ასფურცელას მაგიური თვისებები



ყვითელი ღილისებრი ყვავილები, რომლებიც ყოველ ზაფხულს ყვავის მინდვრებსა და გზებზე - არის ასფურცელა!
ასფურცელას მაგიაში ძალიან ხშირად იყენებენ დამცავ თილისმებში ან ამულეტებში, ითვლება, რომ ასფურცელა უარყოფით ენერგიას და მავნე გავლენას განდევნის.
უკვდავების ბალახი - სიცოცხლის შენარჩუნება და მიცვალებულთა სამყაროსკენ მიმავალი ხიდი - სულ ეს არის ჩვენი ასფურცელა!
ლეგენდის თანახმად, ასფურცელა განიმედეს (ბერძნულ მითოლოგიაში - ლამაზ ახალგაზრდას) აძლევდნენ, რათა ის უკვდავი გამხდარიყო;
მაგრამ ასფურცელა უფრო ხშირად გამოიყენებოდა შუა საუკუნეების ევროპაში როგორც ხველის სამკურნალო ბალახი;
ამავდროულად - მისი აქტიური გამოყენება კათოლიკურ ეკლესიებში ავი ძალებისაგან დამცავ საშუალებად გამოიყენებოდა - ისინი ამ ყვავილებით დღესასწაულებზე ტაძრებს ამშვენებდნენ;
ასფურცელა იდეალურია ბოროტი სულებისა და ბოროტი შელოცვებისაგან დასაცავად.
მაგიური თვისებები:
ასფურცელას მცენარით ენერგეტიკის გაწმენდა ძალიან მარტივია! უბრალოდ გაწმინდეთ მთელი სხეული თავიდან ფეხებამდე ასფურცელას ფოთლებითა და ყვავილებით. შემდეგ კი თავად ბალახი დაწვით, რადგან ეს მცენარე იდეალურად შთანთქავს ნეგატიურ ენერგიას! ამ მოქმედებით გაწმენდა უსწრაფესად მოხდება!
ეს მცენარე თითქმის ფილოსოფიური ქვაა, კაშკაშა ბალახის სახით!
ცხოველებით სავსე საჯინიბოს ან ფარდულის/ბეღლის შესასვლელთან ჩამოკიდებული მცენარის კონები დაიცავს მათ ბოროტი შელოცვებისგან (მაგალითად, მეზობლების ბოროტი თვალი) და დაავადებებისგან;
ხოლო სახლის გარშემო დარგული მცენარე ჭექა-ქუხილსა და ელვას განდევნის!
უძველესი დროიდან ითვლებოდა, რომ ასფურცელა სულის დამხმარეა სხვა სამყაროში გადასვლის დროს, ამიტომ მას აქტიურად ალაგებდნენ მიცვალებულთან ერთად სასახლეში, აგრეთვე წვავდნენ გარდაცვლილთან ახლოს როგორც საკმეველს...
რაღა თქმა უნდა, ეს ულამაზესი მცენარე გვერდს ვერც სიყვარულსა და სასიყვარულო მაგიას გვერდს ვერ აუვლიდა, რადგან ასფურცელა იზიდავს სიყვარულს და შეიძლება გამოყენებულ იქნას რიტუალებში დაკარგული სიყვარულის დასაბრუნებლად, ან გაწყვეტილი ურთიერთობის აღსადგენად.
მკითხაობის დროს ჩვენი ბალახიც აქტიურად გამოიყენება - რადგან ის ხელს უწყობს ექსტრასენსორული შესაძლებლობების გაძლიერებას, აღვიძებს მესამე თვალს.
სამზარეულოში ასფურცელას კონის ჩამოკიდება - თქვენ მოაშორებთ ბუზებს და ყველანაირ შემაწუხებელ მწერს;
© Magamon Dagon
#მაგია #შავიმაგია #თეთრიმაგია #რიტუალები #მკითხაობა #სპირიტიზმი #თილისმები #დამცავირიტუალები #ამულეტები #დემონები #ანგელოზები #სულები #არხონტები #კაბალა #შამანიზმი #ვუდუ #ჯადოები #წყევლა #ავითვალი #მთვარისდღეები #მთვარისკალენდრი #ლოცვები #ჯადოსმოხსნა #წყევლისმოხსნა #ვიდეოგაკვეთილები #ონლაინრიტუალები #პარანორმალურიმოვლენები #რუნები #დამწერლობები #ყველაფერი #magamon #magamondagon #magamonmassimodagon #all #global #world






Комментарии