top of page
Sphere on Spiral Stairs

18 რამ, რისი გაკეთების საშუალება არ უნდა მისცეთ სხვებს!!!

3 авг.
4 мин. чтения

1. ნუ მისცემთ სხვებს ისიმ უფლებას, რომ ჩაგითრიონ უაზრო კონფლიქტებში.

ნუ დაკარგავთ დროს უაზრო ახსნა-განმარტებებსა და თავის მართლებებზე. ნუ აუხსნით თქვენს ქმედებებს იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველთვის არასწორად გიგებენ. თქვენი ინტელექტისა და თვითშეფასების დონე არ იზომება თქვენს მიერ მოგებული კონფლიქტების რაოდენობით.

ინტელექტუალური ადამიანი, რომელსაც აქვს ადეკვატური თვითშეფასება, სხვაგვარად იქცევა. ის თავის თავს ეუბნება: „ეს არ ღირს ჩემი დროის დასახარჯავად. არ მჭირდება ჩემი დროის ამ სისულელეზე დაკარგვა!“

2. ნუ მისცემთ სხვებს იმის უფლებას, რომ ვინმემ თქვენთან იწუწუნოს და საკუთარი ნეგატივი გადმოგდოთ.

პოზიტიური აზროვნება არჩევანია. ეს ბრძენი ადამიანის არჩევანია. იყავით საკმარისად ბრძენი, რომ თქვენს ცხოვრებაში რაც შეიძლება მეტი ტოქსიკურობა მოიშოროთ. სხვისი წუწუნის მოსმენა არ ღირს თქვენი დროისა და ენერგიის კარგვად.

3. ნუ მისცემთ სხვებს უფლებას, შეგარცხვინოთ ან მიგითითოთ თქვენი წარსულის ნაიარევების, შეცდომის ან ტკივილის გამო.

ჩვენი ნაიარევები ჩვენი წარსულია. ისინი გვახსენებენ იმას, რაც გადავიტანეთ. ეს არის გამოცდილება, რომელმაც საშუალება მოგვცა, გავმხდარიყავით უკეთესები, ვიდრე ვიყავით. შენი თითოეული ჭრილობა უნიკალური ისტორიაა. ნუ მოგერიდება ამ ამბის მოყოლა.

4. ნუ მოუსმენ მათ, ვინც შენი შეცდომების გამო გლანძღავენ.

შეცდომები საშუალებას გვაძლევს, უკეთესები და ბრძენნი გავხდეთ. იყავი მამაცი. მიეცი საკუთარ თავს უფლება, არ შეგეშინდეს გზის დასაწყისში დაშვებული შეცდომების. როდესაც ახალ რამეს იწყებ, არცერთი ადამიანი არ არის დაზღვეული შეცდომებისგან.

5. ნუ მისცემ სხვებს უფლებას, გადაგაფიქრებინოს ის, რაც სწორად მიგაჩნია.

დღეს უნდა ეცადო, გახდე უკეთესი, ვიდრე გუშინ იყავი. ეს ერთადერთია, რაც უნდა გააკეთო. მხოლოდ საკუთარი თავისთვის გაქვს რაღაც დასამტკიცებელი. სხვებს ამასთან არაფერი აქვთ საერთო.

6. ნუ მისცემ არავის უფლებას, რომ შეგაშინოს, შეურაცყოფა მოგაყენოს და დაგცინოს.

ვიღაცის დაცინვა და დაშინება არასწორია. ეს არ უნდა მოხდეს. არავის აქვს უფლება, შეურაცხყოფა მოგაყენონ და დაგცინონ. სამწუხაროდ, ზოგიერთ ადამიანს უბრალოდ არ შეუძლია ამის გარეშე ცხოვრება. მათ სჭირდებათ ვინმეს დამცირება და შეურაცხყოფა.

ეს ერთადერთი გზაა, მათთვის რათა საკუთარი თავი დამკვიდრონ. არ უნდა მისცე ვინმეს უფლება, ასე მოგექცნენ. მოიკრიბე გამბედაობა, რომ დაიცვა თავი. თავის დაცვაზე უარის თქმით, თქვენ მათ სიხარულის მიზეზს აძლევთ. ნუ გააკეთებთ ამას. ვერავინ დაგამცირებთ, სანამ მათ ასეთ შესაძლებლობას არ მისცემთ.

7. ნუ შეინარჩუნებთ მეგობრებს, რომლებიც სინამდვილეში თქვენი მეგობრები არ არიან.

ვინ არის ნამდვილი მეგობარი? ეს არის ადამიანი, რომელსაც უყვარხართ ისეთი, როგორიც ხართ. ამავდროულად, ეს ადამიანი შთაგაგონებთ, რათა გახდეთ უკეთესი.

იყავით ნამდვილი მეგობარი მათთვის, ვისთანაც ურთიერთობთ. და იქონიეთ ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან, ვინც ნამდვილად გემეგობრებათ.

8. ნუ მისცემთ სხვებს უფლებას, რომ მოგატყუონ ისევ და ისევ.

თუ ვინმე ერთხელ მოგატყუებთ, მაშინ მხოლოდ ეს ადამიანია პასუხისმგებელი ამაზე. თუ ვინმე გამუდმებით გატყუებთ, მაშინ ეს თქვენი ბრალია. თუ ვინმეს ტყუილში დაიჭერთ, პირდაპირ უთხარით.

ზოგიერთი ადამიანი გააგრძელებს თქვენს მოტყუებას მანამ, სანამ არ მიხვდებით. ისინი ამას აკეთებენ იმისთვის, რომ მათი ტყუილი „ჭეშმარიტებად“ იქცეს. ნუ დანებდებით ასეთ ადამიანებს. ნუ შეიტანთ წვლილს მათ წარმატებაში.

9. ნუ მისცემთ სხვებს უფლებას, რომ გამოგიყენონ.

ზოგიერთი ადამიანი უბრალოდ ვერ ამჩნევს ყველაფერს, რაც მათ ზურგს უკან კეთდება. ეს გრძელდება მანამ, სანამ თქვენ მათ თავს გამოაყენებინებთ. თქვენ ეს უნდა დააკვირდეთ, მიუხვდეთ.

 გააცნობიერეთ ის რომ თქვენ იმსახურებთ იმ ადამიანების ყოლას, რომლებიც დაგაფასებენ. თქვენ იმსახურებთ იმ ადამიანების ყოლას, რომლებიც რთულ დროს არ მიგატოვებენ და არ გამოგიყენებენ.

10. ნუ მისცემთ ხალხს უფლებას, რომ თქვენ „სარეზერვო ვარიანტად“ გამოგიენონ.

ნუ იქნებით ვინმეს „კარგი დროის გასატარებლად საჭირო ნივთი“. თუ ვერ დაეყრდნობით, ნუ ენდობით ასეთ ადამიანებს, გამოსცადეთ გაჭირვებაში და თუ მათგან ვერ მიიღეთ ნამდვილი მეგობრული თანადგომა, განერიდეთ.

11. მოერიდეთ „ახლადგაცნობილ“ ადამიანებს. ეს ერთადერთი გზაა ადგილის გასათავისუფლებლად მათთვის, ვინც თქვენი ნამდვილი მეგზურები არიან.

გაატარეთ დრო იმ ადამიანებთან, ვისთან ყოფნაც უფრო მეტად გაბედნიერებთ. ახლადგაცნობილი ადამიანები ახალი თავისტკივილისა და პრობლემების მომტანია.

12. არასოდეს ჩაიდოთ წყენა. ნუ მისცემთ სხვებს ამის გაკეთების უფლებას.

გახსოვდეთ რამდენიმე ჭეშმარიტება. ყველაზე მამაცი ის არის, ვინც პირველი იხდის ბოდიშს. ყველაზე ძლიერი ის არის, ვინც პირველი პატიობს. ყველაზე ბედნიერი ის არის, ვინც შერიგებისკენ პირველ ნაბიჯს დგამს. ეს სამი წესი ყოველთვის მუშაობს.

13. ნუ მისცემთ სხვა ადამიანებს თქვენი წარსულის გამოყენების უფლებას თქვენი აწმყოს „მოწამვლისთვის“.

ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა. სწორედ ამიტომ არ აქვს აზრი მუდმივად წარსულზე ფიქრს. სწორედ ამიტომ არ აქვს აზრი იმ ადამიანებზე მიჯაჭვულობას, რომლებსაც საკუთარი წარსულის წარსულში დატოვება არ შეუძლიათ.

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ შეეგუონ იმ ფაქტს, რომ თქვენ აგრძელებთ ცხოვრებას და იმსახურებთ ბედნიერებას, ასეთი ადამიანები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ თქვენმა წარსულმა თავი შეგახსენოთ.

წარმოიდგინეთ, რომ ვერ ამჩნევთ მათ მანიპულაციებს. უბრალოდ განაგრძეთ წინსვლა. ისწავლეთ ადამიანების მიღება ისეთებად, როგორებიც არიან. ისწავლეთ პატიება. წარსულის გაშვებით, თქვენ გადადგამთ პირველ ნაბიჯს ბედნიერებისკენ.

14. ნუ მისცემთ სხვებს უფლებას, დაგარწმუნონ, რომ ცვლილება ცუდი რამ არის.

ის, რაზეც ჩვენ ვერანაირად ვერ ვმოქმედებთ, საბოლოოდ გვცვლის. შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ თქვენს ცხოვრებაში ცვლილებები იქნება. რა თქმა უნდა, ეს ადვილი არ იქნება. თუმცა, მოგვიანებით მიხვდებით, რომ ეს ამად ღირდა.

15. არავის მისცეთ უფლება, რომ რაღაცის მიღწევაში ხელი შეგიშალოთ.

თუ გაქვთ მიზანი, რომელიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში „გაბედნიერებთ“, მაშინ ის თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. ნუ მისცემთ სხვებს უფლებას, ხელი შეგიშალონ ისეთ რამეში, რაც თქვენს წინსვლას შეაფერხებს.

16. ნუ მისცემთ სხვებს უფლებას, რომ საკუთარ ოცნებებზე უარი თქვათ.

სანამ რამეს მიაღწევთ, ბევრ განსაცდელს გაივლით. ცხოვრება ასე ცდის თქვენს ძალებს. ეს საშუალებას გაძლევთ გაიგოთ, რამდენად სერიოზულად უყურებთ თქვენს მიზანს. ადრე თუ გვიან, გარშემომყოფებისგან გაუგებრობას და დაგმობას წააწყდებით.

17. სწრაფი გამდიდრების გზები არ ღირს თქვენს დროსა და ძალისხმევად. ნუ მისცემთ ვინმეს უფლებას, საპირისპიროში დაგარწმუნოთ.

ცხოვრებაში საუკეთესო რამ ადვილად არ მოდის. ისინი დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. მე მჯეროდა, რომ თუ სურვილს ჩავიფიქრებდი, მივიღებდი იმას, რაც მინდოდა. მე მჯეროდა, რომ თუ ღმერთს რამეს ვთხოვდი, მივიღებდი.

დღეს ვიცი, რომ ყველა ეს განსაცდელი აუცილებელია იმისთვის, რომ შევცვალოთ საკუთარი თავი. როგორც კი ეს მოხდება, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა მივაღწიოთ იმას, რაც გვინდა.

18. ნუ მისცემთ სხვებს იმის უფლებას, დაგარწმუნონ, რომ არ ხართ ბედნიერი.

იყავით მადლიერი იმისთვის, რაც გაქვთ, ბედნიერებისკენ ეს თქვენი პირველი გადადგმული ნაბიჯია. იყავით მადლიერი იმისთვის, რაც უკვე მოგეცათ. იყავით მადლიერი თუნდაც ყველაზე პატარა ნივთებისთვის. სინამდვილეში, მათი ქონა ცხოვრებაში ძალიან ბევრს ნიშნავს.

გამოიწერეთ და სხვებსაც გადაუზიარეთ გვერდი....

#მაგია #შავიმაგია #თეთრიმაგია #რიტუალები #მკითხაობა #სპირიტიზმი #თილისმები #დამცავირიტუალები #ამულეტები #დემონები #ანგელოზები #სულები #არხონტები #კაბალა #შამანიზმი #ვუდუ #ჯადოები #წყევლა #ავითვალი #მთვარისდღეები #მთვარისკალენდრი #ლოცვები #ჯადოსმოხსნა #წყევლისმოხსნა #ვიდეოგაკვეთილები #ონლაინრიტუალები #პარანორმალურიმოვლენები #რუნები #დამწერლობები #ყველაფერი #magamon #magamondagon #magamonmassimodagon #all #global #world

Комментарии

Оценка: 0 из 5 звезд.
Еще нет оценок

Добавить рейтинг
bottom of page