top of page
Sphere on Spiral Stairs

მთვარის XXII დღე

მთვარის XXII დღე

სიმბოლოები:

სპილო-გენეშა (შივას ვაჟი, ცოდნისა და სიბრძნის მფარველი), გრაგნილი (წიგნი) და ოქროს გასაღები.

დღის მახასიათებლები და მნიშვნელობები:

გასაღებისა და საიდუმლოებების გახსნის დღე. ხელდებულების, ბრძენი ადამიანების, ფილოსოფოსების, ნათელმხილველების, კონტაქტიორების დღე. ქალღმერთ კლიოსთან ურთიერთობის დღე, ისტორიის საიდუმლოებებში წვდომის, უძველესი  წერილებისა და სიმბოლოების  სიბრძნის  ამოსახსნელად.

დღე დაკავშირებულია სამყაროს კანონებთან,  ცოდნასთან, წიგნებთან, არქივებთან, საინფორმაციო ველთან. ესაა სიბრძნის, საიდუმლო ცოდნის შესწავლის, მეცნიერების, მოღვაწეობის პერიოდი. აქ ყველა ცოდნა ადვილად ათვისებადია. ამას გარდა, ამ დღეს ადამიანი აღწევს მიზანს, ასევე წვდება საკუთარი ფესვების არსს. ამ დღეს აუცილებელია სრული კონცენტრირება თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებზე და მის გადასაწყვეტად საჭირო ცოდნის ძიება. ამ მაგიურ დღეს განსაკუთრებით ძლიერია ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები და ინტუიცია. თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ სიახლე სამყაროსა და საკუთარი თავის შესახებ. შესაძლოა გაგეხსნათ საიდუმლო ცოდნა, თავში მოგივიდეთ ახალი იდეები და ორიგინალური გადაწყვეტილებები დაძველებული პრობლემებისა. გადაჭერით პრობლემები, სცადეთ მიზნის განხორციელება მიღებული ცოდნის დახმარებით. მაგრამ გახსოვდეთ, ცოდნის გამოყენება მხოლოდ სიკეთეს უნდა ემსახურებოდეს, სხვა შემთხვევაში ის თქვენს საწინააღმდეგოდ შემოტრიალდება. ამ დღეს რეკომენდირებულია სამომავლო პროგნოზების გაკეთება. უნდა იყოთ ალტრუისტი, ასწავლოთ სხვებს, გადასცეთ გამოცდილება, მოამზადოთ სახელმძღვანელოები, გამოავლინოთ ხელგაშლილობა ან უბრალოდ დააგროვოთ ცოდნა.

ესაა სიბრძნის დღე, ახალი ცოდნის მიღების პერიოდი. აქ განსაკუთრებით ძლიერია გონებრივი შესაძლებლობები. ყველანაირი ცოდნა ადვილად ასათვისებელია. დაკავით თვითგანვითარებით: იკითხეთ, შეისწავლეთ ენები ან კომპიუტერი, დაუახლოვდით მეცნიერებას ან ქარგეთ, ვისთვისაც რა არის ახლოს. დღე კარგია ცხოვრებისეული გამოცდლების დასაგროვებლად და ამ ფუძეზე სამომავლოდ რაციონალური გეგმების დასახვისათვის. პარტნიორებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობა ჩაივლის პოზიტიურად.

ამ დღეს შეგიძლიათ გაიგოთ რაიმე ახალი სამყაროსა და საკუთარი თავის შესახებ. შესაძლოა ჩასწვდეთ დაფარულ ცოდნას, გაგიჩნდეთ ახალი იდეები და ორიგინალური გადაწყვეტები ძველი პრობლემებისათვის. დღე ხელს უწყობს პრობლემების მოგვარებასა და მიზნების მიღწევას მიღებული ცოდნის შედეგად. მაგრამ ცოდნის გამოყენება მხოლოდ სიკეთისთვისაა დასაშვები, რათა ცუდად არ შემოგიტრიალდეთ თავად თქვენ.

მთვარის ოცდამეორე დღე წყნარი, სასიამოვნო დღეა. ის მიმდინარეობს სპილოს სიმბოლოს ქვეშ. განასახიერებს სიბრძნეს, იქტელექტს, გონიერებას, ძალას, მოთმინებას, გამჭრიახობას, ენერგიას, უმაღლეს მმართველობას. ეს დღე ცოდნის მიღების, საწყისებთან მუშაობის, საკუთარ ფესვებთან დაბრუნების, საკუთარი წარსული გამოცდილების გააზრებისა და გადაფასების დღეა.

მთვარის თვის ოცდამეორე დღე ინფორმაციულად ძალიან დატვირთულია. აქ თითქმის ყველგან დაინახავთ სხვადასხვა ნიშნებს, შესაძლოა მიიღოთ პასუხები საკუთარ კითხვებზე. ეს შეიძლება იყოს შემთხვევით გაგონილი ფრაზები, მინიშნებები, თქვენს გარშემო არსებული სიტუაცია, შემთხვევით თვალმოკრული ფრაზები გაზეთიდან, სარეკლამო ბუკლეტიდან ან ჟურნალიდან.

დღის სიტუაციები აჩვენებენ ამ თვის გეგმების მაქსიმალური რეალიზების გზებს.

მთვარის ამ დღეს თქვენი მგრძნობელობა და ინტუიცია ბევრად მაღალია ვიდრე წინა დღეებში. ეს იძლევა საკუთარ თავში ჩაღრმავების შესანიშნავ შესაძლებლობას. ასეთ მომენტებში მოდის გონების განათება, საიდუმლო ცოდნა. და თუ თქვენ საკუთარ თავში გახსენით რაღაც არაჩვეულებრივი, სხვისი გონებისთვისაც მისაწვდომი რამ, დღეს კარგია მიღებული ცოდნის გაცემა. ეს დღეს საუკეთესოა გამოცდილების გასაზიარებლად. ამასთანავე, რეკომენდირებულია გაექცეთ თვითკმაყოფილებასა და ქედმაღლობას.

სიბრძნის მიღებისა და გამჭრიახობის მიღების გარდა, მთვარის ამ დღეს მიმდინარეობს აღმასვლა შემოქმედებით და სულიერ დონეზე. დღის ენერგეტიკა ჯობია გამოიყენოთ ფიქრისათვის. კარგია ყურადღება მიექცეს სულიერ განვითარებასა და თვითსრულყოფას. საკუთარ თავში ხელი შეუწყვეთ ისეთი თვისებების გამოვლენას, როგორებიცაა ალტრუიზმი, ხელგაშლილობა, სიბრძნე, მოთმინება, გონიერება, სამართლიანობა. უარი უთხარით ტყუილსა და ქედმაღლობას.

ჯანმრთელობა და მკურნალობა:

სამედიცინო კუთხით ყურადღებით იყავით მენჯთან, კუდუსუნთან, ხერხემლის ქვედა ნაწილთან. ერიდეთ მკვეთრ მოძრაობებს.

მთვარის ოცდამეორე დღეს  არაა რეკომენდირებული ორგანიზმის გადატვირთვა გადამეტებული აქტიურობით. ჯობია შეამსუბუქოთ ფიზიკური აქტივობა. და თუ თქვენი მოღვაწეობა დაკავშირებულია სიმძიმეების აწევასთან, თუ გაქვთ შესაძლებლობა დღეს იმუშავეთ ტრამვებისათვის ნაკლები რისკით, ან საერთოთ გაჩერდით.

 მთვარის ოცდამეორე დღეს  შესაძლებელია ახალი გამაჯანსაღებელი პროცედურების შემოღება ან კომლექსური ვარჯიშები. ძალიან სასარგებლოა ამასთან ერთად დიდი ყურადღება დაეთმოს ამ სიახლეების თეორიულ ცოდნას. ხოლო გამწმენდი პროცედურების ჩატარება ამ დღეს საერთოდ არაა რეკომენდირებული.

ამას გარდა, დღე არაა შესაფერისი შიმშილობისათვის. პირიქით, დღეს რეკომენდირებულია გემრიელი ჭამა, მაგრამ გადამეტების გარეშე. სასურველია რაციონიდან ამოიღოთ ცხიმიანი და მძიმე საკვები. კარგია მცენარეული კერძები, ახალგამოწურული ხილის წვენი და ხილი.

სამედიცინო კუთხით მთვარის ოცდამეორე დღეს სუსტია ხერხემლის ქვედა ნაწილი და მენჯი. მათი მკურნალობა დღეს არაა რეკომენდირებული. ასევე, არაა სასურველი არანაირი გადატვირთვა სხეულის ამ ნაწილებისა. მოერიდეთ მკვეთრ მოძრაობებს. ამ დღეს დაწყებული ავადმყოფობა როგორც წესი მძიმეა და ხანგრძლივი. ის ითხოვს თანამედროვე, კვალიფიციურ დახმარებას. არაა რეკომენდირებული თვითმკურნალობა.

დღის ბოლო მეოთხედი სასარგებლოა მარხვისა და თავშეკავებისათვის.

უპრიანია თმის შეჭრისა და ქირურგიული ოპერაციების გადადება სხვა, უფრო სასიკეთო პერიოდისათვის. სუსტია ხერხემალი. მკურნალობა დაიყვანეთ საერთო გამაჯანსაღებელ პროცედურებამდე.

მთვარის ოცდამეორე დღეს არაა რეკომენდირებული მკვეთრი მოძრაობების გაკეთება, განსაკუთრებით გაუფრთხილდით ხერხემალს, რადიკულიტის ზონასა და კუნთებს.  შესაძლოა აგტკივდეთ მენჯის მიდამოები.

სუსტია ხერხემლის ქვედა ნაწილი, კუდუსუნი, მენჯი.

საკვები: რეკომენდირებულია მცენარეული საკვები დიდი რაოდენობით.

მაგიური წესჩვეულებები და რიტუალები:

ამ დღის მაგიური რიტუალებია ინფორმაციის მიღება მომავლის შესახებ (მკითხაობის მეშვეობით, მაგრამ არა კარტზე), მაგიურ სიმბოლოებზე მედიტაცია, ასევე ჰოროსკოპზე, მანტრებზე, იანტრებზე, ხელოვნების თანამედროვე ნიმუშებზე მედიტაცია. სახლის დაცვის, გეოპათოგენური ზონების დაცვის დღე. სახლის თილისმის დამზადება, ტარდება ნაკურთხი წყლის მოპკურება, ბალახის კმევა: ნაღველა, კოთხუჯის ფესვი, კრაზანა. პანტაკლების დამზადება მეგობრობის გასამყარებლად, ავადმყოფთა გამოსაჯანმრთელებლად, არასასურველი ადამიანების მოსაცილებლად.

ამ დღეს საჭიროა იყოთ ალტრუისტი, ასწავლოთ სხვებს, გადასცეთ ცოდნა, მოამზადოთ მოსწავლეები, გამოავლინოთ ხელგაშლლილობა ან უბრალოდ დააგროვოთ ცოდნა.

ამ დღეს რეკომენდირებულია მანტრულად გაიგოთ საკუთარი მომავალი (მკითხაობა-ესაა ნაკადში შესვლა. ის გაცნობებთ ამ მომენტისათვის სამყაროს მდგომარეობას, ესაა სამკითხაო დასტის გამოყენების დღე. ხოლო ებრაულ კაბალისტიკას ჯობია არც კი შეეხოთ). ამ დღეს ტარდება მედიტაცია მაგიურ სიმბოლიკაზე, ზოდიაქოს ნიშნებზე, პლანეტების სიმბოლოებზე, მთელ ჰოროსკოპზე. ორაკულს დაუსვით კითხვები, რომელიც ეხება ცხოვრების მატერიალურ მხარეებს-სიმდიდრე,  კარიერა და ა. შ. ასევე, ეს დრო მიუძღვენით უძველესი მაგიური ტრაქტატებისა და წიგნების შესწავლას. დაეუფლეთ საკუთარი შემეცნების გაფართოვების ტექნიკას მაგიის კუთხით.

სასიკეთო დროა მკითხაობისათვის, ტექსტებთან მუშაობისათვის, დამცავი ამულეტების დამზადებისათვის,  კლებადი მთვარის ყველა სამუშაოსათვის. ესაა ცოდნის გაღრმავებისა და მედიტაციის დღე. დღე მაგიურია, მკითხაობის დროა, მაგრამ ის უნდა განახორციელოთ მედიტაციით სიმბოლოებზე, სურათებზე, ალფავიტის ასოებზე, ქარვაზე, ჰოროსკოპზე. ისეთ საგნებზე, რომლებიც იძლევიან არავერბალურ, საიდუმლო და მიღმიერ ცოდნას.

შესაძლოა მკითხაობა ცვლილებათა წიგნზე, რომელიც ეფუძნება კამათლის  გაგორებას ან შემთხვევით რიცხვებს. ეს რიცხვებიც მედიტაციის სიმბოლოებია. ყველანაირი სურათი თუ ორნამენტი გარკვეული ინფორმაციის მატარებელია ქვეცნობიერ დონეზე. ყველა საგანი რაც გარს გვარტყია, ახდენს ჩვენზე ზემოქმედებას.

ჩვენი წანაპრები შემთხვევით არ აფორმებდნენ შენობებს ნათელი ორნამენტებით. სინამდვილეში, ისინი სიმბოლოებს წარმოადგენენ, რომლებიც ხელს უწყობდა ამა თუ იმ პრაქტიკებს. ტაძარში ახლაც შესაძლებელია ჯვრებისა და რგოლების დანახვა.

მიაქციეთ ყურადღება სახლში არსებულ შპალერსა და სურათებს. ბევრი თანამედროვე სურათი ნეგატივის მატარებელია, რადგან მხატვრები ნარკოტიკების ზეგავლენით თავის თავში აგროვებენ ნეგატიურ ინფორნაციას, და შემდეგ ხატავენ სურათებს. მთვარის ოცდამეორე დღეს ჩვენ განსაკუთრებულად მგრძნობიარენი ვართ გამოსახულებების მიმართ. მათი გარკვეული  ნაწილი შპალერებზე, სურათებზე, შესაძლოა ავადმყოფობასაც კი იწვევდეს. სიმბოლოები შპალერზე არ უნდა იყოს დამანგრეველი, არ უნდა შეიცავდეს თხის სიმბოლოს-ამოტრიალებული ვარსკვლავის პენტაგრამას. ჯობია ასეთი შპალერი შეცვალოთ. შეიძლება შეირჩეს თქვენი რითმების შესაბამისი შპალერი. მაგ. თუ თქვენი რიცხვია მარსის რიცხვი, ჯობია სამფურცლიანი ფოთლის ორნამენტი.

მთვარის ოცდამეორე დღეს შეიძლება იგრძნოთ თუ რა არის თქვენთვის კარგი და რა ცუდი. აქ საჭიროა ადრე დაგროვილი გამოცდილების გადაცემა, ხოლო ამ დღეს მიღებული სიბრძნის გონივრულად გამოყენება. ამ დღეს ენერგია შემოდის საკვების მეშვეობით, ამიტომ არაა რეკომენდირებული შიმშილობა ან მარხვა. კარგია ხელგაშლილობის გამოვლინება.

თუ არ ხართ ენერგიული, მთვარის ოცდამეორე დღეს საშიშია სიმბოლოების ხატვა, თანაც როცა არ იცით თუ რას ხატავთ. განსაკუთრებით საზიანოა ჩაკეტილი წრეების, კვარდატების  ხატვა, რადგან ისინი ჩვენ გვკეტავენ. ამ სიმბოლოებს შეუძლიათ ჩვენზე გავლნის მოხდენა ჩვენი ნების გარეშე. თუ უკვე დახატეთ, ჯობია წაშალოთ და არ დაათვალიეროთ ისინი დღეს.

დღე არაა შესაფერისი ჯგუფური მუშაობისათვის. წარმატების მისაღწევად აქ მთავარი პირობაა მთლიანი კონცენტრაცია თქვენთვის ყველაზე მთავარ პრობლემაზე და მისი გადაჭრისათვის საჭირო ცოდნის მოძიება.

მთვარის ოცდამეორე დღე ესაა დრო, როცა საჭიროა მაგიური სიმბოლოების ენერგეტიკასთან დაახლოვება და მიღება. ამ დღეს ტყუილად არ ქვია „ოქროს გასაღები“.  ესაა სიბრძნის,  დაფარული ცოდნის მიღების დღე. მაგრამ დღეს წმინდა წერილები, ლოცვა და შელოცვები კი არ ფლობენ ძალებს, არამედ გამოსახულებები. ფულის მოსაზიდი პრაქტიკები სწორედ ამას უკავშირდება. ეს დღე მკითხაობის დღეცაა, მაგრამ მკითხაობა ისევ და ისევ სურათებით, სიმბოლოებით უნდა განხორციელდეს, მათზე მედიტაციის მეშვეობით. მაგ. ცვლილებების წიგნის, ტაროს დასტის, ჰოროსკოპის, რუნების მეშვეობით. თუ გსურთ მომავლის საიდუმლოებებში წვდომა, გამოიყენეთ სიმბოლოები. დღეს თვენ მოახერხებთ ინფორმაციის წაკითხვას, და ის იქნება იმდენად ზუსტი, რამდენადაცაა საერთოდ შესაძლებელი მომავლის ინფორმაციაში წვდომა. რადგან კონკრეტულად დაზუსტებული მომავალი არ არსებობს, ყოველთვის არსებობს მოვლენების განვითარების რამოდენიმე ვარიანტი, თუმცა ერთი-ორი მათგანის ალბათობა  მეტადაა დაშვებული სამყაროს მიერ.

ფულის მოსაზიდი რუნების რიტუალები:

რუნები-ეს უძველესი სიმბოლოებია, რომლებიც დახატულ ან ვიზუალიზირებულ მდგომარეობაში ანთავისუფლებენ ენერგიების სახეობებს. ამ თვისების შედეგად რუნების გამოყენება ძალიან ადვილია და ეს  ყველას შეუძლია, მაგიის არმცოდნე ადამიანსაც კი. ძველ დროში რუნებს კაწრავდნენ ძვალზე, ხეზე, ქვაზე, და ატარებდნენ როგორც თილისმას. მის გრავირებას იარაღზეც აკეთებდნენ, რასაც  უნდა უზრუნველყო ზუსტი გასროლა ან ტყორცნა. მათ ხატავდნენ თასებზე და ფიალებზე, საწამლავისგან თავდასაცავად. რუნებით რთავდნენ სახლებსა და ნივთებს ქურდობისა და სხვა უბედურების თავიდან ასაცილებლად.

მცდარია მოსაზრება იმის შესახებ, რომ რუნებს თავად აქვთ რაიმე საუდუმლო ძალები. სხვა მაგიური სიმბოლოების მზგავსად, ეს მხოლოდ ინსტრუმენტია. რუნების ძალა არა თავად მათშია, არამედ იმ ადამიანში, რომელიც მათ იყენებს. თუ თქვენ უბრალოდ დახატავთ სიმდიდრის რუნას საკუთარ საფულეზე, თქვენს ფინანსურ საქმეებში არ მოხდება არავითარი ცვლილება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თქვენ მას არ მიეცით თქვენი ფულის ოცნების ენერგია. იმისათვის რომ რუნამ იმუშაოს, საჭიროა მიზანმიმართული ძალისხმევა თქვენი მხრიდან. რუნები უნდა დაიხატოს ფულის სურვილის სრული კონცენტრაციით და მასზე ვიზუალიზაციით. რუნების გამოყენება თქვენებურადაცაა შესაძლებელი. მათი ვიზუალიზირება შეიძლება მაგიური კერძების მომზადებისას,   საკვებზე მათი ფორმორებით. როცა მიირთმევთ ასეთ კერძს, რუნის მეშვეობითა და თქვენი ვიზუალიზაციის ძალით  გაძლიერებული ენერგიის მუხტი ისევ თქვენ გიბრუნდებათ უკან. შესაძლოა ასევე მათი აზრობრივად წარმოდგენა წყლიან ჭიქაში, შემდეგ კი მისი დალევა. ასევე  ქაღალდზე დახატვა.  სხეულზე, კუპიურებზე, საფულეზე და საბანკო ბარათზე  ეთერზეთით დახატვა, სანთლებზე ამოკაწვრა (როცა აანთებთ ასეთ სანთელს, ის გამოანთავისუფლებს და მიზნისაკენ მიმართავს რუნაში თქვენს მიერ ჩადებულ ენერგიას). აი მაგალითები რუნებით ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

რუნების მოკლე შელოცვა:

დარიჩინის, პაჩულის ან ფორთოხლის ეთერზეთით ყველაზე დიდ ბანკნოტზე დაიტანეთ სიმდიდრის რუნა, რომელიც გაქვთ. მისი ხატვისას მოახდინეთ საკუთარი თავის ვიზუალიზაცია ფულის წვიმის ქვეშ. ხატეთ ისე, თითქოს ლოცულობთ, ამ ქმედებაში ჩადეთ ყველა თქვენი ემოცია: „მე მჭირდება ფული, ის მე მჭირდება როგორც ჰაერი“!  შემდეგ ჩადეთ ბანკნოტი საფულეში და ეცადეთ რაც შეიძლება დიდი ხანი არ დახარჯოთ ის. ყოველ ჯერზე, როცა თქვენი მზერა მოხვდება ბანკნოტს, მოახდინეთ მასზე დახატული რუნის ვიზუალიზაცია, რათა მას მისცეთ ენერგიის ახალი მუხტი. რუნა მალე დაიწყებს თქვენთვის ფულის მოზიდვას.

რუნის რიტუალი:

თქვენ დაგჭირდებათ: ქაღალდის ფურცელი, დაფქვილი დარიჩინი ან ეთერზეთი, დოვლათის სიმბოლო, მწვანე სანთელი, მეტალის თასი.

  1. აიღეთ ქაღალდის სუფთა ფურცელი და დახატეთ ცენტრში თქვენი სურვილის შესაბამისი რუნა.

  2. გამოსახულებას მოაყარეთ დაფქვილი დარიჩინი ან ქაღალდზე წაუსვით რომელიმე ეთერზეთი, რომელიც განასახიერებს დოვლათს.

  3. დაკეცეთ ფურცელი, გეჭიროთ ხელში და თან მოახდინეთ სურვილის ვიზუალიზაცია.

  4. დაანთეთ მწვანე სანთელი, ქაღალდის კუთხე მიიტანეთ ცეცხლთან და როცა მას ცეცხლი წაეკიდება, ჩააგდეთ თასში. გააგრძელეთ ვიზუალირება!

  5. თუ ქაღალი არ დაიწვა სრულად, ახლიდან წაუკიდეთ ცეცხლი, ხოლო თავად რიტუალი გაიმეორეთ მთვარის 25-ე დღეს.

წყლის კოდირება კოსმიური ენერგიის სიმბოლო-გამტარებით:

აქ საუბარი გვექნება რეიკის სიმბოლოებზე. მათი მეშვეობით მოახდინეთ წყლის კოდირება, რომელიც, როგორც გახსოვთ, ენერგიის მოზღვავების სიმბოლოა. რეიკი-ესაა სხეულის, სულისა და ბედისწერის ცხოვრებისეული ენერგით განკურნება ხელების მეშვეობითა და წმინდა სიმბოლოების გამოყენებით. ითვლება, რომ რეიკის სიმბოლოების გააზრებული გამოყენებისათვის მხოლოდ ისინი არიან მზად, ვინც მიიღო ოსტატის ინიციაცია. ეს მცდარი მოსაზრებაა. რეიკის სიმბოლოები ყველასათვის ხელმისაწვდომია, მიუხედავად იმისა მიიღო ადამიანმა ინიციაცია თუ არა. თუ თქვენ უყურებთ სიმბოლოს და ის თქვენში იწვევს რაიმე ასოციაციას ან შეგრძნებას, რისი აღწერაც სიტყვებით შეუძლებელია, ესეიგი ის  ზეგავლენას ახდენს შეგნების რაღაც ფრაგმენტებზე. ამ შემთხვევაში რუნა გაგიხსნით თავის ღრმა აზრსა და ენერგიას, მაგრამ არ ღირს სიმბოლოების ანალიზი ყოველდღიური, ლოგიკური კუთხით. მათთან კონტაქტისას მუშაობაში შემოდის ქვეცნობიერი, რომელიც ოპერირებს კონკრეტულად სიმბოლოებისა და გამოსახულებების  ენით, რაც ცნობიერისათვის გაუგებარია.

იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ რომ სიმბოლოები იწვევენ  ქვეცნობიერზე გავლენას, იმედიტირეთ რომელიმე მათგანზე: რამოდენიმე წუთით უყურეთ მას და ეცადეთ იგრძნოთ. ის თავად მოახდენს თქვენთან რეზონირებას, წამოვა სრულიად საგრძნობი ენერგია. ასე რომ შეგიძლიათ ამ სიმბოლოების თამამად გამოყენება, რეიკის არმცოდნეთათვისაც კი.

რეიკის სიმბოლოები ახდენენ იმ კოსმიური ენერგიის ფოკუსირებას, რომელიც ყველა ჩვენგანს არტყია გარშემო და ახდენენ მათ მიმართვას თქვენს მიერ მიცემული მიმართულებით. ესაა თავისებური ენერგეტიკული გასაღები ენერგიის გიგანტური რესურსისაკენ, იმ შინაგანი ძალების აქტივიზაციისათვის, რომლებიც ებრძვიან უბედურ, აგრესიულ სიტუაციებს და იზიდავენ პოზიტივს. თავისთავად სიმბოლოებს არაფერი არ შეუძლიათ, მაგრამ თქენს ენერგიასთან შეერთებით ისინი ახდენენ თავის ტვინის იმ ქერქის აქტივიზირებას, რომლებიც პასუხს აგებენ შესაძლებლობების გამოვლენაზე.

ტრადიციულად რეიკის სიმბოლოები ან ვიზუალიზირდება ან ხელით იხატება ჰაერში. მაგრამ ეს უკანასკნელი მხოლოდ მათთვისაა  რეალური, ვინც გაიარა ინიციაცია. ამიტომ თქვენ აზრობრივად წარმოიდგინეთ ის და წყალს გადაეცით ინფორმაცია, შემდეგ კი დალიეთ. ეს კი ასე ხდება:

  1. ამოარჩიეთ თქვენი კონკრეტული სიტუაციის შესაფერისი სიმბოლო. სხვადასხვა სიმბოლო-ესაა კოსმიური ენერგიის სხვადასხვა ასპექტები.

  2. წინ დაიდგით სუფთა წყლით სავსე ჭურჭელი (სასურველია განაყინი წყლის გამოყენება). უყურეთ მას და წარმოიდგინეთ  სიმბოლო წყალზე. თუ სიმბოლო რთულია, ჭიქა ზემოდან დადგით სიმბოლოს გამოსახულებას, თუნდათ წიგნში არსებულს. წყლის ასეთი დამუხტვაც მისაღებია. 2-3 წუთი იმედიტირეთ ამ სიმბოლოზე ყურადღების გაუფანტავად.

  3. დალიეთ წყალი პატარა ყლუპებით, გონებაში კი არტიალეთ თქვენი ფულის ოცნება. მთვარის ოცდამეორე დღე განსაკუთრებით მგრძნობიარეა გამოსახულებების მიმართ.

დღის პრატიკები: რუნების რიტუალები და წყლის კოდირება რეიკის სიმბოლოებით. თუ გაქვთ დრო, გააკეთეთ ორივე. მთვარის თვე მიდის დასასრულისაკენ, მაგრამ ყველაფერი ჯერ კიდევ სავსეა ენერგიით, რომლის  ჩადებაც შესაძლებელია ფულის ოცნებაში.

განსაკუთრებული გაფრთხილება:

ამ დღეს ყველაფერი დაფარული გამოაშკარავდება. ითვლება, რომ მთვარის ამ დღეს არ შეიძლება ხატვა, რადგან მინიშნებების მიხედვით ამან შესაძლოა მოიზიდოს უბედურება.

ძნელად ვითარდება ახალი საქმეები, ამიტომ ჯობია იმუშაოთ ძველ საქმეებზე. იყავით ყურადღებით საკუთარი გამონათქვამების მიმართ, რადგან შესაძლოა არასწორად იქნეთ გაგებული!

მედიტაცია:

წიგნი, ქუჩის ფუსფუსი.

წამოწყებები:

მთვარის ოცდამეორე დღე პასიური და ბევრ ასპექტში წარუმატებელი დღეა, განსაკუთრებით კი სერიოზული წამოწყებებისათვის. ეს დღე კარგია შედეგების გასააანალიზებლად. გამოცდების, ასევე ბრძნული აზრებისა და ცოდნის მიღების დღე. რეკომენდირებულია მშვიდად დასვენება, აქტიური ქმედებები გადადეთ უკეთესი დროისათვის.

ამ დღეს მთვარე იწყებს შემდეგი ფაზის ფორმირებას, ანუ მესამე (შეკუმშვის) ფაზიდან გადადის მეოთხე (გაფართოვების) ფაზაში. მიმდინარეობს ენერგეტიკული შემობრუნება ამაღლებული აქტიურობიდან-ყველა რეაქციის შენელებული მიმდინარეობის აღმავლობიდან, საერთო ტონუსის დაცემამდე. შედეგად მაღლდება სტრესების, ემოციონალური დაძაბულობის, ძალების დაცემის, ხასიათის გაფუჭების ალბათობა. ესაა დასვენების დღე. ხდება ენერგეტიკის შეცვლა. მაგრამ ამ დღის ენერგეტიკა აძლიერებს გონებრივ შესაძლებლობებს, ამ დღეს განსაკუთრებით კარგად ხდება ახალი ცოდნის ათვისება, მოდის ახალი იდეები და გადაწყვეტილებები. ეს დღე საუკეთესოა ბრძენთათვის და ფილოსოფოსთათვის. რეკომენდირებულია მომავლის გაგება (არა კარტით), შესაძლოა სურათებზე და  იანტრებზე (წმინდა ბგერების გამოსახვა ქაღალდზე ან ქვიშაზე) მედიტირება.

ამ დღეს ჩასახული ბავშვი:

ასეთი ადამიანები ხდებიან ბრძენი სწავლულები, ჭეშმარიტი ან ცრუ კანონების დამცველები, საერთოდ ყველაფრის მფარველები. მისდევენ დამკვიდრებულ ტრადიციებს  და ცხოვრებაში ეძებენ მუდმივობას. ესაა ბედნიერი ბავშვი საინტერესო წინაპრებითა და არასტანდარტული გარემოთი.

მათთვის, ვინც დაიბადა მთვარის ოცდამეორე დღეს:

მთვარის ოცდამეორე დღეს დაბადებულები საწყისშივე არიან სიბრძისა და საიდუმლო ცოდნის მატარებელი ადამიანები. ფლობენ რა ამაღლებულ მგრძნობელობასა და ასეთსავე ინტუიციას, მათ ხელეწიფებათ იმის დანახვა და აღქმა, რაც სხვათათვის მეტწილად მიუწვდომელია. პატარა ასაკიდანვე ავლენენ მიდრეკილებას სწავლისა და ცოდნის მიღებისაკენ. ასეთი ბავშვები თავის ასაკთან შედარებით ყოველთვის გამოირჩევიან გამჭრიახობითა და მსჯელობის უნარით. ავლენენ ინტერესს ფილოსოფიისა და უძველესი  სიბრძნეების მიმართ.

მთვარის ოცდამეორე დღის ადამიანები ინტელექტუალურად ძალიან განვითარებულები არიან, აქვთ ინფორმაციის დიდი ნაკადის მიღების უნარი, მიილტვიან მსოფლმხედველობის გაფართოებისაკენ. ამასთანავე, მათი ცოდნა სულაც არაა ზედაპირული. ფლობენ რა შესანიშნავ გონებრივ შესაძლებლობებს, მათ შეუძლიათ წარმატების მიღწევა მოღვაწეობის ყველა სფეროში.  გრძნობენ რა ამ განსაკუთრებულობას, ისინი ხშირად ხელს კიდებენ ყველაზე რთულ ამოცანებს და წარმატებითაც ასრულებენ მათ.

ამ ნიჭიერ ადამიანებს შეუძლიათ ინფორმაციული ველით სარგებლობა და პასუხების მოძიება მათთვის საინტერესო საკითხებზე. მათი განსაკუთრებულობა ვლინდება იმაში, რომ ხელეწიფებათ წმინდა წერილების გაგება, სიმბოლოების გაშიფრვა. ისინი ცხოვრების განმავლობაში სულ იღებენ ცოდნას, რომლის გადაცემის უნარითაც ხასიათდებიან. და სწორედ ესაა მათი ერთერთი ცხოვრებისეული მთავარი ამოცანა.

მთვარის ოცდამეორე დღის ადამიანებს ახასიათებთ სიჯიუტე და კონსერვატულობა, ამიტომ აუცილებელია პატარა ასაკიდანვე მივაჩვიოთ ისინი მოთმინებას სხვათა შეხედულებების, რელიგიის მიმართ. სხვა შემთხვევაში მათი გადამეტებული თავდაჯერებულობა საკუთარი აზრის სისწორეში და ახლის არ მიღების ტენდენცია, მათ ბევრ პრობლემას შეუქმნის ცხოვრების გზაზე. ამ დღეს დაბადებულებისათვის მნიშვნელოვანია სულიერი განვითარება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ მაქსიმალურად განივითარონ მათთვის ზემოდან დაშვებული სიბრძნე, გამოავლინონ ალტრუისტული თვისებები, გახდნენ სამართლიანი დამცველები. ეს მათ დაეხმარებათ  წარმატებით რეალიზებაში და ბედნიერი ცხოვრების გავლაში.

ამ დღე დაბადებული ადამიანები ცოცხლობენ ღრმა სიბერემდე. მაღალი გამოვლინებით-ესენი არიან სიბრძნის მცველები, რომელთაც ხელეწიფებათ ყველაფრის არსში წვდომა, ყველა მეცნიერების შეთვისება. დაბალ გამოვლინებაში კი არიან კონსერვატორები, მსოფლმხედველობაში აღენიშნებათ დინამიკის უქონლობა, დარწმუნებულები არიან საკუთარ მონოპოლიასა და ჭეშმარიტებაში.

სიზმრები:

თუ დაგესიზმრათ გასაღები, წერილი ან წიგნი, ეს ნიშნავს ცხოვრებისეულ სწრაფ ცვლილებებს. მთვარის ამ დღეღამეში სიზმრებს მოაქვს თქვენთვის ახალი ცოდნა და ინფორაცია პრობლემების გადაწყეტის შესახებ. ამ სიზმრებს მოექეცით ყურადღებით. თუ მათ სწორად გაიგებთ, შეიცვლებით უკეთესობისაკენ.

მთვარის ოცდამეორე დღის ინფორმაციული სიმდიდრე თავს ავლენს სიზმრებშიც. ხშირად ამ დღეს სიზმარში მოდის საიდუმლო ცოდნა. ამ ცოდნის შედეგად, თქვენ გეძლევათ კარგი შესაძლებლობა ცხოვრებაში ცვლილებების შესატანად, რომელთაც ექნებათ საკმაოდ სასიკეთო შედეგები.

თუ სწორად ახსნით საკუთარ სიზმრებს, შესაძლოა იპოვოთ პასუხები თქვენს კითხვებზე. გამძაფრებული ინტუიცია და მგრძნობელობა დაგეხმარებათ ახალი თვალით გადახედოთ საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, დაინახოთ სურათი სრულად. ხოლო მთვარის ამ დღეს ბოძებული სიბრძნე დაგეხმარებათ უკეთ დაინახოთ და გაიგოთ, თუ რა გაწუხებთ და გაღელვებთ სინამდვილეში, შედეგად კი მოსპოთ ამის სათავე. სიზმრის ხილვები შესაძლოა დაგეხმაროთ არა მარტო ფსიქოლოგიური ხასიათის პრობლემების აღმოჩენაში,  არამედ რეალური ცხოვრებისეული სიტუაციების გამოსწორებაში, შემთხვევით გიკარნახებთ რა გამოსავალს. აქ უბრალოდ ყურადღებით უნდა მოეკიდოთ მომავლის ინფორმაციას და მიხვდებით, რომ აუცილებელია საკუთარი ცხოვრების შეცვლა, რათა ის წარიმართოს საჭირო მიმართულებით.

მთვარის ოცდამეორე დღის სიზმრები ხდება რამოდენიმე დღეში. მათში იხსნება მომავალი, ახალი ცოდნა, გზავნილი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ. ამ სიზმრების სწორად ახსნის შემთხვევაში, ბევრ პრობლემას გადაჭრით. ამ დღეს სასიკეთოა ყველანაირი მკითხაობაც.

ქვები:

ლურჯი იაშმა, საფირი, ცისფერი აგატი, ცისფერი ნეფრიტი, ქარვა.

bottom of page