top of page
Sphere on Spiral Stairs

გზაჯვარედინის შესახებ ნიშნები და შეხედულებები


გზაჯვარედინს დიდი ხანია ცუდი რეპუტაცია აქვს. გზაჯვარედინის ამ თავისებურებასთან ბევრი ცრურწმენა ასოცირდება. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანები იქ ავადმყოფობებისა და უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად მიდიან. ადამიანები გზაჯვარედინებზე მკითხაობისთვის, მტრების დასასჯელად ან ბოროტ სულებთან სასაუბროდ მიდიან. ადამიანების უმეტესობა გზაჯვარედინის მიმართ ამ დამოკიდებულებას უბრალო ცრურწმენად მიიჩნევს. თუმცა, მომატებული მგრძნობელობის მქონე პირები ამტკიცებენ, რომ გზაჯვარედინის გადაკვეთისას გრძნობენ რაღაც ძალის არსებობას, რომელიც პატივისცემას მოითხოვს.

გზაჯვარედინზე არაფერი აიღოთ - უსიამოვნებებს წააწყდებით. ეს ცრურწმენა ფუნდამენტურად ითვლება. ეს წესია, რომელიც მკაცრად უნდა იყოს დაცული. მაგიაში არსებობს მრავალი რიტუალები, რომელიც სხვადასხვა საგნების, ფულის და სამკაულების დატოვებას მოიცავს, რათა თავი დააღწიოთ პრობლემებსა და დაავადებებს, სიღარიბესა და უბედურებას. რაც უფრო ძვირია ნივთი, რომელსაც გზაჯვარედინზე აიღებთ, მით უფრო დიდ უსიამოვნებას დაატეხავთ საკუთარ თავს. ყველაფერს, რისგანაც სხვა გათავისუფლდა, საკუთარ თავზე აიღებთ, მხოლოდ უფრო დიდი რაოდენობით. ამიტომ, რაც არ უნდა ნახოთ ორი გზის გადაკვეთაზე, არასდროს არაფერი არ აიღოთ, თორემ...

არ ჭამოთ გზაჯვარედინზე - ძველი მაგების გადმოცემით ამ ფორმით დემონს ჭამთ, დალევის შემთხვევაში მის სისხლს სვამთ, რის გამოც დიდ წყევლას დაიტეხავთ თავზე. გზაჯვარედინი ძალიან დიდი ენერგეტიკული ძალის მატარებელია, სადაც მხოლოდ ნეგატიური ძალის წყაროს წარმოადგენს. გზაჯვარედინი ხშირად გამოიყენება შავ მაგიაში. და ყველამ, ვინც ოდნავ მაინც იცნობს ეზოთერულ საწყისებს, იცის, რომ როდესაც გზაჯვარედინზე ვჭამთ, ჩვენ ვითვისებთ არა მხოლოდ ფიზიკურ საკვებს, არამედ მის გაათმაგებულ ენერგიასაც. ასეთ ადგილებში სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჭამის დროს ჩვენი ფიზიკური და ასტრალური სხეულები გაათმაგებულად იკვებება, რა დროსაც ქვედა სამყაროს არსებები შეიძლება მიეკრან საკვებით ჩვენს ასტრალურ სხეულებს, რომელიც შემდეგ თქვენში დასახლდებიან და ასეთი დაუპატიჟებელი სტუმრებისგან თავის დაღწევა უკიდურესად რთულია, ამიტომ უმჯობესია თავიდან აიცილოთ ასეთი პრობლემები. მიირთვით იქ, სადაც გზაჯვარედინი არ არის.

ნუ დაითვლით ფულს გზაჯვარედინზე - თქვენს ბარაქას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დაკარგავთ და შეიძლება ვეღც დაიბრუნოთ. ძალიან ხშირად, ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივბი ტრანსპორტით მგზავრობენ და ხშირად დაგვიანების თავიდან ასაცილებლად ცდილობს გზაშივე ფული ან ბარათი მოამზადონ, ეს უკვე მათ საფრთხის ქვეშ აყენებს. ისინი ვერც კი ამჩნევენ, რომ გზაჯვარედინზე გადადიან ან გზაჯვარედინის სიახლოვეზე სტანსპორტს ელოდებიან. ეს დაუშვებელია! დაიმახსოვრეთ: ფულის ენერგიას არ მოსწონს გზაჯვარედინი. გზაჯვარედინები, როგორც წესი, იზიდავენ და შთანთქავენ ფულის ენერგიას და განსაკუთრებული შემთხვევების გარდა ასეთ ადგილებზე ფულს, საფულეს, სამგზავრო და ბანკის პლასტიკურ ბარათებს არ უნდა შეეხოთ. განსაკუთრებული შემთქვევები კი მაშინ არის როცა გამოსასყიდებს ტოვებთ ან გულზე ან რაიმე ძვირფას ნივთებზე თქვენი ცუდის გადატანას ცდილობთ და ტოვებთ.

შეიძლება იუმორისტულად შეხედოთ შემდეგ პუნქტს მაგრამ ამასაც ძალიან ღრმა ფესვები აქვს, ამიტო ნუ დაამთქნარებთ გზაჯვარედინზე - ამით ეშმაკთან ერთად იცხოვრებთ. მისი გამოვლინება ყოვედღიურ ცხოვრებაში შემდეგი ფორმის გამოვლინება აქვს, მაგ: უცებ შეცვლილი თქვენი მეუღე, ბევრი ადამიანი შეცდომით ამ ნიშანს თავის მეორე ნახევარის ნამდვილ ბუნებას და ცუდ ხასიათს უკავშირებს, რაც მისი მხრიდან ძალადობრივი მობყრობით გამოიხატება. თუმცა, ეს არასწორია. ასეთი გამოვლინება ეხება ყველას, ვისაც გზაჯვარედინზე დაამთქნარებს. ამ ყველაფრის ახსნა არსებითად იგივეა, რაც გზაჯვარედინზე ჭამას მოყვება. მეცნიერებმაც კი დაამტკიცეს, რომ მთქნარება, ისევე როგორც ცემინება, იწვევს გონების წამიერად დაკარგვას, ანუ რაღაც მსუბუქ ტრანსს. ამ მდგომარეობაში პირის გაღება ბოროტ სულებს საშუალებას აძლევს, თქვენს სხეულში შეაღწიონ. ამიტომ, სრულიად შესაძლებელია, რომ გზაჯვარედინი დატოვოთ და თქვენს სხეულში იგრძნოთ რაღაცა უცხო. შეეცადეთ დაელოდოთ გზაჯვარედინის გადაკვეთას. გახსოვდეთ, რომ დამთქნარების დროს პირი ხელით უნდა დაიფაროთ - ეს არამხოლოდ ეტიკეტის ნაწილად ითვლება, ასევე „დაუპატიჟებელი სტუმრების“ შემოღწევისგან დაცავთ თავს.

სამ გზაჯვარედინზე სურვილის ჩაფიქრება აუცილებლად ახდება. ეს, ალბათ, ერთადერთი დადებითი ნიშანია, რაც გზაჯვარედინებთან ასოცირდება. ზოგი იტყვის, რომ ეს ცრურწმენაა. კარგით, თქვენ ასე იფიქრებენ. თუმცა, მრავალი საუკუნეების განმავლობაში ამ დარგის სპეციალისტების მიერ დაკვირვებებმა დაამტკიცა ის, რომ თუ ზედიზედ სამ გზაჯვარედინზე გაივლით და თითოეულზე ერთსა და იმავე სურვილს ჩაიფიქრებთ, ის აუცილებლად ახდება. უბრალოდ, ამის რეგულარულად გაკეთება არ არის მიზანშეწონილი. პირველ რიგში, გზაჯვარედინების ძლიერი ენერგია თქვენს სურვილს ძალას სძენს. მეორეც, ერთი და იგივე სურვილის მუდმივად ჩაფიქრებით, თქვენ აპროგრამებთ თქვენს ქვეცნობიერს მის ასრულებაზე. ბოლოს და ბოლოს, ყველამ იცის, რომ თუ რაღაც ნამდვილად გსურთ და მუდმივად ფიქრობთ ამაზე, ადრე თუ გვიან თქვენი ოცნება ახდება. როგორც ხედავთ, აქ ცრურწმენა არ არის, მხოლოდ ჩვენი რეალობაა.

ნუ გაივლით გზაჯვარედინის ცენტრში, ნუ გადაკვეთავთ მას დიაგონალურად - თქვენი ცხოვრება უარესობისკენ შეიცვლება. გზაჯვარედინი უნიკალური ადგილია. გზაჯვარედინის ცენტრში ოთხი კარდინალური მიმართულების ძალები იკრიბებიან. მაგრამ გზაჯვარედინის ცენტრში დგომა, ამ დროს სწორი სიტყვების წარმოთქმამ შეიძლება ბედნიერება, იღბალი და კეთილდღეობა მოგიტანოთ, ხოლო გზაჯვარედინის ცენტრში დგომის დროს თუ არ იცი, რა სიტყვები თქვათ, შეიძლება თქვენი ბედნიერება, იღბალი და კეთილდღეობა წაგართვათ სამუდამოდ. ამიტო გახსოვდეთ რომ როდესაც ადამიანი გაუცნობიერებლად გადაკვეთს გზაჯვარედინის ცენტრს, ის ყველაფერს ეტაპობრივად კარგავს.

თუ გსურთ ავადმყოფობის განკურნება, წადით გზაჯვარედინზე. ძველ დროშიც კი, როდესაც რუსეთში წარმართობა არსებობდა და ქრისტიანობის შესახებ არაფერი იცოცდნენ, ეს ცრურწმენა არსებობდა. მოგვები ასწავლიდნენ, თუ როგორ უნდა განკურნონ მძიმედ დაავადებული ადამიანები. ავადმყოფი უნდა წასულიყო გზაჯვარედინზე და მის ცენტრში გადასვლისას ხმამაღლა ეყვირა იმ ავადმყოფობის სახელი, რომლისგანაც განკურნება სურდა. ეს მთელი მთვარის თვის განმავლობაში იყო საჭირო, ახალი მთვარიდან მომდევნო თვემდე. თუ ადამიანი ამას რწმენით გააკეთებდა, ავადმყოფობა გაქრებოდა. შესაძლოა, სწორედ ამ წარმართულმა ცრურწმენამ წარმოშვა გზაჯვარედინზე სურვილის თქმის იდეა.

გზაჯვარედინზე თუ გადააფურთხებთ, სიცოცხლეს დაკარგავთ. ყველაფერი, რასაც ადამიანი ტოვებს - ნერწყვი, კვალი - მისი ენერგიის ნაწილია. უკვე აღვნიშნეთ, რომ გზაჯვარედინებს უარყოფითი ენერგია აქვთ. თუმცა, სწორი მიდგომით, ეს ენერგია შეიძლება სასარგებლოდ იქნას გამოყენებული. გზაჯვარედინზე დაფურთხება ნიშნავს პირდაპირ კავშირს საკუთარ სხეულთან და ქვეცნობიერთან. გზაჯვარედინზე მაცხოვრებელი არსებები, რა თქმა უნდა ამით განაწყენდებიან. თქვენი ნერწყვი კი მათ საშუალებას მისცემს, გავლენა მოახდინონ თქვენზე შორიდანაც კი, ასევე დიდი ხნის შემდეგაც კი. ადრე თუ გვიან, ისინი შეძლებენ ისეთ მდგომარეობამდე მიგიყვანოთ, რომ სიცოცხლეს დაკარგავთ. შესაძლოა, სწორედ იმ გზაჯვარედინზე, სადაც ოდესღაც გადააფურთხეთ.

© Magamon Dagon

#მაგია #შავიმაგია #თეთრიმაგია #რიტუალები #მკითხაობა #სპირიტიზმი #თილისმები #დამცავირიტუალები #ამულეტები #დემონები #ანგელოზები #სულები #არხონტები #კაბალა #შამანიზმი #ვუდუ #ჯადოები #წყევლა #ავითვალი #მთვარისდღეები #მთვარისკალენდრი #ლოცვები #ჯადოსმოხსნა #წყევლისმოხსნა #ვიდეოგაკვეთილები #ონლაინრიტუალები #პარანორმალურიმოვლენები #რუნები #დამწერლობები #ყველაფერი #magamon #magamondagon #magamonmassimodagon #all #global #world

Комментарии


bottom of page