ენერგეტიკული წმენდის აუცილებლობის ნიშნები

ჩვენს ცხოვრებაში ჩნდება ისეთი ნიშნები, რომელიც მიგვითითებს ენერგეტიკული წმენდის აუცილებლობაზე, აქ მოცემულია ის ძირითადი ნიშნები, რაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება:
1. დაღლილობისა და აპათიის მუდმივი შეგრძნება.
თუ ხშირად გრძნობთ დაღლილობას, სისუსტეს ან აპათიას უმიზეზოდ, ეს შეიძლება დაგროვილი ნეგატიური ენერგიის კვალი იყოს.
2. ხშირი ჩხუბი და კონფლიქტები.
საყვარელ ადამიანებთან ან კოლეგებთან მუდმივი უთანხმოება შეიძლება მიუთითებდეს, რომ თქვენი ენერგია სტაგნაციაშია ან დაბინძურებულია.
3. დაბნეულობა.
თუ თქვენი აზრები ვერ უყრით თავს, დაფრინავთ, გიჭირთ კონცენტრირება ან მუშაობა, შესაძლოა, თქვენს შინაგან სივრცეს გაწმენდა სჭირდება.
4. სიმძიმის და დისკომფორტის შეგრძნება გულში ან სხეულში.
სიმძიმის, ტკივილის ან დისკომფორტის გაუგებარი შეგრძნება ხშირად ბლოკირებისა და შიგნით არსებული ნეგატიური ენერგიების სიგნალია.
5. ემოციური მგრძნობელობის მომატება.
გარემოს მიმართ მგრძნობელობა, გაღიზიანება, ცრემლდენა იმის ნიშნებია, რომ თქვენი ენერგია აღდგენას საჭიროებს.
6. წარსულისკენ „მიზიდულობის“ მუდმივი განცდა.
თუ წარსული შეცდომები, სინანული ან შიშები გიმძაფრდებათ, ეს იმისი ნიშანია, რომ ნეგატიური გამოცდილებისგან უნდა გათავისუფლდეთ და სული გაწმინდოთ.
7. ძილის დარღვევა ან კოშმარები.
ძილის პრობლემები და ხშირი კოშმარები შეიძლება ნეგატიური გავლენის ან ენერგიის დაბინძურების არსებობაზე მიუთითებდეს.
_____________________________________
რა უნდა გააკეთოთ, თუ ამ ნიშნებს შეამჩნევთ?
•ჩაატარეთ მაგიური ან ენერგეტიკული წმენდა: აანთეთ სანთელი, მედიტაცია ჩაატარეთ, მარილით აბაზანა მიიღეთ, გამოიყენეთ ბალახები ან აფირმაციები. მთავარია, დრო დაუთმოთ საკუთარ თავს და იზრუნოთ თქვენს შინაგან ჰარმონიაზე.
© Magamon Dagon
#მაგია #შავიმაგია #თეთრიმაგია #რიტუალები #მკითხაობა #სპირიტიზმი #თილისმები #დამცავირიტუალები #ამულეტები #დემონები #ანგელოზები #სულები #არხონტები #კაბალა #შამანიზმი #ვუდუ #ჯადოები #წყევლა #ავითვალი #მთვარისდღეები #მთვარისკალენდრი #ლოცვები #ჯადოსმოხსნა #წყევლისმოხსნა #ვიდეოგაკვეთილები #ონლაინრიტუალები #პარანორმალურიმოვლენები #რუნები #დამწერლობები #ყველაფერი #magamon #magamondagon #magamonmassimodagon #all #global #world






Комментарии