლენების შეცვლა. მაგრამ ერთი პირობით - თუ არ გსურთ ავნოთ გარშემომყოფებს. ერთი ბინძურ აზრს, თუნდაც შურს ან აგრესიას, ბოროტებას, ეჭვიანობას ან სიძულვილს შეუძლია გაანადგუროს თქვენი ძალა.


მაგრამ თქვენი სიკაშკაშე და ცხოვრების მოყვარულობა, ხალხის მიზიდულობა, იზიდავს როგორც მეგობრებს ასევე მტრებს. ასე, რომ მოერიდეთ შურიანებს და ერთი წამითაც არ შეწყვითოთ საკუთარ თავზე მუშაობ: თქვენში უდიდესი ენერგიაა, ის უნდა მომართოთ, გამოიყენოთ სასარგებლოდ. შემდეგი კარტებით ძალის ვერდით თქვენ მიხვდებით, რომ სწორედ მოძრაობდიტ ამ წუთამდე, და როგორ მოიქცევით მომავალში მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.


• პრობლემების გადაჭრა

• სულიერი ზრდა

• წარმატება სასიყვარულო საქმეებში

• მეგობრები დაგეხმარებიან გასაჭირში


კარტის მნიშვნელობა ამოტრიალებულ მდგომარეობაში


თქვენ მეტისმეტად გატაცებული ხართ საკუთარი თავით. თქვენ ცამდე იქებთ თავს, თითქოს დარწმუნებული, რომ სამყარო არსებობს მხოლოდ თქვენთვის. ძალა, ამოტრიალებულ მდგომარეობაში მიგვანიშნებს და გვაფრთხილებს, რომ მოვიდა დრო სერიოზული გამოცდისა და თუ თქვენ მთელი "არდადეგები" უქმედ გაატარეთ მაშინ თქვენი საქმე ცუდადაა. ვაი, რა სამწუხაროა, რომ თქვენ უბრალოდ თვითმარქვია ხართ და სასჯელი დაუყოვნებლივ მოჰყვება. ძალასთან ხუმრობა არ შეიძლება.


• ჩხუბი ახლობელ ადამიანებთან ( თქვენ ვერ შეძლებთ საკუთარი თავის კონტროლს)

• მოშურნეები

• პრობლემები ფულთან (აზარტული თამაშები)

• ჯანმრთელობა: დაბალი იმუნიტეტი, აპათია, უსიცოცხლობა

Commentaires


bottom of page