top of page
Sphere on Spiral Stairs

მთვარის II დღე

მთვარის II დღე

სიმბოლოები:

ხახა, სიუხვის რქა, ხახადაღებული თევზი (მითოლოგიური პარალელები-ჰარიბდა, ლევიაფანი, ვეშაპი).

დღის მახასიათებლები და მნიშვნელობები:

მარხვის დაცვის დღე. გულისხმიერების, დახმარების გაცემისა და  შესაწირის, ხელგაშლილობის გამოვლენის, ფიზიკური ვარჯიშების შესრულების დღე.

უკავშირდება ვერძის 13-24 გრადუსს.

თუ თქვენ გახასიათებთ სიძუნწისაკენ  მიდრეკილება, ის შესაძლოა სწორედ ამ დღეს გამოვლინდეს. როგორ მოვიქცეთ? არ მივცეთ თავისუფლება ამ თვისებას, ვეცადოთ გამოვავლინოთ ხელგაშლილობა. ვინმეს (შესაძლო ასაკუთარ თავსაც კი ) გაუკეთოთ საჩუქარი, გაასესხეთ ფული, გაეცით თქვენთვის უსარგებლო ნივთები-ყველაფერი გადაგეხდებათ, ყველაფერი სრულად დაგიბრუნდებათ.

ახალი, სერიოზული საქმეების წამოწყება რეკომენდირებული არც ახლა არაა. გააგრძელეთ თქვენს გეგბებზე ფიქრი, მათი განხორციელებისათვის საჭირო ძალების დაგროვება. გამონაკლისი: შესაძლებელია ფიზკულტურის დაწყება ან ახალი ცოდნის შეძენა.

ამ დღეს, შესაძლოა გაგეღვიძოთ არნახული მადა. არაა საჭირო ყველაფრის ჭამა, რაც ხელში მოგხვდებათ. აქ უარი უნდა უთხრათ საკუთარ თავს გადამეტებულ კვებაზე და მიირთვათ მხოლოდ ის, რაც ნამდვილად გსურთ. ინტუიცია არ მოგატყუებთ: ამ დღეს შეგიძლიათ საკუთარ შეგრძნებებს მიყვეთ ზუსტად და დაადგინოთ თუ რომელი საჭმელია თქვენთვის სასარგებლო და რომელი სახიფათო.

რაც გსურთ ნამდვილად, სწორედ ისაა თქვენთვის სასარგებლო. რაც არ მოგწონთ-გაწყენთ. და ეს არ ეხება მხოლოდ პროდუქტებს, არამედ ადამიანებსაც. ამ დღეს თქვენ იქნებით ძალიან მგრძნობიარე იმის მიმართ, თუ ვისთან იკონტაქტოთ და ვისთან არა. ვინაა სათქვენო ადამიანი და ვინ არა.

მთვარის ამ დღეღამეში სასურველია თავი აარიდოთ კონფლიქტებსა და მძაფრ ემოციებს.

სხეული:

პირი, კბილები.

წამოწყებები:

ერთერთი საუკეთესო დღეა ყველანაირი საქმის წამოსაწყებად.

მათთვის, ვინც დაიბადა მთვარის მეორე დღეს.

მთვარის მეორე დღეს დაბადებული ადამიანებისათვის დამახასიათებელია ამ დღის თვისებების გამოვლინება. ისინი მიდრეკილი არიან სიძუნწისაკენ, სიბრაზისაკენ, ეჭვიანობისაკენ. თუ ბავშვობიდან ვასწავლით მათ თვითკონტროლსა და ხასიათის უარყოფითი თვისებების რეგულირებას, ასევე თუ ჩავდებთ მათში ხელგაშლილობას, სიკეთესა და გულისხმიერებას, მათ ელით სასიკეთო და წარმატებული ცხოვრება. ცხოვრებაში არ მოაკლდებათ გამართლება.

 მთვარის მეორე დღის  ადამიანებს აქვთ კარგი ინტუიცია. მათ ხელეწიფებათ შეუცდომლად დაადგინონ თუ რა სჭირდებათ. ამ თანდაყოლილი უნარის წყალობით კარგად ერკვევიან ადამიანებში.

მთვარის მეორე დღეს  დაბადებულები ფლობენ არამარტო საუკეთესო ფიზიკურ ფორმას, არამედ კარგ გონებრივ შესაძლებლობებსაც. ისინი არიან ცნობისმოყვარენი, ჯიუტები, მომთმენნი. ყველაფერი ეს ასეთ ადამიანებს საშუალებას აძლევს არამარტო ადვილად აითვისონ ახალი ცოდნა, არამედ მიაღწიონ მათში წარმატებას. მათ არც შემოქმედებითი უნარები აკლიათ. ამ ადამინებს ახასიათებთ ენერგიების მოზღვავება და ასევე,  შეუძლიათ მისი საჭირო არხში მიმართვა. მთვარის მეორე დღეს  დაბადებულები ავლენენ პრაქტიკულობას ცხოვრების ყველა სფეროში, როგორც სამსახურში, ასევე ოჯახში. ისინი  დამოკიდებულნი ხდებიან ახლობელ ადამანებზე და აფასებენ მათ, მზად არიან რა მათ დასახმარებლად ყოველთვის.

ითვლება რომ მთვარის მეორე დღეს  იბადებიან მედიუმები, ნოვატორები და ბიზნესმენები.

ჯანმრთელობა და მკურნალობა:

მთვარის მეორე დღის  საერთო განწყობა, ასევე ახდენს გავლენას ჯანმრთელობაზე. აქ იგულისხმება ყველა თქვენი გეგმა, რომელიც დაკავშირებულია ორგანიზმის გაჯანსაღებასთან და ის მომდევნო თვის განმავლობაში შესრულდება ადვილად, ბოლოს კი მოიტას სასიამოვნო შედეგს.  ეს დღე შესანიშნავია მომდევნო პერიოდისათვის რითმის მისაცემად.

ვერძის ნიშანი ძალისა და ენერგიის სიმბოლოა. ამიტომ, მთვარის მეორე დღე ითვლება ოპტიმალურად გამაჯანსაღებელი პროცედურების, ფიზიკური ვარჯიშების, იოგას გაკვეთილების  ჩასატარებლად. მითუმეტეს, რომ ამ დღეს ყველაზე რთული ვარჯიშებიც კი ადვილად შესასრულებელი ხდება. ამ დღეს ძალიან კარგია ახალი ვარჯიშების ციკლის დაწყებაც.

კვება მთვარის მეორე დღეს,  ასევე ითხოვს ყურადღებიან დამოკიდებულებას. ამ დღეს იღვიძებს კარგი მადა. თქვენი ორგანიზმს ხელეწიფება თქვენთვის სასარგებლო საკვების შერჩევა. ამიტომ, შეგიძლიათ მიირთვათ ყველაფერი, რაც გსურთ. მთავარია არ გადაიტვირთოთ, რადგან გადამეტებული ჭამა აქ კარგს არაფერს მოიტანს. გამაჯანსაღებელი პროცედურების კუთხით,  ეს მთვარის დღე კარგია დიეტის დასაწყებად, თუმცა, საუკეთესო გადაწყვეტილება შიმშილობა იქნება. ამ დღეს რეკომენდირებული არაა ბევრი სითხის მიღება.

შედეგიანი იქნება გამწმენდი პროცედურების ჩატარება, განსაკუთრებით ეს ეხება კუჭნაწლავის სისტემას. სასარგებლო იქნება საუნა ან აბაზანა, რაც ასევე ხელს უწყობს გაწმენდას. სამედიცინო კუთხით, მთვარის მეორე დღეს  დაავადებების მიმართ სუსტია პირის ღრუ და კბილები. მათი მკურნალობა რეკომენდირებული არ არის, მაგრამ ითვლება, რომ ამ დღეს დაწყებული ავადმყოფობა არ გრძელდება დიდხანს და ადვილად ემორჩილება მკურნალობას.

სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, ბალახების შეგროვება:

საუკეთესო დროა მაგიური ბალახების შესაგროვენლად.

მაგიური ტირუალები და ტრადიციები:

მაგიური ჩინის მიღების დღე, „შავი“ მაგიის აქტიურობა, სასაფლაოებზე ეშმაკეული ძალებისა და საცხოვრებელ ადგილებზე დემონების  გამოვლინების დღე. აქ ვლინდება ჯადოქრული ენერგიები: მამაკაცური-ღამის 2 სთ-მდე, ქალური-დღის 5სთ-მდე. იხურება „შავი“ ენერგიები ძველ სასაფლაოებზე. გამოიყენება სწორხაზოვანი კონცენტრაცია, მანდალები, იანტრები. ტარდება ავადმყოფობისაგან, გათვალვისაგან, წყევლისაგან გასანთავისუფლებელი რიტუალები. კარგია ინფორმაციულ არხებზე მუშაობის დაწყება. მომავალზე მკითხაობა უმჯობესია არაუმეტეს ერთი თვის ვადაზე. სასიკეთო დროა ნათელმხილველობის ნიჭის გასანვითარებლად და სხვა მისტიური პრაქტიკებისათვის, რომელიც მიმართულია პირადი განვითარებისათვის.

განსაკუთრებული გაფრთხილება:

არ შეიძლება სიბრაზის გამოვლენა. არაა რეკომენდირებული სპილენძთან მუშაობა მისი თირკმელებზე ძლიერი ზემოქმედების გამო.

საქმეები:

ახალი, სერიოზული საქმეების წამოწყება ძველებურად არაა რეკომენდირებული.  გააგრძელეთ თქვენი გეგმების დაწყობა და მათი განხორციელებისათვის საჭირო ძალების დაგროვება. ამ დღეს კარგია ფიზიკური ვარჯიშების ან ახალი ცოდნის ათვისების დაწყება.

სიზმრები:

სიზმრები მთვარის ამ დღეს, როგორც წესი, არასერიოზულია და არ ღირს მათი გათვალისწინება. თუ სიზმარში ვერ ახერხებთ რაიმე წინააღმდეგობის დაძლევას, ცხადში მას ადვილად გადალახავთ. მაგრამ, ყველაფერი რაც ხდება  მთვარის მეორე დღეს, მათ შორის სიზმრები, ასე თუ ისე, მაინც იმსახურებს ყურადღებას. ამ დღეს შემოსული ყველანაირი ინფორმაცია, შესაძლოა არამარტო დღეს იყოს საჭირო, არამედ მთელი თვის განმავლობაში.

ის რაც დაგესიზმრებათ მთვარის ამ დღეს, შესაძლოა წარმოადგენდეს თავისებურ მითითებას თქვენი ქმედებებისათვის, რომელსაც შეუძლია შემდგომში დახმარების გაწევა ცხოვრებისეულ სიტუაციებში, განსაკუთრებით თუ ის საკმაოდ სერიოზულია.

მთვარის მეორე დღის სიზმრების ახსნასთან ვიყოთ ძალიან დიდი ყურადღებით, რათა არ გამოვიწვიოთ ჩვენთვის სასურველი სიზმრის დასიზმრება. თუ თქვენ სერიოზულად უდგებით სიზმრის ახსნას, უპრიანია დახმარებისათვის მიმართოთ ამ თემის სპეციალისტს.

საკვები:

ამ დღეს მადა იღვიძებს, ამიტომ სასიკეთო გავლენას ახდენს დიეტა. რეკომენდირებულია დილას კუჭ-ნაჭლავის გაწმენდა იოგების სისტემით. გაწმენდის პროცესს ეხმარება აბაზანა და ძლირი ფიზიკური დატვირთვა. ასევე, შესაძლოა მშრალი შიმშილობა ან მონოდიეტა (მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი პროდუქტით კვება). კარგ შედეგს იძლევა უცხიმოდ და უმარილოდ მოხარშული მანი. ამ დღეს თქვენ გიხელმძღვანელებთ თქვენივე ინტუიცია. თქვენ აქ შეგიძლიათ საკუთარი შეგრძნებებით ზუსტად დაადგინოთ თუ რომელი საკვები გიხდებათ და რომელი არა. რაც თქვენს გულს მოესურვება, სწორედ ის იქნება სასარგებლო და  რაზეც გული არ მიგდით, ის მავნე. ეს ეხება არამარტო საკვებს არამედ ადამიანებსაც. ამ დღეს თქვენ ძალიან მძაფრად იგრძნობთ თუ ვისთან უნდა გქონდეთ კომუნიკაცია და ვისთან არა.  

თმის შეჭრა:

მთვარის მეორე დღეს  თმის შეჭრა, შესაძლოა გახდეს ჩხუბებისა და სასამართლო დავების მიზეზი.

ქვები:

აქატი, კალცედონი, ჟადეიტი.

bottom of page