

მთვარი ს XVII დღე
მთვარის XVII დღე
სიმბოლოები:
კურდღლი, ყურძნის მტევანი, ზარი.
დღის მახასიათებლები და მნიშვნელობები:
სუფრასთან დროის გატარების, ვაკჰანალიის დღე. ინის ენერგია, საერთოდ ამაღლებულია ენერგიის დონე, ენერგიების გაცვლა-გამოცვლა, ტანტრის სისტემების გამოყენება.
ესაა შინაგანი თავისუფლების მოპოვების, დაგროვების, განაყოფიერების, ყოფის სიხარულის, იდეალურ სიყვარულზე გასვლის დღე.
მთვარის მეჩვიდმეტე დღე კარგი, ბედნიერი დღეა, რომლის სიმბოლოცაა ყურძნის მტევანი, და ის განასახიერებს ნაყოფიერებასა და სიცოცხლის ხეს. ამ დღეს კარგია საკუთარ თავში ყველაზე საუკეთესო მხარის გახსნა, სიყვარულის გამოჩენა სიცოცხლის და საერთოდ ყველაფრის მიმართ, რაც ჩვენ გარს გვარტყია, ყოველი წუთით ტკბობა, სითბოსა და სინაზის გაჩუქება. დღე ენერგეტიკულად მდიდარია, ვინც სულიერად განვითარებულია, შეიძლება ჰქონდეს გამოცხადება. ასევე არის ჭეშმარიტი სიყვარულის შემეცნების ალბათობა.
ამ დღეს რეკომენდირებულია გავექცეთ ყველაფერ იმას, რასაც შესაძლოა მოყვეს ნეგატივის გამოვლინება. ამიტომ, მიუხედავად დღის უბრალოებისა და სიმსუბუქისა, მაინც არაა სასურველი უყურადღებობა და დაუფიქრებლობა. მხოლოდ ასე შეძლებთ კონფლიქტის პირველი ნიშნების აღმოჩენას და სიტუაციის მშვიდობიან არხში მიმართვას. დაუშვებელია შიშის, სიბრაზის, შურის, მიუღებლობის გამოვლინება.
მთვარის თვის მეჩვიდმეტე დღეს თქვენ შესაძლოა იგრძნოთ ძლიერი ემოციონალური აღმასვლა. ეს უკავშირედება იმას, რომ დაგროვილი ენერგია ეძებს გამოსავალს. თუ ხელგეწიფებათ საკუთარი შინაგანი ძალების მართვა, მაშინ ამ დღეს სიძნელეები არ შეგხვდებათ და ის ჩაივლის წარმატებულად. წინააღმდეგ შემთხვევაში არის რისკი, რომ უმორჩილო ენერგეტიკამ გადაგაგდოთ სხვა უკიდურესობაში და სასიკეთო განწყობა გადაიქცეს დაუოკებელ გართობაში, თანმდევი უსიამოვნო შედეგებით.
განსაკუთრებულ მნიშვნელობას დღეს იძენს სიყვარულის გრძნობა. მთვარის ამ დღეს ის ნათლადაა გამოხატული და წარმოადგენს ყველაფრის ფუძეს. ინტუიციურ დონეზე გაჩნდება მისი საკუთარ აზრებსა და საქციელში გადმოტანის მოთხოვნილება. ქალები ამ დღეს იხსნებიან და უმეტესწილად ავლენენ თავიანთ ქალურ თვისებებს, სხვა დღეებთან შედარებით. დღე ასევე სასიკეთოა ცოლქმრული სიახლოვისათვის. მთვარის მეჩვიდმეტე დღე იდეალურია ქორწინებისათვის, რომელიც იქნება გრძელვადიანი და სიყვარულზე დაფუძნებული.
მთვარის მეჩვიდმეტე დღის კიდევ ერთი სასიამოვნო ასპექტია შემოქმედებითი ნიჭის გახსნა. თუ თქვენ აეწყობით ამ დღის ენერგეტიკაზე, მაშინ აუცილებლად იგრძნობთ საკუთარი თავის გამოხატვის სურვილსა და შთაგონებას. ეს დღე მოგიტანთ ბევრ ახალ იდეას, აღმოჩენას. აქ ჩვეულებრივ რაღაცეებს სხვა კუთხიდან შეხედავთ. არაა გამორიცხული, რომ მთვარის ამ დღეს საკუთარ თავში გახსნათ სრულიად ახალი თვისებები.
ითვლება, რომ მთავარის ამ დღეს მიღებულია ღვინის დალევა, რომელიცაა სიცოცხლის წყაროს, შთაგონების, ჭეშმარიტებისა და სიცოცხლის სიმბოლო.
ჯანმრთელობა და მკურნალობა:
კარგია ნაყენების, წამლების დამზადება ღვინოზე. სექსუალური აქტიურობის დღე. მთვარის მეჩვიდმეტე დღეს რეკომენდირებულია თავშეკავება ყველაფერში, რაც პირდაპირკავშირშია ჯანმრთელობასთან. არ შეიძლება კვებით გადატვირთვა, სასურველია ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვაც, შეამცირეთ ძილიც. ჯობია უარი თქვათ ალკოჰოლსა და თამბაქოზე.
მთვარის მეჩვიდმეტე დღეს შესაძლოა უცებ ალაგდეს ავადმყოფობის სიმპტომები, ხოლო საერთო მდგომარეობა გაუმჯობესდეს. მაგრამ, ეს მხოლოდ დროებითი მოვლენაა. ამ დღეს არაა რეკომენდირებული წამლების გადაჭარბება. თუ არის საშუალება, ჯობია მათი შეცვლა ბუნებრივი ანალოგებით.
რაც შეეხება კვებას, მთვარის ამ დღეს მისასალმებელია შიმშილობა, მარხვა ან დიეტური კვება. კარგია თუ რაციონში ჩართავთ მეტ ბოსტნეულს, ხილს, ხოლო ხორცს საერთოდ გამორიცხავთ.
ამას გარდა, მთვარის მეჩვიდმეტე დღე ითვლება საუკეთესო პერიოდად გამწმენდი პროცედურებისათვის. სასარგებლოა ნაწლავების გასუფთავება, აბაზანა, გამაახალგაზრდავებელი პროცედურების ჩატარება, მასაჟი, არომათერაპია.
სამედიცინო კუთხით ამ დღეს სუსტია თირკმელი და ენდოკრინული სისტემა. შესაძლებლობისდამიხედვით ჯობია უარი თქვათ ქირურგიულ ჩარევაზე და აკუპუნქტურაზე. დაავადებები, დაწყებული თვარის მეჩვიდმეტე დღეს ჩვეულებრივ მიმდინარეობს მძიმე ფორმით. ასეთ შემთხვევაში რეკომენდირებულია ზომების იმწამსვე მიღება. ყველაზე მთავარია არ გადავიწყდეთ, რომ კარგი განწყობა და სულის სიმხნევეა თქვენი ჯანმრთელობის საწინდარი.
სუსტია-თირკმელები და თირკმელზედა ჯირვლები, ენდოკრინული სისტემა, ჰიპოფიზი.
თმის შეჭრა:
ამ დღეს თმის შეჭრა წარმოშობს ყველანაირ უსიამოვნებას საქმეებში და მივყავართ ჯანმრთელობის გაუარესებამდე (ტრავმულობის ალბათობის ზრდიდან, ფსიქოლოგიურ დარღვევებამდე). აღმოსავლური გადმოცემების მიხედვით, ამ დღეს თმის შეჭრისას ვიზიდავთ ყველაზე ავ სულებს.
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები. ბალახების შეგროვება:
ამ დღის მცენარეები: ნარშავი, თრიმლი, ტუხტი, კრაზანა.
მაგიური წესჩვეულებები და რიტუალები:
შელოცვები და რიტუალები ურთიერთობის აღდგენაზე, მტერთაგან თავდაცვისათვის. პანტაკლების დამზადება სიცრუისა და თაღლითობისაგან დაზარალებულთათვის, რათა წარმატება მობრუნდეს მათკენ. დამცავი თილისმების დამზადება, წყლის დამუხტვა, სამკაულების წმენდა. საკუთარი საცხოვრებელი ადგილის საიდუმლოებაში წვდომა. საკუთარ მიკროკოსმოსთან მუშაობა. დღის ქვები: ფირუზი, ლალი, ქარვა, ადულარი. სასურველია ეს დღე გაატაროთ კონტაქტებში, გართობასა და განტვირთვაში. ესაა სიმღერების, სიტყვით გამოსვლის, ძალისმიერი ასანების შესწავლის, ჯგუფური ვარჯიშების, სექსუალური ენერგიის ტრანსფორმაციის დღე.
დღე ატარებს ქალღმერთის სახელწოდებას-შაკტა, და ეს ქალური ენერგიის დღეა. მთვარის მეჩვიდმეტე დღეს ყველა ადამიანი გადის შინაგანი თავისუფლების მოპოვების პროცესს. მიეცით საკუთარ თავს სიცილის უფლება, ყველაფერში დაინახეთ სიხარული და ხალისი. რეკომენდირებულია ყველაფერი იმის კეთება, რაც გამოგდით. ესეც მოგიტანთ სიხარულსა და კმაყოფილებას. კარგია დღესასწაულების მოწყობა, გამთბარი ღვინის დალევა, ქორწინება.
განსაკუთრებული გაფრთხილება:
საჭიროა ყურადღება, რათა არაფერი ჩაგიყარონ სასმელში ან საჭმელში. ამ დღეს მოაქვს უბედურება მარტოხელებისათვის, საზოგადოებისაგან განდგომილი ადამიანებისათვის. ამ დღეს ადვილია შინაგანი თავისუფლების მოპოვება. მიეცით თავს ნება, თავისუფლება, გაერთეთ. ამ მთვარის დღეღამეში დაშვებულია ღვინის დალევა, სიყვარულით ტკბობა, ცეკვა და სიმღერა კარგ კომპანიაში. მაგრამ, თავის დაკარგვა არაა რეკომენდირებული. დღეს ახასიათებს დიდი და უკონტროლო ენერგია, და მისი ბოროტად გამოყენება და ზომიერების დაკარგვა შესაძლოა შეცდომებით დასრულდეს. ამიტომ, ყურადღებით იყავით, რომ თქვენი გართობა არ გადაიზარდოს სულელურ სიმთვრალეში და ჩხუბში.
ეს დღე ძალიან კარგია ქორწინებისათვის. ასეთი ოჯახი იქნება გრძელვადიანი და მასში არასდროს ჩაქრება სიყვარული.
მათთვის, ვინც დაიბადა მთვარის მეჩვიდმეტე დღეს:
მთვარის მეჩვიდმეტე დღეს დაბადებული ადამიანები ემოციურად ძალიან განვითარებულები არიან. შეგრძნებები და გრძნობები მათთვის პირველ ადგილზე დგას. არიან ძალიან მგრძნობიარენი და შესაძლოა განიცადონ ემოციონალური შოკი, რაც ადამიანებს იშვიათად ახასიათებთ. ეს არაჩვეულებრივი უნარია. მაგრამ ეს გამორჩეული უნარი შესაძლოა დამანგრეველიც აღმოჩნდეს. აუცილებელია პატარა ასაკიდანვე ასეთ ბავშვებს ვასწავლოთ საკუთარი ემოციების მოთოკვა, სხვა შემთხვევაში ემოციები იბატონებენ მათზე. შედეგად მთვარის ამ დღეს დაბადებულების ცხოვრება სიხარულის მაგიერ მოიტანს დარდსა და სიცარილეს.
მთვარის მეჩვიდმეტე დღეს იბადებიან ნადვილი ნიჭიერები. პატარა ასაკიდანვე ავლენენ შემოქმედებთ უნარებს. ჯერ კიდევ ბავშვობაში უკვე ახერხებენ გარშემომყოფების გაერთიანებას საკუთარი თავის გარშემო, მათთვის ენერგიის, სიყვარულისა და სიხარულის გაცემას. ამ ადამიანებისაკენ ყოველთვის მიილტვიან, მოსწონთ რა მათი სულის სიმხნევე და იმუხტებიან გადამდები ოპტიმიზმით.
მთვარის მეჩვიდმეტე დღის ბავშვებს აუცილებლად უნდა გავუღვივოთ შემოქმედებითი უნარები. კარგია მათი რაიმე თეატრალურ წრეზე ან ხატვაზე, მუსიკაზე ტარება. აქ ყველაფერი მისაღებია რაც მათ დაეხმარებათ საკუთარი თავის მაქსიმალურად გამოვლინებაში. ეს მხოლოდ სასიკეთო იქნება. ისწალის რა საკუთარი თავის რეალიზებას ბავშვობიდანვე, ის შეძლებს ამ უნარების გამოყენებას ზრდასრულ ასაკში, რაც მასვე უქადის შემდგომ წარმარტებას. მთვარის მეჩვიდმეტე დღეს დაბადებულთა ცხოვრების მთავარი მიზანია მეორე ნახევრის პოვნა. ზოგჯერ ამას ნახევარ ცხოვრებასაც ანდომებენ, მაგრამ მათთვის მთავარია შედეგი. ხშირად ისინი ეყრდნობიან ინტუიციურ შეგრძნებებს. ხოლო იდეალის ძებნა მხოლოდ მაშინ მთავრდება მათთვის, როცა იგრძნობენ რომ არიან ზუსტად იმ ადამიანთან, რომელიც მას სრულად ამთლიანებს. და თუ ამას აღწევენ, დარჩენილ ცხოვრებას ნამდვილად ბედნიერად ატარებენ.
მთვარის მეჩვიდმეტე დღეს დაბადებული ადამიანები საჭიროებენ წყვილური ენერგიის ნაკადებს, და როგორც წესი მთელი მათი ცხოვრებისეული მიზანსწრაფვა ამ მოთხოვნილებითაა განპირობებული.
ასეთი ადამიანები ვერ იტანენ მარტო ცხოვრებას, მათ აქვთ მეუღლის ან საყვარელი ადამიანის ყოლის არნახული მოთხოვნილება, რათა მიიღონ მეწყვილის ენერგია. ასეთი ადამიანი თავისთავად ჰარმონიზირებას ვერ ახდენს. და თუ არ აქვს ასეთი ენერგიის წყარო, ადამიანი ხდება საცოდავი, სუსტი და ძნელად თუ აღწევს რამეს ცხოვრებაში. ხშირად ადამიანებს ეს არც ესმით, და როგორც კი გაიაზრებენ, მათი ცხოვრება იმწუთში იცვლება. პირველი კონტაქტი იმისთვისაა საჭირო, რომ მან მიიღოს შინაგანი თავისუფება. სამწუხაროდ ახლა ქორწინებაში სულ სხვა სურათი ჩანს: ხდება ურთიერთდამონება, პარტნიორები ერთმანეთს პირად საკუთრებად მიიჩნევენ. ეს არაა სწორი პოზიცია. ჩვენ უნდა შევხედოთ ქორწინებას სულ სხვა კუთხით და გავიგოთ, რომ პარტნიორი ისეთივე თავისუფალი ადამიანია, როგორც თქვენ და არსით უნდა წარმოადგენდეს ანდროგინულ ნახევარს. ადამიანები ერთ დროს მთლიან ანდროგინს წარმოადგენდნენ. მხოლოდ ღმერთების ბოლო ომში, მას შემდეგ რაც ფაეტონი დაიღუპა, მოხდა ადამიანების გაყოფა ორ სქესად: მამრობითად და მდედრობითად. ადამიანის დონეზე ანდროგინს აქვს ენერგეტიკა და მისი ყველა ქმედება ასევეა გაყოფილი ორ ნაწილად, როცა მამაკაცისათვის მარჯვენა მხარეა ბედნიერი და ქალისათვის მარცხენა. მამაკაცისა და ქალის ამოცანაა ორი ნახევარის გაერთიანება, რათა აღადგინოს ანდროგინი. ორი თავისუფალი პიროვნება ერთად ქმნის სულ სხვა თავისუფლების დონეს, უფრო მთლიანს. ქორწინებაში ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს, გახსნას ყველაფერი ის რაც აქვს შიგნით, მისცეს ეს სხვა ადამიანს და მიიღოს კომპენსაციის სახით ის, რაც არ აქვს თავად, ამავდროულად კი მიიღოს თავისუფლება.
სიზმრები:
თუ ამ მთვარის დღეღამეში გესიზმრებათ სასიამოვნო სიზმრები, ესეიგი თქვენ წარმატებით რეალიზდებით სიყვარულსა და შემოქმედებაში. თუ სიზმრები უსიამოვნოა, ცხოვრებაში არ გყოფნით შემოქმედება, სიყვარულთანაც ვერ გაქვთ ყველაფერი კარგად. ასეთი სიზმარი ამბობს: გაქვთ პრობლემის გადაჭრის შესაძლებობა და არ გაუშვათ ხელიდან ის. დრო მოვიდა.
მთვარის მეჩვიდმეტე დღის სიზმრები პირდაპირკავშირშია თქვენს ენერგეტიკულ მდგომარეობასთან. თუ არ იცით თქვენში გამავალი ენერგიის მართვა, ესეიგი ის იხარჯება სრულიად ქაოტურად, ემსახურება რა გარკვეული მდგომარეობის შენარჩუნებას და არ მოაქვს კმაყოფილება და სიმშვიდე.
თუ თქვენ გესიზმრებათ ნათელი, სასიამოვნო სიზმარი, რომლის მერეც გაღვიძებისას ხართ ასეთივე მსუბუქი და ნასიამოვნები, ესეიგი ცხოვრებაში თქვენ საკმაოდ წარმატებულად ახდეთ რეალიზებას. ასეთი სიზმარი წარმოადგენს არჩეული მიზნისა და მისი განხორციელების საშუალების მართებულობაზე მითითებას. აქ საკმარისია ცხოვრების ამავე ტემპით გაგრძელება, იგივე მიზნით სიარული. და თუ არ აყვებით სისუსტეს და არ გადაუხვევთ არჩეული გზიდან, წარმატება თქვენი მეგზური გახდება. ხოლო, თუ მთვარის მეჩვიდმეტე დღეს შეგაწუხათ მძიმე სიზმარმა, რომელმაც დატოვა უსიამოვნო შეგრძნება, ესიგი თქვენი ცხოვრება ვერ მიდის საჭირო მიმართულებით. საკუთარ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას მიყავხართ სიცარიელემდე. ესეიგი ჩნდება კიდევ ერთი მიზეზი იმისათვის, რათა გადახედოთ თქვენს დამოკიდებულებას ცხოვრების მიმართ, გააანალიზოთ თუ რომელი მიმართულებით ხარჯავთ ძალებს, აქვს თუ არა ამას აზრი და წარმოადგენს თუ არა თქვენს ჭეშმარიტ მიზანს. ამ კითხვებზე გულწრფელი პასუხისას, თქვენ შეძლებთ სწორი პასუხის პოვნას, რომელსაც შეუძლია სიტუაციის უკეთესობისაკენ ცვლილება.
ქვები:
ფირუზი, ლალი, ქარვა, ადულარი, ცირკონი, ყვავისა და ძერას თვალი, გამჭვირვალე ამეთვიტო, გემატიტი.