

მთვარი ს XXIV დღე
მთვარის XXIV დღე
სიმბოლოები:
დათვი, მთა, კლდე, ფალოსი.
დღის მახასიათებლები და მნიშვნელობები:
დათვი-ტოტემური ცხოველი. ეს რუსეთის დღეა, რუსული ნაციის. სიმბოლოს მზგავსად ერი შესაძლოა იყოს გრძელვადიან ძილში, მერე კი გაიღვიძოს და გარდაისახოს.
სწორედ გარდასახვის ძალის მატარებელია მთვარის ოცდამეოთხე დღე. ესაა ძველის ნგრევისა და ახლის შექმნის დრო. ადამიანს შესაძლოა მიეცეს გონების გაბრწყინება და მასში გაიღვიძოს ცეცხლის ძალამ. დაკავშირებულია თხის რქასთან, მამაკაცური ენერგიის ტრანსფორმაციასთან. მე-18 დღესთან მიმართებაში, ეს კვადრატურის დღეა. ასევე ესაა ტანტრის, შეუღლეების დღე.
მთვარის ოცდამეოთხე დღის გამოყენება სწორედ ამ პლანშია საჭირო საკუთარი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და სულიერი დონის ასამაღლებლად. აქ ჯობია მოვთოკოთ აგრესიული შემოტევები არ შევიდეთ წინააღმდეგობებში. დღე წარუმატებელია ქალებისათის.
მთვარის ოცდამეოთხე დღე ფლობს განსაკუთრებულ ენერგეტიკას, ანგრევს რა ყველაფერ დრომოჭმულსა და ბადებს ახალს. დღის ასეთი ქმედება უკავშირდება ამაღლებულ სექსუალურ ენერგიას მამაკაცებში. სიტუაციებში, სადაც არ გაქვთ ენერგიის დახარჯვის შესაძლებლობა სექსუალური კუთხით, აუცილებელია კარგი ფიზიკური დატვირთვის მიღება, აუტოტრენინგი, იოგა. წინააღმდეგ შემთხვევაში მამაკაცზე ბატონობს საკუთარი სექსუალურობა, უბიძგებს რა მათ დაუფიქრებელი ქმედებებისაკენ.
მთვარის ოცდამეოთხე დღე უკავშირდება ძალადობას, მათ შორის ფიზიკურსაც. მამაკაცი აქ შესაძლოა გახდეს ენერგეტიკული ვამპირი.
მთვარის მოცემული ფაზა სასტიკად სჯის სადიზმსა და ძალადობას. შეყვარებულებმა ეს დღე უნდა გაატარონ განმარტოებულად, აღმოაჩინონ მათი ურთიერთობის ახალი პოზიტიური მხარეები. ხარბ ადამიანებს ეს დღე დააჯილდოვებს ქრონიკული დაავადებების გართულებით, მათ შორის ბუასილითა და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებით. ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი ადამიანები ამ დღეს განიცდიან ალერგიის შემოტევებს.
მთვარის ეს დღე პოზიტიურია ყველაფერი ახლისათვის, ამიტომ ყველა საქმე, რომელიც ამ დღეს იღებს სტარტს, აუცილებლად მივა ბოლომდე. მაგ. შესაძლოა დაიწყოთ სახლის შენება, დაგეგმოთ ბავშვის ჩასახვა. ეს დღე იდეალურია ბავშვის ჩასახვისათვის, მკურნალობის დაწყებისათვის. შეგიძლიათ თავად დაამზადოთ წამლები, რომლებიც აღმოჩნდებიან უმაღლესი სამკურნალო ეფექტის მატარებლები. საუკეთესოა ყველა სახის ფიზიკური ვარჯიში.
დღე დაკავშირებულია მშენებლობასთან. საერთოდ ამ დღეს ჩადებული ფუნდამენტური საფუძველი შემდგომში მოიტანს რეზერვების აქტიურ გამოყენებას.
ამ დღეს შეგიძლიათ დაიწყოთ მკურნალობა, დაამზადოთ წამლები, ივარჯიშოთ.
დღე ხელს უწყობს სექსუალური ენერგიის გაღვიძებასა და გარდაქმნას. ეს დღე აქტიურად გამოიყენეთ საკუთარი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, ისეირნეთ ბუნებაში, დალიეთ ნაყენები. ესაა ექსტრემალური სიტუაციების დღე, მოულოდნელი ქმედებებისა და თავდასხმებისაგან თავდაცვის, მოძალადეებისა და სადისტების დასჯის დღე. ძველის ნგრევისა და ახლის შენების დღე. უკავშირდება ბუნების გაღვიძებას. ადამიანში შესაძლოა შემოვიდეს უზარმაზარი ძალა და ცოდნა. ამ დღეს დაგეგმეთ ახალი საქმის ფუნდამენტი, დაიწყეთ გრძელვადიანი გლობალური პროექტების განხორციელება. დღე უკავშირდება მშენებლობას. შეიძლება სახლების მშენებლობა, ფუნდამენტის ჩასხმა. ძველ ეგვიპტეში ამ დღეს იწყებდნენ პირამიდების შენებას. საერთოდ, ამ დღეს ჩადებული ფუნდამენტი შემდგომში მოიტანს წარმატებას.
ამ დღის უზარმაზარი ძალა და ენერგეტიკა ითხოვს აუცილებელ რეალიზებას. აუცილებელია ფიზიკური დატვირთვა ან სპეციალური ფიზიკური ვარჯიშები. ამ დღეს გამოვლინებული აპათია, გამოუვალობის გრძნობა, საუბრობს ბუნების ძალების მიმართ უპატივცემულობაზე და მათი ძალების გამოყენების არცოდნაზე. აქ შესაძლოა დაკავდეთ აქტიური შემოქმედებითი საქმიანობით, წამლების დამზადებით, ვარჯიშითა და იოგით. სასიკეთოა სექსუალური ენერგიის გარდაქმნისა და გაღვიძებისათვის. ერთერთი ყველაზე სასიკეთო დღეა ბავშვის ჩასახვისათვის, რადგან ყველა კულტის ნაყოფიერების ღმერთების დღეა, მაგრამ არ ღირს სექსუალური ენერგიის დახარჯვა სექსუალურ პრაქტიკებზე. ეს დღე აქტიურად უნდა გამოიყენოთ საკუთარი ჯანმრთელობისათვის, სულიერი დონის ასამაღლებლად.
მთვარის ეს დღე მოიცავს გარდასახვისა და შემოქმედებით ძალას. ესაა ძველის ნგრევისა და ახლის შენების დრო. ამ დღეს დაიწყეთ ახალი საქმეები, შეუდექით გლობალური პროექტების განხორციელებას.
კარგი დღეა აქტიური შემოქმედებითი საქმიანობისათვის, მკურნალობისა და ჯანმრთელობის გასამყარებლად. მთვარე აქ გადის გველმჭერის ზოდიაქოს ქვემოდან ზემოთ და თხის რქიდან შედის მერწყულში. ამ დღეს „დათვი“ სჯის მოძალადეებსა და სადისტებს.
ამ დღის ენერგეტიკას აქვს უზარმაზარი ძალა და ითხოვს აუცილებელ რეალიზებას.
დღე უკავშირდება ბუნების ძალების გაღვიძებას. ითვლება რომ ადამიანს შესაძლოა მიეცეს სამყაროსეული ხედვა ან გაეღვიძოს არნახული ძალები. და თუ მან არ იცის ამ საჩუქრის გამოყენება, ის ამისათვის დაისჯება. აქ მიმდინარეობს საგვარეულო წყევლის რეალიზაცია, ასევე ჯადოქრობა.
მთვარის ოცდამეოთხე დღეს შესაძლოა ვუწოდოთ ნეიტრალური და პასიური. არსებობს ვერსია, რომ ამ დღეს ჯობია არაფერი ახალი არ დაიწყოთ, გააგრძელეთ მხოლოდ უკვე დაწყებული საქმეები. ეცადეთ სხვა ადამიანებთან ურთიერთობა ააგოთ უხეში ძალის გამოყენების, კონფლიქტების გარეშე. დღე უკავშირდება ფიზიკურ წმენდასა და სულიერებას. აქ ჯობია არ გამოავლინოთ გადაჭარბებული აქტიურობა, ეცადეთ საკუთარ თავში ჩაღრმავება, საკუთარი შინაგანი ხმის გაგება.
ჯანმრთელობა და მკურნალობა:
სამედიცინო კუთხით დღე უკავშირდება გარე რეპროდუქციულ ორგანოებს. დღის რეკომედაციების მუდმივი დარღვევა, განსაკუთრებით სექსუალური ენერგიის არ გამოყენება იწვევს სასქესო ორგანოების დაავადებებს.
დღე უნდა დაუთმოთ საკუთარი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ფიზიკურ ვარჯიშებს, იოგას, სულიერი დონის ამაღლებას, წამლების დამზადებას. დღე დადებითია სექსუალური ენერგიის მიღებისა და გაღვიძებისათვის.
დღეს სუსტია გარე სასქესო ორგანოები. ითვლება, რომ მათი ამ დღეს დაავადება, უკავშირდება დღის ენერგეტიკის არასწორ გამოყენებას. ამ დღეს სასარგებლოა ინტიმური ურთიერთობა. თუ გრძნობთ სისუსტეს, მაშინ დაისვენეთ ან დაიძინეთ. ამ დღის ავადობა ჩვეულებრივ მსუბუქი და მოკლევადიანია. კარგი წამლის როლს ამ დღეს ასრულებს ფიზიკური დატვირთვა. რა თქმა უნდა ეს რეკომენდაცია არ ეხება მძიმე შემთხვევებს. ჯობია მიაყურადოთ საკუთარ ორგანიზმს, ხოლო რთული შემთხვევისას მიმართოთ სპეციალისტს.
ეს დღე უკავშირდება მამაკაცის სასქესო ორგანოებს, ისევე როგორც მთვარის მე-17 დღე ქალისას. აქ მიმდინარეობს ძველის ნგრევისა და ახლის წარმოშობის პროცესი. ამ დღეს საკუთარ თავზე მომუშავე ადამიანებისათვის მოაქვს ძალების გამოცოცხლება.
სუსტია იღლიები.
თმის შეჭრა:
თმის შეჭრისათვის ძალიან შეუფერებელი დღეა. ის გვიქადის ჯანმრთელობის გაუარესებას, განსაკუთრებით თუ არსებობს ქრონიკული დაავადებები.
საკვები:
ამ დღეს უნდა მიირთვათ მაძღრისად, რადგან ენერგიას ყველა შემთხვევაში წვავთ. დღეს შიმშილობა არ ღირს. დალიეთ ნაკლები სითხე. საკვებადაც არ მიიღოთ ბევრი სითხის შემცველი პროდუქტები.
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები. ბალახების შეგროვება:
მუშაობა მაგიურ მცენარეებთან: უკადრისა და პირწმინდა, ლეშურას ფესვი.
მთვარის ამ დღეღამეში იღვიძებს ბუნების ძალები, რომლებიც სასიკეთო გავლენას ახდენენ შემოქმედებით უნარებზე. და აქ ადამიანი იღვიძებს ლეთარგიული ძილისაგან. მასში დუღს ძალა. ამ დღეს კარგია ახალი ფუნდამენტური საქმისათვის საფუძვლის ჩაყრა. ძველ ეგვიპტეში წორედ ამ დღეს ყრიდნენ პირამიდის ფუნდამენტს. დაიწყეთ გლობალური, გრძელვადიანი პროექტები. მაგრამ აქ ძალების გადაჭერბებით მოხმარებაც არ ივარგებს. შესაძლოა აქტიური შემოქმედებითი მუშაობა, დიდი ფიზიკური დატვირთვა, ჯანმრთელობის გაჯანსაღება.
მთვარის ოცდამეოთხე დღე კარგი, ენერგიით დატვირთული, აქტიური დღეა. მთვარის ამ დღეს, ბუნების ძალების გაღვიძება იძლევა ჩვენი დადებითი ენერგიების გააქტიურებას. ტყუილად არ არის ამ დღის სიმბოლო დათვი- განახლების, ახალი სიცოცხლის განსახიერება. სხვადასხვა ერებში დათვი წარმოადგენს ვაჟკაცობის, ძალის, გაბედულების, ამტანობის სიმბოლოს. ასევე, თამაშობს სხვადასხვა სამყაროების დამაკავშირებელი მაცნის როლს. სწორედ ასეთი თვისებების გამოვლინება ხდება უფრო მეტად საგრძნობი მთვარის ამ დღეს. ამ დღეს სიზარმაცე არაა სასურველი. თუ მაინდამაინც არ გაქვთ შემოქმედებითი განწყობა, არ გყოფნით ძალა ახალი პროექტების დასაწყებად, მაშინ ყურადღება დაუთმეთ პირად განვითარებას, თანაც დღეს გაძლიერებულია ინტუიციური უნარები. აქ კარგია ცოდნის მიღება და სულიერი განვითარება. შესაძლოა ამაღლებული ინტუიციის წყალობით მოხდეს გონების განათებაც და ახალი აღმოჩენები. ამ დღეს ადვილია ასეთ მდგომარეობაზე კონცენტრირება და მისი შენარჩუნება მთელი დღის განმავლობაში.
მთვარის ოცდამეოთხე დღე უკავშირდება თხის რქას, რომელიც გვაძლევს პრაქტიკული გამოცდილების დაგროვებისა და გააზრების უნარს. ანუ დღეს ადვილია უარი ვუთხრათ ძველს ახლის სასარგებლოდ. ამას გარდა, თხის რქა განასახიერებს მიწის საიდუმლოებებთან კავშირს და ამიტომ ითვლება მთვარის ეს დღე მიწასთან ურთიერთობისათვის საუკეთოდ. აქ კარგია მიწასთან მუშაობა, ან თუნდაც მიწაზე ფეხშიშველი სიარული.
მთვარის ოცდამეოთხე დღე იდეალურია გამაჯანსაღებელი და გამაძლიერებელი პრაქტიკებისათვის. მიეცით ორგანიზმს დიდი ფიზიკური დატვირთვა. შესაძლოა უფრო მშვიდი პრაქტიკებიც: იოგა, ფილატესი. თუ სუსტად გრძნობთ თავს, სწორედ ეს პრაქტიკებია თქვენთვის შესაფერისი. ფიზიკური სხეულის გარდა, დღე დაუთმეთ სულიერ განვითარებასაც. ამიტომ აქ კარგია მედიტირებაც.
მთვარის ოცდამეოთხე დღეს სასარგებლოა ბუნებასთან კავშირიც, გაატარეთ დღე სუფთა ჰაერზე, იარეთ ფეხშიშველმა. ასეთი ბუნებრივი მასაჟი თქვენი ფეხებისათვის არა მარტო სასიამოვნო იქნება, არამედ ხელს შეუწყობს თქვენი ორგანიზმის გაჯანსაღებას. საერთოდ მთვარის ამ დღეს სასიკეთოა საერთო გამაჯანსაღებელი პროცედურები, ასევე ორგანიზმის წმენდა. ამ მიზნით მიაკითხეთ საუნას, ბასეინს, მასაჟის სალონს.
მთვარის ამ დღეს არაა რეკომენდირებული შიმშილობა. პირიქით, არ შეზღუდოთ კვება და მიირთვით დანაყრებამდე, მაგრამ გადაჭარბებასაც არ გირჩევთ. სასურველია შეამციროთ სითხეების მიღება, ამიტომ ამ დღეს გამწმენდი ნაყენები და ბალახის ნახარშები არაა რეკომენდირებული. ეს გადადეთ სხვა დღისათვის. ჩაი და წვენი ჩაანაცვლეთ ხილითა და ბოსტნეულით. დღეს უარი თქვით ალკოჰოლსა და თამბაქოზე.
ყოველი მთვარის დღე დაკავშირებულია ზოდიაქოს გარკვეულ ნიშანთან. მთვარის ოცდამეოთხე დღეც არაა გამონაკლისი და ის კავშირშია მერწყულთან. მთვარის ოცდამეოთხე დღეს ხშირად რეალიზდება საგვარეული წყევლა. ამიტომ დიდი ყურადღება გმართებთ მოვლენების მიმართ. არ დაუშვათ რომ ამ დღეს შეგიპყროთ გამოუვალობის შეგრძნებამ. უნდა ხედავდეთ იმ ძაფს, რომელსაც აგრძელებთ თქვენ და გააგრძელებენ თქვენს შემდეგაც. ყოველთვის არის შესაძლებლობა განწმენდისა, ყველაზე ბოლო მომენტშიც კი.
მთვარის ოცდამეოთხე დღე საშიშია თავისი უკუპროცესით. ანუ ამ დღეს დაწყებული საქმე შესაძლოა ამოყირავდეს და მოიტანოს საწინააღმდეგო შედეგი. ეს იმაზე დამოკიდებული, თუ რას ატარებს საკუთარ თავში ადამიანი.
ამ დღის ენერგიას სჭირდება რეალიზება, მაგრამ რადგან ის უზარმაზარია, ითხოვს სპეციალურ პრაქტიკას. ამ დღეს აუცილებელია ვარჯიში. სასიკეთო დღეა სხვადასხვა დაავადების მკურნალობა სხვადასხვა მეთოდებით, მათ შორის ექსტრასენსორულადაც. აქ კარგია წამლების დამზადება.
ამ დღეს აქტიურდება მიწის ენერგიები. ბუნებაში-მიწის სტიქიის ენერგია: ნიადაგი, ქვა, ადამიანში ქვედა ორი ენერგეტიკული ცენტრი (ჩაკრები- მულადჰარა და სვადჰისტანა). იმისათვის რომ მიიზიდოთ ფული, იმუშავეთ „ბუნების შვილებთან“-ქვებთან და სექსუალურ ენერგიასთან, მითუმეტეს რომ დღეს მისი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. სხვა შემთხვევაში ის გამოიწვევს რაიმე უსიამოვნების პროვოცირებას. მაგ. დღეისათვის დაგეგმილი საქმეები შესაძლოა ამოყირავდეს, ანუ მოგიტანოთ სრულიად საწინააღმდეგო შედეგი, რასაც თქვენ არ ელოდით. ქვედა ჩაკრების ენერგიას სჭირდება რეალიზება, რაც ორი მეთოდითაა შესაძლებელი-ან ფიზიკური დატვირთვით, ან ინტიმური ურთიერთობით, და ესაა აგრეთვე მატერიალური სიკეთისათვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი.
მაგიური წესჩვეულებები და რიტუალები:
ფულისაკენ-ორგაზმის მეშვეობით:
თავდაპირველად ზუსტად ჩამოაყალიბეთ თქვენი ფულის ოცნება, რისი მიღება გსურთ შედეგად. „შედეგი“-აი ესაა საკვანძო სიტყვა. მაგ. ფორმულირება „მინდა წესიერი ცხოვრება“ ან „მინდა ფული“ არ გამოგადგებათ, რადგან მათში არ არის კონკრეტიკა. ჩამოყალიბდით რა მიზნისათვის გჭირდებათ ფული, რა ვალუტაში და რა დროში. დაწერეთ ფორმულირება, წაიკითხეთ და დაფიქრდით გაწყობთ თუ არა ასეთი რეზულტატი. თუ ეჭვი გეპარებათ, კიდევ იფიქრეთ მიზანმიმართულად და იმის ზუსტი შეგნებით თუ რას გააკეთებთ ამით, რაზეც ახლა ოცნებობთ.
ახლა დაჯექით მოხერხებულად, წინ დაიდეთ ქაღალდის სუფთა ფურცელი და დაიწყეთ „სურვილის ფორმულის“ წარმოთქმა. წარმოთქმისას ხატეთ. რა დახატოთ? რაც მოგესურვებათ, რაც თავში გაგიელვებთ! თუ არ იცით ხატვა, გამოიყენეთ სახაზავი, ტრანსფორმერი. აქ არ გჭირდებათ ხატვის ნიჭი. ნახატს არ ესაჭიროება ხარიხი ან ხასიათი. ამას არ აქვს არავითარი მნიშვნელობა. მთავარია თქვენი მდგომარეობა ხატვისას. ნახატის დანიშნულებაა, შექმნას რეალური, ფიზიკური ანაბეჭდი ფულის მიმართ თქვენი განწყობისა.
როცა ნახატი მზად იქნება, დაკიდეთ იმ ოთახში, სადაც ჩვეულებრივ გაქვთ ხოლმე სექსუალური აქტი, მაგრამ ისე, რომ აქტისას ყველა სიტუაციაში შეგეძლოთ მისი დანახვა. ორგაზმის დროს ხდება შინაგანი „აფეთქება“, რომელიც რამოდენიმე წუთით თიშავს გონებას. თუ ამ მომენტში უყურებთ სურათს, რომელიც დამუხტულია თქვენი ფულის სურვილით, ის აღიბეჭდება ქვეცნობიერში კონკრეტული პროგრამის სახით. ამას გარდა ორგაზმის დროს ხდება დიდი ენერგიის გამოტყორცნა სივრცეში. ეს კი განაპირობებს ფსიქიკაში ჩადებული პროგრამის რეალიზაციის პროცესს. ეს პროგრამა გარდაიქმნება მზა შედეგად, თანაც თქვენი მონაწილეობის გარეშე. გავა დღეები, კვირები, შესაძლოა თვეებიც, მაგრამ სურვილი აუცილებლად ასრულდება იმ სახით, რა სახითაც მოახდინეთ მისი ფორმულირება.
ერთადერთი რჩევაა: მანამ, სანამ გადაწყვეტთ დაკავდეთ სექსით (არაა აუცილებელი ეს მოხდეს
მთვარის ოცდამეოთხე დღეს, თუმცა ეს დღე უფრო შესაფერისია სექსუალური მაგიისათვის), მიეცით თავს ბრძანება ორგაზმის დროს უყუროთ ნახატს, ან თვალი შეავლოთ მაინც. მაგრამ არ ჩაიციკლოთ მასზე. სურვილი როცა ახდება, მაშინ ახდება.
ზოგ თქვენგანს დაებადება კითხვა: „და რა ვქნათ თუ არ გვაქვს ორგაზმი? ეგებ არ გვყავს პარტნიორი“? ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს. არსებობს ტექნოლოგია და თუ გინდათ ფული, უნდა ეძებოთ მისი რეალიზების შესაძლებლობა. საკუთარი თავი თავადვე მიიყვანეთ ორგაზმამდე. რიტუალისათვის სულერთია ვინმე სხვას უყვარხართ, თუ თავად გიყვართ საკუთარი თავი. როგორც გაწყობთ ისე მოიქეცით. პარტნიორული ურთიერთობისას შესაძლოა სურათის ყურება კიდევაც გამოგჩეთ, რაც ნაკლებაა მოსალოდნელი მეორე შემთხვევაში.
ქვის პირამიდა სიუხვის ფლუიდების დასაჭერად:
ფულის მოზიდვის მეორე პრაქტიკა, რომელიც რეზონანსშია მთვარის ოცდამეოთხე დღესთან, ესაა მუშაობა ქვებთან. ააგეთ ქვის პირამიდა. პირამიდებს აქვთ ენერგიის აკუმულირების უნარი. ფუძით პირამიდა დგას მიწაზე, წვერით მიილტვის ცისკენ, რაც ფიზიკური და ნატიფი სამყაროების ერთიანობის სიმბოლოა. ჩვენი წინაპრები იყენებდნენ პირამიდებს რიტუალური მიზნებისათვის და ჩვენც მივბაძავთ მათ.
თქვენ დაგჭირდებათ დაახლოებით 50-100 ცალი ქვა. თილისმის გაკეთებამდე ქვები კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში.
ხელის გულები გაუხახუნეთ ერთმანეთს, რათა გაააქტიუროთ შინაგანი ენერგია და თან წარმოიდგიეთ თქვენი ფულის ოცნება. აიღეთ ხელში ერთი ქვა, ეცადეთ იგრძნოთ მასში მიწის ენერგიის პულსაცია, თავად ბუნების ძალა. ვიზუალიზაციის გაგრძელებით ქვას წაუსვით რომელიმე ფულის ეთერზეთი ან ნაყენი (თუ არც ერთი არ გაქვთ, გამოტოვეთ ეს პუნქტი). დადეთ ქვა სწორ ზედაპირზე და გადადით შემდეგ ქვაზე. ასე დააწყვეთ ქვა ქვაზე მანამ, სანამ არ იგრძნობთ რომ თქვენს წინ წარმოქმნილი ქვის ბორცვი იწყებს სუნთქვას, ვიბრირებას. დაადგით პირამიდას ბოლო ქვა, თან გამოიწვიეთ საკუთარ თავში რწმენა იმისა, რომ რაც არ უნდა მოხდეს მიაღწევთ მიზანს. ამ ქმედებით თითქოს დემონსტრირებას უკეთებთ საკუთარ გადაწყვეტილებას, ამტკიცებთ -„დაე იყოს ასე, ამინ“. როცა პირამიდა მზად იქნება, ფრთხილად მიუახლოვეთ ხელის გულები და აზრობრივად გადაეცით მას თქვენი ფულის ოცნების სახე. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი თავიდან ის გადაედინება ხელებში, იქედან კი ქვებში. ეს ნაგებობა კვებეთ თქვენი ფულის ოცნებით და ეცადეთ იგრძნოთ პირამიდიდან თქვენსკენ წამოსული ენერგიის ნაკადი. ამის შემდგომ პირამიდა ასევე დატოვეთ შემდეგი მთვარის ოცდამეოთხე დღემდე. დაე მან აკეთოს თავისი საქმე. მომავალში შეგიძლიათ დაშალოთ ის და საჭიროების შემთხვევაში შექმნათ ახალი.
მთვარის ოცდამეოთხე დღე აქტიური მიწის ენერგიის დროა. დღის საუკეთესო პრაქტიკაა ქვებით მუშაობა და სექსუალური მაგია. თქვენთვის დააკანონეთ: მთვარის ოცდამეოთხე დღეს დაკავდით სექსით და თქვენი სექსუალური ენერგია მიმართეთ ფულის მოსაზიდად. ასევე, სექსუალური მაგიის წყალობით შესაძლოა ყველანაირი სურვილის ასრულება. ეს საუკეთესო ხერხია გახადოთ თქვენი ცხოვრება უკეთესი.
განსაკუთრებული გაფრთხილება:
აქ შესაძლოა მოხდეს შინაგანი ენერგიის გაღვიძება ან გონების განათება. ხდება საგვარეულო კარმის რეალიზება, მოჯადოება, შესაძლოა ბუნების სულებთან შეხვედრა. ბავშვებს ნუ მიატოვებთ უყურადღებოდ. დაბალი განვითარების ადამიანებს უჩნდებათ არაადეკვატური საქციელის ჩადენის სურვილი.
ამ დღეს მოძალადეებსა და სადისტებს საკუთარი ცოდვები გადაეხდებათ.
დღის ნიშნები:
ამ დღის ძირითადი ენერგიაა მამაკაცური სექსუალური ენერგია, ეს სექსისა და ჩასახვის დღეა, დღე როცა მამაკაცური ენერგია ტრანსფორმირდება ქალურ ენერგიად. ამ დღეს სექსუალური ენერგიის უგულველყოფა დაუშვებელია. შესაძლოა მისი ხელოვნებაში სუბლიმირება.
მთვარის ოცდამეოთხე დღეს სასარგებლოა გვირილის ნაყენის სმა და ფეტვის ღეჭვა. ძალიან კარგია ფიჭვის ენერგიით დამუხტვა, მასთან ზურგმიყრდნობილი დგომა. ეს დღე სასიკეთოა ბუნების ძალებთან სამუშაოდ, სახლის ფუნდამენტის ჩასაყრელად.
არაა რეკომენდირებული ხალხის დიდ მასაში ყოფნა, მიტინგზე წასვლა. აქ ძალიან სახიფათოა უხეშობა და სადიზმი.
მთვარის ოცდამეოთხე დღეს უკავშირდება ანუსი და ჩაკრა-„მოკვდავი კარიბჭე“, რომელიც მდებარეობს ანუსსა და სასქესო ორგანოებს შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრია და ჩინურ მედიცინაში მას უწოდებენ -T1. მდებარეობს სვადჰისტანას ქვემოთ და წარმოადგენს მიწიერი ენერგიის ადამიანის ორგანიზმში შესვლის წერტილს. საჭიროა ვიცოდეთ და გვახსოვდეს ამ წერტილის შესახებ. არარეალიზებულმა სექსუალურმა ენერგიამ, შესაძლოა ადამიანი გადააქციოს შეუგნებელ სექსუალურ ვამპირად. სექსუალური ვამპირი შესაძლოა გამოვლინდეს ყველგან: ტრანსპორტში, სამსახურში, იქ სადაც იკრიბებიან რეზონანსული ადამიანები.
ამ დროს ადამიანი ვერ ხვდება რა ხდება, მაგრამ დააკვირდით: ესაუბრებით ვინმეს და უცებ გიკანკალებთ ფეხები. გრძნობთ, რომ ქვემოთ ყველაფერი გაღიზიანდა, საკმაოდ სპეციფიური შეგრძნებაა.
არარეალიზებულმა ენერგიამ შესაძლოა ჩაკეტოს მიწიერი ენერგიის შემოსვლა და ადამიანი დაკარგავს ცხოვრებისეულ ორიენტაციას. ეს ხშირი შემთხვევაა. მაგრამ ადამიანი ყველა შემთხვევაში მიიღებს მხოლოდ ზედა ენერგიებს, ხოლო რახან ეს ჩაკრა უკავშირდება ნეპტუნს, გამოვლინება დამოკიდებული იქნება თქვენი ნეპტუნის ხარისხზე. რაც შესაძლოა გამოიხატოს უნებური ბუნტის სახით. არარეალიზებული ენერგია შესაძლოა გახდეს სწორნაწლავის დაავადების მიზეზი.
მედიტაცია:
ციხესიმაგრეები, სასწავლო ბრძოლები.
წამოწყებები:
კარგია ახალი დიდი საქმის, გლობალური პროექტების განხორციელების დაწყება. დღე უკავშირდება მშენებლობას. ძველ ეგვიპტეში ამ დღეს დებდნენ პირამიდის ფუნდამენტს.
ამ დღეს ჩასახული ბავშვი:
ამ დღეს ჩასახულ ბავშვებს ახასიათებთ შემდეგი თვისებები: მაღალი მორალი, მოუხერხებლობა, დიდი ძალა, მოუხეშავი სიკეთე, კარგი მადა, გარშემომყოფთა სიყვარული, სიზარმაცე, ასევე მძიმე დაავადებები.
მათთვის, ვინც დაიბადა მთვარის ოცდამეოთხე დღეს.
მთვარის ოცდამეოთხე დღეს დაბადებულები ძალიან აქტიური, დიდი ენერგიის მქონე ადამიანები არიან. ბავშვობის ასაკიდანვე რეკომენდირებულია მათში ენერიის მართვის უნარისა და მისი საჭირო მიმართულებით წარმართვის განვითარება. ბუნებრივი პოტენციალის სწორად განაწილების შემთხვევაში, მთავრის ამ დღეს დაბადებულმა შეიძლება წარმატებით განვლოს საკმაოდ დასამახსოვრებელი ცხოვრება. და პირიქით, თუ აქ არ მოხდა ენერგეტიკის ორგანიზება და ძალები დაიხარჯა ტყუილად, ადამიანი იცხოვრებს მოსაწყენად და აგრესიულად.
მთვარის ოცდამეოთხე დღეს დაბადებულთათვის მნიშვნელოვანია თავიანთი ჭარბი ენერგეტიკის რეალიზება ფიზიკურ დონეზე. ამიტომ ბავშვები პატარაობიდანვე შეიყვანეთ სპორტულ და შემოქმედებით წრეებზე, რაც მათ მისცემს პოტენციალის გამოვლინების საშუალებას, ხოლო შემდგომში თვითრეალიზაციის ეფექტურ გზას.
მთვარის ოცდამეოთხე დღის ადამინები ბავშვობიდანვე არიან ძალიან მოძრავნი და ცნობისმოყვარენი. ფლობენ ელასტიურ გონებასა და ფანტაზიის უნარს. მათში დაბადებიდანვეა ჩადებული შემოქმედებითი საწყისი, რომელიც ეძებს გამოსავალს ყველაფერში, იქნება ეს პროფესიული ჩვევები თუ ორგანიზატორული ნიჭი. ხშირად არიან კომპანიის სულისჩამდგმელები, თავიანთი ორიგინალური ხედვითა და ენერგეტიკული მუხტით.
მთვარის ოცდამეოთხე დღეს დაბადებულებს ხელეწიფებათ გარშემომყოფთა ორგანიზება და მათი მიყვანა ჩაფიქრებულ მიზნამდე. ეს ადამიანები ბუნებით მებრძოლები არიან. ამ ადამიანების კიდევ ერთი შეუფასებელი თვისებაა, მათი შინაგანი თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის რწმენა. განსაკუთრებით თუ მათი გადაწყვეტილებები პრაქტიკულად მტკიცდება წარმატებული შედეგებით.
ითვლება, რომ ამ დღეს დაბადებულებს შეუძლიათ გახდნენ მაგები და ჯადოქრები.
მთვარის ოცდამეოთხე დღეს დაბადებული ადამიანები თავშივე არიან პოტენციური ენერგიის მატარებლები, შეუძლიათ გახდნენ არაჩვეულებრივი მაგები, ადამიანებს უწილადონ ენერგიები ყველა დონეზე. ეს ხდება ქვეცნობიერად, მაგრამ ასეთი ადამიანები გრძნობენ ამ ენერგიის გარშემომყოფთათვის გაცემის მოთხოვნილებას.
თუ მთვარის ოცდამეოთხე დღეს დაბადებული ადამიანი არ ვითარდება, ის არ ცოცხლობს, თითქოს ძინავს ზეზეურად, არაადეკვატურად ახდენს რეაგირებას სამყაროს მიმართ. მისი უდიდესი ენერგია ბლოკირებულია, რაც იწვევს მის დამუხრუჭებას. როგორ უნდა მოხდეს ამ ენერგიის სუბლიმირება? ენერგიის სუბლიმაციის მარტივი ხერხია სხეულის ბუნებრივი მდგომარეობის ცვლილება. იდეალურია თავზე დგომა. თუ ამის გაკეთება არ შეგიძლიათ, მაშინ გააკეთეთ ისეთი ვარჯიშები, რომ თეძოები მოექცეს თავს ზემოთ. ამგვარად ენერგია გადავა ზედა ცენტრებში და იქვე იგრძნობთ სასარგებლო ეფექტს. მეორე ხერხია ძლიერი ფიზიკური დატვირთვა.
ამ დღის ძირითადი ძალაა-მამაკაცური სექსუალური ენერგია, მუშაობა ძალის მამაკაცურ ასპექტთან. საერთოდ ეს მამაკაცური ენერგიის გავლენის დღეა. გამოცდილ პრაქტიკოსებს შეუძლიათ მთვარის ამ დღეს გააკეთონ გარკვეული ჯადოები ქალებზე სექსუალური მიმართულებით, მიუხედავად იმისა და მთვარე კლებადია. ეს კლებადი მთვარის ერთადერთი დღეა, როცა ჯადო ისე განლაგდება, როგორც საჭიროა.
სიზმრები:
თუ ამ დღეს სიზმრები სასიამოვნოა, მაშინ ყველაფერი კარგადაა, თუ არასასიამოვნოა, ესეიგი სექსუალური ენერგია შევიწროვებულია.
საქმეების წარმატებით დასრულების გზაზე მთავარ მამოძრავებელ ძალას მთვარის ოცდამეოთხე დღეს წარმოადგენს შემოქმედება და თვითგამოვლინება. ხოლო დღის ჭარბი დადებითი ენერგეტიკა ხელს უწყობს მის აქტიურ გამოვლინებას, საკმარისია საკუთარი თავის ყურის გდება და ამ შემოქმედებითი იმპულსის დაჭერა. ეს ეხება ამ დღის სიზმრებსაც, რომელიც შეიცავს თქვენს დაფარულ პოტენციალს.
მთვარის ოცდამეოთხე დღის ხასიათი მიგანიშნებთ თუ რამდენად რეალიზდება თქვენი სიზმრები. ანუ, თუ ნახეთ დადებითი, ნათელი სიზმარი, ესეიგი თქვენი თვითგამოვლენა ნორმალურია. და პირიქით, მძიმე და უსიამოვნო სიზმარი მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ რაღაცით ზღუდავთ თავს და გამოუყენებელი ენერგეტიკა შიგნიდან გაწუხებთ. ხასიათის გარდა კარგი იქნება ყურადღება მიაქციოთ სიზმრის შინაარსსაც. ამ დღის სწორად ახსნილ სიზმარს შეუძლია დახმარება იმაში, რომ მიხვდეთ თუ რა მიმართულებით უნდა იაროთ შემდეგში, რათა სრულიად მოახდინოთ საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზება. ეს არამარტო მოიტანს ჰარმონიას თქვენს ცხოვრებაში, არამედ მას გახდის უფრო ნათელსა და საინტერესოს.
ასევე, ითვლება რომ მთვარის ოცდამეოთხე დღის სიზმრებში შესაძლოა გაიხსნას ან წარსული ცხოვრების, ან წინა თაობების მომენტები.
ამ მთვარის დღეღამეში სიზმარი მიუთითებს ყველაფერი წესრიგში გაქვთ თუ არა სექსუალურ ენერგიასთან მიმართებაში. თუ სიზმრები სასიამოვნოა-ყველაფერი კარგადაა, თუ არასასიამოვნოა, თქვენი სექსუალური ენერგია დათრგუნულია და იწყებს თქვენს დაზიანებას.
მთვარის ოცდამეოთხე დღის სიზმრები, აღვიძებენ რა თქვენში დაფარულ ენერგიას, აჩვენებენ რამდენად ძლიერი და ჯნმრთელი ბრძანდებით. თუ გესიზმრებათ სასიამოვნო სიზმრები-ყველაფერი რიგზე გაქვთ. თუ სიზმრები არასასიამოვნოა, ეს მიანიშნებს შემოქმედებითი და სექსუალური ენერგიების გაჩერებაზე.
ქვები:
შავი იაშმა, ჰაეროვანი ობსიდიანი (გამჭვირვალე), მალაქიტი, ცისფერი ნეფრიტი, გროსსულარი.