top of page
Sphere on Spiral Stairs

მთვარის XXVIII დღე

მთვარის XXVIII დღე

სიმბოლოები:

ლოტოსი, ყვავილი, დუმფარა, შროშანი.

დღის მახასიათებლები და მნიშვნელობები:

მთვარის ოცდამერვე დღე ესაა მიწიერი ცხოვრების პირადი გზა და მიწიერი მიზნების მიღწევის საქმეში საკუთარი ძალისხმევის შეფასება. ეს სასიკეთო დღეა, მზის დღე, სადაც შესაძლებელია სულიერი გამოფხიზლება, მიმდინარეობს რა სულის ალქიმია. ესაა უმაღლესი ჭეშმარიტების შეცნობის, სულიერი გონის, ფიქრის, ყველა ჩაკრის გახსნისა და მათზე მუშაობის, სიზმრებზე მუშაობის დღე (მათ შორის წინასწარმეტყველურზეც).

ამ დღეს მთავარია შეინარჩუნოთ ამაღლებული განწყობა და ეცადოთ რომ აზრები და ქმედებები გქონდეთ  კეთილი და სუფთა. ასევე გახსოვდეთ, რომ მზარდი მთვარის პერიოდში დაგროვილი ენერგია თითქმის გამოილია და მისი უნიჭოდ დახარჯვა წვრილმან საყოფაცხოვრებო პრობლემებზე (ჩხუბი, საყვედურები) არ შეიძლება. დღე არაა განკუთვნილი  აქტიურობისათვის, ამიტომ არაა რეკომენდირებული საბედისწერო გადაწყვეტილებების მიღება (ქოწინება, სახმსახურისა და საცხოვრებელი ადგილის ცვლილება და სხვა.).

მთვარის ამ დღეღამეში სასიკეთოა მიწის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, სახლის სერიოზული გადაკეთება ან დიდი რემონტის წამოწყება და ა. შ.  სასარგებლოა მცენარეების დარგვა და კეთილი აზრების დათესვა, მაგრამ არ შეიძლება ხეების მოჭრა, ყვავილების მოწყვეტა (მათი ჩუქებაც კი). რეკომენდირებულია შიმშილობა სითხეებით. ძალიან მნიშვნელოვანია ცოდნის გაფრთხილება. ამ დღეს ჯობია ნაკლები იკითხოთ და არ იყოთ კაშკაშა სინათლეზე.

ესაა მზის დღე, ჯადოქრობის ქალღმერთის ჰეკატას პირველი დღე.  მშვიდობის აღდგენის, წონასწორობის, სამართლიანობის, გულმოწყალების, დახმარების, ჯილდოსა და დამსახურებული კეთილდღეობის მიღების დღე. სულიერი გამოფხიზლებისა და სულის ალქიმიის  დღე.

ესაა ერთერთი ყველაზე სასიკეთო დღე. მთვარის ამ დღის ენერგეტიკა ძალიან ჰარმონიულია. ის ადამიანზე სასიკეთოდ, გამაჯანსაღებად, გამწმენდად  მოქმედებს. მთავარია ამ დღის ენერგეტიკის ტალღაზე ყოფნა, მისი ჰარმონიის შენარჩუნება საკუთარი საქციელით. ამიტომ დღეს საჭიროა შეინარჩუნოთ ამაღლებული განწყობა და ეცადოთ რომ აზრები და გადაწყვეტილებები გქონდეთ კეთილი. არ შეიძლება სულ მცირე დამანგრეველი საქციელის ჩადენაც კი. მაგ. არ შეიძლება მიწის თხრა, ყვავილების მოწყვეტა და მწერების დახოცვა. დღე არაა განკუთვნილი ზედმეტი აქტიურობისათვის, ესაა ფიქრის დღე. არ მიიღოთ არავითარი გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით მოულოდნელი. თუ მოინდომებთ მთვარის ამ დღეღამეში შეძლებთ რაღაც სრულიად ახლის გაგებას. აქ შესაძლოა თქვენი არსებობის უმაღლეს აზრსაც კი ჩასწვდეთ.

მთვარის ოცდამერვე დღე მთვარის ციკლის ბოლო სასიკეთო დღეა. ეს ძალიან ჰარმონიული და კარგი პერიოდია, რომელიც გვმუხტავს დადებითი ენერგიით და შესაფერისია აქტიური ქმედებებისათვის. რამდენიმე ენერგოდანაკარგების მატარებელი დღის შემდგომ, დღეს იგრძნობთ ახალი ძალების შემოსვლას. დღე მიმდინარეობს მერწყულისა და თევზების ნიშნის ქვეშ. პირველი განასახიერებს სიბრძნის გამარჯვებას ინსტიქტებზე, გადასვლას სულიერი განვითარების  უფრო მაღალ საფეხურზე. ხოლო თევზების ნიშანი თავის მხრივ სიმბოლოა მიმდინარე მოვლენებისა, ადამიანური და კოსმიური ცოდნის ერთიანობისა, და წარმოადგენს მატერიალური და სულიერი სამყაროების შეხვედრის ადგილს.

მთვარის ოცდამერვე დღე ითხოვს გააზრებულობასა დ კონცენტრაციას. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია სულიერი წონასწორობის შენარჩუნება, ყურადღება საკუთარი ემოციონალური მდგომარეობის მიმართ, საკუთარი ფიქრებისა და ქმედებების კონტროლი. დღეს კატეგორიულად იკრძალება ყველანაირ ნეგატივზე აყოლა, ასევე მისი გამოვლინება, განსაკუთრებით მოერიდეთ ჩხუბს, არ გაბრაზდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში არის ძალების ფუჭად დახარჯვის რისკი, აგრეთვე ეს შესაძლოა ფიზიკურ დონეზეც აისახოს.

დღის სიმბოლოა ლოტოსი, რომელიც განასახიერებს აღდგომას, შექმნას, ნაყოფიერებას, განახლებასა და უკვდავებას, ასევე სიკვდილსა და სიცოცხლეს, მატერიასა და სულს, ყველაფრის საფუძველს.  ხოლო მისი ზრდა, სულიერი განვითარების სიმბოლოა. ანუ, მთვარის ოცდამერვე დღე ესაა შინაგანი გარდასახვისა და სულიერი განვითარების, დაფარული ცოდნის შემეცნების, ფიქრის პერიოდი. დღე, როცა ადამიანებს ხელეწიფებათ საკუთარი კავშირის აღმოჩენა გარესამყაროსთან,  სულიერების შეგრძნება. შესაძლოა ნათელხილვა და გონების გაბრწყინება, ისეთი ჭეშმარიტებების აღმოჩენა, რომელთაც შეუძლიათ თქვენი მსოფლმხედველობის გადატრიალება.

მთვარის ოცდამერვე დღეს რეკომენდირებულია განსაკუთრებული ყურადღება სულიერი სისუფთავის მიმართ. კარგია სულის სიმტკიცის გამოვლენა, სიამაყის დაოკება, შინაგანი სისუფთავის დაცვა, წყენებისა და სიბრაზის შენდობა. ამ დღეს არ შეიძლება არავითარი ზიანის მიყენება ყველაფერი ცოცხალისათვის. ითვლება, რომ ეს ალქიმიის დღეა, ანუ სულს შეუძლია წინა ჰიპოზტაზების გახსენება. კარგი პერიოდია საკუთარ ასტრალურ სხეულთან სამუშაოდ.

ეს მთვარის თვის ერთერთი საუკეთესო, სუფთა და ნათელი დღეა. მისი ენერგეტიკა ძალიან ჰარმონიულია, რომლის დარღვევაც არავითარ შემხვევაში არ შეიძლება უხეში ქმედებით. თუმცა ეს დღე კარგია მიწიერი საქმეებისათვის: სახლის ყიდვა, რემონტის კეთება,  მცენარეების დარგვა. ასევე რეკომენდირებულია მედიტაცია,  შემეცნება, ჩაკრების გახსნა.

არამეგობრული ადამიანი ამ დღეს შესაძლოა ავად გახდეს. აქ სუსტია მგრძნობელობის ორგანოები, განსაკუთრებით მხედველობა. გაუფრთხილდით თავის ზონას, ტვინს, თვალებს, ყურადღებით იყავით არტერიული წნევის მიმართ. მთვარის ოცდამერვე დღე ჰეკატას დღის დასაწყისია, ამიტომ ის ერთერთი საუკეთესოა განწმენდისათვის, შიმშილობისათვის, კრიზისიდან გამოსვლისათვის.

დღე უკავშირდება მერწყულის გადასვლას თევზების ნიშანში. ესაა დადებითი, სუფთა,  სულის ალქიმიის დღე.  აქ რეკომენდირებულია სიზმარში მიღებული ინფორმაციის გამოყენება. დღეს ახასიათებს წინასწარმეტყველური სიზმრები, კარგია მათზე მუშაობა და შესაძლებელია სიზმრების შეკვეთაც კი.

მთვარის ოცდამერვე დღე ითხოვს ემოციებზე კონტროლს. აქ საჭიროა დადებითი განწყობა. კარგი ენერგეტიკაა მცენარეთა დარგვისა და მოვლისათვის. ამავდროულად ყვავილების მოწყვეტა და ჩუქება არაა რეკომენდირებული. მიწიერ საქმეებში კარგია სტაბილურობა და საქმიანი აქტივობა. მაგ. შესაძლებელია სახლის შეძენა მომგებიანად, ეკონომიური, მაგრამ ხარისხიანი რემონტის გაკეთება.

დღემ  შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიოს მხედველობაზე, ამიტომ გაუფრთხილდით თვალებს. ადამიანებს, რომლებსაც აწუხებთ ჰიპერტონია ან ჰიპოტონია, სიმშვიდის დაცვა მართებთ.

დღე ი ყველანაირი მიწიერი საქმიანობისათვის: ავტომობილის შეძენიდან დაწყებული სახლის რემონტამდე. აქ შესაძლებელია ჯანმრთელობის დასუსტება (არა სერიოზული). დღეს გამოგადგებათ პარტნიორის რჩევები, რომლებიც აგარიდებენ უსიამოვნებებს, ამიტომ ღირს მათი მოსმენა და მიღება. დღეს იმუშავეთ სიზმრებთან, ასტრალურ სხეულთან, ნათელხილვასთან. აქ ადამიანი სიზმრებში ან მედიტაციის პროცესში აღმოაჩენს თავის წინა ინკარნაციებს. დღე სასიკეთოა მნიშვნელოვანი საქმეების დასაწყებად. მაგრამ თავი შეიკავეთ ყველანაირი ენერგოდანაკარგებისაგან, იქნება ეს ფიზიკური თუ სულიერი. არ გადატვირთოთ არც სხეული და არც გონება.

მთვარის ამ დღეს ხდება თვის განმავლობაში დაგროვილი ენერგიისა და ინფორმაციის ათვისება. დღეს შესაძლოა მიიღოთ ამ  თვის განმავლობაში ჩადენილი ქმედებების შედეგები, ან შეიმეცნოთ რაღაც მნიშვნელოვანი, რაც ეხება თქვენს ცხოვრებას, მათ შორის მატერიალური პრობლემების მიზეზს, რადგან ყველა პრობლემის უკან დგას რაღაც გაკვეთილი. ჩვენ ყველა გავდივართ ცხოვრებაში რაიმე სახის გაკვეთილებს, ანუ ვანვითარებთ საკუთარ თავში რაიმე თვისებებს ან უნარებს, რათა გადავიდეთ სემეცნების  უფრო მაღალ საფეხურზე. ფულის არქონა, ესაა იმის სიგნალი რომ არსებობს რაღაც ამოცანა, რომლის გადაწყვეტაც მნიშვნელოვანია, თანაც მნიშვნელოვანია თავად თქვენთვის, თუმცა შესაძლოა თქვენ ეს არც იცოდეთ. ეგებ არასათქვენო საქმეს აკეთებთ, ან რაიმე თვისებების შეძენა გმართებთ და სწორედ ამისთვისაა დადგენილი უფულობის პირობები სამყაროსეულად. ფულის უქონლობის მიზეზი ყველას თავისი აქვს და ამის გაგებას მხოლოდ პირადად შეძლებთ. მთლიანობაში თქვენი ამოცანაა იყოთ ის რაც ხართ, აკეთოთ ის რაც სურს თქვენს სულს. სწორედ ასეთი სახის ინფორმაცია, საკუთარი ჭეშმარიტი დანიშნულების შესახებ, შეგიძლიათ მიიღოთ დღეს. და ეს ყველანაირად შეიძლება მოხდეს, სიზმარში, სხვა ადამიანებისგან, ნათელხილვით. სპეციალურად ამისათვის არაფრის გაკეთება არაა საჭირო. უბრალოდ შეინარჩუნეთ ცხოვრებაში სასიხარულო ცვლილებების მოლოდინი, რომელიც მალე უნდა მოხდეს და ყურადღებით იყავით ყველაფრის მიმართ, რაც ხდება თქვენს შიგნით და გარეთ.

ჯანმრთელობა და მკურნალობა:

სამედიცინო კუთხით გაუფრთხილდით თავის არეს და არტერიულ წნევას. კარგია  თვალის გამწმენდი პროცედურების ჩატარება. ეს შიმშილობისა და განწმენდის დღეა. გაუფრთხილდით მხედველობას: არ იკითხოთ და მოერიდეთ მჭახე სინათლეს. ასევე გაუფრთხილდით თავის არეს, ტვინს, არტერიულ წნევასა და შიდა ქალის წნევას.

მთვარის ოცდამერვე დღე სასიკეთო დღეა, ხელს უწყობს რა არა მარტო სულიერ განვითარებას, არამედ ფიზიკურსაც, ორგანიზმის საერთო მდგომარეობა მოჰყავს მწყობრში, აჯანსაღებს ადამიანს. დღეს სასარგებლო იქნება გამწმენდი და გამაძლიერებელი პროცედურები. დასაშვებია ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა, მაგრამ ამასთანავე საჭიროა ზომიერების დაცვა. ამ დღეს ოპტიმალური იქნება მედიტაცია და სუნთქვითი პრაქტიკები, ასევე იოგა. მთვარის ოცდამერვე დღე სასიკეთო პერიოდია ორგანიზმის წმენდისათვის, რომელიც ამ დროს ადვილად თავისუფლდება შლაკებისაგან. კარგია ოყნის გაკეთება, ბალახების ნაყენის დალევა, ორთქლის აბაზანა, ბალახეულის აბაზანა, მასაჟი. ამას გარდა ეფექტურია კანის პროცედურები.

მთვარის ოცდამერვე დღეს ზომიერება დაიცავით კვებაში. კარგი შედეგი აქვს შიმშილობასა და მარხვას. სასურველია რაციონიდან ამოიღოთ ხორცი და მარცვლეული. ხოლო ხილი და ნატურალური წვენები მხოლოდ მისასალმებელია. ასევე, მიიღეთ ბალახეულის ჩაი. იმიტომ რომ დღეს სუსტია თვალები, შეამცირეთ კომპიუტერთან მუშაობის დრო, კითხვა. გააკეთეთ თვალის ვარჯიშები. ამ დღეს დაწყებული ავადმყოფობები ჩვეულებრივ მძიმეა და ითხოვენ მკურნალობის დანიშნულების მკაცრად დაცვას. მცირე გაცივება ამ დღეს არაა საშიში და ის არ გაგრძელდება დიდ ხანს. უძილობით გატანჯულ ადამიანებს მოუხდებათ დაბინდული შუქის ყურება (5-10 წთ. 15 ვატიანი ნათურა). ეს ჰეკატას დღეების დასაწყისია, ამიტომ ის ერთერთი საუკეთესოა მკითხაობისათვის,  კრიზისიდან გამოსვლისათვის. ამ დღეს არ ღირს კბილის ექიმთან ვიზიტი.

სუსტია თავის არე, ტვინი. საყურადღებოა არტერიული წნევა.

თმის შეჭრა:

ამ დღეს საკუთარი გარეგნობის მოწესრიგება სასარგებლოა, ის მოიტანს საჭირო ხალხის მოხიბლვასა და მოზიდვას.

საკვები:

რეკომენდირებულია შიმშილობა წვენებით.

მაგიური წესჩვეულებები და რიტუალები:

ყველა ჩაკრის გახსნისა და მათთან მუშაობის დღე. ქალური მაგიის, მაგიური ოპერაციების ჩატარების დღე. საკუთარი ინკარნაციების, უმაღლესი ჭეშმარტების, სულიერი შემეცნების მიღების დღე. აქ ხდება მუშაობა სიზმარში და სიზმრებთან, მუშაობა ასტრალურ სხეულთან უმაღლეს პლანზე, ნათელხილვა, ნათელსმენა. რეკომენდირებულია ფსიქოტრენინგი, აუტოტრენინგი, მუშაობა შინაგან „მე“-სთან, პანტაკლების დამზადება სასამართლო საქმეებისათვის, ვაჭრობისათვის, წარმატებისათვის, მეუღლეებს შორის თანხმობისათვის. ასევე, ჯადოქრობისათვის საჭირო საგნების დამზადება-მომზადება: დანები, მაგიური სარკეები. რიტუალის ჩატარება შავ მაგიასთან  მუშაობის დასტურის მისაღებად. დღეს ისევე  როგორც მთვარის მე-10 დღეს,  სული სიზმარში ან მედიტაციისას შეიმეცნებს თავის წარსულ განსხეულებას. აქ რეკომენდირებულია გარედან მიღებული ინფორმაციის გამოყენება. ესაა წინასწარმეტყველური სიზმრების დღე, რომელიც დადგენილია ასტრალურ სხეულთან, ნათელხილვასთან, სიზმრებთან სამუშაოდ, ასევე სიზმარში სამუშაოდ.

აქ დასაშვებია ყველა კითხვის დასმა და ყველა ქმედების შესრულება მაგიის ფარგლებში,  თვითსრულქმნისა და ცოდნის გაღრმავების რიტუალებისათვის.

ამ დღეს ჩვენ ნამდვილად გვეძლევა შანსი შევიმეცნოთ და აღმოვაჩინოთ ცხოვრების აზრი. მიმდინარეობს ალქიმიისა და სულიერი გამოღვიძების პროცესი. შესაძლოა ჩაკრებთან მუშაობა, რადგან ისინი ამ დღეს იხსნებიან. მაგრამ სანამ ვიმუშავებთ, უნდა ვიყოთ სუფთები, ამიტომ რეკომენდირებულია სხეულის, ემოციის, აზრის გაწმენდის ყველა პრაქტიკა. აქ წარმატებულია ყველანაირი წამოწყება.

მთვარის ოცდამერვე დღე სიზმრებთან მუშაობის დღეა. სწორედ სიზმარში შეუძლია ადამიანს მიიღოს სულიერი ცოდნა და გაიგოს ცხოვრების აზრი. ეს პროცესი მიმდინარეობს მთვარის ყველა თვეს, იმისგან დამოუკიდებლად გვესმის თუ არა ეს ჩვენ. იმისათვის რომ ვიმუშაოთ სიზმრებთან, ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ვართ სწორედ სიზმარში. მაგრამ როგორც წესი, ჩვენ სიზმარში შეგნებულად ვერ ვმოქმედებთ და როცა გვსურს რამის გაკეთება, გვეღვიძება. იმისათვის რომ მოახერხოთ სიზმარში შეგნებული ქმედება, პირველ ეტაპზე ეცადეთ დაინახოთ თქვენი ხელები. ორივე ხელს დახედეთ დაძინებამდე, შემდეგ დახუჭეთ თვალები და დაიძინეთ იმ რწმენით, რომ სიზმარში იმოქმედებთ შეგნებულად. იმ შემთხვევაში თუ თქვენ სიზმარში დაინახავთ საკუთარ ხელებს გარკვევით, აღარ  გაიღვიძებთ. ასევე, კონტაქტი უნდა გქონდეთ საკუთარი მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითთან, რადგან მისი მეშვეობით ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ისევ დავბრუნდეთ საკუთარ სხეულში. თუ ძალიან გაგიტაცებთ საკუთარი სიზმრისეული ენერგეტიკული სხეულის ცხოვრება, შესაძლოა იქ გაჭედვაც, თუმცა ფიზიკურ დონეზე დარჩებით როგორც „მიცვალებული“. მაგრამ არაა საჭირო შიში. თუ მოგინდებათ მიღმიერ სამყაროში წასვლა, დროზე ადრე იქ მაინც არავინ შეგიშვებთ. ამისი მხოლოდ ინტერესი უნდა არსებობდეს. როცა სიზმარში ფრენთ, ეს ფიზიკურ დონეზე ბევრ პრობლემას ჭრის. როგორც წესი ამ შემთხვევაში  ხართ მაღალ  ენერგეტიკულ საფეხურზე და ეს იმისი მაჩვენებელია, რომ ფლობთ ნატიფ დონეს.

პროცესი რომელიც ამ დღეს მიმდინარეობს, ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი შთაგონებით, ამიტომ საჭიროა ვეცადოთ ვიყოთ ამაღლებულ განწყობაზე და დაველოდოთ ამ გამოფხიზლებას. ამ დღისათვის აგრეთვე არსებობს სპეციალური პრაქტიკები.

განსაკუთრებული გაფრთხილება:

აქ შავმაგიურ საქმეებს თან ახლავს თქვენი ან თქვენი ახლობლების მიმართ კარმული უკუგების საშიშროება! არ შეიძლება ჩხუბი და სხვებზე ცუდად საუბარი. ეს გამოიწვევს მხედველობის ან სხვა მგრძნობელობითი ორგანოების დასუსტებას.

დღის ნიშნები:

აკრძალულია ხეების მოჭრა, ყვავილების მოწყვეტა და ჩუქება, მიწის თხრა, მწერების დახოცვა.  ამ დღეს არ უყუროთ მჭახე სინათლეს და გაუფრთხილდით მხედველობას, არ მოჭრათ ხეები. სასიკეთოა მიწის, უძრავი ქონების ყიდვა, რემონტის გაკეთება და ყველაფერი ის, რაც იძლევა კარგ შედეგს.

მთვარის ოცდამერვე დღე უკავშირდება მულადჰარა ჩაკრას, თვალებსა და თავის ტვინს. სასიკეთოა თვალების გამწმენდი პროცედურების ჩატარება. კარგია შემდეგი სავარჯიშოები: დადექით ცალ ფეხზე, ხოლო ქუსლი ურტყით საკუთარ მულადჰარას, ანუ ხერხემლის ქვედა ნაწილს. ამ დღეს ერთჯერადი ასეთი ქმედებაც კი სასარგებლოა, განსაკუთრებით თუ ეს მოხდება პლუტონის ან სატურნის საათზე. უნდა დაარტყათ ბედნიერი ფეხით: ქალმა მარცხენათი, მამაკაცმა მარჯვენათი. ამ დღის ენერგიის გამოუყენებლობა იწვევს არტერიული წნევის დარღვევას.

მედიტაციები:

იდეალები, სანთელი.

წამოწყებები:

კარგია ახალი მსხვილი საქმეების წამოწყება, გლობალური გეგმების განხორციელების დაწყება. დღე დაკავშირებულია მშენებლობასთან. ძველ ეგვიპტეში სწორედ ამ დღეს იწყებდნენ პირამიდების მშენებლობას.

ამ დღეს ჩასახული ბავშვი:

ამ ადამიანების მიერ ყველანაირი საქმის დაწყება დასრულდება წარმატებით. სამყარო მათ საკუთრებაშია. სიმშვიდე და სიხარული, თვითშემეცნება და საიდუმლო სამყაროს შემეცნება, ცისა და მიწის  საიდუმლოებები, ეს ყველაფერი მათ გულშია. მათთვის საშიშია სიზარმაცე და მატერიალური უზრუნველყოფა. ასეთი სულისათვის გაკვეთილის მიცემა ძალიან გაგიჭირდებათ.

მათთვის, ვინც დაიბადა მთვარის ოცდამერვე დღეს.

მთვარის ოცდამერვე დღეს იბადებიან ადამიანები რომელთაც ხელეწიფებათ უმაღლესი სულიერი განვითარების მიღწევა. ეს ძალიან ჰარმონიული ხალხია ცოცხალი, სუფთა ენერგეტიკით, რომელთაც გააჩნიათ თვითგანვითარებისაკენ და სულიერი ძიებისაკენ სწრაფვა. მაგრამ მთავარია, რომ მათ შეგნებულად დაუთმონ დრო სრულყოფას. შეგნებისა და კონცენტრაციის განვითარება მათ დაეხმარებათ ბევრის მიღწევაში, ჩასწვდებიან რა საგნების არსს, მიიღებენ დაფარულ ცოდნას. თავისი ბუნებით ეს ადამიანები ფიქრის მოყვარულნი არიან.

 მთვარის ოცდამერვე დღის ადამიანებისათვის აუცილებელია საკუთარ თავში გარესამყაროს პოზიტიურად აღქმის გაღვივება, ყურადღების გამახვილება წესიერებაზე და სულიერ სისუფთავეზე. სასურველია არ იყონ ჩაკეტილები, კონტროლში მოაქციონ ემოციები და ინსტიქტები. ასეთ შემთხვევაში ისინი შეძლებენ ცხოვრებაში თავი აარიდონ უაზრო შფოთსა და დაუსრულებელ ძიებას, ამავდროულად  შეინარჩუნებენ რა საკუთარ ენერგეტიკას უმაღლეს დონეზე. სხვა შემთხვევაში არის იმისი რისკი, რომ ისინი გადაიქცნენ ცარიელ, შემეცნებას მოკლებულ, ცხოვრების აზრ დაკარგულ ცინიკოსებად.

ამ ადამიანებს ძალიან აქვთ განვითარებული ინტუიციური უნარები. ეს ძალიან მგრძნობიარე ხალხი გარესამყაროს ნატიფ დონეზე აღიქვამს. შინაგანი გარდაქმნის პერიოდში ისინი იღებენ სხვათათვიის მიუწვდომელ ჭეშმარიტებას. ხშირად ამ ადამიანებს ესიზმრებათ წინასწარმეტყველური სიზმრები და ამ ინფორმაციის გამოყენებით ისინი ღრმად სწვდებიან სამყაროს არსს.

მთვარის ოცდამერვე დღეს დაბადებულები ბავშვობიდანვე ავლენენ სიბრძნეს მსჯელობასა და გადაწყვეტილებებში. ამასთანავე, მათ არ აკლიათ შემოქმედებითი უნარები და გონიერება. ავლენენ ნიჭს ხელოვნების სხვადასხვა დარგებში. არიან ძალიან წარმატებულები პროფესიულ მოღვაწეობაში. პატარა ასაკიდან აინტერესებთ მედიტაციის პრაქტიკები.

არსით, ეს ადამიანები არიან სიცოცხლის მოყვარულები და სუფთა სულის მატარებლები, რომელთაც გარშემომყოფთათვის მოაქვთ სულიერი სიმშვიდე, ურთიერთგაგება და სიყვარული. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ გარშემომყოფები მიილტვიან მათკენ თანადგომისათვის, დამშვიდებისა და რჩევისათვის. როგორც წესი, მთვარის ოცდამერვე დღის ადამიანები ცხოვრების მანძილზე ასწრებენ ბევრ სასარგებლო რამეს. ისინი  სხვადასხვანაირები არიან. დაბალ დონეზე- მათ არ გააჩნიათ კარგისა და ცუდის განსხვავების უნარი. ახასიათებთ ცინიზმი, ემოციების ნაკლებობა, მიჯაჭვულობები. მაღალ დონეზე-ესაა ყველასათვის სასურველი ალტრუისტი ხალხი  „სისხლში მზით“. მათ სამყაროში მოაქვთ სიკეთე და სინათლე.  არიან მაღალი მორალის მქონე ადამიანები.

სიზმრები:

მთვარის ამ დღეღამის სიზმრები წინასწარმეტყველურია. სწორედ სიზმარშია შესაძლებელი სულიერი ამაღლების მიღწევა და საკუთარი ცხოვრების არსის წვდომა. აქ შეიძლება დაინახოთ საკუთარი მომავალი, ამიტომ გააკეთეთ დასკვნები და იცოდეთ რომ  სიზმარი მხოლოდ გაფრთხილებაა, ხოლო ახდება თუ არა ის, ეს თქვენზევეა დამოკიდებული.

მთვარის ოცდამერვე დღის სიზმრები ძალიან დატვირთულია მნიშვნელოვანი ინფორმაციით. მისი ეფექტურად გამოყენებაც მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ამ პერიოდში თქვენ შეგიძლიათ გამოარჩიოთ და შეაფასოთ თქვენს ემოციებთან და გრძნობებთან დაკავშირებული მთელი გამოცდილება. აქ  დააკვირდით საკუთარ განწყობასა და მდგომარეობას, დაადგინეთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირები.

 მთვარის ოცდამერვე დღის სიზმრების ახსნა დაგეხმარებათ გაარკვიოთ ემოციონალურ სფეროში წარმოშობილი მოთხოვნილებები, ასევე, მითითება მათი გადაწყვეტის შესაძლებლობის შესახებ. ამიტომ რეკომენდირებულია ყურადღებით მიუდგეთ სიზმრისეულ სახეებს. არაა გამორიცხული ამ დღეს მიიღოთ სულიერი გასხივოსნება, რაიმე ჭეშმარიტების შეცნობა. ამიტომ ამ დღის სიზმრებს მიუდექით სერიოზულად.

ქვები:

რძისფერი ოპალი, ჟადეიტი, ქრიზოპრასი, ბელომორიტი, არაგონი.

bottom of page