ინტუიციის განვითარების სავარჯიშო

თუ ამას რეგულარულად გააკეთებთ, ეს მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ ნათელხილვისა და ინტუიციის განვითარებაში. ამ სავარჯიშოს შესრულება გაჩვენებთ თქვენი ექსტრასენსორული შესაძლებლობების დონეს მოცემულ მომენტში.
ამ სავარჯიშო-ტესტის შესასრულებლად დაგჭირდებათ სპეციალური კარტები, რომლებსაც ზენერის კარტები ეწოდება და წარმოადგენს ხუთი სხვადასხვა ნახატის (წრე, ჯვარი, სამი ტალღოვანი ხაზი, კვადრატი, ხუთქიმიანი ვარსკვლავი) ნაკრებს. ეს კარტები გამოიგონა და შემოგვთავაზა ფსიქოლოგმა კარლ ზენერმა 1930-იან წლებში პარაფსიქოლოგიური ფენომენების ექსპერიმენტებისთვის.
დაჯექით მაგიდასთან ისე, რომ თავი კომფორტულად და მოხერხებულად იგრძნოთ. კარგად აურიეთ კარტები და შემდეგ დაალაგეთ კარტები ნახატებით ქვემოთ მაგიდაზე, შეეცადეღ დამშვიდდეთ, გააკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები, შეეცადეთ შეწყვიტოთ შინაგანი დიალოგი და კონცენტრირდით კარტებზე, დახედეთ კარტებს და მიყოლებით ჩაიწერეთ ქაღალდზე ის თქვენი შეგრძნებები, რაც თითოეული კარტიდან მოდის, შემდეგ გადმოატრიალეთ კარტები და დააკვირდით რამდენი კარტის გამოცნობა შეძელით.
ამის შემდეგ, ყველაფერი თავიდანვე გააკეთეთ. ხელახლა აურიეთ ისინი, დაალაგეთ, შეეცადეთ დაინახოთ თქვენს წინ დალაგებული ხუთივე კარტი და ასევე დააკვირდით თქვენს შეგრძნებებს, გაიმეორეთ იგივე და ჩაინიშნეთ ქაღალდზე თქვენს მიერ გამოცნობილი კარტების რაოდენობა.
უკეთესი სიზუსტისთვის, სასურველია სავარჯიშოს 100-ზე მეტჯერ გამეორება. ეს მაჩვენებელი არ უნდა იყოს თქვენთვის საშიში - 100 გამეორებას საშუალოდ ერთი საათი სჭირდება. ზოგს ნაკლები სჭირდება, ზოგს მეტი. დასრულების შემდეგ, შეადარეთ შედეგები.
ამ და სხვა დანარჩენ პრაქტიკებს შემოგთავაზებთ საკუთარ წიგნში, რომელსაც მალე დღის სინათლე იხილავს.....
ასევე ამ პრაქტიკებს ჩემს სასწავლო პროგრამაში გავივლით....
გამოიწერეთ გვერდი და გადაუზიარეთ სხვებსაც....
#მაგია #შავიმაგია #თეთრიმაგია #რიტუალები #მკითხაობა #სპირიტიზმი #თილისმები #დამცავირიტუალები #ამულეტები #დემონები #ანგელოზები #სულები #არხონტები #კაბალა #შამანიზმი #ვუდუ #ჯადოები #წყევლა #ავითვალი #მთვარისდღეები #მთვარისკალენდრი #ლოცვები #ჯადოსმოხსნა #წყევლისმოხსნა #ვიდეოგაკვეთილები #ონლაინრიტუალები #პარანორმალურიმოვლენები #რუნები #დამწერლობები #ყველაფერი #magamon #magamondagon #magamonmassimodagon #all #global #world






Комментарии