

მთვარი ს XIV დღე
მთვარის XIV დღე
სიმბოლოები:
მთვარე, ლაბირინთი.
დღის მახასიათებლები და მნიშვნელობები:
მესამე თვალის გახსნის დღე. კავშირშია ინფორმაციის წყაროს გამოყენებასთან. მთვარის მეთოთხმეტე დღე დაკავშირებულია ენერგეტიკის გადაჭარბებულ კარგვასთან. ეს ძალიან სავსე დღეა და უკავშირდება ქალწულის ნიშანს, რომელიც შინაგანი რეალიზაციის სიმბოლოს წარმოადგენს. დღე ეძღვნება ახალ წამოწყებებსა და რისკიან ქმედებებს. მას ძალიან შეეფერება სერიოზული და გაბედული გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც შემდგომ გავლენას ახდენს შედეგზე.
სწორედ ამ დროსაა რეკომენდირებული პრიორიტეტების დალაგება და მთელი ძალების მიმართვა ყველაზე მთავარი და აუცილებელი, როგორც ახალი, ასევე უკვე დაწყებული საქმეებისაკენ. თუ თქვენ ამ დღეს მიღებულ ენერგიას დახარჯავთ წვრილმანებზე, მაშინ არამარტო ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს, არამედ არის იმის რისკიც, რომ დღის ბოლოს იყოთ დაღლილი და დანგრეული. მთვარის მეთოთხმეტე დღე ძალიან მდიდარია ინფორმაციულად. ამ დღეს სასურველია იყოთ ძალიან ყურადღებიანი და შეგნებული. ბევრი რამ, რაც ხდება თქვენს გარშემო, შესაძლოა თქვენს მოღვაწეობაზე ახდენდეს გავლენას. სრულიად დაუფიქრებლად წამოსროლილმა ფრაზებმაც კი შესაძლოა ძალიან დიდი როლი შეასრულონ თქვენს ცხოვრებაში. აქ ჯობია მინიშნებები არ დავტოვოთ უყურადღებოდ. ამას გარდა, მთავრის ამ დღეს სასიკეთოა ყველანაირ ინფორმაციულ წყაროსთან მუშაობა.
მეორეს მხრივ, მთვარის მეთოთხმეტე დღე იდეალურად შესაფერისია საკუთარ თავზე მუშაობისათვის. რეკომენდირებულია ყურადღების გამახვილება საკუთარ სულიერებაზე. სასარგებლოა არა მარტო აზრებისა და ქმედებების სისუფთავეზე მუშაობა, არამედ დროის გამოყოფა სულიერი ლიტერატურისა და წმინდა წერილების შესასწავლად. ამ დროს შესაძლოა გასაიდუმლოებული ცოდნისა და განსაკუთრებული უნარების შეძენა. დღე სასიკეთოა ლოცვისა და მანტრებისათვის.
ემოციონალური კუთხით მთვარის მეთოთხმეტე დღე არასტაბილურია. შესაძლოა უცებ შემოგაწვეთ უხასიათობა, ნაღველი, დარდი. სასურველია არ ჩაყვეთ ამ განწყობას, რადგან ისინი მიგიყვანენ სიცარიელემდე და მორალურ დაღლილობამდე. საკუთარ არასასიამოვნო მონაცემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ როგორც საქმე, ასევე ფიზიკური დატვირთვა. კარგი განწყობა და სულის სიმხნევე ერთერთი ყველაზე საუკეთესო დამხმარეა.
ჯანმრთელობა და მკურნალობა:
სასარგებლოა ფიზიკური შრომა. რეკომენდირებულია სექსუალური თავშეკავება, მშრალი შიმშილობა, რაციონიდან მწარე და შაქრიანი საკვების ამოღება, სასმელის შემცირება. ასევე, არ ღირს მხედველობის გადატვირთვა. სასარგებლოა ყველა სახის ფიზიკური სამუშაო, სხვა შემთხვევაში ჩავარდებით დარდისა და სევდის, გლოვისა და მელანქოლიის მდგომარეობაში. დღე დაკავშირებულია ნაწლავურ სისტემასთან და მანიპურა ჩაკრასთან (ჭიპის ოდნავ ზემოთ). ამ დღეს აუცილებელია ნაწლავების გაწმენდა. სასარგებლოა დიდი რაოდენობით ნუშისა და მარილიანი საკვების მიღება, ხოლო მწარესა და შაქრიანზე საერთოდ უარის თქმა.
მთვარის მეთოთხმეტე დღეს ჯანმრთელობა ითხოვს ყურადღებას. ამ დღეს სასარგებლოა ფიზიკური დატვირთვა, ახალი კომპლექსური ვარჯიშების დაწყება, ფიზიკური სამუშაოს შესრულება. შესაძლებლობისდაგვარად კარგია ბუნებასთან კონტაქტი. თუ ამ დღეს ატარებთ შენობაში, სასურველია ხშირად გაანიავოთ ის.
ითვლება, რომ მთვარის მეთოთხმეტე დღეს ძალიან მძაფრდება აღქმის ორგანოების მგრძნობელობა. განსაკუთრებით უჭირს თვალებს. ამიტომ, ამ დღეს რეკომენდირებულია მათი დატვირთვის შემსუბუქება. თუ თქვენ მუშაობთ კომპიუტერთან, ქაღალდებთან ან წვრილ დეტალებთან, სასურველია ხშირად შეისვენოთ და დაასვენოთ თვალები. იგივე მიზეზით რეკომენდირებულია ზომაზე მეტად მძაფრი სუნისგან თავის არიდება.
სამედიცინო კუთხით, მთვარის მეთოთხმეტე დღე მგრძნობიარეა ნაწლავური დაავადებების მიმართ. დღეს მათი მკურნალობა და ოპერირება არაა მიზანშეწონილი. აქ ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს. კარგია თუ მასში შეიტანთ ლობიოს. არასასურველია ტკბილისა და მწარის, ასევე ბევრი სითხისა და წვნიანი ხილის მირთმევა. ეს უკავშირდება იმას, რომ მთვარის ამ დღეს სითხის გადაჭარბება აზიანებს ორგანიზმს, მთვარის გავლენის გამო.
ამ დღეს სასარგებლოა სხვადასხვა გამწმენდი პროცედურების ჩატარება, განსაკუთრებით ნაწლავების. კარგი ეფექტი აქვს მშრალ შიმშილობას. რეკომენდირებულია რაციონიდან ალკოჰოლისა და თამბაქოს გამორიცხვა.
საერთო ჯამში მთვარის მეთოთხმეტე დღეს წარმოქმნილი ავადმყოფოფები გადიან სწრაფად და არ აქვთ მძიმე ხასიათი. სიმპტომატიკას კარგად ებრძვის ბალახები და სხვა ნაყენები, ხოლო მიზეზები საკუთარ სულიერ განვითარებაშია საძებარი. შესაძლოა, თქვენ არ მიდიხართ სწორი გზით.
აქ ყველაზე მეტად სუსტია ნაწლავური სისტემა.
თმის შეჭრა:
ამ დღეს თმის შეჭრა გვიქადის ყველაფერ საუკეთესოს ცხოვრების ყველა სფეროში, სოციალური მდგომარეობიდან დაწყებული მატერიალურ სიკეთემდე.
მაგიური წესჩვეულებები და რიტუალები:
ამ დღეს ჯობია მაგიასთან არ გვქონდეს არავითარი შეხება. რიტუალების ჩატარება ამ დღეს მოითხოვს აუცილებელ შედგომ წმენდას ცეცხლითა და წყლით. კარგია წმინდა ტექსტებთან მუშაობა, კაბალით დაკავება, საიდუმლო ცოდნის მიღება, სლავურ მითოლოგიასთან კონტაქტი, სლავურ მითოლოგიასთან დაკავშირებული წმინდა ადგილების მონახულება. მაგიური პრაქტიკები რეკომენდირებული არაა, ისევე როგორც საფლავების მონახულება და ნეკრომანტია. მედიტაციისათვის დასაშვებია ქარვა, ბრილიანტი, ალექსანდრიტი, ამაზონიტი, ფლუორიტი, ქრიზოლიტი, ასევე ბგერა „ალეფ“-ის გაჟღერება და წერა.
რადგან, მომდევნო ასეთი შანსი მხოლოდ ერთი თვის შემდეგ მოგეცემათ, ძალიან სასარგებლოა მუშაობა წმინდა ტექსტებთან. აქ ხდება საიდუმლო ცოდნის მიღება, ადამიანს ეხსნება მესამე თვალი. სასარგებლოა ყველანაირი ფიზიკური სამუშაო.
კითხვები დასვით მხოლოდ იმათ შინაგან ან სულიერ მდგომარეობასთან დაკავშირებული, ვინც გეკონტაქტებათ. ასევე, ეს საუკეთესო პერიოდია ახალ საფეხურზე გადასასვლელად ექსტრასენსორული უნარების განვითარების გზაზე.
განსაკუთრებული გაფრთხილება:
ყურადღება მიაქციეთ სიგნალებს, მინიშნებებს, შინაგან ხმას, ინტუიციას, ნათელსმენასა და ნათელხილვას, წამოსროლილ ფრაზებს, დარიგებებს. თავი აარიდეთ საჩუქრების მიღებას ბალახების კონის, მცენარეების სახით. ამ დღეს შესაძლოა მცენარეების მეშვეობით ჯადოს გაკეთება მარტოობაზე, სასქესო ორგანოებზე. არ შეიძლება მხედველობის გადატვირთვა, სუნამოს გამოყენება. ჯობია არ ჩაიხედოთ სარკეში. ამ დღეს ხშირია სინანულის, დარდის, მელანქოლიის შემოტევები. თავი აარიდეთ მათ და აკეთეთ საქმე. თუ ნაღველს ვერ ერევით, დაიტვირთეთ ფიზიკურად. თუმცა, ამ დღეს მოსულ დარდსა და ნაღველს, შესაძლოა მიზეზი არც გააჩნდეს. ამ პერიოდში ჯობია სითხის მიღება დაიყვანოთ მინიმუმადე. შესაძლოა აქ ყველანაირი სითხე გახდეს ორგანიზმისათვის მავნე.
წამოწყებები:
არ გამოგრჩეთ ეს დღე. ის განსაკუთრებულად წარმატებულია ყველანაირი მნიშვნელოვანი საქმის დასაწყებად. ყველაფერი დაწყებული ამ დღეღამეში, შესანიშნავად გამოდის. მომდევნო ასეთი შანსის ლოდინი ერთი თვით მოგიწევთ.
მათთვის, ვინც დაიბადა მთვარის მეთოთხმეტე დღეს:
მთვარის მეთოთხმეტე დღეს დაბადებულები წარმოადგენენ მიზანსწრაფულ და აქტიურ ადამიანებს. პრაქტიკულად პატარა ასაკიდან მათ იციან საკუთარი მოწოდება. აქვთ ძალიან კარგი ინტუიცია, გონებას ახასიათებს საოცარი გაბრწყინებები. ამიტომ, ამ ადამიანებმა ზუსტად იციან თავიანთი გზა და არასდროს ღალატობენ მას. მათ არ უყვართ ცვლილებები და პრაქტიკულად ყოველთვის მიყვებიან თავიანთ პრინციპებს.
მიუხედავად თავიანთი სიჯიუტისა და პტინციპების ერთგულებისა, მთვარის მეთოთხმეტე დღეს დაბადებულები, საჭიროების შემთხვევაში საკმაო ელასტიურობასაც ავლენენ. ხელეწიფებათ შექმნილი სიტუაციის წამებში შეფასება და მდგომარეობაზე მორგება საკუთარი თავის დაუზიანებლად, ან ეფექტური გამოსავლის პოვნა და გადამწყვეტი ქმედებების განხორციელება.
მთვარის მეთოთხმეტე დღის ადამიანებს აქვთ შესანიშნავი გონებრივი შესაძლებლობები, ძალისხმევა და ლიდერული ნიჭი. თავად არიან რა გმირობის ჩამდენნი, სხვებსაც აგულიანებენ საამისოდ. ამ დღეს დაბადებულ ბავშვებთან ჭირს დამოუკიდებლობის, მოფიქრებული გადაწყვეტილების მიღების, ბრბოს იდეოლოგიის გავლენის იგნორირების ჩანერგვა.
მთვარის მეთოთხმეტე დღეს დაბადებულებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია სულიერი განვითარება, სხვა შემთხვევაში ისინი ვერ იაზრებენ საკუთარ მიზანსა და ცხოვრების აზრს. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა ისინი განწირულნი იყვნენ მუდმივი ხეტიალისათვის, ხოლო მათი ცხოვრება იყოს წარუმატებელი. განვითარებისა და დახვეწის შემთხვევაში კი ამ დღის ადამიანებს შეუძლიათ მათში ჩადებული ნიჭის დანახვა და შედეგად მისი სრულყოფილად რეალიზება. ამ შემთხვევაში მათი ცხოვრება იქნება ძალიან წარმატებული და ბედნიერი.
ითვლება, რომ ამ დღეს იბადებიან კარგი პედაგოგები, ექიმები, მოძღვრები და ლიდერები.
სიზმრები:
მთვარის ამ დღეღამემ შესაძლოა მოიტანოს დარდიანი სიზმარი, მაგრამ ამას დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ის არ შეიცავს არავითარ ინფორმაციას.
ამ ღამეს შესაძლოა წინასწარმეტყველური სიზმრის ნახვაც, ამიტომ გაღვიძებისას არ იჩქაროთ ლოგინიდან წამოხტომა. გაიხსენეთ და გააანალიზეთ ნანახი.
მთვარის მეთოთხმეტე დღე აქტიურობის გამოვლინების, თქვენი დაფარული პოტენციალის გამოვლინების დღეა. ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ იმდენად მივეჩვიეთ საკუთარი პიროვნული მახასიათებლების მიხედით ერთი და იგივე რეაქციის გამოვლინებას, რომ აღარ გვახსოვს ჩვენივე უნარები და ნიჭი, რომლებსაც ვმალავთ ღრმად რაღაც გარე მიზეზების გამო და არ ვაძლევთ მათ გარეთ გამოღწევის საშუალებას.
მთვარის მეთოთხმეტე დღის სიზმრები შეიცავენ იმ ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარებათ გაიხსენოთ ის, რაც ღრმად დამალეთ. თუ სწორად გააანალიზებთ იმ მომენტებს, რაც ნახეთ სიზმარში, შესაძლოა გაიგოთ თუ რა ნიჭები დაგიმალავთ აქამდე. შედეგად შეძლებთ საკუთარი თავის ახალი ჭრილში გახსნას, ახალი პოტენციალის რეალიზებას, ეგებ ბავშვობის დროინდელი ოცნებებიც კი აისრულოთ.
ქვები:
გეაცინტი, საფირი, ლაპის-ლაზურიტი.