

მთვარი ს XXV დღე
მთვარის XXV დღე
სიმბოლოები:
ნიჟარა, კუ, ურნა, ჭურჭლები ცოცხალი და მკვდარი წყლით.
დღის მახასიათებლები და მნიშვნელობები:
მთვარის ეს დღეღამე იძლევა შესაძლებლობას შევიცნოთ მიწიერი ცხოვრების სიბრძნე შინაგანი ძალების გამოვლინების ხარჯზე კი არა, არამედ საკუთარ ქვეცნობიერთან, საკუთარ სულთან მუშაობით. ყველა ადამიანს გააჩნია შინაგანი ხმა, ეს თქვენი მფარველი ანგელოზი გესაუბრებათ და მთვარის ოცდამეხუთე დღეს ეს ხმა განსაკუთრებით კარგად იგრძნობა. ამ ნათელსმენის მთავარი პირობაა საკუთარი სულის ევოლუციის, ამ მიწიერ სამყაროში საკუთარი დანიშნულების მყარი რწმენა. აქ ალბათ ვერ გაიგონებთ ნათელი ძალების ხმას, თუ ჩაფლული ხართ მეზობლებთან და თანამშრობლებთან გაუთავებელ დავაში. ამ დღეს თქვენთან კონტაქტზე მფარველი ანგელოზი კი არ გამოდის, არამედ თქვენი საკუთარი მაცდური ეშმაკი. ხოლო მისი რჩევები კიდევ უფრო ჩახლართავს თქვენს ცხოვრებას.
აქ შეგიძლიათ მიმართოთ სამკურნალო შიმშილობას, იმუშაოთ სულიერების ამაღლებაზე. ამ დღეს ყველა ადამიანს სჭირდება სულიერი და ფიზიკური შლაკებისაგან გასუფთავება.
დღე პასიურია. სასურველია მისი სიწყნარეში და სიჩუმეში გატარება. არაა საჭირო არაფერი ახლის დაწყება, მაგრამ საჭიროა უკვე დაწყებულის დასრულება. ყველაფერი აკეთეთ აუჩქარებლად, თუ გსურთ თავიდან აიცილოთ დაძაბულობა და ნერვული შეტევა.
მოერიდეთ შემთხვევით კონტაქტებსა და მოულოდნელობებს. არ გამოავლინოთ არავითარი აქტიურობა. ჯობია დაჯდეთ სიჩუმეში და ჩუმად დაფიქრდეთ საკუთარ ცხოვრებაზე, შესაძლოა გადააფასოთ საკუთარი სამყაროსეული ხედვა. შედეგად მიიღებთ ახალ ძალებს და კარგ ხასიათზე დადგებით. მთვარის ოცდამეხუთე დღე ძალიან მშვიდი და სასიკეთო დღეა, რომლის დანიშნულებაა შინაგანი განმარტოვება და ფიქრი, რომელიც გამორიცხავს ყველანაირ ფიზიკურ აქტივობასა და ინიციატიავას. დღე ერთდროულად ორი ნიშნის ქვეშაა მოქცეული: თხის რქა და მერწყული. მიმდინარე დღეს ორივე ნიშანი სიბრძნესა და თვითშემეცნების უნარს ანიჭებს.
მერწყულის ნიშანი-ორი ტალღოვანი ხაზი, ნიშნავს სიბრძნის ორ გველს: ინტუიციასა და რაციონალიზმს, ან შემეცნების ტალღებს. ამ ნიშნის ბუნება თავად სიბოლიკაში დევს. ანუ განასახიერებს ადამიანის გაუმჯობესებას სულიერად და ამით სტაბილურობის მიღწევის წერტილს, რომელიც მის ცხოველურ საწყისს საშუალებას აძლევს ავიდეს სულიერი განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე. ასევე, თხის რქის ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანის ამოცანაა თანმიმდევრულად მოიჭრას მისი მიწასთან დამაკავშირებელი ფესვები და განვითარდეს სულიერად. და ამიტომ ამ დღის საფუძველში დევს სულიერი განვითარება და თვითსრულყოფა, რასაც უნდა მიაქცოთ ყურადღება.
მთვარის ოცდამეხუთე დღეს მისასალმებელია ყველანაირი სულიერი ან მედიტაციური პრაქტიკები, მიმართული არა მხოლოდ თქვენს განვითარებაზე. მათ ასევდე შეუძლიათ გაზარდონ თქვენი კონცენტრაცია საკუთარი თავის მიმართ, გაძლევენ რა შესაძლებლობას თავი შეიკავოთ შინაგანი და გარეგანი შფოთისაგან, გარე სამყაროს პროვიკაციებისაგან. სასურველია თუ თქვენი ძალა და ენერგია მიმართული იქნება საკუთარი ქმედებების ანალიზისაკენ და განვლილი პერიოდის შეფასებისკენ. მოცემულ მომენტში რეკომენდირებულია ყურადღების მიქცევა საკუთარი აზრებისა და სურვილების სისუფთავეზე, მათი კონტროლი. კარგია საკუთარ თავში ისეთი თვისებების განვითარება, როგორებიცაა თვითკონტროლი, ყურადღება, დაკვირვებულობა. შინაგანი ჰარმონიისაკენ სწრაფვა, ფიქრებსა და ქმედებებში უშფოთველობა.
მთვარის ოცდამეხუთე დღეს შესამჩნევად მძაფრდება ინტუიცია. შესაძლოა გონების განათება. იზრდება სიბრძნე. სწორედ ამ თვისებებს შეუძლია მიმდინარე ამოცანების ეფექტური გადაჭრა, ასევე საკუთარი ქმედებების დაგეგმვა, მთავარი ამოცანის გამოვლენა. ამიტომ, სასურველია მოცემულ პერიოდში დაეყრდნოთ არა გონებასა და ლოგიკას, არამედ სწორედ შინაგან ხმასა და ინტუიციას, კარგია დასახულ ამოცანებზე, იდეებსა და ოცნებებზე კონცენტრირება, მათი განხორციელება ვიზუალიზაციით.
ითვლება, რომ ამ დღეს ყველანაირი დამთხვევა ან მოულოდნელობა მინიშნებას წარმოადგენს. ამას გერდა, ცუდ ნიშნად ითვლება ყურების გახვრეტა. ესაა პასიურობის, მარტოობისა და სიმშვიდის დღე. არაა რეკომენდირებული აქტიურობის, აჩქარების, შფოთისა და სისწრაფის გამოვლენა. გაექეცით შემთხვევით კონტაქტებსა და მოულოდნელობებს. ესაა დაკვირვების, თვითჩაღრმავების, ფიზიკური და სულიერი შლაკებისაგან გასუფთავების დღე. ყური დაუგდეთ საკუთარ შინაგან ხმას, გადახედეთ საკუთარ ცხოვრებასა და სამყაროს თქვენეულ შეფასებას. ყველა მინიშნება ამ დღეს რაღაცის ნიშანია. შედეგად მიიღებთ ახალ ძალებს.
ეს დღე უნდა მიუძღვნათ აზრების კონტროლს, იმუშავეთ საკუთარ შემეცნებასთან, მაგრამ მხოლოდ მაშინ ჩართეთ ის, როცა ამას გთხოვენ. ამ დღეს არაა საჭირო არამოტივირებული მუშაობა და ფიქრი. ყველა პროვოკაციაზე მოახდინეთ რეაგირება მხოლოდ მაშინ, როცა ამას გთხოვენ და ამაში გრთავენ. თქვენი ნებით საქმეების პროვოცირება არაა დასაშვები.
დღე სასიკეთოა ვაჭრობისათვის, სასამართლო საქმეებისათვის, საცხოვრებელი ადგილის ცვლილების ან მივლინებისათვის. ამ დღეს აკეთეთ არასაჩქარო საქმეები. კარგია სულიერ პრობლემებზე კონცენტრირება, ასევე გამოძინება და დასვენება. შესაძლოა ქრონიკული დაავადებების გართულება. ახალი საქმეები ამ დღეს არ დაიწყოთ, უბრალოდ დაასრულეთ ის რაც დასამთავრებელია. ძალიან პერსპექტიული დღეა! აქ ძალიან სასარგებლოა მეგობრებისა და ნათესავების რჩევები. ამ დღეს განხორციელებული პროექტები მოიტანენ მოგებას. შეურიგდით მათ, ვისთანაც უბრად ხართ.
მთვარის ოცდამეხუთე დღე კარგია მოგზაურობის, მივლინების, საცხოვრებელი ადგილის ცვლილებისათვის. კარგია კომერციული საქმიანობისათის, ბიზნესისათვის, სასამართლო პროცესებისათვის, ასევე დასვენებისათვის.
მთვარის ამ დღეს ჯობია დაკავდეთ სახლის საქმეებით, ოჯახით, თვითგანვითარებით. დღე პასიურია, ფიქრისა და მარტოობისათვისაა განკუთვნილი. აქ კარგია სამკურნალო შიმშილობა და საკუთარი სულიერების განვითარება. თუ მთვარის ოცდამეხუთე დღეს ვლინდება ნათელსმენა, ეს იმის ნიშანია რომ ხართ ვინმეს მიმართ მონურ მორჩილებაში.
ჯანმრთელობა და მკურნალობა:
სამედიცინო კუთხით ეს დღე უკავშირდება ყურის ნიჟარებს, ხოლო დღის რეკომენდაციების დარღვევა იწვევს ოტიტსა და სხვა სახის ყურის დაავადებებს.
მთვარის ოცდამეხუთე დღე კარგია გამაჯანსაღებელი პროცედურებისათვის, ეფექტურია ხალხური მედიცინა. აქ ფიზიკური დატვირთვა და აქტიურობა ჯობია შევზღუდოთ, მაგრამ არ გამოვრიცხოთ, რათა თავი ავარიდოთ აპათიასა და მოდუნებას. სიმშვიდის მდგომარეობის შესანარჩუნებლად კარგია მედიტაცია, იოგა, მუდრები. ამ დღეს რეკომენდირებულია ორგანიზმის გაწმენდა შლაკებისაგან. ამ მიზნით მიიღეთ შესაბამისი ნახარშები. სასურველია შხაპი, საუნა, ბალახების აბაზანა, მასაჟი, არომათეტაპია.
მთვარის ამ დღეს ყურადღება მიაქციეთ საკუთარ კვებას. მისასალმებელია თავშკავებული და ზომიერი კვება. კარგია დიეტა და მარხვა, მათ შორის რეკომენდირებულია სამკურნალო შიმშილობაც. სასურველია რაციონიდან ამოიღოთ მძიმე საკვები, ალკოჰოლი და თამბაქო. მიიღეთ მეტი რაოდენობით ხილი, ბოსტნეული, ნატურალური წვენები. კარგი იქნება თუ წამლებს ჩაანაცვლებთ შეძლებისდაგვარად მათი ბუნებრივი ანალოგებით. სამედიცინო კუთხით დღეს სუსტია მუხლები და სმენის ორგანოები. არაა რეკომენდირებული ყურების გახვრეტა, ყურის ნიჟარებისა და შიდა ყურის მკურნალობა. მთვარის ოცდამეხუთე დღეს გამოვლენილი ავადმყოფობა ხშირად არაა სახიფათო და მიმდინარეობს რეციდივების გარეშე, თუმცა ითხოვს ყურადღებასა და ინსტრუქციის ზედმიწევნით შესრულებას. დღეს არაა რეკომენდირებული ახალი სამედიცინო პრეპარატების მიღება. უკუჩვენება აქვს წამლებს, მძიმე საკვებს, და ყველაფერ იმას, რაც ხელს უშლის გონების მუშაობას. აქ სუსტია ყურები, არც კი გაიწმინდოთ ის ამ დღეს. გახვრეტაზე და ოპერირებაზე საერთოდ არც კი იფიქროთ.
ავადმყოფს ამ დღეს ემუქრება სერიოზული საფრთხე, თუ მას არ ექნება ექიმის დახმარება.
საკვები:
შესაძლოა შიმშილობა, ორგანიზმის შლაკებისაგან გაწმენდა. უარი თქვით დიდი რაოდენობით სითხის მიღებაზე. ჯობია მიირთვათ კუჭისათვის რბილი საკვები, წამლების მიღება დაიყვანეთ მინიმუმამდე. აქ აუცილებელია იყოთ სიმშვიდეში. გადადეთ ყველანაირი ამაფორიაქებელი საქმე. ამ დღეს დაუშვებელია სმენის ორგანოების მკურნალობა. ესაა მარხვისა და თავშეკავების დღე. ჯობია ენერგია და ძალა რაციონალურად გახარჯოთ.
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები. ბალახების შეგროვება:
მცენარეები: მუხა, ვერბენა, კუნელი, ეკლიანი ხრიალა.
მაგიური წესჩვეულებები და რიტუალები:
უმაღლეს სულებთან კავშირის, ინფორმაციული არხების გახსნის, საკუთარ თავთან მშვიდობის დამყარების, პასიური ფიქრის, მარტოობის დღე, ასევე თვითგანვითარების, მედიტაციის, ფსიქოტრენინგის, ინტუიციური გამოფხიზლების, ტაროზე მკითხაობის, საკუთარ თავზე აღებული პასუხისმგებლობის გასამკლავებლად პანტაკლების დამზადების დღე. მუშაობა სუშუმნა-ვაჯრინას გასასუფთავებლად, ჩიტრა-ნადის სამკურნალოდ და ენერგეტიკული არხების გასახსნელად. მოუსმინეთ საკუთარ შინაგან ხმას. დღე დაკავშირებულია თხის რქის მერწყულის ნიშანში გადასვლასთან. ამ დღეს ირთვება სიდჰები-უმაღლესი ფსიქიური ძალები: ლევიტაცია, ტელეკინეზი, ნათელხილვა. ეს უნარები შესაძლოა გაუცნობიერებლად ჩაირთონ და დღეს სპონტანურად გამოვლიდნენ. კარგია თუ დღეს გამოიყენებთ ფსიქიკურ ენერგიებთან სამუშაოდ (თუ დამუშავებული გაქვთ პოტენციალი). ყველაფერი კარგად გამოგივათ პირველივე ჯერზე, შინაგანად, ქვეცნობიერად, იმპულსურად. კითხვის დასმა შეგიძლიათ ყველანაირ თემაზე, მაგრამ ჯობია ეს დღე მიუძღვნათ სამკითხაო ისტრუმენტების დამზადებას: რუნები, ტაროს კარტი და სხვა. ეს ყველაფერი გამოგადგებათ სულების გამოძახებისათვის, კლებადი მთვარის ყველანაირი სამუშაოსათვის, მედიტაციისათვის. აქ არ შეიძლება ახალი სამსახურის დაწყება. ეს დღე ასევე უკავშირდება მერწყულს. ხდება ასტრალის ფიზიკურ პლანში გადასვლა და შესაძლოა ასტრალური სახეები ხილული გახდეს. ეს ფიზიკური დღეა, ისევე როგორც მთვარის 22-ე დღე. ადამიანს ეხსნება სიდჰები (ზეუნარები). ესაა დღეს, როცა მოდის სიბრძნე და ყველა რაღაც დოზით წინასწარმეტყველი ხდება. თუ ვიმუშავებთ ამ დღის ენერგეტიკასთან, მთვარის ოცდამეხუთე დღე მოგმცემს ამ სიბრძნის შეძენის საშუალებას. მაგრამ იმისათვის რომ ამან არ გამოიწვიოს დაზიანება, ადამიანი უნდაც იყოს სუფთა. და ამ დღის პირველი პრაქტიკა გასუფთავებაა. ამაში დაგეხმარებათ მარხვაც და სულიერი ზრდაც.
ამ დღეს აუცილებელია მოიცილოთ ყველანაირი შლაკები: ფიზიკური, ასტრალური, მენტალური. სასარგებლოა ორგანოების გაწმენდა, მიუხედავად მთვარის მდებარეობისა. ყოველ თვეში ამ დღეს ჩაიტარეთ სხვადასხვა წმენდები. აუცილებელია ორგანიზმის განთავისუფლება ემოციებისაგან, სუნთქვითი ვარჯიშებით მათი მანიპურაში შეტანა, სადაც ისინი დაიწვებიან ბუნებრივი გზით. სასარგებლოა მენტალური წმენდა ლოცვების მეშვეობით.
მთვარის ოცდამეხუთე დღეს ნაკლებად ვუგდებთ ყურს საკუთარ შინაგან ხმას. აუცილებელია საკუთარი თავის ტესტირება საკუთარი დონის დასადგენად. ამ დღეს აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება ინფორმაციის მიმართ. ერთი შეხედვით ყველაზე უმნიშვნელო ინფორმაციასთან ერთად შესაძლოა დიდი სიბრძნე შეიძინოთ. აქ ყველაფერი მინიშნებაა.
მთვარის ოცდამეხუთე დღე წინასწარმეტყველებს მომავალს, ეს მაგიური დღეა. დღეს თქვენ შესაძლოა სპონტანურად ჩაგერთოთ ზეუნარები-ნათელხილვა, ნათელსმენა, ნათელგრძნობა, ტელეპატია. აქ ყველანი რაღაც დოზით ვწინასწარმეტყველებთ. თუ დაამუშავებთ ამ დღის ენერგიას, მიიღებთ ინფორმაციას საკუთარი თავის, ბედისწერის, აწმყოს, მომავლის შესახებ. ასევე, წარსულის საკვანძო მომენტებს, რომლებმაც აწმყოში გამოიწვია რაღაც გაუგებრობები და განაახლა არასასიამოვნო მოვლენების ციკლი. ერთი სიტყვით, ყველაფერი საიდუმლო ამ დღეს გამოაშკარავდება თქვენთვის სასარგებლო კუთხით.
როგორ ვიმუშაოთ დღის ენერგიებთან? პირველ რიგში ყური დაუგდეთ საკუთარი ინტუიციის ხმას. დღეს ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იხსნება არხები მიწის ენერგოინფორმაციულ ველთან. შემდეგ, ყურადღებით იყავით გარედან შემოსულ ყველა ინფორმაციასთან. დღეს ყველაფერი ბედისწერის მინიშნებაა. მთვარის ციკლის სხვა დღეებში, იმისათვის რომ ამოვიცნოთ აზრების მიმართულება და ინფორმაციული ინტუიციის ხმა, საჭიროა შინაგანი დიალოგის სრულიად გათიშვა, არსებული ფიქრებისა და შფოთის დათრგუნვა და საკუთარ შეგრძნებებზე დაკვირვება. მთვარის ოცდამეხუთე დღეს ეს ქმედებები ზედმეტია. საკმარისია ბალახის ნაყენის დალევა, ან თუ სიზმრით გსურთ ინფორმაციის მიღება, მასტიმულირებელი ბალახების აბაზანის მიღება.
ინტუიციის გასაძლიერებელი ნაყენები:
ინტუიციის გაძლიერება, რომელიც დაგეხმარებათ მომავალში ჩასახედად, მოვლენების სხვადასხვა ვარიანტების დასანახად, რათა შემდეგ მოახდინოთ მათში კორექტირება, თქვენ დაგეხმარებათ წყალში გახსნილი არომატები. სული ზემოქმედებს ტვინზე, განაწყობს რა მას განსაკუთრებულად, გაააქტიურებს მომავლის ხედვის თქვენს უძველეს უნარს. და რა უნარია ეს და რატომ ფლობს მას ზოგი ადამიანი (მაგ. ვანგა), ხოლო სხვასთან მას ძინავს, ჯერ კიდევ აუხსნელია მეცნიერთათვის. ჩვენ კი მხოლოდ შედეგი გვაინტერესებს.
ის რასაც ჩვენ სუნს ვუწოდებთ, ესაა მოლეკულური ნივთიერება გაფანტული ჰაერში. სხვადასხვა სუნი ტვინში სხვადასხვა რეაქციის პროვოცირებას ახდენს. ერთს ტონუსში მოვყავართ, სხვა გვადუნებს, ზოგიც გვაძინებს. ფსიქოლოგიური აღქმის აღმგზნები არომატები გონებას ცოტათი ახშობენ, ადამიანი შეყავთ პცირე ტრანსში, რისი მეშვეობითაც პირველ პლანზე ამოდის ქვეცნობიერი. წყალი კი თავისი სტრუქტურის წყალობით აძლიერებს სუნს, წარმოადგენს რა მისი ენერგეტიკის გამტარს ჩვენს ორგანიზმში.
ინტუიციას ამძაფრებს შემდეგი მცენარეების არომატები: ანისული, ფორთოხალი, ჩაგირი, მიხაკის სუნელი, საათა, არწივის ხე, ჟასმინი, წერწა, კოჭა, სამყურა, დარიჩინი, ლავანდა, დაფნა, მარწყვა-ბალახა, სელი, მუსკატის კაკალი, პიტნა, ბაბუაწვერა, გულყვითელა, ვარდი, ავშანი, ასფურცელა, როზმარინი, გრაკლა, ბეგქონდარა, ტუბეროზა, ფარსმანდუკი, ია, ზაფრანა.
გასაგებია, რომ ზოგი ბალახი მოქმედებს ნაკლებად, ზოგი კი მეტად. ქვემოთ მოცემულია ყველასათვის მეტნაკლებად ოპტიმალური რეცეპტები. პირველ პერიოდში რეკომენდირებულია მათი გამოყენება, შემდეგ კი საკუთარი ინტუიციით სცადეთ ჩამოთვლილი ბალახებით საკუთარი რეცეპტების შექმნა. გახსოვდეთ, რომ ყოველი თქვენგანი უნიკალურია და არ გავს სხვას. ვიღაცას ინტუიციის გასაძლიერებლად ყველა არომატის შეგძნება სჭირდება, ვიღაცას რამოდენიმე, ვიღაცას კი ერთიც ყოფნის. ნუ დაგეზარებათ ექსპერიმენტები! დღეს სწორედ ინტუიციასთან მუშაობის დღეა, თუმცა არომატებთან მუშაობა არც სხვა დღეებში იკრძალება.
კარკადე ავშანითა და სანელებლებით:
3 ს/კ კარკადე, 1ს/კ ავშანი, 1 ღერი დარიჩინი (დაამტვრიეთ), 1ს/კ დაფქვილი მუსკატის კაკალი, 1ც. დაქუცმაცებული დაფნის ფოთოლი.
კარკადე ფარსმანდუკითა და დარიჩინით:
3 ს/კ კარკადე, 2 ს/კ ფარსმანდუკი, 1 ღერი დარიჩინი (დაამტვრიეთ).
კოჭას ნაყენი:
3 ს/კ დანაყილი კოჭას ფესვი, 1ს/კ ანისული, 1 ს/კ ბეგქონდარა, 1ს/კ კარკადე, 0,5 ჩ/კ ზაფრანა, 1ს/კ დაფქვილი მუსკატის კაკალი, 1ს/კ დაფქვილი მიხაკის სუნელი.
ბეგქონდარასა და პიტნის ნაყენი:
3 ს/კ ბეგქონდარა, 2 ს/კ პიტნა, 1ს/კ სელის თესლი, 1ს/კ გრაკლა.
როგორ დავამზადოთ და გამოვიყენოთ ბალახების ნაყენი:
ერთმანეთში აურიეთ ბალახები, 2 ს/კ ნარევს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი და დააყენეთ როგორც ჩაი 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ მოხადეთ ხუფი და რამდენიმე წუთის განმავლობაში შეისუნთქეთ არომატი, რის შემდეგაც დალიეთ რამოდენიმე ყლუპი ნაყენი. ეს პროცედურა გაიმეორეთ დღეში 3-5-ჯერ. ნაყენები შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში, მაგრამ არაუმეტეს სამი დღისა, ამის შემდეგ ის კარგავს თავის შემადგენლობას, ამიტომ ამ ვადაში უნდა დალიოთ, წინასწარ შეცხელებული.
მათთვის, ვისაც არ აქვს დრო:
ვისაც არ აქვს დრო ან სურვილი ნაყენების დასამზადებლად, რეკომენდირებულია იმუშაოს ეთერზეთებთან. ფსიქიკურ აღქმას ამძაფრებს ლავანდის, დარიჩინის, დაფნის, მუსკატის, ფორთოხლის, ვარდის, პიტნის, ჩაგირის (უკუჩვენება აქვს ალერგიის შემთხვევაში!), ბეგქონდარას, ანისულის, მიხაკის სუნელისა და ჟასმინის ზეთი. ამოირჩიეთ თქვენთვის სასურველი არომატი, აანთეთ არომალამფა და ისიამოვნეთ!
კარგია ეთერზეთების წასმა კანზე. მაგრამ კანის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად წინასწარ გააზავეთ გამხსნელში. ამისათვის გამოდგება ყველანაირი ზეთი-ზეითუნის, ჟოჟობას, ქოქოსის, ნუშის, მზესუმზირას, გარგრის კურკის. პროპორციები: 8-10 წვეთი ეთერზეთი 1/8 ჭიქა ზეთზე.
საძილე აბაზანები:
განსაკუთრებული რეცეპტით მიღებული აბაზანა ძილის წინ ხელს უწყობს თქვენს სიზმრებს.
აბაზანა მზადდება შემდეგნაირად: დანაყეთ ხმელი ბალახები (ზემოთმოცემული სიიდან) და აურიეთ უკვე აღწერილი რომელიმე რეცეპტის შესაბამისად. შეგიძლიათ ნაზავი წინასწარ მოამზადოთ და შეინახოთ გაუმჭვირვალე, გერმეტულად თავდახურულ ჭურჭელში. ჭურჭელი არ უნდა იყოს მეტალის ან პლასტმასის. 3 ს/კ ნაზავი დაყარეთ მარლის ან ბამბის ქსოვილზე, მოუკარით თავი და ჩადეთ თბილ აბაზანაში. აბაზანის მიღების ხანგრძლოვობაა 10-20 წუთი.
შხაპის მოყვარულებმა ბალახების ტომსიკა დაამზადეთ პირსახოცისაგან და ამ იმპროვიზირებული საპნით დაიმასაჟეთ სხეული ძირითადი დაბანის შემდეგ.
ბალახის აბაზანის შემდეგ გამშრალება არ შეიძლება. შემოიხვიეთ პირსახოცი ან ხალათი და დაელოდეთ გაშრობას.
ასეთი აბაზანები მიიღეთ მთვარის მე-2, მე-6, მე-7, მე-12, მე-14 და 27-ს დღეს, რათქმაუნდა 25-ე დღესაც. ამ პერიოდებში ნათელმხილველობის გამოვლენის ალბათობა განსაკუთრებით მაღალია.
ბეგქონდარასა და ასფურცელას აბაზანა:
3 ს/კ ასფურცელა, 3 ს/კ ბეგქონდარა, 2 ს/კ ფორთოხლის ცედრა, 1 ს/კ დაფქვილი მიხაკის სუნელი, 1ს/კ დაფქვილი დარიჩინი.
მიხაკისა და კოჭას აბაზანა:
4 ს/კ დაფქვილი მიხაკის სუნელი, 2 ს/კ დაფქვილი კოჭა, 2 ს/კ დაფქვილი დარიჩინი, 1ს/კ როზმარინი, 1ს/კ გულყვითელა ან იის ფესვი.
ბეგქონდარას, პიტნისა და ფარსმანდუკის აბაზანა:
3 ს/კ ბეგქონდარა, 3 ს/კ ფარსმანდუკი, 3 ს/კ პიტნა, 1ს/კ დაფქვილი მუსკატი.
დღეს ბედისწერა გვიგზავნის მინიშნებებს, ამიტომ ყურადღებით იყავით ყველაფრის მიმართ, რაც ხდება გარშემო, ყველა შემოსულ ინფორმაციასთან, შინაგან ხმასთან, სიზმრებთან. იმისათვის რომ გააუმჯობესოთ შემოსული ინფორმაციის ხარისხი, მოაშოროთ ხარვეზები, სვით ბალახის ნაყენები, მიიღეთ ეთერზეთების აბაზანები და ისიამოვნეთ არომათერაპიით.
განსაკუთრებული გაფრთხილება:
ყველანაირი ძალადობა შობს ძალადობას. არ შეიძლება სიჩქარე. ამ დღეს ნათელსმენა მიუთითებს ვინმეზე დამოკიდებულებას.
დღის ნიშნები:
ამ დღეს არ შეიძლება აჩქარება. არაა რეკომენდირებული ბევრი სითხისა და უხეში საკვების მიღება. ამ დღის საუკეთესო საკვებია-ხაჭო. ჯობია არ მიიღოთ არავითარი წამალი.
მთვარის ოცდამეხუთე დღეს გაუფრთხილდით ყურებს, არ გაიხვრიტოთ ის, რადგან მას ეხება ბიბილო და ყურის შიდა ხრტილი. ხრტილის მიხედვით შესაძლებელია დადგინდეს იღებს თუ არა ადამიანი ენერგიას კოსმოსიდან. თუ ხრტილი მიჭყლეტილია ყურთან, ენერია მოდის კონტაქტებით. ეს არ ნიშნავს იმას რომ ადამიანი ვამპირია, ეს მხლოდ ერთერთი ნიშანია, თუ როგორ იღებს ადამიანი ენერგიას.
მთვარის ოცდამეხუთე დღეს შესაძლოა ზეუნარების ამუშავება: ტელეპატია, ნათელხილვა, და ამისათვის საჭიროა მზადყოფნა, მაგრამ სტიმულირება არაა საჭირო, რადგან ეს უნარები წარმოადგენენ ადრინდელი მუშაობის შედეგებს.
თუ თქვენ არ იწმინდებოდით აქამდე, მთვარის ოცდამეხუთე დღე მხოლოდ სიფრთხილის დღეა თქვენთვის, რათა რა ჩაიდინოთ ის, რაც არ იცით და რაც არ გამოგდით. ამ ენერგიების სპონტანურად ჩართვა შესაძლოა ცუდად დამთავრდეს (გაგიჟებით). ამ ენერგიების არასწორმა გამოყენებამ, შესაძლოა გამოიწვიოს ყურის ტკივილი. ამ დღეს ყურზე გამოსული ფურუნკულიც კი მინიშნებაა.
მედიტაცია:
შესაძლო იდეალები ადამიანში.
წამოწყებები:
დღე პასიურია. მისი გატარება სასურველია სიმშვიდეში და მარტოობაში. არაა საჭირო არაფერი ახლის წამოწყება, მაგრამ დაასრულეთ ძველი. ყველაფერი აკეთეთ აუჩქარებლად, თუ გსურთ თავიდან აიცილოთ გადაღლა და ნერვული შეტევა.
ამ დღეს ჩასახული ბავშვი:
დაბადების საიდუმლო ან გაურკვეველი გარემოება ითამაშებს დიდ როლს. დაცვა და მფარველობა. ინტუიცია და წინასწარხედვა, სიზანტე და ჩაკეტილობა საკუთარ თავში. საშიში დაავადებები და მოხუცის სიბრძნე. აქ მთავარია ამ ადამიანის ცხოვრების პრინციპი არ გახდეს „მიზანი ამართლებს მეთოდს“.
მათთვის, ვინც დაიბადა მთვარის ოცდამეხუთე დღეს.
ამ დღის ადამიანები ფორტუნის რჩეულები არიან, ბედნიერება მათ სიკვდილამდე თან სდევთ. ახალგაზრდა წლებშიც კი მსჯელობენ ბრძნულად. ბრძენი, დინჯი, თითქოს დაძინებული ადამიანები არიან, მაგრამ შესწევთ გარდასახვის უნარიც. ხშირად ხედავენ წინასწარმეტყველურ სიზმრებს. იმ ადამიანებს, ვისაც მიეცათ ამ დღეს დაბადების ბედი, მიეცემათ დიდი ცხოვრებისეული სიბრძნე, სიმშვიდე, აუღელვებლობა და სიდინჯე. ხშირად ნახავენ წინასწარმეტყველურ სიზმრებს და შეძლებენ მათ ახსნას. ამ დღეს ყველას შეუძლია ბრძნული მოსაზრების, ინტუიციის გამოვლინება, თვითგანვითარების ახალი გზის პოვნა, საკუთარი მომავლის გახსნა. პერიოდი შესანიშნავია მედიტაციებისათვის, მათ შორის სასურველია მოვლენების დაჩქარება მათი აზრობრივი ვიზუალიზაციით.
მთვარის ოცდამეხუთე დღის ადამიანი ბრძენია. არსად არ ეჩქარება. მისი სიზმარი წინასწარმეტყველურია. რადგან ამ დღეს ხდება ასტრალური გამოსახულების ვიზუალიზაცია, ეს ყველას შეუძლია ქვეცნობიერად გამოუვიდეს. ხოლო მთვარის ოცდამეხუთე დღის ადამიანებს ცნობიერად ხელეწიფებათ ასტრალში ყოფნა, სიზმარში ინფორმაციის მიღება და მისი ფიზიკურ პლანში გადმოტანა. ამ დღეს ყველას ევალება სიფრთხილე საკუთარ ემოციებთან და აზრებთან, რადგან ამ დღეს დაბადებულთა აზრებს შეუძლიათ დამოუკიდებლად არებობა და საკუთარი უარყოფითი ენერგიით რაიმე სახის მონსტრის შექმნა. მთვარის ოცდამეხუთე დღის ადამიანები ახალგაზრდობაშიც ჯანსაღად აზროვნებენ, როგორც მოხუცები.
სიზმრები:
არასასიამოვნო სიზარი იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ სრულად არ ანხორციელებთ თქვენს მისიას. ამ ცხოვრებაში მეტი მოგეცათ და მეტის უფლება გაქვთ, ვიდრე აკეთებთ. შუაღამის შემდგომ სიზმარს მიაქციეთ ყურადღება. ამ დღეს შესაძლოა დაგესიზმროთ ცუდი, სახიფათი სიზმარიც კი. სიზმრისას სულში შესაძლოა შემოძვრეს ავის მსურველი ბნელი ძალა. ამიტომ გაღვიძებისას სამჯერ თქვით: „საითაც რაიმე, იქით სიზმარიც“. ამავე დილას (შუადღემდე) გახსენით ონკანი ცივი წყლით, დაიხარეთ წყლის ჭავლისკენ და ჩურჩულით მოუყევით მას თქვენი სიზმარი. მას წყალი წაიღებს. შესანიშნავი იქნება თუ ამის შემდგომ წაიკითხავთ ლოცვას.
მთვარის ოცდამეხუთე დღის სიზმარი მჭიდრო კავშირშია თქვენს ქვეცნობიერთან. სწორედ ამიტომ ითვლება, რომ ამ დღის სიზმრები წინასწარმეტყველურია და არ ითხოვს სპეციალურ უნარს ახსნისათვის. ყველა მინიშნება ზედაპირზე დევს. ხოლო თუ შეიცავს რაიმე გაურკვეველ მომენტს, მიმართეთ საკუთარ ინტუიციას. დღეს ის თქვენ არ გიღალატებთ.
მთვარის ოცდამეხუთე დღის სიზმრებს შეუძლიათ ასახონ თქვენი შინაგანი მდგომარეობა. და სწორი ახსნის შემთხვევაში ადვილად შეძლებთ ცვლილებების გაანალიზებას თქვენი სულიერი განვითარების გზაზე და დაადგენთ რამდენად სწორი მიმართულებით მიდიხართ.
არსებობს მოსაზრება, რომ ამ ღამის წინასწარმეტყველური სიზმრები ცხადდება 8-9 დღის შემდეგ. ცუდი სიზმრის შემთხვევაში დილას ილოცეთ, მოუყევით ის წყალს, გადით მდინარის სანაპიროზე და გაატანეთ მას. წყალი მას წაიღებს უკვალოდ და სიზმარი ვეღარ გავნებთ.
ქვები:
წითელი იაშმა, შპატი, ვეფხვის თვალი, არწივის თვალი (ცისფერი და ლურჯი), კატის თვალი (მწვანე), პრაზემი, ყველანაირი გაქვავებული ნამარხი (ხე, ნახშირი, ნიჟარა), ჰელიოტროპი, ვარდისფერი მარმარილო, ირაზემი-ნახევრადგამჭვირვალე მწვანე ქვა (სალამანდრას ქვა).