top of page
Sphere on Spiral Stairs

ინდუიზმის მიხედვით რომელ მხარეს უნდა გვეძინოს?

3 авг.
3 мин. чтения

ყველას გვინდა კარგი და ღრმა ძილი, რომლის შემდეგ ღიმილით გავიღვიძებთ და ვიგრძნობთ თავს დასვენებულად და მხნედ. ჩვენ ვოცნებობთ ღამეზე, როდესაც არ მოგვიწევს უძილობასთან, კოშმარებთან ან შფოთვასთან ბრძოლა ძილში.

ინდუისტური დჰარმას თანახმად, ძილის მდგომარეობას განსაზღვრავს ძილის პოზიცია და მიმართულება. ამის შესახებ ინდურ ტექსტებში მრავალი მინიშნებაა.

მნიშვნელობა აქვს თუ არა ძილის დროს თავის მიმართულებას?

ადამიანს, ისევე როგორც ჩვენს პლანეტას, აქვს ჩრდილოეთი და სამხრეთი პოლუსები და ძილის დროს ჩვენი სხეულის პოზიციას მნიშვნელობა აქვს, რადგან დედამიწის გავლით ენერგიის ნაკადი გავლენას ახდენს ჩვენს მაგნიტურ ველზე. პლანეტის მაგნიტური ველის გამო, გარკვეული მიმართულებით ძილი იწვევს ზედმეტ ზეწოლას ტვინზე, რაც იწვევს ძილის დარღვევას და ჯანმრთელობის პრობლემებს.

მიუხედავად გარკვეული შეუსაბამობებისა, ინდუისტური დჰარმას ტექსტები ზოგადად თანხმდებიან, რომ უნდა გვეძინოს თავით აღმოსავლეთ და ფეხებით დასავლეთის მიმართულებით.

აქ მოცემულია რამდენიმე მაგალითი.

მაჰაბარატა აცხადებს: „არასდროს არ უნდა დაიძინოთ თავით ჩრდილოეთის ან დასავლეთისკენ“. ასევე ნათქვამია: „ხალხი ბრძნულად მაშნ იქცევა, როდესაც თავით აღმოსავლეთისკენ ან სამხრეთისკენ სძინავს“.

ანალოგიურად, ვიშნუ პურანაში, უფალი ვიშნუ ამბობს: „სასარგებლოა თავით აღმოსავლეთის ან სამხრეთისკენ წოლა. ადამიანი, რომელიც თავით სხვა მიმართულებით წევს, ავადდება“. ამ გაფრთხილების უკეთესად აღწერს, ტამილური ტექსტი ვარშაადი ნული: „თავით აღმოსავლეთისკენ წოლა კარგია; სამხრეთისკენ წოლა სიცოცხლეს ახანგრძლივებს; დასავლეთისა და ჩრდილოეთისკენ წოლას კი ნგრევა მოაქვს“.

„მაშინაც კი, თუ ადამიანს საკმარისად გაუმართლა და კარგი ცხოვრება აქვს, მან არასდროს უნდა დაიძინოს თავით ჩრდილოეთისკენ“.

რიშიკეშის ცნობილი შაივიტი გურუ სვამი სივანანდა თავის წიგნში „როგორ მივაღწიოთ მშვიდ ძილს“ ამბობს:

„თავი ჩრდილოეთით... უძველესი ტრადიციით აკრძალულია და ყველა ჭკვიანი ინდუსი, რომელიც პატივს სცემს მის წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებს, ყველანაირად ერიდება მას.

რას ამბობს ინდური მედიცინა აიურვედა?

წიგნში სახელწოდებით „აიურვედა: სიცოცხლე, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა“ ვკითხულობთ შემდეგს: „თუ თავით ჩრდილოეთით გძინავთ, დედამიწის მაგნიტური ველი ამცირებს პერიფერიულ სისხლის მიმოქცევას და ზრდის შფოთვას, გაღიზიანებას და გონების დაბინდვას... თავით აღმოსავლეთით ძილი ხელს უწყობს მედიტაციურ ძილს; სამხრეთით - ღრმა, ფიზიკურად მშვიდ ძილს; და დასავლეთით - იწვევს შფოთვებს ან ძალადობრივ სიზმრები“.

1938 წელს გამოცემულ წიგნში ცნობილი აიურვედას ექიმი ბჰუდებ მუხერჯი წერს: „თავით ჩრდილოეთისკენ მიმართული ძილი იწვევს რიგ დაავადებებს და სიცოცხლისუნარიანობის დაკარგვას. თავით დასავლეთისკენ მიმართული ძილი ასევე აკრძალულია, რადგან ეს იწვევს უძილობას და ჭარბ ვაიუს...“ (რასა ჯალა ნიდჰი, „იატროქიმია“).

ასე რომ, ზემოაღნიშნულის შეჯამებისთვის

თავით აღმოსავლეთისკენ მიმართული ძილი ზრდის მეხსიერებას, კონცენტრაციას, კარგ ჯანმრთელობას და სულიერებას. აღმოსავლეთ-დასავლეთის პოზიცია საუკეთესოდ ითვლება ჯანსაღი და მშვიდი ძილისთვის. ამ მიმართულებით ტალღები დადებითია და სხეულს დადებითი ენერგიით ამარაგებს.

თავით ჩრდილოეთისკენ მიმართული ძილი ცუდი პრაქტიკაა. ინდუიზმში გარდაცვლილთა ცხედრები ასეა განთავსებული, რადგან ითვლება, რომ ჩრდილოეთის მიმართულება არის გზა, რომელსაც სული სხეულიდან გასვლის შემდეგ გადის.

როდესაც ადამიანს თავით ჩრდილოეთისკენ სძინავს, მას ექვენა ცუდი სიზმრები. დედამიწის მაგნიტური მიზიდულობა ტვინს ამ მიმართულებით ძაბავს.

ძილი და ჩაკრები: არის თუ არა კავშირი

ინდუისტური დჰარმას თანახმად, ენერგიის მოძრაობა ჩვენს სხეულში ჩაკრებში ხდება ძილის სწორი მიმართულებით და მაშინ, როდესაც სწორად გვძინავს. დადებითი ვიბრაციები აღმოსავლეთის მიმართულებითაა, რაც სხეულზე ჩაკრებს შესაბამისი მიმართულებით ბრუნვაშ ხელს უწყობს და არა საპირისპირო მიმართულებით.

ამრიგად, თავის აღმოსავლეთით განთავსება ხელს უწყობს აღმოსავლეთიდან წარმოქმნილი დადებითი ვიბრაციების გაღვივებას სხეულის საპტა ჩაკრებში (შვიდი ჩაკრა). ეს ხელსაყრელი მიმართულება არ მისცემს სხეულში წარმოქმნილ რაჯას (ვნების) ნაწილაკებს ადამიანისთვის რაიმე სახით ტანჯვის მიყენების საშუალებას.

გარდა ამისა, ადამიანებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით ძილის დროს ხსეულში გადაეცემა სატვას ტალღები, რაც ხელს უწყობს ჭიპის არეში განლაგებული პანჩა პრანას (ხუთი სასიცოცხლო ენერგია) მოძრაობას. უპა პრანას (დაქვემდებარებული სასიცოცხლო ენერგიების) მხარდაჭერით, ეს პანჩა პრანები სხეულიდან აშორებს დახვეწილ არასაჭირო ენერგიებს. შედეგად, ადამიანის პრანა დეჰა (სასიცოცხლო სხეული) და პრანამაია კოშა (სასიცოცხლო ენერგიის გარსი) იწმინდება.

ჩვენს გარშემო არსებული მთელი სივრცე სავსეა სამყაროს სხვადასხვა სიხშირითა და ენერგიებით. მათი ნაკადები გარკვეული მიმართულებით მიედინება. როდესაც ჩვენ ვიძინებთ, ჩვენი სხეული სამყაროში არსებულ ნაკადებს უნდა შეესაბამებოდეს. ინდუიზმში ითვლება, რომ ამ უარყოფითი სიხშირეებიდან ერთ-ერთი ქვედა სამყაროებისკენ, ანუ პატალას რეგიონში მიედინება.

უარყოფითი სიხშირის კიდევ ერთ ტიპს ტირიაკი ეწოდება. სიტყვა ტირიაკი „დახრილს“ ნიშნავს. ასეთმა დახრილმა სიხშირეებმა შეიძლება ადამიანში გარკვეული სახის დარღვევები და ტანჯვა გამოიწვიოს. რადგან ეს ტალღები ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიედინება, არ არის რეკომენდებული თავით ჩრდილოეთის მხარეს და ფეხებით სამხრეთის მიმართულებით ძილი.

სამხრეთის მიმართულება, სავარაუდოდ, სიკვდილის რეგიონთან (იამალოკა) ასოცირდება. როდესაც თავით ჩრდილოეთისკენ და ფეხებით სამხრეთისკენ გვძინავს, პატალას რეგიონიდან და სიკვდილის რეგიონიდან მომავალი ვიბრაციები ერთიანდება. ამიტომ, მათი კომბინირებული ეფექტებით ტანჯვის მაღალი ალბათობაა, რაც სხვადასხვა სახის ძილის დარღვევას იწვევს, მათ შორის კოშმარებს, შიშით გაღვიძებას და ა.შ.

ამრიგად, ძილის რეჟიმის დაცვა უაღრესად მნიშვნელოვანია ძილის დარღვევების თავიდან ასაცილებლად და კარგად ძილისთვის გამოიყენეთ ზემოთ მითითებული რჩევები.

© Magamon Dagon

#მაგია #შავიმაგია #თეთრიმაგია #რიტუალები #მკითხაობა #სპირიტიზმი #თილისმები #დამცავირიტუალები #ამულეტები #დემონები #ანგელოზები #სულები #არხონტები #კაბალა #შამანიზმი #ვუდუ #ჯადოები #წყევლა #ავითვალი #მთვარისდღეები #მთვარისკალენდრი #ლოცვები #ჯადოსმოხსნა #წყევლისმოხსნა #ვიდეოგაკვეთილები #ონლაინრიტუალები #პარანორმალურიმოვლენები #რუნები #დამწერლობები #ყველაფერი #magamon #magamondagon #magamonmassimodagon #all #global #world

Комментарии

Оценка: 0 из 5 звезд.
Еще нет оценок

Добавить рейтинг
bottom of page