top of page

Kaupaloki კაუპალოკი წარმატებული ვაჭრობის და გარიგებებისთვის


სარფიანი გარიგებების, ვაჭრობის ან შეთანხმებების დროს შეგიძლიათ მოქმედი სტავების გამოყენება. იხატება ფურცელზე და შემდეგ შეგიძლიათ წახვიდეთ საქმიან გარიგებებზე, ხოლო დამთავრების შემდეგ უნდა დაწვათ მადლიერებით და ფერფლი წყალს ან ნიავს გაატანოთ.


იხატება ნებისმიერი საწერი საშუალებით, მაგრამ სასურველია მელანში ან ტუშში გამოიყენოთ რამოდენიმე წვეთი თქვენი სისხლი ან ნერწყვი, რამეთუ რუნებზე მუშაობს დროს ერთ ერთი მთავარი აქტივატორი ოპერატორის ბიოლოგიური მასალაა. თუ მხოლოდ ბურთულიანი კალმით, ფანქრით ან მარკერით წერთ მაშინ ფურცელი რომელზეც აპირებთ დაწერას, წინა დღით დაასველეთ სისხლით ან ნერწყვით გაზავებულ წყალში და შემდეგ ნიავზე გააშრეთ. დახატვის დროს უნდა გააჟღეროთ თქვენი ის სურვილი რისთვისაც ქმნით აღნიშნულ არტეფაქტს.

ტიპიური სიტყვები აქტივაციისთვის არის: "რუნების ძალით გამოიღვიძოს და შეასრულოს აღნიშნულმა ნახატმა (სურვილი თქვენი), ისე რომ არ დააზიანოს და არც ნეგატიური ზემოქმედება არ მოახდინოს ჩემზე, ჩემს ოჯახზე და ჩემს საკუთრებაზე, სიკეთით და წარმატებით შემისრულოს ჩემი სათხოვარი" შეგიძლიათ თქვენი სიტყვებით გააქტიუროთ ოღონდ როცა გამოსახავთ მაგ დროს უნდა წარმოთქვათ.


კეცავთ ოთხკუთხედის ფორმით და სანამ არ დადგება შედეგი მას საფულეში ატარებთ. აღნიშნული კაუპალოკი იხატება ახალ მთვარეზე ან აღმავალზე, სანამ მთვარე სრულად შეივსება, სასურველია ოთხშაბათს, ხუთშაბათს ან პარასკევ დღეს გაკეთდეს.

საწერი მასალის ფერი: მწვანე, წითელი ან ლურჯი, აქ არ გამოიყენება შავი ან სხვა ფერი.

 
 
 

Комментарии


bottom of page