top of page
Sphere on Spiral Stairs

ენერგეტიკული წმენდის და მოხსნების დროს გვერდითი მოვლენები და ცოტა ფსიქოლოგია.


წმენდების დროს გვერდითი მოვლენების რომ არ შეგეშინდეთ, აღვწერ, რა შეიძლება მოხდეს წმენდის დროს და რატომ.

წმენდის და მოხსნების დროს ჯანმრთელობის დროებითი გაუარესება ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, განსაკუთრებით მაშინ როცა ქრონიკული დაავადებები ახლავს ჯადოს ან ნეგატივის ზემოქმედებას, ასევე როცა ნეგატივი დიდი ხნის განმავლობაში მოქმედებს თქვენზე. სანამ ის ამოიძირკვება და გამოიყოფა - ხდება ჯანმრთელობის ან საერთო მდგომარეობის გაუარესება. ყოველთვის არა, მაგრამ ხდება. თქვენ უნდა გაუძლოთ, ამას ვეუბნები ყველა კლიენტს ვინც ჩემთან ყოფილა წმენდებზე. ამიტო თუ თქვენ გადიხართ პარალელურად სამედიცინო მკურნალობის კურსს, მისი შეწყვეტა კატეგორიულად აკრძალულია, მკურნალობის გაგრძელება წმენდების პარალელურად აუცილებელია.

ემოციური მდგომარეობა: სტაბილური მდგომარეობიდან - დეპრესიული, აპათიური და ხშირ შემთხვევაშ აგრესიულიც კი, რა მდგომარეობაც თქვენ გაქვთ ზემოქმედების დროს და რის კონტროლს ასე თუ ისე ახერხებდით, წმედნების დროს შეიძლება უფრო გამძაფრდეს, ამიტო ასეთი შემთხვევებისთვისაც მზად უნდა იყოთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ასეთ დროს არ შეგეშინდეთ. ასეთი ფორმით გამოიყოფა თქვენიდან ნეგატიური ზემოქმედების ჭუჭყი. ის, რაც ოდესღაც თრგუნავდათ, რაც გბოჭავდათ, რაც მანამდე ღრმად ფესვგადგმული იყო თქვენში, მოხსნებით და წმენდებით იჭრება, ეს კი ზოგადად უსიამოვნო პროცესია.

რა არ უნდა გააკეთოთ: თქვენი ასეთი მდგომარეობა არავითარ შემთხვევაში არ ჩაახშოთ ის ალკოჰოლში ან სხვა სტიმულატორებში, თუ გსურთ ყვირილი და ტირილი, იყვირეთ და იტირეთ. თუ გსურთ მტვრევა ან ვინმეს ცემა, გამოანთავისუფლეთ ენერგია, მიეცით მას გამოსასვლელი ფიზიკური აქტივობისა და ადრენალინის საშუალებით: სპარინგი საბრძოლო ხელოვნების გაკვეთილებზე, სპორტდარბაზი. ბოქსი და დაარტყით. აზიდვები - ეფექტური, მარტივი და შეიძლება შესრულდეს ნებისმიერ ადგილას. ზოგადად, ნებისმიერი აქტივობა, რომელიც გამოყოფს დიდ ენერგიას და სადაც მთელი თქვენი ნეგატივი გამოიყოფა, ნეიტრალიზდება - აუცილებელია და საჭირო.

ფიზიკური ვარჯიშით ვაშორებთ ნაგავს და ვიწყებთ იმის კეთებას, რაც გვიყვარს და გვსიამოვნებს. თუ ისევ გვეწყება, კიდევ ბევრ აზიდვას ვაკეთებთ და შემდეგ ვაგრძელებთ იმის კეთებას, რაც გვაინტერესებს. გარდა ამისა, ვურთიერთობთ ადამიანებთან, ვმოგზაურობთ, თუ შესაძლებელია.

ემოციური დაშორების დროს, თუ სიტუაცია ისეთია, რომ წყვილის ურთიერთობის აღდგენაზე მუშაობას აზრი არ აქვს (ანუ ადამიანი „თქვენი“ არ არის): იგივე. ემოციებიურად განთავისუფლდით, იტირეთ, გამოუშვით და არ ჩაახშოთ, გარდა ამისა, მოიშორეთ ყველაფერი, რაც წარსულს გახსენებთ, შეწყვიტეთ საერთო ფოტოების ყურება, მისი სოცქსელების თვალთვალი, გახსოვდეთ რომ თქვენ თქვენი ცხოვრება გაქვთ გასავლელი და ეს უნდა გაიაროთ ლაღად, ხოლო როცა დაშორებაზეა ნეგატიური ზემოქმედება, მოხსნების დროს გარკვეული პერიოდით ეს ყველა ემოცია ერთიანად მოგეძალებათ, ხშირ შემთხვევაში უფრო მეტი სიმძაფრით, მაგრამ მერე ეს ყველაფერი გაქრება...

რაც თითქმის ყველა სიტუაციას ახასიათებს: ნებისმიერი მძიმე ემოციური მდგომარეობის, რტთულად დამთავრებული ურთიერთობების, კრახისა და დაცემის შემდეგ ჩვენ ხელახლა ვსწავლობთ და ვიწყებთ საკუთარი თავის სიყვარულს, იმის კეთებას, რაც გვსიამოვნებს და გვაინტერესებს (ყოველ შემთხვევაში, თავისუფალ დროს, თუ ჯერ კიდევ არ არის შესაძლებელი საყვარელი საქმიანობისა და სამსახურის გაერთიანებას ერთ სივრცეში) - გააკეთეთ ის, რაც ყველაზე მეტად გსიამოვნებთ, არ იფიქროთ იმაზე, ვინ რას იფიქრებს, ეს თქვენი ცხოვრებაა, თქვენ მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრობთ და არა სხვისთვის. ასევე მოხსნებისა და წმენდების შემდეგ იგივე მდგომარეობა ხდება, ხელახლა ვსწავლობთ ჩვენს ცხოვრებას და ვიწყებთ ყველაფერს თავიდან. ეს მდგომარეობა იმიტომ მოვიყვანე მაგალითის სახით რომ გავაცნობიეროთ ის რომ მოხსნები არ ახდენს სასწაულებს, როცა სპეციალისტთან მიდიხართ, უნდა იყოთ მზად გვერდითი მოვლენებისთვის, ასევე მაქსიმალურად უნდა მოინდომოთ თქვენი და სპეციალისტის ტანდემით არსებული პრობლემების მოგვარება, ბოლომდე უნდა გაყვეთ მას და პროცესის საბოლოვო დასრულებამდე არ უნდა დაარღვიოთ მითითებები და რეკომენდაციები.

ჩვენც ექიმები ვართ არა ხორცის, არამედ სულის და თქვენი ენერგეტიკული სხეულების.


© Magamon Dagon


#მაგია #შავიმაგია #თეთრიმაგია #რიტუალები #მკითხაობა #სპირიტიზმი #თილისმები #დამცავირიტუალები #ამულეტები #დემონები #ანგელოზები #სულები #არხონტები #კაბალა #შამანიზმი #ვუდუ #ჯადოები #წყევლა #ავითვალი #მთვარისდღეები #მთვარისკალენდრი #ლოცვები #ჯადოსმოხსნა #წყევლისმოხსნა #ვიდეოგაკვეთილები #ონლაინრიტუალები #პარანორმალურიმოვლენები #რუნები #დამწერლობები #ყველაფერი #magamon #magamondagon #magamonmassimodagon #all #global #world

Комментарии


bottom of page