

მთვარი ს VII დღე
მთვარის VII დღე
სიმბოლოები-მამალი, კვერთხი, ქარის ვარდი, ეოლი, სრაოშე და გასაღები.
დღის დახასიათება და მნიშვნელობები:
უკავშირდება ტყუპებს. ძალიან რთული დღეა! ძველი პრობლემები მოითხოვენ გადაწყვეტას, მაგრამ ალაბათ ვერ გადაწყდებიან, ამიტომ უპრიანია მიმართოთ ახალ პარტნიორებს, რომლებიც დაგეხმარებიან (თუ გყავთ ასეთები). იყავით მაქსიმალურად წინდახედულნი და თავშეკავებულნი. ესაა ორგანიზმის ენერგეტიკული გარდაქმნის დღე. აქ არ შეიძლება ტყუილის თქმა და ცბიერება, საკუთარი აზრების დამალვა, კომპრომისებზე წასვლა. ეს დღე სიყალბის გამოაშკარავებისა და აქტიური ბრძოლის დღეა. ჯადოქრები და შავი მაგები ამ დღეს ავადმყოფობენ.
აქ შესაძლოა მოახდინონ თქვენი პროვოცირება ზედმეტი ლაქლაქისაკენ, რათა წამოგაცდენინონ დაუფიქრებელი სიტყვები. ამ დღეს ფუჭად ლაპარაკი დაუშვებელია და საერთოდ ჯობია ცოტა ილაპარაკოთ. გარესამყარო, მთელი ქვეყანა ძალიან მგრძნობიარე რეაგირებას ახდენს თქვენს სიტყვებზე, შემთხვევით წამოცდენილზეც კი. სიტყვებთან იყავით ფრთხილად. რასაც იტყვით, ის თქვენს ცხოვრებად გადაიქცევა. განსაკუთრებით სახიფათო ამ დღეს ტყუილის თქმა იმიტომაა, რომ ის მალე სიმართლედ გადაიქცევა. მაგრამ, სამაგიეროდ ამ დღეს ახდება ყველა კეთილი სურვილებიც. კარგია ლოცვა, რადგან ის მალე იქნება შესმენილი. არ შეიძლება ჭორაობა, ქაღალდის დახევა, ჭურჭლის მსხვრევა. ასევე, არ შეიძლება მივირთვათ ქათმის ხორცი და კვერცხი. უპრიანია ვისწავლოთ სწორად საუბარი, საკუთარი მეტყველება გავანთავისუფლოთ სიტყვა-პარაზიტებისაგან.
ჯანმრთელობა და მკურნალობა:
მთვარის მეშვიდე დღე მიმდინარეობს მამლის სიმბოლოს ქვეშ, რომელიც განასახიერებს ყურადღების გაღვიძებასა და აქტიურობას. დღეს თქვენი ორგანიზმი სავსეა ძალითა და ენერგიით, რომლის მიმართვაც მშვიდობიან არხშია სასურველი. ამისათვის შესანიშნავი საშუალებაა ფიზიკური აქტიურობა. კარგია იოგაც. ეს თქვენ მოგიტანთ წონასწორობასა და საკუთარი ძალების სწორ გადანაწილებას, რაც დღეს ძალიან გამოგადგებათ. რადგან თქვენი წარმატება პირდაპირკავშირში იქნება თქვენს საკუთარ შეგრძნებებთან და ყურადღებასთან.
მთვარის მეშვიდე დღე ხელს უწყობს გამაჯანსაღებელ პროცედურებს. კარგია ორგანიზმის გაწმენდა, განსაკუთრებით ეს ესაჭიროება ფილტვებსა და ყელს. ამაში საუკეთესოდ დაგეხმარებათ აბაზანა, სხვადასხვა ბალახეულის ნახარშები და ნაყენები. მაგრამ, თუ გაქვთ სუსტი იმუნიტეტი, სასარგებლო იქნება საერთო გამწმებდი პროცედურები. ამ დღეს კარგია შიმშილობაც.
სამედიცინო კუთხით, მთვარის მეშვიდე დღეს სუსტია ფილტვები და ბრონქები. იზრდება გაცივების ალბათობა. სასურველია ნაგებობის კარგად განიავება, მეტწილად სუფთა ჰაერის სუნთქვა, მაგრამ, ამავდროულად დაივიწყეთ ორპირები. ყურადღებით იყავით ყველაფერი იმის მიმართ, რასაც შეუძლია მოულოდნელი გაცივების გამოწვევა. არაა რეკომენდირებული ამ დღეს ჩატარდეს ცხვირ-ხახის, სახმო იოგების, ტრაქეის, ბრონქებისა და ფილტვების მკურნალობა. დღე არასასიკეთოა კბილების ამოღებისთვისაც. ამ დღეს არაა რეკომენდირებული საკვებად ქათმის ხორცისა და კვერცხის გამოყენება. ასევე, სასურველია გამორიცხოთ ალკოჰოლი და თამბაქო, რადგან მათი გამოყენება ამ დღეს შესაძლოა არასასიამოვნო შედეგით დასრულდეს. ითვლება, რომ მთვარის ამ დღეს დაწყებული ავადმყოფობა ადვილად ექვემდებარება მკურნალობას.
მაგიური წესჩვეულებები და რიტუალები:
ვერბალური მაგიის დღე. პანტაკლების დამზადება წარმატებული ვაჭრობისათვის, საქმისა და ბიზნესისათვის, წარმატებული საზღვაო და სახმელეთო მოგზაურობისათვის, სიყვარულისა და მეგობრობისათვის. მცენარეებზე მედიტაცია-დაფნა, შავი ნეკერჩხალი, შავი ვერხვი, ბზა. ასევე, მედიტაცია ფრინველთა ფრენაზე, წყალზე (წყალში სტიქიის გახსნით), მულადჰარა ჩაკრაზე. ეს ბუნების ძალებთან (სტიქიებთან) ურთიერთობის დღეა. ორაკულს უნდა დავუსვათ კითხვები, რომლებიც ეხება ადამიანებთან ურთიერთობას, პირველ რიგში კი ოჯახის წევრებთან. თავისთავად მთვარის მეშვიდე დღე ძველთაგანვე მაგიურ დღედ ითვლება. თანაც ყველაზე მაგიურ ზემოქმედებას ამ დღეს სიტყვა ახდენს. ამიტომ, ფაქტობრივად ყველა ოკულტურ ტრადიციაში რეკომენდირებულია ამ დღეს სიტყვასთან მუშაობის ამა თუ იმ პრაქტიკის დახვეწა: ლოცვა, შელოცვების წარმოთქმა, მანტრების დეკლამირება და ა. შ. მაგიის ფარგლებში, ამ დღეს ყველაზე კარგია რთული წინასწარმეტყველებების ამოხსნა, რომლებიც მიიღეთ მთვარის სხვა დღეღამეში. მთელი ეს სამუშაო ტარდება მხოლოდ ჩურჩულით.
გამსაკუთრებული გაფრთხილება:
შესაძლოა, თქვენს წინააღმდეგ განხორციელდეს მსხვილი პროვოკაციები, დანაშაულის, ტყუილის, თაღლითობის სახითაც კი. არ შეიძლება ჭურჭლის მტვრევა, წიგნებისა და ქაღალდების დახევა. სიტყვასთან იმუშავეთ ჩურჩულით.
მთვარის მეშვიდე დღეს დაბადებული ბავშვი:
მთვარის მეშვიდე დღეს დაბადებული ადამინები ცოცხალი და აქტიური ხალხია. ფლობელ შესანიშნავ გონებრივ შესაძლებლობებს, კარგ მეხსიერებას, ანალიტიკურ უნარებს. მათ ადვილად გამოსდით სწავლა, აქვთ რა უცებ ათვისებისა და ინფორმაციის გადამუშავების უნარი. ხოლო ძლიერი ნება და ხასიათი მათ ხელს უწყობს ცხოვრებისეული წარმატებების მიღწევაში. მათ არ აშინებთ წარმოქმნილი წინააღმდეგობები, რადგან ყველანაირი რთული სიტუაციიდან ხელეწიფებათ სწრაფი და ზუსტი გამოსავლის პოვნა.
მთვარის მეშვიდე დღეს დაბადებული ბავშვებისათვის რეკომენდირებულია ყურადღების გამახვილება სულიერ განვითარებაზე და თვითსრულყოფაზე, სიზარმაცის დამარცხებაზე. სხვა შემთხვევაში არის რისკი იმისა, რომ ისინი ჩამოყალიბდნენ ძალიან ზედაპირულ, ჭორიკანა, ინტრიგების მოყვარულ ადამინებად, რომელთათვისაც უცხო იქნება გულისხმიერება და თანადგომა. მთვარის მეშვიდე დღე თავის გავლენას ახდენს შემოქმედებით ნიჭზეც. ხშირად ასეთი ადამიანები ფლობენ ლამაზ, ძლიერ, კარგ ხმას. და ისინი ბავშვობიდან სიამოვნებით ავლენენ ამ ნიჭს. ეს გამოიხატება იმაში, რომ ისინი ბევრს მღერიან, ლაპარაკობენ, ყვებიან სხვადასხვა ისტორიებს. თუ ადამიანს უვლინდება ეს ნიჭი, სასურველია ის შევიყვანოთ რაიმე წრეზე, სადაც შეძლებს შემდგომ განვითარებას. ამ დღეს დაბადებულ ადამიანებს ძლიერი მეტყველება აქვთ. აუცილებელია ბავშვობის წლებიდანვე ჩავუნერგოთ მათ საკუთარი სიტყვების მიმართ გონივრული დამოკიდებულება, სიმართლის გზით სიარული და ტყუილების აღმოფხვრა. მათი სიტყვის ძალა იმენად დიდია, რომ შემთხვევით წამოსროლილ სიტყვას უბედურების მოტანაც კი შეუძლია.
ითვლება, რომ მთვარის მეშვიდე დღეს იბადებიან ორატორები და პუბლიცისტები, ასევე კარგი ვაჭრები, კონსულტანტები, მწერლები, ჟურნალისტები.
წამოწყებები:
შესაძლოა წვრილი საქმეების დაწყება, უფრო მსხვილი რაღაცეების გადადება სამომავლოდ ჯობია.
სიზმრები:
მთვარის მეშვიდე დღეს სიტყვა არა მხოლოდ ცხადშია დიდი ძალის მატარებელი, არამედ სიზმარშიც. ამიტომ, სიზმრის ახსნისას მთვარის ამ დღეს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არა სიზმრის შინაარსს, არამედ სიზმარში გაჟღერებულ სიტყვებს. სიზმრის ახსნასთან სერიოზულად მიდგომის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ საკმაოდ საჭირო ინფორმაცია. მაგ. გაიგოთ თუ რა საკითხებს სჭირდება გადაწყვეტა ყოველდღიურ ცხოვრებაში და მიიღოთ პასუხები სულიერ საკითხებზე წარმოშობილ საკითხებზე.
ითვლება, რომ თვარის მეშვიდე დღეს, სიზმარში შესაძლოა მოხდეს ნათელხილვა. ამის ნიშანი შესაძლოა იყოს სიზმარში სასულიერო პირის ნახვა. ამ შემთხვევაში სიზმარში ნათქვამი სიტყვების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო.
თმის შეჭრა:
მთვარის მეშვიდე დღეს თმის შეჭრამ, შესაძლოა გამოიწვიოს კონფლიქტები და ჩხუბები ახლო გარემოცვასთან ან ხელმძღვანელობასთან.
ქვები:
საფირი, ჰელიოტროპი, მარჯანი.