თანამედროვე შელოცვებში არსებული აბსურდის შესახებ
- ნიკოლოზ მუმლაძე

- 1 день назад
- 2 мин. чтения

ამჟამად ინტერნეტში გაჩნდა უამრავი „ეზოთერული“ და კვაზი-მაგიური რესურსი. ბუნებრივია, მათი მიზანი პოპულარობა და გავრცელებაა, ამიტომ საჭიროა „ახალი“, ვითომდა ვიღაცის ავტორობით შექმნილი ტექსტები.
ხარისხზე ხშირად არავინ ზრუნავს, რადგან მიზანი აქ სულ სხვაა.
შემდეგ ეს სუსტი და დაუფიქრებლად შექმნილი ტექსტები ვრცელდება მასობრივად, მრავლდება სხვადასხვა „მაგიურ“ საიტებზე.
და პრობლემა სწორედ აქ ჩნდება — უკვე ჩამოყალიბდა ადამიანთა მთელი თაობა, რომელიც თვლის, რომ სიტყვების უაზრო კომბინაცია არის შელოცვა.
მაგალითისთის მოგიყვანთ შემდეგს:
„ღამის თორმეტ საათზე აიღეთ ყველაზე პატარა ქინძისთავი და იპოვეთ განმარტოებული ადგილი. დადეთ ის სუფთა ხელსახოცზე და აანთეთ სანთელი.“
ღამის თორმეტი საათი რატომ? — იმიტომ რომ უფრო „საშიში“ და მისტიკურია?
მთვარის ფაზას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ „საშიში შუაღამე“ რატომღაც განსაკუთრებულად „მუშაობს“?
და საერთოდ, სად უნდა მოიძებნოს „ყველაზე პატარა ქინძისთავი“ — სახლში, ჯიბეში თუ შემთხვევით ნივთებს შორის?
„წარმოთქვით შელოცვის სიტყვები:“
„პატარა ქინძისთავი — დიდი ბედნიერება. ვარჭობ ბასრ წვერს იღბალზე, ბლაგვს — პრობლემების მოცილებაზე. ქინძისთავი თან დამაქვს და ა.შ.
მაგიაში არსებობს მსგავსების პრინციპი.
მაგრამ აქ ჩნდება კითხვა — რატომ არის გამოყენებული საერთოდ საპირისპირო რამ?
„რამდენჯერმე დააწვეთეთ ცვილი და დატოვეთ დილამდე. შემდეგ მოაცილეთ ცვილი და ქინძისთავი დამალულ ადგილას მიამაგრეთ ტანსაცმელზე.“
რა ხდება დილას? და საერთოდ, „დილა“ რას ნიშნავს — გაღვიძების მომენტს თუ მზის ამოსვლას?
და „რამდენჯერმე“ რამდენჯერ არის?
აქ თითქოს უცებ ირკვევა სანთლის „საკრალური მნიშვნელობა“ — ქინძისთავზე ცვილის წვეთებად დაწვეთება.
ეს მაგიაა? ცეცხლის მაგია? თუ პირადი ენერგიის მუშაობა?
თუ ეს ცეცხლის მაგიაა, მაშინ ცვილი ინფორმაციის მატარებელია.
მაგრამ შემდეგ ის უბრალოდ მოცილებულია.
ძალიან ბევრი მნიშვნელობა ერთ პატარა ცვილის წვეთზე, მაგრამ კონკრეტული მიზანი — არ არის განსაზღვრული.
კიდევ უფრო აბსურდული მაგალითი
„ვანთებთ სანთელს და ქინძისთავს ცეცხლზე ვაცხელებთ, ჩურჩულით ვამბობთ დაცვისთვის ანგელოზის ლოცვას:“
„ღმერთო, გამოგზავნე ანგელოზი!
დამიცავი მცველო ანგელოზო ღვთისაო.
ბოროტისგან დამიფარე, წმინდა ცეცხლით განმბანე ამინ.“
რა სანთელია ეს? ჩვეულებრივი თუ საეკლესიო? აქაც კიდევ სხვა ბევრი კითხვები ჩნდება.
„წმინდა ცეცხლით განმბანე“ — ეს რა არის? ელვა? აფეთქება? თუ უბრალოდ მეტაფორა?
ცვილის ფიზიკურად გამოყენებისას ის ან ტანსაცმელზე რჩება, ან ვარდება.
მაშინ კითხვა: რატომ არის საერთოდ ცვილი საჭირო?
ინფორმაციის გადატანა მეტალზე? ცეცხლით?
თუ უბრალოდ ქინძისთავის გაცხელება საკმარისი იქნებოდა?
კიდევ ერთი მაგალითი
„ვხსნით ქინძისთავს და ვამბობთ:“
„მტრები მომაცილე, ბოროტება ამარიდე, დამიცავი, გრძნობა და ავი თვალი მომაშორე. ამინ.“
ქინძისთავი როგორ აშორებს მტრებს? ბევრი კითხვები ჩნდება...
ასეთი ტექსტები ხშირად შეიცავს ფრაზებს:
• „ვამაგრებ ენერგიას…“
• „ვიცავ ნეგატივისგან…“
მაგრამ რეალურად ეს ფრაზები ხშირად საერთოდ არ არის სისტემურად განსაზღვრული.
დასკვნა
დიახ, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს კარგი იდეა, რომელიც შემდგომ დახვეწას საჭიროებს.
მაგრამ ზემოთ აღწერილი მაგალითები აშკარად არ მიეკუთვნება ამ კატეგორიას.
ეს არის უბრალოდ უაზრო ტექსტების ავტომატური გამრავლება, რომელსაც მაგიის სახელით ასაღებენ.
MAGAMON DAGON
მეგობრებო თამამად დააკომენტარეთ და სხვებსაც გადაუზიარეთ
#მაგია #შავიმაგია #თეთრიმაგია #რიტუალები #მკითხაობა #სპირიტიზმი #თილისმები #დამცავირიტუალები #ამულეტები #დემონები #ანგელოზები #სულები #არხონტები #კაბალა #შამანიზმი #ვუდუ #ჯადოები #წყევლა #ავითვალი #მთვარისდღეები #მთვარისკალენდრი #ლოცვები #ჯადოსმოხსნა #წყევლისმოხსნა #ვიდეოგაკვეთილები #ონლაინრიტუალები #პარანორმალურიმოვლენები #რუნები #დამწერლობები #ყველაფერი #magamon #magamondagon #magamonmassimodagon #all #global #world
@გამომწერები @ყველა @followers





Комментарии