

მთვარის XXIX დღე (მეექვსე სატანური)
მთვარის XXIX დღე (მეექვსე სატანური)
სიმბოლოები:
ჰიდრა, რვაფეხა.
დღის მახასიათებლები და მნიშვნელობები:
უკავშირდება თევზების ნიშანს. ერთერთი ყველაზე სახიფათო დღეა, ლუციფერის დღე. ესაა დღე, როცა ადამიანების თავზე თავს იყრის ყველანაირი ბოროტება, ტყუილი, კოშმარები, შიშები და საიდუმლო მანკიერება. ყველაფერი ეს ადამიანს გარს ახვევია. ამ დღეს არ შეიძლება არაფრის კეთება, სტანდარტული ყოველდღიური საქმეების გარდა.
მთვარის ოცდამეცხრე დღეს მოსალოდნელია ინფარქტები, ინსულტები, ნერვული აშლილობები. თუ მთვარის თვეში არ არის ოცდამეათე დღე, მაშინ ოცდამეცხრე დღესაა შესაძლებელი თვის შედეგების შეფასება.
მთვარის ოცდამეცხრე დღე ჩვენგან ითხოვს სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ ქმედებებზე. აუცილებელია არამარტო ბოროტი საქციელის არ ჩადენა, არამედ მასთან ბრძოლაც, ასევე სულის სიღრმეში არსებულ ბოროტებასთან შეწინააღმდეგება, მათ შორის სიზმრებშიც. ამ დღეს აუცილებელია ვალების დაბრუნება, მათ შორის არამატერიალური ვალებისაც. ეს დღე შედის ეგრეთწოდებული სატანური დღეების ნუსხაში.
ამ დღეს არაა საჭირო ახალი საქმეების წამოწყება. საჭიროა საკუთარი საცხოვრებელი ადგილიდან ბოროტი სულების განდევნა, ჭუჭყთან ბრძოლა, მათ შორის ენერგეტიკულთანაც. აუცილებელია მორჩილების, შემგუებლობის, თავშეკავების ქადაგება. დღე უნდა დაუთმოთ ლოცვას ახლობლებისა და საკუთარი თავის კეთილდღეობისათვის. ამ დღეს დიდი წარმატება აქვს ადამიანების მკურნალობას, საკუთარი ინტერესების დათმობას სხვა ადამიანების სასარგებლოდ. განწმენდისათვის შეიძლება სახლში საკმევლის კმევა.
მთვარის ამ დღეს მოერიდეთ ბნელ ადგილებს, არ ატაროთ ცხოველთა ძვლის ან რქისაგან დამზადებული სამკაულები.
დღეს მთვარე ცაზე არ ჩანს, ხოლო ადრე დაგროვილი ენერგია ძალიან ცოტარა დარჩა. ეს კრიტიკული დღეა, როცა მთელი მთვარის თვის ნეგატივი ერთად იყრის თავს იმისათვის, რომ დაიწვას ახალმთვარეობის მომენტში.
ეცადეთ თავად გააკონტროლოთ საკუთარი აზრები და ამ დღის მოვლენები. თუ ის თქვენთვის წარმატებულია, ესეიგი თქვენ იმსახურებთ დახმარებას ბნელი ძალებისაგან, ამდენად თქვენი საქციელი და აზრები შორსაა კარგად ნაცნობი ქრისტიანული ან ყველა სხვა რელიგიის მორალური პრინციპებისაგან. ამ დღეს წარმოშობილი სიძნელეები კეთილდღეობად ჩათვალეთ, რადგან უმაღლესმა ძალებმა თქვენ მიგატოვათ და გარეგან დონეზე გაჩვენებენ საკუთარ პრობლემებს. მაღალი სულიერების ადამიანი პრაქტიკულად ვერ გრძნობს ამ დღის გავლენას, მაგრამ ასეთი ადამიანები დედამიწაზე თითებზე ჩამოსათვლელია. მთვარის ოცდამეცხრე დღის მთავარი რეკომენდაციაა შემგუებლობა და მონანიება. აქ თქვენ შეგუებით უნდა მიიღოთ სასჯელი, რადგან ის სწორედ იმის შედეგია რაც ადრე ჩაიდინეთ. აქ აუცილებელია განდევნოთ ნეგატიური აზრები. დილიდანვე საკუთარ თავს მიეცით ბრძანება არ იფიქროთ არავითარ ცუდზე, არ დაუშვათ არავითარი შფოთი, ეჭვი და დარდი. ამ დღეს არ შეიძლება საქმეების სრული იგნორირება, აუცილებელია ყველაფრის დასრულება, მაგრამ საჭიროა პასუხისმგებლობა და ნეგატივისაგან საიმედო დამცავის აშენება, მასთან შეწინააღმდეგება. კარგია მარხვა და თავშეკავება. არაა საჭირო ახალი საქმეების დაწყება ან მათი დაგეგმვა. აქ საჭიროა ყალბი ურთიერთობების მოჭრა, შემაწუხებელი ხალხისა და აკვიატებული აზრების მოშორება, ორგანიზმის პერიოდული წმენდა. ძილის წინ კარგია წყლით განწმენდა ცივ წყალში ფეხების ჩაწყობით.
ეს დღე ყველაზე საშიში და სახიფათოა მთვარის თვის ყველა სატანურ დღეებს შორის. ამ პერიოდში ღამე შავია, უმთვარო, საცაა დადგება ახალმთვარეობა და მთვარე არ ჩანს ცაზე. აქ თავის საქმეებს ანხორციელებენ შავი მაგები და ჯადოქრები. ადამიანებზე ბატონობს ბნელი. ისინი სუსტდებიან, მათი ენერგია ქრება.
ამ პერიოდში საჭიროა სატანიზმისაგან თავდაცვაზე ზრუნვა. ყველა სახლში სინათლე უნდა ჩახჩახებდეს, არ უნდა დარჩეს არცერთი ბნელი კუთხე. ელექტროობის გარდა აანთეთ ბევრი სანთელი, უკეთესია საეკლესიო სანთლების გამოყენება. რეკომენდირებულია კვებაში შეზღუდვა, სექსისგან თავშეკავება. მოიშორეთ ყველანაირი ცუდი, ბნელი აზრი, ასევე შემაწუხებელი ხალხი, რომლებიც მუდამ სულში გიძვრებიან. ძილის წინ აუცილებლად მიიღეთ შხაპი, თან წარმოიდგინეთ თუ როგორ გაცლით წყალი მთელ ჭუჭყს და ცუდ ენერგეტიკას.
ამ დღეს აზრობრივადაც კი არ შეიძლება არავითარი გეგმების დასახვა, მითუმეტეს მათი განხორციელების დაწყება. ჯობია აკეთოთ სახლთან, ოჯახთან დაკავშირებული ყოველდღიური საქმე, მაგრამ აქაც არაფერი რთული. არ დაუჯეროთ არცერთ დაპირებას, ჭორს ან მომავლის პროგნოზს, გაითვალისწინეთ რომ გარშემო სიცრუე მეფობს.
მთვარის ოცდამეცხრე დღე საკმაოდ რთული და მძიმე დღეა და მდებარეობს ერთერთი ყველაზე კრიტიკული წერტილის-ახალმთვარეობის გვერდით, რის გამოც ენერგეტიკულად ძალიან დატვირთულია. მაგრამ ეს ენერგეტიკა საკმაოდ არასტაბილურია და ატარებს მძიმე ხასიათს. შედეგად ამ დღეს მძაფრდება ადამიანის დადებითი და უარყოფითი თვისებები. იზრდება ინსტიქტებისა და ემოციების გავლენა, ადამიანები ექცევიან ილუზიებისა და შეცდომების, ტყუილების გავლენის ქვეშ, რის გამოც ამ დღეს განსაკუთრებით მართულები არიან.
მვარის დღის პირველი ნახევარი შედარებით სასიკეთოა, ვიდრე მეორე. ამ პერიოდში თქვენ ხელგეწიფებათ ნეგატივთან აქტიურად გამკლავება. რეკომენდირებულია ყურადღებით დააკვირდეთ საკუთარ მდგომარეობას, არ გამოგეპაროთ პატარა ცვლილებაც კი. იგნორირება გაუკეთეთ უარყოფით აზრებს, ნეგატივს, კონფლიქტურ სიტუაციებს და ეცადეთ შეინარჩუნოთ პოზიტიური მდგომარეობა. საკუთარ თავში მოახდინეთ ისეთი თვისებების კულტივირება, როგორებიცაა სიყვარული, მორჩილება, მოთმინება და სიმშვიდე. შინაგან სიმშვიდეში აღმოაჩენთ მოვლენების რაციონალურად შეფასების შესაძლებლობას და ამით შეძლებთ პროვოკაციული მომენტების გამოვლინებას, საკუთარი ძალების შენარჩუნებას.
მთვარის ოცდამეცხრე დღის ნეგატივის დარბილება შესაძლებელია სულიერი პრაქტიკების, ასკეზების გამოყენებით. სასიკეთო გავლენა აქვს განმარტოვებას, თავშეკავებასა და მარხვას. ასევე, სასარგებლოა ყურადღების მიქცევა სულიერ განვითარებაზე. ესაა პერიოდი, როცა შესაძლებელია აზროვნების ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადასვლა. ამ დღეს აუცილებელია კონცერტრაცია და საკუთარი ქმედებების გააზრება.
თავისი არსით მთვარის ოცდამეცხრე დღე შემაჯამებელია, ამიტომ აქ შესაძლებელია თქვენი საქციელის შეფასება მთვარის ამ თვის განმავლობაში. მაგ. ამ დღეს წარმოქმნილი წარუმატებლობა და სირთულე მიუთითებს იმაზე, რომ წინა პერიოდში არ გამოიყენეთ თქვენთვის განკუთვნილი შესაძლებლობები, ხოლო შესამჩნევი დაღლილობა ამ პერიოდის ბოლოს, მიუთითებს ენერგიის ტყულიად გახარჯვაზე. ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია განვლილი ეტაპის გაანალიზება, რაც ხელს შეგიწყობთ ყველაფერი ზედმეტისა და არასაჭიროს მოცილებაში, დაადგენთ რა თუ რომელ მომენტში გადაცდით საჭირო გზას, რათა მომავალ თვეს უკვე სასიკეთო მიმართულებით წახვიდეთ.
დღეს სიბრაზე, წყენა, ცუდი საქციელი ჩვეულებრივი ამბავია. ამ დღეს დაწყებული დავა, კონფლიქტი დიდხნიანია. ამიტომ დღეს ეცადეთ საკუთარ თავში შეებრძოლოთ ისეთ თვისებებს, როგორებიცაა ფეთქებადობა, მოუთმენლობა, თავდაჯერებულობა, სიამაყე. კარგია წყენის პატიება და ვალების გადახდა, თავი აარიდეთ შფოთსა და უნაყოფო კავშირებს. ამას გარდა დღეს თქვენი მეკავშირეა ინტუიცია. თუ თქვენ გამოიჩენთ მოთმინებას, ამით გვერდს აუვლით ბევრ „წვეტიან კუთხეს“. გადმოცემის მიხედვით, ამ დღეს არ შეიძლება ძვლისა და რქის სამკაულების ტარება. ძილის წინ კი რეკომენდირებულია ცივი შხაპის მიღება. ითვლება, რომ ის ჩამორეცხავს ამ დღეს დაგროვილ მთელ უარყოფით გამოცდილებას.
ახალმთვარეობა:
ლათინურად Primationes lunae,Interlunium-მთვარის ფაზა, მთვარის შეერთება მზესთან (მთვარისა და მზის ეკლიპტიკური გრძედები ემთხვევა ერთმანეთს), ანუ მზე, მთვარე და დედამიწა მდებარეობენ ერთ სიბრტყეზე (თანაც მთვარე შუაშია მოქცეული). ამავდროულად მთვარე დედამიწისაკენ მოქცეულია გაუნათებელი მხარით და არ ჩანს.
ამ პერიოდში მინიმალურადაა გამოხატული ყველაფერი ის, რასაც მთვარე განაგებს. ემოციები, განწყობა, თვით აღქმის უნარი, კოლექტივის ატმოსფერო, სისხლის წნევა, ყველაფერი ეს ახალმთვარეობისას დგას უმდაბლეს წერტილში. აქედან ჩნდება მთვარის შესახებ ცოდნის პრაქტიკული გამოყენება. თუ მთვარის მმართველობაში მყოფი ესა თუ ის სფერო ისედაც სუსტ მდგომარეობაშია, ახალმთვარეობის პერიოდში მასში შესაძლოა მოხდეს აქტიურობის კრიტიკული დაცემა, მთვარის ფუნქციების ენერგეტიკული შევიწროვების გამო, მთელ მიწიერ გამოვლინებაში.
რადგან ახალმთვარეობისას ორგანიზმში ეცემა სითხეების წნევა, ეს შესაძლოა რთული პერიოდი იყოს ჰიპოტონიკებისათვის, მათთვის ვისაც ისედაც დაბალი აქვს სისხლის წნევა.
ემოციონალური დაცემა შესაძლოა ძალიან ცუდად აისახოს დეპრესიისაკენ მიდრეკილ ადამიანებზე. აქ არ ელოდოთ მაღალ შრომისუნარიანობასა და ამაღლებულ განწყობას კოლექტივისაგან, წარმატებებს სწავლაში, ავადმყოფის სწრაფ გამოჯანმრთელებას.
ახალმთვარეობა ან მზისა და მთვარის შეერთება, ესაა მთვარის თვის დასაწყისი. არ აგვერიოს ის კალენდარულ თვესთან. ციკლის დასაწყისში მზე მთვარეს აძლევს სიახლის თესლს. ესაა სიმბოლური ჩასახვის ციკლი. მთვარე ფეღმძიმდება და იზრდება, მელნელა ნათდება. მაგრამ მთვარის თვის პირველი და ბოლო ორი დღის განმავლობაში მთვარე არ ჩანს, ის არ ანათებს. ამ დღეებს ჰეკატას, ბნელეთის, ფატალურობისა და საიდუმლოების ქალღმერთის დღეებს უწოდებენ. ითვლება, რომ ამ დროს დაბადებული ადამანის ბედში ადგილი ექნება ვნებიან, დაუვიწყარ მოვლენებს. ემოციონალურად მთვარის ეს ბნელი დღეები ვლინდება ადამიანის საკუთარ თავში ჩაღრმავებით, საიდუმლო შიშებით. აქ იღვიძებს ქვეცნობიერი და გვკარნახობს საკუთარ ნებას. ამ დროს ადამიანებისათვის აუცილებელია ფსიქოლოგიური თანადგომა. შესაძლოა მარტოობისა და პესიმიზმის შემოტევები. მთვარის მეორე დღე იმითაა საშიში, რომ ყველა სიტყვის გვჯერა და მაღალია გავლენების ქვეშ მოქცევის რისკი.
საერთოდ ამ დღეებში ალკოჰოლის გავლენა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე სხვა დროს. იზრდება „სასირცხვილო“ დაავადებების აკიდების ალბათობა. ახალმთვარეობაზე მამაკაცები მეტად რეაგირებენ. ამ დროს ისინი დაძაბულები და ნერვიულები, აგრესიულები და სექსუალურად აღზნებულები არიან. დაახლოვებით იგივე ითქმის ქალებზე სავსემთვარიანობისას. მაგრამ სავსემთვარიანობა უფრო პოეტური პერიოდია, ამიტომ ამ დროს ქალები უფრო ინტუიციურები და მგრძნობიარენი ხდებიან.
თუ თქვენ გადაწყვიტეთ ახალი ცხოვრების დაწყება, ამის გაკეთება ორშაბათიდან კი არა, ახალმთვარეობის შემდგომ ჯობია.
დედამიწის გარშემო ბრუნისას, რომელსაც მთვარე დაახლოვებით 28 დღე ანდომებს, ის სულ ერთი მხრიდან ფიქსირდება, იმიტომ რომ ის არ ბრუნავს საკუთარი ღერძის გარშემო. ჩვენი მზერით თუ მთვარე მდებარეობს დედამიწასა და მზეს შორის, მისი სილუეტი მთლიანადაა დაფარული სიბნელეში. ამ დროს მთვარე არ ჩანს, იმიტომ რომ ის მზესთან ახლოსაა და დედამიწაზე დგას ახალმთვარეობა. არსებობს ძალიან მნიშნელოვანი დაკვირვება: ახალმთვარეობისას მთვარე 2-3 დღის განმავლობაში მდებარეობს ცის იმავე მონაკვეთზე და იმავე ზოდიაქოს ნიშანში, სადაც მზე. ეს გასაგებია, თუ გავითვალისწინებთ რომ ამ პერიოდში მთვარე ყველაზე ახლოს მზესთანაა, ხოლო სამი წერტილი (მთვარე, მზე და დამკვირვებელი დედამიწაზე) დგას ერთ ხაზზე. ამდენად მარტის ახალმთვარეობისას მთვარე მდებარეობს თევზების ნიშანში, ხოლო აგვისტოში-ლომში. და ა. შ. ამ წესის დამახსოვრება უპრიანია, რათა შეგეძლოთ გამოთვლა, თუ რა ნიშანშია მთვარე ამა თუ იმ დროს. დაიმახსოვრეთ- მთვარე ერთი და იგივე ნიშანშია 2-3 დღე. მარტის ახალმთვარეობის შემდგომ მომავალ ახალმთვარეობამდე მთვარე გაივლის ნახევარ ზოდიაქოს, ანუ 14 დღის შემდეგ მოხვდება ქალწულის ან სასწორის ზოდიაქოს ნიშანში. ამ პრინციპის გადატანა წლის სხვა თვეებზეცაა შესაძლებელი.
თუ თქვენ გაგიმართლებთ და ხართ მზესა და მთვარესთან ერთ ხაზზე, მაშინ დაინახავთ თუ როგორ ფარავს მზე მთვარეს სრულად. დედამიწის კონკრეტულ რეგოინებში მცირე ხნით დგება მზის დაბნელება. კალენდარში ახალმთვარეობა აღინიშნება შავი რგოლით. მცირე დროის განმავლობაში განსაკუთრებული იმპულსები ძლიერ გავლენას ახდენენ ადამიანებზე, ცხოველებზე და მცენარეებზე. ამ დროს ერთდღიანი მარხვა საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა, იმიტომ რომ ორგანიზმიდან კარგად გამოიდევნება მავნე ნივთიერებები. თუ გინდათ თავი გაინთავისუფლოთ მავნე ჩვევისაგან, ამის გაკეთება ყველაზე კარგია ახალმთვარეობისას. თუ ამ დღეს გადაბელავთ დაავადებულ ხეებს, ისინი გამოჯანმრთელდებიან. აქ მიწა იწყებს ჩასუნთქვის პროცესს. ახალმთვარეობის იმპულსები იმდენად ძლიერი არაა როგორც სავსემთვარიანობის, რადგან პოლუსებისა და ძალების ორიენტაციის ცვლილება კლებადიდან ახალგაზრდა მთვარემდე არ იგრძნობა ისე გარკვევით, როგორც საწინააღმდეგო ცვლილება სავსემთვარიანობისას.
ახალმთვარეობის პირველ დღეს ორგანიზმი დასუსტებულია, დაბალია იმუნიტეტი, ადამიანი გაღიზიანებულია, ადვილად ავადმყოფობს. აქ სახიფათოა გადაღლა, ძალიან ცხელი და მწარე საკვების გამოყენება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება. ამ დღეებში აუცილებელია დადებითი ფიქრები. მძიმე დაავადებები იწყება ახალმთავარეობის საღამოებში. ასეთი დაავადება გაგრძელდება დიდხანს, მაგრამ ადამიანი აუცილებლად გამოჯანმრთელდება. ყველა სიზმარი სასიკეთოა.
ახალმთავარეობისას მთვარისა და მზის გაზრდილ გრავიტაციაში ადამიანის მასა მცირდება, თავის არის სითხეები დაბლა მიემართება და თანაბრად ნაწილდება ორგანიზმში, იზრდება მეტაბოლიზმი, იზრდება ფსიქოლოგიური აშლილობა. ამ პერიოდში კარგია კანის გაწმენდა, ასევე მიკროელემენტების მიღება, თბილი აბაზანები, რადგან ამ ეტაპზე სითხე კარგად შეიწოვება კანიდან.
ახალმთავარეობას ახასიათებს ღია ან დაფარული გავლენა. ქალები და ბავშვები განსაკუთრებით კაპრიზულები ხდებიან, მაგრამ ამავდროულად ადვილად ექვემდებარებიან მართვას. მძღოლებს უდაბლდებათ რეაქციის სისწრაფე. დაავადებების სიმპტომები ვლინდება სუსტად, მაგრამ ამასთანავე მცირდება სასიცოცხლო ძალები. ახალმთვარეობისას განხორციელებული ყველა ქმედება შესაძლოა ძალინ სარისკო იყოს. ახალი რეალური პროექტები შესაძლოა გახდეს დიდი გაუთვალისწინებელი წარუმატებლობის სათავე. ამ პერიოდში არ გასცეთ დაპირებები და არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. არ გააკეთოთ საბოლოო გადაწყვეტილება და არ აიღოთ საბოლოო პასუხისმგებლობა. ამ პერიოდში სამსახურში ახალი კადრების აყვანამ შესაძლოა გამოიწვიოს პრობლემები. ნუ შეხვალთ ახალ ურთიერთობაში ამ დღეს გაცნობილ ადამიანებთან. რადგან ახალმთავარეობას უკავშირდება საიდუმლოების ელემენტები, მოგვიანებით ბევრ რამეს გაიგებთ ასეთ ადამიანებზე. თქვენ შეგიძლიათ ახალმთვარეობის გამოყენება დინების მიმართულებით სვლისათვის და არა რაიმე ახალი ინიციატივისათვის. ეს შესანიშნავი დროა მედიტაციისათვის, იოგასათვის, პირადი ინვენტარიზაციისა და საკუთარ იმიჯზე მუშაობისათვის. მოიგონეთ ახალი იდეები, შექმენით სურვილების სია, ჩაიწერეთ სიზმრები და აზრები. დაკავდით რაიმე სახის შემოქმედებით. მიყევით დინებას.
ნეომენია-ახალმთვარეობა
(ბერძ. Neomenia-ახალმთვარეობა), პირველი სინათლე-მთვარის რკალის პირველი გამოჩენა ახალმთვარეობის შემდეგ. ნეომენია დგება არაუგვიანეს სამი დღისა ახალმთვარეობის შემდეგ. ნეომენიის დროს მთვარე ჩანს გამთენიისას, ჩასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე.
ესაა ახალმთვარეობის შემდეგ მთვარის პირველი ხილული გამოვლინება, ახალი მთვარის დაბადება. ამ მომენტიდან ძველი ასტრონომები იწყებდნენ ახალი მთვარის (სინოდური) თვის ათვლას. ახლა მას უფრო ხშირად იწყებენ მთვარისა და მზის ზუსტი შეერთებიდან (მოცემულია ეფემერიდებში).
ახალმთვარეობის ზუსტი დაფიქსირება მხოლოდ მზის დაბნელების დროსაა შესაძლებელი, ეს კი იშვიათი მოვლენაა. ამიტომ საჭირო გახდა ახალმთვარეობასთან ახლომდებარე ფაზის შერჩევა, კონკრეტულად კი მთვარის რკალის პირველი გამოჩენა ახალმთვარეობის შემდეგ. ამ მომენტს ბერძნებმა ნეომენია უწოდეს.
ახალი მთვარე რამოდენიმე წუთით ჩნდება გამთენიისას თავის ჩასვლამდე. და სწორედ ეს დღე ითვლებოდა კალენდარული თვის დასაწყისად ბევრ ერებთან, რომლებიც დროს მთვარის კალენდრით ზომავდნენ. დროის მონაკვეთი ახალმთვარეობიდან ნეომენიამდე დამოკიდებულია როგორც ასტროლოგიურ, ასევე მეტეოროლოგიურ გარემოებებზე, ხოლო ქრონოლოგიურად ითვლება საშუალოდ 36 საათი. ნეომენიას გულისყურით აკვირდებოდნენ უძველესი დროის ბევრი ერები: ბაბილონელები, ებრაელები, ბერძნები, რომაელები, ინდიელები და სხვა.
ჯანმრთელობა და მკურნალობა:
სამედიცინო კუთხით მთვარის ამ დღეღამეს უკავშირდება სწორნაწლავი და ანუსი. ამ ორგანოების პრობლემები მიანიშნებს, რომ თქვენ ცუდი დაცვა გაქვთ და დატვირთვა მოდის სწორნაწლავზე. აქ ვლინდება ფსიქიკური დაავადებების გამწვავება, დეპრესია, დარდი. კარგია ორგანიზმის მთლიანი წმენდა, პრაქშალანი. ძილის წინ განიბანეთ წყლით, ფეხები გააჩერეთ ძალიან ცივ წყალში.
მთვარის ოცდამეცხრე დღის კვება უნდა იყოს ზომიერი. სასურველია რაციონიდან ხორცის გამორიცხვა. უპირატესობა მიანიჭეთ მარცვლეულსა და რძის პროდუქტებს. კარგია ბალახეულის ჩაის მიღება, რაც ხელს უწყობს ორგანიზმის წმენდასა და იმუნიტეტის გაძლიერებას. უკუჩვნება აქვს ალკოჰოლს.
საკვები უნდა შედგებოდეს ფქვილოვანი, განსაკუთრებით სახლში გამომცხვარი ნაწარმისაგან. მიირთვით ღვეზელი და ბლინები. ამ დღეს საკვებსაც ესაჭიროება გაწმენდა. ამ დღეს წყალსაც წმენდენ. გახსოვდეთ, ადამიანი არის ის, რასაც ის ჭამს. ყველა პროდუქტი ორგანიზმში ცვლის სტრუქტურას. და ეს მხოლოდ საკვების გადამუშავების ქიმიური პროცესი კი არაა, არამედ ენერგეტიკისაც. ამგვარად, ყოველი ჭიქა წყალი შესაძლოა გახდეს ენერგიის სათავე, თუ მას ჯერ გაწმენდთ და შემდეგ მიირთმევთ ნელნელა, თან თუ მენტალურად წარმოიდგენთ რომ ყოველი ყლუპი ენერგიას გაძლევთ. დღეს არაა რეკომენდირებული ოყნის ან ნემსის გაკეთება, ქირურგიული ოპერაციები და მკურნალობის გაუტესტავი მეთოდები. ამ დღეს დაწყებული ავადმყოფობა ძირითადად ქრონიკული ხასიათისაა და ითხოვს დიდ ყურადღებას. დიდი ალბათობით დადგინდება მათი სიმპრომატიკა და არა გამომწვევი მიზეზი.
საკმაოდ არასასიკეთო დღეა. უკავშირდება ორგანიზმის მთლიანი ტონუსის დაცემას. დიდია დეპრესიის, ტრამვების, მოტყუების ალბათობა. ჯობია ეს დღე გაატაროთ მხოლოდ აუცილებელი ყოველდღიური საქმეების კეთებით. თავი არ დაიმძიმოთ დამთრგუნველი ფიქრებით.
დღეს სუსტია სწორნაწლავი და ანუსი.
მთვარის ოცდამეცხრე დღეს ჯანმრთელობა მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. იმუნური სიტემის დასუსტება ამძაფრებს ქრონიკულ დაავადებებს. შესაძლოა მოწამლვა, მაღალია ტრამვულობა. ამ დღეს დაშვებულია ზომიერი ფიზიკური დატვირთა. გაწმენდა ეფექტურია, რადგან აქ ორგანიზმი ადვილად ემორჩილება ყველაფერი არასაჭიროს დათმობას. შედეგიანია მარხვა და შიმშილობა. მაგრამ აქ გასათვალისწინებელია, რომ შიმშილობის დაწყება ან დასრულება ამ დღეს არაა რეკომენდირებული ორგანიზმის მკვეთრ ადაპტაციასთან შეუგუებლობის გამო, რასაც შესაძლოა გართულებები მოყვეს.
ახალმთვარეობის 36 საათიანი დიეტა:
ეს დიეტა იწყება ახალმთვარეობამდე 18 საათზე და გრძელდება ახალმთვარეობის შემდეგი დღის დილის 6-7 საათამდე. რაციონში შედის ბოსტნეულის წვნიანები და ბოსტნეულის ბულიონები სურვილისამებრ (შეიძლება ერთიც და მეორეც). შეგიძლიათ წვნიანი მოამზადოთ თქვენი საყვარელი ბოსტნეულისაგან (სტაფილო, კარტოფილი, ბულგარული წიწაკა, ლობიო, სხვადასხვა მცენარის ფესვები). ბოსტნეულის ბულიონი ფასეულია თავისი შარდმდენი თვისებებით, მაგრამ ერთფეროვნებას რომ ავარიდოთ თავი შეგიძლიათ ერთ დღეს საკუთარ თავს ფრინველის ხორცის ან თევზის ბულიონიც მოუმზადოთ. ბოსტნეულის წვნიანები და ბულიონები მდიდარია მინერალებით. თუმცა წონის კორექტირებისათვის ბულიონები ჯობია. წვნიანები შეიცავს ბოჭკოვანს, რომელიც ახშობს შიმშილის გრძნობას. შედეგი: ორგანიზმის ინტენსიური გამორეცხვა და წონის კარგვა დაახლოებით 500 გრ. მხოლოდ ბულიონების გამოყენებეისას კი -1 კგ.
ახალმთვარეობის 6 დღიანი დიეტა:
ახალმთვარეობამდე სამი დღისა და მას შემდეგ ორი დღის განმავლობაში მიირთვით მხოლოდ უმი და მოხარშული ბოსტნეული. მაგრამ გაითვალისწინეთ, ისევე როგორც სავსემთვარიანობისას თავადვე დაუქვემდებარეთ დიეტას საკუთარი მოთხოვნილებები. არაა საჭირო დიეტის წამებად გადაქცევა. ერთადერთი შეზღუდვა: დიეტა არ გააგრძელოთ 6 დღეზე მეტი. შედეგი: წონის დაკარგვა 1-3 კგ. დიეტის ხანგრძლივობის მიხედვით.
(დიეტების რეკომენდაციას იძლევა საერთაშორისო ფედერაციისა და ფრანგული საზოგადოება „ფიტო“-ს პრეზიდენტი, არომათერაპიის ექიმი -კრისტიანა დიურაფური.)
მაგიური წესჩვეულებები და რიტუალები:
აქ ერთდროულად მოქმედებს მარსისა და სატურნის ძალა. იდეალური დღეა შავი მაგიის რიტუალებისათვის. ამ დღეს არაა საჭირო მკითხაობა.
შავი მთვარის დღეს მიმდინარეობს ბნელეთის ძალების უკიდეგანო თარეში მათი ყველაზე დამანგრეველი ასპექტების გამოვლინებით. აქ მუშაობს სატურნისა და მარსის ენერგიები ერთდროულად. ამ პერიოდში კეთდება ყველა მძიმე და ბინძური საქმე: გათვალვა ჯანმრთელობაზე, სიკვდილზე, ენერგეტიკული თავდასხმა, მტრებზე შურისძიება. დამწყებებს ამ დღეს მუშაობა კატეგორიულად ეკრძალებათ.
რეკომენდირებულია ლამფის, სანთლის დანთება, სახლის წყლის იელით კმევა. თავი აარიდეთ მღვრიე წყალს, სიბნელესა და ბნელ შენობებს. არ ატაროთ ძვლისა და რქის ნაკეთობები.
ქვები: გიშერი, ადულარი, მაგნეტიტი, საფირი, ავანტიურინი. შეიძლება მუშაობა გეომანტიასთან, მიწის მაგიასთან. მუშაობა ინსტიქტების საწყისთან, ცხოველური საწყისის გაწმენდა, გონების განცალკავება ინსტიქტისაგან (ტრენინგი სრულდება ფეხების წყალში ჩაწყობით). აქ სხვა ტიპის მანტიკასა და მაგიურ პრაქტიკებს უკუჩვენება აქვთ.
ესაა მთვარის თვის ყველაზე საშიში და სახიფათო დღე. დგება ჰეკატას შავი, უსხივო ღამეები, როცა ასტრალური ნისლი მკვრივდება და ჯადოქრები თავიანთ შავბნელ საქმეებს სჩადიან. რადგან ამ დროს ადამიანები სუსტდებიან და მათი ენერგია დაცლილია, აუცილებელია იფიქროთ საიმედო დაცვაზე. აქ მოიცილეთ ყალბი და არასაჭირო კავშირები, ერიდეთ შემაწუხებელ და ცარიელ ადამიანებს, თავი აარიდეთ დამთრგუნველ ფიქრებსა და დარდს. ეს დღე ყველაზე არასასიკეთოა ალკოჰოლთან ურთიერთობისათვის.
ამ დღეს ფიქრშიც კი არ დასახოთ არავითარი გეგმები, არ დაიწყოთ ახალი საქმეები. ჯობია მიხედოთ სახლს, მეურნეობას, არც ისე მნიშვნელოვან საქმეებს. არ დაუჯეროთ არავითარ დაპირებებს, წინასწარმეტყველებას, პროგნოზებს. თუ ეს მთავარის თვის ბოლო დღეა, შეაჯამეთ შედეგები.
დღე საფუძვლიანად უბედურია ყველაფერში და ყველასათვის. მთვარის ოცდამეცხრე დღეს არაფერი დაიწყოთ და არაფერი მოიმოქმედოთ, ყველაფერი ოფლითა და სისხლით დასრულდება. ეს დღე ყველაზე საშიში და ხიფათიანია. ესაა დაცემისა და კატასტროფების დღე.
აქ ყველა სიზმარიც კი შეცდომაში შეგიყვანთ. რეკომენდირებულია ორგანიზმის გაწმენდა.
კითხვები დასვით მხოლოდ სიკვდილსა და დაცილებაზე, და ა. შ. საერთოდ კი ჯობია სულ არ იმკითხაოთ, რადგან დღეს ახასიათებს ასტრალური ენერგიის მოძრაობის შეფერხება, რაც იწვევს ძლიერ ცდომილებას. ამ პერიოდში წინასწარმეტყველების გაშიფრვაც არ ღირს.
ცაზე მთვარე არ ჩანს, სადაცაა დადგება ახალმთვარეობა. ადამიანები ძალაწართმეულები არიან, ენერგია არ აქვთ. ეს სატანური დღე მძიმე და საშიშია მთვარის თვის ყველა სატანურ დღეებს შორის. გაიკეთეთ დამცავი, სახლში არ დატოვოთ არცერთი კუთხე ჩაბნელებული. აანთეთ ყველაფერ რაც მოგეპოვებათ. გააანალიზეთ მთელი თვე, გადახედეთ სამყაროსეულ გამოცდებსა და აღმოჩენებს და სუფთა გულით შეხვდით ახალს.
დილა არასასიკეთოა. აქ მიიღწევა შედეგები საქმეებსა და ურთიერთობებში. დღის მეორე ნახევარში მძაფრდება ინტუიცია, მიენდეთ მას, აზრები შესაძლოა წინასწარმეტყველურიც იყოს. ამ სატანურ დღეს მთელი მთავრის თვის „ნაგავი“ ერთად იყრის თავს, სანამ დაიწვება ახალმთვარეობის მომენტში. ამ დღეს სატანიზმისაგან დაცვა კეთდება, ხორციელდება ბოროტებასთან ბრძოლა, რადგან როცა ბოროტება ერთადაა თავმოყრილი, მისი განადგურება ადვილია. ყურადღებით იყავით და დააკვირდით რა ხდება გარშემო. თუ დღე წარმატებულია, ესეიგი თვენ დაჯილდოვდით რაიმე არც ისე ნათელი საქციელისათვის. მთვარის ოცდამეცხრე დღის სიძნელეები დიდი ბედნიერებაა, ესეიგი თქვენ არ ხართ ბნელი ძალების მორჩილებაში და ამით გაჩვენებენ იმ პრობლემებს, რაზეც სამუშაო გაქვთ. მორჩილებით მიიღეთ ეს სასჯელი, რადგან ეს სწორედ თქვენი საკუთარი ქმედებების შედეგია.
მთვარის ოცდამეცხრე დღის დილა დაიწყეთ ავტოტრენინგით, უარი უთხარით ბნელ აზრებს, დარდს, შფოთს, წვალებას. დაიცავით მარხვა ან იშიმშილეთ.
არსებობს ამ დღის ნეგატივისაგან გაწმენდის პრაქტიკა. თუ მთვარე არაა წყლის ნიშნებში, მაშინ რეკომენდირებულია მარილიანი ცივი წყლის პროცედურები ფეხებისათვის. იდექით ასეთ წყალში 10 წთ. ამ დროში თქვენგან გავა მთელი „შავი“ ენერგეტიკა. თუ იდგებით უფრო დიდ ხანს, დადებითი ენერგეტიკაც დაიწყებს შემოსვლას. ამგვარად ჩვენ ვიწმინდებით გათვალვისაგან. წყლის ტემპერატურა ისე დააბალანსეთ, რომ არ იგრძნოთ დისკომფორტი. წყალში დგომისას სულ იფიქრეთ რომ ახლა ყველაფერი ცუდი წყალში ჩადის. თუ ძალიან ცუდად ხართ ამ დღეს, შეგიძლიათ მარცხენა ხელში ანთებული სანთელიც დაიჭიროთ. სანთელი წინასწარ გადაჭერით სასურველ ზომაზე, რადგან მისი ჩაქრობა არ შეიძლება, ის უნდა ჩაიწვას მთლიანად. ბოლოში სული არ შეუბეროთ. ჩააქვრეთ თითებით. ამ დღეს კოცონიც კი მიწის მიყრით უნდა ჩააქროთ, თუმცა მისი სულის შებერვით აალება დაშვებულია.
დღეს გაწმინდეთ შენობები, აკმიეთ სურნელოვანი ბალახები: წყლის იელი ან ღვია. მაგრამ წყლის იელი არ უნდა იწვოდეს, უნდა ბოლავდეს და ამ ბოლით გაწმინდეთ შენობა. ასევე შეგიძლიათ საკმეველის გამოყენებაც. ამ დროს ბოროტებას ყველაზე კარგად კვამლი უმკლავდება. მთვარის ოცდამეცხრე დღე თავისი გამოვლინების ყველა ნეგატივთან ერთად, ამავდროულად ბოროტებასთან ბრძოლის დღეცაა. ეს მართალია სახიფათოა, მაგრამ აუცილებელი. თუ ამ დღეს გაივლით წორად, ადვილად აარიდებთ თავს მის მოულოდნელ სიურპრიზებს.
მთვარის დღე დასასრულს მიუახლოვდა, დადგა ახალმთვარეობა. მთვარე მაქსიმალურად მიუახლოვდა მზეს და დაიჭირა შუალედური პოზიცია მასა და დედამიწას შორის. მთვარისა და მზის გრავიტაციული ძალები ერთმანეთს დაედო, გააძლიერა ერთმანეთი და გადააადგილა მიწის წყლის გარსი ერთი მიმართულებით, რაც იწვევს ძლიერ მოქცევასა და მიქცევებს. და რადგან ჩვენ ყველანი 70 % წყლისგან შევდგებით, იგივე გვემართება ჩვენც. ღამის საათებში ორგანიზმის სითხეები თავში გადაინაცვლებს, ხოლო დღისით, ვინაიდან მთვარე მდებარეობს დედამიწის საწინააღმდეგო მხარეს, ის უკუმოძრაობას განახორციელებს ფეხებისაკენ. ამდენად, ფეხებისაკენ და თავისაკენ მიედინება ენერგიისა და სითხის ძლიერი ნაკადები, გარეცხავს რა მთელ ორგანიზმს და გამოდევნის მთელ ჭუჭყს გარეთ. სწორედ ამ მიზეზით დღეს თავს იგრძნობთ შეუძლოდ. შესაძლოა დამოვლინდეს დეპრესიულობა, გაღიზიანებულობა, თავის ტკივილი, უმიზეზო შიში, მძიმე ფიქრები, ცუდი წინათგრძნობა. ასევე, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ქრონიკული დაავადებების გართულებებსაც. ამ მდგომარეობაში რათქმაუნდა ძნელია გადაწყვეტილებების მიღება, საპასუხისმგებლო და დაძაბულ საქმეზე მუშაობა. ეცადეთ ყველაფერი ჩამოთვლილისაგან შეიკავოთ თავი, ჩათვალოთ რომ ეს ამ დღის წესია. არ შეხვიდეთ კონფლიქტებში, არ გაარკვიოთ ურთიერთობები, თუმცა სწორედ ასეთი მოთხოვნილება გაგიჩნდებათ. და გაუფრთხილდით ფულს! დღეს რაც უფრო ნაკლებად გამოიყენებთ საფულეს, მით მეტად შეგინარჩუნდებათ ფული. დაიმახსოვრეთ: ყველაფერი ცუდი რაც გვემართება, გვემართება არასასიკეთო დღეებში და მათ შორის მთვარის ოცდამეცხრე დღე ყველაზე სახიფათოა.
რა უნდა გავაკეთოთ მთვარის ოცდამეცხრე დღეს იმისათვის, რომ დავასუსტოთ გრავიტაციული ძალების გავლენა? დაისვენეთ, თუ არის ამისი შესაძლებლობა, არ გადაიტვირთოთ, გაიწმინდეთ ორგანიზმი და საცხოვრებელი ადგილი. სახლიდან გასვლისას აუცილებლად დაიყენეთ დამცავი, რათა არ აიკიდოთ თვალი ან ჯადო, არ დაზარალდეთ ვამპირისაგან. დაასრულეთ საქმეები, გადაიხადეთ ვალი, გადაყარეთ არასაჭირო ნივთები. ეს მოიზიდავს თქვენს სახლში სიახლეებსა და თავიდან აგაცილებთ ახალ ვალებს. ყველა პრაქტიკა მიმართული ფულის მოსაზიდად, დღეს ფუჭია. ეს მხოლოდ ცუდ ფულს მოიტანს. დღეს თქვენს განკარგულებაშია მთვარის მე-9, მე-19, 23-ე და 26-ე დღის ყველა პრაქტიკა. და შეძლებისდაგვარად ჩაატარეთ რომელიმე ქვემოთჩამოთვლილი რიტუალი. ეს დაგეხმარებათ წერტილი დაუსვათ გაუმართლებლობასა და უფულობას, მოიცილოთ გათვალვა, თუ გაქვთ ამის ეჭვი. ეს რიტუალები განსაკუთრებით შეეფერება მთვარის ოცდამეცხრე დღეს, რადგან ყველაზე ძლიერი და ეფექტურია.
უძლიერესი რიტუალი სახლიდან გაუმართლებლობისა და უფულობის განდევნისათვის:
თუ თქვენი საქმეები არ გამოდის, არ გიმართლებთ ქრონიკულად, ფინანსური წარმატება ჯიუტად გვერდს გივლით, ჩაატარეთ რომელიმე ქვემოთ მოცემული რიტუალი. ისინი გამოგიყვანენ წარუმატებლობის ტალღიდან.
სახლის კურთხევა:
გაწმენდის ეს მეთოდი ფაქტობრივად წარმოადგენს სახლის კურთხევას და მას მრავალჯერ ასწლიანი გამოყენება აქვს. თქვენ დაგჭირდებათ: ეკლესიის სანთელი, ნაკურთხი წყალი, საკმეველი, ხის ნახშირი, ჭურჭელი.
სამჯერ შემოიარეთ სახლი საათის ისრის მიმართულებით, არ გამოტოვოთ არცერთი ადგილი.
პირველი წრე: შემოიარეთ სახლი ანთებული სანთლით ხელში, თან იკითხეთ ლოცვა „მამაო ჩვენო“, „ღვშისმშობელო ქალწულო“ და „მრწამსი“. სამჯერ გადაწერეთ ჯვარი სანთლით ყველა კუთხეს, კარსა და ფანჯარას, დასვენების ადგილებს.
„მამაო ჩვენო“
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმიდა იყავსახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნებაშენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანა-მდებთა მათ ჩვენთა და ნუშემი ყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. ამინ!
„ღვთისმშობელო ქალწულო“
ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა. ამინ!
„მრწამსი“
მწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა;
და ერთი იესო ქრისტე, ძე ღვთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთ-არსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.
რომელი ჩვენთვის, კაცთათვის, და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმინდისა და მარიამისაგან ქალწულისა, განკაცნა.
და ჯვარს ეცვა ჩვენთვის პონტოელისა პილატეს-ზე, და ივნო და დაეფლა.
და აღსდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.
და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვნით მამისა.
და კვლად მომავალ-არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკვდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.
და სულიწმინდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყვანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.
ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებლად ცოდვათა.
მოველი აღდგომასა მკვდრეთით.
და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესასა, ამინ.
მეორე წრე: ჭურჭელში ჩადეთ ხის ნახშირი და წაუკიდეთ ცეცხლი. როცა წვა შეჩერდება მასზე დადეთ საკმეველი. ამ ჭურჭლით შემოიარეთ მთელი სახლი და იკითხეთ იგივე ლოცვები.
მესამე წრე: ისევ შემოიარეთ სახლი, მაგრამ ამჯერად აპკურეთ ნაკურთხი წყალი ყველა კუთხეს, კარსა და ფანჯარას, დასვენების ადგილებს.
სახლის გაწმენდა გალხობილი (ჯერ გაყინული და შემდეგ გამდნარი) წყლით:
ეს რიტუალი ითხოვს გალხობილი წყლის დიდ რაოდენობას. თქვენ ამ წყლით იატაკი და სახლის ყველა ზედაპირი უნდა გაწმინდოთ, ამიტომ წინასწარ მოიმარაგეთ წყლის საჭირო რაოდენობა.
რიტუალი იწყება სანთლის ანთებით, გალხობილი წყლით სავსე ჭურჭელზე თორმეტჯერ წაიკითხეთ შემდეგი ლოცვა:
„მირბის წყალი გზებზე და ზღურბლებზე. წყალი გალხობილი, წყალი სუფთა, მოსახვევებს წმენდს და მე მონა ღვთისა (სახელი) მეხმარება, ყველა ჩემს უბედობას ასუფთავებს. გავყვები მზეს კვალდაკვალ, ღვთის გზას დავადგები. წმინდა წყალს ავასებ, გავწმენდ ჩემს ბედს, საფულესა და სახლს. მოვიხსნი თვალსა და წყევლას, უბედობას, სიღარიბესა და უბედურებას. როგორც თოვლი იდო და დადნა, როგორც ყინული იყო და წყლად იქცა, ისე ამ გალხობილი წყლით დადნება ბედის, საფულისა და სახლის სიღარიბე. ჩემს სიტვასა და საქმეს ამინ!“
შელოცვილი წყლით მორეცხეთ იატაკი, მასში დასველებული ტილოთი გაწმინდეთ ყველა ზედაპირი, ასხურეთ ის საფულესა და ფულს. სანთელი დატოვეთ ჩაწვამდე.
შელოცვა გალხობილ წყალზე:
რიტუალისათვის დაგჭირდებათ საეკლესიო სანთელი, ჭიქა გალხობილი წყლით და ვერცხლის კოვზი. წყალი აუცილებლად უნდა იყოს გალხობილი, რადგან ის შეუდარებელია ნეგატივის გასაწმენდად, რასაც ვერ ვიტყვით თუნდაც ძალიან სუფთა ჩვეულებრივ წყალზე. და კიდევ ერთი პირობა, წყალში უნდა იყოს ყინულებიც.
დაანთეთ სანთელი, ჭურჭელი დადეთ ცეცხლზე და კოვზით ურიეთ წყალს, თან მასზე იჩურჩულეთ ლოცვა:
„დედა წყალო, წმენდ შენ შენი სისწრაფითა და ოქროს ნაკადით უსწორმასწორო ნაპირებს, ყვითელ ქვიშასა და თეთრ ქვებს. უსწორმასწორო ნაპირებს, ყვითელ ქვიშასა და თეთრ ქვებს კი ნუ ასუფთავებ, გაასუფთავე ღვთის შვილის (სახელი) ყველა გათვალვა და წყევლა, ჯადო და ავადმყოფობა, დარდი და სიღარიბე. წაიღე ისინი ოქრის ნაკადით სწრაფო დედა მდინარევ სუფთა მინდორში, ღრმა ზღვაში, ჭაობის სიღრმეში, ფიჭვის ტყის მიღმა. დაე იყოს ჩემი სიტყვა მყარი. გასაღები ზღვაში, უბედურება ფსკერზე, ენა პირში ბოქლომდადებული. ამინ!“
შელოცვა მეორდება თორმეტჯერ. მაგრამ არ ითვალოთ, ამაზე არ გადართოთ ყურადღება, ფურცელზე აღნიშნეთ რაოდენობა. წყალი გედგეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე, ისე რომ არ მიიყვანოთ ადუღებამდე. სანთელი მთლიანად უნდა ჩაიწვას. ეს წყალი დაიდგით ღამე თავთან ახლოს. ძილის წინ უყურეთ წყლის ზედაპირს და წაიკითხეთ შელოცვა კიდევ თორმეტჯერ. მეორე დღეს აადუღეთ იგივე წყალი და მის ზედაპირზე სამჯერ ძლიერად ამოისუნთქეთ. თან წარმოიდგინეთ რომ თავისუფლდებით ყველა უბედურებისაგან, დარდისაგან, უფულობისა და გაუმართლებლობისაგან. ამის შემდეგ წყალი სასწრაფოდ გადაასხით.
განსაკუთრებული გაფრთხილება:
მოიცილეთ ცრუ და მავნე კავშირები, შემაწუხებელი ადამიანები და აზრები. სრულიად გამორიცხეთ ალკოჰოლი. თავი აარიდეთ მღვრიე წყალს, ბნელ ადგილებსა და შენობებს. არ ატაროთ ძვლისა და რქის ნაკეთობები.
დღის ნიშნები:
ესაა ჰეკატას მეორე დღე. პროვოკაციების, კონფლიქტების, ჩხუბის, ძალადობის, ასტრალური და მენტალური თავდასხმების დღე. ბნელი არსებების, ტყუილის, ცრუ ფიცისა და დანაპირების, ცრუ წინასწარმეტყველების დღე. მაგრამ სიზმრები აქ წინასწარმეტყველურია და გაფრთხილებებს იძლევა. ესაა მიწის სულიერ ძალებთან შერწყმის დღე. კარგია თუ ამ დღეს წვიმს. ცუდია ხმების, ყვირილის, კივილის გაგონება. არ ატაროთ ძვლისა და რქის ნაკეთობები. მოერიდეთ მღვრიე წყალს, სიბნელეს. თუ გესმით გაწელილი მუსიკალური ბგერები, ეს გაფთხილებაა, რომ ცხოვრებაში რაღაცას არასწორად აკეთებთ.
მედიტაცია:
ციხესიმაგრე, სასწავლო-სავარჯიშო ორთარძოლები.
ამ დღეს ჩასახული ბავშვი:
ეს დღე გაატარეთ ლოცვაში და ითხოვეთ თქვენი ბავშვისათვის უკეთესი ბედი. ეს ბავშვი დაბადებისას პირდაპირ სატანას შეხვდება. ესაა მომავალი მკვლელი, სადისტი ან წამებისათვის განწირული ადამიანი, ან შავი ბერი, რომელიც დაუღალავად ებრძვის ბოროტებას.
მათთვის, ვინც დაიბადა მთვარის ოცდამეცხრე დღეს.
მთვარის ოცდამეცხრე დღეს დაბადებულებს აქვთ ძალიან რთული ხასიათი, რომელიც სრულად გადმოსცემს მთვარის ამ დღის ხასიათს. ბავშვობიდანვე აღენიშნებათ როგორც ცუდი თვისებების გამოვლინება, ასევე დადებითიც. ანუ თავშივე ვხედავთ წონასწორობას და ის თუ რომელი მხარე გაიმარჯვებს, სრულად აისახება შემდგომში მათ ცხოვრებაზე. ამიტომ, იმისათვის რომ მათ გაიარონ წარმატებული ცხოვრება, ამ დღის ადამიანებს ბავშვობიდანვე უნდა ასწავლოთ თვითკონტროლი. სასურველია მათ შეეძლოთ საკუთარი მდგომარეობის შეფასება და რაიმე ცვლილებების დროულად დაფიქსირება.
მთვარის ოცდამეცხრე დღის ადამიანები ყველაზე მეტად არიან მოქცეულები ინსტიქტებისა და ემოციების ქვეშ, შედეგად კი სუსტები არიან ილუზიებისა და ტყუილის მიმართ. ხშირად შედიან შეცდომაში და მათ იზიდავთ ცხოვრების ბნელი მხარეები, ხოლო ამ შემთხვევაში განწირულები არიან წამებული სიცოცხლისათვის. იმისათვის რომ არ მოხვდნენ საკუთარი პიროვნების ნეგატიურ ნაწილში, მათ ბავშვობიდანვე უნდა ვასწავლოთ საკუთარი აზრებისა და სურვილების კონტროლირება. ნეგატივის გაფილტვრა და დადებითი თვისებების გამოზრდა საკუთარ თავში. აუცილებელია ამ ადამიანებმა ისწავლონ მონანიება, მორჩილება, მოთმინება, თავგანწირვა. მათთვის აუცილებელია კარგად არჩევდნენ ერთმანეთისაგან სიკეთესა და ბოროტებას და რაციონალურად აფასებდნენ გარესამყაროს.
ამასთან მიმართებაში მთვარის ოცდამეცხრე დღის ადამიანებისათვის რეკომენდირებულია სხვადასხვა სულიერი პრაქტიკები, სულიერი სრულყოფის გზით სიარული. ამით ისინი შეძლებენ დააშოშმინონ თავიანთი მერყევი გონება, ისწავლონ საკუთარი დადებითი ენერგიის დანახვა და მთლიანობაში ენერგეტიკის დაბალანსება, რაც იწვევს შიშის გაქრობას ცხოვრებისეული გამოცდების მიმართ, ჩნდება საკუთარი გადაწყვეტილებებისა და ქმედებების მიმართ ნდობა. ამას კი მოაქვს სტაბილურობა, შედეგად კი ამ დღეს დაბადებულებს ეძლევათ ბედნიერი ცხოვრების შანსი, მიუხედავად ამ დღის სიძნელეებისა. მითუმეტეს რომ შინაგანი ძალები მათ ზომაზე მეტი აქვთ.
მთვარის ოცდამეცხრე დღეს დაბადებული ადამიანი ბუნებით კარგი ინტუიციის მატარებელია. უმეტესწილად ამ ძალიან ნიჭიერ ადამინებს შეუძლიათ სარგი კარიერის გაკეთება ხელოვნების სფეროში. მაგრამ მათ ხშირად სუსტი ჯანმრთელობა აქვთ. მათთვის რეკომენდირებულია ყურადღების გამახვილება კვებასა და ფიზიკურ დატვირთვაზე. ძალიან სასარგებლოა საერთო გამაჯანსაღებელი პრაქტიკები. კარგია იოგა, სხვადასხვა სახის ასკეზები, შიმშილობა და მარხვა.
ითვლება, რომ ამ დღეს იბადებიან ადამიანები ძლიერი მაგიური უნარებით, ან გამოჩენილი პიროვნებები.
ამ დღეს დაბადებულები მთელი ცხოვრება ვინმეს ებრძვიან, როგორც წესი დიდ ხანს ცოცხლობენ, მაგრამ უიღბლონი არიან. მათთვის შეიძლება მხოლოდ ერთი რჩევის მიცემა: გაიარეთ ყველა ილუზიაში, იწვნიეთ ყველანაირი დამარცხება და ეცადეთ ამ გამოცდებიდან ღირსეულად გამოაღწიოთ ცოცხლებმა.
არსებობს მოსაზრება, რომ ამ დღის დაბადებულთათვის ყველაზე უარესი ისაა, რომ ისინი არიან მთელი ზოდიაქოს სისტემის „განტევების ვაცები“. მათთვის ბედისწერის დამუშავების ერთადერთი გზაა ყველანაირ სიძნელეში გავლა.
სიზმრები:
აქ სიზმრები შესაძლოა იყოს მძიმე და უსიამოვნო. ეს იმიასთანაა კავშირში, რომ დღის ენერგეტიკა სავსეა მგრძნობელობით, სადაც ადამიანის დადებითი და უარყოფითი თვისებები ამოდის ზემოთ. რაღაც კუთხით ჩვენ მეტად გახსნილები ვხდებით, ამის გამო კი უფრო სუსტები. და თუ ცხადში გვაქვს აზრებისა და ქმედებების კონტროლირების მცირე უნარი მაინც, სიზმარში ყველა ჩვენი გაფილტრული და დახშული ემოცია გამოდის კონტროლიდან და ეძებს გამოსასვლელ ხვრელს. აქ სიზმრების შინაარს არ აქვთ პირდაპირი მნიშვნელობა და უფრო ფსიქოლოგიურ ხასიათს ატარებენ. ამიტომ მათი ახსნა ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. რეალურად მთვარის ოცდამეცხრე დღეს ჩვენ სიზმარში ვხედავთ დაგროვილი პრობლემების ტვირთს. გადაუჭრელი საკითხები არსად წავა, რაც არ უნდა ღრმად დამალოთ ისინი და მუდამ იქნებით ამით დაძაბულნი. საკუთარი ფსიქოლოგიური და ემოციონალური მდგომარეობის გაწონასწორება შესაძლებლია მხოლოდ მათ მოგვარებაზე მუშაობით. ხოლო იმისათვის რომ სწორად ვიპოვოთ პრობლემების ძირი და ავხსნათ ამ დღის სიზმრები, რეკომენდირებულია ეს გავაკეთებინოთ ამ საქმის პროფესიონალს.
ძველ დროში ითვლებოდა, რომ ამ დღის სიზმრები მძიმეა მაგრამ ნამდვილი. ერთერთი მოსაზრებით ის 3 დღეში აცხადდება.
დაცვისათვის ამ დღეს დაანთეთ ბუხარი, სანთლები, გააკეთეთ გამწმენდი პროცედურები, არ აყვეთ აგრესიასა და დარდს. არ დაიწყოთ ახალი საქმეები.
ქვები:
შავი მარგალიტი, ოპალი, პერლამუტრი, ობსიდიანი, კაჰალონგი, ლაბრადორი, სერპენტინი, ფერადი იაშმა.