ეთერზეთები, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ენერგეტიკაზე

ვანილი — ხელს უწყობს ენერგიისა და ძალების აღდგენას.
მიხაკი — ასუფთავებს ენერგეტიკულ ველს და სტრესის შემდეგ აღადგენს ადამიანის სასიცოცხლო ძალებს.
ილანგ-ილანგი — ასწორებს ენერგეტიკულ გარსს.
კედარი — ასუფთავებს და აძლიერებს ენერგეტიკულ ველს, აძლიერებს გონებრივ და ფიზიკურ აქტივობას.
დარიჩინი — ავსებს ენერგიით, აუმჯობესებს თვითშეგრძნებას და ამაღლებს განწყობას.
ლავანდა — აღადგენს ძალებს და ეხმარება დაღლილობის დაძლევაში.
საკმეველი (ლიბანი) — ასუფთავებს აურას და იცავს ნეგატიური გავლენისგან.
ლოტოსი — ხსნის ენერგეტიკულ ბლოკებსა და ენერგეტიკულ შეგუბებებს.
მირონი — ასუფთავებს და აძლიერებს ენერგეტიკულ ველს.
ღვია — ახდენს ძლიერ გამწმენდ და სამკურნალო ზემოქმედებას როგორც ფიზიკურ, ისე ენერგეტიკულ დონეზე. ხელს უწყობს ძალების სწრაფად აღდგენას.
მუსკატის კაკალი — ხელს უწყობს ენერგეტიკული მთლიანობის აღდგენას.
სანდალი — ასუფთავებს და აძლიერებს ენერგეტიკულ ველს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ხსნის დაღლილობასა და გადაღლილობას. ხელს უწყობს დეპრესიის დაძლევას.
ფიჭვი — აქვს ზოგადგამაძლიერებელი თვისებები და ავსებს ენერგიით.
ჩაის ხე — აღადგენს ენერგეტიკულ ბალანსს და იცავს აგრესიული ენერგიისგან.
სალბი — ხელს უწყობს ენერგეტიკული მთლიანობის აღდგენას.






Комментарии