top of page
Sphere on Spiral Stairs

მთვარის XIX დღე

მთვარის XIX დღე

სიმბოლოები:

ობობა, ბადე. მოირები (ბედისწერის სამი ქალღმერთი).

დღის მახასიათებლები და მნიშვნელობები:

დაკავშირებულია მორიელთან. ვამპირების, ჯადოქრების, ალების გამოვლინება, შესაძლოა ფსიქოლოგიური თავდასხმები. ცდუნების დღე, დაკავშირებულია ასტრალურ წმენდასთან, მორალურ სისუფთავესთან.

სატანური დღე. ამ დროს სამყაროს მართავს ადამიანისათვის ძალიან მძიმე და არასასიკეთო ენერგეტიკა. ძალიან დიდია საშიშროება ცდუნებებისა და გონების დაბინდვისა. არ შეგეშალოთ, არ გაბრაზდეთ, არ მოექცეთ სხვათა გავლენების ქვეშ. ამ დღეს ძალიან ბევრი ენერგეტიკული ვამპირი მოინდომებს თქვენი სულის მოწამლვას და ძალების წართმევას. ამიტომ, ჯობია არავის არ ეკონტაქტოთ, ტელეფონის ზარსაც კი ნუ უპასუხებთ საჭიროების გარეშე.

არ მიიღოთ გადაწყვეტილებები, არ განახორციელოთ ქმედებები, არ მოექცეთ არავითარი იდეის გავლენის ქვეშ. აქ შესაძლოა ტყუილის ბადეში და ცდუნებაში გაგახვიონ. არ ღირს ურთიერთობების გარკვევა, რადგან კიდევ უფრო მეტად გაიხლართებით გაუგებრობაში და საბოლოოდ გააფუჭებთ მას.

ამ დღეს ძალიან კარგია ყველაფრის განწენდა-სულის, სინდისის, აზრების, სხეულის, სახლის. სასურველია, რომ სახლში მთელი დღის განმავლობაში ენთოს სანთელი. სასარგებლოა აზრობრივი სინანული საკუთარი ცუდი ფიქრებისა და საქციელის მიმართ. მოიშორეთ სხვისი გავლენა, დაიოკეთ სიამაყე. ჯანმრთელობის რეზერვები ადვილად აღდგენადია, იმ პირობით რომ იქნებით წინდახედული და მობილიზირებული. ყველაზე მგძნობიარე ამ დროს რეპტოდუქტიული ორგანოებია, ნაწლავები. მაღალია მოწამვლის ალბათობა. საჭიროა დიდი სიფრთხილე წამლებისა და ალკოჰოლური სასმელების მიღებისას. თვითმკურნალობა საშიშია. დაწყებული ავადმყოფობა შესაძლოა იყოს მძიმე, მაგრამ არა საშიში. ოპერაციის ჩატარება არაა რეკომენდირებული. შეიმოწმეთ თირკმელები.

ჯანმრთელობა და მკურნალობა:

მთვარის მეცხრამეტე დღეს კარგია ყველაფერში თავშეკავებულობა. რეკომენდირებულია ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა, რადგან არის რისკი საკუთარი ძალების გადაფასებისა და არასასიამოვნო ტრამვის მიღებისა. დღეს არაა სასურველი გადაჭარბებული კვება. უფრო მოგიხდებათ დიეტა ან შიმშილობა. ამ დღეს რაციონიდან აუცილებელია გამორიცხოთ ხორცის პროდუქტები, პური და რძე, ასევე ალკოჰოლი.

მთვარის მეცხრამეტე დღე შესაფერისია ორგანიზმის გამენდისათვის მთლიანად. განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს ნაწლავური სისტემა. სასარგებლოა ბალახეულის ჩაი, აბაზანა. არის მოწამვლის საშიშროება. ამიტომ სასურველია ძალინ დიდი ყურადღებით მიუდგეთ წამლებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი მცენარეულია. არავითარ შემთხვევაში არაა რეკომენდირებული თვითმკურნალობა. ამ დღეს მისაღებია, რამდენადაც არის ეს შესაძლებელი, თავიდან აირიდოთ მწერის ნაკბენი, განსაკუთრებით ბუნებაში ყოფნისას. დღეს თქვენი ორგანიზმი განსაკუთრებულად მგრძნობიარეა ყველა გამაღიზიანებლის მიმართ.

სამედიცინო კუთხით  დღეს სუსტია ნაწლავები და ბრმანაწლავი.  არაა სასურველი ამ დღეს მათი მკურნალობა და ოპერირება. ამ დღისთვის დამახასიათებელია ფსიქოლოგიური დაავადებების გამწვავება. მთვარის მეცხრამეტე დღეს დაწყებული ავადმყოფობა ჩვეულებრივ არაა რთული, მაგრამ გამოირჩევა გრძელვადიანობითა და პროცესის ნელი დინებით.

სუსტია ჭიპი.

თმის შეჭრა:

ამ დღეს თმის შეჭრა ახანგრძლივებს სიცოცხლეს, ამიტომ ჯობია ყველა საქმის გადადება და თმის მოწესრიგება.

მაგიური წესჩვეულებები და რიტუალები:

მუშაობა საკუთარი ხელდების დონესთან, საკუთარ ენერგიასთან. მუშაობა ცეცხლის სტიქიასთან. პანტაკლების დამზადება საქმიანი წარმატებისათვის და საერთოდ გამართლებისათვის.  ქვები:  მარგალიტი, სერდოლიტი, ლალი.

განსაკუთრებული გაფრთხილება:

ამ დღის ნაცნობობა აღმოჩნდება თავსმოხვეული და ექნება მძიმე გაგრძელება. მთვარის მეცხრამეტე დღეს აუცილებელია ნაწლავური სისტემის, სწორნაწლავის გაწმენდა. აქ მიმდინარეობს ასტრალური გასუფთავების პროცესი. ის კი  უნდა დაიწყოს ფიზიკურ სხეულში, შემდეგ გადადით ასტრალური სხეულის გამწმენდ პროცედურებზე. აქ საჭიროა უარყოფითი ემოციების, სიბრაზის, შურის, გაღიზიანების მოცილება. თუ ადამიანი სუფთაა, მის გარშემო მყოფი ადამიანებიც ამ დღეს განიწმინდებიან.

მთვარის მეცხრამეტე დღეს სასარგებლოა მრგვალი ფორმის ბოსტნეულის, კომბოსტოსა და კარტოფილის მირთმევა. ამ დღეს არ შეიძლება არაფერი გრძელის ჭამა: სტაფილო, ყაბაყი, კიტრი.

ამ დღეს სასტიკი უკუჩვენება აქვს ჩხუბს, სიამაყის გამოვლენას. თავი აარიდეთ მწერებს. წაისვით სპეციალური მწერის საწინააღმდეგო საშუალებები, რათა თავი დაიცვათ კბენისაგან.

ამ დღეს არ შეიძლება ვალის აღება და დაბრუნება, რადგან  დღის სიმბოლოა ობობა და ბადე. ამ დღეს ცუდ ადამიანს ესვრიან ბადეს და ხდება სულების დაჭერის პროცესი. თუ ადამიანი არ გაიწმინდება, ის რეაგირებას  მოახდენს  რეზონანსულ ჭუჭყზე და შესაძლოა გაეხვიოს ბადეში. ამ დღეს არ შეიძლება ხელშეკრულების დადება, მოლაპარაკება. არ დაუშვათ თქვენი მოტყუება. როგორც წესი, ამ დღეს ხშირია შემოთავაზებები. ეცადეთ არც თქვენ შესთავაზოთ არავის არაფერი, რათა არ მოაქციოთ ბადეში სხვა ადამიანი. თუ არ იმუშავებთ საკუთარ თავზე, ამ დღეს შესაძლოა ჩაეფლოთ ასტრალურ ჭუჭყში, რომლისგან განთავისუფლებაც არ იქნება ადვილი.

 მთვარის მეცხრამეტე დღე უკავშირდება ჭიპს. ჭიპის მეშვეობით ხდება ჩვენს ნატიფ სხეულებში ყველანაირი უწმინდურის შემოჭრა. თუ ამ დღეს გრძნობთ ჭიპის არეში სიმძიმეს ან ტკივილს, ესეიგი თქვენ მოხვდით ასტრალურ ბადეში.

ჭიპის განთავისუფლება:

 მთვარის მეცხრამეტე დღეს ჭიპის გარშემო ხელისგულებით ქვემოთ, გააკეთეთ ჩამჭრელი მოძრაობები, თითქოს გახსენით ჭიპი.  შემდეგ აზრობრივად ისევ გაკვანძეთ საკუთარი ჭიპი და დააბრუნეთ თავის ადგილას. ამგვარად თქვენ ჭრით არასაჭირო კონტაქტებს, ეს კი იქნება სწორედ იმ ბადეების მოჭრა, რაც ადრე შემოგახვიეს. თუ ამას გააკეთებთ ყოველთვიურად, აღარ გექნებათ დიდი ცდუნებები.

 მთვარის მეცხრამეტე დღეს უკავშირდება სწორნაწლავი, ბრმანაწლავი და სიგმოიდური ნაწლავი. ამ დღეს ბრმანაწლავის შეტევა ძალიან ცუდი ნიშანია. თუ შეგაწუხათ გაუვალობამ ან ბრმანაწლავმა, ეს ნიშნავს, რომ საკუთარ თავში ატარებთ ძალიან საზიანო აზრებს და საკუთარ სულთან არ გაქვთ ყველაფერი წესრიგში. ამგვარად, უნდა გაიგოთ, რომ საჭიროა ამ საკითხის მოგვარება.

დღის ნიშნები:

ობობა. გაფრთხილება გეძლევათ არა მხოლოდ იმის შესახებ რომ არ მოყვეთ ვისმეს ბადეში, არამედ თავადაც არ დაიმორჩილოთ სხვა ადამიანები.

მათთვის, ვინც დაიბადა მთვარის მეცხრამეტე დღეს:

მთვარის მეცხრამეტე დღეს დაბადებულები თავიანთი ბუნებით მარტოსულები არიან. ბავშვობიდანვე გაურბიან ხმაურიან ადგილებსა და ხალხმრავალ კომპანიებს. ამ ადამიანებს მარტოობა არ ამძიმებთ, პირიქით, მათ უყვართ საკუთარ თავთან მარტო ყოფნა და ყურადღების დათმობა მხოლოდ იმისათვის, რაც მათ ნადვილად აინტერესებთ.

მთვარის მეცხრამეტე დღის ადამიანებს აქვთ კარგი გონებრივი შესაძლებლობები, არიან ინტელექტუალები და ხელეწიფებათ ხშირად ისეთი არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც გარშემომყოფთ აოცებს თავისი სიმარტივითა და ეფექტურობით. ცხოვრებაში ამ ადამიანებს ურჩევნიათ თავად იყონ სიტუაციის მფლობელები, კონტროლის ქვეშ მოაქციონ ის და ჰქონდეთ მოვლენების მართვის საშუალება. ამაში კი მათ ეხმარება ანალიტიკური წყობის გონება

ისინი ძალიან ნიჭიერი, შემოქმედებითი, ქარიზმატული პიროვნებები არიან,  იპყრობენ სხვათა ყურადღებას. მაგრამ მიუხედავად ამისა ამჯობინებენ დარჩნენ ჩრდილში და არ მოედონ თვალში არავის. მთავრის ამ დღეს დაბადებულთა თანდაყოლილი თვისებაა ორგანიზატორული ნიჭი, რომლის გამოყენებაც საკმაოდ დიდი წარმატებით გამოსდით. მთვარის მეცხრამეტე დღეს  დაბადებულები ფარული ლიდერები არიან. მათ ხელეწიფებათ სხვათა გაერთიანება, მათი მართვა და დასახული მიზნებისათვის გამოყენება, შედეგის მიღებით. ფლობენ რა ასეთ უნარს, მათ ბავშვობიდანვე ესაჭიროებათ საკუთარ თავში კეთილშობილების გაღვივება, ნეგატიური ემოციებისა და სიამაყის მოცილება, რადგან სხვა შემთხვევაში არის დიდი ალბათობა იმისა, რომ ცხოვრებაში წარმატებული ადამიანების მაგივრად გადაიქცნენ ბოროტ ინტრიგნებად.

ითვლება რომ ამ დღეს იბადებიან ორგანიზატორები და პოლიტიკოსები.

სიზმრები:

სიზმრების ახსნის მხრივ, მთვარის მეცხრამეტე დღეს ჯობია მივუდგეთ ყურადღებით, რადგან ამ დღეს თქვენ განსაკუთრებით ხართ მოქცეული გარე გავლენებში და მზად ხართ მოტყუვდეთ თქვენდაუნებურად. იმისათვის, რომ  თავიდან აიცილოთ მცდარი დასკვნები, დახმარებისათვის ჯობია მიმართოთ მათ, ვინც პროფესიულ დონეზე მუშაობს სიზმრებთან.

მთვარის მეცხრამეტე დღის სიზმრებს შეუძლიათ გაჩვენოთ თქვენი პიროვნების ყველაზე დაფარული ასპექები. ის რაც ღმადაა ჩადებული ქვეცნობიერში, შესაძლოა უცებ გაგეხსნათ. თუ შესძელით სიზმრის ზუსტი ინტერპრეტირება, ესეიგი უკვე ფლობთ შესანიშნავ მინიშნებას იმის შესახებ, თუ რა და როგორ უნდა შეცვალოთ ცხოვრებაში, რათა ის კიდევ უფრო გაუბჯობესდეს. ამ ფასეული ინფორმაციის მიღებით თქვენ შეძლებთ არამარტო საკუთარი პლიუსებისა და მინუსების, ძლიერი და სუსტი მხარეების  შეფასებას, არამედ მათ დამუშავებასაც,  კარგი თვისებების კიდევ უფრო დახვეწასა და არასასურველი კომპლექსების მოცილებას.

ქვები:

ქრიზოლითი, მწვანე ლალი, უვაროვიტი, წითელი ონიქსი, ლაბრადორი, ოლოვინი.

bottom of page