

მთვარი ს XVIII დღე
მთვარის XVIII დღე
სიმბოლოები:
მაიმუნი, სარკე, ყინული, გველი, პავიანი (მაიმუნი), ედემის მაცდური-გველი.
დღის მახასიათებლები და მნიშვნელობები:
დაკავშირებულია სასწორის მორიელში გადასვლასთან.
პასიური ხალხისათვის შესაძლოა გახდეს ცოდვით დაცემის, ცდუნების, კოშმარებისა და საიდუმლო წინააღმდეგობების დღე. უკავშირდება წამბაძველობას, მიმიკას, ვიღაცის პასიურად მიდევნებას.
დღე პასიურია, მაგრამ არის სხვისი გავლენების ქვეშ მოქცევისა და მიბაძვის რისკი, ამიტომ ეცადეთ შეინარჩუნოთ ფხიზელი გონება. ობიექტურად შეაფასეთ საკუთარი თავი და გარშემომყოფები. არ აყვეთ ილუზიებს, დაბალ ინსტიქტებსა და ბნელ აზრებს. სარკე მთვარის ამ დღეღამეში დაგანახებთ თუ რა გამოიმუშავეთ. ამ დღეს ყველამ უარი უნდა თქვას ეგოიზმზე და პატივმოყვარეობაზე.
მთვარის ამ დღეს არსებულ გარემოს ექნება სარკის ფუნქცია და ის მოახდენს ჩვენი ჭეშმარიტი არსისი დემონსტრირებას. ყველაფერი უარყოფითი, რასაც ამ დღეს იტყვიან თქვენს შესახებ, სრული სიმართლეა. ამიტომ არ გაბრაზდეთ, დაფიქრდით თუ როგორ მოიშოროთ ეს ნაკლი. თუ რაიმე სასიამოვნოს იტყვიან, გიხაროდეთ, ესეც სრული სიმართლეა.
ამ მთვარის დღეღამის ენერგეტიკა ადამიანს აპასიურებს და ეს ბუნებრივიცაა წინა დაძაბული დღის შემდეგ.
მვარის მეთვრამეტე დღე მთლიანობაში სასიკეთოა, მაგრამ მიუხედავად ამისა ითვლება მძიმე დღედ. ეს უკავშირდება იმას, რომ ეს აქტიური მუშაობის დღეა, მაგრამ საკუთარ თავზე მუშაობის დღე. თუ ამ დონეზე ამას განახორციელებთ პასიურად, არის დიდი შანსი იმისა, რომ მოექცეთ სხვათა გავლენებისა და სურვილების ქვეშ, დაიწყოთ ვინმეს მიბაძვა, რაშიც დაგეკარგებათ საკუთარი თავი. ამ შემთხვევაში დღე არასასიკეთო იქნება, შემოიტანს რა ილუზიებსა და თვითმოტყუებას. ამ დღეს ეს თავისებური გამოცდაა, რომელიც ყველას ელის.
ჯანმრთელობა და მკურნალობა:
მთვარის მეთვრამეტე დღე ერთერთი ყველაზე სასიკეთო დღეა სხვადასხვა გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩასატარებლად. ამ დღეს ყველაფერი კარგია, რაც თქვენ გაგიძლიერებთ იმუნიტეტს და გაგიუმჯობესებთ საერთო მდგომარეობას. დღეს განსაკუთრებით სასარგებლოა წყლის პროცედურები. მაგ. შეიძლება კონტრასტული შხაპის მიღება ან ცივი წყლის გადავლება. და თუ ეს გახდება თქვენი ახალი ტრადიცია, ორგანიზმი შემდგომში მხოლოდ მადლობელი დაგრჩებათ და თავს აღარ მოგაბეზრებთ ბანალური გაციებებით. სასარგებლოა ფიზიკური დატვირთვაც.
მვარის მეთვრამეტე დღე სრულიად იდეალურია შიმშილობისათვის. იმ შემთხვევაში თუ თქვენ ასეთი მეთოდიკა არ გაქვთ პრაქტიკაში, ჩაანაცვლეთ ის დიეტით ან მარხვით. ამ დღეს არ შეიძლება გადაჭარბებულად კვება, რეკომენდირებულია ხორცის პროდუქტების ამოღება რაციონიდან. მიირთვით მეტი თხილეული, ბოსტნეული და ხილი. სასტიკი უკუჩვენება აქვს ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარებას.
სასიკეთო შედეგს იძლევა ამ დღეს ორგანიზმის წმენდა, განსაკუთრებით ნაწლავური. ამასთან დაკავშირებით კარგი ეფექტი აქვს აბაზანასაც. ამას გარდა, რეკომენდირებულია მასაჟი მცენარეული ზეთებით, არომათერაპია, კანის კომპლექსული მოვლა, ფიტოაბაზანები.
სისუსტეები:
სამედიცინო კუთხით ამ დღეს სუსტია თირკმელები და წელი, ამდენად მათი მკურნალობა ახლა არაა რეკომენდირებული. ასევე, შესაძლოა გართულდეს კანის დაავადებები. ამ დღეს დაწყებული ავადმყოფობა ხშირად გრძელვადიანია. რეკომენდირებულია მკურნალობასთან სიფრთხილე წამლების კუთხით. უფრო კარგია თუ იმწუთშივე მიმართავთ სპეციალისტს და მიიღებთ ზუსტ დიაგნოზს. სხვა შემთხვევაში არის იმის რისკი, რომ იმკურნალოთ ის, რაც არაა სამკურნალო.
თმის შეჭრა:
ამ დღეს თმის შეჭრა ზრდის ქურდობის ალბათობას, რასაც შესაძლოა არამარტო საკუთრების დაკარგვა მოყვეს, არამედ ჯანმრთელობის გაუარესებაც.
მაგიური წესჩვეულებები და რიტუალები:
აკურთხეთ სახლი: სანთელი, ლამპარი, საკმეველი, ნაკურთხი წყალი.
დღეს ტარდება შელოცვები ცუდ ადამიანზე. ატარეთ დამცავები, თილისმები, ამულეტები, ფირუზი. იმუშავეთ ფანტომთან, ორეულთან, შეაფასეთ საკუთარი თავი გვერდიდან. კარგია ჩაკრების წმენდა, რის შემდეგაც წაიკითხეთ ლირიკული ნაწარმოებები.
განსაკუთრებული გაფრთხილება:
დაიცავით სიფრთხილე ურთიერთობებისას, შესაძლოა ენერკეტიკული დარტყმა, ტყუილი. ყოველმიზეზგარეშე უარი თქვით დალევასა და მოწევაზე.
მათთვის ვინც დაიბადა მთვარის მეთვრამეტე დღეს:
მთვარის მეთვრამეტე დღეს დაბადებულებს აქვთ ზუსტი ორგანიზაციის ნიჭი. ძალიან ახლოს მიაქვთ გულთან ყველაფერი, რაც მათ და მათსავე ახლობლებს ეხება. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ადამიანები ბავშვობიდანვე მოვარიდოთ ზედმეტ ტრამვებს, რადგან ისინი პირდაპირ ფიზიკურ დონეზე გრძნობენ ემოციურ ტკივილებს, მაგრამ არა მარტო საკუთარს, არამედ ახლობელი ადამიანებისასაც.
ჩვეულებრივ, მთვარის მეთვრამეტე დღის ბავშვები საკმაოდ წყნარები და მშვიდები არიან. ადვილად ექცევიან სხვათა გავლენების ქვეშ. აუცილებელია ბავშვობიდანვე ვასწავლოთ მათ საკუთარი შეხედულებების დაცვა, მაგრამ ამავდროულად სიფრთხილე, რათა არ გახდნენ საკუთარ სურვილებზე დამოკიდებულნი. სხვა შემთხვევაში ეს ძალიან ღრმად აისახება მათ ცხოვრებაზე და ისინი იძულებულნი იქნებიან მთელი ცხოვრების განმავლობაში ატარონ ფარისევლის ნიღაბი. ასევე, სასურველია ბავშვობიდან ჩავუნერგოთ მათ სამართლიანობისა და ზომიერების გრძნობა.
მთვარის მეთვრამეტე დღეს დაბადებულები ძალიან ნიჭიერი ადამანები არიან და თავიანთი უნარების წყალობით ბევრ სფეროში შეუძლიათ რეალიზება. განსაკუთრებით წარმატებით ლაგდება მათი სამსახიობო კარიერა. ითვლება, რომ მთავარის ამ დღის ადამიანებისათვის რეკომენდირებული არაა საკუთარი ცხოვრებისეული საქმის მარტო აწყობა. ეს უკავშირდება იმას, რომ ისინი მიდრეკილნი არიან ეგოიზმის, ამპარტავნების, სიამაყის გამოვლინებისაკენ. კარგია თუ თავის გზაზე ისინი იპოვიან სულიერ მოძღვარს, რომელიც მათ დაეხმარებათ არამარტო დასახული მიზნის მიღწევაში, არამედ თვითსრულყოფაში. განვითარების უფრო მაღალ დონეზე მყოფ მთვარის მეთვრამეტე დღის ადამიანს შეუძლია მოთმინების, მოკრძალების, პირად სიკეთეზე უარის თქმის გამოვლენა, შეუძლია საკუთარი ენერგიის შემოქმედებაზე მიმართვა. ამ თვისებების წყალობით ამ დღის ადამიანებს ხელეწიფებათ ბევრი სიკეთისა და სასარგებლო ქმედების ჩადენა.
სიზმრები:
ხშირად ის არსი, რომელიც ჩვენშია ჩადებული არ შეესაბამება იმ როლს, რომელსაც ვთამაშობთ ჩვენ ცხოვრებაში. და საიდულო არაა, რომ შინაგანი ჰარმონიის დარღვევა ხდება სწორედ ამის გამო. ყველაფერი რაც ვართ ჩვენ რაღაც მიზეზთა გამო არ რეალიზდება, მიდის რა ღრმად ქვეცნობიერში და ელის მომენტს, როცა მოდუნდება ჩვენი შინაგანი კონტროლი, რათა გამოვლინდეს გარეგნულად. ერთერთი ასეთი მომენტია ჩვენი სიზმრები.
მთვარის მეთვრამეტე დღის სიზმარი, როგორც სარკე ირეკლავს ყველაფერ იმას, რაც განაპირობებს ჩვენს არსს. აუცილებელია ძალიან დეტალურად და ყურადღებით მივუდგეთ მთვარის ამ დღის სიზმრებს. რაც მეტ ინფორმაციას მიიღებთ, მით უკეთ შეძლებთ საკუთარი თავის გაგებას და შესაბამისად იმის დანახვას, თუ რა გიშლით ხელს და რა სახით შეგიძლიათ გამოასწოროთ მიმდინარე მდგომარეობა, თუ ის თქვენ არ გაკმაყოფილებთ.
მაგ. თუ თქვენ ცხოვრებაში გაურბიხართ სიძნელეებს და სადავო სიტუაციებში ხართ უფრო მეტად პასიური, მაგრამ სიზმარში სხვაგვარად იქცევით, ავლენთ რა განსაკუთრებულ აგრესიულ თვისებებს, ესეიგი ცხადში საკუთარ თავს ზღუდავთ ზედმეტი შემგუებლობითა და მორიდებულობით. ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია ქმედებების გადაყვანა აქტიურ ფაზაში და საკუთარ ცხოვრებაში მეტი ინიციატივის გამოვლენა. შეგიძლიათ გაბედულად დაიცვათ საკუთარი ინტერესები და შეხედულებები, არ შეგეშინდეთ ძალისა და გამბედაობის გამოვლენა.
და პირიქით, სიზმარში მეტწილად დადებითი თვისებების გამოვლენის შემთხვევაში, დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ იქცევით ცხოვრებაში. ეგებ ღირს ქცევის მიმართულების შეცვლა და მეტი მოთმინებისა და სირბილის გამოვლენა. ამგვარად თქვენ შეძლებთ საკუთარი შინაგანი სამყაროს გაწონასწორებას, შედეგად კი არამც თუ არ დაკარგავთ, არამედ იპოვით, შეძლებთ რა შეაფასოთ სიტუაცია და მასზე მოხდინოთ ადექვატური რეაგირება.
ქვები:
ოპალი, იასამნისფერი ამეთვისტო, თეთრი აგატი, შპინელი.