top of page
Sphere on Spiral Stairs

მთვარის VI  დღე

მთვარის VI  დღე

სიმბოლო-ცისარტყელა, ხიდი, ღრუბელი, წერო- წინასწარმეტყველი ფრინველი.

დღის მახასიათებლები და მნიშვნელობები:

უკავშირდება ტყუპებს.

მთვარის მეექვსე დღე-პასიური და  მშვიდი, ფიქრის დღეა.  მისი სიმბოლო-წერო, განასახიერებს ღმერთებთან ურთიერთობას, შემეცნების უფრო მაღალ მდგომარეობაში შესვლის შესაძლებლობას. ქრისტიანობაში ის კარგი ცხოვრებისა და ასკეტიზმის სიმბოლოა. ამ დღეს მისასალმებელია შემგუებლობა, გარემო სამყაროს ისეთად მიღება, როგორიც ის არის და არავითარ შემთხვევაში  არ შეიძლება მასთან შეწინააღმდეგება. რეკომენდირებულია შეგნებით მივუდგეთ მოვლენებს, რათა დროულად აღვკვეთოთ საკუთარი უკმაყოფილება და ნეგატიური ემოციები. მთვარის მეექვსე დღე გულისხმობს პატიებას, მისწრაფებას სიყვარულისა და მადლიერების მიმართ.

ეს დღეს ძალიან კარგია ენერგეტიკებთან სამუშაოდ. სასარგებლოა იოგა, მედიტაცია. განსაკუთრებით რეკომენდირებულია პრანაიამა. აქ დადებით გავლენას ახდენს სულიერი პრაქტიკები. ენერგიების სწორად განაწილების შემთხვევაში, თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას საკუთარი თავისათვის და ორგანიზმისათვის, რადგან ფიზიკური და სულიერი განვითარება სწორი გზაა თვითგანვითარებისათვის. გადმოცემის მიხედვით, ამ დღეს ღრუბლების დანახვა და მელოდიური წკრიალის გაგონება კარგ ნიშნად ითვლება. მაგრამ, თუ ცა მოწმენდილია, ან პირიქით, სრულად დაფარულია ღრუბლებით, ეს იმის მანიშნებელია, რომ სამყაროში ჰარმონიის ნაკლებობაა.

ესაა დანაკარგების პოვნის დღე. დღისა და ღამის 6 საათი-ბოროტია. რეკომენდირებულია პრანაიამას გაკეთება, არომატებთან მუშაობა, მაგრამ მხოლოდ ზედა სასუნთქ ორგანოებთან. ამ დროს  ფილტვების ზედა ნაწილში ხდება კოსმიური ენერგიის-პრანის ტრანსფორმაციის პროცესი. თუ ცა წმინდაა ან სრულადაა დაფარული ღრუბლებით, ეს  სამყაროში  ჰარმონიის დარღვევის მანიშნებელია.   

ჯანმრთელობა და მკურნალობა:

მთვარის მეექვსე დღე- პასიური და მშვიდი დღეა. ჯანმრთლობის კუთხით დადებითი შედეგი ექნება ზომიერ ფიზიკურ დატვირთვას, იოგას. სასიკეთოა  სუნთქვითი ვარჯიშები, იოგა, პრანაიამა. და თუ ამ სამუშაო დღეს თქვენ ხართ ოფისში, რეკომენდირებულია დაწესებულების ხშირი განიავება.

სამედიცინო კუთხით ამ დღეს ყველაზე სუსტია ზედა სასუნთქი გზები და ბრონქები. ამიტომ, მთვარის ამ დღეს სასურველია მოვერიდოთ ორპირს, უფრო მეტად ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი. ოპტიმალური იქნება დღის გატარება ქალაქგარეთ. სასიკეთო გავლენა ექნება არომათერაპიას. მთვარის მეექვსე დღეს კარგია ბრონქებისა და ზედა სასუნთქი გზების  მკურნალობა. ხოლო ფილტვების, ხერხემლის კისრისა და მკერდის ნაწილის, მხრების მკურნალობა არაა მიზანშეწონილი. აქ დადებით ეფექტს ახენს გამწმენდი პროცედურები. კარგია აბაზანა. დღე დადებითია გამაახალგაზრდავებელი პროცედურების ჩასატარებლად.

 

ითვლება, რომ ამ დღეს ავად გამხდარი ადამიანი უცებ გამოჯანმრთელდება, ხოლო ავადმყოფობა იქნება მსუბუქი. მიუხედავად ამისა, სასურველია ყურადღებით მოვექცეთ საკუთარ თავს და დროულად მივიღოთ ზომები. იმიტომ რომ, თუნდაც მცირე ავადობა, უყურადღებობის შემთხვეაში ბევრი უსიამოვნების მომტანი შეიძლება გახდეს. პირდაპირი რეკომენდაცია ეძლევა ამ დღეს მოწევაზე უარის თქმას, რათა ამ დროს ისედაც დასუსტებულ ფილტვებს არ მიადგეს ზიანი.

მაგიური წესჩვეულებები და რიტუალები:

ყველანაირი სასიყვარულო მაგიის, სიყვარულით ანთებული გულების შეერთების, მოსაჯადოვებელი ბალახეულის დამზადების, ვერბალური მაგიის გამოყენების,  სიყვარულის ღმერთების თაყვანისცემის დღეა.  აქ ხდება ინფორმაციის მიღება ღრუბელთა მინიშნებების,  ფრინველთა ფრენის, ობობის ქსელის, მზისა და ვარსკვლავების მიხედვით. ხდება, ასევე  მიწაზე, მოსავალზე, ბოსტანზე, მცენარეებზე გაკეთებული ჯადოს მოხსნა,   ბუნების ღმერთებთან, სტიქიებთან  ურთიერთობა, სლავური წარმართული რიტუალების ჩატარება. დღის განმავლობაში მიმდინარეობს  სამუშაოსათვის მზადება მაგიურ წრეში, მის დაწყებამდე კი ხდება განწმენდა. ძველ დროში ამ დღეს მკითხაობდნენ ღრუბლებზე. თუ ცა კრიალაა ან სრულად დაფარულია ღრუბლებით, ესეიგი სამყარო  მოკლებულია ჰარმონიას. მთვარის მეექვსე დღეს სასიკეთოა ღრუბლების დანახვა და მელოდიური წკრიალის გაგონება.

სიზმრები:

მთვარის მეექვსე დღის სიზმრები წინასწარმეტყველურია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის იმ სახითვე აცხადდება როგორც იხილეთ. ამ დღის სიზმრები უფრო მინიშნებებია, პასუხები კითხვებზე.

სიზმრების ახსნისას სასურველია არ აჩქარდეთ და არ მიიღოთ სიზმარი როგორც პირდაპირი გზამკვლევი  შემდგომი ქმედებისათვის. მთვარის მეექვსე დღის სიზმრები ითხოვს ყურადღებას. მისი ახსნისას სასურველია გავითვალისწინოთ  არა გონების მსჯელობა, არამედ გაღვიძებისას არსებული  შეგრძნებები.  თქვენი ინტუიცია დაგეხმარებათ სწორად გაიგოთ სიზმრის არსი.

მათთვის, ვინც დაიბადა  მთვარის მეექვსე დღეს:

მთვარის მეექვსე დღეს დაბადებულები ფლობენ ენერგიის შთანთქმისა და გადამუშავების უნიკალურ უნარს. ასეთი ადამიანები დიდი ენერგიით არიან დამუხტულები და ხშირად მათი ენერგია რეალიზდება შემოქმედებითი იდეების სახით. მთვარის მეექვსე დღის ადამიანები ფანტაზიორები და მეოცნებენი არიან. მათ აქვთ მდიდარი შინაგანი სამყარო. თუ ასეთ ბავშვს ადრიდანვე განუვითარებთ შემოქმედებით ნიჭს, მომავალში შესაძლოა მისგან მივიღოთ კარგი მსახიობი, მუსიკოსი, მხატვარი, არტისტი. ასეთი ადამიანები ძირითადად ენდობიან საკუთარ გრძნობებს და არა გონივრულ რჩევებს.

ითვლება, რომ მთვარის მეექვსე დღის ადამიანების სიტყვებიც ენერგეტიკულადაა დამუხტული. ამიტომ, ასეთი ადამიანებისათვის რეკომენდირებულია ყურადღებით იყვნენ საუბრისას. ამ ადამიანებმა იციან სიტყვასთან მუშაობა.  შემოქმედებითი ნიჭის წყალობით მათგან  დგებიან  შესანიშნავი მწერლები და ჟურნალისტები, ასევე ხშირად მოაზროვნენი და ფილოსოფოსები.

მთვარის მეექვსე დღის ადამიანები ფლობენ არაჩვეულებრივ ინტუიციას. მათ ხელეწიფებათ დაინახონ გარესამყარო ისეთად, როგორიც ის არის სინამდვილეში. გარშემომყოფთა საქციელისა და ზრახვების ამოცნობა მათ ბავშვობის ასაკიდანვე კარგად გამოსდით. თუ მთვარის ამ დღეს დაბადებული ადამიანი იმუშავებს საკუთარ თავზე, გააფართოვებს რა ინტუიციურ მონაცემებს, ისწავლის საკუთარ ენერგიასთან მუშაობას, მას აქვს შესაძლებლობა განივითაროს საუკეთესო ექსტრასენსორული უნარები.

ურთიერთობებში ამ დღის ადამიანები ძალიან აფასებენ თავისუფლებას და ვერ იტანენ  გარე წნეხს. ხელეწიფებათ საუკეთესო კომუნიკაციის გამოვლინება. ხოლო მაღალი მგრძნობელობა მათ ეხმარებათ მიღებული ინფორნაციის ეფექტურად გამოყენებაში. ისინი სიამოვნებით ადევნებენ თვალყურს ღრუბლებს და უყვართ სივრცის აღმოჩენა.

 ითვლება, რომ მთვარის მეექვსე დღეს დაბადებულები ცოცხლობენ ღრმა სიბერემდე.

დღის ნიშნები:

მთვარის მეექვსე დღეს უკავშირდება კიდევ ერთი არატრადიციული ენერგეტიკული ცენტრი-ემოციონალური. ის მდებარეობს მკერდსა და ყელს შორის, იქ სადაც ჩვეულებრივ ვიკიდებთ  ჯვარს. ამ დღესთანაა კავშირში ზედა სასუნთქი გზები და სისხლის პლაზმა. სასიკეთოა სასუნთქი გზების გამწმენდი პროცედურები.  თუ არასწორად იქნება გამოყენებული მთვარის მეექვსე დღის ენერგია, ამან შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის ფორმულის დარღვევა და ასთმა.

თმის შეჭრა:

მთვარის მეექვსე დღეს ჯობია საერთოდ მოვერიდოთ თმის შეჭრას.

ქვები:

გეაცინტი, ციტრინი.

bottom of page