top of page
Sphere on Spiral Stairs

white sage-თეთრი სალბი-Salvia apiana


კალიფორნიული თეთრი სალბი, ფუტკრის სალბი ან წმინდა სალბი არის მარადმწვანე მრავალწლიანი ბუჩქი, რომლის მშობლიური ქვეყანა შეერთებული შტატების სამხრეთ-დასავლეთის მხარე და ჩრდილო-დასავლეთ მექსიკის ტერიტორიაა, ძირითადად გვხვდება სამხრეთ კალიფორნიაში მოჰავესა და სონორას უდაბნოების დასავლეთ კიდეებზე.

ოკულტურ პრაქტიკაში თეთრი სალბი სიბრძნისა და განკურნების სიმბოლოდ ითვლება, თეთრ სალბს აქვს გამწმენდი და დამცავი თვისებები და შეუძლია უარყოფითი ენერგიის მოშორება და პოზიტიური განწყობის შექმნა.

რამდენიმე მტკიცება მცენარის ჯადოსნური თვისებების შესახებ:

სალბს შეუძლია დამცავი ფარის შექმნა. დამცავ შელოცვებში გამოყენებისას, თეთრ სალბს შეუძლია ადამიანის გარშემო სულიერი ენერგიის ფარის შექმნა, ნეგატივისგან თავის დაცვა და უსაფრთხოების განცდის შექმნა.

ინტუიციის გაძლიერება:

ზოგიერთი ნათელმხილველი თეთრი სალბის კვამლს იყენებს გარკვეული ხილვების გამოწვევის დროს.

თეთრ სალბთან დაკავშირებული რამდენიმე რიტუალი:

ოთახის გაწმენდა. სახლში ჯერ საათის ისრის საწინააღმდეგოდ, შემდეგ საათის ისრის მიმართულებით უნდა იმოძრაოთ, ყველა ოთახი გაიაროთ, განსაკუთრებით ოთახის კუთხეები სალბის კვამლით კარგად უნდა დაამუშავოთ.

საკუთარი თავის ან სხვა ადამიანის გაწმენდა:

ამისათვის, ბალახის კონით ან საცეცხლურით უნდა შემოუაროთ სხვა ადამიანს ან შემოიტაროთ მაშინ როცა საკუთარ თავს წმენდთ.

მინერალების ან სხვა ნებისმიერი საგნის გაწმენდის დროს კვამლზე უნდა გადაატაროთ თვითონ მინერალები ან ნებისმიერი საგანი რისი გაწმენდაც გსურთ.

თეთრი სალბის ზოგიერთი თვისება, რომელიც, სავარაუდოდ, მას რიტუალებში სასარგებლოდ აქცევს:

უარყოფითი ენერგიისგან გაწმენდისთვის.

ითვლება, რომ წვის დროს სალბის ძლიერი არომატი აშორებს სივრცეს ნეგატიურ ენერგიას და აღადგენს მის ბალანსს.

განსაკუთრებული არომატის შექმნა.

თეთრი სალბის კვამლი ასუფთავებს ჰაერს, ანეიტრალებს უსიამოვნო სუნს, ავსებს ოთახს ღრმა ცხარე ბალახოვანი სურნელით ქაფურის, ფიჭვის, მწვანე ბალახების ნოტებით.

არომათერაპია.

თეთრი სალბის არომატი ცნობილია თავისი დამამშვიდებელი და ამაღლებული თვისებებით. ის გვეხმარება სტრესის მოხსნაში და ხელს უწყობს მოდუნებას. თეთრი სალბის დაწვის რიტუალი ხელს შეგიწყობთ ფოკუსირებაში, ცნობიერების ამაღლებასა და სიმშვიდის განცდაში.

სალბი გამოიყენება გონების „გასაწმენდად“, შფოთვის მოსაცილებლად, მედიტაციის დროს გვეხმარება კონცენტრაციის მიღწევაში.

Комментарии


bottom of page