top of page
Sphere on Spiral Stairs

მთვარის III დღე

მთვარის III დღე

სიმბოლოები-ლეოპარდი. ალქიმიის, სიკეთისა და ბოროტების შემეცნების დღე.

დღის დახასიათება  და მნიშვნელობები:

ამ დღიდან დაწყებული ცაზე ჩნდება ნამგალა მთვარე. ესაა აქტიური ბრძოლის, ქმედებისა და აგრესიის პერიოდი.

საჭიროა ჩანაფიქრის დეტალურად გააზრება, მისი ასრულება კი ჯობია გადაიდოს მომდევნო დღეზე. სასიკეთოა საბრძოლო ხელოვნებით დაკავება-უშუ, კარატე და სხვა. უკავშირდება ვერძის გადასვლას კუროში. ამ დღეს იბადებიან მებრძოლები და მაგები. ბრძოლისა და საკუთარი ინტერესების დაცვის, აქტიური ქმედებების  დღეა. შესაფერისია საბრძოლო ხელოვნების შესწავლის დასაწყებად.

თუ აქამდე ჩვენ ვოცნებობდით და ვაწყობდით გეგმებს, ახლა მოქმედების დროა. ამ დღეს პასიურობას უკუჩვენება აქვს და საშიშიც კია. პასიური ადამიანი დამარცხდება და შესაძლოა ტრამვაც მიიღოს, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი. მთვარის ამ დღეღამეს ჰაერში  აგრესია ტრიალებს.

ამ დღეს განეწყვეთ თავდასაცავად, თუ გინდათ არ მოხვდეთ მსხვერპლთა სიაში. აქ  ორგანიზმის შინაგანი ენერგია განსაკუთრებით ძლიერია, ასე რომ თქვენ გეყოფათ ძალა თავდაცვისათვის და ახალი საქმეების დასაწყებად. ამავდროულად, გექნებათ ბრძოლაში ჩაბმის ენერგიაც.

ამ დღეს სასურველია მაღალი, საინტერესო ფიზიკური აქტივობა, სხვა შემთხვევაში თვენს მიერ დაგროვილი ენერგია გამოუყენებლობისგან დაჭაობდება თქვენსავე სხეულში და იმუშავებს თქვენდა საზიანოდ, არის რა შინაგანი ორგანოებისა და ავადმყოფობების დაწყების რისკი.

დღის ამოცანები:

საკუთარი ნეგატიური ენერგიებისაგან, საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების მიმართ უპატივცემულობისაგან  განთავისუფლება. ასევე, ახლაა დრო საკუთარ მედიდურობასა და ეჭვიანობასთან შეწინააღმდეგებისა. ამ დღეს პასიურობა არასასიკეთოა და საფრთხილოც კი.  პასიური ადამიანები ამ დღეს სუსტდებიან და დგანან მარცხისა და როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი ტრამვის მიღების საფრთხის ქვეშ. ამ დღეს განსაკუთრებით ძლიერია ორგანიზმის შინაგანი ენერგია, ასე რომ გეყოფათ ძალა თავდაცვისა და ახალი საქმეების დასაწყებად.

ჯანმრთელობა და მკურნალობა:

კარდია შხაპის მიღება, საუნა, ბალახისა და მარილის აბაზანები, სპორტით დაკავება, იოგა. ამ დროს ხდება თავის, ყურების, ხერხემლის ტკივილების მოხსნა. ამის წინა ღამეს მიიღეთ ცხელი შხაპი, ანაბაზანა. ყურდღება მიაქციეთ კეფისა და ყურების ზონას. თავზე ყველანაირი ოპერაციის ჩატარებას აქვს უკუჩვენება: თმის შეჭრა, კბილის ამოღება. კოსმეტიკური პროცედურები უპრიანია გადავიტანოთ ამისათვის უფრო შესაფერის პერიოდში, რადგან მაღალია ყველანაირი შემთხვევითობისა და გართულებების ალბათობა, ისეთებისაც კი, ერთი შეხედვით რომ ცუდს არაფერს მოასწავლებენ.

სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, ბალახების შეგროვება:

დღის მცენარეები-დაფნა, ომბალო.  გვირგვინების დაწნა.

მაგიური წესჩვეულებები და რიტუალები:

წამლების, მიქსტურების, საკმეველის დამზადების დღე. ასევე რეკომენდირებულია პანტაკლების დამზადება წყლის, საზღვაო მოგზაურობისავის.  იხსნება მარტოობაზე გაკეთებული გათვალვა. ესაა ასტრალური თავდასხმებისა და ბრძოლის დღე. კოჰალონგიდან შემოდის ინფორმაცია რეინკარნაციული პრობლემების შესახებ, ვლინდება კოსმიური  საიდუმლოებები, მათ შორის სხვა განზომილებებში ცხოვრების შესახებ, ჰოროსკოპის ჯერაც აუთვისებელი მხარეების შესახებ.   მთვარის მესამე  დღის ბოლო საათები საუკეთესო დროა ნეგატიური ენერგიისაგან განთავისუფლებისათვის.

განსაკუთრებული გაფრთხილება:

არაა რეკომენდირებული ყვავილების მოწყვეტა ან ყიდვა. ასევე, ჯგუფური მუშაობა: გაკვეთილების ჩატარება, ფსიქოტრენინგები, მედიტაცია, სემინარები. ამ დღეს დაღვრილი ზეთი მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ გადაუხვიეთ თქვენს გზას.

ამ დღეს არაა რეკომენდირებული მეტალის ჩამოსხმა, ვერცხლთან მუშაობა და დანების გალესვა. კარგია ყურებისა და კეფის მასაჟი, საერთოდ ამ ორგანოების პროცედურები. შესაძლოა კეფაზე კომპრესების გაკეთებაც.

დღის ვარჯიში:

მთვარის მესამე  დღეს ჩვენ შეგვიძლია იმის დადგენა, თუ სად გვიგროვდება უარყოფითი ენერგია, მისი გადატანა მანიპურაში და დაწვა. ესაა ასტრალური ბრძოლის დღე. მთვარის პირველ და მეორე დღეს გავიწმინდეთ სული და სხეული, ახლა კი მოვიდა ასტრალის გასუფთავების დრო. ამ დღეს ადამიანს ხელეწიფება თავად შეაფასოს საკუთარი ასტრალური ენერგია მასზე კონცენტრაციის გზით. აუცილებელია გამწმენდი ვარჯიშების ჩატარება ასტრალისათვის, ასევე ასტრალური ენერგიის დაგროვების პრაქტიკები.

ჩვენ ყველა სახსარში გვაქვს ენერგეტიკული ცენტრები, როგორც ასტრალური სხეულის ერთერთ დონეზე გასვლის ცენტრი. ამიტომ, კარგია ფიზიკური ვარჯიშების შესრულება. საჭიროა თითებისა და მხრების  ვარჯიშები, სახსრების გასააქტიურებელი სავარჯიშოები. თუ სახსრები არ გვაქვს მწყობრში, ხდება ასტრალური ენერგიის გაჩერება. ამ დღეს ასევე კარგია ენერგეტიკულ ველებთან, ბიოველთან მუშაობა. ასტრალური სხეული არამარტო ჩვენს ენერგეტიკულ ჩარჩოს წარმოადგენს, არამედ ემოციონალურსაც. ამიტომ, მთვარის მესამე დღე საჭიროა განვთავისუფლდეთ ნეგატიური ემოციებისაგან, ვიყოთ ყურაღებით საკუთარი რეაქციების მიმართ კონტაქტების დროს.

როგორც წესი, ეს დღე პროვოკაციების დღეა. საჭიროა ეს გვახსოვდეს და ვეცადოთ უარყოფითი ენერგიები არ გადავიყვანოთ რაიმე სხვა სახის ენერგიებში, არ მივცეთ გასაქანი ხელებს. ამ დღეს ზეთის დაღვრა მიუთითებს, რომ თქვენ ვერ ფლობთ ასტრალურ ენერგიებს.

მედიტაცია:

იარაღი.

წამოწყებები:

ამ დღეს დაწყებული საქმეები იძლევა უკუშედეგებს.

მათთვის, ვინც დაიბადა მთვარის ამ დღეს:

ჩვეულებრივ, მთვარის მესამე დღეს იბადებიან ძალიან აქტიური ადამიანები. ენერგია მათში შადრევანივით დუღს. იმისათვის რომ ასეთი ენერგიულობა არ გახდეს საზიანო, ასეთ ადამიანებს ბავშვობიდანვე უნდა ვასწავლოთ საკუთარი ენერგიის მართვა. ადრეული ასაკიდან დაწყებული, მათთვის სასიკეთოა სხვადასხვა სექციებში შეყვანა, როგორც სპორტულში, ასევე ყველგან, სადაც შესაძლებელი იქნება მათი დაფარული ნიჭების გამოვლენა. შესაძლოა ეს იყოს შემოქმედებითი წრეები, ასევე ხელობის შემსწავლელი ჯგუფები. ბავშვის ინტერესების ყველა სფერო მისთვის სასიკეთო იქნება. ამავდროულად, ასეთ ბავშვებს ენერგია ვერ ეხარჯებათ ერთ სფეროში მოვაწეობით. ამიტომ მათთვის უპრიანია რამოდენიმე სექციაზე ერთმანეთის პარალელურად სიარული.

მთვარის მესამე დღის ადამიანები ადრეული ასაკიდან ხდებიან დამოუკიდებლები. მათი ყურადღების ინტელექტუქლურ განვითარებაზე კონცენტრირების შემთხვევაში შესაძლოა მათივე თავდაჭერის, თვითშეგნებისა და ყურადღების ამაღლება. ეს მათ დაეხმარებათ საკუთარი ემოციების კონტროლში, რადგან მთვარის მესამე დღის გავლენის ქვეშ ყოფნისას, ამ ადამიანებისათვის დამახასიათებელია აგრესიისა და სიბრაზის აფექტები.

თავის გავლენას მთვარის მესამე დღის დაბადებულბზე ასევე ახდენენ ნიშნები, რომელთა ქვეშაც გადის ეს დღე. ვერძის ნიშანი ამძაფრებს ინტერესს, ახალი ცოდნის მიღების სურვილს. კუროს ნიშანი იძლევა ძალას, აქტიურობას, სიჯიუტესა და გაბედულებას. ამ თვისებების წყალობით მთვარის მესამე დღის ადამიანები ჩვეულებრივ აღწევენ წარმატებას ყველანაირ საქმიანობაში, განსაკუთრებით იქ, სადაც საჭიროა უდიდესი ნება და თავდადება. მათი კარიერა ძალიან წარმატებულად ვითარდება  სპორტსა და  საომარ  სფეროში.

მთვარის მესამე დღის დაბადებული ადამიანებისათვის რეკომენდირებულია ყურადღებით მოექცნენ თავიანთ ჯანმრთელობას. ყველაფერი, რაც მათ მისცემს დამატებითი ენერგიის მიღების შესაძლებლობას და  ასევე დაეხმარება მის სწორად გამოყენებაში, იმოქმედებს სასიკეთოდ. საბრძოლო ხელოვნება, საკუთარი თავის დახვეწა, სულიერი პრაქტიკები,  წარმოუდგენლად იდეალურია ამ დღეს დაბადებულთათვის.

ითვლება რომ მთვარის მესამე დღეს იბადებიან მეომრები, სპორცმენები, მებრძოლები.

სიზმრები:

მთვარის ამ დღეღამეში სიზმრები ძალიან იშვიათად ხდება, მაგრამ შესაძლოა ისინი წარმოადგენდნენ თქვენი ძალების თავისებურ გადამოწმებას. მაგ. თუ თქვენ იბრძვით ვინმესთან-მოერევით თუ დაემორჩილებით მას? თუ სიზმარში თქვენ უცებ დათმეთ, არაა დიდი უბედურება: გაღვიძებისას მთელი სიზმარი გაატარეთ თვალწინ, ისე რომ მას ჰქონდეს სასურველი შედეგი. მთვარის მესამე დღის  სიზმრები აჩვენებს, თუ რა სახით ანაწილებთ თქვენ საკუთარ ძალებს. თუ ყურადღებას დავუთმობთ საკუთარ სიზმრებს, შესაძლოა იმის გაგება თუ რა მიმართულებით გვმართებს მოქმედება, რათა არ მოხდეს ჩვენი ენერიის ტყუილად ხარჯვა, ხოლო ჩადებულმა შრომამ მოგვიტანოს შედეგი.

მთვარის მესამე დღის სიზმრები, შესაძლოა შეიცავდნენ რთული ამოცანის პასუხს. მაგ. თუ თქვენ გესიზმრებათ არასასიამოვნო და მძიმე სიზმრები, ესეიგი თქვენ არ გყოფნით შინაგანი ძალები ჰარმონიული თანამშრომლობისათვის თქვენსავე გარემოებებთან. და ეს კარგი მიზეზია დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ ავწიოთ ჩვენი სასიცოცხლო ტონუსი. ფიზიკური ვარჯიშები, იოგა, სულიერი პრაქტიკები შესამჩნევად აძლიერებენ ენერგეტიკულ დონეს. შედეგად, მიმდინარე პრობლემის მოულოდნელი გადაწყვეტილებები თავისთავად მოდის.

და პირიქით. თუ თქვენ გესიზმრებათ სასიამოვნო სიზმრები, ესეიგი დგახართ სწორ გზაზე. ასეთი სიზმრის გაანალიზებით თქვენ შეძლებთ გაიგოთ, საით მიმართოთ საკუთარი ძალისხმევა, რათა დადგეს უმაღლესი დონის შედეგი.

ბიზნესი:

აქტიური ბრძოლის, ძალისხმევის, შერკინების დღე. არაა სასურველი ჯგუფური სამუშაო: ქვები:

ჯესპილიტი, პირიტი, ლალი, ავანტიურინი, კარნეოლი, წითელი სარდიონი.

bottom of page