ადამიანზე ენერგიის ზემოქმედების სიმპტომები

ეს ხდება მაშინ, როდესაც ჯერ არ დაავადებულა ადამიანი და არც გამოკვეთილი სისუსტე შეიმჩნევა ადამიანის ცხოვრებაშ, მაგრამ გაქვთ შეგრძნება იმისა: რაღაც რიგზე ვერარის.
როდესაც ადამიანს ბოროტი თვალით ვინმე შეხედავს, მას ერთგვარი დაბუჟება, დასუსტება, უძალობა ეუფლება, ის საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის, იკეტება საკუთარ თავში და შინაგანად ეწყება სიცარიელის შეგრძნება ან აქვს თავის ტკივილები, ეწყება მთქნარება და ხასიათის არევა.
ვამპირიზმის დროს განწყობა მკვეთრად უარესდება, ჩნდება სისუსტე, თითქოს ახლახან შეასრულეთ მძიმე ფიზიკური სამუშაო. სინამდვილეში კი, თქვენ უბრალოდ ნახევარი საათის განმავლობაში ესაუბრეთ მეგობარს. ყველაზე ადრე სხეული გრძნობს ზემოქმედებას, რაც გამოიხატება დისკომფორტით, იღბლის დაკარგვით, ასევე სისუსტის შეგრძნებით, თავის რამოდენიმე დღიანი ტკივილებით, და თუ პატივს სცემთ თქვენს თვს, ასეთი ადამიანებისან თავი შორს დაიჭირეთ.
პროგრამირება (ჯადო) ზემოქმედება წარმოშობს ქვეცნობიერ გაორებას და არაადეკვატურ ქცევას, აზრები მოულოდნელად იწყებენ სრულიად სხვა მიმართულებით დინებას და უმიზეზოდ განწყობა იცვლება. მაგალითად, თქვენ ფიქრობდით კარგ ამინდზე, დასვენებაზე და ცხოვრებით ტკბობაზე - და უცებ რაღაც დახვეწილად შეიცვალა, განწყობა გაუარესდა, ამინდი აღარ არის სასიამოვნო, თქვენთვის ძვირფასი და გულით საყვარელი ადამიანები მტრად გეჩვენებათ, წყვეტთ ურთიერთობებს გარშემომყოფებთან, თქვენი ცხოვრების მნიშნელოვანი ნაწილი იწყებს თქვენს თვალწინ ნგრევას დადაშლას.
მაგრამ პროგრამირების (ჯადოს) ყველაზე თვალშისაცემი გამოვლინება ის არის, რომ ის ისეთი მოქმედებისკენ გიბიძგებთ, რომლის შესახებაც თავად ადამიანი მოგვიანებით იტყვის: „როგორ შემეძლო ამის გაკეთება?“ ან: „სად მქონდა ტვინი?“ მაგრამ ის სხვის პროგრამას ექვემდებარებოდა, რაც სიტყვასიტყვით აიძულებდა ადამიანს, ემოქმედა საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ, გაეკეთებინა ის, რაც არ უნდა გაეკეთებინა და მავნეც კი ყოფილიყო. უფრო მეტიც, სულის სიღრმეში, როგორც წესი, ადამიანს აქვს ბუნდოვანი, სუსტად გამოხატული განცდა, რომ რაღაცას არასწორად აკეთებს. მაგრამ ძლიერი უცხო პროგრამა თრგუნავს ამ შინაგან ხმას, არ აძლევს მას მოსმენის საშუალებას. დაპროგრამებული ადამიანი იქცევა როგორც მარიონეტი, თითქოს ის საკუთარი თავის ბატონ-პატრონი არ არის. მისი ქმედებები არალოგიკურია, ახსნა არ აქვს, თავად არ იცის რა სურს და ისე იქცევა, თითქოს რაღაც აბსოლუტურად ირაციონალური იმპულსების გავლენის ქვეშაა. ასეთ ადამიანებზე ამბობენ, რომ „თავში ტვინი არ აქვს ან სულელია“. დიახ, მათ თავში არც ტვინი აქვს და არც ჭკვიანია, რადგან მათთვის მეფე, ბატონი სხვა ხდება - ის, ვინც პროგრამას ადგენს. გააცნობიერეთ, სად და ვისკენ გიბიძგებთ უცხო პროგრამა, რა ქმედებების ჩადენა გიწევთ, რომლებიც თქვენთვის უჩვეულოა. დაფიქრდით, რით განსხვავდება ეს ყველაფერი თქვენი ნამდვილი არსისგან.
და თუ ვინმე გკარნახებთ, რომ ცხოვრება უკეთ იცის და ამავდროულად, თავის ცხოვრების წესს და ქცევის მოდელს გახვევთ, იცოდეთ: თქვენ უკვე შეგნებულ პროგრამირებასთან გაქვთ საქმე.
გამოიწერეთ ჩვენი გვერდი და გადაუზიარეთ სხვებსაც...
#მაგია #შავიმაგია #თეთრიმაგია #რიტუალები #მკითხაობა #სპირიტიზმი #თილისმები #დამცავირიტუალები #ამულეტები #დემონები #ანგელოზები #სულები #არხონტები #კაბალა #შამანიზმი #ვუდუ #ჯადოები #წყევლა #ავითვალი #მთვარისდღეები #მთვარისკალენდრი #ლოცვები #ჯადოსმოხსნა #წყევლისმოხსნა #ვიდეოგაკვეთილები #ონლაინრიტუალები #პარანორმალურიმოვლენები #რუნები #დამწერლობები #ყველაფერი #magamon #magamondagon #magamonmassimodagon #all #global #world






Комментарии