

მთვარი ს XXVII დღე
მთვარის XXVII დღე
სიმბოლოები:
სამკაპი, კვერთხი, გემი, ღუზა
დღის მახასიათებლები და მნიშვნელობები:
ციფრი 27 ჯამში გვაძლევს 9-ს, ნეპტუნს. ამ დღეს ხდება საიდუმლო ცოდნის მიღება ნეპტუნის ხაზით. მთვარის ოცდამეშვიდე დღე იმედებისა და ძიების დღეა. ადამიანის წინაშე აქ დგას საკუთარი თავის პოვნის ამოცანა და იმ ყველაფრის მოცილება, რაც მასში სხვა ადამიანებისგანაა გადმოღებული. სწორედ ამის გააზრება დაგეხმარებათ ამ დღეს საიდუმლო ცოდნის წვდომაში. ყველაფერს რასაც ვაკეთებთ ცხოვრებაში, არ ვაკეთებთ საკუთარი თავისთვის, და სწორედ ამ არსს ეფუძნება ბევრი სულიერი პრაქტიკა.
როცა ადამიანი მხოლოდ საკუთარი თავისათვის ითხოვს დახმარებას, ის იღებს ცოტას, ხოლო როცა სხვებისთვისაც, მასზე გადმოდის ენერგიის ნაკადები. ქრისტიანობაშიც ხომ მთელს სამყაროზე ხდება ლოცვა. სუფთა ადამიანი სუფთა ველით ხელს უწყობს სხვების გასუფთავებასაც.
მთვარის ოცდამეშვიდე დღეს ჩვენ უნდა გამოვიდეთ ილუზიებიდან და გავიაზროთ ყოველი ჩვენი საქციელი, განსაკუთრებით თუ ეს დღე ემთხვევა კვირას.
ეს შესანიშნავი დღეა მედიტაციისათვის, რომელიც იძლევა საიდუმლო ცოდნისა და პრაქტიკის მიღების საშუალებას. მაგრამ არ შეიძლება ჰიპნოზური ზემოქმედების შეგნებულად გამოწვევა. გაუაზრებელი ზემოქმედების ერთერთი ყველაზე გავრცელებული ხერხია ჩართული რადიო ან ტელევიზორი მაშინ, როცა ჩვენ სხვა საქმეებს ვაკეთებთ. ამ დროს ყველაფრის ჩანერგვაა შესაძლებელი ჩვენს გონებაში, რადგან ყველაფერი მოსმენილი თავში იბეჭდება კრიტიკული შეფასების გარეშე. ამიტომ მთვარის ამ დღეს არაა რეკომენდირებული რაიმე საქმის კეთება ჩართული ინფორმაციის წყაროს ფონზე, ხოლო თუ ჩართეთ, ყურადღებით მოუსმინეთ კიდეც. აქ არაა რეკომენდირებული ტრანსში შესვლა ალკოჰოლითა და სხვა გამაბრუებელი საშუალებებით. რადგან ამ დღეს შემოდის საიდუმლო ცოდნა, ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზელ მდგომარეობაში, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. არაა რეკომენდირებული დიდ ხანს ძილი, რათა არ გამოგვეპაროს ეს პროცესი. არ ღირს ისეთი მუსიკის მოსმენა, რომელსაც შეუძლია მოდუნების გამოწვევა. მუსიკა ძლიერად მოქმედებს ენერგეტიკულ ცენტრებზე. თანამედროვე მუსიკისაგან გამოწვეული სპაზმები, როგორც წესი, საგრძნობია ქვედა ჩაკრებზე, მულადჰარაში. სულიერი მუსიკა ასუფთავებს და ხსნის ანაჰატა და ვიშუდჰა ჩაკრებს.
ნეპტუნის დღე, რომელშიც ვლინდება ყველა მისი მისტერია, უკავშირდება წყალსა და საზღვაო მოგზაურობას.
ამ დღეღამეში მიმდინარეობს დაფარული ცოდნის მიღება. ის მოიცავს ყველა წინა მთვარის დღის მეხსიერებას, ადრე მიღწეული სულის ევოლუციის ყველა ეტაპს. მაღალგანვითარებული ადამიანები გარკვევით გრძნობენ უმაღლესი სწავლების სულიერებას. მთელი სამყარო მათთვის ერთმანეთთან კავშირშია და ერთმანეთზევე ახდენს გავლენას. ამ სამყაროში აუცილებელია საკუთარი თავის, საკუთარი ადგილის პოვნა და ჩვენი ცოდნის სხვა ადამიანებისათვის გადაცემა. იმ ფაქტის გააზრება, რომ რასაც ვაკეთებთ ცხოვრებაში ჩვენ საკუთარი თავისთვის კი არ ვაკეთებთ, არამედ კოსმოსის საერთო ევოლუციისათვის, წარმოადგენს ერთერთ უმთავრეს თვისებას, რომელიც ადამიანს განასხვავებს ცხოველისაგან. ყველა რელიგიის ლოცვები მიმართული უმაღლესი ძალებისადმი პირად თხოვნებს კი არ შეიცავენ, არამედ თხოვნას მთელი სამყაროს კეთილდღეობის შესახებ. და ადამიანი ასეთი თხოვნით ხელს უწყობს არამარტო საკუთარი თავის განწმენდას, არამედ სხვა ადამიანებისასაც. როცა თქვენ მხოლოდ საკუთარი თავისათვის ითხოვთ დახმარებას, შესაბამისად იღებთ ცოტას, ხოლო როცა სხვისთვის ითხოვთ, უმაღლესი ენერგიის ნაკადი უკიდეგანოდ იმატებს. ამ დღეს თქვენ უნდა დაამარცხოთ საკუთარი ილუზიები და აიღოთ პასუხისმგებლობა ყოველ თქვენს ქმედებაზე. ასეთი შინაგანი მუშაობის შედეგად თქვენ ხელს უწყობთ სამყაროს გაკეთილშობილებას. აუცილებელია მოვიშოროთ მესაკუთრული ინსტიქტები და შევიმეცნოთ ყველა საქციელის პასუხისმგებლობა.
ძალიან სასარგებლოა წყლის პროცედურები. ამ დღეს ჯობია არ მიუახლოვდეთ ღია ცეცხლს. რეკომენდირებულია მედიტაცია, ლოცვები, ადამიანების მკურნალობა. შესაძლებელია მოგზაურობა, სამყაროს შეცნობა, ყვავილების დარგვა. აქ ჯობია არ ჩაიხედოთ სარკეში. სასურველია ვალების გასტუმრება. არ შეიძლება ალკოჰოლის გამოყენება, ილუზიებში ჩავარდნა.
ესაა კოლექტიური საქმეების დღე, მისი გატარება მარტოობაში და მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ზრუნვით არ შეიძლება. ესაა ცხოვრებასთან აქტიური ურთიერთქმედების, სხვა ადამინების დახმარების დღე. კარგია სიზმარში წყლის ან გემის ნახვა.
სამკაპი-ოკეანეების მეფის ნეპტუნის ატრიბუტია, ამიტომ ეს დღე ძალინ მჭიდროდ უკავშირდება წყალს. წარმატებულია ყველანაირი საზღვაო მოგზაურობა, ძალიან სასარგებლოა წყლის პროცედურები.
ამ დღეს ძალიან ძლიერია კავშირი ინტუიციასთან. ინტუიციურად შესაძლებელია ყველანაირი ცოდნის მიღება. დღე გვიქადის მრავალ მოულოდნელ აღმოჩენას. შესაძლოა უეცარი გონების განათებით აღმოაჩინოთ თქვენთვის იმ რთული სიტუაციიდან გამოსავალი, რომელიც დიდი ხანია არ გასვენებთ, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ ამ დღეს არ იქნებით ზედმეტად დაკავებული ყოველდღიური საქმეების მოგვარებით. ამ დღეს ჯობია იფიქროთ რაიმე ამაღლებულზე.
დღეს კარგია მოგზაურობა, ყვავილების დარგვა, სამყაროს აღმოჩენა მოულოდნელი კუთხით. სასურველია ვალების გასტუმრება.
მთვარის ოცდამეშვიდე დღე მთვარის ციკლის საკმაოდ სასიამოვნო და მშვიდი დღეა. მაგრამ ითხოვს ძალების რაციონალურ და ეფექტურ გადანაწილებას, რადგან დღის ენერგეტიკა მართალია სტაბილურია, მაგრამ საკმაოდ შეზღუდული. ისევე როგორც მთვარის წინა დღეები, მიმდინარე დღეც კარგია მივუძღვნათ საკუთარ სულიერ განვითარებას. დღეს ამისათვის იდეალურად შესაფერისია მედიტაციური პრაქტიკები, რადგან ის გვეხმარება მივაღწიოთ მეტად მოდუნებულ მდგომარეობას, აუცილებელია შინაგანი ჰარმონიის მიღწევა.
მთვარის ოცდამეშვიდე დღეს გამძაფრებულია მგრძნობელობა და ინტუიცია, გონებრივი შესაძლებლობები. დღე დატვირთულია ინფორმაციულად და თუ ყურადღებით მიუდგებით იმას თუ რა ხდება თქვენს გარშემო, ასევე ყურს დაუგდებთ საკუთარ შინაგან ხმას, გაჩნდება მრავალ კითხვაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა ან დაინახავთ ყველაფრის ჭეშმარიტ სახეს. ეს ასევე დაგეხმარებათ ახლებურად შეხედოთ გარემო ფაქტორებს და რთული სიტუაციის შემთხვევაში იპოვოთ ბრძნული და ეფექტური გადაწყვეტა.
მთვარის ოცდამეშვიდე დღე ინფორმაციასთან მუშაობის გარდა სასიკეთოა ახალი ცოდნისა და ჩვევების მიღებისათვის. ამიტომ ჯობია ყურადღება არ დაფანტოთ ყოველდღიურ რუტინაზე, კონცენტრაცია მოახდინოთ პირადი ეფექტურობის გაზრდაზე. ამასთანავე რეკომენდირებულია მოვერიდოთ ფუჭად ლაპარაკსა და უშვერ სიტყვებს. სარგებლობას მოიტანს დიდი პრაქტიკული გამოცდილების ადამიანებთან ან თანამოაზრეებთან ურთიერთობა. ესაა გარშემომყოფთა შეცნობის, საკუთარი ილუზიების გაქარვების, დაფარული ცოდნის მიღების დღე.
მთვარის ოცდამეშვიდე დღის გატარება კარგია ახლობლებთან ერთად. გამოხატეთ მათ მიმართ მზრუნველობა და ყურადღება. ესაა შინაგანი ჰარმონიის, საკუთარ თავზე მუშაობის დღე. დღეს დაუშვებელია შფოთი აზრებსა და ქმედებებში. არაა რეკომენდირებული დარდის, მოწყენის, გამოფიტვის მდგომარეობა. აქ კარგია პატიების თხოვნა, ვალების დაბრუნება, შენდობა ყველას მიმართ, ვისაც კი ოდესმე უწყენინებია.
ითვლება, რომ ამ დღეს არასასურველია სარკეში ჩახედვა. თუ ყურადღებით მიუდგებით იმას თუ რა ხდება გარშემო, თავს აარიდებთ ყოველდღიურ შფოთს. ასევე, თუ ყურს დაუგდებთ საკუთარ შინაგან ხმას, გაჩნდება მრავალ კითხვაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა. ამიტომ არ გაუშვათ ხელიდან ასეთი შანსი.
ამ დღეს კარგია მუსიკის მოსმენა, ცვლილებები და ბუნებასთან კონტაქტი. დღე წარმატებულია ყველანაირი სამუშაოსათვის, დარგვა-დათესვისათვის, მშობლებთან და უფროს ნათესავებთან ურთიერთობისათვის. უკუჩვენება აქვს ლოთობას, ჰიპნოზს, ყოველგვარ გონებადაბინდულობას, ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
დღე დაკავშირებულია მერწყულთან. ესაა აღმოჩენების დღე. აქ მოდის წინასწარმეტყველური სიზმრები, ნათელხილვა. ესაა დღე, როცა იბადება იდეები, ინტუიცია კი მძაფრდება ტელეპატიამდე.
მთვარის ოცდამეშვიდე დღეს მოაქვს უკეთესი მომავლის რწმენა. აქ უსმინეთ მელოდიურ მუსიკას ან დღე გაატარეთ ბუნებაში. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ახლობლებსა და ნათესავებს. აკრძალულია სასაფლაოზე გასვლა. არც შეიძლება ქორწინება. იმისათვის რომ დალაგდეს ოჯახური ცხოვრება, ქორწილის დანიშვნა ჯობია მთვარის ციკლის მე-2, მე-7 ან 21-ე დღეს.
რაციონიდან აუცილებლად ამოიღეთ ციტრუსები და კარტოფილი ყველა სახით. იმისათვის რომ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა, ამ დღეს არ შეიძლება დონორობა, ცეცხლთან ხუმრობა. არ უმკურნალოთ მუხლებს, ეს დღეს არ იქნება ეფექტური. დღის ენერგეტიკამ შესაძლოა გამოიწვიოს ტრომბოფლებიტის გამწვავება, ასევე სისხლის მიმოქცევის პრობლემები. დღეს მთვარე არ წყალობს იმ ადამიანებს, ვინც ხშირად იწონებს თავს სარკეში.
ამ დღეს დაბადებულ ადამიანებს აქვთ უდიდესი სწრაფვა მოგზაურობისაკენ, ასევე მისტიკისა და ადამიანთა მკურნალობისაკენ.
ამ დღეს ყველანაირი სამუშაო სადაო გახდება. ამიტომ ჯობია ეს დრო დაუთმოთ ძველი, გადაუჭრელი საკითხების მოგვარებას. მითუმეტეს რომ სწორედ ამ დღეს ჩნდება კარგი შესაძლებლობა ყველაფრის სხვა კუთხიდან შესაფასებლად და ისეთი რამის აღმოსაჩენად, რაც ადრე გამოგრჩათ მხედველობიდან. სასარგებლოა უფროსი თაობის ადამიანებთან ურთიერთობა, რაც დაგეხმარებათ ცხოვრებისეული სიბრძნის მიღებაში.
ეს დღე დაფარული ცოდნის მიღების, სამყაროს აღმოჩენის დღეა. რეკომენდირებულია მედიტაცია, რადგან ამ დღეს შესაძლოა ინტუიციური გაღვიძება. ეცადეთ შეინარჩუნოთ ოდნავ მოდუნებული მდგომარეობა, ჩაუღრმავდეთ თქვენს შინაგანს. კარგია თუ ამ დღეს გზაში გაატარებთ.
ეს დღე ინახავს საიდუმლო ცოდნას, ხსოვნას სულის ევოლუციის ეტაპების, მთვარის წინა დღეების შესახებ. ამ სამყაროში აუცილებელია საკუთარი თავის, ადგილისა და დანიშნულების პოვნა, ასევე საკუთარი ცოდნის გადაცემა სხვათათვის.
ჯანმრთელობა და მკურნალობა:
სამედიცინო კუთხით დღე დაკავშირებულია წვივთან, ხოლო რეკომენდაციების მუდმივი დარღვევა შესაძლოა დასრულდეს ტრომბოფლებიტითა და ლიმფური დაავადებებით.
მთვარის ოცდამეშვიდე დღე კარგი პერიოდია გამაჯანსაღებელი და საერთო გამაძლიერებელი პროცედურებისათვის, თუმცა აქაც სიფრთხილეა საჭირო. მთვარის ამ დღეს სასარგებლოა მარხვა და შიმშილობა. კარგია ორგანიზმს მიაწოდოთ ფიზიკური დატვირთვა, მაგრამ მათი ინტენსიურობა უნდა იყოს ზომიერი.
მთვარის ოცდამეშვიდე დღეს ყურადღებას ითხოვს თქვენი საერთო ემოციური მდგომარეობა. ნერვული სტრესების პროფილაქტიკა და დაძაბულობის მოხსნა ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, რაც დღეს შესაძლოა დაირღვეს. ამასთან დაკავშირებით მისასალმებელია დრო დაუთმოთ სხვადასხვა მეთოდიკებს, სასულიერო პრაქტიკებს, მედიტაციას, იოგას. ამასთანავე, არაა რეკომენდირებული სინთეტიკური წამლების მიღება. შეძლებისდაგვარად ჩაანაცვლეთ ისინი მათი ბუნებრივი ანალოგებით.
ამ დღეს სუსტია ლიმფური სისტემა. ამიტომ თავი აარიდეთ ორპირებს, ცივ წყალსა და ნესტს. ამას გარდა, არაა რეკომენდირებული წვივის მკურნალობა და სისხლის ჩაბარება-დონორობა. მთვარის ამ დღის ავადმყოფობებს ახასიათებთ მკვეთრად გამოვლენილი სიმპტომატიკა და როგორც წესი ადვილად ემორჩილებიან მკურნალობას.
სუსტია ლიმფური სისტემა, წვივები. ითვლებამ რომ ამ დღეს როგორც არასწორი ცხოვრების წესის შედეგი, შესაძლოა მოხდეს სითხეების მიმოქცევის დარღვევა, ლიმფოკვანძების ანთება, დაიწყოს ლიმფური სისტემისა და სისხლის დაავადებები. ამ დღეს უარი უთხარით დონორობასა და ქიმიურ წამლებს.
დღეს ყველაზე სუსტია გრძნობის ორგანოები. ყურადღებით იყავით თავის არის, თავის ტყინის, ყურების მიმართ. განსაკუთრებულად აკონტროლეთ თვალები და არტერიული წნევა. ეს დღე ერთერთი ყველაზე სასიკეთოა სამკურნალო შიმშილობისათვის და ორგანიზმის გაწმენდისათვის.
საკვები:
მთვარის ოცდამეშვიდე დღეს სასურველია კვებაში თავშეკავების დაცვა. ითვლება, რომ დღეს საჭიროა რაციონიდან კარტოფილისა და ციტრუსის გამორიცხვა. სასარგებლოა სამარხვო საკვები. განსაკუთრებით იკრძალება ალკოჰოლი.
მაგიური წესჩვეულებები და რიტუალები:
დღეს ძალიან ძლიერია წყლის სტიქიის დამანგრეველი ასპექტი, ამიტომ თავი აარიდეთ წყალთან დაკავშირებულ ყველა სამუშაოს უარყოფითი ტენდენციით. დღეს ტარდება თვითგანვითარების რიტუალები, ხდება ცოდნის გაღრმავება, კეთდება ჯადო სიყვარულზე და სიძულვილზე, ჯადოს მოხსნა. ასევე, წყლის სტიქიასთან და მის ენერგიასთან მუშაობა, წყალზე მედიტაცია, წყლის დამუხტვა, წყლის საშუალებით ავადმყოფობის, გათვალვის, წყევლის შესახებ ინფორმაციის წაშლა, წყლის სტიქიით გასუფთავება. აქ კარგია მაგიური კვერთხით, ხის საგნებით მუშაობა, პანტაკლების დამზადება მოსავალზე, ვაჭრობაზე და მეგობრობაზე.
მთვარის ოცდამეშვიდე დღე თქვენ გაჩუქებთ შესანიშნავ ბავშვს. ამ დღეს დაბადებულნი ბავშვობიდან დაბრძენებულები არიან საკუთარ ასაკთან შედარებით და ხშირად აოცებენ გარშემომყოფებს თავიანთი საქციელითა და აზრებით, რომლებიც ეფუძნება საკმაოდ გონივრულ განსჯას. ასეთი ადამიანებისათვის ხელმისაწვდომია დაფარული ცოდნა და ხშირად გვეჩვენება, თითქოს ისინი თავად არიან ამ ცოდნის სათავე. მათ აქვთ საინფორმაციო ველის გამოყენების უნარი, სუფთა ინტიუციურ დონეზეც კი. შესაძლებელია ინტუიციური შთაგონებაც. ამიტომ კარგია მედიტირება, ლოცვა. დღე სასიკეთოა ყველანაირი სამუშაოსათვის, დარგვა-თესვა. ეძებეთ ახალი გზები უფროს თაობასთან ურთიერთობისათვის.
მუშაობისას მნიშვნელოვანია არ გაჩერდეთ ერთ ადგილას, ეძებეთ საკითხების გადაწყვეტის ახალი გზები, გადაიხადეთ ვალები, შეიმეცნეთ სამყარო.
სასურველია კითხების დასმა ფინანსებისა და საზღვაო მოგზაურობის შესახებ, ასევე მეტეოროლოგიურ საკითხებზე. შესანიშნავი პერიოდია სამკითხაო ისტრუმენტების საკურთხებლად.
ამ დღეს ძალიან ძლიერია წყლის სტიქიის დამანგრეველი ძალები. ამიტომ რიტუალები, ჯადოსა და თვალის მოხსნა, ტარდება წყლის გამოყენებით. ასევე, ჯადო კეთდება მკვდარი წყლით.
მთვარის ოცდამეშვიდე დღე ხელს უწყობს საკრალური ცოდნის მიღებას. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ მიწის ენერგოინფორმაციულ ველზე დაჯდომა და რაღაც ისეთი მნიშვნელოვანის გაგება, რაც გაინტერესებთ. მიწის ენერგოინფორმაციული ველი ესაა გიგანტური განძი, ინფორმაცია ყველაფრის შესახებ რაც იყო, არის და იქნება. მასთან წვდომის მიღება შესაძლებელია ყველა დღეს, მაგრამ დღეს ეს განსაკუთრებით იოლია ვიდრე ოდესმე. და როგორ ავეწყოთ ენერგოინფორმაციულ ველზე?
პირველ რიგში საჭიროა შინაგანი ინფორმაციული ნაკადის შეზღუდვა. კომუნიკაცია დაშვებულია იმ დოზით, რა დოზითაც გნებავთ, მაგრამ ტელევიზორსა და რადიოს ნაკლებად უსმინეთ. უკეთესია თუ საერთოდ არ ჩართავთ მათ. განსაკუთრებით სახიფათოა სიტყვის ჰიპნოზურ ველში მოქცევა. ხოლო ასეთი ზემოქმედების ერთერთი გავრცელებული ხერხია რადიოსა და ტელევიზორის მოსმენა საქმის კეთების პარალელურად, ანუ როცა ეთერი ფონს წარმოადგენს. ამ დროს გონებაში ყველაფრის ჩაბეჭდვა იოლია, რადგან სხვა საქმით დაკავებული ვერ ახდენთ ინფორმაციის კრიტიკულ შეფასებას. და თუ მაინც ჩართული გაქვთ რამე, მოუსმინეთ მაინც, თუმცა ცოტა ხნით.
ამ დღეს ასევე არაა რეკომენდირებული დიდი ხანი ძილი და ბევრი ჭამა. იმისათვის რომ მიიღოთ ნათელხილვა, საჭიროა სიფხიზლე. ხოლო თუ გადატვირთეთ კუჭი, მთელი თქვენი ყურადღება კონცენტრირებული იქნება საკვების მონელებაზე.
და კიდევ, გამოიყენეთ ვერბალური მაგია, განსაკუთრებით კარგია ლოცვა და მუსიკა. ყველაფერს ჯობია კლასიკური მუსიკა, რადგან მას გონება შეყავს უმაღლეს, სულიერ მდგომარეობაში. ლოცვა უნდა იყოს ისეთი, რომ მასში ჩადებულ იქნას თხოვნა არა მხოლოდ თქვენს შესახებ. ითხოვეთ სხვებისთვისაც, რათა მიიღოთ ბევრი.
ასევე, იმედიტირეთ შინაგან გასხივოსნებაზე. გთავაზობთ ორ ასეთ მედიტაციას. მაგრამ არაა საჭირო მედიტაციის დროს სპეციალურად ელოდოთ რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას, რაიმე კითხვებზე პასუხს, პრობლემების გადაჭრის მზა გეგმას. არ დაიძაბოთ ამისათვის. გაანთავისუფლეთ საკუთარი გონება და ყველა საჭირო ინფორმაცია მოვა თავისთავად, თანაც სრულიადაც არაა აუცილებელი ეს მოხდეს მედიტაციის დროს. ის შესაძლოა მოვიდეს მის შემდეგ ან სულაც სიზმარში.
მედიტაცია - „ენერგიის ტბა“
იპოვეთ ადგილი, სადაც შეძლებთ სიჩუმეში განმარტოვებას 20-40 წუთით. მიიღეთ კომფორტული პოზა, დახუჭეთ თვალები. ეცადეთ ზურგი და თავი გეჭიროთ სწორად. აქ არაფრის კეთება არ არის საჭირო და არც არაფერზე იფიქროთ. უბრალოდ ზიხართ და აკვირდებით საკუთარ სუნთქვას.
ჩასუნთქვისას იგრძენით თუ როგორ ეხება ჰაერი ცხვირის ნესტოებს და გაყევით მას. თქვენ აღმოაჩენთ წერტილს, სადაც სუნთქვა წამიერად ჩერდება და ისევ განაახლებს მოძრაობას ამოსუნთქვაში. მიყევით ამ მოძრაობასაც და ისევ იგრძენით თუ როგორ ეხება ნესტოებს ახლა უკვე ამოსუნთქული ჰაერი. აზრობრივად მიყევით მას და ისევ აღმოაჩენთ წერტილს, სადაც სუნთქვა ჩერდება და ისევ განაახლებს ციკლს: შესუნთქვა-გაჩერება-ამოსუნთქვა-გაჩერება... აქ ეს გაჩერებაა უმთავრესი მომენტი. როცა სუნთქვა ჩერდება, თქვენ შეგიძლიათ შეეხოთ ღმერთს, სამყაროს და მიიღოთ დაფარული ცოდნა. მაგრამ სუნთქვა არ შეიკავოთ ნების ძალით, ასე ყველაფერს გააფუჭებთ. ისუნთქეთ ყელაზე ჩვეულებრივ რითმში, საშუალება მიეცით სუნთქვასაც და შეჩერებებსაც იყოს ბუნებრივი. პაუზა ნელნელა გაიზრდება. ეს შუალედი წუთამდე მივა, შემდეგ რამოდენიმე წუთამდეც. ანუ, პაუზა და რამოდენიმე წუთი არ იქნება ამოსუნთქვა, სამყარო გაჩერდება, დრო გაჩერდება, აზრთა ნაკადიც შეჩერდება. მედიტაციისას თქვენ გაგიჩნდებათ რაღაც აზრები, გრძნობები, შეგრძნებები, შესაძლოა გაიგონოთ რაღაც ხმები. აზრები და შინაგანი გამაღიზიანებლები განიხილეთ როგორც ცაზე მოგორავე ღრუბელი. თქვენ მას არ უარყობთ, მაგრამ არც მიჯაჭვული ხდებით მასზე. როცა გაჩნდება არჩევანი თუ რას დააკვირდეთ, დაუბრუნდით სუნთქვაზე დაკვირვებას. გახსოვდეთ, მედიტაციისას არ უნდა ხდებოდეს არაფერი განსაკუთრებული. აქ არაა არც წარმატებები, არც დამარცხებები. ესაა მომენტი, როცა უბრალოდ ზიხართ და არ აკეთებთ არაფერს, აკვირდებით სუნთქვას, თქვენ ხდებით ენერგიის ჩუმი ტბა. ეს ტბა ნელნელა იზრდება და რაღაც მომენტში ენერგია ისე ბევრდება, რომ იწყებს საზღვრებიდან გადმოღვრას და სწორედ აქ იძენთ განსაკუთრებულ მგრძნობელობას.
ჩაატარეთ ეს მედიტაცია ერთხელ ამ ორჯერ მთვარის ოცდამეშვიდე დღეს, მაგრამ ეს უნდა გააკეთოთ ჭამის შემდგომ არაუმეტეს ერთი საათისა და დაძინებამდე არაუგვიანეს ერთი საათისა.
მედიტაცია - „ლოცვა“
ეს პატარა მედიტაციაა, თავისებული ლოცვა.
დაჯექით „თურქულად“, ხელები დაიწყვეთ მუხლებზე, ხოლო ხელის გულები განალაგეთ თასისებურად. ეს ერთერთი უძველესი პოზაა, რომელსაც აპრაქტიკებდნენ ყველა უდიდესი ხელდებულები. ეს მდგომარეობა განაპირობებს სხეულში ენერგიის სწორად დინებას, კოსმოსიდან ენერგოინფორმაციის ნაკადების მგრძნობელობას.
იჯექით ამ პოზაში და დაელოდეთ, თითქოს ელოდებით სატელეფონო ზარს. სწორედ ასეთი ხასიათი შეინარჩუნეთ, არ იფიქროთ არაფერზე, უბრალოდ დაელოდეთ, არ დასვათ არავითარი კითხვები სამყაროსთან. რამოდენიმე წუთში თქვენ იგრძნობთ, რომ გარს გარტყიათ სრულიად განსაკუთრებული ენერგია. ის ისევე გეცემათ ზემოდან, როგორც წვიმა მიწას, აღწევს რა უფრო და უფრო ღრმად თქვენს სხეულში. თქვენ ახლა ღია ხართ სამყაროსათვის. იჯექით ამ მდგომარეობაში 15 წუთიდან 1 საათამდე, რამდენსაც შეძლებთ.
დღეს გაძლიერებულია კონტაქტი მიწის ენერგოინფორმაციულ ველთან, რომელიც ჩვენ გვაწვდის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას და აკორექტირებს ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებს. ამიტომ ეცადეთ შეძლებისდაგვარად იმედიტიროთ. თუ საერთოდ არ გაქვთ ამისი დრო, წაიკითხეთ ლოცვა. ისევე როგორც მთვარის მე-4, მე-6, მე-7, მე-12 დღეებში, დღეს ის განსაკუთრებულად მოქმედია.
განსაკუთრებული გაფრთხილება:
არაა რეკომენდირებული სარკეებთან მუშაობა, ხერხემლის მკურნალობა. არ შეიძლება მივეცეთ სევდასა და ნაღველს.
დღის ნიშნები:
მოერიდეთ სარკეში ჩახედვას, რათა არ გაგიჩნდეთ არასრულფასოვნების კომპლექსი. დღეს ჯობია საერთოდ არ გაეკაროთ მას.
მედიტაცია:
რეკომენდირებულია მედიტაცია, რადგან დღეს შესაძლებელია ინტუიციური გამოღვიძება.
ამ დღეს ჩასახული ბავშვი დაემზგავსება მშობლებს, თუ ეს უკანასკნელნი რბილი ხალხია. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ბავშვი იავადმყოფებს საშიში დაავადებებით და მიდრეკილი იქნება ინფექციებისაკენ. მაგრამ იქნება კეთილი, საყვარელი და მზრუნველი. მისი ცხოვრება დაეთმობა ახლობლებზე ზრუნვასა და მოგზაურობას. მაგრამ მისი აღზრდისას ძალიან მომთმენიც ნუ იქნებით, თორემ კეთილი და სამართლიანი ბუნება შეიცვლება უხეშ, ანგარებიან და გიჟ არსებად.
მათთვის, ვინც დაიბადა მთვარის ოცდამეშვიდე დღეს.
ითვლება, რომ მთვარის ოცდამეშვიდე დღეს იბადებიან მასწავლებლები, მკურნალები (ნეპტუნი განაგებს წამლებს), მაგები. ამ დღის ადამიანები ცხოვრობენ მუდმივი ცვლილებებისა და რყევების მდგომარეობაში. შესაძლოა იყონ შემეცნების სურვილით აღრტინებული მოგზაურები, მოხეტიალენი, მისტიკოსები, ფანტაზიორები, მკურნალები. განვითარების უმაღლეს დონეზე ისინი არიან იდეალური სიყვარულის შემძლე ადამიანები, უმდაბლეს საფეხურზე-ლოთები და ნარკომანები. ამ ადამიანების ამოცანაა ნების ძალის გამოვლინება, რათა გაექცნენ უმდაბლეს სამყაროს და დაეუფლონ კოსმიურ ცოდნას.
ჩვეულებრივ, მთვარის ოცდამეშვიდე დღეს დაბადებულები მიდრეკილნი არიან ყველაფერი მისტიურისაკენ, ინტერესდებიან ეზოთერული სკოლებით და სხვადასხვა სულიერი მეთოდიკებით. შედეგად ისინი მუდმივ ძიებაში არიან, რომელსაც თან ახლავს მერყეობა, ეჭვი და ცვლილებები. და თუ ამ დროს ისინი ყველაფერს მიუშვებენ თვითდინებით, გადაიქცევიან სუსტი ხასიათის, სხვებზე დამოკიდებულ, დამღუპველი მავნე ჩვების მქონე ადამიანებად. ამიტომ რეკომენდირებულია ბავშვობიდანვე ჩავუნერგოთ მათ პასუხისმგებლობა საკუთარ საქციელზე. ვასწავლოთ გადაწყვეტილების მიღება სიტუაციის აწონდაწონვის საფუძველზე, პირობის ან მიცემული სიტყვის შესრულება, მიზნის დასახვა და მისკენ მიზანსწრაფვა. ეს შეძენილი თვისებები სულიერი განვითარების პარალელურად მათ დაეხმარება ცხოვრებისეული წინააღმდეგობების გადალახვაში, ნების გაძლიერებაში და საბოლოო ჯამში ფასეული გამოცდილებისა და მიღებული ცოდნის ეფექტურად გამოყენებისათვის. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ ისინი პირადი ილუზიების დალაგებასა და საკუთარი ცხოვრების მართვის შესაძლებლობის მიღებას. ამ მიზნით მათთვის მისაღებია სხვადასხვა მედიტაციის პრაქტიკები, იოგა, საბრძოლო ხელოვნება, მეთოდური სამუშაოები ენერგეტიკასთან.
მთვარის ოცდამეშვიდე დღეს დაბადებული ადამიანები შემოქმედებითად განვითარებულები არიან. აქვთ ნატიფი გემოვნება, არიან ძალიან მუსიკალურები, ერკვევიან ხელოვნებაში. თავიანთი ბუნებით ღვთისგან ფანტაზიორები არიან, გამოგონებების ოსტატები, მეოცნებეები. ამავდროულად ეს ძალია რომანტიული ხალხია.
მთვარის ოცდამეშვიდე დღეს დაბადებული ადამიანები ატარებენ დაფარულ ცოდნას, მაგრამ მას სხვადასხვაგვარად იყენებენ. ხშირად არიან მერყეობის მდგომარეობაში, შფოთავენ, ამიტომ ცოტას ლაპარაკობენ და ხშირ შემთხვევაში ვერ ახდენენ საკუთარი პოტენციალის რეალიზებას. ისინი, ვინც დადგნენ განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე, არიან მკურნალები და უმაღლესი სიყვარულის მატარებლები, რადგან 9-ეს ვენერას უმაღლესი ჰიპოსტაზია და წარმოადგენს უმაღლეს სიყვარულსა და ჰარმონიას. ამ დღეს დაბადებული ადამიანები შესაძლოა გახდნენ ვერბალური მაგები. ანუ, ზემოქმედებდნენ სამყაროზე და სხვა ადამიანებზე სიტყვის, ლოცვის მეშვეობით. ამ დღის განუვითარებელი ადამიანების ცხოვრება კი ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე გაივლის.
მთვარის ოცდამეშვიდე დღის ადამიანების ამოცანაა მედიტაციის, კოსმიური არსის ათვისება, მაგრამ ამისათვის უნდა გამოავლინონ დიდი ძალისხმევა და ნება, რათა არ ჩარჩნენ დაბალ სამყაროში. ამ გზაზე მათ დაეხმარება ლოცვა, ვერბალური მაგია, თეთრი მაგია.
სიზმრები:
ამ დღეღამის სიზმრები ახდება. მათ შეუძლიათ ინტუიციური გაღვიძების მოტანა, საგნების, გარშემომყოფი ადამიანების, მიმდინარე მოვლენების ჭეშმარიტი არსის გახსნა. მაგ. თუ ვინმეს ღალატსა და ვერაგობაზე გაქვთ ეჭვი და გესიზმრებათ რომ მას ხელში აყვანილი გამოყავხართ ცეცხლიდან, ესეიგი თქვენი ეჭვი უსაფუძვლოა. ეს ნამდვილი მეგობარია და მას შეგიძლიათ ენდოთ.
მთვარის ოცდამეშვიდე დღეს თქვენ ძალიან მგრძნობიარე ხართ გარესამყაროს მიმართ. ამასთან დაკავშირებით მძაფრდება ინტუიცია, ამიტომ ამ დღეს კარგია ყურადღება მიაქციოთ საკუთარ შინაგან ხმას. ამასთანავე შესაძლებელია ჭეშმარიტი რეალობის დანახვა. მთვარის ოცდამეშვიდე დღის სიზმრები დაგეხმარებათ პირველი ნაბიჯების გადადგმაში საკუთარი ილუზიების დასანგრევად და მიმდინარე მოვლენების ჭეშმარიტი არსის დასანახად.
მნიშვნელოვანია არამარტო დანახვა, არამედ იმ ინფორმაციის გამოყენება, რომელსაც სიზმარში გვაწვდის ჩვენი ქვეცნობიერი. მთვარის ამ დღის სიზმრები ითხოვენ ზუსტ ინტერპრეტაციას, რადგან ძალიან სიმბოლურ ხასიათს ატარებენ. საერთო ჯამში ამ ღამის სიზმრები აჩვენებს, თუ რამდენად ღრმად ხართ შესული საკუთარ ილუზიებში და მზად ხართ მატერიალური სამყაროს აღსაქმელად. ამიტომ, სიზმრის ასახსნელად კარგი იქნება პროფესიონალების დახმარება. ამ დღის სიზმრები დიდი ინფორმაციის მატარებელია და ახდება. ზოგჯერ ის ააშკარავებს მოვლენებისა და ადამიანების ინტუიციურ მხარეეს. ამ დღეს არა მარტო სიზმარი ახდება, არამედ მინიშნებაც.
ქვები:
ზურმუხტი, სელენიტი, ჩარიოდი, ლაზურიტი, მალაქიტი, მეწამული გამჭვირვალე ამეთვისტო, ადულარი, ვარდისფერი და ჟოლოსფერი კვარცი, წითელი მარჯანი.