

მთვარი ს XV დღე (მეორე სატანური დღე)
მთვარის XV დღე (მეორე სატანური დღე)
სიმბოლოები-ძუმგელი,ტურა, გველი.
დღის მახასიათებლები და მნიშვნელობები:
ხშირად ამ დღეს მოაქვს მოკლევადიანი ნეტარება, რომელსაც ცვლის გრძელი იმედგაცრუება, განსაკუთრებით სიყვარულში.
მთვარის მეთხუთმეტე დღე ძალიან რთული და მძიმე დღეა. ძირითადად მის ასეთ ხასიათს განაპირობებს ახლოს, კრიტიკულ წერტილში მდებარე ახალმთვარეობა. შედეგად ეს მთვარის დღე ისევე როგორც წინა, განსაკუთრებით აღსავსეა ენერგეტიკით. ამას გარდა, აქ იზრდება მგრძნობელობა, ინტუიციური უნარები, ამავე დოზით მძაფრდება პიროვნების როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი თვისებები.
სწორედ ამიტომ, მთვარის მეთხუთმეტე დღეს რეკომენდირებულია ყურადღებისა და გონიერების გამოჩენა, რათა არ დაუშვათ ემოციებით გონების გადაჩრდილვა. სხვა შემთხვევაში არის რისკი იმისა, რომ ბნელმა ძალებმა იპოვონ ხვრელი და ძალით გამოვიდნენ გარეთ, ამით დაგაზიანონ არამარტო თქვენ, არამედ ისიც, ვინც თქვენთვის ძვირფასია. ესაა სამართლიანობისათვის ბრძოლის, საკუთარ თავში მორჩილების, მოთმინებისა და სიყვარულის დღე. ისეთი თვისებების აღმოფხვრის დღე, როგორებიცაა სიბრაზე, მოუთმენლობა, თავდაჯერებულობა, სიამაყე.
უნდა აღვნიშნოთ, რომ მთვარის მეთხუთმეტე დღე ხელს არ უწყობს ნეგატიური ან დადებითი თვისებების გამოვლინებას. ამ კუთხით ის აფსოლუტურად ნეიტრალურია და როგორ გამოავლენთ თქვენ დღეს საკუთარ თავს, თქვენზევეა დამოკიდებული. ანუ, იმაზე, საკუთარ ძალებს მიმართავთ თუ არა ინსტიქტების წინააღმდეგ საბრძოლველად. ტყუილად არ არის ამ დღის სიმბოლო გველი, სიცოცხლისა და სიკვდილის, სინათლისა და სიბნელის, სიკეთისა და ბოროტების, გათვალვის, ჯადოქრობის, ფსიქოლოგიური აშლილობის, კოშმარული სიზმრების, დაბალი ასტრალური სხეულებისა და ელემენტალების აქტიურობის განსახიერება.
ჯანმრთელობა და მკურნალობა:
ყურადღება მიაქციეთ პანკრიასის მუშაობას, დიაფრაგმას, ღვიძლს. დასაშვებია ასკეტიზმის ყველანაირი ფორმა, თავშეკავება.
მთვარის მეთხუთმეტე დღე მთლიანად არის სავსემთვარიანობის მთელი დატვირთვის გამტარი. ამ პერიოდში ონგანიზმში მიმდინარე პროცესების აქტიურობა მნიშვნელოვნად იზრდება. იმატებს სისხლის ცირკულაცია, რის შედეგადაც ორგანიზმი წამლებს შეიწოვს პრაქტიკულად სრულად, მაგრამ ამასთან ერთად მწვავდება ქრონიკული დაავადებებიც.
ჯობია გათვალისწინებული იქნას მთვარის გავლენები და ამ დღეს შეიზღუდოს სითხეების მიღება. შეძლებისდაგვარად წამლები ჩაანაცვლეთ ბალახეული ნახარშებითა და ნაყენებით. თუ გაქვთ ცხოვრების აქტიური რითმი, სასურველია შეიმსუბუქოთ ფიზიკური დატვირთვა. ყველა შემთხვევაში საჭიროა ყურადღება და ქრონიკული დაავადების გამო დაზიანებული ზონების დასვენება.
მთვარის მეთხუთმეტე დღეს რეკომენდირებულია ზომიერი კვება. აქ არაა საჭირო ხორცისა და სოკოს მირთმევა, რადგან დღეს დიდია მოწამვლის ალბათობა. ასევე, გამორიცხეთ ჯანმრთელობისათვის არაფრისმომცემი პროდუქტები. რაციონში ჯობია შეიტანოთ მარცვლეული, ბოსტნეული და ხილი. აქ კარგია წითელი კენკრა, როგორებიცაა ძახველი და შტოში, ან დალიეთ მათი ახალგამოწურული წვენი. დღე შესაფერისია დიეტისა და შიმშილობისათვის.
ამ პერიოდისათის სახასიათოა ემოციონალური არასტაბილურობა და საკუთარი სუსტი მხარეების გააქტიურება. დააბალანსეთ თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. საკუთარ თავსა და საკუთარ ენერგეტიკაზე კონცენტრირებაში დაგეხმარებათ მედიტაციის პრაქტიკები, იოგა, რომელიც სულიერი განვითარების პარალელურად აჯანსაღებს თქვენს ჯანმრთელობასაც. ამას გარდა კარგია ორგანიზმის, განსაკუთრებით ნაწლავური სისტემის გაწმენდა. ამავდროულად, სასურველია ძველი და გამოცდილი მეთოდების გამოყენება.
სამედიცინო კუთხით, მთვარის მეთხუთმეტე დღეს სუსტია პანკრიასი, ნაწლავები და დიაფრაგმა. შესაძლებლობის ფარგლებში აქ ქირურგიული ოპერაციების ჩატარება არაა რეკომენდირებული. სამაგიეროდ დადებითი ეფექტის მომტანია მასაჟი. ამ დღეს დაწყებული ავადმყოფობები არაა სახიფათო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თუ გახდით ავად, ჯობია ზომების დროულად მიღება.
ითვლება, რომ ავადობის დაწყება ამ დღეს დაკავშირებულია თქვენს სულიერ განვითარებასთან. დიაბეტიკებისათვის დღე ძალიან სახიფათოა. თავი შეიკავეთ ქირურგიული ჩარევისაგან, რადგან ვერ მოხერხდება სისხლდენის თავიდან აცილება. ამ პერიორში შეიძლება გქონდეთ მცირევადიანი ნეტარების მდგომარეობა, თუმცა ის მალევე გადავა იმედგაცრუებაში, განსაკუთრებით თუ ეს ეხება სიყვარულს.
მთვარის მეთხუთმეტე დღესთან დაკავშირებული ყველანაირი ავადმყოფობის ერთერთი საშუალებაა ამ დღის პრაქტიკების ჩატარება. მთვარის დღეებთან ყურადღება მიაქციეთ უკუფაზებს, ჯვარს, ტრიგონს. დავუშვათ გტკივათ რაღაც ორგანო, ესეიგი თქვენ არასწორად გამოიყენეთ რომელიმე დღის ენერგეტიკა. და თუ იმუშავებთ სწორედ იმ დღეზე რამოდენიმე თვის განმავლობაში, მის უკუფაზასთან, ტრიგონალურ დღეებთან, დღის ქვასთან, ამგვარად შეძლებთ გამოაჯანმრთელოთ საკუთარი ორგანო, და სწორედ ესაა მკურნალობაც. ანუ, თქვენ ახდენთ კონკრეტულ მთვარის დღესთან დაკავშირებული ენერგიის ცირკულირების აღდგენას.
ამ დღეს სუსტია ნაწლავური სისტემა, პანკრიასი, დიაფრაგმა.
თმის შეჭრა:
დღე არასასიკეთოა თმის შესაჭრელად. ეს ქმედება პრაქტიკულად ყველა სფეროში იწვევს ნეგატიურ შედეგებს (ორგანიზმის მთლიანი მდგომარეობის გაუარესებიდან, ფსიქოლოგიურ პროცესებამდე).
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები. ბალახების შეგროვება:
დღე არასასიკეთოა მიწათმოქმედებისათვის. მიირთვით ძახველი ასტრალური სხეულის გასაწმენდად.
მაგიური წესჩვეულებები და რიტუალები:
ეზოთერული ლიტერატურის კითხვა. სულიერ ქმედებებში დაშვებული შეცდომების დამუშავება ბუნებაში სერნობის მეშვეობით. იხეტიალეთ სტეპში, ტყეში, ასევე მაყვლის, ჟასმინის, შინდის, მოცვის ბუჩქნარებში. ქარვით წმენდის დღე.
ამ დღეს შესაძლებელია ცნობიერების ახალ დონეზე გადასვლა, შინაგანი გარდასახვა, ასევე შესაძლოა გქონდეთ გონების გაბრწყინება. მთლიანობაში დღე საუკეთესოა სულიერი ზრდისათვის.
თუ ჭკვიანურად გამოიყენებთ ენერგიას, მისი ძალა მოგიტანთ უზარმაზარ სიკეთეს და მთვარის მეთხუთმეტე დღე ჩაივლის საკმაოდ წარმატებულად. მთავარია სწორად აირჩიოთ მიმართულება. ამაში დაგეხმარებათ ყურადღება არა მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ, არამედ გარესამყაროსთანაც. შეინარჩუნებთ რა შინაგან სიმშვიდეს, თქვენ შეძლებთ მოვლენების შეფასებას, შედეგად კი აიცილებთ პროვოკაციულ მომენტებს და ბევრ ცდუნებას, რაც დაჯილდოვდება ძალების დაზოგვით შემდგომი წარმატებული განვითარებისათვის, როგორც სოციალურ-ყოფით დონეზე, ასევე სულიერების გზაზეც.
შეგიძლიათ ყველანაირი კითხის დასმა. ძველთაგანვე ყველა კულტურაში მთვარის მეთხუთმეტე დღის სავსემთვარეობა ითვლებოდა ყველაზე კარგ დღედ ყველა სახის მაგიური ქმედებისათის, რიტუალისა და ცერემონიისათვის. მოცემული პერიოდი აქტიურად გამოიყენებოდა ჯადოქრების, ქაჯების, ექიმბაშების, შავი და თეთრი მაგების მიერ. სავსემთვარეობა არის მთვარის, შესაბამისად კი ასტრალური ენერგეტიკის პიკი. ამ მიზეზით ადამიანურ სამყაროსა და სხვა განზომილებეს შორის კავშირი განსაკუთრებით ძლიერია, ასე რომ ყველა წინასწარმეტყველება თითქმის ზუსტია და თქვენ გეძლევათ დამატებითი ძალები მოვლენების არსში წვდომისათვის.
საგნების კურთხევა შავი მთვარის ენერგიით:
საგნის კურთხევა იძლევა მასში გარკვეული სულის, განზრახვის, დამოკიდებულების ჩადების საშუალებას, ჩვეულებრივი საგნის მაგიურ ინსტრუმენტად გადაქცევას. ეს ქმედება ამ საგანს სრულიად წაშლის ამ სამყაროდან და ახლიდან შექმნის მის სახეს ნატიფ სამყაროში. უმრავლეს შემთხვევაში რიტუალური საგანი კავშირშია მის შემქმნელ ადამიანთან. მაგრამ, ყველაზე ძლიერი რიტუალური საგნები ფლობენ უზარმაზარ ძალას და ფაქტობრივად წარმოადგენენ საკუთარი ნების მატარებელ არსებებს.
რიტუალის წარმატებულად ჩატარებისათვის საჭიროა ყველა რიტუალური საგნის კურთხევა, ასანთისაც კი.
საგნის კურთხევის მრავალი ხერხი არსებობს. აქ მოცემული ხერხი კონკრეტულად შეესატყვისება შავ მთვარესთან მუშაობისათვის საჭირო საგნებს. ეს როგორც წესი ერთჯერადი, იშვიათი, მასთან დაკავშირებული ნივთებია. შესაძლოა ეს იყოს კვერთხი, პატარა ფიგურა და სხვა.
რიტუალისათვის აუცილებელია: მომავალში სარიტუალო საგანი, მთვარის გუნდრუკი, მთვარის ზეთი ან წყალი, შავი სანთელი, ასანთი.
რიტუალი ტარდება სხვათათვის დაფარულ ადგილას, სავსე მთვარის დროს. მნიშვნელოვანია მთავარის შუქის არსებობა და მასთან შეხების შესაძლებლობა.
წინ დაიდგით შავი სანთელი. აანთეთ მთვარის გუნდრუკი, მოეწყვეთ მთვარის შუქის შესაბამისად, სიმღერით წაიკითხეთ მანტრული შელოცვა.
შელოცვის კითხვა უნდა გაგრძელდეს მთარის შუქთან შერწყმის მდგომარეობამდე, მასთან გაერთიანებამდე.
ამ მდგომარეობის მიღწევისას ხელის გულები აკურთხეთ მთვარის ზეთით ან წყლით, ხოლო შემდეგ ასწიეთ საგანი ისე, რომ მას ანათებდეს მთვარის შუქი, ხოლო გუნდრუკის კვამლი ევლებოდეს გარშემო. ეცადეთ მასში ჩადოთ მთვარის ძალა. გააგრძელეთ შელოცვის კითხვა და ეცადეთ შინაგანად შეაერთოთ მთვარის ნაკადი საგანთან. მოახდინეთ ვიზუალიზაცია, თითქოს მთვარის შუქი სითხის მზგავსად ჩაედინება საგანში.
ოპერაცია რაც უფრო ხანგრძლივია, მით უკეთესია. როცა ძალა ამოიწურება, მთვარე გაქრება მხედველობის არიდან. აქ საგანს წაუსვით მთვარის ზეთი ან წყალი, შემდეგ შეახვიეთ ის შავ ნაჭერში. მადლობა მოუხადეთ მთვარეს, დაასრულეთ რიტუალი. რიტუალი შეასრულეთ სავსემთვარიანობის სამი ღამის განმავლობაში ზედიზედ. საგანი გამოყენებამდე დადეთ სამსხვერპლოს ქვეშ.
პრაქტიკული რეკომენდაციები:
სტიქია-ცეცხლი.
რიტუალის ელემენტი-ცეცხლის ალი.
ბალახები-ტილჭირი, ანწლი, ხევერცხლა.
მაგიური ქმედებები-ძალის მიღება, ურთიერთქმედება, განზრახვის ფორმირება, კარიბჭეს გაღება.
ასოციაცია-აქტიურობა, ძალების მოზღვავება, დაბადება, გაღვიძება.
დახასიათება: სავსემთვარიანობა-კარიბჭის გაღების დრო, როცა ბნელი ძალა იწყებს ამ სამყაროში შემოსვლას. ესაა დემონების დაბადების დრო. ზეშთაგონებისა და ძალასთან ზიარების ხანა. სავსემთვარიობისას ლილიტი თავს ავლენს როგორც თავისი შვილების დედა და ათავისუფლებს ადამიანის შვიდივე საშინელ თვისებასა და კოშმარს. სავსემთვარიანობა, ორს შორის, მთვარის ციკლის ერთერთი საკვანძო წერტილია, როცა ლილტის ძალა სრულად ვლინდება. სავსემთვარიანობა ესაა დრო, როცა უკუნი იწყებს ნათელზე ზედგომას და ეს ზედგომა გრძელდება ახალმთვარეობამდე.
განსაკუთრებული გაფრთხილება:
აქ ჯობია არ მიირთვათ ვაშლი. სავსემთვარიანობას ახასიათებს კვებისმიერი მოწამვლა, თანაც საკმაოდ ცუდი გართულებებით. არაა რეკომენდირებული მძიმე საკვების მიღება. დღე სასიკეთოა სახლის დალაგებისათვის და საერთოდ ყველაფერის გასაწმენდად, რაც დაკავშირებულია სისუფთავესა და წესრიგთან. სატანური დღე. არის ყველანაირ ცდუნებაზე აყოლის საშიშროება. სიზარმაცის, დამოკიდებულებების, მავნე გავლენის ქვეშ მოქცევის მიდრეკილება. ამ დღეს საკუთარი საქციელის კონტროლი ძალიან დასუსტებულია, მაშინ როცა ინსტიქტები არნახული დოზით აქტიურდებიან და მათი გავლენით შესაძლოა შეცდომების დაშვება. აქ ჩნდება უდიდესი სურვილი თავაშვებულობისა. მაგრამ ამის გაკეთება არ ღირს, შედეგები ცუდი იქნება. ჯობია ემოციების მოთოკვა, საკუთარი ვნებებისა და სურვილების მოთვინიერება, თვითდისციპლინის დაცვა. ამ დღეს ძალიან სასარგებლოა დიეტა ან შიმშილობა. შეძლებისდაგვარად დღე განვლეთ ჩუმად და წყნარად, თუ არ გინდათ შემდეგ პასუხი აგოთ წუთიერი სისუსტისათვის.
აქ კარგია ასკეტიზმის ყველანაირი ფორმა, სხეულზე გამარჯვება, რათა შეინაჩუნოთ სისუფთავე, დაიოკოთ ემოციები და სურვილები, ვნებები, გამოამჟღავნოთ თავდაჭერა.
დღის ნიშნები:
ამ დღეს ჩხუბი ავისმომასწავლებელია. კარგი ნიშანია თუ ძაღლი ყეფს.
მათთვის ვინც დაიბადა მთვარის მეთხუტმეტე დღეს.
მთვარის მეთხუთმეტე დღეს დაბადებულებს აქვთ ძალიან ძლიერი ემოციონალური მხარე, ურთულესი ხასიათი. აუცილებელია მათ ბავშვობიდანვე ვასწავლოთ ცხოვრების ასკეტური წესი. სხვანაირად ცხოვრებაში მათი მმართველი გახდება ამბიციები და ინსტიქტები. და როგორც შედეგი, ისინი დგანან საკუთარი ქმედებების გამო სინანულის რისკის ქვეშ.
ამ დღეს დაბადებულ ბავშვს არასდროს მოატყუოთ. გულწრფელობა ყველაზე კარგი რამაა, რისი მიცემაც შეგიძლიათ მისთვის. აუცილებელია პატარა ასაკიდანვე ვაჩვენოთ მათ ცუდი და კარგი, ავუხსნათ რა განსხვავებაა ბოროტსა და კეთილს შორის. მხოლოდ მაშინ შეძლებს ის სწორად შეარჩიოს საკუთარი განვითარების გზა. მთვარის მეთხუთმეტე დღის ადამიანებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია დიდი დრო დაუთმონ საკუთარ სულიერ სრულყოფას. ასეთ ადამიანებს ხელეწიფებათ გარე წნეხის მოთმენა, ისინი ინტუიციურად მიისწრაფვიან თავისუფლებისა და სიმშვიდისაკენ. და მხოლოდ საკუთარი თავის სრულყოფის გზაზე დადგომით აღწევენ ისინი მშვიდობას საკუთარ თავში და ვითარდებიან მაღალ დონეზე. ამ დღეს დაბადებულები ბუნებით ჭკვიანები არიან, ფლობენ საუკეთესო შემოქმედებით უნარებს, მაგრამ ეჯახებიან სოციალური ტიპის წინააღმდეგობებს. მათ უჭირთ ვინმეს დაქვემდებარებაში ყოფნა. ასეთ ადამიანებს რეალიზება შეუძლიათ მხოლოდ დამოუკიდებლად, როცა იღებენ იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც თავად თვლიან საჭიროდ სხვისი რჩევებისდა მიუხედავად. ანუ, ყოველთვის უნდა იყონ თავისუფალ დინებაში. ჩვეულებრივ, ამ დღეს იბადებიან ლიდერები, რომელთაც ხელწიფებათ საკუთარი იდეებით შთაგონება და მასების აყოლიება.
სიზმრები:
მთვარის ამ დღეღამის სიზმრები წინასწარმეტყველურია. შესაძლოა გადასაჭრელი პრობლემის ანარეკლი იხილოთ სიმბოლური სახით. ზოგჯერ სიზმარი მინიშნებასაც იძლევა, თუ რა სახით გავაკეთოთ ეს. მთვარის მეთხუთმეტე დღეს ძალას იკრებს თქვენი ემოციონალური მდგომარეობა, განიცდის რა სავსემთვარიანობის ზემოქმედებას. მგრძნობელობა იზრდება მრავალჯერადად და ითხოვს გამოსვლას. და თუ გონივრულ მდგომარეობაში შესაძლოა საკუთარი სურვლებისა და აზრების კონტროლირება, ძალების მიმართვა განვითარებისა და სრულყოფისაკენ, აქ უკვე ყველაფერი სხვაგვარადაა.
სიზმარში ჩვენ არ შეგვიძლია საკუთარი თავის კონტროლი და ამიტომ ჩვენი ქვეცნობიერი იღებს მართვის სადავეებს ხელში, ამოაქვს რა ზედაპირზე ყველაფერი იმ სახით, როგორიცაა ის სინამდვილეში, ხსნის ჩვენ პიროვნულ მხარეებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მთვარის მეთხუთმეტე დღის სიზმრები მთლიანი სახეა იმისა, თუ რა გამოძრავებთ თქვენ სინამდვილეში.
მაგ. თუ თქვენ დაგესიზმრათ ნათელი, სასიამოვნო, წყნარი სიზმარი, რომლის შემდეგაც თავს გრძნობთ დასვენებულად, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ნათელი მხარე ძალიან ძლირია, ანუ თქვენ წარმატებით ადგახართ სულიერი განვითრების გზას და სწორი კურსი გაქვთ არჩეული. და ეს ძალიან კარგია.
თუ თქვენ გეწვიათ პირქუში და მძიმე სიზმრები, ხოლო გაღვიძების შემდგომ დაგრჩათ ნეგატიური შეგრძნება, ესეიგი ხართ თქვენი „მე“-ს არც ისე კარგ ნაწილში. ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია ყურაღება მიაქციოთ საკუთარ პიროვნებას, იმას, რითაც ცხოვრობთ. შესაძლოა თქვენი პრიორიტეტები არასწორადაა გადანაწილებული. კარგია საკუთარი შეცდომების შეფასება და ანალიზი. მხოლოდ ამგვარად შეძლებთ პრობლემების გადაწყვეტას და საკუთარი ცხოვრების ნათელ და უკეთეს ფაზაში გადაყვანას. მთვარის მეთხუთმეტე დღის სიზმრის წინასწარმეტყვლება შესაძლოა ახდეს მთელი თვის მანძილზე. ზოგჯერ სავსემთვარიანობა დგება მეთექსმეტე დღეს. ამგვარად, თუ სავსემთვარიანობა ემთხვევა მეთხუთმეტე დღეს, მაშინ ყურადღებით ვიყოთ კლებად მთარესთან. ხოლო თუ სავსემთვარიანობა ემთხვევა მეთექსმეტე დღეს, მაშინ ითვლება რომ ნახევარი თვე დასვენებული იქნებით. ეს მოვლენა ხდება 1-2-ჯერ წელიწადში.
ქვები:
აგატი, გიშერი, ზურმუხტი.