
მთვარის V დღე
მთვარის V დღე
სიმბოლო-მარტორქა. ზეთი ცეცხლისათვის. ამ დღის კიდევ ერთი სიმბოლოა-მიწის მთხრელი ტახი.
დღის დახასიათება და მნიშვნელობები:
მარტორქა-წირასწარმეტყველი მხეცი, რომელიც იკვებება ოქრის ვაშლებით, ხიდან. აქვს თავისი გარეგნული სახის ცვლილების უნარი და შეუძლია მომავლის წინასწარმეტყველება. მისი დამორჩილების უნარის მქონე ადამიანს ის უსრულებს სურვილებს.
ტყუილისა და ცბიერების დღე. დღისა და ღამის 3 საათი-ბოროტია. სიზმრები ხდება 100 დღის განმავლობაში. უკავშირდება კუროს გადასვლას ტყუპებში. არის შთანთქმის, მონელების, ტრანსფორმაციის, ახალ თვისებაში გარდასახვის სიმბოლო.
მთლიანობაში მთვარის მეხუთე დღე კარგი, სასიკეთო დღეა. დღის სიმბოლოა მარტორქა, გონებისა და სხეულის, სისუფთავისა და პატიოსნების ამსახველი. და მისი გავლენა აისახება ამ დღის ხასიათზე. ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სულიერ განვითარებასთან, თვითსრულქმნილებასთან, ამ დღეს მხოლოდ მისასალმებელია. ეს შესაძლოა იყოს სულიერი პრაქტიკები ან მედიტაციები, საკუთარი საუკეთესო ქმედებების ანალიზი, ისეთების, როგორებიცაა სიყვარული და ყველას პატიება. სასიკეთოა სუფთა აზრებზე და სურვილებზე მუშაობა. ამაში შესაძლოა დაგვეხმაროს ლოცვები და მანტრების მღერა.
სულიერი განვითარების გარდა, მთვარის მეხუთე დღე სასიკეთოა ფიზიკური სრულყოფისათის. კარგია ფიზიკური ვარჯიშები. განსაკუთრებული ეფექტი აქვს იოგას, რომლის დროსაც ხდება არამარტო სხეულის მოდუნება, არამედ გონებისაც. ასანების შესრულება ითხოვს შინაგანი ჰარმონიისა და მშვიდობის პოვნას, იძლევა სიმშვიდის მიღწევის საშუალებას.
სულიერი ცვლილებების შედეგად, მთვარის ამ დღეს განსაკუთრებით იზრდება მგრძნობელობა და ეს იძლევა საშუალებას უფრო ზუსტად აღვიქვათ ადამიანები. თქვენ შეგიძლიათ საკმაოდ ზუსტად განსაზღვროთ ვინ გიშლით და ვინ გიწყობთ ხელს განვითარებაში. როგორც მთვარის მეორე დღეს, ამ დღესაც თქვენი ინტუიცია ვრცელდება საკვებზე. და აქ შეგიძლიათ ამოირჩიოთ ზუსტად ქთვენთვის სასარგებლო საჭმელი.
მთვარის მეხუთე დღეზე ერთდროულად ორი ნიშანი ახდენს გავლენას-კურო და ტყუპები. და თუ კუროს ნიშანი ამ დღეს მატებს გაბედულებას, განვითარებასა და ძალას, ტყუპები მას ანიჭებს გაორებასა და წინააღმდეგობებს. რაც შესაძლოა გამოვლინდეს სახვადასხვა სახის ცდუნებებში ან მდგომარეობის უეცარ ცვლილებებში-კომფორტულიდან მშფოთვარეში. ამ მომენტში მნიშვნელოვანია საკუთარ თავს მივუდგეთ ყურადღებით, ვუარყოთ ყველაფერი ცუდი და შევინარჩუნოთ სულიერი სისუფთავე.
დღის სიმბოლო-მარტორქა, განასახიერებს რა სრულყოფილ სიკეთეს, მოუსყიდველობასა და ღირსებას, ამ დღეს ანიჭებს ამ მახასიათებლებს. და ამიტომაა სწორედ ამ დღეს იოლი საკუთარი მოსაზრებებისა და პრინციპების დაცვა. მთვარის ამ დღეს დაწყებული ყველა სასიკეთო საქმე, ჯობია დავასრულოთ. სხვა შემთხვევაში ის დასრულდება უსიამოვნებებით. თქმულების მიხედვით, მთვარის ამ დღეს სასიკეთოა ტირილი, თანაც არა მხოლოდ სიზმარში, არამედ ცხადშიაც. ცრემლები სულის განწმენდის ნიშანია.
ჯანმრთელობა და მკურნალობა:
გაცივების საწინააღმდეგო საშუალებების დამზადება, შენობის გაწმენდა ბალახების კვამლით: ავშანით, საკმეველით, კოთხუჯისა და ცოცხმაგარას ფესვებით, კრაზანით. ამ დღეს საჭიროა ყურადღება მიექცეს საკვების მიღებას. შიმშილი არ შეიძლება, მაგრამ არც ცხიმიანი საკვების გამოყენებაა მიზანშეწონილი. ყურადღება მიაქციეთ მომნელებელ სისტემას. კარგია ტირილი.
ორგანიზმის დასუსუტებული ნაწილები:
მომნელებელი სისტემა.
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები. ბალახების შეგროვება:
მოსავლის დაცვისა და შესაბამისი პანტაკლების დამზადების დღე. ბალახების შეგროვება და გაშრობა.
მაგიური წესჩვეულებები და რიტუალები:
რიტუალები და შელოცვები საქმისათვის, ბიზნესისათვის, სიყვარულისა და მეგობრობისათვის, გეგმების განხორციელებაში წარმატებისათვის. მოსავლის დამცავი პანტაკლები. მედიტაცია ლალზე, ალმასზე. მუშაობა დამცავ ქვებზე-თილისმებზე: არწივის, კატისა და ვეფხვის თვალზე.
ამ დღეს რეკომენდირებულია მხოლოდ შინაგანი ტრანსფორმაციის თემებზე მკითხაობა. კითხვების დასმა მხოლოდ სულიერი მდგომარეობის შესახებ, ასევე რაიმე ისეთზე, რაც მიანიშნებს თქვენი ცხოვრების კარდინალურ ცვლილებებზე. მკითხაობა მხოლოდ საკუთარ თავზეა დაშვებული. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ძალიან გთხოვენ, ზრდილობიანი უარი გმართებთ. ახლა ეს ძალიან სახიფათოა. შესაძლოა თქვენ ცდუნდეთ წინასწარმეტყველების გასაანალიზებლად საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, რითაც შესაძლოა დაარღვიოთ მაგის მორალური კოდექსი.
განსაკუთრებული გაფრთხილებები:
არაა რეკომენდირებული დაქორწინება.
სიზმრები:
მთვარის მეხუთე დღის სიზმრები ირეკლავს თქვენს შინაგან მდგომარეობას. ამ პერიოდში მიმდინარეობს ცვლილებები სულიერ დონეზე. ხდება ერთი მდგომარეობის მეორეთი ტრანსფორმირება. თუ ყურადღებით ხართ სიზმრების ახსნასთან, შესაძლოა იმის გაგება, თუ რომელ მხარეს ხდება ცვლილება. თქვენ ან სულიერი განვითარების გზაზე ხართ, ან დადიხართ წრეზე, არ იღებთ რა არაფერ ახალს. ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია საკუთარი ცხოვრების, აზრების, ქცევების გაანალიზება. თქვენი ინტუიცია დაგეხმარებათ სწორი დასკვნების გაკეთებაში.
ითვლება რომ, თუ სიზმრები უკავშირდება გზას, ეს კარგი ნიშანია. მძიმე სიზმრები მიუთითებენ ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ. თუ სიზმარში ტირით, ეს კარგის მომასწავლებელია. ამ დროს თქვენი სული იწმინდება.
მათთვის, ვინც დაიბადა მთვარის მეხუთე დღეს:
მთვარის მეხუთე დღეს დაბადებულები ბავშვობის წლებიდან მოყოლებული ფლობენ სულიერ და ფიზიკურ ძალას. მაგრამ, ამავდროულად აქვთ ძალიან წინააღმდეგობრივი ხასიათი. მათთვის დამახასიათებელია ხასიათის, შინაგანი მდგომარეობის ხშირი ცვლილება. მთვარის მეხუთე დღის ადამიანები ძალიან მოძრავნი და ემოციურები არიან. აქვთ ახალი ცოდნისაკენ მიდრეკილება, რაც მათ საკმაოდ ადვილად ეძლევათ. შემოქმედებითი უნარები მათ ეხმარებათ ახალი იდეების დაბადებაში, რომელთა განსახორციელებლადაც სრულიად ყოფნით ძალა.
სასურველია ამ ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე ვასწავლოთ მომხდარის გაანალიზება, განუვითაროთ შეგნება, საკუთარი ემოციებისა და სურვილების კონტროლის უნარი. მათ ცხოვრებაში სულიერ განვითარებას ძალიან დიდი ადგილი უჭირავს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ შეძლონ შინაგანი ჰარმონიისა და წონასწორობის მიღწევა. ისწავლონ არა უბრალოდ ამ მდგომარეობის დაჭერა, არამედ მასში ცხოვრებაც. სასურველია, რომ მათ ისწავლონ ნეგატიური ემოციების თავიდან აცილება.
საკუთარი თავის აღქმა მათ მისცემს საკუთარი სურვილებისა და ნააზრევის კონტროლირების შესაძლებობას, რათა შეძლონ ცხოვრებაში მათი სუფთად გატარება. თუ ბავშვი ადრიდანვე ინტერესდება სულიერი განვითარებით, ამჟღავნებს ინტერესს რელიგიისა და ტრადიციების მიმართ, არ შეგეშინდეთ და არ აღუდგეთ წინ მის ასეთ გატაცებებს. პირიქით, რეკომენდირებულია ასეთი განვითარებისათვის ხელის შეწყობა. ასევე, მთვარის მეხუთე დღეს დაბადებულები ძალან მგრძნობიარენი არიან. ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს უფრო ნატიფი სამყაროების მიმართ ინტერესის გაჩენას. კარგი ინტუიციის წყალობით მათ ხელეწიფებათ საკუთარ ცხოვრებაში დაინახონ ის, რაც მათთის სასიკეთოა. და ეს ეხება ცხოვრების ყველა სფეროს-ურთიერთობებს, თვითგანვითარებასა და საკვების მიმართ დამოკიდებულებასაც კი, რაზეც მათთვის რეკომენდირებულია განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა. ითვლება, რომ ამ დღეს იბადებიან მაგები და დევგმირები.
თმის შეჭრა:
მთვარის მეხუთე დღეს თმის შეჭრა შესაძლოა ემსახურებოდეს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და საერთო კეთილდღეობას.
ქვები:
ვარდისფერი კალცედონი, ფირუზი, მარმარილო, ქარვა.