

მთვარი ს VIII დღე
მთვარის VIII დღე
სიმბოლოები:
ფრინველი ფენიქსი, ფარშევანგი, ცეცხლი, განძით სავსე თასი. პეპელა, მატლი.
დღის დახასიათება და მნიშვნელობები:
პლანეტის სიმბოლოა- პროზერპინა, რომელიც უკავშირდება ტყუპებსა და მთვარეს.
ფერი: შავ-თეთრი (მინავლული ცეცხლის ალის ფერი).
უკავშირდება ტყუპების გადასვლას კირჩხიბში.
ამ დღეს კარგია საკუთარი თავი ხშირად ვამხილოთ ცოდვებში. სასიკეთო დღეა მათგან გასანთავისუფლებლად, რადგან აქ მონანიება ადვილად გამოდის. ასევე, ადვილი იქნება სხვათა შენდობაც. ასე რომ, ხელიდან არ გაუშვათ სასიკეთო შესაძლებლობა. ეს მონანიების დღეა. გაიაზრეთ საკუთარი ცხოვრება, გაიხსენეთ წარსული. ამ დღეღამის ერთერთი საუკეთესო პტაქტიკაა ცეცხლით განწმენდა. განწმენდისათვის არა მარტო კოცონი ბუნებაში ან ბუხარი სახლის პირობებში გამოგადგებათ, არამედ ჩვეულებრივი სანთელიც. რეაბილიტაციის ფსიქოლოგიური მეთოდების დახმარებით, მათი გადაყვანა შესაძლებელია ნეგატივიდან პოზიტივში. ამ დღეს არ შეიძლება იყოთ ეგოისტური და დამანგრეველი. უკვე მოხდა პირველი ფაზის მეორეში გადასვლა. ამიტომ, მთვარის ეს დღე ენერგეტიკულად არამყარია. დღის სიმბოლოა ფრინველი ფენიქსი, რომელიც გარდასახვის მიმანიშნებელია. ეს თვისება გადმოეცემა თავად დღესაც. მთვარის მერვე დღე ყველა დონის, ფიზიკური თუ ენერგეტიკული ცვლილებების, ტრანსფორმაციის დღეა. აქ ორგანიზმის შინაგანი ძალები იკრებს ძალას. ამ დღეს ადამიანი გადასხვაფერდება, თითქოს ხელახლა იბადება.
მთვარის მერვე დღეს თქვენ შეიძლება ცვლილება შენიშნოთ ყველაფერში, როგორც საკუთარ თავში, ასევე გარესამყაროში. სასურველია ყურადღებით მოვეპყროთ ყველაფერს, რაც ხდება გარშემო, რადგან ასე შეძლებთ ახლებურად შეხედოთ ცხოვრებას. ეს თქვენ საშუალებას მოგცემთ უმტკივნეულოდ მოიშოროთ ძველი ჩვევები და მიიღოთ ახალები. შეცვალოთ არამარტო თქვენი ქცევა და შეხედულებები, არამედ ძირეული პრინციპებიც კი. თანაც, ასეთი ცვლილებები ყურადღებიანი დამოკიდებულების შემთხვევაში, თქვენს ცხოვრებაზე მხოლოდ სასიკეთო გავლენებს იქონიებენ. ცვლილებები, ასევე გავლენას ახდენს ემოციურ მდგომარეობაზეც, რაც აიხსნება გარდასახვით შინაგან დონეზე. შედეგად, თქვენი განწყობა შესაძლოა იცვლებოდეს მთელი ამ დღის განმავლობაში. ამ დღეს კარგია გონიერების შენარჩუნება, რეკომენდირებულია ყველა თქვენი ემოციის ყურადღებით გააზრება და პროვოკაციებზე არ აყოლა. კარგია თუ დღეს თქვენ შეძლებთ საკუთარი ამბიციებისა და სიამაყის დავიწყებას. ძალიან ცუდია ნეგატივში ყოფნა. ჯობია არ გაბრაზდეთ და არ იჯუჯღუნოთ, ასევე არ გაღიზიანდეთ არაფერზე. სასურველია ეს დღე გაატაროთ პოზიტიურად. ამ დღეს შესაძლოა მოგინდეთ ცეცხლთან კონტაქტი. ეს ქმედება საკმაოდ სიმბოლურია. დღის სიმბოლოა ფრინველი ფენიქსი, რომელიც, როგორც ცნობილია, ცეცხლში იწვის, შემდეგ კი ფეფრფლიდან აღდგება. ანუ, ესაა ცეცხლით განწმენდის სახე. ქრისტიანობაში ფრინველის სახე გადატანილია ქრისტეს მკვდრეთით აღდგომაში, რომელიც ნადგურდება ადამიანთა ვნებების ცეცხლით და ისევ აღდგება მესამე დღეს.
ტყუილად არ ითვლება, რომ მთავრის მერვე დრე განწმენდის დღეა. ამიტომ, თუ თქვენ მოგინდათ ცეცხლთან ახლოს ყოფნა, არ გაუძალიანდეთ ამ სურვილს. ესეიგი თქვენ ინტუიციურად მიისწრაფვით სულიერი განწმენდისაკენ, ეს კი ძალიან კარგია. თუ გაქვთ შესაძლებლობა, დაჯექით კოცონთან ან ბუხართან, მოუსმინეთ ხის ტკაცუნს, შეიგრძენით ცეცხლის ძალა. და თუ ცხოვრობთ ქალაქში, შეგიძლიათ დაანთოთ სანთლები. მაგრამ სასურველია არ დაივიწყოთ ცეცხლის ძალის შესახებ და მოექცეთ მას ყურადღებით. ის თქვენი დამხმარეა და მის მიმართ გამოხატული პატივისცემა მხოლოდ სიკეთეს მოგიტანთ. ცეცხლთან კონტაქტისას კარგია მედიტირება, ან სულიერი პრაქტიკების ჩატარება. თქვენ შესაძლოა შეამჩნიოთ, რომ მზად ხართ როგორც გარეგნული, ასევე შინაგანი ცვლილებებისათვის. ამ მომენტში კარგია საკუთარ თავში ჩახედვა, წარსულის გაანალიზება, საკუთარი ქმედებების გააზრება, ყველაფერი ცუდის მოგროვება და გაშვება, საკუთარი ცოდვების მონანიება და მათი პატიება, ვინც გაგაბრაზათ ან ბოროტად მოგექცათ. ყველაფერი ემსახურება შინაგან განწმენდას. რაც უფრო სუფთა იქნებით, მით უფრო სუფთა გახდება თქვენი გეგმები, შედეგად კი მიიღებთ ძალას ჩანაფიქრის რეალიზებისათვის და რეზულტატიც მით მეტად წარმატებული იქნება. არის რწმენა, რომ ბოროტ ადამიანს ამ დღეს მუცელი სტკივა. ასევე აქვს კანკალი და ზოგჯერ უხურს ყურები.
ამ დღეს საჭიროა მხოლოდ იმ კითხვების დასმა, რომლებიც ითხოვენ წარსულში მიბრუნებას, უკვე წასული მოვლენების გადახედვას, რომლის შედეგებიც პირდაპირკავშირშია აწმყოსთან. ასევე, მთვარის ამ დღეღამეში შესაძლებელია ყველა საკითხის გარკვევა, რომელიც უკავშირდება კარმულ კვანძებს და იმ წინასწარმეტყველების გაშიფრვას, რომელიც მიიღეთ წარსულში.
ეს დღე ქალღმერთი თემიდას თაყვანისცემის დღეა. ამ დღეს წარმატება მოდის 20 საათის შემდეგ. სიზმრები წინასწარმეტყველურია. ცეცხლით განწმენდის, გზების, „დამწვარი ხიდების“ დღეა.
ჯანმრთელობა და მკურნალობა:
მთვარის მერვე დღეს მიმდინარეობს ტრანსფორმაციები და ცვლილებები არა მარტო სულიერ და ენერგეტიკულ დონეებზე, არანედ ფიზიკურზეც. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზმი ახლა იწყებს ძალების მოკრებას, ცვლილებებმა შესაძლოა ცუდი როლი ითამაშოს, შეცდომაში შეგიყვანოთ რა კარგმა ჯანმრთელობამ. სწორედ ამიტომ, ამ დღეს რეკომენდირებულია ძალიან დიდი ყურადღება საკუთარი თავის მიმართ, საკუთარი ჯანმრთლობის დაზოგვა. მთვარის მერვე დღეს შესაძლოა ნერვიული სისტემის მოქმედების დარღვევა, ასევე ტკივილები გულის არეში. ამასთან დაკავშირებით სასურველია შეზღუდოთ ფიზიკური დატვირთვა, შესაძლებლობის შესაბამისად ჯობია სიწყნარეში ყოფნა. იმ შემთხვევაში თუ თქვენ აქტიური ადამიანი ხართ და ვერ ძლებთ ვარჯიშის გარეშე, რეკომენდირებულია კომპლექსური იოგა, რომელიც ვერ მოახდენს თქვენს ორგანიზმზე მაღალ დატვირთვას.
სამედიცინო კუთხით მთვარის მერვე დღეს სუსტია კუჭი. მაღალია საკვებისგან მოწამვლის ალბათობა. ამ პლანში ამ დღეს რეკომენდირებულია მსუბუქი საკვების მიღება. ხოლო რაციონი უნდა შედგებოდეს მარცვლეულისა და ბოსტნეულისაგან. დღე სასიკეთოა შიმშილობისთვის, როგორც პროფილაქტიკური, ასევე სამკურნალო კუთხით. სასიკეთოა დიეტაც.
მთლიანობაში ორგანიზმზე სასიკეთოდ აისახება გამწმენდი პროცედურები. კარგია აბაზანა, მასაჟის სეანსები და ფიტოთერაპია. რეკომენდირებულია კუჭნაჭლავის გაწმენდა.
ითვლება, რომ ამ დღეს დაწყებული ავადმყოფობა ძალიან რთული ფორმით მიმდინარეობს. მკურნალობის საერთო რეკომენდაცია ძირითადად ითვალისწინებს ორგანიზმის საერთო გაწმენდას. განსაკუთრებით სასიკეთოა კუჭნაწლავის გასუფთავება.
კუჭნაწლავის გაწმენდა:
ვივახშმოთ არაუგვიანეს საღამოს 6-7 საათისა. ჩვენ ვიცით, რომ კუჭში საკვები 3 საათის განმავლობაში შედის ქიმიურ რეაქციაში. 3 საათის შემდეგ იხსნება კუჭის სარქველი და ის გადის ნაწლავებში. იმ მომენტამდე, სანამ საკვები გადავა ნაწლავებში, საჭიროა კუჭის გაწმენდა. 1 ლიტრ თბილ წყალში ჩავყაროთ 1 სუფრის კოვზი სოდა. ნაყენი მიიღება 2 ჯერზე. ჯერ ნახევარს ვსვამთ და ვიწვევთ გულისრევას. სოდიანი წყალი გვჭირდება იმისათვის, რომ არ დავიწვათ საყლაპავი მილი ნაღველის მასში გაივლისას. შემდეგ ისევ დალიეთ დარჩენილი სითხე და ისევ გამოიწვიეთ გულისრევა. მეორე მიღების შემდეგ უკვე სუფთა წყალი უნდა გამოიყოს. თუ ეს ასე არაა, საჭიროა კიდევ ნახევარი ლიტრი ხსნარის მიღება იგივე დანიშნულებით. ეს პროცედურა ძალიან სასიკეთოა მთვარის მერვე დღეს. მისი ჩატარება უპრიანია საღამოს 10 საათისათვის. ამგვარად, თქვენ ემზადებით ღამის სუფთა ბიოქიმიისათვის.
მთვარის მერვე დღეს კარგია მონანიება. ამ დღეს არაა რეკომენდირებული პრაქტიკების ჩატარება ცეცხლთან. შეიძლება წამლების დამზადება ყველა დაავადებისათვის, ყველაზე რთული 108 კომპონენტიანი წამლის დამზადებაც კი.
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, ბალახების შეგროვება:
კარგია მცენარეების დარგვა.
მაგიური წესჩვეულებები და რიტუალები:
ტრანსფორმაციის, ალქიმიის დღე. შელოცვები პატიმრობის, სამართლიანი სასამართლო დავების, სასამართლო პროცესის მოგების შესახებ.
რეკომენდაციები მთვარის ციკლის მეორე მეოთხედის პრაქტიკებისათვის:
სტიქია-მიწა.
რიტუალის ელემენტები-მიწა და სანთელი.
ბალახები-ჟასმინი, ავშანი, ღვიის ეკლები.
მაგიური ქმედებები-შინაგანი მუშაობა, განწმენდა, გარე სივრცის შემოსაზღვრა, ძალების დაგროვება.
ასოციაცია-გააზრება, სიმშვიდე, მიმღებლობა, მომზადება.
დახასიათება-წინააღმდეგობის დრო. ღრმა შინაგანი მუშაობის დრო, და არა გარეგანის. გააზრებისა და მიღების დრო. დრო, როცა ლილიტი ხდება საკუთარი თავის დედა და მფარველი. შემდეგი ეტაპისათვის მომზადების დრო. ამ მეოთხედში ლილიტის ძალის გარე გამოვლინებები თითქოს მთვლემარე მდგომარეობაშია და სხვა ადამიანისათვის ხელმიუწვდომელი გრძნობების დონეზე მოქმედებს. ესაა განახლების, ძველი დინამიკის დასრულებისა და ახალი შესაძლებლობების დაწყების დრო.
მედიტაცია:
ცეცხლი, ქიმიური რეაქციები.
განსაკუთრებული გაფრთხილება:
სიფრთხილის დაცვა მოგზაურობისას, სტუმრების ვიზიტისას, ქორწილში, ტრანსპორტში, სამსახურში. შესაძლოა გაგიკეთონ ჯადო ბიზნესზე ან მეგობრობაზე.
არაა რეკომენდირებული დაბანვა და სარეცხის რეცხვა.
სიზმრები:
მთვარის მერვე დღე მიმდინარეობს ფრინველ ფენიქსისა და განძეულის თასის სიმბოლოს ქვეშ, რომლებიც განასახიერებენ ცვლილებისა და თვალისაგან დაფარული საიდუმლოს დაცვას. სასურველია ეს ყველაფერი გათვალისწინებული იყოს ამ დღის სიზმრების ახსნისას.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიზმარში თქვენ ხედავთ იმას, რაც დევს თქვენსავე ქვეცნობიერში, თქვენი „მე“-ს ის ნაწილი, რომელიც სადღაც ღრმადაა დამალული და რომელიც არ ჩანს. და მხოლოდ სიზმრის მეშვეობით გაქვთ მისი დანახვისა და გაგების საშუალება. ამ მიმართულებით მთვარის მერვე დღის სიზმრები ნამდვილი შთაგონებაა. თუ სწორად მიუდგებით მათ ახსნას, თქვენ შეძლებთ იმის გაგებას, თუ რა ცვლილებები გელოდებათ და მათთვის მოემზადებით ფსიქოლოგიურად. ან შეძლებთ გარკვევას, თუ რომელი გზით მოძრაობთ და შეიტანთ მასში თქვენთვის ხელმისაწვდომ ცვლილებებს, რათა გამოასწოროთ მიმდინარე მდგომარეობა და საკუთარი გზა გახადოთ სულიერად უფრო სუფთა. მთვარის მერვე დღის სიზმრები მიუთითებენ ზოგიერთ ჯერ კიდევ განუხორციელებელ ამოცანებსა და მიზნებზე, რომლებიც ელიან გადაწყვეტას. ასევე, ეს შესაძლოა იყოს რაიმე განუხორციელებელი სურვილები. ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია საკუთარი თავისათვის ყურისგდება, შესაძლოა დადგა მომენტი, როცა თქვენ გაქვთ საჭირო ძალა მათი რეალიზაციისათის. კარგია თუ არ გაუშვებთ ხელიდან ამ სასიკეთო მომენტს.
მთვარის მერვე დღეს დაბადებული ბავშვი:
მთვარის მერვე დღეს დაბადებულები დღის სიმბოლოს-ფენიქსის მფარველობის ქვეშ არიან, რომელიც მათ ანიჭებს გარდასახვისა და ტრანსფორმაციის უნიკალურ უნარს. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთ ადამიანებს ბავშვობიდან აქვთ შეუფასებელი ცოდნის დაგროვების საშუალება, მერე კი ისინი უბრუნდებიან საწყის წერტილს, პირველწყაროს, იწყებენ რა ყველაფერს თავიდან მიღებული ცოდნის გამოყენებით. ეს ადამინები არ უფრთხიან ცვლილებებს. მთელი მათი ცხოვრება ვითარდება სპირალივით. ისინი წრეზე სიარულით ახდენენ თავიანთი ცხოვრებისეული გზის გავლას. და მხოლოდ მათზეა დამოკიდებული განვითარდებიან თუ გატკეპნიან ერთ ადგილს, ცოდნის დიდი მოცულობის გამოუყენებლად. იმისათვის, რომ მთვარის მერვე დღეს დაბადებული ადამიანების ცხოვრება არ გადაიქცეს წრეზე უაზროდ სიარულად, მათთვის აუცილებელია ყველაფერი ზედმეტისაგან განთავისუფლება, წარსულზე პოტინის დასრულება, დანაკარგების მიმართ სინანულის მოშორება და ყველაფერი არასაჭიროს იოლად დათმობა.
თვითგანვითარებაზე მუშაობის, თვითკონტროლის გაძლიერების, საკუთარ შეცდომებზე სწავლის შემთხვევაში, ეს ადამიანები წავლენ მხოლოდ წინ და ხელეწიფებათ ცხოვრების განმავლობაში ძალიან დიდი შედეგების მიღწევა. ღრმა ბავშვობიდან მთვარის მერვე დღეს დაბადებულები განიცდიან მისწრაფებას ყველაფერი ახლისა და არნახულის მიმართ. ისინი ხარბად ეწაფებიან ცოდნას. აქვთ კარგი გონებრივი შესაძლებლობები. ხშირად მათი გონიერება აოცებს გარშემომყოფთ. ეს ადამინები გამარჯვებულები გამოდიან ყველაზე რთული სიტუაციებიდან, პოულობენ რა საკმაოდ ორიგინალურ და მოულოდნელ გადაწყვეტილებებს.
მთვარის მერვე დღის ადამიანებს აქვთ ძლიერი ხასიათი. ისინი შრომისმოყვარენი, კეთილმოსურნენი და წესიერები არიან. სასურველია ბავშვობიდანვე ვასწავლოთ მათ უარყოფითი ენერგიებისაგან განთავისუფლება. იმისათვის, რომ ცხოვრებაში არ დარჩნენ ერთ ადგილას, მათთვის აუცილებელია მუდმივი სრულყოფა. სწორედ ამიტომაა რეკომენდირებული პროფესიონალიზმის დახვეწა მათ მიერვე შერჩეულ პროფესიაში. გარდასახვის ნიჭის ქონის გამო, მთავრის მერვე დღეს დაბადებული ადამიანები აქტიურად ცხოვრობენ. აქვთ ნიჭი, მათგან გამოდიან შესანიშნავი არტისტები, ავლენენ კარგ ფილოსოფიურ შესაძლებლობებს, მგძნობელობას. ითვლება, რომ ძველ დროში ამ დღეს იბადებოდნენ ალქიმიკოსები და მკურნალები.
თმის შეჭრა:
ეს იდეალური დღეა თმის შესაჭრელად, მოასწავლებს რა კარგ განწყობასა და უდარდელ ცხოვრებას ღრმა სიბერემდე.
ქვები:
წითელი გრანიტი, ქრიზოლითი, უვაროვიტი, ოლივინი.